![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4129
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეფრემ დიდის ლავრაში ერთი ბერი ცხოვრობდა, სახელად ემილიანი. იგი გამთენიისას ავხორცულმა, მრუშულმა ვნებამ შეიპყრო და უწმინდური, ბილწი აზრებით ცდილობდა დაეკმაყოფილებინა თავისი ჟინი. ღირსმა მამა ეფრემმა, მიდიოდა რა ეკლესიაში ლოცვაზე, ავხორცული ვნებით შემცბარი ბერის ახლოს გაიარა. იგრძნო რა სიმყრალე მრუშობის დემონისა და მიხვდა რა, რაც ხდებოდა, წმინდანმა წარმოთქვა: „აღკვეთილ იქნას ღვთის ნებით შენი ქმედება, უწმინდურო, წყეულო სულო!“ და მაშინვე ეშმაკისეულით შეპყრობილი ბერი პირზე დუჟმომდგარი მიწაზე დაეცა. მონასტრის ძმების შეკრების და სანთლის ანთების შემდეგ წმინდანმა მოსულთ უთხრა: ხომ ხედავთ თქვენ ძმას? სიყრმიდან მოყოლებული იგი სათნოდ ცხოვრობდა, იცავდა რა სხეულებრივ სიწმინდეს: ახლა კი, როცა მცირე ხნით ხორციელმა გულისთქმამ გაიტაცა და ამ ჟინით შეპყრობილი უწმინდური აზრებით ტკბებოდა, იგი დემონის ტყვეობის ქვეშ მოექცა. მივიღოთ ასეთი მჭმუნვარე შემთხვევიდან სარგებელი და ყველამ იცოდეს, რომ ვინც სხვისი სხეულის მიკარებით არ დაეცემა, მაგრამ გონებით შესცოდავს, გაიტაცებს უწმინდური აზრები, გაიჩერებს გონებაში და მათით დატკბება, ის მემრუშეა და დემონი იპყრობს მას.
შემდეგ წმინდანმა ბერისთვის ილოცა და მისგან გოდებით, ღრიალით, - მე ვარ სიძვის დემონი, - ბოროტი სული გამოვიდა. მთელი ის ადგილი კი მყრალი სუნით აივსო, დამწვარ გოგირდს რომ აქვს ხოლმე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4130
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დაყუდებულ მოღვაწეს ყველაზე მეტად აზიანებს მოწყინება“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4131
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩემს ცხოვრებაში თავი ისე კარგად არასოდეს მიგრძვნია, როგორც იმ რამდენიმე დღეს, როდესაც მორჩილება მომცეს, მომეარა ერთი მოხუცი ბერისთვის. მოხუცის მოვლა დიდ საზღაურს მოგვიტანს. მე მომისმენია ერთი მორჩილის შესახებ, რომელიც ათონის წმიდა მთაზე ცხოვრობდა და საშინელი ეშმაკით იყო შეპყრობილი. მას მიანდეს მორჩილება, რომ მოევლო ექვსი მოხუცებული ბერისათვის, რომლებიც მონასტრის მოხუც ბერთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ. ეს უმძიმესი წლები იყო, ხალხს არ ებადა შრომის შემამსუბუქებელი არანაირი საშუალება. ეს საბრალო მოიგდებდა მხრებზე უზარმაზარ ტომარას, რომელშიც მოხუცების მთელი თეთრეული იყო გამოკრული და მიდიოდა შორეულ ტბისკენ, რომ იქ ეს ყველაფერი ნაცარტუტში გაერეცხა. გავიდა გარკვეული ხანი, ის გათავისუფლდა ეშმაკისგან, რომელსაც შეპყრობილი ჰყავდა და ბერად აღიკვეცა. ეს პირველ რიგში იმისთვის მოხდა, რომ თავად იგი საკუთარ თავს სხვებისთვის სწირავდა და იმის გამოც, რომ მოხუცი ბერები აკურთხებდნენ და ლოცავდნენ მას“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4132
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“სკეპტიკოსებმა შეიძლება ასეთი საბუთი მოგვიტანონ: სიძეს, რომელზეც დაწინდულია მონაზონი, ყოველი კერძო სული, და ასევე, სრულიად ეკლესია, ერთი ნაკლი აქვს ყველა სხვა სიძესთან შედარებით, რომელიც მეუღლე უნდა გახდეს: ის უხილავი და უხორცოა.
რძალს ხომ ხილული და გრძნობადი სიძე უყვარს. არავინ შეემსჭვალება უბრალოდ სულს, არამედ ხორცშესხმულ სულს ეტრფიან. ვერ გეყვარება ადამიანი მიმოწერით, წერილებით ვერ შექმნი ადამიანს, მის სახეს, ტანს, სულს, ჩვევებს, და ხასიათს. უნდა გიყვარდეს არა „ის ვიღაც, ვინც წერილი დაწერა“, არამედ კონკრეტული ადამიანი, ხელები და ფეხები რომ აქვს, რომ ჰყავს დედ-მამა, რომლებსაც მე მოკითხვებს ვუთვლი. მხოლოდ იმის სიყვარული შეიძლება, ვისაც აქვს ფიზიკური გარსი, თავის ადგილს იკავებს საზოგადოებაში, ცხოვრებაში; მისი, ვისთანაც სრულ ერთობას მიაღწევ. მხოლოდ ქრისტეა ასეთი ნაკლის მქონე, მხოლოდ ისაა უხორცო. აქედან მომდინარეობს მონაზვნობის მოსურნე ადამიანების ხშირი დაუკმაყოფილებლობა და მუდმივი კითხვა, შიში და წინააღმდეგობა, და შედეგად თავისმართლება: „მე ხომ მას ვერ ვგრძნობ, ვერ ვცნობ, არ მესმის მისი!“ ეს ხშირად მოსდით ახალგაზრდა ქალ მორჩილებს. მოდით, ასეთ გოგონებს სერიოზულად ვკითხოთ: „საერთოდ, რატომ მოხვედი მონასტერში - თუკი ის, ვინც შეიყვარე, მხოლოდ შენი წარმოსახვის ნაყოფია, თუკი მასზე კი გსმენია, მაგრამ სრულიად არ იცნობ? შენთვის ის ისევ უსხეულო დარჩა. ადგილი, რომელსაც შენი გამონაგონი იკავებს, უნდა დაიკავოს ღმერთმა, მან, ვინც შეიყვარე და მთელი შენი ცხოვრება დაუკავშირე“. მაგრამ სინამდვილეში ხდება კი ასე? ან იქნებ ეს დამოკიდებულება ქრისტესთან, როგორც უსხეულოსა და უხილავთან, რომელიღაც სულიერი „მხედველობითი“ ან მშვინვიერი ავადმყოფობის ბრალია? ზოგი ადამიანი მიწაზეც ისე ცხოვრობს, როგორც ჯოჯოხეთში - რადგან არ არსებობს უფრო დიდი ტანჯვა, ვიდრე იყო მონაზონი და ქრისტეს უხილავ და უხორცო სიძედ აღიქვამდე. ამგვარი არსებობა განწირულია, უსაშველო იყოს“. /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4133
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ-ერთმა ბერმა საყვარელ ადამიანზე ფიქრისგან რომ განთავისუფლებულიყო, აიღო სუდარა და მისი გვამის წყლულებისგან მომდინარე სითხით გაჟღინთა. შემდეგ იგი თავის სენაკში დადო. ირგვლივ მეტად არასასიამოვნო სუნი დადგა, მაგრამ ამის შემდეგ ბერს ბრძოლა შეუწყდა. აქვე შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ მიმზიდველი ადამიანის სხეულის დაბერებულად, წლებისგან ფორმადაკარგულად წარმოდგენამაც ერთგვარად შესაძლოა შეანელოს მისდამი ლტოლვა“.
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4134
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭეშმარიტი დაყუდებული ისაა, ვისაც შეუძლია გაარჩიოს, თუ ვინ მოდის მასთან სულიერი სარგებლის მისაღებად და ვინ - არა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4135
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა პაისს [ათონელი] მიაჩნდა, რომ ბერს ხელებით უფრო ნაკლებად უნდა ეშრომა და მეტად ეღვაწა სულიერად. მონაზონს ბევრი შრომა ღმერთს ავიწყებს, როგორც ებრაელებს დაემართათ ეგვიპტეში"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4136
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ღმერთის ანგელოზის სახით მოვლენილმა ქრისტემ იოანე ღვთისმეტყველს უჩვენა უკანასკნელი ნავსაყუდელი ღმრთისა ადამიანებთან . მაშ, დაე, ანგელოზური თემის ყოველდღიური ყოფა სავანეში, ყოველ სავანეში, თანამედროვე ადამიანისთვის ზეცისკენ გაჭრილი სარკმელი იყოს“.
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4137
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნური ცხოვრების მთავარი მიზანია ღმერთთან - მათთვის უაღრესად საწადელთან - მონაზვნების მტკიცედ შეერთება“.
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4138
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა მამა [იოანე სინელი] კიდევ ერთხელ შეაგონებს მონაზვნებს, რომ განსაკუთრებით ებრძოლონ სიმაყესა და პატივმოყვარეობას. რადგან დაყუდებული განშორებულია ადამიანებს, გაცილებით შესაძლებელია, რომ პატივმოყვარეობასა და ამპარტავნებაში აღმოჩნდეს. ამიტომაც განსაკუთრებით უნდა ებრძოლოს ამპარტავნების სულიერ სენს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4139
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ნიკოლაოს გეორგიოსი მოგვითხრობს: „1966 წელს, ბავშვობის შემდეგ პირველად ვესწრებოდი საღვთო წირვას, ჩემს მეგობართან ერთად, იოანე კარეას მონასტერში. წირვის შემდეგ, ათონის მთის გამოფენაზე წავედით, იქ ვნახე მამა პაისის [ათონელი] წიგნი. ჩემმა გულმა თითქოს ფრთა შეისხა. ერთადერთი სურვილი მქონდა წიგნი წამეკითხა იმ წუთში. როცა მამა პაისის დედისადმი გაგზავნილი ლექსი წავიკითხე, ავტირდი, გული მომილბა და ცრემლიანმა უფალს შევთხოვე: „ღმერთო ჩემო, შემეწიე მეც მამა პაისის ლოცვით, რომ ბერი გავხდე“. ამ სიტყვებზე არ მიფიქრია, თითქოს თავისით აღმომხდა (სასწაული ის არის, რომ ახლა ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ, ვემზადები ბერობისათვის)“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4140
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რა ხშირად გვავიწყდება ეს საქმეები, რომ მონაზონი, უპირველს ყოვლისა, მლოცველია“.
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4141
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იყო ერთი მონაზონი, რომელიც ისეთ უდებებაში ჩავარდა, რომ ლოცვის კანონსაც აღარ ასრულებდა და ერისკენ იბრუნა პირი. ის თავის სამშობლოში, კეფალონიაში ჩავიდა, სადაც, როგორც ცნობილია, ბევრი ეშმაკეული ისწრაფვის წმინდა გერასიმესგან კურნების მისაღებად. რადგან თავის სამშობლოში მოხვდა, ეს მონაზონიც გაემართა წმინდანის თაყვანისსაცემად. გზაზე მას ეშმაკეული ქალი შეხვდა და უთხრა:
-იცი, რა გიჭირავს ხელში? საცოდავო, რომ იცოდე, რა გიჭირავს! რომ იცოდე როგორ მწვავს ეგ შენი სკვნილი. შენ კი მხოლოდ ჩვევის გამო, უსარგებლოდ გიჭირავს იგი! მონაზონი სახტად დარჩა. ღვთისგან იყო, ეშმაკმა ეს რომ თქვა. ის გონს მოეგო, ღმერთმა გონება გაუნათა და საკუთარ თავს უთხრა: -ხედავ, რას ჩავდივარ მე, უგუნური! ხელში უძლიერესი იარაღი მიჭირავს და ერთი ეშმაკის გასილაქებაც არ შემიძლია. გასილაქება კი არა, საითაც უნდა, იქით მიმათრევს დატყვევებულს. შეგცოდე, უფალო! სინანულით მაშინვე თავისი მონასტრისკენ გაეშურა. იქ დაბრუნებულმა თავიდან დაიწყო გულმოდგინე შრომა და ისევ კეთილ საწყისს დაუბრუნდა. იმდენად წარემატა ლოცვასა და მონაზვნურ მოქალაქეობაში, რომ მრავალთათვის სანიმუშო გახდა. ამ ბერს მე, მდაბალიც, მოვესწარი. მისგან განუწყვეტლივ მხოლოდ ეს ისმოდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ როცა რამეს ეტყოდი, ორი სიტყვით გპასუხობდა და მისი ბაგეები კვლავ ლოცვას უბრუნდებოდა, იმდენად იყო მიჩვეული და იმდენად შეეცვალა ის ლოცვას. წარმოგიდგენიათ, ლოცვისა და სკვნილის ღირსება მას თავას ეშმაკმა გამოუცხადა - რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილის გარეშე, უზენაესის მიუწვდომელი განგებულებით და ნებით!“ /არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4142
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭეშმარიტი დაყუდებული ყოველთვის უნდა ელოდეს სიკვდილის მოსვლას, ყოველწამიერად უნდა იყოს მზად უფალთან შესახვედრად. სიკვდილზე ფიქრი ყველაზე დიდი ძალის მომნიჭებელია, რომელიც დაყუდებაში მყოფ ადამიანს ღვაწლში გააძლიერებს, მაგრამ ეს ხდება უფრო საწყის ეტაპებზე. როდესაც მოღვაწე სრულყოფილებას მიუახლოვდება და უვნებელ მდგომარეობას მოიპოვებს, შიში საერთოდ ქრება და ადამიანი მხოლდო ღვთის სიყვარულის გამო მოღვაწეობს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4143
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თავად მონაზონს [ღირს პაისი ათონელს] და ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრების მქადაგებელს დამანგრეველად მიაჩნდა ბერისთვის შრომისაგან და სხეულის დატვირთვისგან გაქცევა, ყოველდღიური ყოფის გაიოლება.
ერთხელ სტომიოს მონასტრიდან წასვლა გადაწყვიტა, როცა შეიტყო, რომ მონასტრამდე გზის გაყვანა სურდათ. სხვას, მის ადგილას, გაუხარდებოდა, რადგან მონასტერში მისვლა გამარტივდებოდა, მაგრამ მამა პაისი სხვა კრიტერიუმებით ცხოვრობდა. ერთხელ ერთი ბერი ესტუმრა უდაბნოდან და გახარებულმა უთხრა, ტელეფონი დავიდგიო. ამიერიდან მეტი ლოცვის დრო ექნებოდა. ტელეფონით აცნობებდა დაფინდან, რაც დასჭირდებოდა. მამა პაისი არ დაეთანხმა ბერს და უთხრა: „მე ვიცი, ადვილად გადაწყვეტ ბევრ რამეს ტელეფონით. რაც მეტი მიწიერი ნივთები გაქვს, უფრო ადვილად ცხოვრობ, მაგრამ ამ სიმარტივისთვის მოვედით აქ? მაშინ სჯობდა ერში გვეცხოვრა, იქ ხომ უფრო მარტივად ვიქნებოდით". ასეთი მაგალითი მოუყვანა: „სენაკში ცხოვრობდა ბერი, თავის მორჩილთან ერთად. მოძღვარმა უთხრა: „მინდა ცოტა ჯვრები გააკეთო და ბევრი ილოცო“. მორჩილმა არ დაუჯერა და ხატწერა შეისწავლა. მიიღეს შეკვეთები, შეიძინეს ავეჯი, მღვდელმთავრების შესამოსელი. სულ ახლახანს მორჩილი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ვიყავი მის სენაკში. იგი უძლურად იყო, ავეჯი და ყველა ნივთი მოუვლელობისგან დამტვერილიყო და დაბინძურებულიყო. აი, როგორ ნადგურდება ყველაფერი, როცა ლოცვას მივატოვებთ და საკუთარ ნებას მივყვებით“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4144
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ახალი მონაზვნის აღკვეცის დროს საძმოს უმშვენიერესი და მოწიწებით აღსავსე წუთები უდგება. ეს ერთგვარი ნათლობაა, მეორე დაბადებაა ახალი ცხოვრებისთვის და ღმერთთან ქორწინებაა: ეს არის „განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი“. აღკვეცილი დგას სიხარულით მოცულ ძმებს შორის, ისმის ლოცვა, საკითხავების თანამიმდევრობის მითითება, „უფალო, შეგვიწყალე!“ და ხდება იგი ანგელოზთა მსგავსი, რათა მათი გზით იაროს და მათსავით იაზროვნოს. ყველაფერი განახლებულია. ამიერიდან ის მთლიანად ღმერთსა და მებრძოლ ეკლესიას ეკუთვნის. ქმედებითა და სიტყვებით ის მასში დაფარული ქრისტეს ხატებას წარმოადგენს. მისი გამართლება, მისი სასიცოცხლო სივრცე ახლა ისაა, უფალი: მოლოდინის საგანი.
„ჰოი, რა პატიოსანი აღმატებულებითაა სავსე ჩვენი წმინდა და კურთხეული სქემა! რა სულიერი სურნელით სუნთქავს! ჰოი, მოწოდებავ, ზეცას შემხებო! ო, მოწოდებავ, ღმერთამდე აწვდილო! ჰოი, მოწოდებავ, რომელიც ქვეყანას იხსნის!“ სანამ ვინმე მონაზვნად აღიკვეცებოდეს, საჭიროა, იგი არაერთხელ იყოს დასწრებული აღკვეცის წესზე. რათა სწყუროდეს და სურდეს, ნაყრდებოდეს და აღტაცება იპყობდეს! ეს კი მხოლოდ ღმერთისგან იძლევა. ამიერიდან მონაზვნის სულიერი ცხოვრება უწყვეტ, მაცოცხლებელ ასკეზზეა დამყარებული. ასკეზა ჰგავს მცენარეს, რომელიც გადაბელეს, რათა უფრო ჯანსაღი რტოები ამოიყაროს. ასკეზა - ესაა ჩვენი ცრემლები, სიხარულის მომგვრელი მწუხარება, ჩვენი შრომაა, ქრისტეში ჩვენი ზრდაა. წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: „და ყუავილი ძირისაგან მისისა აღმოხდეს, და განისუენოს მას ზედა სულმან ღმრთისამან“. „ყვავილი“ მაცხოვარია: ნამყო, აწმყო და მყოფადი, ჩვენკენ მომავალი. რადგან ჩვენ მოვუხმეთ მას!“ /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4145
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“სანამ მღვიძარების, სიფხიზლით შრომის შესახებ სწავლება სისტემურ სახეს მიიღებდა, საყოველთაო გახდებოდა და თავისუფლად გავრცელდებოდა, მამები და სულიერი მოშურნეობის მქონე ადამიანები ბევრს შრომობდნენ ხორციელი ღვაწლით: მარხულობდნენ, ღამეებს ათევდნენ, მრავალ გასაჭირს ითმენდნენ. მაგრამ როცა მღვიძარება, სიფხიზლით შრომა ცნობილი გახდა, როგორც სისტემაში მოყვანილი მეთოდი, ხორციელი ღვაწლი საგრძნობლად შემცირდა არა ზედმეტობის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ მამებმა სულიერ საქმიანობას ხორციელ ღვაწლზე მეტად მიუძღვნეს თავი. სიფხიზლით შრომა მათ გულისსიტყვებისგან ათავისუფლებდა და ვნებებიც სუსტდებოდა. მღვიძარებამ მათ გულებს სიწმინდე მიჰმადლა. ამიტომაც აღარ ჰქონდათ სულის სიწმინდის მისაღწევად ხორციელი ღვაწლის უკიდურესი საჭიროება. ამის გამო ჩვენც, მონაზვნებმაც არ უნდა მივატოვოთ ეს ლოცვა, რომელსაც 1000%-ით მოაქვს სარგებელი. როცა სიფხიზლით შრომა განწმენდს გონებასა და გულს და ადამიანს მისცემს უნარს კეთილგონივრულად იზრუნოს როგორც სხეულის გარეგან, ისე სულის შინაგან გრძნობებზე, მაშინ მონაზონს მიზნის მისაღწევად დიდი ხორციელი ღვაწლი აღარ ესაჭიროება“.
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4146
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ მეომარი ბრძოლაში არ გამოიწრთობა, როგორც არ უნდა ისწავლოს ბრძოლის ხელოვნება, მისი ბრძოლა არ იქნება სრულყოფილი. ასევე უნდა გამოიწრთოს მონაზონიც სულიერ ბრძოლაში: თუ თვითონ არ გამოიწრთობა, სხვა მოღვაწეთაგან მიღებული სწავლება მისთვის მაცხოვნებელი არ იქნება“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4147
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- წმიდაო მამაო, თუ მონაზონი მონასტერში წასვლამდე ვინმეს ნათლია იყო, ამჟამად მან, გარდა იმისა, რომ ლოცულობს თავისი ნათლულისათვის, საჩუქარსაც უნდა უგზავნიდეს მას, - როგორც ეს საერთოდ ერშია მიღებული?
- მონაზონი ასეთი მოვალეობებისგან თავისუფალია. ბერი თავის ნათლულს მხოლოდ ლოცვებით უნდა შეეწიოს. ხოლო მის მშობლებს კი, თუკი სურთ, შეუძლიათ, ამგვარი კავშირი ჰქონდეთ თავიანთი მონაზონი - ქალიშვილის ნათლულთან. - ანუ მონაზვნის მშობლებს შეუძლიათ, ქალიშვილის ნათლულთან კავშირი ჰქონდეთ, თუკი ისინი თვითონ ისურვებენ ამას? - დიახ, თვითონ... მონაზონი მათ ამას არ უნდა აიძულებდეს“. /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4148
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,296 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყოველი მონაზვნისა და ყველა მონაზვნური თემის ცხოვრებას კიდევ ერთი ნიშანი გამოარჩევს - სიხარული. ამ სიხარულის წყარო მონაზონთა ცრემლებია. სიხარული ლოცვით, ღმერთის თანამყოფობით მოტანილი სიხარულია. დღიდან დღემდე გამოვლინდება მონაზვნური საძმოსა და პირადი ცხოვრების ზეიმი და გამარჯვება. ათონელის ცხოვრება წარმოუდგენელია ყოველდღიური სიხარულის გარეშე. აქ შეგიძლია, თვალნათლივ იხილო, როგორ განხორციელდება მეფე-წინასწარმეტყველის შეგონებანი: „ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაითა“.
ათონელთა ამგვარი საზოგადოებრივი კავშირები გამოიხატება არა მხოლოდ ერთი ოჯახის წევრთა შორის, ან სხვა ოჯახების, მონასტრების, სკიტების წარმომადგენლებთან ურთიერთობებში, არამედ მოსულ მომლოცველებთან და ზოგადად ადამიანებთან შეხვედრისასაც. მონაზონი არასოდეს ეპყრობა სხვა ადამიანს, როგორც უცხოს. უარს არ ეუბნება არც ტრაპეზზე, არც ეკლესიაზე, არაფერზე, რისი გაზიარებაც კი შეიძლება. მონაზვნობის ერთ-ერთი ტრადიციაა, ყველაფერზე მაღლა სტუმარი და მოყვასი დააყენოს“. /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th August 2025 - 07:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი