IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 201 202 203 204 205 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 5 2023, 11:37 AM
პოსტი #4041


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„...ერთ-ერთი ასეთი ლამაზი შენობა მდებარეობს ეგეოსის ზღვის ერთ-ერთი კუნძულის მთის წვერზე. ეს ადგილი მართლაც დიდებულია. მისი მნახველი ბუნების მოყვარული შემდეგ ტელევიზორის წინ დროს აღარ მოკლავს. ეს შენობა ორმა დამ ააგო მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთარი ფულით, შრომითა და ოფლით (ჩემი თვალით ვნახე, როგორ ააშენეს და ამიტომ ამას სრული გულწრფელობით ვამოწმებ). ამ ორ დასთან მივიდა მესამე, რომელიც იმ დროისთვის უკვე კაბოსანი მონაზონი გახლდათ. ის ცოტა გონებასუსტი იყო, მაგრამ გული რწმენითა და სიყვარულით ჰქონდა სავსე. შემდეგ მეოთხე გოგონა მიემატათ, რომელსაც აღკვეცა სურდა, მაგრამ მონაზონს ვერა და ვერ შეეგუა.

ერთხელ ისინი წაეჩხუბნენ ერთმანეთს, თანაც აღდგომის დღესასწაულზე. გოგონა მონაზონს მიანიშნებდა, ქალწულობის პატივი არ შეინარჩუნეო (ეს ჯერ კიდევ იმ დროს მოხდა, როცა ქალწულობას აფასებდნენ და უძვირფასეს ქვას ადარებდნენ). მონაზონს სისხლი აუდუღდა და მიახალა: „როგორ შეგიძლია, ასე ჩამაფურთხო სულში?! დაე, სააღდგომო სანთელივით დაიწვა და დადნე!“

ამის შემდეგ მონაზონმა დატოვა მონასტერი და დასახლდა პატარა მეურნეობაში, სადაც მრავალი წელი იმუშავა თავდაუზოგავად, რათა მიწის ქირა გადაეხადა და საარსებო წყარო ჰქონოდა. მას არასოდეს მიუცია საეროთათვის ცდუნების ან ჭორაობის საბაბი, პატარა ბავშვებთანაც თავაზიანი იყო, არავის გაუგონია მისი ხმა და არ უნახავს მისი სახე, რომელსაც შავი მანდილით იფარავდა.

გოგონას კი, რომელიც მონაზვნობას აპირებდა, იმ კუნძულზე ჰქონდა მშობლებისგან ნამემკვიდრალი მაღაზია. ერთ კვირა დილით, მეზობელმა ბიჭმა მას ავადმყოფი მამისთვის სპირტი სთხოვა. ამ დროს მოქმედებდა პოლიციის მკაცრი ბრძანება, რომელიც საღვთო ლიტურგიის დასრულებამდე კრძალავდა მაღაზიების გახსნას. გოგონამ ბრძანება დაარღვია, მაღაზია გააღო, ბიჭთან ერთად შიგ შევიდა. აანთო სანთლი და მისცა მას, რომ მისთვის გაენათებინა, ვიდრე სპირტს ეძებდა. ბიჭმა შემთხვევით სანთელი ბენზინის კასრთან მიიტანა, კასრი აფეთქდა, ხანძარი გაჩნდა და უბედური გოგონა ამ ცეცხლში სააღდგომო სანთელივით დაიწვა. მაშინაც კი, როცა ის დაკრძალეს, მისი კუბოდან ცხიმი წვეთავდა, რომელსაც დამწვარი ხორცის სუნი ასდიოდა.

ამიტომ, მართებულად არის ნათქვამი: „ნუ დაამწუხრებ მართალის სულს“.

/არქიმანდრიტი გრიგორი (ზუმისი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2023, 12:27 PM
პოსტი #4042


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მყოფთაგან ზოგმა შეიძლება დიდი სულიერი სარგებელი მიიღოს, ზოგმა კი - სულიერი ზიანი. შესაძლოა, მონასტერში დამკვიდრებულმა ზარმაცმა მოღვაწემ თავისი მცონარება კიდევ უფრო განამტკიცოს მიწიერი საზრუნავებისგან გამოთავისუფლების გამო, რადგან მას არსებობისთვის აუცილებელ მიწიერ საჭიროებათა მოსაპოვებლადაც კი აღარ სჭირდება განსაკუთრებული მოღვაწეობა. შეიძლება პირიქითაც მოხდეს: მონასტერში მყოფ ზარმაც მოღვაწეს, სხვათა საქმეთა შემყურეს, მოშურნეობა აღეძრას და თვითონაც გამოვიდეს ამ საშინელი სულიერი სენიდან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2023, 11:00 AM
პოსტი #4043


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა - უსისხლო მოწამეობაა. ტანჯვა არაა უარის თქმა ოჯახურ სიამეებზე, გემრიელ საკვებზე, ხორციელ კომფორტსა და სხვა ცხოვრებისეულ გასართობსა და ნუგეშზე. ეს მხოლოდ ტანჯვისკენ მიმავალი გზაა, გზაში კი ზოგჯერ სასიხარულო და სასიამოვნო შეხვედრები ხდება, გზა - ეს არის საკუთარი ძალის შეგრძნება, დაძლეული სირთულეებისაგან მიღებული კმაყოფილება. თვითონ ტანჯვა კი არის საკუთარი უძლურების წინაშე დგომა და გამუდმებით იმის განცდა, რომ ვნებების ტყვეობაში იმყოფები. ეს შეიძლება შევადაროთ მდგომარეობას ადამიანისა, რომელიც ითმენს სატანჯველს მტრებისაგან, ვინც დაატყვევა და წინასწარ გრძნობს თავის დაღუპვას. ბერი თავისი ნებით მიაგებებს მკერდს ღვთის სიტყვის მახვილს და ისიც განკვეთს, განაცალკევებს სულსა და სამშვინველს, აშიშვლებს და აღვიძებს გულის ზრახვებს. ეს ყველაფერი სულიერი ხდება და ისევე რეალური და მტკივნეულია, თითქოს ხორციელად გრძნობდე“.

/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2023, 12:06 PM
პოსტი #4044


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ ზაფხულს მიძინების მოედანზე ვმორიგეობდი. ამ დროს წინამძღვარი ჩვეულებისამებრ სახლიდან მონასტრის ტერიტორიის დასათვალიერებლად გამოვიდა. სად იყო და სად არა, მას ერთი ჩემთვის უცნობი ჯანიანი მუტრუკი მიუახლოვდა და მონასტერში მიღება სთხოვა.

-რაც არ უნდა გიბრძანო, ყველაფერს შეასრულებ? - მკაცრად ჩაეკითხა წინამძღვარი.

-რა თქმა უნდა, მამაო - ყველაფერზე თანახმა ვიქნები.

-ყველაფერზე? - დაინტერესდა წინამძღვარი.

-რა თქმა უნდა! ყველაფერზე! - მიუგო გულანთებულმა მუტრუკმა.

ამ დროს მიძინების ტაძრის მოედანზე მოხუცი ბერი მამა ნ-ი გამოვიდა.

-ჰოდა, თუკი ყველაფერზე თანახმა ხარ, მიდი და ისეთი ამოსცხე, რომ ფეხზე ვერ დადგეს, - უბრძანა წინამძღვარმა.

მუტრუკი ადგილს მოსწყდა, მოხუცს მივარდა და ერთი ისეთი ჭიტლაყი ამოჰკრა, რომ ბერი სულ ყირა-ყირა აფრინა, ის კი, დაცემული არ იყო, რომ წამოხტა და მოძალადეს ფეხებში ჩაუვარდა.

-შემინდე მე ცოდვილს, შვილო! - ტირილით შეევედრა ბერი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ რაღაცით მართლაც გაანაწყენა მუტრუკი.

-მაიცა, რა, - ხელი ჰკრა ჯეელმა და მამა წინამძღვართან შემდეგი ინსტრუქციის მისაღებად მიირბინა.

წინამძღვარმა გაკვირვებულმა ახედ-დახედა და უთხრა:

-ჰო... შენ, ძმაო, კაი რეგვენი ყოფილხარ!

მერე ჯიბიდან ოცდახუთმანეთიანი ამოიღო, გაუწოდა და დაარიგა:

-ჰა შენ ბილეთის ფული. ჩაჯექი მატარებელში და წადი სახლში.

მამა ნ-მა კი წინაძღვარს თავი დაუკრა და კოჭლობით ისევ თავის გზას გაუდგა“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2023, 10:47 AM
პოსტი #4045


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მამები ბრძანებენ, რომ მონასტერი არის იქ, სადაც მლოცველი ბერიაო. შესაბამისად, მონასტერში ბერთა რაოდენობა არ არის მთავარი. მთავარია ხარისხი - თუ როგორ ლოცულობს და ასრულებს აღკვეცილი პირი ღვთისა და ერის წინაშე მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას“.

/სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2023, 01:25 PM
პოსტი #4046


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„განდეგილმა როგორ უნდა იღვაწოს სულიერად? - ბოროტთან ბრძოლით, ფსალმუნებით, ლოცვით, გალობით და ღვთის ჭვრეტით. ეს არის ძირითადი საქმე, რაც განდეგილმა მოღვაწემ უნდა აკეთოს. როდესაც ადამიანი განმარტოებას გადაწყვეტს, მთლიანად უფალს უნდა მიენდოს, რომ მიწიერი და აუცილებელი საჭიროებებისთვისაც კი არ უნდა ზრუნავს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 11 2023, 11:26 AM
პოსტი #4047


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტრის უფროსობა და სულიერი მამები მკაცრად არეგულირებდნენ მორჩილების სწრაფვას მოღვაწეობისკენ. ეს აუცილებელი იყო, რათა აეცილებინათ ჩვენთვის ხიბლი - საკუთარ თავზე არასწორი და ამპარტავნული წარმოდგენის ჩამოყალიბება. მახსოვს, რა მკაცრად შეუძახა არქიმანდრიტმა გაბრიელმა ერთ მორჩილს, როცა ის სკვნილით ხელში დააბიჯებდა მონასტრის ეზოში, ისე, რომ ყველას თვალში მოხვედროდა. მამა გაბრიელი მართალი იყო: არაერთი სამწუხარო შემთხვევაა ცნობილი, როცა ადამიანები სულელურ და სახიფათო მსახიობობას იწყებენ ანდა თავდაჯერებულად, ყოველგვარი სიმდაბლისა და შესაფერისი ხელმძღვანელობის გარეშე ჰკიდებენ ხელს სულიერი სამყაროს კვლევას.
თუმცა ხიბლში ჩავარდნის საფრთხე მონასტერში არასდროს ქცეულა დაბრკოლებად სულიერი ცხოვრებისთვის. პირიქით, ჩვენ მუდმივი ყურადღების ქვეშ ვიყავით და ჩვენი მოძღვრების მახვილ თვალსაც არაფერი გამოეპარებოდა: ნიადაგ გვიბიძგებდნენ ლოცვისა და ღმერთთან მიახლებისკენ. მახსოვს, რა სახტად დავრჩი, როცა ერთხელ საკურთხეველში წინამძღვარმა სრულიად მოულოდნელად მკითხა:

-ღამე თუ ლოცულობ, გიორგი?

-არა, მამაო, ღამე მხოლოდ მძინავს, - სხაპასხუპით ვუპასუხე მე.

მამა გაბრიელს ჩემი პასუხი არ მოეწონა.

-ძალიან ცუდი. ღამით ლოცვა აუცილებელია.

ათიოდე წლის შემდეგ იგივე მითხრა მიტროპოლიტმა პიტირიმმა:

„მუდამ უნდა გახსოვდეს ღირსი მამა იოსებ ვოლოცკელის შეგონება - დღე შრომისთვისაა, ღამე კი - ლოცვისთვისო“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2023, 12:08 PM
პოსტი #4048


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონმა ისე გონივრულად უნდა დაიცვას მარხვა, თითქოს სხეულში ას წელიწადს დარჩენა ჰქონდეს გადაწყვეტილი; ისე უნდა მოთოკოს სულიერი მოძრაობანი: დაივიწყოს წყენანი, დაუტევოს დარდი, არად ჩააგდოს მწუხარება და დანაკარგი, თითქოს ყოველდღე სიკვდილს აპირებდეს“.

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2023, 10:55 AM
პოსტი #4049


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მამა [იოანე სინელი] საუბრობს იმ კატეგორიის ადამიანების შესახებ, რომელთა განმარტოებით მოღვაწეობა განსაკუთრებით საშიშია. ასეთები არიან მრისხანენი, ამპარტავნები, ამაყები და გულღრძონი, ასეთები საღ აზროვნებას არიან მოკლებულნი და, დაყუდების შემთხვევაში, შეიძლება ჭკუიდანაც კი შეცდნენ. ვინც ასეთი არ არის, როგორც წმინდა მამა ბრძანებს, თვითონ გადაწყვიტოს, სად არის უმჯობესი მისთვის სულიერი მოღვაწეობა - უდაბნოში თუ მონასტერში“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2023, 10:47 AM
პოსტი #4050


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ მონასტერში ჩამოვიდა ექსკურსია, რომლის შემადგენლობაც სულ ჩურჩულ-ჩურჩულით შეგვატყობინეს - „ცეკას წევრების შვილებიო“... არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო, მაგრამ ახალგაზრდები საკმაოდ გაუზრდელები აღმოჩნდნენ. ეს იყო ოთხმოციანი წლების ე.წ. ნარჩევი ახალგაზრდობა, რომელსაც მე, სამწუხაროდ, შესანიშნავად ვიცნობდი. ახალგაზრდები ბერებისკენ თითს იშვერდნენ, ფხუკუნობდნენ, სიცილით იფხრიწებოდნენ და მეტისმეტად იდიოტურ რაღაცეებს ეკითხებოდნენ. მაგრამ, ნათქვამია, ძალა აღმართს ხნავსო და ბერი ნათანაელი მათ მონასტრისაკენ გაუძღვა. ექსკურსია ქვაბულებიდან დაიწყო. იქ, შესასვლელში, პატარა სენაკია, რომელსაც ერთი ციდა სარკმელი აქვს დატანილი. ამ სენაკში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მღვდელმონაზონი ლაზარე მოღვაწეობდა, რომელიც იმავე სენაკშია დაკრძალული, ხოლო საფლავის ქვაზე მისივე ჯაჭვები და მძიმე რკინის ჯვარი აწყვია.

-ამ სენაკში ოცდაათი წლის განმავლობაში სქემონაზონი ლაზარე მოღვაწეობდა, - დაიწყო მამა ნათანაელმა, - ახლა მე ამ საოცარი მოღვაწის შესახებ გიამბობთ.

-კი მაგრამ, იქნებ გვითხრათ, სად მოისაქმებდა ხოლმე ის თქვენი მამა ლაზარე? - რიხიანად იკითხა ერთმა ექსკურსანტმა.

ამაზე მისი თანამგზავრები სიცილით დაიხოცნენ.

მამა ნათანაელი მოთმინებით დაელოდა მათ დაწყნარებას.

-სად მოისაქმებდა ხოლმე? - კი ბატონო, ახლავე შემიძლია გაჩვენოთ.

მან საგონებელში ჩავარდნილი ექსკურსანტები მღვიმეებიდან გამოიყვანა და მონასტრის მთელი ტერიტორიის გავლით უცხო თვალს მოფარებულ უკანა ეზოში გაიყვანა, რომლის ბოლოში წამოფერდებული ფეხსალაგი იდგა. მამა ნათანაელმა, თითქოს მუზეუმში არიანო, ახალგაზრდები ხსენებული დაწესებულების გარშემო განალაგა მწყობრად, მერე საზეიმოდ თითი ფეხსადგილისაკენ გაიშვირა და წარმოთქვა, აი, აქ დადიოდა სქემონაზონი ლაზარე მოსასაქმებლად. ახლა ფეხი არ მოიცვალოთ აქედან და დატკბით მისი ყურებითო, თვითონ კი ზურგი შეაქცია მათ და იქაურობას გაეცალა.

როდესაც ექსკურსანტები გონს მოეგნენ, ჯგუფის ხელმძღვანელმა წინაძღვარი მოძებნა და მამა ნათანაელის საქციელის გამო აღშფოთება გამოთქვა, რაზეც წინამძღვარმა მიუგო:

მამა ნათანაელმა მომახსენა, რითაც დაინტერესდით და სწორედ ის გიჩვენათ, რასაც ითხოვდით. სხვა ვერაფრით დაგეხმარებით.

შეგახსენებთ, ეს 1984 წელს მოხდა. იმ დროს ასეთი საქციელი სახუმარო რამ არ იყო - ამას შეიძლებოდა ძალიან სერიოზული უსიამოვნება მოჰყოლოდა. მაგრამ ფსკოვო-პეჩორის მონასტრის წინამძღვრები ტრადიციულად ძალიან ძლიერი ადამიანები იყვნენ“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 15 2023, 09:56 AM
პოსტი #4051


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი ვალდებულია შეუქმნას წევრს ყველანაირი მატერიალური თუ სულიერი პირობა სამონაზვნო ცხოვრების დაუბრკოლებლად წარმართვისთვის, განვითარებისა და ღმერთთან დაახლოებისთვის“.

/სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2023, 10:20 AM
პოსტი #4052


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დამწყებ მოღვაწეებს, ვინც ჭეშმარიტი მორჩილებით დაიწყებს მოღვაწეობას, დღითი დღე ემატებათ სიმდაბლე“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2023, 09:46 AM
პოსტი #4053


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„...ეს მონაზონი ხუთი წლის შემდეგ მონასტრიდან წავიდა.

ეკლესიას ადამიანის მონასტერში დასატოვებლად არანაირი ძალადობრივი მექანიზმი არ გააჩნია. ოცი წლის განმავლობაში ჩვენთან, მირქმის მონასტერში, სამი მსგავსი შემთხვევა გვქონდა. როცა გვეუბნებიან, თქვენ უნდა ნახოთ, სხვა მონასტრებში რა ხდებაო, ჩვენთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. ერთი შემთხვევაც კი მონასტრისთვის ტრაგედიის ტოლფასია. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს იმ ბერის ტრაგედიაა, ვინც თავის აღთქმას ვერ უერთგულა.

ასეთები ძალიან მებრალებიან. საეკლესიო კანონები ქრისტიანულ სასაფლაოზე მათი დაკრძალვის უფლებას არ იძლევა, ვინაიდან ისინი თვითმკვლელებს უტოლდებიან. მათ ქორწინებებს ეკლესია არ ცნობს“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2023, 11:31 AM
პოსტი #4054


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ უნდა მივენდოთ ღვთის ნებას. - ერთი ბერი, როგორც მამათა ცხოვრებაში წერენ, ავად გახდა და მსახური მისცეს. ერთ დღეს მსახური წავიდა, ავადმყოფი მარტო დარჩა და სიკვდილის პირას იყო; მაგრამ რადგან ყრმობიდანვე ღვთისმშობლის მიმართ სიყვარული ჰქონდა, ახლაც მის წინაშე ლოცულობდა. ზეციური დედოფალი გამოეცხადა მას და უთხრა: რადგან ჩემს მიმართ ასეთი სიყვარული და გულმოდგინება გაქვს, კიდევ 30 წელს გჩუქნი და გექნება ძალა, როგორც ოცდაათი წლისას - ის კი 90 წლის იყო - და ამ დროის შემდეგ მოხვალ ჩემი ძის სამეფოში!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2023, 11:33 AM
პოსტი #4055


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილებით მოღვაწეებში თანდათან იკლებს მრისხანება და ამაოებასა და ცოდვაზე ფიქრი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2023, 10:15 AM
პოსტი #4056


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყოველი ახლად ნაკურთხი მონაზონი ღვთის წინაშე სწორედ იმ უცოდველი ბავშვივითაა, რომელსაც ახალი ცხოვრება ელის - ახლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ისეთ უმწიკვლო გულს, როგორც უფლის წინაშე მდგარ ბავშვს გააჩნია“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2023, 12:10 PM
პოსტი #4057


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გახსოვდეს მონაზვნობის წესი - თავად ნუ დაიწყებ ლაპარაკს, რომ არავინ არაფერი გკითხოს“.

/ღირსი ნიკონი (ბელიაევი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2023, 11:10 AM
პოსტი #4058


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულიერ მოძღვარს დიდი სულიერი ტვირთი აქვს. შესაძლოა, მონაზვნად შემდგარმა კაცმა უდიდესი სულიერი სიმდიდრე მოიპოვოს, მაგრამ თუ მას წინაძღვრად დაადგენენ და სულიერ სამწყსოს გულმოდგინედ არ მოეპყრობა, მთელ თავის სულიერ მონაპოვარს განაბნევს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 23 2023, 11:04 AM
პოსტი #4059


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სქემოსანი ბერი ლოცვის გარდა ყველა სხვა მორჩილებისაგან თავისუფლდება. ამ დროს მას, ისევე, როგორც ბერად აღკვეცისას, კვლავ უცვლიან სახელს. სქემის მიღების შემდეგ ეპისკოპოსები ეპარქიის გაძღოლაზე უარს ამბობენ, მღვდლები კი ლიტურგიის ჩატარების გარდა ყველა სხვა მოვალეობისაგან თავისუფლდებიან“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2023, 10:15 AM
პოსტი #4060


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი, რომელსაც ქალები ემსახურებიან, უკვე აღარ არის მონაზონი“.

/წმ. არსენ კაბადოკიელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 201 202 203 204 205 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 10:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი