IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 204 205 206 207 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 22 2024, 11:06 AM
პოსტი #4089


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ვიცნობდი ბერებს, რომლებიც მრავალი ღვაწლის მიუხედავად დაეცნენ, შეშლილობის ზღვარს მიაღწიეს იმიტომ, რომ საკუთარ თავზე დაამყარეს იმედი და მოიძულეს იმის მცნება, ვინც თქვა: „ჰკითხე მამაშენს და გაგაგებინებს“.

/ღირსი ანტონი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2024, 01:45 PM
პოსტი #4090


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისი [ათონელი] ამბობდა, რომ ეკლესია ორ გზას გვასწავლის: ქორწინებას და ბერობას. არაბუნებრივად მიიჩნევდა როცა ვინმე ამ ორი გზიდან არც ერთს არ აირჩევდა. ახალგაზრდებს ყოველთვის ამ თემაზე ესაუბრებოდა და ეხმარებოდა ერთ-ერთი გადაწყვეტილება მიეღოთ. ისეთებს, რომელთაც ვერ გადაეწყვეტათ დაქორწინება, და მამა პაისი სულიერი თვალით ჭვრეტდა, რომ ბერობასაც ვერ შეძლებდნენ, ეუბნებოდა: „ნუ მოხვალთ მეორედ საქორწინო ბეჭდის გარეშე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2024, 10:13 AM
პოსტი #4091


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წინათ, მამები მონასტერში ახალმოსულს ხენეშ სიტყვას ეტყოდნენ, გააბრაზებდნენ. თუკი ახალმოსული დაითმენდა და პასუხს არ შეუბრუნებდა - მონასტრულიაო იტყოდნენ და დატოვებდნენ, ხოლო თუ შეეპასუხებოდა ან გაბრაზდებოდა, უკან გზავნიდნენ - ერშია შენი ადგილი, მონასტერში ყველაზე მთავარი მოთმინებააო. გაბრიელ ბერმა თავისი ხელით აშენებულ ეკლესიას შესასვლელში დიდი ასოებით დააწერა: „მოთმინება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2024, 11:23 AM
პოსტი #4092


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უმჯობესია, მოწაფე მონასტრიდან გააგდო, ვიდრე დაუშვა, საკუთარი ნება ჰქონდეს; რადგან ვინც აძევებს, ხშირად გაძევებულს ამდაბლებს კიდეც; ხოლო ვინც ვითომ მოწყალებას იჩენს და საკუთარ ნებაზე მიუშვებს მოწაფეებს, ასეთს მოწაფეები სიკვდილის ჟამს საწყალობლად სწყევლიან, რადგან აცდუნა და ვერაფერი არგო მათ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2024, 12:55 PM
პოსტი #4093


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი გერასიმე კუტლუმუშელი, რომელიც იმ დროს ესფიგმენში იღვწოდა, იხსენებს: „როდესაც საერთო სამუშაოებზე გავდიოდით, ჩვენ ყველანი ერთმანეთში ვლაპარაკობდით, ზოგჯერ ვხუმრობდით კიდეც, ის კი [ღირსი პაისი ათონელი] ყოველთვის დუმდა. გვერდზე გადიოდა, განცალკევებით მუშაობდა და ფუჭ საუბარს ან ვინმეზე ზურგსუკან ლაპარაკს ცეცხლივით გაურბოდა. ის ფრიად გულისხმიერი მონოზონი იყო“.

ერთხელ მონასტერმა რამდენიმე მონოზონი გაგზავნა წმინდა მთის გარეთ, ესფიგმენის მონასტრის კურთვნილ მიწაზე ვერცხლისფერი ალვის ხეების დასანახად, - მათ შორის მამა ამბერკიც [ღირსი პაისი ათონელი] იყო. ნაკვეთთან ახლოს გზა გადიოდა, სადაც ჩვეულებრივი, საერო ხალხი მიმოდიოდა. მამა ამბერკიმ აიძულა თავისი ზრახვა და თვალები, არავინ დაენახა, და მართლაც, მან აღასრულა ღირსი ისიდორე სკიტელის მსგავსი ღვაწლი, რომელიც ალექსანდრიაში ჩადიოდა ხოლმე, მაგრამ იქ ვერავის ხედავდა პატრიარქის გარდა. ახალგაზრდა მონოზონ ამბერკის თვალები მხოლოდ იმიტომ ჰქონდა გახელილი, რომ წარმატებული მამების კეთილი მაგალითები დაენახა და სარგებელი მიეღო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2024, 10:28 AM
პოსტი #4094


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ვიღაცამ თქვა: ისე მოიქეცით, რომ თქვენი აზრები არ გასცდეს მონასტრის კედლებს და მალე იპოვით მონაზვნური განმარტოების ტკბილ სიმშვიდეს. ეს არის მარიამის უნეტარესი წილი - მოაწყოს ისე, რომ ფიქრებში არაფერი იყოს ეკლესიისა და სენაკის გარდა. სად არის ესოდენ კარგი! მე ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობის ნეტარების აღწერა შეუძლებელია“.

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2024, 08:38 AM
პოსტი #4095


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მყოფ სულიერ შვილებს მოძღვარმა უპირველესად ის უმთავრესი სათნოებანი უნდა ასწავლოს, რომლებიც ადამიანის სულსა და ხორცს განწმენდს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2024, 12:42 PM
პოსტი #4096


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისი [ათონელი] ამბობდა, რომ „მონასტერში სრულყოფისათვის მივდივართ. ბერული ცხოვრება სრულყოფილია და მას ვწირავთ ჩვენს ცხოვრებას“. ამისკენ მიისწრაფოდა თავად და მისთვის დაღვარა ოფლი და სისხლი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2024, 12:26 PM
პოსტი #4097


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთია ღმერთი, და სულიც - აი, მონაზონი. როგორ მივაღწიოთ აქამდე? როგორც გინდა, მაგრამ მიაღწიე; რადგან, თუ ვინმე ასეთი არ არის, მაშინ ის მონაზონი არ არის. მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს, მოშურნეობის სული მოდის და ყოველგვარ შიშს განდევნის. ამ სულს ვერაფერი შეაჩერებს. ის მოიწევა, გულით მიიღება და დიდ გადატრიალებას ახდენს შიგნით. ასეთია ყველა ჭეშმარიტი მონაზვნის წარმომავლობა! პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მონაზვნები საკუთარ თავს როდი აქცევენ მონაზვნებად. მაგრამ არსებობენ მშვიდი ნატურები, რომლებიც ვერ გამოდგებიან მკაცრი თავგანწირული საქმეებისთვის. მათთვის უფრო მახლობელია ცხოვრება მორჩილებით, გულის უბრალოებით, სიკეთის კეთებით და ყველა გაჭირვებულის დახმარებით“.

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2024, 11:27 AM
პოსტი #4098


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მყოფი ადამიანი თავს იმ დროს იბილწავს, როდესაც მონასტერში მისვლის დროს ღვთის წინაშე დადებულ აღთქმებს ივიწყებს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2024, 10:59 AM
პოსტი #4099


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ღირსი პაისი ათონელი] ჯარში მსახურების შემდგომ ხორცი არც გაუსიჯავს. სხვებს ეუბნებოდა და არწმუნებდა, რომ სძულდა, სინამდვილეში კი მონაზვნურ ყოფას ეჩვეოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2024, 01:55 PM
პოსტი #4100


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შესაძლებელია მონასტრის გარეთაც იყოთ მონაზონი, თუ მონაზვნურად იცხოვრებთ, მონასტერში კი ერის ადამიანი იყოთ“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2024, 12:35 PM
პოსტი #4101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ფეხშიშველები. მამა არსენის საწოლის თავთან მამა იოსებ ათონელის სურათი ეკიდა. თუ ვინმე ჰკითხავდა, ვინ არისო, უბრალოებით პასუხობდა: - ვისაც შენ ხედავ, მე მასთან ერთად ორმოცი წელი ფეხშიშველი დავდიოდიო.

მამა არსენი ჰყვებოდა: „ერთ თოვლიან საღამოს წმინდა ანას სკიტიდან ფეხშიშველნი დავბრუნდით ჩვენს კალივაში. როგორც კი სკიტელმა მამებმა ჩვენი ნაკვალევი იხილეს, კირიაკონის ზარი დარეკეს. ვინაიდან დღესასწაული არ იყო და ზარი დარეკეს, მამებმა ტაძარში მოირბინეს ამბის გასაგებად. რომელიღაც მონაზონმა უთხრა მამებს: „როგორც იქნა, ვიპოვეთ შიშველი მოსაგრენი. გავყვეთ მათ ნაკვალევს, რათა შევიტყოთ, სად ცხოვრობენო.

ისინი ნაკვალევს ჩვენს მღვიმეში ამოჰყვნენ და ბრძანების ტონით გვკითხეს: - სად დაიმალნენ შიშველმოსაგრენიო. რომელი შიშველი მოსაგრენიო, - უკითხავს მამა არსენს.

ისინი აქამდე მოვიდნენ. აი, მათ ნაკვალევიო.

მამებო, ეს ჩვენ ამოვედით. აქ შიშველი მოსაგრე არ არის“, არა, ეს თქვენ არა ხართ, აქ არიან შიშველი მოსაგრენიო, - გაიძახოდნენ.

მართლაც ძნელი დასაჯერებელი იყო მათი ღვაწლი, რომელსაც ერთი - ღმერთზე მინდობით და მეორე კი - მოძღვრის მორჩილებით აღასრულებდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2024, 01:26 PM
პოსტი #4102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისმა [ათონელი] ბერული ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა: კინობია, სამრევლო მონასტერი, უდაბნო, სკიტი, მარტოობა კალივში. ეს გზა გაიარა მორჩილებით და წმიდა მამათა ტრადიციებით და დიდი გამოცდილება მოიპოვა.

მას თავმდაბლობის გამო არ ჰყოლია სინოდია (არც მორჩილი) მიუხედავად ამისა მამა პაისი, მაინც გახდა უდაბნოს მასწავლებელი და პრაქტიული მოძღვარი ბერული ცხოვრებისა. მხოლოდ მისი საოცარი ცხოვრება, ცოცხალი მაგალითები სიტყვებზე უფორ მტკიცეა. მამა პაისი საუბრობდა, წერდა და შექმნა ბერობის წესი, რაც ეკლესიის სულიერ საუნჯედ გადაიქცა.

მრავალს დაეხმარა იგი მონაზვნურ გზაზე შედგომისას. მისი პრაქტიკული და მადლიანი სიტყვა ამშვიდებდა, ეჭვებს უფანტავდა, განსაცდელისგან ათავისუფლებდა ადამიანებს. ასე მიდიოდნენ მისგან განახლებულნი და დამსუბუქებულნი. მამა პაისისკენ ისწრაფვოდნენ ათონის მთის მონასტრიდან ასკეტები, წინამძღვრებიც. იგი იყო „მცხებელი მონაზონთა“, რადგან შეეძლო „მათი აზრების ამაღლება და განწმენდა“. ათონის ბერების გარდა მასთან მოდიოდნენ მონაზვნები სხვადასხვა ქვეყნების მონასტრებიდან. ზოგიერთთან მიმოწერა ჰქონდა. მამა პაისის ტიპიკონით და სულიერი წინამძღვრობით, სწრაფად გაიზარდა მრავალი სავანე და გამოიღო სულიერი ნაყოფი. ასე სურდა მამა პაისს: „კარი და გული მუდამ გქონდეთ ღია, რომ დაამშვიდოთ ადამიანები. დღეს ყველა რაღაც სხვას ეძებს. თუ ვერ იპოვიან მას მონასტერში, კვლავ წავლენ“.

მამა პაისისთვის ბერობის იდეალი ასეთი იყო: „ ბერმა უნდა შეასრულოს თავისი ბერული მოვალეობა, მოიპოვოს მონაზვნური სულიერება, ჰქონდეს ამგვარი შემეცნება, ქცევა და ზნეობა. გადალახოს სულიერად ყველა პრობლემა, რადგან სხვაგვარად ვერც ერთი დღე ვერ იხარებს. პირველად სული უნდა დაიხვეწოს და შემდეგ განიწმინდოს. ბერის მიზანი გულის განსპეტაკებაა. იგი ხატმწერის ოქროს ფურცელივით მგრძნობიარე და მთელი სამყაროსთვის მლოცველი უნდა გახდეს. მონასტერში მივდივართ სულიერი ცხოვრებისთვის და ადამიანთა სულთა დასახმარებლად“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2024, 12:34 PM
პოსტი #4103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მხოლოდ გარეგნული ლოცვა საკმარის არ არის. ღმერთი უსმენს გონებას. ამიტომ ის მონაზვნები, რომლებიც გარეგნულ ლოცვას შინაგან ლოცვას არ შეუერთებენ, არ არიან მონაზვნები. ძალიან სწორი გასაზღვრებაა! მონაზონი განმარტოებულს ნიშნავს: ვინც საკუთარ თავში არ განმარტოებულა, ის ჯერ კიდევ არ არის განმარტოებული, ის ჯერ კიდევ არ არის მონაზონი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე განმარტოებულ მონასტერში ცხოვრობს. მოსაგრის გონება, რომელიც არ არის განმარტოებით და საკუთარ თავში ჩაკეტილი, აუცილებლად ჭორებსა და შფოთს შორისაა, რომელთაც წარმოშობს უთვალავ გულისთქმა, ისინი მათ ყოველთვის თავისუფლად საჭიროებისა და სარგებლობის გარეშე, საკუთარი თავის საზიანოდ დაეხეტება ქვეყანაზე. არ შეიძლება ადამიანი განმარტოვდეს სხვაგვარად, თუ არა ყურადღებიანი ლოცვის მეშვეობით, მაგრამ, პირველ რიგში, იესუს ყურადღებიანი ლოცვისა“.

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2024, 12:47 PM
პოსტი #4104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მონასტრის სამწყსოში რომელიმე წევრი მორჩილებას ვერ ასრულებს და სულიერ ნაყოფს ვერ იმკის, აუცილებელია მორჩილების შეცვლა. თუ სულიერი მოძღვარი შენიშნავს, რომ ადამიანი ვერ იმკის სულიერ ნაყოფს, არ უნდა დაიზაროს და იგი სხვა მონასტერში გაუშვას“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2024, 12:25 PM
პოსტი #4105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნეტარმა მამამ [ღირსი პაისი ათონელი] გვიამბო: „ურანუპოლისიდან ათონზე მოვდიოდი, მომიახლოვდა ერთი ახალგაზრდა ქალი და მთხოვა ლოცვებში მომიხსენიეო. მონაზვნობა სურდა და მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ. ჩუმად გამშორდა. მივხვდი მწუხარე სულის ადამიანი იყო. ცოტა ფული მქონდა, დაფნიმდე მისასვლელად მყოფნიდა და მერე ღმერთს მივენდე. სულ მას მივეცი და მაღვიძარაც მივაყოლე. ეს დასჭირდებოდა მონასტერში, სადაც წავიდოდა. როგორც კი ჩავედი დაფნაში, იქ ფილოთეოს მონასტრის ზედამხედველმა დამიძახა: „მონასტრის საქონელი მყავს, დააწყვე შენი ნივთები და შენც ადი, შეასრულე მორჩილება“.

დაღლილი ჩავედი მონასტერში, იმავე საღამოს ერთი ბერი მომიახლოვდა და მომიტანა მაღვიძარა: „მე ორი მაქვს, იქნებ ერთი შენ გინდაო“.

მივხვდი, ხილულად მიფარავდა ღმერთი მე ტანჯულს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2024, 12:39 PM
პოსტი #4106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყოველგვარი ღვაწლი ისე უნდა აღსრულდეს, რომ მონასტერში არავინ იცოდეს მათ შესახებ. როგორც კი გაიგებენ ამის შესახებ, ეს უკვე ცუდია. არ იფიქროთ, რომ დამალვა - ისე, რომ არ დაინახონ და არ იცოდნენ - მკაცრად არ გმართებს. არა: მკაცრად, უმკაცრესად გვმართებს. ღვაწლი, რომლის შესახებაც ახმაურებენ, ფუჭია - გროშადაც არ ღირს“.

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2024, 12:00 PM
პოსტი #4107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამქვეყნიური ფილოსოფიის, ანუ ამქვეყნიური ცოდნის ბოლომდე შესწავლა ძნელია ადამიანისათვის, მაგრამ გაცილებით ძნელია დაყუდების სიბრძნის შესწავლა. რამდენადაც სულიერი სამყარო მატერიალურზე აღმატებულია, იმდენად აღმატებულია დაყუდებულობის სწავლა ამქვეყნიური სიბრძნის შეძენასთან შედარებით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2024, 12:01 PM
პოსტი #4108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,264
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“რამდენიმე ათეული წლის წინ ერთ სენაკს ესტურა [ღირსი პაისი ათონელი]. მის კარზე ელექტროზარი შენიშნა. სხვისთვის ეს დეტალი ნამდვილად შეუმჩნეველი იყო. მამა პაისმა დაღონებულმა გაიქნია თავი, თუმცა არაფერი უთქვამს. მოგვიანებით იქ მცხოვრებმა ბერმა, სენაკი სახლს დაამსგავსა. „თავიდანვე ამქვეყნიური გონება ჰქონდა“ - თქვა მამა პაისმა.

ერთმა ბერმა ათონზე დასარჩენად თან ბევრი ნივთი ამოიტანა. მამა პაისმა შენიშნა: „ეეე... როცა წავა თან წაიღებს ყველაფერს“. ასეც მოხდა. რამდენიმე თვეში ეს ბერი ამქვეყნიურ ცხოვრებას დაუბრუნდა და თავისი ნივთები წაიყოლა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 204 205 206 207 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th August 2025 - 11:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი