![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4229
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტრის მღვდელმსახურთან ამბობენ აღსარებას მონაზვნებიც და თუკი მათაც მღვდელი ერში დაბრუნებასა და ოჯახურ ცხოვრებას ურჩევს, მაშინ ეს აუცილებლად უნდა აცნობონ მონასტრის იღუმენიას, რომელთანაც მათ არაფერი უნდა ჰქონდეთ დასამალი. უგუნური რჩევა, თუნდაც აღსარებისას მიღებული, არ უნდა იქნას დამალული, რადგან მონაზონი სულიერად დაკავშირებულია იღუმენიასთან და მონაზვნის სულის დაღუპვაზეც სწორედ იღუმენიაა პასუხისმგებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ეს მონაზონი სრულ მორჩილებაშია. იღუმენიამ ასეთი მოძღვარი მღვდელმსახური მონასტრიდან უნდა დაითხოვოს და მოახსენოს მმართველ ეპისკოპოსს, რომ მოძღვარი ანგრევს დების სულებს და დაბრკოლებებს უქმნის ვნებებთან ბრძოლაში“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4230
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“- მამაო, თუ რომელიმე დასთან უთანხმოება შემემთხვევა, როცა ჩემს სენაკში მივდივარ, ვმშვიდდები და ლოცვასაც ვახერხებ. მაგრამ მოგვიანებით, როცა იმ დას შევხვდები, მის მიმართ სასტიკი ვარ და, შეიძლება, თავი ავარიდო. -ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია. თუ დასთან უთანხმოება შეგემთხვა, როგორ მიდიხარ შენს სენაკში და მშვიდდები? თუ მას პატიებას არ სთხოვ, როგორ შეგიძლია, დამშვიდდე და ილოცო? შინაგანად საღვთო მშვიდობა რომ გქონოდა, ლოცვის მერე გულში ლმობიერების განცდა გექნებოდა და, როგორც კი დას შეხვდებოდი, ამას ღვთის კურთხევად მიიჩნევდი და თავს არ აარიდებდი. -მამაო, იქნებ ჩემს დანაშაულს ვამართლებ და ლოცვასაც ამიტომ ვახერხებ? -განა ეს ლოცვაა? როცა ადამიანი დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებს და შენდობას ითხოვს, მხოლოდ მაშინ მოდის საღვთო მადლი და შეუძლია, ღმერთთან ურთიერთობა ჰქონდეს“. /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4231
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერ-მონაზვნური ცხოვრება გარკვეული აზრით, „უგვარტომოა“. მონაზვნური სრულყოფილების ნიმუშად დევს ანგელოზების ცხოვრება, რომელიც ჯერ კიდევ გრძნობადი სამყაროს შექმნამდე დიოდა უფლის საყდრისა და ზეციური სამყაროს გარშემო. მისი საგვარტომო ხის ფესვები მზის აღსავალს გაშლილ ედემამდე მიდის. ყველაფერი იწყება მშობელთან ძის ურთიერთობით, რომელიც (საუბედუროდ) ადამისა და ევას ცოდვით დაცემით იქცა სავალალო დამარცხებად და გამოსყიდვის მოლოდინად, რის შესახებაც სახარებაშია მოთხრობილი. ამგვარად, მონაზვნობას ამოსავალ წერტილად უდევს საბოლოოდ მოპოვებული სამოთხის ნეტარი ცხოვრება“.
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4232
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ურჩობის მეორე შედეგია - დაუდევრობა. მონაზვნური მოვალეობების დამტევებელი კაცი თანდათან გულგრილი ხდება, უდებებასა და ვნებებში ცხოვრობს, მონაზვნობას „პროფესიასავით“ უყურებს, რომელიც მას არსებობის საშუალებას აძლევს და ეჩვევა აზრს, რომ ჩვენს დროში სხვაგვარად ცხოვრება შეუძლებელია. მონაზვნობა სამშვინველის და სხეულის სურვილთა ალაგმვას, სულის მხრიდან მათზე კონტროლის დაწყებას მოითხოვს. სამშვინველი აზროვნების (დაბალი ხარისხის) განსჯისა და წარმოდგენის უნარს ფლობს (მხედველობაში გვაქვს ლოგიკური განსჯა, რაც სრულიადაც არ არის სულიერი ცნობელობა, პირიქით, ის ხშირად წინააღმდეგობაშია მასთან). ამიტომ მონაზონი მოვალეა მორჩილების მეშვეობით მოიწყვიტოს ეს მშვინვიერ-ხორციელი გონება. თუ მონაზონი თავისი დამრიგებლის კურთხევისა და რჩევის საწინააღმდეგოდ თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, მაშინ ის სოფელს ეკუთვნის. საკუთარი მშვინვიერი გონების მოიმედეობა - ეს უკვე დაცემაა. ამ შემთხვევაში ცრუ ცოდნა რწმენას, სამშვინველის ღვაწლს უპირისპირდება. ამიტომ მონაზონი მიწიერ სიბრძნეს არ უნდა ეძიებდეს, არამედ საერო ცოდნა აუცილებელით შემოფარგლოს და სულიერი წიგნების კითხვის დროსაც კი დამრიგებლის კურთხევით იხელმძღვანელოს“.
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4233
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნობა და მონასტრები სულიწმიდის მიერ დაარსდა მისი რჩეული ჭურჭლების, ღირსი მამების ხელით“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4234
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უკეთესია, თუ ლოცვის ამ სამივე საფეხურს - სიტყვიერს, გონისმიერს და გონება-გულისმიერ ქმედითს - გაივლი საწყის ეტაპზე, დაბალ რანგში, მორჩილად ყოფნის პერიოდში. თუმცა კი შეიძლება გონისმიერი ლოცვის საფეხურზე მყოფმა შეიმოსო მანტია, ხოლო გონება-გულისმიერი ლოცვის საფეხურზე - სქემა, მაგრამ როგორც ნათქვამია, უმჯობესია მორჩილად ყოფნისას“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4235
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ - მამაო, შეიძლება მონაზონი თავის სულიერ მოვალეობებს ზედმიწევნით ასრულებდეს და მოიკოჭლებდეს თავდადებაში, ძმებისადმი სიყვარულში?
-რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, შეიძლება ლოცულობდეს, დიდ ღვაწლს ტვირთულობდეს და ა.შ., მაგრამ, ამასთან, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდეს და სხვების მიმართ გულგრილი იყოს. ასეთ შემთხვევაში იგი ყოველთვის ღატაკი დარჩება. კაცი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავითაა დაკავებული არა იმისთვის, რომ ვნებები ამოძირკვოს, არამედ, რათა აკეთოს ის, რაც მისთვის ხელსაყრელია, რაც მას სიამოვნებს, წარმატებას ვერ მიაღწევს“. /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4236
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც ჭაბუკი და ასული იწინდებიან, საქმრო საცოლისგან მხოლოდ ორ რამეს ითხოვს: რომ ცოლი მხოლოდ მას ეკუთვნობდეს, გვერდიდან არ შორდებოდეს; და რომ მისი ნების მორჩილი იყოს. ამასვე ითხოვს ქრისტე ყველასგან, ვისაც კი მონაზვნობა უნდა“.
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4237
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მშვინვიერ-ხორციელი გონების მეორე მხარე - ეს წარმოსახვაა. ის განსაკუთრებულად ხელოვნებაში ვლინდება. ამიტომ საერო ხელოვნება მონაზვნის მიერ კატეგორიულად უნდა იყოს უარყოფილი, მით უმეტეს, რომ ხატოვანი აზროვნება უფრო მეტად, ვიდრე ლოგიკური, ჩვენს ვნებებთან არის დაკავშირებული. მიწიერი სილამაზით ზედმეტად დამტკბარი მონაზონი, სულიერ სილამაზეს ვერ ხედავს. ბუნების სილამაზის ცქერა მხოლოდ დასვენებისთვისაა ნებადართული, როგორც ანგარიშის გაწევა ადამიანის უძლურებისა. წმიდა მამებთან არ არის აღტაცება ხილული სამყაროს სილამაზით, რასაც ჩვენ ესთეტიზმს ვეძახით. მათთან ზოგჯერ შეიძლება შეგვხვდეს აზრი იმის შესახებ, რომ ამ ცოდვით დასნეულებულ დედამიწაზე თუ არის მხოლოდ ანარეკლი ჭეშმარიტი სილამაზისა, მაშინ როგორი მშვენიერი უნდა იყოს შემოქმედი. მაგრამ აქ გონება უმდაბლესიდან უმაღლესისაკენ უნდა აღვიყვანოთ. მონაზონმა, რომელიც მზის ამოსვლით და ჩასვლით, ყვავილებით და ანკარა მდინარით ტკბება, ყურს უგდებს ჩიტების გალობას, რომელიც მის გულს ლოცვის დავიწყებამდე იპყრობს, ზეციური სილამაზის გრძნობა დაკარგა, ის ცოცხალია სამონაზვნო ფიცით უარყოფილი ქვეყნისათვის“.
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4238
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სახარების მცნებებისთვის ტანჯვა და სიკვდილი ასევე ქრისტეს ცოცხალი რწმენის საქმეა, ასევე მოწამეობაა. და ეს მოწამეობა, უპირატესად, წმინდა ბერებს ეკუთვნით“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4239
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნობა თუ საერო ცხოვრება - ლოცვით საქმიანობაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. მონაზონი იქნები, მორჩილი თუ ერის ადამიანი, მთავარია გარემოება და ვითარება ხელს არ გიშლიდეს ლოცვაში, დაბრკოლებას არ გიქმნიდეს სულიერი მონაზვნობის მიღწევაში“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4240
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ ღმერთთან მუდმივ კავშირზე ვიქნებით, ყოველგვარ ბოროტებას თავიდან ავიცილებთ. ერთხელ ერთი მონაზონი ავტობუსით მგზავრობდა. მგზავრობის დროს თვალები დახუჭული ჰქონდა და ლოცულობდა, სხვებს კი ეგონათ, სძინავსო. საპირისპირო მხრიდან მომავალი სატვირთო მანქანა ძაბვის ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე მხრიდან მომავალი ავტომანქანები ერთმანეთს შეასკდნენ და დიდად დაზარალდნენ. ამ დროს ავტობუსი რამდენიმე მეტრით გზის მიღმა აღმოჩნდა, თითქოს უხილავმა ძალამ გადაიყვანა, და არცერთ მგზავრს არაფერი დაშავებია. ისინი მონაზვნის ლოცვამ იხსნა“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4241
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“და მაინც, მოდი, გავარკვიოთ, ჩვენგან ვინ ეკუთვნის ეკლესიას? ვინაა, ვინც ჩემთან ერთად ერთ სხეულს შეადგენს? ვერ ვიტყვით, რომ მარჯვენა ხელი ჩემია, მარცხენა კი არაა ჩემიო; ორივე ჩემია. მე ერთიანი სხეული ვარ, ჩემი თავი და ტვინი, ჩემი ხელები, ფეხები, გული - ერთ სხეულს შეადგენს. მაშ, რა არის ის ხელები და ფეხები, რომლებიც ქრისტეს მთლიან, პატიოსან სხეულში არიან გაერთიანებული? უპირველესად, ესაა უპატიოსნესი, პატივდებული, ქრისტეს მიერ განდიდებული ღვთისმსახურთა სხეული. მათი ჯვარი ღვთისმსახურებაა. ბევრი ადამიანი ხანდახან მათ მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, ან არასათანადოდ მოიხსენიებენ მათ. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, სამღვდელოებას ეკლესიაში უმაღლესი ადგილი უკავია. ისინი ღირსეულნი არიან, ისინი მწემსები არიან.
მათ მოსდევს ხალხი, რომელიც მონაზვნებისა და ერისკაცებისგან შედგება. წინ მოაბიჯებენ მონაზვნები, რომლებიც უხრწნელობის ძღვენს მიელტვიან. ეს ისინი არიან, ვინც ქრისტეს ნახვას ესწრაფვიან. ესენი არიან ეკლესიის მშვიდობა, მშვენება, დიდება. თავის სახლს ყველა ლამაზი საგნებით ამკობს. ასევე, ქრისტეც რთავს თავის ეკლესიას. მონაზონთა დასი, ბერები, რომლითაც „შემკულია ეკლესიის კიდობანი“, ირთვება ქრისტეს ეკლესია, გახლავთ საწყისი, ანუ პირველი რჩეული შესაწირავი. ისინი არიან კეთილსურნელი გუნდრუკი, ქრისტეს ტახტისკენ აღვლენილი. მონაზონთა სახე შეადგენს „მათ, ვინც ზეციურზე ზრუნავს და ღმერთს ახლავს“. მონაზვნები თითქოს არქანგელოზთა ფრთებით დაქრიან. ისინი ღმერთთან ერთად და ღმერთისკენ ფრენენ. ისინი არიან ღმერთის ამქვეყნად ყოფნის ნიშნები. ვაი ჩვენ, მონასტერები თუ გაუქმდება! ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ აღარ დარჩენილან სულები, რომელთათვისაც ქრისტე ყველაფერია. ამას აჯობებს, მიწა გასკდეს და თან ჩაგვიტანოს! ყველა ვარსკვლავი დაცვივდეს და მზე ჩაქრეს!“ /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4242
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნად აღკვეცის წესი დაკრძალვას ბევრი რამით მოგვაგონებს. მონაზონი ამქვეყნისთვის კვდება. მან, საყოველთაო აღდგომით წინასწარ აღტაცებულმა, სულის ცხოვრებით უნდა იცხოვროს, იმ ცხოვრებით, რომელშიც მომავალი ცხოვრების საიდუმლოა არეკლილი. თუკი მონაზონი ქვეყნისათვის მკვდარია, ის ღმერთითსვისაა ცოცხალი; თუკი ის ცოცხალია ქვეყნისთვის, მკვდარია ღვთისთვის. ქვეყნისათვის სიკვდილისაკენ ორი გზაა. პირველი - უდაბნოში მდუმარება, რომელიც თითქმის შეუძლებელია ჩვენთვის, მეორე - მორჩილება, რომელშიც კვდება მონაზვნის წამხდარი ნება, ეს ცოდვის წყარო. თუკი მონაზონი მთლიანად მორჩილებას არ მიეცა, ეს ნიშნავს, რომ ის არ მოკვდა სოფლისთვის და არსებითად წარმოადგენს „მონაზვნის მაგვარ“ ერისკაცს, რომელიც უწინდებურად თავის ვნებების სიმყრალესა და ამპარატვნებაში ცხოვრობს. მორჩილების გარეშე ადამიანის გარეგნული ღვაწლიც კი პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების საზრდო ხდება და მას ისე ასრულებს რომ აღგზნებული წარმოდგენა თავის თავზე ღვთისადმი მოშურნეობა ჰგონია. ასეთი მოშურნეობა ჩვეულებრივ დაცემით მთავრდება, რომელიც ამაყს სევდასა და სასოწარკვეთლებაში აგდებს, მაგრამ იშვიათად თუ მოიყვანს გონს. მას, როგორც მითიურ სიზიფეს, მთის მწვერვალზე ქვა ააქვს, ქვა კი წყდება და ქვევით მოგორავს“.
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4243
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ნეტარია ბერი, რომელიც ღვთის ტაძრის სიახლოვეს ცხოვრობს! ის ცხოვრობს ცის სიახლოვეს, სამოთხის სიახლოვეს, ხსნის სიახლოვეს. არ უარვყოთ ხსნა, რომელიც, ღვთის მოწყალებით, ასე ვთქვათ, ხელში გვეძლევა. განსაკუთრებით, ახალბედა ბერმა გამოუტოვებლად უნდა იაროს ეკლესიაში. სიბერისა და დაუძლურების წლებში, როცა წლებიც და ავადმყოფობაც ბერს თითქმის გამოუსვლელად ჩაკეტავს სენაკში, იგი ისაზრდოებს იმ სულიერი მარაგით, რომელიც თავის ახალგაზრდობისა და სიმტკიცის ხანაში ღვთის სახლთან სიახლოვით შეიკრიბა. სულიერ მარაგს ვუწოდებ გონიერსა და გულისმიერ ლოცვას. გულმოწყალე უფალმა, დაე, გვაღირსოს სათანადოდ ვისარგებლოთ ჩვენი მონაზვნობით და მიწიერი ცხოვრებიდან გასვლამდე გონებითა და გულით ზეცად გადავსახდელთ. იქ ჩვენი აყვანა ლოცვას შეუძლია, როცა მას ღვთის მადლი განაბრწყინებს და ლოცვა ადამიანში უკვე ადამიანის ლოცვა კი არ გახდება, არამედ ლოცვა სულიწმიდისა, რომელიც „მეოხ არს ჩვენთვის სულთქუმითა მით უსიტყუელითა“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4244
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერში ლოცვა ადვილი რომ იყოს, მაშინ არ იქნებოდა საჭირო მონასტრებსა და მთებში წასვლა. სახარებაში ქრისტე ეუბნება მართას: „ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ“. ერის ადამიანები მართას ჰგვანან. თუ ისინი ქრისტიანულად ცხოვრობენ, მაშინ ემსახურებიან ქრისტეს, მაგრამ მათი მსახურება მიწიერია. ჭეშმარიტი მონაზონი მაცხოვრის ფეხებთან მჯდომ მარიამს ჰგავს. ის ტკბება უფლის დიდებით და ლაზარეს მსგავსად ქრისტეს მეგობარი ხდება. აქვს სითამამე, სთხოვოს მას ის, რასაც მოისურვებს.
მაგრამ არიან ისეთი ერისკაცებიც, რომლებიც მარიამს უფრო ჰგვანან. და არიან მონაზვნები, რომლებიც თავიანთი მდგომარეობით არანაირად არ ჰგვანან მართასაც კი“. /მონაზონი იოსებ დიონისიატისი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4245
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“- მამაო, თუ უყურადღებობის გამო შეცდომას დავუშვებ და ვერ გავაცნობიერებ ამას, რათა შემდეგ შენდობა ვთხოვო დას, რომელიც დავამწუხრე, შეიძლება ლოცვისას ღმერთთან ურთერთობა მქონდეს?
-იმისათვის, რომ ღმერთთან ურთიერთობა გქონდეს და განსვენება ჰპოვო, საჭიროა, საკუთარ თავს თვალყური ადევნო და მუდამ ფხიზლად იყო, რათა საკუთარი შეცდომები გააცნობიერო, მოინანიო და პატიება ითხოვო. სხვაგვარად, სიხარულიც რომ იგრძნო ლოცვის დროს, ეს არ იქნება სულიერი სიხარული. შინაგანად არ დაგუეფლება სულიერი აღმაფრენა, რომელიც ღმერთთან ურთიერთობის ნაყოფია. -ზოგჯერ, როცა სალოცავად მივდივარ, შინაგანად მოუსვენრობას ვგრძნობ. -თუ შინაგანად მოუსვენრობას ან გულის გაქვავებას გრძნობ, იცოდე, რომ რომელიღაც დას გული ატკინე და ამიტომაც გაქვს დანაშაულის განცდა. თუ დას შენდობას სთხოვ, მოუსვენრობა მაშინვე გაგეცლება. -მამაო, ლოცვას არ ძალუძს ამ მოუსვენრობის განქარვება? აუცილებლად საჭიროა, შენდობა ვითხოვო? -მისმინე, როცა რომელიმე დას აწყენინებ, მხოლოდ ლოცვით ამის მოგვარება შეუძლებელია. უნდა მიხვიდე მასთან, მეტანია გაუკეთო და შენდობა სთხოვო. თუ დას მეტანის არ გაუკეთებ, შენს სენაკში სამასი მეტანიაც რომ შეასრულო, ამაო იქნება. ასეთი რამეები ასე არ გვარდება. „დაეგე პირველად ძმასა შენსა“, - ამბობს სახარება, და მერე: „შეწირე შესაწირავი შენი“. გარდა იმ შემთხვევისა, როცა იმ წუთში ვერ ახერხებ დის პოვნას, მაგრამ შენი დანაშაული მონანიებული გაქვს და მზად ხარ, როგორც კი შეხვდები, პატიება სთხოვო. მაშინ შენი ლოცვა მისაღები იქნება ღვთისთვის“. /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4246
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტრების უმრავლესობა დააარსეს იმ მოღვაწეებმა, რომლებიც მღვიმეებში ცხოვრობდნენ და მერეღა გახდნენ იძულებულნი, დიდებული არქიტექტურული შენობები აეგოთ სამშვინველის მსახურებისა და სულზე ზრუნვისთვის. მონასტრების ქტიტორთა ჩადებული საძირკვლები აუღებელ სიმაგრეებად იქცა, ხოლო მდუმარების გმირობის გზაზე მოპოვებული ძლევანი დღესაც მონაზვნის ჭეშმარიტი სულის შეფასების საზომია. მაგრამ დრო გარბის და ჩვენც მას მივყვებით. ამიტომ კარგი იქნება, დროდადრო მაინც „ჩამოვრჩეთ“ და შევხედოთ მამების ცხოვრებას, „მარადი საწყისის სხვა ცხოვრებას“. როგორც მოციქულები და მათი საქმის გამგრძელებლები აარსებდნენ ადგილობრივ ეკლესიებს, ღირსი ქტიტორები საფუძველს უყრიდნენ მოციქულური ცხოვრების კერებს, ყველგან აღმართავდნენ ტაძრებსა და მეტოქებს ღვთაებრივი სიყვარულის მისაღწევად და ადამიანის ღმერთთან შესახვედრებლად“.
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4247
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნური ცხოვრება მთელი ქრისტიანული ისტორიის მანძილზე ტალღისებურად მიმდინარეობდა, აღმავლობასა და დაცემას განიცდიდა. თუკი მონაზონი თუნდაც გამოუცდელი, მაგრამ მართლმადიდებელი დამრიგებლის მორჩილებაში იქნება, მას შეეძლება ისწავლოს (მის შეცდომებზეც კი) სიკეთისა და ბოროტების სულიერი გარჩევა და თვითონ გახდეს გამოცდილი ბერი. ამიტომ ისინი, ვინც მონაზვნობის შინაგანი დაცემის გამო წუხან და ჭმუნავენ, ნუ დაუწყებენ ძებნას შორსმჭვრეტელ ბერებს, არამედ გულწრფელად მორჩილნი გახდნენ და შესაძლოა ესეც კი გახდეს სულიერი აღორძინების დასაწყისი. მეტიც, მონაზონთა გულწრფელი მორჩილებისათვის, მათი მსხვერპლის მსგავსი უდრტვინველობისათვის, მათ დამრიგებლებსაც სიბრძნეს მიჰმადლის უფალი“.
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4248
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი ნილოსი ძველი წმინდა მამების სწავლებისა და ქცევის საფუძველზე ადგენს წესს, რომ მონასტერში არსებული საეკლესიო სალარო და ჭურჭელი უნდა იყოს, რაც შეიძლება, მარტივი, იაფი და მცირე რაოდენობით. ზუსტად ასევე ბრძანებს, რომ მონასტრის მთელი ქონება იყოს უბრალო, მცირეოდენი, მხოლოდ მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, რათა მან ბერებში ქედმაღლობა არ გააღვივოს, არ გამოიწვიოს მიჯაჭვულობა და განსაკუთრებული მზრუვნელობა ბერებისა, რომელთა სულიერი ძალები მთლიანად ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st August 2025 - 05:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი