![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4009
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დაყუდებული ადამიანის ცხოვრებაში ერთმანეთს უნდა შეეზავოს ლოცვა და აზრებთან ბრძოლა. რა თქმა უნდა, მას ხელსაქმით დაკავებაც ევალება, მაგრამ ეს ხელს არ შეუძლის ამაში, პირიქით, - ხელსაქმის დროსაც დაყუდებულის გონება ორი სულიერი საქმით უნდა იყოს დაკავებული - ლოცვით და აზრებზე დაკვირვებით“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4010
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მეტოქში ყოფნისას მამა ვასილის [ოპტინელი] მხოლოდ ტაძარში ვხედავდით, მუდმივად სენაკში იყო, განდეგილივით და ტაძრის გარდა არსად არ დადიოდა. ის იყო ბერი და ეს იგრძნობოდა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4011
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დედა ფროსიას მონაყოლი ნამდვილი ამბავი
„პატარა რომ ვიყავი, რატომღაც ამეკვიატა, გათხოვება არ მინდა-მეთქი. მამას სმა უყვარდა. ხშირად გვიან ღამით ბრუნდებოდა შინ. მე და დედა შიშით ველოდით მის მოსვლას, რადგან უეჭველად სკანდალს ატეხდა ხოლმე. ჰოდა, ვიჯექით და კანკალით ველოდით საღამოს... კუტიკარის მოჯახუნების ხმა რომ შემოგვესმებოდა - ვიცოდით, მამა ისევ მთვრალი ბრუნდებოდა. შემოვიდოდა და დაიყვირებდა: „მაჭამე!“ დედაც გამოუტანდა ვახშამს... სულ ერთი იყო, მოეწონებოდა თუ არა, დედას აუცილებლად თეფშს გაუქანებდა სახეში. ამის შემყურე, ღვთისმშობელს ვევედრებოდი, დედაო ღვთისაო, გათხოვებისაგან დამიფარე-მეთქი. ერთი მეზობლის ქალი გვყავდა - სახელად ულიტა. რაღაცის გამო ხელზე ორი თითი აკლდა და მეც ვფიქრობდი, ნეტაი მეც მომძვრეს და მერე უთითოს ვიღა წამიყვანს ცოლად. თორემ, გინდა-არ გინდა, მაინც გამათხოვებენ-მეთქი. დღედაღამ ვევედრებოდი ღვთისმშობელს, დედაო ღვთისავ, იქნებ, რამე მიშველო-მეთქი. ოღონდ ამის შესახებ დედაჩემის გარდა არავის ვეუბნებოდი. ბოლოს დროც მოვიდა: ჩემმა ბიძაშვილმა გრიშამ და მამიდაჩემმა მაშამ მონასტერში წასვლა გადაწყვიტეს. გრიშამ - საროვში, მაშამ კი დევეევოში. ორივე ჩემზე უფროსები იყვნენ. მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მივედი მათთან და ვუთხარი, თან წამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ უარზე დადგნენ. გავიფიქრე, ზეციური დედოფალო, დედაო ღვთისავ! ახლა თუ არ წამიყვანეს, მაინც გავიპარები-მეთქი. ეგეთი ნატვრა მქონდა - ერში ცხოვრება არ მინდოდა. მოკლედ, მიდიან. მე კი სუ კანკალმა ამიტანა - მამაო სერაფიმე, დამეხმარე-მეთქი. რომელიღაც დღესასწაული იყო და დედაც და მამაც ისვენებდნენ. დედაჩემს კი ეშინოდა ამის თქმა, მაგრამ მაინც უთხრა, ხომ იცი, მაშა და გრიშა მონასტერში რო მიდიანო. -მერე რაო? -მერე, ის, რომ იქნებ, ფროსიაც თან გავაყოლოთო. მამაჩემმა - ხომ არ გაგიჟდიო. მეტი არც არაფერი უთქვამთ. დედას ეშინია, რამე რო უთხრას - ძაან მკაცრი იყო მამაჩემი. ხოდა, ორივენი ჩუმად არიან... მამაჩემი გაიყურსა, გაიყურსა და ბოლოს თქვა: „ფროს, გაიგე, დედაშენმა რა თქვა?“ გავიგე-მეთქი. შენ რას იტყვიო. მე ვუთხარი, წინააღმდეგი არ ვარ - წავალ-მეთქი. ეგრე იყო, ისევ გაჩუმდა. მე კი სულ მაჟრიალებს - ზეციურო დედოფალო, ჩემი ბედი ეხლა წყდება... მამაო სერაფიმე, მომეხმარე-მეთქი. ხოდა, მამა ჩაფიქრდა... ღმერთის მაინც ეშინოდა. ხოდა, ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, ასე გადაწყვიტა: სამი ძროხა გვყავდა. მამაჩემი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. არადა, ოჯახში სამი გასათხოვარი გოგო ვიყავით. თითოს თითო ძროხა გვეძლეოდა მზითევად. ადრე ეგეთი წესი იყო - ქალს რო გაათხოვებ, ერთი ძროხა მზითევში უნდა გაატანო. ხოდა, მამამაც გამოიყვანა ის ძროხა, ჩემს სამზითვედ რომ ჰყავდა შეგულებული და ბაზარში წავიდა - ძროხაც წინ გაიგდო. მერე სულ ყვებოდა: ჩავიფიქრე, ორმაგ ფასს დავადებ. თუ მომცემენ - დევეევოში გავუშვებ და თუ მასხრად ამიგდებენ - სახლში დავსვამ-მეთქი. ბაზარში გავიდა და ხედავს - გასაყიდი საქონლის რიგები დგას. თვითონ ბოლოში დადგა. მერე ყვებოდა, რომ მივიხედ-მოვიხედე, ისეთი საქონელი იყო, ჩვენი ძროხა იმათთან რას მოვიდოდაო. ხოდა, ვდგავარ და თვალებს ვაცეცებ და უცებ, ვხედავ, ერთი ბერიკაცი მორბის ჩემკენ - ზუბუნშია გამოხვეული, ქუდი კინკრიხოზე აქვს მოგდებული; ზედ არვის უყურებს და პირდაპირ ჩემთან მოდის. რა კარგი ძროხა გყავსო, მეუბნება. რა ღირსო? მე კიდევ ეგრევე, დაუფიქრებლად, ორმაგი ფასი არ დავურტყი?! 24 მანეთი-მეთქი - 24! არადა, ჰა-ჰა 12 მანეთს ძლივს გაქაჩავდა. ნეტაი ვინ იყო ის ბებერი - ისე გაუხარდა - ისე გაუხარდა რო... ერთი სიტყვაც არ დასცდენია - ძვირიაო, ან ეგეთი რამე... ამოიღო ფული და მომცაო... ხელი ჩამომართვა და წავიდაო... წავიდა და წაიყვანაო... გაგიჟდა მამაჩემი - იდგა და ხელში ფულს ატრიალებდა... შინ რო დაბრუნდა და ვახშამი მოითხოვა - დედამაც მაშინვე გაუშალა. ის კი ეკითხება, მაშ, მაშა დივეევოში მიდისო? დედამ უპასუხა - მიდისო. -გრიშა კიდევ - საროვშიო? მაშაო. -ფროსია რაღას შვრებაო? დედაჩემი ცახცახმა აიტანა. -ეგ - როგორც შენ იტყვიო. მამაჩემმა ქვემოდან ამოხედა და თქვა, მაშ, გაამზადეო. ხოდა, სამივენი ერთად წავედით. ხუთი მაისი იყო - თხუთმეტი წლისა“. /მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4012
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იესოს ლოცვის არც ერთი მუშაკი არ შემხვედრია, ხარხარი და სასაცილო ამბების მოყოლა რომ ახასიათებდეს - ეს მოღვაწეები თითქოს მუდამ თვალცრემლიანი იყვნენ. მინახავს მონაზონი, რომელიც ხუმრობით გაერთო და რომელსაც თავისთვის, მოულოდნელად, მკრეხელობა წამოსცდა. ადამიანი უმაღლესი ქმნილებაა; იგი ღმერთის ერთგვარი ჩრდილია დედამიწაზე. დაფიქრდი, ვის დასცინი და ამ დაცინვით დემონის მიმბაძველი ხომ არ ხდები“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4013
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვინც სრულყოფილ დაყუდებას მიაღწევს, ღვთის უამრავ საიდუმლოს ჩასწვდება, მაგრამ მისაღწევად უამრავი შრომა და სულიერი ბრძოლის გადატანა არის საჭირო. დაყუდებულობის ღვაწლში განმტკიცებული ადამიანი ღვთის უამრავ საიდუმლოს შეიცნობს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4014
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ბერ-მონაზვნური ცხოვრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ დაზიანებული ნება განიკურნო, საკუთარი ნება შეუერთო ღვთის ნებას და ამ შეერთებით განწმინდო“.
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4015
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მამა სერაფიმე მუდამ მცირედით კმაყოფილდებოდა. და ეს არ ვლინდებოდა მხოლოდ კვებაში, ძილსა და ადამიანებთან ურთიერთობაში. მაგალითად, აბანოში შხაპის ქვეშ არასოდეს არ დადგებოდა ხოლმე - ორი-სამი ტოლჩა წყალი მისთვის საკმარისი იყო. როცა მორჩილებმა ჰკითხეს, შხაპს რატომ არ იყენებთ - იქ ხომ წყალი ყველასთვის საკამარისზე მეტიცააო, პასუხად ჩაიბურტყუნა - რაღა შხაპის ქვეშ ბანაობა და რაღა შოკოლადით გამოძღომაო“.
/მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4016
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ლოცვა მონაზვნის სუნთქვაა. უწინ მონაზვნები ჩვეულებრივი მისალმების ნაცვლად შეხვედრისას ერთმანეთს ეკითხებოდნენ, „როგორ მიდის შენი ლოცვაო“. ზოგიერთ მონასტერში კი ისინი ერთგვარი მინიშნებით შეახსენებდნენ ხოლმე ერთიმეორეს ლოცვას“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4017
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც ადამიანი სოფელს დაუტევებს და მონასტერში წავა, პირველი, რაც ებრძვის, არის თვითნებობა“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4018
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წინამძღვრის განკარგულებით, იეროდიაკონ „ნ“.-ს კადნიერი (არამონაზვნური) ქცევისათვის სატრაპეზოში ჩამოერთვა კუნკულისა და მანტიის ტარების უფლება.”
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4019
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა სერაფიმესთვის მონასტერი უდიდესი საუნჯე იყო და მის შესახებ ენით აუწერელი სიყვარულით ლაპარაკობდა.
-წარმოდგენაც არა გაქვთ, რა არის მონასტერი! ესაა მარგალიტი... ამა სოფლის უდიდესი საუნჯე! თქვენ ამას მოგვიანებით მიხვდებით!“ /მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4020
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ქართველი მღვდელ-მონაზონნი ჯვრითა და ლოცვანით ხელში ებრძოდნენ მტერს, ბრძოლის ჟინს, იმედს, შეუდრეკელობას გადასცემდნენ ერთმანეთს, სულსა და სამშობლოს უფალს აბარებდნენ და უკან კი არ იხევდნენ“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4021
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭეშმარიტ მორჩილს, უპირველეს ყოვლისა, მოეთხოვება შემდეგი ხუთი სათნოების ასრულება: უპირველესად უნდა სწამდეს და სჯეროდეს საკუთარი მოძღვრის, ისევე, როგორც სწამს იესო ქრისტე და როგორც ქრისტეს, ისე ემორჩილებოდეს მას... მეორე: იყოს მართალი ე.ი. მისი საქმე და სიტყვა უნდა იყოს ჭეშმარიტი და გულწრფელად აღიაროს გულისთქმები... მესამე: არ იმოქმედოს თვითნებურად, რადგან მორჩილს, როგორც იტყვიან, დიდ ზიანს მოუტანს ასეთი ქმედება; მას მართებს თავის ნების მოკვეთა ნებაყოფლობით და არა მოძღვრის ძალისხმევით... მეოთხე: არასოდეს არ უნდა შეეპასუხოს და ეკამათოს ვინმეს, რადგან შეპასუხება და კამათი უცხოა ღვთის მოსავისათვის... თუ ეს ყველა ქრისტიანისთვის მიუღებელია, მით უფრო მონაზვნისათვის, რომელიც ყველაფერში მორჩილების აღთქმას დებს. შეპასუხება და კამათი თვითდაჯერებულობის, ურწმუნოებისა და ქედმაღლობის შედეგია: და პირიქით, არ შეპასუხება, კამათში არჩაბმა მორჩილებისა და თავმდაბლობის ნაყოფია. დაბოლოს, მეხუთე: ყოველივე ზუსტად და გულწრფელად უნდა აღიაროს თავისი მოძღვრის წინაშე“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4022
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ჭეშმარიტი ბერ-მონაზვნობა სახარებისეული მცნებების აღსრულებაში მდგომარეობს. იქ, სადაც არ სრულდება ეს, არც ქრისტიანობა და არც ბერ-მონაზვნობა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რაც გარეგნულად ჩანს. ბერი ისაა, ვინც ყველგან და ყოველთვის, ყველა საქმეში მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვითა და ღვთის მცნებებით ხელმძღვანელობს“.
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4023
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ერთხელ მამა ნიკიტას ვკითხე, შენი ასკეტი მოძღვარი ალბათ ძალიან მკაცრია-მეთქი. პასუხად ნიკიტამ ასეთი რამ მიამბო:
როდესაც ის თექვსმეტი წლისა იყო, მამა დოსითეზე ისე გაბრაზდა, რომ დაუყვირა კიდეც მას. მოძღვარი კი უცებ ფეხებში ჩაუვარდა და ცრემლმომდგარი ემუდარებოდა, მაპატიე, ასეთ მრისხანებაში რომ ჩაგაგდეო. მამა დოსითემ სული უფალს დიდ ხუთშაბათს მიაბარა: იმ დილას თავისი კიდობნით გაზაფხულის ცივ წყალში შეცურდა, ტაძარში წირვაზე ჩამოვიდა, ეზიარა და ისევ სკიტისკენ გაცურა. მეორე დღეს კი მისი გვამი მდინარეში იპოვეს - იქვე მისი ამოტრიალებული ნავი ტივტივებდა. მორგში გვამი რომ გაკვეთეს, გაკვირვებულმა ექიმებმა საკვების ნასახიც ვერ აღმოუჩიენს. მამა ნიკიტამ უთხრა, დიდ მარხვაში ბერი წყლისა და წმინდა ნაწილების გარდა არაფერს იღებდაო. მილიციის განყოფილებაში სიკვდილის მიზეზი ასეც გააფორმეს: „უკიდურესი ფიზიკური სისუსტისაგან დაიხრჩოო“. მამა დოსითე ბრწყინვალე შვიდეულში, მონასტრის მღვიმეებში დაკრძალეს. მამა იოანე კუბოსთან რომ მივიდა, დანანებით ხელი ხელს შემოჰკრა და აღმოხდა: -მოგკლეს, საყვარელო დოსითე, მოგკლეს! და მართლაც, მალე მთელ ოლქში ხმა დაირხა, თითქოს მთვრალი მონადირეები რაიცენტრში ტრაბახობდნენ, ერთი ბებერი მღვდელი შეგვხვდა - ნავისმაგვარ ხის მორზე მიცურავდა და ჩვენც, გასართობად, წყალში ჩავაყირავეთო“. /მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4024
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ზოგიერთ მონაზონს სენაკში კუბო ედგა და საწოლის ნაცვლად მასში წვებოდა დასაძინებლად; სხვებს თავის ქალა და ძვლები ედოთ ახლოს, უფრო ხშირად კი სურათი ეკიდათ - ზედ გამოსახული ნამგალმომარჯვებული სიკვდილით. შეხედე საათს: განა ისრების მოძრაობა სამარისკენ მიმავალ ნაბიჯებს არ მოგაგონებს? ჩვენს გარემომცველ ბუნებაში ყველგან ვხედავთ სიკვდილის ნიშნებს. ძველ მონაზვნებს წესად ჰქონდათ: ლოცვის შემდეგ გარკვეულ დროს სიკვდილზე ფიქრს უთმობდნენ. თუ ადამიანს სიკვდილის მუდმივი ხსოვნა არ ექნა, იგი ამა სოფლის საცთურთა ტყვეობისგან ვერასდროს განთავისუფლდება. ზეცას ახედე: ყოველი დაისი და ყოველი ჩამომდგარი ღამე სიკვდილის სახეა. დღე და ღამე მაკრატლის პირებს წააგავს, თანდათან რომ ჭრის ჩვენი ცხოვრების ძაფს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4025
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობანი განსხვავებულია, ყველას ერთნაირად არ შეუძლია ერთი და იმავე საქმის შესრულება, - ასევეა ადამიანთა სულიერი შესაძლებლობანიც. მონასტერში მისულ მოღვაწეს სხვადასხვა ხორციელი უძლურების დათრგუნვა უწევს: შეიძლება ზოგიერთმა გაცილებით ადრე სძლიოს ამ უძლურებებს, ზოგმა - გაცილებით გვიან. ეს ადამიანის შესაძლებლობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული; ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად ღრმად არის მიწიერ ამაოებასა და სიამეებში დანთქმული. ეს შეიძლება იყო ხორციელი ვნებებიც და სულიერიც, შესაბამისად, მკურნალობის დრო და მეთოდებიც სხვადასხვაგვარია“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4026
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დაცემული ანგელოზი ცდილობს ბერები შეაცდინოს და დაღუპოს, არა მხოლოდ სხვადასხვაგვარ ცოდვას სთავაზობს, არამედ მათთვის უჩვეულო, საოცრად ამაღლებულ სათნოებებს“.
/წმ. ეგნატე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4027
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მეექვსე საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს ზეობისას, კონსტანტინოპოლში, ბოსფორზე გაშენებულ ამ უდიდეს და უმდიდრეს ქალაქში, თეთრი მარმარილოთი ნაგები უმშვენიერესი ტაძრებით და სასახლეებით რომ იყო განთქმული, ორი ჭაბუკი და ერთი ქალწული ცხოვრობდა. ისინი მდიდარი პატრიციუსების შვილები გახლდნენ - განათლებულნი და მხიარულნი და, რაც მთავარია, ბავშვობიდანვე თანაშეზრდილნი.
ერთ-ერთი ვაჟისა და გოგონას მშობლებს შვილები აკვანშივე დაეწინდათ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ოდესმე, მომავალში ისინი აუცილებლად შეუღლდებოდნენ. ქორწილის დრო მოვიდა და ბედნიერმა წყვილმა ჯვარი დაიწერა. მათი ბედნიერებით ყველაზე მეტად მათი ბავშვობის მეგობარი და ხელისმომკიდე ხარობდა. ერთი შეხედვით, მათ ბედნიერებას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ ქორწილის წლისთავზე ვაჟი უეცრად გარდაიცვალა. გლოვისთვის განკუთვნილი ორმოცი დღეც მალე მიიწურა და ერთხელაც, ქვრივს ბავშვობის მეგობარი ჭაბუკი ესტუმრა, მის წინ მუხლი მოიყარა და უთხრა: „ჩემო ქალბატონო! ახლა, როდესაც ღრმა მწუხარების დღეები ჩავლილია, თავს უფლებას მივცემ და გაგანდობ იმას, რასაც ადრე ვერ გეტყოდი. რაც თავი მახსოვს, იდუმლად შენ შემოგტრფოდი და როცა შევიტყვე, რომ შენ და ჩემი მეგობარი აკვანში იყავით დაწინდულნი, ცხოვრება უსაშინლეს ტანჯვად მექცა. იმ დღის შემდეგ ბედნიერებაზე არც კი მიოცნებია. კარგად უწყი, რაოდენ მიყვარდა შენი მეუღლე, რომელიც იმავდროულად ჩემი მეგობარიც იყო... მაგრამ მოსახდენი მოხდა... და ახლა ჩემი შენდამი სიყვარული გაათასკეცდა... გევედრები, გახდი ჩემი მეუღლე!“ ახალგაზრდა ქალი დაფიქრდა და უპასუხა: „კარგი... მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ხანგრძლივი ლოცვისა დ მარხვის შემდეგ არის შესაძლებელი. ათ დღეში მოდი ჩემთან. ოღონდ ამ დროის განმავლობაში წყლის გარდა პირი არაფერს დააკარო. გპირდები: ათ დღეში პასუხს მიიღებ“. ჭაბუკი სატრფოს სახლში ზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა. მარხვისაგან ისე იყო დასუსტებული, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო და მსახურებმა ის საკაცით შემოიყვანეს. ფართო დარბაზში ერთ მხარეს უგემრიელესი სასმელ-საჭმელით სავსე მაგიდა იდგა, მეორე მხარეს კი გაშლილი საწოლი. „ჩემო საყვარელო, მითხარი, საიდან დავიწყოთ?“ - ჰკითხა ქალმა ჭაბუკს და ჯერ საწოლისკენ გაიშვირა ხელი, მერე კი მაგიდისკენ. „ჩემო ქალბატონო“, -ამოიოხრა ახალგაზრდა კაცმა, - „მაპატიე, მაგრამ ჯერ ძალები უნდა მოვიკრიბო“. „აი, ხომ ხედავ?“ - წარმოთქვა ღვთივგაბრძნობილმა ქალმა, - „სულ უმნიშვნელო რამ დაგჭირდა, რომ სხვა ვნებაზე გაგეცვალე... სწორედ ამაში გამოიხატა ჩვენი კაცობრივი ბუნების სისუსტე... ასეთია ადამიანური ბუნება! უნდა გამოგიტყდე შენი ტრფობა მეც მკლავდა, მაგრამ მშობლების ნებას არ გადავაბიჯე, მათ მორჩილებას არ გადავედი და ჩვენს საერთო მეგობარს გავყევი ცოლად. მისმა გარდაცვალებამ კი ბევრ რამეზე ამიხილა თვალი. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი დროებითი და წარმავალია... და ახლა გეკითხები: რა ნაბიჯი გადავდგათ? წარმავლობას ვემსახუროთ თუ მარადიულ ღმერთს?“ ისინი სადღესასწაულო სუფრას მიუსხდნენ და იქვე გადაწყვიტეს, ქონება ქვრივ-ობლებისთვის დაერიგებინათ ად თავ-თავიანთ მონასტრებში შესდგომოდნენ ქრისტეს სამსახურს“. /მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4028
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,263 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამისთვის გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, - იტყვის უფალი და არაწმიდასა ნუ შეეხებით. რადგან რომელ ერისკაცს უქმნია სასწაული ოდესმე? ან რომელმა აღადგინა მკვდარნი? რომელმა განდევნა ეშმაკნი? - არავინ, ყოველი ეს საქმე მონოზვნობის კუთვნილებაა და სოფელი მათ ვერასოდეს იტვირთავს. სოფელს რომ ეს შესძლებოდა, მაშინ მონოზვნობა და ქვეყნისგან განდგომაც აღარ იქნებოდა საჭირო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th August 2025 - 03:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი