IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 205 206 207 208 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Feb 11 2024, 10:15 AM
პოსტი #4109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ უკვე მონასტერში ხარ, მაშინ განმარტოებით უნდა იყო. მონასტერში ცხოვრება ცუდია მათთვის, ვისაც სურს ბევრთან ჰქონდეს ურთიერთობა და ისე იცხოვროს, როგორც საზოგადოებაში. იქ კი მხოლოდ ერთ ვინმეს უნდა იცნობდე - წინამძღვარს ან სულიერ მამას და ბერს; და სხვებთან მიმართებით ისე უნდა იყო განწყობილი, თითქოს ისინი არც არსებობენ.“

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2024, 11:40 AM
პოსტი #4110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ადამიანი ღვთის გამო არ დაეყუდება, ეს მას სულიერადაც მოუტანს ზიანს. დაყუდება და ადამიანებისგან განშორება ისეთი მდგომარეობაა, თუ ადამიანი ამას ღვთის გამო არ აკეთებს, შესაძლოა საღად აზროვნების უნარიც დაკარგოს. არის მეორე მომენტიც: შეიძლება დაეყუდოს პატივმოყვარეობის გამო, მაგრამ საღად აზროვნების უნარის დაკარგვის საფრთხე ამ დროსაც ემუქრება“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2024, 11:55 AM
პოსტი #4111


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი უნდა ხარობდეს, როცა მას უსამართლოდ ექცევიან. მას საკუთარი ნება არა აქვს, რადგან მიჰყვება გასამართლებული მაცხოვრის კვალს. ერისკაცს და უგუნურს ბევრი უფლება აქვს. თუკი მას თავისი უფროსი დასჯის, წავა და სასამართლოში უჩივლებს. ბერი მოკლებულია ამგვარ უფლებას, თუნდაც ლანძღავდნენ, ღმერთი ამგვარად შეიწყალებს მას და ათავისუფლებს ცოდვისაგან“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2024, 12:04 PM
პოსტი #4112


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მხოლოდ გარეგნული ლოცვა საკმარისი არ არის: ღმერთი უსმენს გონებას; და ამიტომ ის მონაზვნები, რომლებიც არ შეუერთებენ გარეგნულ ლოცვას შინაგან ლოცვას, მონაზვნები კი არ არიან, არამედ შავი ოინბაზები - იმ მონაზონს არა აქვს ქრისტეს ბეჭედი, რომელმაც არ იცის (ან დაავიწყდა), როგორ აღასრულოს იესუს ლოცვა“.

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2024, 09:59 AM
პოსტი #4113


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ერთი მამა მოვიდა სინას მთაზე. გზად ძმა შეხვდა, რომელმაც ამოოხვრით უთხრა: გვალვამ ძალზე შეგვაწუხაო. მამამ ჰკითხა: რატომ არ ლოცულობთ, რატომ არ მოუწოდებთ ღმერთსო. ძმამ უპასუხა: ვლოცულობთ კიდეც, ვევედრებით, მაგრამ წვიმა მაინც არ მოდისო. მაშინ ბერმა უთხრა: გულმოდგინედ რატომ არ ლოცულობთ? გინდა იცოდე, ეს რა არის? დავდგეთ, ვილოცოთ, აღაპყარი ზეცად ხელებიო. ილოცეს - და მაშინვე წვიმა წამოვიდა. შეშინებული ძმა დაეცა და თაყვანი სცა. ბერი სირბილით გასცილდა იქაურობას“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2024, 12:58 PM
პოსტი #4114


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი უდაბნო და მშვიდ ადგილას მდებარეობდა, მამა პაისს [ათონელი] გული მაინც გამოქვაბულისკენ მიუწევდა. ღამით გადიოდა, სკვნილით ლოცულობდა და უსაზღვრო რაოდენობის მეტანიას ასრულებდა პატარა გამოქვაბულში. რადგან ეს უკანასკნელი უმზეო და ნესტიანი იყო, სხვა მზიან მხარეს გამოთხარა - ისიც ისეთი პატარა იყო, რომ მხოლოდ თავდახრილი ეტეოდა. მოგვიანებით, მუხაში გამოკვეთილ ბუნაგში გადაინაცვლა, ისე გამოკვეთა, რომ დატეულიყო და ზამთარში შესძლებოდა იქ განმარტოება.

თუკი მონასტერში მომლოცველები არ მოდიოდნენ, თავის სენაკში იკეტებოდა და სულიერ ღვაწლს ასრულებდა. სენაკის კარს ცოტა ღიას ტოვებდა, რომ კარიბჭისკენაც ემზირა.

როცა ბევრი მომლოცველი იყო, ვინმე ნაცნობს ტოვებდა ეკლესიაში ყურადღების მისაქცევად და თავად მაინც ახერხებდა ბერული ტიპიკონის შესრულებას. სატრაპეზოს კარი კი ყოველთვის ღია ჰქონდა. ყველა გამვლელს შეეძლო პურის, პომიდვრის, კონსერვის ან სხვა რამის აღება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2024, 10:13 AM
პოსტი #4115


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონს მართებს - საზრდელს იღებს ის თუ სვამს, ზის თუ მსახურობს, გზას ადგას თუ სხვა რამეს აკეთებს - გამუდმებით შეღაღადოს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღრმთისაო, შემიწყალე მე!“

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2024, 01:22 PM
პოსტი #4116


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სტუმართმოყვარეობა ერთ-ერთი ღვთისსათნო საქმეა, მაგრამ თუ მოღვაწეს სტუმრის მოსვლა ახარებს, ეს მას ფშვინვიერ სიხარულს ანიჭებს, რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მოწყენილობაში იმყოფება. დაყუდებულის უთავრესი მოვალეობა - ესაა გონებით განუშორებლად უფალთან ყოფნა, რომლითაც გამოწვეული სიხარული ვერანაირმა ამქვეყნიურმა სიხარულმა ვერ უნდა გადაფაროს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2024, 12:36 PM
პოსტი #4117


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისს [ათონელი], როგორც მორჩილს, დიდხანს არ უცხოვრია მონასტერში. მორჩილების უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი თავიდანვე ბრწყინვალედ ისწავლა და ფრიადიც მიიღო. იგი სრულიად ემორჩილებოდა წინამძღვარს. როცა მას ეკთხებოდა რაიმე საქმე როგორ გაეკეთებინა, წინამძღვარი პასუხობდა: „ისე გააკეთე, როგორც ღმერთი განგანათლებს“. ეს ფაქტი მამა პაისს ძალიან აწუხებდა, სურდა მისთვის უფრო დაწვრილებით ეპასუხათ, რადგან სრულიად განთავისუფლებულიყო საკუთარი ნებისგან. მამა პაისი, კარგი მორჩილი, მოთმინებით და ჩუმად იღებდა ყველაფერს, რასაც წინამძღვარი ავალებდა. ეს დავალებები კი უმკაცრესი იყო. მას არასოდეს განიკითხავდა. სჯეროდა ამგვარ სიმკაცრეს მისი ცოდვების გამო იმსახურებდა. მძიმე შრომისგან სისხლდენა დაეწყო და მამა პაისი საავადმყოფოში მოხვდა. წინამძღვარზე ამბობდა: „მან დამარტყა როგორც რვაფეხას, მაგრამ მელანი (სიშავე) გამაცალა“.

იგი მორჩილების საიდუმლოთი ცხოვრობდა. გამოცდილებით შეიმეცნა მორჩილების სიკეთე. ამბობდა: „იცოდეთ, ბერული ცხოვრების საიდუმლო მორჩილებაშია. უნდა მოკვეთო შენი საკუთარი ნება. მაშინ მოდის მადლი ღვთისა. კინობიიდან წამოსვლისას ვიგრძენი, რომ სული მორჩილებას მთხოვდა. სტომიოში ყოფნისას, მამა სერაფიმე ჩემგან ძალიან შორს იყო, ცხრა საათი მჭირდებოდა მასთან მისასვლელად. მაშინ ერთი, თორმეტი წლის უპატრონო ბავშვი მოვიყვანე ჩემთან და მის მორჩილებას შევუდექი. ვეკითხებოდი: „რას იტყვი, წავიდე, შეშა მოვჭრა?“ ბავშვი გაოგნებული მპასუხობდა: „კარგად ხარ, სად წახვალ შეშის მოსაჭრელად?“ასე მოვიკვეთე ჩემი საკუთარი ნება. იცით როგორი სასარგებლო იყო ჩემთვის ნების დათრგუნვა. ეს ძალიან ეხმარება ადამიანს სულიერ ცხოვრებაში.

მამა პაისმა მორჩილების სხვადასხვა საფეხური გაიარა. მან წიგნებიდან კი არა, პრაქტიკულად ისწავლა. უკუდურესად მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ. ყველაფერი, რასაც ურჩევდა სხვებს, საკუთარ თავზე ჰქონდა განცდილი და გადატანილი. მამა პაისი ფიქრობდა, რომ მორჩილება თავისუფალი ნებიდან უნდა მომდინარეობდებს და სიხარულით მიიღო. ის ტიპიკონური არ არის, არც გარედან თავსმოხვეული, „მორჩილება ყველაზე მოკლე და მარტივი გზაა. იგი სამოთხის გასაღებია. მისით ითრგუნება ეგოიზმი, ვნებები და უახლოვდები ღვთის მადლს და სიცოცხლე სამოთხედ იქცევა“.

მამა პაისს მიაჩნდა, რომ ყველაზე ცუდი ის არის, როცა არ ემორჩილები წინამძღვარს და საკუთარი აზრით მოქმედებ: „ვინც მხოლოდ თავის ნებას ემორჩილება, იგი ისჯება და იღუპება“. ყველას გვირჩევდა: „მორჩილები უნდა დაემორჩილონ წინამძღვარს, თუკი მორჩილება მკაცრია, დაე, მიიღონ უსაზღვრო მადლი: ნუ განიკითხავენ“.

მამა პაისის რჩევები პრაქტიკულია და საკუთარი სულიერი გამოცდილებიდან მომდინარეობს, რადგან იგი თავად იყო იდეალი ამ მორჩილებისა, ამიტომ ეძახდა მამა ტიხონი: „ჩემო ტკბილო პაისი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2024, 11:49 AM
პოსტი #4118


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონოზვნობაშია დაცული ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება“.

/მამა მარკელ კარაკალელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2024, 12:23 PM
პოსტი #4119


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მყოფი ადამიანისათვის აუცილებელია ნაყროვანებასთან ბრძოლა და სიკვდილზე ფიქრი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2024, 12:14 PM
პოსტი #4120


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ვაი იმ ბერსა და მონაზონს, ვისაც თავისი ერის სატკივარი არა სტკივა“

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 23 2024, 12:49 PM
პოსტი #4121


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ვიცნობდი ერისკაცებს, რომლებიც მათ მიერ აღსრულებულ ასკეზს გაებრწყინებინა. არც თუ მრავალი წლის წინ წმიდა მთაზე მუშაობდა ერთი ერისკაცი - ვაჟთან ერთად. მათ ათონზე დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს. შემდეგ სამშობლოში კარგი სამსახური გამოუჩნდათ და მამამ გადაწყვიტა, წასულიყო წმიდა მთიდან და შვილიც თან წაეყვანა, რათა მთელ ოჯახს ერთად ეცხოვრა.

მაგრამ მისი ვაჟის გული შეძრა ბერების ასკეტიკურმა ცხოვრებამ, ერის ყოფას სულიერი შფოთით აღსავსე იხსენებდა და დაბრუნება აღარ სურდა. იგი მამას ეუბნებოდა: „მამა, შენ ხომ სხვა შვილებიც გყავს, ერთი კი აქ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბაღში დატოვე“.

მან არ გაიზიარა მამის შეგონებები და ისიც იძულებული გახდა, შვილი წმიდა მთაზე დაეტოვებინა. ეს ყმაწვილი გაუნათლებელი, მაგრამ ძალიან მახვილგონიერი იყო, დიდ ღვთისმოსაობასა და უბრალოებას ფლობდა. იგი საკუთარ თავს ბერობის უღირსად თვლიდა, რადგან ფიქრობდა, რომ ბერული ღვაწლის აღსრულება მის ძალებს აღემატებოდა.

მან თავისთვის ერთი პაწაწინა სენაკი გამონახა, რომელსაც ადრე სასაპანლე პირუტყვისთვის იყენებდნენ ხოლმე. ყმაწვილმა ამ სენაკის კარი და ფანჯარა გარედან ქვებით და გვიმრის ტოტებით ამოქოლა და მხოლოდ ერთი პატარა ღრიჭო დატოვა - ხვრელი, რომლითაც შეძლებდა შემძვრალიყო სენაკში და გამომძვრალიყო იქიდან. გარედან ამ ხვრელს მან სადღაც ნაპოვნი ძველი, დაგლეჯილი პალტო ჩამოაფარა.

ის ცეცხლსაც კი არ ანთებდა. ჩიტის ბუდე მის ბუდეზე უკეთესი საცხოვრებელი იყო და სახლადაც მხეცის ბუნაგი მეტად ივარგებდა, ვიდრე ის სახლი, რომელშიც იგი ცხოვრობდა. მაგრამ იმ სიხარულს, რომელსაც ეს სული განიცდიდა, ის ადამიანებიც კი ვერ მისწვდებიან, მდიდრულ სახლებში რომ ცხოვრობენ. ეს ადამიანი ხომ ქრისტესთვის იღწვოდა და ქრისტე გამუდმებით მის გვერდით იყო, არა მხოლოდ მის სენაკში, არამედ მთელ მის შინაგან არსებაში, მის სულში, მის ხორცში, მის გულში. ამიტომ იგი სამოთხეში ცხოვრობდა.

ზოგჯერ იგი თავისი ბუნაგიდან გამოძვრებოდა და მიდიოდა რომელიმე სენაკში, სადაც ძმებს ბოსტანი ჰქონდათ გაშენებული. ის ძმებს მუშაობაში ეხმარებოდა და ამისთვის ცოტაოდენ ორცხობილასა და ზეთისხილს აძლევდნენ. თუ სამუშაოს არ მისცემდნენ, ორცხობილასა და ზეთისხილს არ იღებდა. იგი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ის წყალობა, რომელიც ღვთისაგან მიიღო, ორმაგი შრომით აენაზღაურებინა.

რა თქმა უნდა, მისი სულიერი ცხოვრების შესახებ მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, რამდენადაც იგი უსახელოდ, უხმაუროდ და უბრალოდ ცხოვრობდა. მაგრამ არის ერთი შემთხვევა, რომელიც შემდეგ გახმაურდა და საიდანაც ბევრის მიხვედრაა შესაძლებელი.

ერთხელ მოხდა ისე, რომ იგი მივიდა ერთ-ერთ მონასტერში და იკითხა, დიდი მარხვა როდის იწყებაო, თუმცა ამ ადამიანისათვის თითქმის მთელი წელიწადი დიდი მარხვა იყო. შემდეგ თავის ბუნაგში დაბრუნდა და შიგნიდან გამოიკეტა. თითქმი სამი თვე გავიდა, მას კი ეს არ შეუმჩნევია. ერთხელ კვლავ დატოვა სენაკი და წავიდა მონასტერში, რომ გაერკვია აღდგომა როდის დგებოდა. ის ლიტურგიაზე დადგა, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და შემდეგ მამებთან ერთად სატრაპეზოდ წავიდა. ტრაპეზზე მან წითელი კვერცი დაინახა. ამ დღეს უკვე აღდგომის წარგზავნა იყო. მას გაუკვირდა და ერთ-ერთ ძმას ჰკითხა: „მისმინე, განა უკვე აღდგომაა?“ „რა აღდგომა, ხვალ ხომ უკვე ამაღლებაა!“ მიუგო მან.

ანუ ეს ადამიანი მარხულობდა და მთელი დიდმარხვის განმავლობაში და შემდეგ კიდევ ორმოცი დღე - ამაღლებამდე. ამგვარად მოღვაწეობდა იგი სიკვდილამდე. აღსასრულიდან ორი თვის შემდეგ ის შემთხვევით მონადირემ იპოვა და მომხდარის შესახებ ექიმსა და პოლიციას აცნობა. მერე ექიმი მიამბობდა: „მის სხეულს არა მხოლოდ გვამის არანაირი სუნი არ უდიოდა, არამედ, პირიქით, კეთილსურნელებასაც აფრქვევდა.“

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2024, 11:48 AM
პოსტი #4122


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ-ერთ მონასტერში წინამძღვართან ერთად მისი ახლო ნათესავიც მოღვაწეობდა, ახალგაზრდა მონაზონი. იგი კარგი ზნით, კეთილსახოვანი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა და ამიტომაც ბევრს უყვარდა და პატივს სცემდა. ერთხელაც იგი ავად გახდა და გარდაიცვალა. ეკლესიური გაგებით: არავინ შეიძლება იყოს იმაში დარწმუნებული, თუ სად მოხვდება მიცვალებულის სული, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ყველას ეგონა, რომ გარდაცვლილი მონაზონის სული ალბათ სასუფევლის ღირსი გახდებოდა. ერთხელ, როცა მონასტრის წინამძღვარი ლოცულობდა, მას ასეთი ხილვა ჰქონდა: დაინახა თავის ახლო ნათესავი, მონაზონი, ჯოჯოხეთში როგორ იტანჯებოდა. მისთვის მეტად მოულოდნელი იყო ეს და როცა იკითხა, თუ რატომ დაისაჯა იგი ასე, პასუხად მიიღო: თურმე ახალგაზრდა მონაზონს, როცა ერში ცხოვრობდა, ერთი ყმაწვილი კაცი მოსწონდა და მონასტერში მისვლის შემდეგაც განაგრძობდა მასზე ფიქრს. ამ კაცთან ავხორცული ურთიერთობის წარმოდგენით ახელებდა თავის წარმოსახვას და თანაც ყველაფერს მალავდა, არავის ეუბნებოდა ამის შესახებ. ამ გაუმხელელი ცოდვის გამო იგი ჯოჯოხეთში იქნა ჩაგდებული. როგორც ვხედავთ, ფიქრით, ოცნებებით, წარმოდგენებით შეცოდებისთვისაც კი, მისი მოუნანიებლობის შემთხვევაში, მეტად მკაცრად შეიძლება დაისაჯოს ადამიანი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2024, 09:41 AM
პოსტი #4123


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ლოცვის დროს სხვაგვარი მდგომარეობა აქვთ მორჩილებს და სხვაგვარი - დაყუდებულებს. თუ ადამიანი ჭეშმარიტ მორჩილებას მიაღწევს და განეშორება ამპარტავნებასა თუ პატივმოყვარეობას, იგი სიმდაბლით ილოცებს. ხოლო დაყუდებულს, რომელიც განმარტოებით მოღვაწეობს და, შესაძლებელია, ლოცვისას ადვილად შეეპაროს ამპარტავნება, მეტი სულიერი ბრძოლა დასჭირდება თავმდაბლობით წარმოთქმულ ლოცვის შესანარჩუნებლად“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2024, 10:58 AM
პოსტი #4124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ ადგილას მონასტერი იდგა. თანდათან ირგვლივ საერო შენობა-ნაგებობები წამოჭიმეს და დროთა განმავლობაში მონასტერი ყველა მხრიდან საცხოვრებელი სახლების გარემოცვაში აღმოჩნდა. მწუხრის მსახურებას იქ ღამით აღასრულებდნენ ცისკართან ერთად და ღვთისმსახურებაზე ახლომახლო მცხოვრები ერისკაცებიც მოდიოდნენ. ერთხელ ახალდამწყებ მონოზონს, მსახურებაზე წასვლისას, ხენაკის კარის ჩაკეტვა დაავიწყდა, სადაც მის არყოფნაში ქალი შევიდა. როდესაც მონოზონმა ამის შესახებ შეიტყო, საშინლად აღელდა: „ეს რა უბედურება მეწვია! სენაკი შეიბილწა! მორჩა, დავიღუპე!“ ბევრი არ უფიქრია, დაავლო ხელი სპირტიან ფლაკონს, იატაკზე გადმოაპირქვავა და ცეცხლი წაუკიდა. „იატაკის დეზინფექცია!“ კიდევ ცოტაც და - მთელ მონასტერს გადაბუგავდა. მართალია, თავისი სენაკის იატაკი დაწვა, მაგრამ ვერ დაწვა საკუთარი ზრახვა. არადა, სწორედ მისი შემუსვრა იყო საჭირო, რადგან ზრახვაში იდო მთელი ბოროტება. მას რომ კეთილი ზრახვა „აემოქმედებინა“, მაშინ საკუთარ თავს ეტყოდა, რომ მის სენაკში ქალი შევიდა კეთილი განზრახვით, სარგებლის მისაღებად, მონოზვნური კურთხევის ასაღებად, რათა შემდეგ, მადლმიღებულს, თავად ეღვაწა სახლში. ასეთ შემთხვევაში მასში სულიერი ცვილელება მოხდებოდა და ღმერთს განადიდებდა“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2024, 12:03 PM
პოსტი #4125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა ფებრონია მოღვაწეობდა სამცხეში, მერეს დედათა მონასტერში. წმიდა ფებრონიასა და წმიდა გრიგოლ ხანძთელს საღმრთო სიყვარული და გულითადი მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან.

წმიდა ფებრონიას სიწმიდესა და სიბრძნეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წმიდა მამათა კრებული "თვინიერ დედისა ფებრონიას განზრახავასა" საქმესა არა ხელ-ჰყოფდა. წმიდა ფებრონიას ჩააბარა წმიდა გრიგოლ ხანძთელმა მეფე აშოტ კურაპალატის სახლიდან ძალით წამოყვანილი ქალი, რომლის მიმართაც მეფეს "გარდარეული სიყვარული" ჰქონდა. წმიდა ფებრონიამ შეძლო, მეფისთვის მტკიცე უარი ეთქვა დედაკაცის სასახლეში დაბრუნებაზე. ცნობილია, რომ წმიდა ფებრონიას ზეციური ანგელოზები აუწყებდნენ ღვთის ნებას.

წმიდა ფებრონიასთან ერთად მოღვაწეობდა წმიდა თემისტია, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მერეს დედათა მონასტერში მწირველ მღვდელ წმიდა მატოს. როგორც თვითონ წმიდა თემისტია აღნიშნავდა, ისეთი მოკრძალებლი იყო მათი ურთიერთობა, რომ წმიდა მატოს უშუალოდ მისი ხელიდან საცეცხლურიც კი არა მიუღია არასდროს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2024, 12:18 PM
პოსტი #4126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბოროტი ძალები ხშირად ცდილობენ, რომ ზარმაცი და მოხეტიალე მონაზვნები აღძრან იმ აზრით, რომ დაყუდებულ მოღვაწესთან წავიდნენ, რითაც ბოროტი ცდილობს, დააბრკოლოს მოღვაწე და იგი გონებით დროებით მაინც განაშორებს უფალს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 29 2024, 11:58 AM
პოსტი #4127


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი [ღირსი პაისი ათონელი] ფეხშიშველი ეშვებოდა ხოლმე მდინარის სანაპიროზე, ნავსაყუდელთან, როგორც ამას სინას მთაზე მოღვაწეობისას აკეთებდა. ფეხსაცმელი მას თავისი სამონოზვნო თოფრით მიჰქონდა და მხოლოდ მაშინღა თუ ჩაიცმევდა, როცა შორიდან ვინმეს თვალს მოჰკრავდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2024, 10:07 AM
პოსტი #4128


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონასტერი არაა მისიონერული ცენტრი, ის თესლია ურყევობისა და განუწყვეტელი მკისა, რომელიც მონაზონს გულს უმშვიდებს. ღრმაა სულის მოსავალი! მისი მომწევი მონაზონი მშვიდობით აღივსება და მას სხვებსაც უნაწილებს. ოთხფეხა არსებებსაც კი სიხარულს გვრის! ბედნიერია, „ქუეშე თითოფერთა ხეთა დაწვის ჭილსა თანა, ლერწამსა და ლელსა (იობ.)“. შესანიშნავადაა აღწერილი მონაზვნური ყოფა და სიხარული. მონაზონი ცხოვრობს ჩვეულებრივ სამყაროში, მაგრამ გარდასახულ დროში, ამიტომაც ხედავს წმინდანების ფერხულს ანგელოზურად მოკაზმულ გარემოში“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 205 206 207 208 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 8 მომხმარებელი (მათ შორის 8 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2025 - 01:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი