IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 209 210 211 212 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი May 1 2024, 10:39 AM
პოსტი #4189


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მაგრამ მუდმივი გონისმიერი ლოცვა რომ შესმენილ იქნას, მლოცველი ამის პარალელურად აუცილებლად უნდა იცავდეს მონაზვნური და ზოგადად - ქრისტიანული სულიერი ცხოვრების პრინციპებს, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება ლოცვას.

რაც შეეხება მორჩილებაში მყოფ მონაზონს, მას მტკიცე მორჩილება მართებს თავისი მოძღვრისა, რომელიც ქრისტე მაცხოვრის ცხოვრების ხილული სახეა. ასევე ევალება ყველა ქრისტიანს, თავისი ცხოვრება სულიერი მოძღვრის მითითებებით წარმართოს და დაემორჩილოს ერთი წმინდა მართლამდიდებელი ეკლესიის კანონებს, რათა თითოეულმა თავისი გულისთქმებისა და ნება-სურვილის არასწორი გზით არ იაროს, როგორც გვირჩევს და გვაფრთხილებს წმინდა წერილი.

პატერიკში აბბა მინოსის ძალზე მარტივი და მრავლისმომცველი აზრია მოყვანილი: „მორჩილება მორჩილებისა სანაცვლო არს. უკეთუ ვინმე დაემორჩილოს ღმერთსა, ღმერთიცა მორჩილ ექმნას მას“.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2024, 11:37 AM
პოსტი #4190


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ საპყრობილეში მყოფ ადამიანს მწუხარება იპყრობს, დაყუდებაში მყოფს - სულიერი ცრემლი, ღვთის სასოებასთან შეზავებული გლოვის ცრემლი“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2024, 11:54 AM
პოსტი #4191


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ახალგაზრდა ბერს სურს მარტო თავისი ნებით განდეგილად ცხოვრება, ბოროტმაც რომ ვერ აცდუნოს, მაინც ვერ მიაღწევს წარმატებას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2024, 10:48 AM
პოსტი #4192


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“1973 წელს სიმონპეტრა, მრავალი უიმედო წლის მერე, კვლავ დაასახლა დიდი მეტეორადან მოსულმა საძმომ. მეტეორას ნორჩმა ნაზარდმა წმინდა სიმონის კლდეზე მოიწნა სულიერი ბუდე. სავანემ თავის მიტოვებულ სანახებში სიხარულით, სასოებით, ღვთისმადლიერებითა და უხუცეს მამათა კურთხევით დაასახლა ორმოცდაათზე მეტი ძმა, რომლებმაც სიცოცხლითა და ახალგაზრდობით აავსეს სენაკები და ტაძარი.

ჩვენი მონასტერი რიგით მეცამეტეა ათონის ოცი კურთხეული სავანის სიაში. ამ სულიერ სკაში ყოველდღე სიცოცხლე დუღს. ეს წმინდა მთის მონასტრებისთვის ჩვეული სურათია. მათ ყველას ერთი ტრადიცია აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან მის ბინადართა და წინამძღვართა ხასიათებით.

ყოველი მონაზონი, ძმების საჭიროებისამებრ, საერთო საქმეს აკეთებს და, კარგი მეურნის დარად, საკუთარ წვლილს დებს მასში. მომსახურე თავის მორჩილებას ძმებს შორის ბეჯითად და თავმდაბლობით ასრულებს. მაგრამ ის, ვინც თვითნება და თავისუფლებისმყვარეა, მარტო რჩება. ხოლო ის, ვინც, ამქვეყნიური თვალთახედვით, „დამამცირებელ“ სამუშაოს ასრულებს, ყველაზე ნეტარია!

შრომა და თანაარსებობა ერთგვარი სასიხარულო დამშვიდებაა უფლის, ადამიანთა გულების ამ მისნის, წინაშე. ისიც მოწაფეებთან ერთად ხარობს, მათი გულის სიწმინდის მხილველი. სასოფლო სამუშაოები განსაკუთრებით ამშვიდებს მონაზონს, სხეულს უვარჯიშებს, რათა სული ფხიზლობდეს, და გონებას ათავისუფლებს სარგო საქმეებისთვის. თანაც, მონაზვნებს უხვად მოჰყავთ სუფთა პროდუქტი, რომელსაც უძველესი დროიდან იხმევდნენ ასკეტები და კინოვიები“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2024, 01:54 PM
პოსტი #4193


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახლა კი ამ საკითხს უფრო ღრმად შევხედოთ, რა აძლევს მონაზონს მონასტრულ მორჩილებას! პირველი: მოძღვრის წინაშე საკუთარი ნების მოკვეთით ის ვნებების მოკვეთასა და ღვთის ნების შესრულებას ეჩვევა, რაც მცნებებსა და სამონაზვნო აღთქმაში მდგომარეობს. მეორე: ბერისთვის მის მაგივრად გადაწყვეტილების მიღების უფლების გადაცემით მონაზონს არ შეუძლია თავისი სულიერი ცხოვრებით იამაყოს, რამეთუ მათ „სტარეცს“ მიაწერს; ამგვარად ის ორი სულიერი მპარავისაგან - სიამაყისა და პატივმოყვარეობისაგან თავისუფლდება. მესამე: გადაწყვეტილების უფლების ბერისათვის გადაცემით ის თავს აღწევს მრავალ ორჭოფობას, გაუგებრობას, ზრუნვას, ურთიერთდაპირისპირებულ აზრებს, რომლებიც ადამიანის გონებას აუძლურებენ და მის ლოცვას უსუფთაოს ხდიან. მეოთხე: ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი მორჩილი არ უნდა მიეცეს უსასოობასა და მოწყენილობას, რაც ამპარტავნების უკუ მხარეს წარმოადგენს, რადგან იცის, რომ მას უფლის წინაშე ბერი შუამდგომლობს. მეხუთე: მონაზონი სიხარულს განიცდის, რამდენადაც მადლი მის გულს იფარავს, ხოლო თუ რაიმეში შესცოდავს, მიღებული ჭრილობები სწრაფად შუშდება. მეექვსე: მორჩილებაში მყოფი მოწაფე ბერის ნიჭების მემკვიდრეა. მეშვიდე: წრფელ მორჩილებას წმიდა მამები ჯვარცმას ადარებდნენ. მერვე - ისაა, რითაც დავიწყეთ: მორჩილებას თავმდაბლობასთან მივყავართ, სიმდაბლე კი ყველა ქრისტიანულ სათნოებათა და მათ შორის აღმატებულის - სიყვარულის საფუძველს წარმოადგენს“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 6 2024, 11:00 AM
პოსტი #4194


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დიახ, სულიწმიდის შვილებო, მთელი გულით შეიყვარეთ ლოცვა, რომ მადლის სურნელებად იქცეთ, თქვენ გვერდით მყოფმა ადამიანებმა კი იგრძნონ კეთილსურნელება და თქვან: „ჭეშმარიტად მონაზვნები ანგელოზებრივ კეთილსურნელებას აფრქვევენ მონაზვნობის სულიერი მადლით“. ასე რომ, შორს თქვენგან ბინძური ვნებები, რადგან ისინი სიმყრალეს გამოსცემს და მონაზვნობაზე ცუდი წარმოდგენის მიზეზი ხდება“.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2024, 10:21 AM
პოსტი #4195


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მეფისადმი მეომრის სიყვარული ბრძოლაში წარმოჩნდება, ხოლო მონაზვნის ღვთისადმი სიყვარული - ლოცვის დროს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2024, 10:12 AM
პოსტი #4196


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ღირსი პაისი ათონელი] ამბობდა, მონაზვნებმა შინაურებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონო“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2024, 01:04 PM
პოსტი #4197


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საეკლესიო ტრადიცია იცნობს მრავალ მონაზონს, დღევანდელ დღემდეც, რომლებსაც ავიწყდებათ ჭამაც, საკუთარი თავიც, და მხოლოდ ღმერთთან ლოცვითი ურთიერთობისთვის აქვთ თავი მიძღვნილი. რამდენჯერ მიუკაკუნებიათ მათთვის კარზე, რამდენჯერ უყივლია მამალს, ისინი კი ვერაფერს ამჩნევდნენ, რადგან მათი გონება უფალთან ამაღლებულ ურთიერთობაში იყო ჩაბმული. მათთვის ლოცვა არის სულიერი მდგომარეობა, გზავნილია მამასთან და ქვეყნის შემოქმედთან, მათი გულის ტკივილია, ზეცად ამაღლებაა. ეს მონაზვნისა და სიძის, ჩვენს სულთა მხსნელის, შეხვედრა და ტკბილი ამბორია“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2024, 11:46 AM
პოსტი #4198


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უფალი მორჩილ მონაზვნებს მათი მორჩილების გამო სულიერი ნიჭით აჯილდოვებს, მათ შორის უწყვეტი ლოცვით - ამ მონაზვნური სიხარულით. მორჩილს მრავალრიცხოვან საქმეებს შორის შესაძლოა შინაგანი მდუმარება ჰქონდეს, ხოლო ურჩი მარტოობაშიც კი აზრთა კორიანტელით დაბრკოლდეს. ამიტომ დაე ახსოვდეთ მონაზვნებს, რომ მორჩილება იყო და დარჩება ქრისტეს მიბაძვად, ხოლო დაუმორჩილებლობა არის მიბაძვა ჩვენი ძველი მტრისა. ღირსი იოანე კიბისაღმწერელი მცნებად უტოვებს მონაზვნებს მოითმინონ ძმების უძლურებანი, გარდა ურჩობისა, რომელიც არა მარტო ურჩისთვის, არამედ მის გარშემო მყოფთათვისაც დამღუპველია. ის მონასტრიდან ურჩის განდევნას უბრძანებს მათ ისევე, როგორც გამოიდევნენ სამოთხიდან ჩვენი წინაპრები, რათა მისცეს საშუალება მწუხარების მეშვეობით თავისი ცოდვა შეიგნოს და მოინანიოს“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 11 2024, 11:10 AM
პოსტი #4199


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ტაბენისის მონასტერში ისეთი სიწყნარე იყო, რომ მას ნეკროპოლს, ანუ მიცვალებულთა ქალაქს უწოდებდნენ. ამით იმის თქმა სურდათ, რომ იქ მცხოვრებ მამებს ისეთი მდუმარება ჰქონდათ, თითქოს არც იყვნენ ცოცხალი ადამიანები, რომლებსაც ლაპარაკისა და ხმაურის გარეშე არ შეუძლიათ. ასეთ სიმშვიდეში, რა თქმა უნდა, ექნებოდათ ლოცვისა და ღვთის ჭვრეტის დრო“.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 12 2024, 11:30 AM
პოსტი #4200


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერის მთელი ცხოვრება სინანულია“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 13 2024, 11:36 AM
პოსტი #4201


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნები, რომლებიც მონასტერში იმყოფებიან, ვითარცა მწირნი და წარმავალნი, იმავე დროს, ჩვეულებრივი ცხოვრებითაც ცხოვრობენ და ყოველდღიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან. მაგრამ ისინი ყველანი გზას ერთი საწყისი პუნქტიდან შესდგომიან, მათი მიზანი სულიერ კიბეზე აღმასვლა და ჩვენი ეკლესიის წმინდანთა თანა შერაცხვაა, სანატრელი უფლის სასუფევლის მოხვეჭა. „და ვიხილე ცაი ახალი და ქუეყანაი ახალი... და ქალაქი იგი წმიდა, იერუსალემი ახალი, ვიხილე, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი... აჰა სამკვიდრებელი ღმრთისაი კაცთა თანა“. ეს ხატება ჩვენთვის მნიშვნელოვანია: ის სიმბოლოა მონასტრისა, რომელიც თავადაა სიცოცხლე და ჭეშმარიტი ცხოვრების მაგალითი. მონასტერი ჯაჭვის ის რგოლია, რომელიც ყველაფერს ლოგიკურად აერთებს და ყველაფერს აწესრიგებს. ღმერთს ყველაფერი წინასწარ აქვს გამზადებული მონაზვნის მოწოდების განსახორციელებლად, ღმერთისა და ადამიანის ორმხრივი „თანაარსებობისა“ და ქორწინებისთვის. მონასტერი საძმოა, ღრმა ცხოვრების მიზეზი და ხატება, ღმერთისმიერად მოწყობილი. ისაა „სახლი ღმრთისაი და... ბჭენი ცისანი“. ადამიანის ყოფნის ადგილი და, იმავე დროს, ადგილი, რომელიც ღმერთის არჩეულია და გზნებით ინახავს ხსოვნას საშინელ სამსჯავროზე. მონაზვნური ცხოვრება „ქალაქში“ მიმართულია არა ამქვეყნიური და იდეოლოგიური მიზნების განხორციელებაზე, არამედ სულიერების მიღწევაზე, რაც ასკეზისა და ღმერთის მისტიკური ჭვრეტის გზით მიიღწევა. ქალაქი-მონასტერი ცხოვრობს, ვით სახელოსნო, რომლის შიგნითაც განაწილებული და გათვლილია ყველა მოვალეობა, მაგრამ სწრაფვა მიმართულია არა რაიმე სასურველზე, არამედ სატრფოსაკენ, ანუ ღმერთისკენ, ზეციდან რომ ჩამოდის და ყოველ ჩვენგანში ბინადრობს.

მონაზონთა ამ რწმენას ღრმა ფესვები და ტრადიციები მოსდგამს. ხოლო მათი ცხოვრების ნირი, რომელიც სულითა და ძალით აღემატება ჩვეულებრივ ადამიანურს, ანგელოზურია და მათ გმირობას საყრდენად უდევს. მონაზვნებსაც, ყველა ადამიანის მსგავსად, თავისი სისუსტეები, შფოთვები, ბრძოლები აქვთ, ისინი ეცემიან და წამოდგებიან, მაგრამ არასოდეს ეძლევიან სასოწარკვეთილებას, წუთიერ გრძნობას დამორჩილებულნი. თავიანთი შრომის წყალობით ისინი დღეს მოწამეებს არიან შეთანადებულნი, ხვალ კი ყველა წმინდათან ერთად დაბრძანდებიან. შესაბამისად, ქალაქ-მონასტრის გალავანი ჰორიზონტს კი არ ფარავს, არამედ პირიქით, საიდუმლოთა და ცის კარიბჭის სახილველ თვალს აახელს.

მაშ, მოდით, დავიწყოთ დაკვირვება იმ ჩრდილისმფენ და სურნელოვან სიცოცხლის ხეზე, ამ მონასტრულ ქალაქში რომ ზრდილა“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2024, 10:09 AM
პოსტი #4202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი აბბა ესაია მონაზონთა დარიგებაში წერდა: „მე ბიჭუნას მიერ დაჭერილ და ფეხზე ძაფშებმულ ჩიტს ვგავარ. როცა ბიჭი ძაფს მოუშვებს ჩიტი აფრთხიალდება, ჰგონია, რომ გათავისუფლდა; მაგრამ ბიჭი ძაფს ისევ მოჭიმავს და ჩიტს კვლავ მიწაზე დასცემს“. ყველა ჩვენთაგანს ეს უსათუოდ უნდა გვახსოვდეს, როცა გვგონია, რომ „თავისუფალნი ვართ ვნებებისაგან“. მხოლოდ მორჩილებას - გულწრფელს, გამუდმებულს და სრულს - შეუძლია გაწყვეტა ბაწრისა, რომლითაც დემონს ვუჭერივართ.

წმიდა იოანე ოქროპირი ერთ, თითქოსდა უცნაურ რამეს ამტკიცებდა: მათხოვრებზე ქრისტეს სახელით მოწყალების გამღები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ის, ვინც ქრისტეს სწყალობდა მის მიწიერ ცხოვრებაში. ტკბილი იყო ქრისტეს სიტყვები, სახე მისი მშვენიერი, ის სასწაულებს აღასრულებდა, აქ კი ადამიანი ხედავს მათხოვრებს - ჭუჭყიანებს, აყროლებულებსა და საძაგლებს, მაგრამ ქრისტეს გულისთვის სიკეთეს უკეთებს და მის მოწყალებას ამ მათხოვრების სახით თვით ქრისტე შეიწირავს. ამიტომ დავემორჩილოთ ჩვენს დამრიგებლებს - ასევე ქრისტეს გულისათვის, მათ უძლურებასა და ნაკლს ნუ მივაქცევთ ყურადღებას და შესაძლოა ასეთ მორჩილებას მეტი ფასი ჰქონდეს ვიდრე მორჩილებას ანგელოზთა სადარი ბერებისადმი, რომლებსაც სასწაულმოქმედების ნიჭი ჰქონდათ.

მონაზონი, რომელიც მორჩილებაში არ არის - ცრუა თავისი სამონაზვნო აღთქმის წინაშე. მის სულს არ ძალუძს ქრისტესთან ერთად აღდგომა. ის ამქვეყნის ჰაერით სუნთქავს. ამიტომაც მონაზვნური ცხოვრება მას არ ანიჭებს სიხარულს და სულიწმიდის მადლს არ განაცდევინებს. მას კი ეს არ ესმის, თავის დამრიგებლებს კიცხავს და წუხს, რომ ათასი წლის წინ არ დაიბადა“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2024, 11:24 AM
პოსტი #4203


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დასჭირდა მონაზონს ერში გასვლა? - გავიდეს, მხოლოდ უნდა ჰქონდეს ფხიზელი თვალი, რომ გაფრთხილდეს: როცა სხვისთვის სიკეთე მოაქვს, შემთხვევით თვითონ არ დაზიანდეს.

ძალიან საშიშია ახალგაზრდა ბერებისა და მონაზვნებისთვის ერში გასვლა: ასაკის გამო ისინი დაგებულ მახეებს შორის დადიან.

მათთვის, ვინც ასაკოვანი და ბრძოლაგამოვლილია, ეს ასეთი საშიში არ არის. ისინი იმდენად არ ზიანდებიან, რამდენი სარგებლის მოტანაც შეუძლიათ, თუკი აქვთ ცოდნა და გამოცდილება.

საერთოდ, არცერთი მონაზვნისთვის ერი სარგებლის მომტანი არ არის; იქ მხოლოდ ქება-დიდებაა, რაც მას ყველაფრისგან განძარცვავს და შიშველს ტოვებს. ვაი მას, ღვთის მადლი რომ არ იფარავს იმ საჭიროებისა და მიზნის შესაბამისად, რისთვისაც ის ერში გადის“.

/წმ. იოსებ ისიქასტი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2024, 10:36 AM
პოსტი #4204


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ან ახალგაზრდობაში დაქორწინდი, ან ახალგაზრდობაში აღიკვეცე“. ამბობს ანდაზა“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2024, 12:49 PM
პოსტი #4205


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მთის მცხოვრები თავის ალაგას ცხოვრობს, ყოველივეს განშორებული. ამ ადგილს „ღვთისმშობლის ბაღი“ ეწოდება. აქ იყენებენ ბიზანტიურ დროს [დღე-ღამის საათების ათვლა მზის ჩასვლისას იწყება], რომელიც განხვავდება საერო დროის ათვლისგან - ეს ღვთისმსახურების დროა და მას მონაზონი გადაჰყავს ქრისტეს ცხოვრების უდიდეს მოვლენებთან, გადასცემს მას ღვთისმსახურების იმ განცდებს, წმინდა მამებს რომ ეუფლებოდათ. მონაზონს განსხვავებული, „მამებისგან გადმოცემული“ კალენდარი აქვს. ამ კალენდარს ის არ იყენებს რაღაც-რაღაც „საქმიანი შეხვედრებისთვის“, არამედ მით გამოითვლის მხოლოდ წმინდანთა ხსენების დღეებს, ანუ, გეგმავს თავის ყოველდღიურ შეხვედრებს, რომლებიც მას ყოველდღე აქვს დანიშნული უკვე წმინდანად შერაცხილ ღვთისმოსავ მოღვაწეებთან ტაძარში, სენაკში, საკუთარ გულში“ .

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2024, 05:43 PM
პოსტი #4206


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წრფელი მორჩილი ყოველთვის მოძღვართანაა, თუნდაც ათასობით კილომეტრით იყოს დაშორებული მისგან. ჩვენ უკვე ვთქვით იმის შესახებ, რომ წინამძღვრის ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს იმის მიმართ, ვინც მორჩილებას იმარხავს. თუმც არის ამ სულიერი ცხოვრების გამოვლენის ერთგვარი უმაღლესი ხარისხი: როცა მორჩილს თავის სულში მოძღვრის პასუხი ესმის დიდ მანძილზე. მაგრამ ეს ჩვენი საზომი არ არის“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 19 2024, 11:27 AM
პოსტი #4207


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დამწყებმა მონაზონმა, რომელიც ლოცვას სწავლობს, ბაგეებით უნდა ილოცოს:

„უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“ და ეცადოს გონება ყოველივე ამქვეყნიურს მოსწყვიტოს. გამოცემული ხმა, ხმის ჟღერადობა მიიზიდავს გონებას, რომ ლოცვას მიაპყროს ყურადღება. მაშინ გონება ნელ-ნელა მიეჩვევა კონცენტრირებას და აღარ გაიფანტება“.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2024, 10:27 AM
პოსტი #4208


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,317
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“როდესაც სინას მთაზე ვცხოვრობდი, ხანგრძლივი გვალვა იყო. წლების მანძილზე წვიმის წვეთიც კი არ ჩამოვარდნილა, რამაც დიდი სირთულეები შეუქმნა მონასტერსაც და ბედუინებსაც, რომლებიც მონასტრის მახლობლად ცხოვრობდნენ. მონაზვნებმა უწვიმობის ლოცვები აღავლინეს, მაგრამ უშედეგოდ. ზეთისხილის ხეების გასხვლის პერიოდში მეც წავედი მონაზვნების დასახმარებლად. როცა ბედუინებმა ხეები გასხლეს, მონაზვნებმა მსხვილი ტოტები მონასტრისთვის წაიღეს, ხოლო წვრილები განზე გადადეს. ბედუინებმა მათ წვრილი ტოტები სთხოვეს ცეცხლისთვის, რომ საჭმელი მოემზადებინათ და ღამით გამთბარიყვნენ, რადგან ძალიან ციოდა, მაგრამ მონაზვნებმა უარი უთხრეს და ბედუინები დამწუხრებულნი წავიდნენ. მეორე დღეს, როცა ბედუინები მოვიდნენ და ისევ ითხოვეს ტოტები, მე ყველა წვრილი ტოტი კონებად შევკარი და ბედუინებს მივეცი. მაშინ ერთმა მხცოვანმა ბედუინმა მითხრა: „შენ კეთილი ადამიანი ხარ, იწვიმებს“. მართლაც, მონასტრამდე მისულიც არ ვიყავი და წვიმა წამოვიდა, თანაც უხვად იწვიმა. ბედუინის ლოცვამ ცა გახსნა. მე ეს ამბავი არავისთვის მითქვამს“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 209 210 211 212 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2025 - 10:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი