![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4209
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რატომ მოვედით მონასტერში? იმიტომ, რომ აქ ლოცვის გარემოა და ყველაფერი ლოცვით კეთდება. თუ ლოცვა არ აღევლინება, ან არასწორად აღევლინება, მაშინ როგორ გავხდეთ სულიერი ადამიანები? სწორი ლოცვა ყველაფერს აწესრიგებს, გვაშორებს ყველა სიძნელეს, დაბრკოლებას, ტანჯვას, ცოდვას - ყველაფერს აგვარებს; და, ამის გარდა, შეუძლია, სასწაულები მოახდინოს ჩვენს გზაზე, ჩვენს საგმირო საქმეებში, ცხოვრებაში“.
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4210
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეკლესიაში შვიდი საიდუმლოა, მაგრამ მონაზვნებისთვის არსებობს მერვე საიდუმლო - მორჩილება. შესაძლოა ჩვენი დრო საშუალებას გვაძლევს უფრო მეტად დავიმდაბლოთ თავი: სულიწმიდით შემოსილი მამებისადმი მორჩილება გაცილებით იოლია ვიდრე აშკარად უძლური ადამიანებისადმი, მაგრამ ვინც მათ ღვთის გამო მორჩილდება, ვინც მათში ქრისტეს ეკლესიის „რგოლებს“ ხედავს, ის ჯილდოს მიიღებს იმისათვის, რომ არ შეაძრწუნა უკვდავების სასმლით სავსე ფიალამ, რომელიც არა ვერცხლისგან, არამედ ტყვიისგანაა დამზადებული. წმინდა მამები გვასწავლიდნენ: „მორჩილება მარხვასა და ლოცვაზე აღმატებულია“. ჩვენ გავბედავთ და ვიტყვით, რომ მორჩილება თვით სიყვარულზე აღმატებულია, რამეთუ სიყვარული მორჩილების გარეშე მხოლოდ მშვინვიერი გრძნობაა, სიყვარული თავმდაბლობის გარეშე - ხმაა დაფარულ ვნებათა. მორჩილება თავმდაბლობას ბადებს, თავმდაბლობა - სინანულს, სინანული კი - სიყვარულს, მაგრამ არა იმ სიყვარულს, რომელიც შეიძლება ემოციურად განიცადო ან წარმოისახო, არამედ სულის აღხილვას, რომელიც თითოეულ ადამიანში ღვთის ხატების სილამაზეს ჭვრეტს“.
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4211
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„საეჭვოა ისეთი ადამიანის აღკვეცა, რომელსაც გონისმიერი ლოცვა არ გააჩნია. ამიტომაც დაკნინდა ჩვენს დროში მონაზვნობა და სულ უფრო გაიშვიათდა გონისმიერი ღვაწლი. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, წინამძღვრებს არა აქვთ ამ ანგელოზებრივი საქმის გამოცდილება, თუმცა კი გარეგნულად ანგელოზებრივად არიან შემოსილნი, რაც მათივე სამხილებელია. არც მათ მიერ აღსაკვეცად წარდგენილნი, ანგელოზებრივ ხატებას რომ არ შეესაბამებიან, არაფრით გამოირჩევიან. ასე შეივსო ჩვენი სავანეები მონაზვნებით, მეცნიერული ცოდნით რომ არიან გატაცებულნი და განსხვავდებიან საეროთაგან მხოლოდ შესამოსლით და არა ადამიანის შინაგანი წყობით, რომელიც განუწყვეტელი ლოცვის ანგელოზებრივ საქმეს უნდა აღასრულებდეს. და რაც კიდევ უარესია, ბევრი მათგანი გონისმიერ ღვაწლს შეცდომად და ხიბლად მიიჩნევს, რადგან მონაზვნური ღირსება მხოლოდ მონასტრული ცხოვრების გარეგნული ყოველდღიურობა ჰგონია. ღმერთს კი ჩვენი გული სჭირდება. თუკი განვიწმენდთ შინაგანს, გარეგანიც სუფთა იქნება. ღმერთს უნდა ჩვენი სული, ჩვენი გონება და გული, და არა ტანსაცმლით შემოსილი სხეული“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4212
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როცა ზოგადცხოვრებულთა მონასტერში წავედი, როგორც დამწყები მონაზონი ტრაპეზის დამხმარედ დამნიშნეს. ერთმა ოთხმოცი წლის მონაზონმა, რომელიც სრულიად მოუძლურებული იყო, მთხოვა, მისთვის სენაკში წვნიანი მიმეტან ხოლმე. ამრიგად, როცა მორჩილებას ვამთავრებდი, მისთვის წვნიანი მიმქონდა. ერთ დღეს ერთმა ძმამ დამინახა და მითხრა: „ნუ გაანებივრებ მას, რადგან მერე სულ დახმარებას მოგთხოვს და მოსვენებას არ მოგცემს; სულიერი მოვალეობების შესრუელბასაც კი ვეღარ შეძლებ. იცი, მე რა დამემართ? ერთხელ სურდო ჰქონდა და დასახმარებლად მივედი, მერე კი მოსვენებას აღარ მაძლევდა, წამდაუწუმ კედელზე მიკაკუნებდა, ტაკ-ტუკ, „გამოიჩინე სიყვარული, ჩაი მომიმზადე“, „გამოიჩინე სიყვარული, მოდი, ცოტა გვერდზე გადამაბრუნე“. ცოტა ხანში, ტაკ-ტუკ, „გამოიჩინე სიყვარული, ცხელი აგური მომიტანე“. აგური-ჩაი, აგური-ჩაი, სადღა მომესწრო პირადი კანონის შესრულება! აღშფოთებული ვიყავი!“. გესმით, რა ხდება? საშინელი რამაა! ბერიკაცი იტანჯება, კვნესის, მეზობელს დახმარებას სთხოვს, რათა ცოტათი შვება იგრძნოს, მას კი წასვლა არ უნდა, რომ პირადი კანონი არ შეწყვიტოს! ასეთი ლოცვა მშრალი და უნაყოფოა. ღვთის წინაშე „აგური-ჩაი“ უფრო მეტად შეიწირებოდა, ვიდრე მეტანიები და სკვნილი, რომლებსაც „ზედმიწევნით“ ასრულებდა. ხან ამბობდა „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, ხანაც „მომეშვი, თავი დამანებე!“
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4213
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოდით, შევხედოთ, როგორია ჭეშმარიტი მონაზონი. ის განმარტოების სურვილითაა შეპყრობილი და მუდამ ამ სურვილით ცხოვრობს: წყვდიადშიც, ტკივილშიც, ნაღველშიც, კრიზისის წუთებშიც, როდესაც ეჩვენება, რომ ძალიან შორს დგას ქრისტესგან და ამქვეყნად არავინაა მასზე დიდი ცოდვილი.და უფალი მისთვის უხილავი და შეუცნობელია. ახსოვს, რომ სმენია და წაუკითხავს, ქრისტე ხილულიაო, და მაშინ ამბობს: „იქნებ, ეს ყვლაფერი გამოგონილია?“
აუცილებელია, ცხოვრება ქმედითად გალიოთ, არ მიატოვოთ განმარტოებისას თავსდატეხილი ბრძოლების ველი, და ეს აკეთოთ არა გულის აცრუების ან ხელმოცარვის გამო, არამედ იმისთვის, რომ მოიპოვოთ ქრისტიანული ცხოვრების პირადი გამოცდილება, რომელიც მხოლოდ სატრფოსთან, ქრისტესთან ურთიერთობითაა შესაძლებელი“. /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4214
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სტრუქტურისა და უმდაბლესის უმაღლესისადმი დაქვემდებარების პრინციპი კიდევ უფრო მეტად მონაზვნობისთვისაა აუცილებელი. მონაზონისათვის მორჩილება თითქოსდა „მეორე სუნთქვა“ ხდება. თუკი ის დარღვეულია, ნელ-ნელა აგონია ისადგურებს. მონაზვნისათვის დაუმორჩილებლობა პატარა რევოლოციას ჰგავს, ურჩი მონაზონი რევოლუციის მეტაფიზიკურ სტიქიაში - იერარქიის ნგრევაში ერთვება. უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტება თავისი დემონური სახით იშვიათად მჟღავნდება. სატანა უფრო ხშირად ნათელი ანგელოზის სახეს იღებს. ადამიანი მხოლოდ შემდეგ ხვდება, რომ მასთან ის ბოროტი გველი საუბრობდა, რომელმაც პირველმამანი წარსაწყემედელში ჩაიყვანა. თუმცა ასეთი სიცხადე ყოველთვის არ დგება“.
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4215
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მაგრამ იღვაწე, ნუ ითხოვ, რომ სიკეთე თვითონ მოვიდეს. ადვილად ვერ გახდები მონაზონი. მონაზონი უნდა გაილანძღოს, გამოიცადოს, უნდა დაიცინოს; ის უნდა დაეცეს, ადგეს, გახდეს ადამიანი, ოღონდ არა საკუთარი დედის მკლავებში. განა შესაძლებელია ან გაგიგონია, რომ ვინმე მონაზონი გამხდარიყოს დედის სიახლოვეს, რომელიც მის ყოველ ამოოხვარზე მაშინვე ეუბნება: „შეჭამე რამე, თორემ ავად გახდები!“
/წმ. იოსებ ისიქასტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4216
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვხედავ მონაზვნებს, რომლებიც გამუდმებით მუშაობენ, ლოცვა და სულიერი საკითხავი კი გვერდზე აქვთ გადადებული. „მოდი ამასაც გავაკეთებ, მოდი ამასაც მივაყოლებ“, - ამბობენ ისინი, ხოლო ლოცვა ავიწყდებათ, საბოლოოდ კი სულიერად უხეშდებიან, ერისკაცებს ემსგავსებიან“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4217
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სულიერ მამად ყოფნა ნიშნავს, შექმნა ჰარმონიული თანამშრომლობა შენსა, ანუ ბერ-მოძღვარსა, და აღსაზრდელ მონაზონს შორის, მასში თავისუფლებისა და სრულყოფის გამოსამუშავებლად. მოწაფეობა კი არ უნდა გადაიქცეს ბერმოძღვრის მაამებლობად, არამედ უნდა იყოს მამაცური და მორჩილი სწრაფვა ღმერთისკენ“.
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4218
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“არის სხვა სახეც ღვთის უარყოფისა - სამონაზვნო აღთქმის უარყოფა. სიძვაში მცხოვრები მონაზონი - გამუდმებულად გამტეხია ფიცისა: თუკი ასეთი ადამიანი მოუნანიებელი მოკვდება, საეკლესიო წესებით მისი დაკრძალვა ქრისტიანულად არ შეიძლება. განსაკუთრებულად საშინელია, როცა ასეთ ადამიანს მღვდელმსახური წარმოადგენს და ლიტურგიას ასრულებს: თითოეულ ლოცვით შეძახილში ის როგორღაც თავისი თავის ანათემას წარმოთქვამს. გამოცხადების მიხედვით, რომელიც ჰქონდა ღირს მაკარი ეგვიპტელს, ასეთი ადამიანების სულები ჯოჯოხეთის ყველაზე მრუმე სიღრმეებში მიდიან“.
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4219
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უმჯობესია, თუ სენაკში მარტო იცხოვრებ და მისი მოწყობისას დაიცავ უბრალოებას, რომ ზედმეტ საზრუნავს გაექცე“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4220
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც მონაზონი მხოლოდ ტაძარში ლოცვით კმაყოფილდება, იმ ერისკაცებს ჰგავს, რომლებიც მხოლოდ კვირაობით დადიან ეკლესიაში. ამიტომ ნუ შემოიფარგლები მხოლოდ ტაძარში ლოცვით, თქვი იესოს ლოცვა მორჩილებისას, სენაკშიც, როცა დასასვენებლად წამოწვები, მაშინაც ილოცე. მორჩილების დროს ყურადღებით იყავი, მშვიდად და გონივრულად იმოქმედე, რათა ეშმაკმა შენი გონება არ წარიტაცოს და ლოცვას არ დაგაშოროს“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4221
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იუდაიზმსა და წარმართულ სამყაროში უძველესი ხანიდან შეიძლება, ვიპოვოთ მონაზვნური ცხოვრების ფორმის მსგავსი მოვლენა - ის, მაგალითად, გვხვდებოდა ეგვიპტეში.
ძველი აღთქმის წმინდა კაცები - წინასწრამეტყველები მოსე, ელია, იოანე წინამორბედი, რომლებიც მთებში, მღვიმეებში და ხევებში ცხოვრობდნენ, მონაზვნობის წინასახეს გვიჩვენებდნენ. წინასწარმეტყველმა ესაიამ დატოვა უწყება საოცარ მონაზვნებზე, „ფრინველებზე, სიმაღლეებს რომ სჭვრეტენ“, მრავალთა შორის უბრძნესებზე. ამათზე, საუკეთესოებზე ამა ქვეყნისა, ნაწინასწარმეტყველევი იყო: „და ზღუდეთა შენთა მიმართ, იერუსალემ, დავადგინნე მცველნი შენნი დღე ყოველ და ღამე ყოველ, რომელნი იგი სრულიად არა დადუმნენ მოხსენებითა უფლისაითა“. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიის გალავანზე უფალმა ნდობისა და პატივისცემის ნიშნად დაუძინებელ გუშაგად დააყენა ეს ფრთოსანი მეომრები და ქველი მრავალთვალა ასკეტები, რომლებიც განუწყვეტლივ უგალობენ და ჭვრეტენ დიდების უფალს. ძველ ეკლესიაში მონაზვნური ცხოვრების პირველსახე იყო ერთობლივი ტრაპეზები - „აღაპები“, მოციქულთა ურთიერთობა და მოციქულთა თემები იერუსალიმში. ეკლესიაში მონაზვნობა გვაძლევს გონებაჭვრეტითი და საოცარი ცხოვრების ნიმუშს, ძველ ასკეტ-განდეგილთა და მეუდაბნოეთა რწმენის სახეს, რომლებიც „წაუხდენლობით“ და უბიწოებით აღასრულებდნენ სულის დიად საგმირო საქმეებს“. /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4222
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეშმაკი მორჩილების წინააღმდეგ მთელი თავისი ძალით და მზაკვრობით ჯანყდება. ის მოწაფეს ბერის არარსებულ და არსებულ ცოდვებს უჩვენებს. ამათგან მეორეს კი დამახინჯებულს, თითქოსდა გამადიდებელი მინის ქვეშ დაანახებს. თუ მოწაფემ მადლი მოიხვეჭა, მაშინ ის იტყვის: „მე ბერისა მეტად მჯერა, ვიდრე საკუთარი თვალების და ყურებისა, რადგან ისინი არც თუ იშვიათად ცრუობენ“. სხვა შემთხვევაში მან უნდა თქვას: „ჩემი დამრიგებელი ისევე ცოდვილია, როგორც ყოველი ადამიანი, მაგრამ „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ ცოდვები - ეს მისი საქმეა, ის აგებს პასუხს ჩემზე და არა მე მასზე: ის მე საცხოვნებლად გამომეგზავნა, ანუ ჩემდა მომართ მფარველი ანგელოზის სამსახურს ეწევა; ოღონდ ის - უხორცო და უცოდველია, დამრიგებელი კი ხორციელი, ცოდვით ჩასახული, და როგორც ყოველი კაცი, პირველქნილი ცოდვის უღელქვეშ უსჯულოებაში შობილი“.
ეშმაკი იწყებს ლაპარაკს, რომ დამრიგებელი არასწორად ხელმძღვანელობს. ამაზე უნდა გაიცეს შემდეგი პასუხი: „მე ადამიანს ღვთის გამო ვუსმენ“. ეშმაკი მოწაფეს ჩააგონებს: „ბერს არ უყვარხარ, მას სძულხარ, ის სულაც არ ზრუნავს შენს სულზე და მხოლოდ გითმენს“. ამის პასუხი: „ჭეშმარიტი სიყვარული - ეს ფერება არ არის, ის ისევე დაფარულია, როგორც ყველა ქრისტიანული სათნოება. ბერის დიდი სიყვარულის გამოვლინება - ეს ჩემთვის ლოცვაა“. ეშმაკი მორჩილს მასწავლებლის მიერ ნათქვამ მკაცრ სიტყვებს შეახსენებს და ჩააგონებს, რომ ისინი უსამართლოა. ამაზე მოწაფემ უნდა თქვას: „ესე იგი, ჩემი უძლურების შემხედვარე მასწავლებელი მწარე წამლებს მაძლევს“. დამრიგებელმა მორჩილი რომ სცემოს კიდეც, მან უნდა ჩათვალოს, რომ იგი მას კი არ სცემდა, არამედ ხელით ან ჯოხით მისგან დემონს განაგდებდა“. /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4223
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ძმებო! ყურადღებიანები ვიყოთ ჩვენს ბაგისმიერ და ხმოვან ლოცვებში, რომლებსაც წარმოვთქვამთ საეკლესიო მსახურებებსა და სენაკის განმარტოებაში. ნუ გავხდით ჩვენს შრომასა და მონასტერში ცხოვრებას ღვთის საქმეში უნაყოფოს ჩვენი უყურადღებობითა და დაუდევრობით. ლოცვაში უყურადღებობა დამღუპველია! „წყეულ იყავნ“, - ამბობს წმინდა წერილი, - „რომელი იქმოდის საქმესა უფლისასა უდებად“. აშკარაა ამ წყევლის მოქმედება: სრული უნაყოფობა და წარუმატებლობა, მიუხედავად ბერად მრავალწლიანი ყოფნისა. მონაზვნურ ღვაწლში მთავარსა და არსებითს, რომლისთვისაც არის ყველა სხვა ღვაწლი, ლოცვით ღვაწლს საფუძვლად ყურადღებიანი, ბაგისმიერი და ხმოვანი ლოცვა დავუდოთ, როგორისთვისაც მოწყალე ღმერთი მუდმივ, მომთმენ, თავმდაბალ მოსაგრეს თავის დროზე გონიერ, გულისმიერსა და მადლიან ლოცვას ანიჭებს“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „2024 წლის 14 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თრეხვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა მორჩილი დანიელ ბერიძე, რომელსაც სახელად ევლოგი უწოდა. ვულოცავთ მამა ევლოგს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4224
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გამოცდილ ბერთან ერთად და მის გარეშე სულიერ მოძღვარს, გამოცდილ ხელმძღვანელ ბერს არაფერი დაუმალო, გულის ყველაზე დიდი საიდუმლონიც გაანდე. არ დაგაბნიოს მისმა დაბალმა სასულიერო წოდებამ ან ასეთი წოდების უქონლობამ. მთავარია ჭეშმარიტად სულიერად აზროვნებდეს, რაც არის ბრძოლათა ნაყოფი და ვნებებზე გამარჯვების გვირგვინი. სულიერ მოძღვრად შეარჩიე ის, ვისაც შენი ბერი გირჩევს, მასვე დაეკითხე, თუ რა და როგორ უნდა აღიარო მოძღვრის წინაშე და არცერთი მისი სიტყვა არ უგულებელყო. მან შენზე უკეთესად იცის, რა არის შენთვის სასარგებლო. მან შენზე უკეთესად იცის, რა არის შენთვის სასარგებლო, მთავარია არაფერი დაუმალო. უკეთესია, თუკი ბერს სასულიერო ხარისხიც ექნება“.
„2024 წლის 13 აპრილს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის მუნიციპალიტეტის ულუმბოს წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა მორჩილი გიორგი ციყელაშვილი, რომელსაც სახელად იოანე უწოდა. ვულოცავთ მამა იოანეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4225
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ცოტა ტკივილიც უნდა შევიყვაროთ. სნეულება დიდი კურთხევაა ადამიანისთვის. როცა კაცი ამას მიხვდება, მაშინ ის სნეულებას სიხარულით იღებს და მხიარული გალობს: „ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა“. მახსოვს, საბრალო ბერი გაბრიელ კარულიელი სულ ტკივილებით იტანჯებოდა... და როცა სტკიოდა, გალობდა. ის იატაკზე ეგდო და ამბობდა: „მეუბნებიან - ჯვარი, ჯვარიო! მაგრამ ლურსმები არ მაქვს! ლურსმნების გარეშე, აბა რა ჯვარია?“
-რამდენ ხანს გასტანა ამან, მამაო? -საკმაო ხანს, დაახლოებით ორი წელს. ის სრულიად მარტო იყო. რომ გენახათ, მის სენაკს ქვემოდან ნაპრალი ჰქონდა და ზამთარში ზღვიდან ცივი ჰაერი უბერავდა. მაგრამ ასეთ ტკივილებში, თანაც სიცივეში, ის მაინც გალობდა და ღმერთს ადიდებდა“. /ღირსი პაისი ათონელი/ "2024 წლის 27 აპრილს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის (სამება) ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა მორჩილი იოანე სამხარაძე, რომელსაც სახელად ლაზარე უწოდა. ვულოცავთ მამა ლაზარეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4226
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში ცხოვრება ადამინურად უბრალო და, იმავე დროს, ღვთაებრივია. აქ ადამიანები და საგნები შეადგენენ ერთიან სახელმწიფოს, რომელიც იმართება კანონებით, ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკით რომ არ აიხსნება. ეს ნათლისმტვირთველი კრებულია, მომავალი ჟამის ცოცხალი საიდუმლოა, მისტაგოგიური ერთობა და ცასა და მიწას შორის გადებული ხიდია“.
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ „2024 წლის 21 აპრილს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელს ორაგვის წმინდა პირველმოწამე და მოციქულთასწორ თეკლას სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ელენე დუმბაძე, რომელსაც სახელად რუთი უწოდა. ვულოცავთ დედა რუთს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4227
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შეუძლებელია მონაზვნობა მორჩილების გარეშე, როგორც სიცოცხლე სუნთქვის გარეშე; მორჩილება - ეს მონაზვნის სუნთქვაა. მორჩილების გარეშე მონაზონი ოდნავ თუ განსხვავდება ერისკაცისაგან.
ერთ ღირს მამას ფილოსოფოსებმა ჰკითხეს: „თქვენ მოუხვეჭელობას ქადაგებთ, ჩვენც გვძულს სიმდიდრე, თქვენ სისუფთავეს ასწავლით, გარყვნილებას ჩვენც უარვყოფთ. რაღა განსხვავებაა ჩვენს შორის? ღირსმა მამამ უპასუხა: „თქვენ საკუთარი თავის გწამთ, ჩვენ კი ჩვენს აზრებს არ ვენდობით, არამედ ღმერთზედ ვსასოებთ“. ის რაზეც იქ ღირსი მამა ლაპარაკობს, მხოლოდ მორჩილებით მოიხვეჭება. ამიტომ ბერს, რომელმაც თავისი ნება არ მოიკვეთა, ფილოსოფოსის ხარისხის მიღწევა შეუძლია, მორჩილების საიდუმლოს და ძალას ვერ შეიცნობს და ჭეშმარიტი მონაზონი ვერასდროს გახდება“. /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4228
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერს, რომელიც მამათა წიგნებით ხელმძღვანელობს, ნებისმიერ მონასტერში ექნება შესაძლებლობა ხსნა მოიპოვოს; ვინც თვისი ნებითა და საკუთარი გონების მიხედვით ცხოვრობს, ხსნას დაკარგავს, თუნდაც იგი უღრმეს უდაბნოში ცხოვრობდეს“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st August 2025 - 02:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი