![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4001
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„...მას მერე, რაც წმინდა ბერობას შევუდექი და აღვიკვეცე მოსკოვის ეპარქიის პეშნოშსკის ნიკოლაევის მონასტერში ოცდაცამეტი წლის ასაკში და ღმერთს საკუთარი ნებით აღვუთქვი უპოვარება, იმ დროიდან კუბოს ფიცრამდე არ მომეხვეჭა ქონება და არ მივცემოდი ანგარებას, მქონოდა მხოლოდ წიგნები და პერანგები. არ შემეგროვებინა ოქრო და ვერცხლი, არ მქონოდა ზედმეტი ტანსაცმელი, არც რაიმე ნივთი, გარდა ყველაზე საჭიროსი და ისიც მსახურებისთვის გამოსადეგი: ორი ანაფორა, თბილი და გრილი და ერთი კვართი. მაგრამ უპოვარებასა და ბერულ სიგლახაკეს სულითა და თავად საქმით ვცდილობდი საგულდაგულოდ დამეცვა, არ მეზრუნა საკუთარ თავზე, არამედ მივნდობოდი ღვთის განგებას, რომელიც არასოდეს მიმატოვებს. ის, რაც ჩემს ხელში გაივლიდა წმინდა სავანის კეთილისმყოფელთა შემოწირულობებიდან, ვხარჯავდი მონასტრის საძმოს საჭიროებებსა და სხვადასხვა სამშენებლო საქმეებში; ასევე ვხარჯავდი გაჭირვებულთა შესაწევნელად, როგორც უფალი მოგვიწოდებს“.
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4002
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოგიყვან მაგალითს, რომელიც გასულ წელს თავად ვიხილე. ბესარაბიის მონასტერში, სადაც მე ვცხოვრობდი, თავისი ცხოვრებით გამორჩეული ბერი იყო. ერთხელ იგი საცდურის წინაშე აღმოჩნდა - ძალიან მოუნდა ხმელი თევზი. რადგან იმ დროს მონასტერში მისი შოვნა შეუძლებელი იყო, ბაზარში წასვლა და ყიდვა დააპირა...
დიდხანს ებრძოდა ამ აზრს, ფიქრობდა: ბერი ძმების საერთო საკვებით უნდა კმაყოფილდებოდესო, გემოთმოყვარეობას ყოველნაირად უნდა განერიდოსო, თანაც ბერისთვის ბაზრის ხალხმრავლობაში სიარული მაცდუნებელი და მიუღებელიაო. ბოლოს მტრის ცილისწამებამ მისი მსჯელობა დაჯაბნა, საკუთარ ნებას აჰყვა და თევზის საყიდლად წასლვა გადაწყვიტა. გავიდა მონასტრიდან და როცა ქალაქის ქუჩაში მიდიოდა, შენიშნა, რომ ხელში სკვნილი არ ეჭირა. დაიწყო ფიქრი: „როგორ წავიდე უხმლო მეომარივით? ასე არ შეიძლება: ერისკაცნი შემხვდებიან, განმიკითხავენ და დაბრკოლდებიან, უსკვნილო ბერს რომ დაინახავენ“. იგი უკან დაბრუნებას აპირებდა სკვნილის წამოსაღებად, მაგრამ ჯიბეები მოიჩხირკა და იპოვა. ჯიბიდან ამოიღო, პირჯვარი გადაიწერა, სკვნილი ხელზე გაიკეთა და დამშვიდებულმა განაგრძო გზა. ბაზარს რომ მიუახლოვდა, დახლებთან დიდ საზიდარში შებმული ცხენი დაინახა. საზიდარზე უზარმაზარი კასრები ეწყო. უცებ ცხენი რაღაცამ დააფრთხო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ფლოქვების ცემით გააჭენა, ბერისკენ გაექანა, მხარზე გამოედო და მიწაზე დაანარცხა, თუმცა კი ძალიან არ დაუშავებია. ამის შემდეგ მისგან ორ ნაბიჯზე საზიდარი აყირავდა და ნაფოტებად იქცა. ბერი სწრაფად წამოდგა. რა თქმა უნდა, შეშინდა, მაგრამ ამასთანავე გაოცებულიც იყო, რომ ღმერმა ცოცხალი დატოვა. საზიდარი, სულ ცოტა, ერთი წამით ადრე რომ გადაბრუნებულიყო, ბერიც მასავით დაიმსხვრეოდა. ამაზე ბერს ბევრი აღარ უფიქრია, იყიდა თევზი, შეჭამა, ილოცა და დასაძინებლად დაწვა... ძილბურანში ვიღაც უცნობი, სათნო შესახედაობის ბერი გამოეცხადა და უთხრა: „მომისმინე! მე ამ სავანის მფარველი ვარ და მინდა გონს მოგიყვანო, რათა გაიგო და დაიმახსოვრო გაკვეთილი, ახლა რომ გასწავლი... აი, ნახე: შენმა სუსტმა ბრძოლამ ხორციელ ტკბობასთან და შენმა სიზარმაცემ თვითშეცნობასა და თავგანწირვისთვის ვარჯიშში მტერს შენთან მოახლოების საშუალება მისცა. მანაც ის დამღუპველი შემთხვევა მოგიმზადა, შენ თვალწინ რომ მოხდა. მაგრამ შენმა მფარველმა ანგელოზმა გაითვალისწინა ეს, ჩაგაგონა, გელოცა და სკვნილი გაგახსენა. შენ ჩაგონება ყურად იღე, დაემორჩილე და საქმით აღასრულე. სწორედ ამან გიხსნა სიკვდილისაგან. ხედავ, რა კაცთმოყვარეობას იჩენს ღმერთი და რა უხვად მიაგებს იმის სანაცვლოდ, როცა მცირედ მაინც მიმართავენ მას?“ ამის თქმა იყო და ჩვენებაში ხილული ბერი სწრაფად გავიდა სენაკიდან. მონაზონმა თაყვანი სცა და ასე გამოეღვიძა: საწოლზე კი არ იწვა, არამედ კარის ზღურბლთან ხელებგაწვდილი იყო დაჩოქილი. სულიერი სარგებლობის მიზნით მან ამ ხილვის შესახებ მაშინვე სხვებსაც უამბო, მათ შორის მეც“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4003
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში, სადაც მოღვაწე სხვა მოღვაწეებთან ერთად ცხოვრობს, მას სულიერადაც და ხორციელადაც შეეწევიან სულიერი ძმები და დები, ხოლო განმარტოებით მოღვაწის ერთადერთი შემწე ანგელოზია. მაგრამ თუ იგი გონებით უფალს შორდება, პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ვნებაში იხლართება და, რა თქმა უნდა, ანგელოზებიც განეშორებიან“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4004
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ახალგაზრდა ქალიშვილი, მამა ვასილისთან [ოპტინელი] მაზიარებელი, მონაზვნურად იცვამდა, არადა შავი თავსაფრის ქვეშ ოქროს საყურეებს ატარებდა. ერთხელაც სიზმარში მამა ვასილიმ ამის გამო ამხილა. „მამაო, - ჰკითხა მან შემდგომ, - რა ვქნა, თუკი სიზმარში მამხილეთ?“ „რადგან გამხილე, მოიხსენი“. - უპასუხა მამა ვასილიმ, თუმცა არ დააზუსტა,რა უნდა მოეხსნა, საყურეები თუ თავსაფარი. ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი მონაზვნური მოიხნსა და მოძღვრის კურთხევით გათხოვდა. ახლა კი მრავალშვილიანი ბედნიერი დედაა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4005
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი ნათელმოსილი ცხოვრებით მამა ავქსენტი, რომელიც ვარსკვლავივით ბრწყინავდა. ის დიდმოწამე გიორგის კელიაში ცხოვრობდა. ჰქონდა თიხის ჭურჭელი, რომელშიც უდაბნოში მოგროვილ ბალახებს ხარშავდა - ეს იყო საზრდო. ზოგჯერ პურსაც ჭამდა. ბერმა სკიტში იცხოვრა დაახლოებით სამოცი წელი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4006
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ხშირად, როდესაც მოღვაწე შეპყრობილია მოწყენილობის ცოდვით და სენაკს მიატოვებს, იგი ადანაშაულებს არა საკუთარ თავს, არამედ ბოროტს, სინამდვილეში კი თვითონ არის საკუთარი თავის მოწინააღმდეგე. ცხადია, ღვთის საწინააღმდეგო საქმისკენ ბოროტი უბიძგებს, მაგრამ საბოლოო ქმედება ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული: იგი თავისუფალი არჩევანის მიხედვით მიიღებს ჯილდოს ან მსჯავრს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4007
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი ტროფიმეს [ოპტინელი] ცხოვრება შეიძლება სხვა სიტყვებითაც გადმოგვეცა: „იგი ბევრს ლოცულობდა, ცოტა ეძინა, ცოტას ჭამდა, წყალსაც კი შეზღუდულად სვამდა, მაგრამ რაოდენ ბევრს მუშაობდა!“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4008
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში დღეში ერთხელ უნდა ჭამდე მწუხრით-მწუხრად და მუდამ მარხვაში გეთვლება, რაც არ უნდა ჭამო. წმინდა მამებმა დაადგინეს და ასე უმჯობესია. გარდამეტებული მარხვა კი ეშმაკისგანაა"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4009
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დაყუდებული ადამიანის ცხოვრებაში ერთმანეთს უნდა შეეზავოს ლოცვა და აზრებთან ბრძოლა. რა თქმა უნდა, მას ხელსაქმით დაკავებაც ევალება, მაგრამ ეს ხელს არ შეუძლის ამაში, პირიქით, - ხელსაქმის დროსაც დაყუდებულის გონება ორი სულიერი საქმით უნდა იყოს დაკავებული - ლოცვით და აზრებზე დაკვირვებით“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4010
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მეტოქში ყოფნისას მამა ვასილის [ოპტინელი] მხოლოდ ტაძარში ვხედავდით, მუდმივად სენაკში იყო, განდეგილივით და ტაძრის გარდა არსად არ დადიოდა. ის იყო ბერი და ეს იგრძნობოდა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4011
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დედა ფროსიას მონაყოლი ნამდვილი ამბავი
„პატარა რომ ვიყავი, რატომღაც ამეკვიატა, გათხოვება არ მინდა-მეთქი. მამას სმა უყვარდა. ხშირად გვიან ღამით ბრუნდებოდა შინ. მე და დედა შიშით ველოდით მის მოსვლას, რადგან უეჭველად სკანდალს ატეხდა ხოლმე. ჰოდა, ვიჯექით და კანკალით ველოდით საღამოს... კუტიკარის მოჯახუნების ხმა რომ შემოგვესმებოდა - ვიცოდით, მამა ისევ მთვრალი ბრუნდებოდა. შემოვიდოდა და დაიყვირებდა: „მაჭამე!“ დედაც გამოუტანდა ვახშამს... სულ ერთი იყო, მოეწონებოდა თუ არა, დედას აუცილებლად თეფშს გაუქანებდა სახეში. ამის შემყურე, ღვთისმშობელს ვევედრებოდი, დედაო ღვთისაო, გათხოვებისაგან დამიფარე-მეთქი. ერთი მეზობლის ქალი გვყავდა - სახელად ულიტა. რაღაცის გამო ხელზე ორი თითი აკლდა და მეც ვფიქრობდი, ნეტაი მეც მომძვრეს და მერე უთითოს ვიღა წამიყვანს ცოლად. თორემ, გინდა-არ გინდა, მაინც გამათხოვებენ-მეთქი. დღედაღამ ვევედრებოდი ღვთისმშობელს, დედაო ღვთისავ, იქნებ, რამე მიშველო-მეთქი. ოღონდ ამის შესახებ დედაჩემის გარდა არავის ვეუბნებოდი. ბოლოს დროც მოვიდა: ჩემმა ბიძაშვილმა გრიშამ და მამიდაჩემმა მაშამ მონასტერში წასვლა გადაწყვიტეს. გრიშამ - საროვში, მაშამ კი დევეევოში. ორივე ჩემზე უფროსები იყვნენ. მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მივედი მათთან და ვუთხარი, თან წამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ უარზე დადგნენ. გავიფიქრე, ზეციური დედოფალო, დედაო ღვთისავ! ახლა თუ არ წამიყვანეს, მაინც გავიპარები-მეთქი. ეგეთი ნატვრა მქონდა - ერში ცხოვრება არ მინდოდა. მოკლედ, მიდიან. მე კი სუ კანკალმა ამიტანა - მამაო სერაფიმე, დამეხმარე-მეთქი. რომელიღაც დღესასწაული იყო და დედაც და მამაც ისვენებდნენ. დედაჩემს კი ეშინოდა ამის თქმა, მაგრამ მაინც უთხრა, ხომ იცი, მაშა და გრიშა მონასტერში რო მიდიანო. -მერე რაო? -მერე, ის, რომ იქნებ, ფროსიაც თან გავაყოლოთო. მამაჩემმა - ხომ არ გაგიჟდიო. მეტი არც არაფერი უთქვამთ. დედას ეშინია, რამე რო უთხრას - ძაან მკაცრი იყო მამაჩემი. ხოდა, ორივენი ჩუმად არიან... მამაჩემი გაიყურსა, გაიყურსა და ბოლოს თქვა: „ფროს, გაიგე, დედაშენმა რა თქვა?“ გავიგე-მეთქი. შენ რას იტყვიო. მე ვუთხარი, წინააღმდეგი არ ვარ - წავალ-მეთქი. ეგრე იყო, ისევ გაჩუმდა. მე კი სულ მაჟრიალებს - ზეციურო დედოფალო, ჩემი ბედი ეხლა წყდება... მამაო სერაფიმე, მომეხმარე-მეთქი. ხოდა, მამა ჩაფიქრდა... ღმერთის მაინც ეშინოდა. ხოდა, ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, ასე გადაწყვიტა: სამი ძროხა გვყავდა. მამაჩემი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. არადა, ოჯახში სამი გასათხოვარი გოგო ვიყავით. თითოს თითო ძროხა გვეძლეოდა მზითევად. ადრე ეგეთი წესი იყო - ქალს რო გაათხოვებ, ერთი ძროხა მზითევში უნდა გაატანო. ხოდა, მამამაც გამოიყვანა ის ძროხა, ჩემს სამზითვედ რომ ჰყავდა შეგულებული და ბაზარში წავიდა - ძროხაც წინ გაიგდო. მერე სულ ყვებოდა: ჩავიფიქრე, ორმაგ ფასს დავადებ. თუ მომცემენ - დევეევოში გავუშვებ და თუ მასხრად ამიგდებენ - სახლში დავსვამ-მეთქი. ბაზარში გავიდა და ხედავს - გასაყიდი საქონლის რიგები დგას. თვითონ ბოლოში დადგა. მერე ყვებოდა, რომ მივიხედ-მოვიხედე, ისეთი საქონელი იყო, ჩვენი ძროხა იმათთან რას მოვიდოდაო. ხოდა, ვდგავარ და თვალებს ვაცეცებ და უცებ, ვხედავ, ერთი ბერიკაცი მორბის ჩემკენ - ზუბუნშია გამოხვეული, ქუდი კინკრიხოზე აქვს მოგდებული; ზედ არვის უყურებს და პირდაპირ ჩემთან მოდის. რა კარგი ძროხა გყავსო, მეუბნება. რა ღირსო? მე კიდევ ეგრევე, დაუფიქრებლად, ორმაგი ფასი არ დავურტყი?! 24 მანეთი-მეთქი - 24! არადა, ჰა-ჰა 12 მანეთს ძლივს გაქაჩავდა. ნეტაი ვინ იყო ის ბებერი - ისე გაუხარდა - ისე გაუხარდა რო... ერთი სიტყვაც არ დასცდენია - ძვირიაო, ან ეგეთი რამე... ამოიღო ფული და მომცაო... ხელი ჩამომართვა და წავიდაო... წავიდა და წაიყვანაო... გაგიჟდა მამაჩემი - იდგა და ხელში ფულს ატრიალებდა... შინ რო დაბრუნდა და ვახშამი მოითხოვა - დედამაც მაშინვე გაუშალა. ის კი ეკითხება, მაშ, მაშა დივეევოში მიდისო? დედამ უპასუხა - მიდისო. -გრიშა კიდევ - საროვშიო? მაშაო. -ფროსია რაღას შვრებაო? დედაჩემი ცახცახმა აიტანა. -ეგ - როგორც შენ იტყვიო. მამაჩემმა ქვემოდან ამოხედა და თქვა, მაშ, გაამზადეო. ხოდა, სამივენი ერთად წავედით. ხუთი მაისი იყო - თხუთმეტი წლისა“. /მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4012
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იესოს ლოცვის არც ერთი მუშაკი არ შემხვედრია, ხარხარი და სასაცილო ამბების მოყოლა რომ ახასიათებდეს - ეს მოღვაწეები თითქოს მუდამ თვალცრემლიანი იყვნენ. მინახავს მონაზონი, რომელიც ხუმრობით გაერთო და რომელსაც თავისთვის, მოულოდნელად, მკრეხელობა წამოსცდა. ადამიანი უმაღლესი ქმნილებაა; იგი ღმერთის ერთგვარი ჩრდილია დედამიწაზე. დაფიქრდი, ვის დასცინი და ამ დაცინვით დემონის მიმბაძველი ხომ არ ხდები“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4013
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვინც სრულყოფილ დაყუდებას მიაღწევს, ღვთის უამრავ საიდუმლოს ჩასწვდება, მაგრამ მისაღწევად უამრავი შრომა და სულიერი ბრძოლის გადატანა არის საჭირო. დაყუდებულობის ღვაწლში განმტკიცებული ადამიანი ღვთის უამრავ საიდუმლოს შეიცნობს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4014
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ბერ-მონაზვნური ცხოვრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ დაზიანებული ნება განიკურნო, საკუთარი ნება შეუერთო ღვთის ნებას და ამ შეერთებით განწმინდო“.
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4015
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მამა სერაფიმე მუდამ მცირედით კმაყოფილდებოდა. და ეს არ ვლინდებოდა მხოლოდ კვებაში, ძილსა და ადამიანებთან ურთიერთობაში. მაგალითად, აბანოში შხაპის ქვეშ არასოდეს არ დადგებოდა ხოლმე - ორი-სამი ტოლჩა წყალი მისთვის საკმარისი იყო. როცა მორჩილებმა ჰკითხეს, შხაპს რატომ არ იყენებთ - იქ ხომ წყალი ყველასთვის საკამარისზე მეტიცააო, პასუხად ჩაიბურტყუნა - რაღა შხაპის ქვეშ ბანაობა და რაღა შოკოლადით გამოძღომაო“.
/მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4016
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ლოცვა მონაზვნის სუნთქვაა. უწინ მონაზვნები ჩვეულებრივი მისალმების ნაცვლად შეხვედრისას ერთმანეთს ეკითხებოდნენ, „როგორ მიდის შენი ლოცვაო“. ზოგიერთ მონასტერში კი ისინი ერთგვარი მინიშნებით შეახსენებდნენ ხოლმე ერთიმეორეს ლოცვას“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4017
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც ადამიანი სოფელს დაუტევებს და მონასტერში წავა, პირველი, რაც ებრძვის, არის თვითნებობა“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4018
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წინამძღვრის განკარგულებით, იეროდიაკონ „ნ“.-ს კადნიერი (არამონაზვნური) ქცევისათვის სატრაპეზოში ჩამოერთვა კუნკულისა და მანტიის ტარების უფლება.”
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4019
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა სერაფიმესთვის მონასტერი უდიდესი საუნჯე იყო და მის შესახებ ენით აუწერელი სიყვარულით ლაპარაკობდა.
-წარმოდგენაც არა გაქვთ, რა არის მონასტერი! ესაა მარგალიტი... ამა სოფლის უდიდესი საუნჯე! თქვენ ამას მოგვიანებით მიხვდებით!“ /მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4020
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,704 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ქართველი მღვდელ-მონაზონნი ჯვრითა და ლოცვანით ხელში ებრძოდნენ მტერს, ბრძოლის ჟინს, იმედს, შეუდრეკელობას გადასცემდნენ ერთმანეთს, სულსა და სამშობლოს უფალს აბარებდნენ და უკან კი არ იხევდნენ“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 03:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი