IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 208 209 210 211 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 11 2024, 11:33 AM
პოსტი #4169


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგადსაცხოვრებელ მონასტერში მონაზვნები მორჩილებით ცხოვრობენ. მორჩილების ბუნებრივი შედეგი კი საზრუნავისაგან მორჩილის თავისუფლებაა, რადგან, თუ მე მორჩილებას აღვასრულებ და საზრუნავით სხვაა დაკავებული, შემიძლია მშვიდად და წყნარად ვიყო და მხოლოდ ჩემი მორჩილების საქმეზე ვიფიქრო.

როცა რაიმე მორჩილების საქმეს ვასრულებ და ვფიქრობ, რომ ამის გარდა სხვა საზრუნავი არ მაქვს, შემიძლია ძალიან კარგად შევათავსო საქმე ლოცვასთან.
თუ ვხედავ, რომ გონებას არ შეუძლია ხელსაქმისთვის ლოცვით თვალყურის დევნება და ისეთ საგნებზე ფიქრობს, რაც მის მოვალეობაში არ შედის, მაშინ საჭიროა ბაგეებით დავიწყო ქრისტეს სახელის მოხმობა და ჩურჩულით ვიმეორო: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“.

როცა ბაგეები ლოცულობენ და ხელები შრომობენ, საქმეს ორმაგი მადლი აქვს - მორჩილებისა და ლოცვისა. მორჩილებით აღსრულებული საქმისგან სასყიდელს მივიღებთ, ლოცვა კი მას განწმენდს. ხელსაქმეს, თუ ფიზიკურ შრომას, რასაც თან ახლავს ლოცვა, განსაკუთრებული მადლი აქვს“.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2024, 01:14 PM
პოსტი #4170


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მონაზონი ერთმანეთისგან ვერ განარჩევს ღვთისსათნო და ღვთის საწინააღმდეგო საქმეებს, ეს ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ არ მოუპოვებია უმაღლესი სათნოება, - სწორად განსჯის უნარი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2024, 11:10 AM
პოსტი #4171


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მას [ღირსი პაისი ათონელი] ჰკითხეს, როგორ შეიძლება ჩვენს დროში ათონის მთაზე განდეგილური ცხოვრება. მამა პაისმა უპასუხა: „შესაძლებელია, თუ უჩინრად იცხოვრებ და გარიგებებს არ დაუდებ მიწიერი მსოფლმხედველობის ადამიანებს“.

დაყუდებულის სულით იცხოვრა მამა პაისმა და ამასვე გადასცემდა სხვებს. განდეგილობაში ხედავდა იგი ეკლესიის აღორძინებასაც“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2024, 11:10 AM
პოსტი #4172


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი წმინდანთა კიდობანია, ნაკურთხი ქალაქია. წინასახე და მისი ანაბეჭდი, ცა და მონასტერი მადლისმიერად ერთია. ზეციური სიონი და მონაზონთა თემი ღმერთის მიერ გამზადებული ქვეყანაა. ეს საგანძურია მათთვის, ვისაც ღმერთის სასუფევლის მიტაცება სურს. ესაა სალარო, სადაც ყველა საცავი ღიაა. აქ შეგვიძლია, შევინახოთ ჩვენი იარაღი, სულიერი თუ საბრძოლო - რომლითაც ღმერთის წინაშე შრომას ვეწევით. ეს ტანსაცმლის კარადაა, სადაც აღთქმათა შავი სამოსი და სისხლით გაწითლებული ასკეზის სამოსი ჰკიდია. ეს მარანია „ახალი ღვინისთვის“, ბეღელია ცხოვრების პურისთვის, დამცავი სათვალეა, რათა შეგვეძლოს, უშიშრად გავუსწოროთ თვალი მზესა და სულიერ ვარსკვლავებს. ეს განსაკუთრებული საცავებია, რადგან „სხუაი დიდებაი არს მზისაი, და სხუაი დიდებაი არს მთოვარისაი და სხუაი დიდებაი არს ვარსკულავთაი“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2024, 01:08 PM
პოსტი #4173


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არასდროს გვინახავს თვითნებურად მცხოვრები ისეთი მონაზონი, რომ მას სულიერი თვალსაზრისით წარმატებები ჰქონდეს. შეიძლება სამართლიანად მიეთითოს მონასტრული ცხოვრების ნაკლოვანებებზე, წინამძღვრის სისუსტეზე, მოძღვრის შეცდომებზე, მაგრამ დიდი შეცდომა იქნება თუ ჩავთვლით, რომ ეს ნაკლოვანებები ჩვენს სულიერ ცხოვრებას ხელს შეუშლის ან ცხონებას აღგვიკვეთენ. უსამართლო წინამძღვრისადმი მორჩილება ბოროტი ბატონისადმი ქრისტიანი მონის მორჩილებას ჰგავს, რასაც პავლე მოციქული ეთანხმება, ეს მაშინ, როცა მონაზვნის ურჩობის მიზეზებად მისი ეჭვი და ამპარტავნება გვევლინება; ამასთან დაუმორჩილებლობას თან ახლავს ვნებათა აფეთქება, რომლის შედეგი შესაძლოა მაშინვე არ გამჟღავნდეს, მაგრამ აუცილებლად თავს იჩენს. წმიდა მამები გამოხატავდნენ თამამ აზრს, რომ ხელქვეითთა შორის ხელმძღვანელის სახით ქრისტე იმყოფება (რა თქმა უნდა არა ამ ხელმძღვანელის ცოდვიან საქმეებში, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, არამედ თვით სტრუქტურის პრინციპში). მორჩილებიდან გამოსვლით მონაზონი იმთავითვე სატანის ცოდვას იმეორებს“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 16 2024, 10:46 AM
პოსტი #4174


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა ნიკონი იხსენებს: „უკვე ჩვენს დროში უდაბნოში ნახეს ერთი ბერი, რომელსაც ოცდაათი წელი არ ეხილა არც ერთი ადამიანი, არ ეხმია პური, მხოლოდ ფესვებით საზრდოობდა, და მან აღიარა, რომ ამ წლების განმავლობაში სიძვის დემონს ებრძოდა. მამებმა დაადგინეს, რომ სიძვასთან ამ ბრძოლის მიზეზი იყო არა ამპარტავნება და საკვები, არამედ ის, რომ ბერს არ ჰქონდა შესწავლილი გონიერი სიფხიზლე და მტრის გულისთქმებთან დაპირისპირება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2024, 12:03 PM
პოსტი #4175


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მხოლოდ დაყუდება და ადამიანებისგან განშორება არ არის საკმარისი, არამედ „ენის გაფრთხილებაც“ - ენის დაყუდებაც. მოღვაწემ რაც შეიძლება ნაკლები უნდა ილაპარაკოს, რათა მრავლისმეტყველებასა და პატივმოყვარეობაში არ ჩავარდეს“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2024, 12:50 PM
პოსტი #4176


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“თქვენ იცით, როგორ მდაბლდებიან მოხუცი ბერები ათონის წმიდა მთაზე მონასტრების მოხუც ბერთა თავშესაფარებში?! ისინი აქ კიდევ ერთ, ახალ აღკვეცას იღებენ... მათ თმას ჭრიან, რომ თმა დამოკლდეს და დასაბანად ადვილი გახდეს. მათ ჭრიან წვერს, იმიტომ, რომ დორბლი სდით, პირიდან კი საჭმელი უცვივათ, პირის გარშემო ეწებებათ და მერე წვერს როგორღა გაუსუფთავებ?! ეს აღკვეცა უკანასკნელი აღკვეცაა, სიმდაბლით აღკვეცა!“

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2024, 12:28 PM
პოსტი #4177


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვინც ერთხელ მაინც ყოფილა წმინდა [ათონის] მთაზე, იცის, რომ მონაზვნები მომლოცველებს ღიმილითა და სიყვარულით ხვდებიან, და ყველა ხვდება, რომ ეს ღიმილი და ეს სიყვარული მხოლოდ ერთი რამაა: ზეცისკენ გაღებული სარკმელი. წმინდა მთის მოღვაწეთა სხივოსანი გულების ანარეკლი. მომლოცველები იმასაც ხედავენ, რომ მონაზვნები ცხოვრობენ გალობით და იესოს სახელის გამუდმებული ხსენების ნეტარებაში; დღისით თუ ღამით ლოცვებით და ფსალმუნებით საზრდოობენ. ამაში განიბანებიან ისინი ყოველდღე. და თუ არსებობს რამე, რაშიც შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას - ეს უფლის სახელია“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2024, 12:32 PM
პოსტი #4178


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ადამიანი - თანაზიარი არსებაა. ჩვენ გვიხარია ღირსეულ ადამიანთა წრეში ყოფნა, ბერთან ან მოღვაწესთან საუბარი ჩვენთვის ბედნიერებაა, ბედნიერებაა მის გვერდით მცირე ხნით ყოფნაც კი, რადგან თვით მისი იქ ყოფნა გულებს გვითბობს. ის თითქოსდა ლღვება ცოდვათა ყინულისაგან და აქედან გამომდინარე, თვით შესაძლებლობა ლოცვის მეშვეობით წმიდანებთან ურთიერთობისა, უკვეა უფრო დიდი ძღვენი, ვიდრე ის, რასაც მათგან ლოცვით ვითხოვთ“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2024, 10:37 AM
პოსტი #4179


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“თუ შენს სენაკში რაიმე ნივთი ვინმეს გაგონებს, აუცილებლად უნდა მოიშორო, რომ ყველა საშუალებით თავიდან აიცილო ბრძოლის საბაბი.

ეცადე, გონებიდან წაშალო შენი წარსული და, როცა ის შენს მოსაშთობად აღდგება, უხმე იესოს, რომელიც ყოველთვის მზად არის შეგეწიოს“.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 22 2024, 12:01 PM
პოსტი #4180


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მოღვაწე ჭეშმარიტ მორჩილებაშია, მოწყინება არ უნდა ჰქონდეს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2024, 11:39 AM
პოსტი #4181


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თავმდაბალი ადამიანი ამქვეყნად ყველაზე ღირსეულია, ყველაზე ძლიერია. ბერს რომ ჰქონდეს ლოცვისა და ღვაწლის ძალა, თავმდაბალი უნდა იყოს, რადგან მასშია ღვთის ძლევამოსილება, სიამაყისას სული და სხეული სუსტდება“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2024, 11:55 AM
პოსტი #4182


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვინც მონასტრის ბინადარია და არ აქვს ქრისტეში ცხოვრების პირადი გამოცდილება, ის ვერასოდეს იგრძნობს აქ თავს კომფორტულად. მუდამ გულგატეხილი იქნება, მუდამ ხელმოცარული და არასრულფასოვანი ეგონება თავი. ასეთი ადამიანი ვერავის შეიყვარებს, უფალსაც კი. შეუძლებელია ღმერთის შეყვარება, თუ განმარტოების წუთებში არ იხილავ და არ შეიგრძნობ მას.

ამიტომ მიხარია თქვენ გამო, როდესაც ღამით ანთებულ სანათებს ვხედავ და ვხვდები, რომ ყველგან დაუცხრომელად ლოცულობენ: ზოგი თავისთან, სენაკში ლოცულობს, ზოგი - ბაღში. მაგრამ თითოეული თქვენგანი ამ დროს ქრისტესთანაა.

გავიმეორებ: მონაზონი შეიძლება ქრისტესთან წყვდიადშიც ცხოვრობდეს, უმეცრებაშიც, ოღონდ მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ ქრისტე აქაა, მის გვერდით. უნდა იცხოვრო ქრისტესთან, ანუ, მის ნაბიჯს აუწყო ნაბიჯი, მაშინაც კი, თუ ვერ ხედავ მას, მაგრამ იცი მის შესახებ და ცდილობ, შეიცნო იგი. რწმენა კი, როგორც ყველმა ვიცით, ძლიერია იმ სულში, რომელიც განმარტოებასა და წმინდა მდუმარებაში განმტკიცდება.

ამგვარად, როდესაც მონაზონს ქრისტეს სარძლოს ვუწოდებთ, მაშინ ვგულისხმობთ ისეთ მონაზონს, რომელიც ან მუდმივად ცხოვრობს სავანეში იქაური განაწესით, ან დროდადრო მიდის იქ განმარტოებული სამყოფელიდან, გამოქვაბულიდან ან მსგავსი საგანეგილო ბინიდან. სულერთია, რა მორჩილებასაც არ უნდა აღასრულებდეს: კარისკაცია თუ ადმინისტრატორი, ტაძარში შრომობს თუ არქონდარიკში, მას მაინც უნდა რჩებოდეს დრო ქრისტესთვის. დაე, ქრისტე მუდამ იმყოფებოდეს მონაზვნის სურვილთა სამოთხეში, და ამით გამართლდება ქრისტეს რძალი.

რა შეიძლება ვთქვათ ღვთის მეომარზე, ვისაც ეს არასოდეს განუცდია? რასაკვირველია, დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ ასეთი მონაზონი არ არის სამოთხის ღირსი, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქავთ, რომ იქ, ზეცაში, ის პირველად შეხვდება თავის საქმროს. ზოგი მოსწავლე გოგონა, თუ არი იცის, მის წინ მდგართაგან რომელია მასწავლებელი და რომელი - მხოლოდ თანაშემწე, ორივეს თვალებში შესცქერის, რათა მისი უმეცრება არ გამომჟღავნდეს. მათ ჰგავს ეს მონაზონიც, რომელსაც ცხოვრებაში არასოდეს უნახავს ქრისტე, ვის სახელსაც გულით ატარებს."

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2024, 09:44 AM
პოსტი #4183


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერში მცხოვრები მონაზონი ხშირად სულიერად ველურდება, ლოცვის ყველა წესს დაუტევებს, შემდეგ კი იესოს ლოცვასაც ივიწყებს. მამებიდან ზოგიერთნი ასევე გამოხატავდნენ აზრს, რომ სულიერი დამრიგებლები უკვე აღარ არიან, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ამის საფუძველზე მონასტრების სავსებით გაუქმება - დაზიანებული გემიდან ღია ზღვაში გადახტომაა საჭირო. მონასტრულ ცხოვრებაზე აღმატებული მხოლოდ განდეგილური ცხოვრება შეიძლება იყოს, მაგრამ ამისთვისაც მონასტერშია საჭირო შემზადება.

ზოგიერთი ბუზღუნებს, რომ წინამძღვარი ფიზიკურად ბევრს ამუშავებს და ამის გამო ლოცვისთვის ცოტა დრო რჩება. მაგრამ ვისაც უნდა ლოცვა ის ლოცვისა და მუშაობის შეერთების საშუალებას მონახავს. უკიდურეს შემთხვევაში პრაქტიკულად ნებისმიერი სამუშაოს დროს შეიძლება იესოს ლოცვის კითხვა ან თუნდაც ორი სიტყვის წარმოთქმა: „უფალო შემიწყალე“. გულწრფელ მორჩილს გულისმიერი ლოცვა ეძლევა, ურჩი „ასკეტი“ კი მას ვერასდროს მოიპოვებს. იღუმენის ყურის არგდებით ის ქრისტეს არ უსმენს, ამიტომ ლოცვის სიტყვები უპასუხო რჩება“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2024, 08:47 AM
პოსტი #4184


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი ლოცვის გარეშე ცარიელია; საუბარი არ არის მათზე, ვისაც ლოცვის სარგებელი არასოდეს გამოუცდია და ვერ გრძნობს თავის სიცარიელეს. ღატაკი, რადგან არასოდეს არაფერი ჰქონია, არც წუხს.

მაგრამ მონაზონმა, რომელმაც ისწავლა ლოცვა, შემდეგ კი უდებების გამო დაკარგა ის, იცის დაკარგულის ფასი და დარდობს.

ამიტომ მონაზვნებმა არა მარტო იმისათვის უნდა ილოცონ, რომ თავიანთი მონაზვნური მოვალეობა შეასრულონ, არამედ საქმითაც რომ მონაზვნები იყვნენ, მონაზვნები - არა მარტო სახელით და გარეგნულად, არამედ შინაგანადაც.

როგორც მღვიძარე მამები ამბობენ, არ შეიძლება მონაზონი ეწოდოს მას, ვინც დაფარულად, შინაგანად არ შრომობს.

ჩვენც იმიტომ უნდა ვაიძულოთ თავი ლოცვისათვის, რომ სულიერი სარგებელი ვნახოთ და ამით აღვივსოთ. მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ თავს მონაზვნებად.“

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2024, 10:34 AM
პოსტი #4185


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ დაყუდებული მოთმინებას ვერ მოიპოვებს, მისი მოღვაწეობა ამაოა. როგორც საზრდელის გარეშე მოკვდება ადამიანი, ასევე მოკვდება სულიერად დაყუდებული მოთმინების გარეშე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2024, 01:13 PM
პოსტი #4186


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი (ბერების) გამოჩენა საერო ყოფაში, სახიფათოა, მაგრამ თუკი ღმერთი გამოგვიჩენს, მაშინ ყველაფერი იცვლება, რადგან წინ ღვთის მადლი მიდის და გვიცავს“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2024, 11:16 AM
პოსტი #4187


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ძმა ძლიერ იტანჯებოდა, რადგან მის ბერ-მოძღვარს ჰქონდა ღმერთის განცდა, თავად მას კი არა. და იცით, რა გააკეთა? მიწას დაემხო და დაჩოქილი კოცნიდა ბერმოძღვრის სენაკის მიწას, მერხს, კარს, ყველაფერს, რაც მასში იყო, და ამბობდა: „ქრისტე აქაცაა: მე ქრისტეს ვკოცნი“.

მეორე კოცნიდა სახედარს, რომელსაც ის მთაზე აჰყავდა, და ასე აცნობიერებდა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთათვის განსვენების მიმცემ ღმერთს.

შენც აკოცე მიწას, რომელზეც დადიხარ. რომელზეც დადის შენი ცოლი, ქმარი, შვილი; სადაც შენ ლოცულობ, საკმეველს აკმევ, ტირი. იგრძენი იქ ქრისტე და ის ადგილიც დაკოცნე, რადგან ეს ნიშანია იმისა, რომ ღმერთი მოვიდა“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2024, 11:45 AM
პოსტი #4188


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,316
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დიახ, ნამდვილად, რევოლუციისა და შემდგომი, ათეისტური დიქტატის დროს, როცა მონასტრები დაიხურა და გაიძარცვა, ერში, სწორედ თემის სახით, ერთგვარად ფარული მონასტრების საჭიროება გაჩნდა, მაგრამ მათში ბერები თავს ბაბილონს ტყვედ წაყვანილებივით გრძნობდნენ. ფსალმუნი - „მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ...“, მათ მდგომარებობას ასახავდა. მაგრამ ჩვენს დროში მონასტრიდან წასვლა არანაირად არ არის გამართლებული“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 208 209 210 211 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2025 - 05:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი