![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4069
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭეშმარიტ დაყუდებულს ღვთის უამრავი საიდუმლო და სიბრძნე ესმის. ისე არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მას ყოველდღიურად ეცხადება ღმერთი და საღვთო სიბრძნისა და საიდუმლოებათა შესახებ ესაუბრება - მისი გონება ნათდება საღვთო სიბრძნით, რომლის მეშვეობითაც უამრავ საიდუმლოს შეიცნობს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4070
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბიჭებო, არ გეწყინოთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ: მონასტერში აპირებთ ცხოვრებას? ჰა, აპირებთ, არა? ხოდა დაიხსომეთ მაშინ: პირველი - არასოდეს განსაჯოთ არც ბერები და არც უფროსები. განიკითხავ და ვერ მოერგები იქაურობას. გავარდები იქიდან თვალის დახამხამებაში.
ცოტა ხნის წინ ზაგორსკის ლავრიდან ვინმე ვასილი იყო ჩამოსული, იეროდიაკვანი. გავიგონე, როგორ განიკითხავდა ბერებს: არასწორად ცხოვრობენო, ესა და ეს ასე არ უნდა აკეთონო... მე მივუბრუნდი და ვუთხარი, ერთი ამას უყურე - ნახავ, შენ თვითონ აღარ იცხოვრებ მონასტერში-მეთქი. ასეც მოხდა - წავიდა ლავრიდან. დიახ... აი, რას ამბობენ: თუკი ვინმეს - ბერი იქნება, მღვდელმონაზონი თუ წინაძღვარი - არა აქვს მნიშვნელობა ვის - შეამჩნიე, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს, რაღაცაში სცოდავს, ნუ მიაქცევ ყურადღებას: შეტრიალდი, ნუ შეხედავ. რას იზამ - სცოდავენ და შესცოდონ... მამა სერაფიმესი არ იყოს - დაე იცხოვრონ ჩვენს გვერდით, ჭამონ ჩვენი პური - დადგება დრო და უფალი თვითონ მოიშორებს მათ. აი, განკითხვისა კი უნდა გეშინოდეთ! ნუ განიკითხავთ! ეს ჩვენი საქმე არაა - უფალი თვითონ მიხედავს“. /მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4071
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნის საქმიანობა საიდუმლო უნდა იყოს. ამიტომ არის, რომ იესუს ლოცვას წმინდა მამები „საიდუმლო საქმიანობას“ უწოდებდნენ. უფრო მეტიც, საკუთარი თავისაგან საიდუმლოდაც კი უნდა შეინახო, არ უნდა გაჰყვიროდე, როგორც სახარებაში წერია, არათუ სხვების წინაშე, არამედ არც საკუთარი თავის წინაშე“.
/ღირსი ნიკონი (ბელიაევი, 1888-1931)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4072
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გავიხსენოთ მარკოზ თრაკიელის მაგალითი, რომელმაც უმაღლეს სრულყოფილებას მიაღწია. მას თავად ანგელოზები აწვდიდნენ საკვებს და ანგელოზებთან ერთად აღავლენდა ლოცვა-ვედრებას. გარეგნულად მთლიანად თმით იყო დაფარული. ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანისათვის, შესაძლოა, მისი გარეგნობა არ იყო მომხიბვლელი, მაგრამ სული ჰქონდა გაბრწყინებული“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4073
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩემი აზრით, მორჩილება ბერმონაზვნური ცხოვრების განუმეორებელი და ალბათ უბედნიერესი დროა. მოგვიანებით ბერს ელის სულიერი ზეაღსვლები და იმგვარი მოვლენებიც, რომელთა წარმოდგენაც ჩვეულებრივ ერისკაცს არ ძალულძს. იქნება უხილავ სულიერი ბრძოლის ველზე უამრავი გამარჯვება და, რაღა თქმა უნდა, დროდადრო დამარცხებებიც, არაჩვეულებრივი აღმოჩენები - სამყაროშიც და საკუთარ თავშიც. მაგრამ ამისდა მიუხედავად, მორჩილების წლებს მაინც არაფერი შეედრება“.
/მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4074
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იოანე კიბისაღმწერელი, რომელიც ანუგეშებდა და მოძღვრავდა ერთად მცხოვრებ მონაზვნებს, რომლებიც სამონასტრო მორჩილებას ასრულებდნენ, წაახალისებდა რა მათ გულისხმიერებას ლოცვით ღვაწლში, ამბობს: „მონაზვნებს, რომლებიც დაკავებულნი არიან მორჩილებით, უფალი არ სთხოვს ლოცვას, სრულიად წმინდას გართობისაგან. გამუდმებით ებრძოლე აზრების დაფანტულობას და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, თუ გონება მეტად გაგირბის, რადგან ახლადდამწყებ მორჩილთაგან უფალი განუბნეველ ლოცვას არ ითხოვს. ნუ გაწუხებს გონების განბნევა, არამედ გიხაროდეს, როდესაც მას კვლავ მოიკრებ, რადგან სრულიად წარუტაცებელი გონება მხოლოდ ანგელოზებს აქვთ. ჩვენ, ვნებებს დამონებულნი, შევთხოვთ უფალს მუდმივად, დაუღალავად, რადგან ყველა ვნებიანი ასეთი ლოცვით გადავიდა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც უვნებონი გახდნენ. თუ განუწყვეტლივ გაწვრთნით გონებას ისე, რომ იგი არსად წავა ლოცვის სიტყვებიდან, მაშინ თქვენთან იქნება ჭამის დროსაც კი. რაოდენობა მიზეზია ხარისხისა. უფალი წმინდა ლოცვას მას აძლევს, ვინც დაუზარებლად ბევრს ლოცულობს.
ახალადმწყები მონაზვნები საჭიროებენ ხანგრძლივ დროს ლოცვის შესასწავლად. შეუძლებელია, ლოცვის ღვაწლში შესვლისთანავე მიაღწიო ამ უზენაეს სათნოებას. საჭიროა დროც და თანამიმდევრობაც ღვაწლში, რათა ასკეტი, როგორც ყვავილი, ლოცვისათვის ყოველმხრივ მომწიფდეს, თითქოს ნაყოფი გულმოდგინედ მლოცველებისა, რომლებიც დიდხანს შრომობენ და ვერ აღწევენ სულიერ ლოცვას: „გულს ნუ გაიტეხთ, კეთილო მუშაკებო!“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4075
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ მონასტერში მყოფი მორჩილი სხვათა თანდასწრებით სიტყვას შეუბრუნებს მოძღვარს, მან ასეთი მორჩილი უნდა დასაჯოს, რადგან ამგვარი ქმედებით სულიერ შვილსაც შეეწიოს და სხვებისთვისაც მაგალითად იქცეს. სასჯელში ეპიტიმია იგულისხმება“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4076
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„აი, თვითნებობა კი ყველაზე დიდი ცოდვაა, რაც კი ბერმა შეიძლება ჩაიდინოს“.
/მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4077
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერისკაცი, რომელიც განეშორება პირად ან საზოგადო-საეკლესიო ლოცვას, თავს განიყენებს უფალთან ურთიერთობისგან და, უცხოტომელის მსგავსად, რომელმაც არ შეიცნო ღმერთი, იღუპება და ასეთი ქრისტიანი კი არ არის, არამედ წარმართია, მით უმეტეს - მონაზონი, რომელსაც არ გააჩნია მონაზვნური ბეჭედი - ლოცვა: ეს მონაზონი კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანია“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4078
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სისასტიკეა, როცა მწყურვალს პირიდან გამოსტაცებენ წყალს. რაოდენ დიდი სისასტიკეა, როცა ლმობიერებით მლოცველ მოღვაწე მონაზონს ლოცვის დამთავრებაში ხელს უშლიან“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4079
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ძმებო, გთხოვთ, არასოდეს მიატოვოთ ლოცვის კანონი ან არ უგულებელყოთ, ვინაიდან ზოგიერთი მამისგან მსმენია: რა მონაზონია ის, რომელიც ლოცვის კანონს უგულებელყოფს!“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4080
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა მამათა ცხოვრებიდან ცნობილია მაგალითები, როდესაც წმინდა ბერები საროსკიპოებში დადიოდნენ. ადამიანებს ისინი მეძავები ეგონათ, მაგრამ სინამდვილეში მეძავებს უქადაგებდნენ და უამრავი სულიც უხსნიათ წარწყმედისაგან“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4081
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეს ამბავი არსად დაფიქსირებულა, თუმცა, თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ჩვენს დრომდეც მოაღწია. რომ არ დაგვავიწყდეს, ისე დავწერე, როგორ დოჰიარის მონასტრის ადრინდელი მამებისგან მოვისმინე.
ჩვენი მონასტრის ჩრდილოეთით, ზღვის სანაპიროს შორიახლოს, არის ერთი საკმარისად ფართო მღვიმე, განდეგილის საცხოვრებლად გამოსადეგი. აქ დაემკვიდრა ერთი ბერი, განმარტოების მოყვარული გვრიტი. საღმრთო ჭვრეტისა და ლოცვაში მყოფი, როგორც ნამდვილი ყანჩა, მთელი კვირა არ ტოვებდა იქაურობას, ყოველ შაბათს მოდიოდა მონასტერში საკვირაო ღამისთევის ლოცვაზე და ლიტურგიაზე დასასწრებლად და სალოცავად, ხოლო კვირა საღამოს თავის გამოქვაბულში ბრუნდებოდა. მონასტრიდან აბგით მოჰქონდა მცირეოდენი პური და სხვა საკვები მომდევნო კვირისთვის. ერთ დღეს ნახა, რომ აბგიდან სისხლი მოდიოდა. მოიხსნა და მიწაზე დადო; სანაპიროს კენჭები სისხლით შეიღება. აბგა გახსნა, პირველი პური ამოიღო. დაათვალიერა. ქვემოდან სისხლი წვეთავდა. ბერი დიდ საგონებელში ჩავარდა: „რა არის ეს: საღმრთო ნიშანი, თუ რაიმე სახის დემონური მოქმედება?“ უცებ გაიგონა ვიღაცის ხმა: „ეს შენი ძმების სისხლია, რომელსაც ყოველდღე სვამ. ისინი მუშაობენ, შენ კი უსაქმოდ ხარ და არაფერს აკეთებ“. განდეგილი მაშინვე მიხვდა თავის შეცდომას. მონასტერში დაბრუნდა, თავისთვის ხელსაქმე ითხოვა და შემდეგ მღვიმეში წავიდა. ბერდიდი ამფილოქე პატმოსელმა თქვა: „მე არ ვიცნობ უსაქმურ ბერებს და არც კი მინდა მათთან ურთიერთობა“. /არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4082
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როგორც არ შეიძლება წყარო ვუწოდოთ ისეთ ადგილს, სადაც წყალი არ გამოედინება, ასევე არ შეიძლება დაყუდებული ვუწოდოთ იმ ადამიანს, რომელიც სულიერად, განმარტოებით მოღვაწისათვის დამახასიათებელ თვისებათა საწინააღმდეგოდ იქცევა; მორჩილი ვუწოდოთ იმ მოღვაწეს, რომელიც გარეგნულად ასრულებს მორჩილებას, მაგრამ შინაგანად ამის საწინააღმეგოდ მოქმედებს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4083
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თანამედროვე მონაზვნები ცდებიან, როდესაც სურთ, ლოცვა მორჩილების საქმიანობით შეცვალონ... თავად მორჩილება დასაფასებელია, თუკი ის გაჯერებულია ლოცვით. მიუხედავად იმისა, რომ იგი სასარგებლოა თავმდაბლობისა და საკუთარი ნების დასამარცხებლად, ის არ კვებავს სულს უკვდავი საკვებით. აი, რატომ არის, რომ თითქმის ყველგან, მონასტრებში მონაზვნები წუხან, წუწუნებენ, გულგატეხილნი და დამწუხრებულნი არიან, ვარდებიან სიზარმაცესა და სასოწარკვეთილებაში. სული სულიერად შიმშილობს და არაფერი დაანაყრებს მას, თუ არა ლოცვა იესო ქრისტეს სახელით, როგორც თავის თავში მოცული სულიერი სათნოებების უსაზღვრო სისავსის მომცველი და რომელიც გვაერთიანებს თავად ძე ღმერთთან, რომელიც არის ერთი პირი ყოვლადწმინდა სამებისა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4084
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ზედმეტი ძილი სულიერად მომაკვდინებელია მონასტერში მყოფი მონაზვნებისათვის. ზედმეტ ძილს არაერთი ცოდვა მოჰყვება“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4085
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნები ცდილობენ, რამით ჩაანაცვლონ იესუს ლოცვა, არ განიცდიან სირთულეებს მისი შესრულებისას, რომელიც დასაწყისშია ხოლმე. თუმცა ამაოდ; ეს სავალდებულო კანონი ადევს ყველა მონაზონს და არ არსებობს საშუალება, რომელიც მას ჩაანაცვლებდა. ჩვეულებისამებრ, თავს იმშვიდებენ სიტყვებით: „მორჩილება აღმატებულია მარხვასა და ლოცვაზე“, ისე რომ არ ესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა. წმინდა მამათა აზრებით, ჭეშმარიტი მორჩილება აუცილებლად წარმოადგენს იესუს ლოცვის საფუძველს, ჩვენთან კი ამის საწინააღმდეგო აზრია მიღებული“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4086
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“რადგან მონასტერში მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით დაყუდებულები, ღამეებს მღვიძარებაში ატარებენ, დღისით ხშირად ძილის სურვილი უჩნდებათ. ძილის დასათრგუნად საუკეთესო საშუალება ხელსაქმეა. მონაზონს დღე-ღამეში მხოლოდ მცირე დრო უნდა გამოყოს ძილისათვის, რაც ენერგიის აღსადგენად დასჭირდება, რათა შემდეგ კვლავ ღვთის სამსახურს შეუდგეს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4087
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა პაისმა [ათონელი] ამსოფლიური ცხოვრებიდან გასვლისა და ათონის მთაზე დასახლების შემდეგ, გაწყვიტა ნათესავებთან ურთიერთობა. სურდა უცხოობაში ყოფნა, რაც ბერული მოღვაწეობის კიბის პირველი საფეხურია.
ადვილი არ იყო ოჯახიდან ამოძირკვა, რადგან მეტისმეტად მიჯაჭვული იყო მშობლებზე და და-ძმაზე და თავგანწირულად უყვარდა ისინი. მამა პაისი ამბობდა: „თავიდან ძალიან მტკივნეულია პატარა ოჯახიდან გამოსვლა და ადამის დიდ ოჯახში, უფლის ოჯახში შესვლა.“ სწორედ ამიტომ თავდაპირველად, მშობლებთან და ახლობლებთან განშორება სწვავდა. იღვაწა მტკიცედ, ღვთის მადლით აღვსილი გულითა და გონებით და მიაღწია სრულყოფილ უცხოობას. პირველად, ბერად აღკვეცის შემდგომ, როცა სამშობლოში ჩავიდა ჯანმრთელობის პრობლემის გამო, თავის სახლში არ უცხოვრია. ეკლესიაში გაათენა ღამე, შემდგომ კი ქალბატონ პატერას სახლში ცხოვრობდა. მკურნალობისას საჭმელს დედამისი უგზავნიდა ხშირად. მამა პაისი კი, შეიტყობდა თუ არა, რომ დედის მომზადებული იყო, არ ჭამდა, არც დის, ქრისტინას მოქსოვილ თბილ წინდებს იცვამდა. სტომიოს მონასტერში ყოფნისას, საკმაოდ ახლოს იყო თავსიანებთან, მაგრამ არასოდეს გაუთენებია ღამე მამისეულ სახლში. ერთმა ნაცნობმა ჰკითხა, რატომ არ რჩებოდა ოჯახის წევრებთან. მამა პაისმა უპასუხა: „რადგან ჩემი მშობლები დავტოვე ქრისტეს სიყვარულისთვის და პირობა დავდე, ამიტომ არ შემიძლია მამისეულ სახლში ყოფნა. ჩემი მშობლები, და-ძმა და ნათესავები მთელი ქვეყანაა“. ივერონის სკიტში მამა პაისთან მისი უმცროსი ძმა ლუკა ერთ ნაცნობთან ერთად მივიდა. ისაუბრეს და სთხოვეს ერთად წასულიყვნენ ივერთა მონასტრის მოსალოცად. მამა პაისმა გზა აჩვენა და უთხრა, რომ თავად წასულიყვნენ. ლუკა და მისი მეგობარი ატირებულები წავიდნენ. „ ვერ მიმიხვდნენ ბერულ პასუხს“- გვითხრა მგოვიანებით მამა პაისმა. სუროტიში, ერთხელ, მასთან უმცროსი და მივიდა. რამდენიმე საათი ალოდინა. ბოლოს, როგორც იქნა, წამიერად შეხვდა და უსაყვედურა რატომ მოხვედიო. მამა პაისი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეც მოინახულეს დებმა, მათაც იგივე უთხრა: „რატომ მოხვედით, აქ მონასტერია“. უკანასკნელ წუთამდე ნათესაურ კავშირზე მაღლა იდგა, ერიდებოდა მათთან შეხვედრა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ არ უნდოდა მცირე შფოთის მიზეზი მიეცა მონასტრის ბერებისთვის. ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან და არც იციან რას მოითხოვს ბერული სქემა: პირველ რიგში, გაუცხოებას ხორციელ ნათესავებთან, არა სიძულვილით და ზურგის შექცევით, არამედ იმიტომ, რომ ჰბაძავდეს „გაუცხოებულს უფლისათვის“ და ყოველი ადამიანი უყვარდეს ერთნაირად. როცა მამა პაისი ბერი გახდა, საიდუმლო აღთქმა დადო უფალთან, და თავისი და-ძმა სრულიად მიანდო ღმერთს. ეს ურყევი რწმენა და იმედი, რომ თავისიანები სანდო ხელს მიანდო, გამოიხატებოდა თავისი ოჯახის წევრებისათვის უწყვეტ ლოცვაში. ნათესავებზე ამბობდა: „მე მათ არ დავხმარებივარ, შემეძლო ჩემი თანასოფლელებიც შემეკრიბა. ისინი ხომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში არიან გაფანტულნი და მესაუბრე მათთან როგორც ბერს...“ იგი არასოდეს არჩევდა „ჩემიანს და უცხოს“. ისეთი განშორებული და განდეგილი იყო, რომ ერთხელ თქვა: „არ ვიცი ჩემი ძველი და-ძმიდან რომელია ცოცხალი“. ესეც მოგვითხრო: „გუშინ დილით ჩემთან ვიღაც მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი და მარიამი გარდაიცვალა. „კარგი, მოვიხსენებ ლოცვაში“ - ვთქვი. იმ დღეს უამრავი ხალხი მყავდა. საღამოს ლოცვისას მიცვალებულთა სახელების მოხსენებისას მივხვდი, რომ ერთი სახელი დამავიწყდა. გვიან მომაგონდა - ეს მარიამი იყო“. ძალიან იშვიათად სწერდა წერილებს ოჯახის წევრებს და ნათესავებს. დედას ერთადერთჯერ მისწერა ეპისტოლე და შეატობინა, რომ უდაბნოში გადიოდა, მას მიატოვებდა და დედად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეყოლებოდა. მამა პაისმა მტკიცე საფუძველი ჩაუყარა მონაზვნურ ცხოვრებას გაუცხოებით. იგი მკაცრად და თანმიმდევრულად იცავდა მონაზვნის სქემის აღთქმას. ასე მიაღწია იმ სიმაღლეს, რომ მთელი სულით შეეყვარებინა ღმერთი და თითოეული ადამიანი ძმად მიეღო. იგი ბერის იდეალის საოცარი მაგალითი გახდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4088
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,264 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი ამბა ესაია განდეგილი ამბობს სწავლების შესახებ: „გონიერი მდიდარი მალავს თავის საგანძურს სახლში: გარეთ გამოფენილ განძს ემუქრება ქურდების მხრიდან დატაცება და ავი ხმები ამ ქვეყნის ძლიერთაგან: ასევე თავმდაბალი და სათნო მონაზონი ფარავს თავის სათნოებებს, როგორც მდიდარი საუნჯეს, არ ასრულებს დაცემული ბუნების სურვილებს. ის ყოველ წუთს ამუნათებს საკუთარ თავს და იწვრთნება დაფარული აზრებით, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: „გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th August 2025 - 03:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი