IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 212 213 214 215 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jun 30 2024, 02:01 PM
პოსტი #4249


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„აღსარებისას მონაზვნებმა მითხრეს, რომ ზოგჯერ სატანა თავს ატეხს მათ სხვადასხვა სახის ამაო გულისთქმას, მათ შორის, ხორციელსაც. მაშინ ისინი იძულებულნი არიან, ილოცონ მთელ ძალთა მაქსიმალური დაძაბვით. ეს ხდება მათთვის წმინდა ლოცვის მოხვეჭის მიზეზი“.

/მონაზონი იოსებ დიონისიატისი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2024, 11:25 AM
პოსტი #4250


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“რუსეთის ერთ რეგიონში ორ მონასტერს ერთმანეთისგან მატარებლის ლიანდაგები ჰყოფდა. რომელიღაც დღესასწაულზე ერთი მონასტრის რამდენიმე მონაზონი მეორე მონასტერს ეწვია. მსახურების შემდეგ ისინი დათვრნენ. როცა მონასტერში ბრუნდებოდნენ, მთვრალები მატარებლის ლიანდაგზე წამოწვნენ და ჩაეძინათ. ამ დროს სადგურის უფროსს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „მატარებელი ჩემს გოჭებს გადაუვლის“. „ეს რას უნდა ნიშნავდეს? რომელ გოჭებს გადაუვლის მატარებელი?“ - ამბობდა გაოგნებული სადგურის უფროსი. ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა და იგივე გაუმეორა. „კი მაგრამ, რა გოჭები?“ კვლავ გაიკვირვა მან. მას ეგონა, რომ რელსებზე გოჭები იყვნენ. მივიდა რელსებთან და დაინახა მძინარე მონაზვნები. სასწრაფოდ გააღვიძა ისინი და გაიყვანა, თორემ მატარებელი გადაუვლიდა. ნახეთ, ღვთისმშობველი, როგორც კეთილი დედა, თავის უწესო ბავშვებზეც კი ზრუნავს და იფარავს“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2024, 11:15 AM
პოსტი #4251


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძველ აღთქმაში ღმერთმა დაცემული კაცობრიობა მისი ძის მისაღებად მოამზადა. მან ადამიანს თავისი სახე უჩვენა, აუწყა რა ძე-ღმერთის ერთობა მამასთან და წმინდა სულთან, აგრეთვე - ღვთაებრივი, განუყოფელი, იპოსტასური კავშირი ადამიანებთან.

ასე გაათავისუფლა ქრისტემ ადამიანი მონობისგან. მისცა მას ეკლესია, ნათლობა, ყველა საეკლესიო საიდუმლო. და მისთვის მეტი სიხარულისა და სიმშვიდის მისანიჭებლად, წმინდა ძღვენით თუ ღმერთეებრივი ცხოვრებით მის გასამდიდრებლად ქვეყნად „ააგო“ ერთგვარი ზექვეყნიური ქვეყანა - მონაზვნობა, რის წყალობითაც დღევანდელი მიწიერი ადამიანი ანგელოზებს ემსგავსება და ტახტზე ჯდება, ღმერთს ესაუბრება იმაზე, თუ რა შეიძლება ადამიანში დაიტიოს“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2024, 11:18 AM
პოსტი #4252


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა - ეს ლიტურგიკული გარდამოცემის მსგავსი გადმოცემაა, რომლის აღქმა მხოლოდ წიგნების საფუძველზე შეუძლებელია ადამიანისათვის. გონება, სულიერი ცოდნითაც კი არ თვინიერდება. პირიქით, მორჩილების საფუძველს მოკლებული, ამ ცოდნით ამაყობისა და პატივმოყვარეობისაკენ არის მიდრეკილი და არც თუ იშვიათად იმ გველს ემსგავსება, რომელი ყვავილების ნექტარს შხამად აქცევს.

წმიდა მამები ასწავლიდნენ: „მადლი იმ გზით ბრუნდება, რა გზითაც დატოვა მან ადამიანი“. ჩვენ ყველანი დავეცით ადამში ღვთისადმი მისი ურჩობით, ამიტომ ჩვენი ცოდვების საფუძველი - ჩვენი გახრწნილი, ურჩი ნებაა: მისი გამრთელება მხოლოდ მორჩილებითაა შესაძლებელი: ეკლესიისადი, იერარქიისადმი, სულიერი ხელმძღვანელობისადმი მორჩილებით. მათი სახით ქრისტეს ვემორჩილებით. მორჩილება თავმდაბლობას ბადებს. სიმდაბლე მადლს ადამიანის სულში მოქმედების საშუალებას აძლევს და მაშინ ადამიანი ხედავს, რა საშინელ განსაცდელში იმყოფება, როგორი ურჩხულის მსგავსი ვნებები ბუდობენ იქ: ერთი მეუდაბნოე ამბობდა, რომ ხედავს სატანას, თავის გულში, როგორც ტახტზე გამეფებულს. მადლი ჩვენს ცოდვას არა მხოლოდ გვიჩვენებს, კრავს კიდეც მას. მოღვაწეები უპირობოდ ამტკიცებდნენ, რომ ცოდვის დაძლევა ადამიანს საკუთარი ძალებით ისევე არ შეუძლია, როგორც ბავშვს გოლიათისა, რომ ცოდვაზე გამარჯვება მხოლოდ ღვთის მადლითაა შესაძლებელი, ძლიერის (დაცემული ანგელოზის) ძლევა და შეკვრა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც მასზე ძლიერია. ამიტომ ჩვენი დროის მონაზვნებს მხოლოდ ორი გზა აქვთ: „ან შიმშილით დაიხოცონ“, ანუ თავიანთი ვნებებისაგან ძლეულნი და დემონისაგან მოტყუებულნი, ან წმიდა მამათა „ნადიმის“ იმ მწირი „ნარჩენებით“ დაკმაყოფილდნენ, რომელიც ჩვენთვის შემორჩა, ასევე სამონაზვნო გადამოცემათა იმ „ნარჩენებით“, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს.

ისეთი ხელმძღვანელებისადმი მორჩილებისთვისაც კი, რომლებსაც საკმარისი გამოცდილება არა აქვთ, უფალი სიმდაბლეს მოგვმადლის - ეს მეფური სიმდიდრეა მონაზვნისათვის. ესე იგი ადამიანი არ დაკარგავს თავის ჯილდოს. ჩვენი ხელმძღვანელები ციდან არ ჩამოსულან, არც პატერიკების ფურცლებიდან მოსულან, ისინი ამ შხამით მოწამლულ სამყაროდან არიან, ამიტომ მადლიერნი ვიყოთ მათი იმისათვის, რომ ისეთნი არიან, როგორებიც არიან“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2024, 11:18 AM
პოსტი #4253


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა იოანე ოქროპირი: „ძმებო! გევედრებით: არ მისცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ოდესმე შეწყვიტოთ ამ ლოცვის კანონის შესრულება ან არად ჩააგდოთ იგი... ბერი ჭამს, სვამს, ზის თუ მსახურობს, მოგზაურობს თუ სხვა რამეს აკეთებს, განუწყვეტლივ უნდა ღაღადებდეს: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე!“ რათა უფალი იესოს სახელმა, გულის სიღრმეში შესულმა, დაიმორჩილოს გველი, რომელიც გულის საძოვრებს დაუფლებია და იხსნას და გააცოცხლოს სული. განუწყვეტლივ იყავი უფალ იესოს სახელში, დაე, შთანთქას გულმა უფალი და უფალმა გული და იყვნენ ეს ორნი ერთნი“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


„2024 წლის 24 ივნისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების (განთიადი) ყოვლადწმიდა სამების სახელობის მამათა მონასტერში ამავე სავანის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იაკობი (სირდაძე) დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღიყვანა იღუმენის ხარისხში.

აქსიოს! ვულოცავთ მამა იაკობს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2024, 11:59 AM
პოსტი #4254


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ვიცი შემთხვევები, როდესაც მონაზვნები შეპყრობილნი ხდებიან. როგორც წესი, ეს ემართებათ მათ, ვინც საკუთარი ნებით ცხოვრობენ და მონაზვნურ აღთქმას უგულებელყოფენ. მსგავსი რამ ხდება მონასტერშიც, როცა მონაზვნებს „მარჯვნივ ძარცვავენ“, რადგან ისინი მოსაგრეობენ წინამძღოლის გარეშე და საკუთარ ნებას მისდევენ“.

/მონაზონი იოსებ დიონისიატისი/


„[2024 წლის] 16 ივნისს, ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.

იღუმენის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ: მღვდელ-მონაზვნები: ნეოფიტე (დვალიშვილი) და კონსტანტინე (კობეშავიძე).

აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“.




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2024, 11:40 AM
პოსტი #4255


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მახსოვს, როცა სანატორიუმში ვიყავი, იქ ერთი მონაზონი მკურნალობდა, რომელსაც ჩვევად ჰქონდა იესოს ლოცვის თქმა. დახუჭავდა თვალებს და გამუდმებით იმეორებდა: „უფალო იესო ქრისტე...“, „უფალო იესო ქრისტე...“. როცა ეს ერთმა ქალმა დაინახა, რომელიც მის მოსანახულებლად იყო მოსული, გაოცებული იწერდა პირჯვარს და ამბობდა: „ჰოი, ჩვენ წმიდანის მომსწრენი ვართ“. ერთ დღეს ამ მონაზონმა მითხრა: „მე ესა და ეს პიროვნებები ვიხილე, მეუფეებს წერილიც მოვწერე, რომ გონს მოვიდნენ და მაშინ მე ამათ მხარეს ვიქნები“. „მოიცა ერთი, ჩემო ძმაო, - შევაწყვეტინე სიტყვა, - შენ გაუანთლებელი ხარ, ტუბერკულოზით დაავადებული, რას ეფუძნება შენი ასეთი ლაპარაკი?“ მან კი აი, რა მიპასუხა! „ერთი-ორი ჩემნაირი კიდევ რომ იყოს, ქვეყანა გადარჩებოდა“. ის მონაზონი საღ ჭკუაზე რომ არ ყოფილიყო, გაამართლებდა კაცი მის საქციელს, მაგრამ ის ჩვეულებრივად აზროვნებდა. ვინაიდან იგი თავს ძალას ატანდა და გამუდმებით იმეორებდა იესოს ლოცვას, ეს ჩვევად დარჩა, მერე კი თითოეული აზრი, რომელიც თავში მოუვიდოდა, ეგონა, რომ ღვთისგან იყო. შედეგად კი იქამდე მივიდა, რომ მტკიცედ სჯეროდა, თითქოს მისნაირი ამქვეყნად არავინ იყო“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2024, 01:38 PM
პოსტი #4256


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“გთხოვთ და გევედრებით, მოდით ჩემთან სააღსარებოში, სენაკში. მოდით, ერთად, მგზნებარე წადილით შევდგეთ სულიერი ასკეზის გზაზე, რადგან მხოლოდ ის გამობრძმედავს ჭეშმარიტ მონაზონს ანუ სახლს სულიწმინდის დასამკვიდრებლად. თქვენ უნდა განეწყოთ იმისთვის, რომ ყველაფერი ზედმეტი მიატოვოთ და ღმერთი შეიყვაროთ. ჩემთან თუ ამაო ზრუნვაში ჩაფლულები და ცხოვრების ყოველდღიურობითა და პროზით დატვირთულები მოხვალთ, მაშინ ვერაფრით დაგეხმარებით. არაფერზე გვექნება სალაპარაკო. რადგან იმას, რითაც ცხოვრობთ, არ მოეძებნება შეხების წერტილები იმასთან, რისკენაც მიისწრაფვით და რის გამოც მონასტერში მოდიხართ. მე ვერ დავეხმარები მას, ვინც ჩემთან სხვა რამის გამო მოდის“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2024, 11:46 AM
პოსტი #4257


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამონაზვნო კანონი უმეტესად იესოს ლოცვაა. ეს კანონი ამ სახით მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ბერს ეძლევა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


"2024 წლის 23 მარტს გარდაიცვალა გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, სქემარქიმანდრიტი საბა (კარელიძე).

მწუხარებას გამოვთქვამთ სქემარქიმანდრიტ საბას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ გორისა და ატენის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2024, 10:05 AM
პოსტი #4258


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულიერ მოძღვართან ან მონასტერში ცხოვრებისას აუცილებელია მოიკვეთო საკუთარი ნება და აღასრულო წმინდა მორჩილება, რომელიც „მარხვასა და ლოცვაზე მეტია“. არ დაიწყო ღვაწლი, რისთვისაც უფალს ჯერ არ მოუწოდებიხარ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2024, 11:52 AM
პოსტი #4259


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩემსა და ღმერთს შორის აღარაა მიჯნა. სადაც გინდა ვიყო, საითაც არ უნდა გავემართო - სამუშაოდ, ათენში, თესალონიკში - ვგრძნობ, რომ მასთან ვარ განმარტოებული. საოცარია, მაგრამ ასეა. ის ხომ მე არასოდეს მტოვებს. სულიერ ქორწინებას ეს გასაოცარი თვისება აქვს. სიძე ერთადერთია. ის მუდამ შენ გვერდითაა“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2024, 11:20 AM
პოსტი #4260


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა მეცნიერებათა მეცნიერებაა. მასში თეორია და პრაქტიკა მხარდამხარ მიდიან“

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2024, 10:59 AM
პოსტი #4261


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„IV ს-ში მოღვაწე ერთი ეგვიპტელი მონაზონი ეშმაკის საშინელი ხიბლის მსხვერპლი გახდა. მას ჯერ საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა შეექმნა, შემდეგ კი ამ მიზეზით მაცთური სულის განსაკუთრებული გავლენის ქვეშ მოექცა. ეშმაკმა საყრდენად ბერის ნებსითი ცოდვა (საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის მიღება) გამოიყენა და შეეცადა, განემტკიცებინა მასში ეს სნეულება, რათა მომწიფებული და მომძლავრებული ამპარტავნების მეშვეობით საბოლოოდ დაემორჩილებინდა და დაეღუპა მისი სული.

დემონის დახმარებით მონაზონმა ისეთ საოცარ წარმატებას მიაღწია, რომ ფეხშიშველი დგებოდა გავარვარებულ ნაკვერცხლებზე და თავიდან ბოლომდე ამბობდა საუფლო ლოცვას - „მამაო ჩვენოს“. რა თქმა უნდა, სულიერი განსჯის უნარს მოკლებული ხალხი ამ ქმედებაში ღვთის სასწაულს, ბერის განსაკუთრებულ სიწმიდესა და საუფლო ლოცვის ძალას ხედავდა და ხოტბას ასხამდა, რითიც ხელს უწყობდა მასში ამპარტავნების კიდევ უფრო გაძლიერებასა და საბოლოო დაღუპვას.

მაგრამ აქ არსად იყო არც ღვთის სასწაული, არც ბერის სიწმინდე. აქ მოქმედებდა არა საუფლო ლოცვის ძალა, არამედ სატანა, რომელიც ეყრდნობოდა კაცის ცრუ წარმოდგენას საკუთარ თავზე, მის გამრუდებულ ნებას, აქ მოქმედებდა აგრეთვე ეშმაკის ხიბლი.

ალბათ, იკითხავ, რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ეშმაკის ამ მოქმედებაში საუფლო ლოცვას? ხიბლში ჩავარდნილი მონაზონი ხომ სწორედ საუფლო ლოცვას ამბობდა და მის მოქმედებას მიაწერდა მოხდენილ სასწაულს? მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ ეს ლოცვა აქ არაფერ შუაშია. ხიბლში ჩავარდნილმა მონაზონმა საკუთარი ნებით, საკუთარ თავზე ცრუ წარმოდგენისა და ეშმაკის ხიბლის ზეგავლენით, თავისივე თავის წინააღმდეგ გამოიყენა სულიერი მახვილი, რომელიც ადამიანებს სულის საცხოვნებლად მიეცათ.

მწვალებელთა შეცდომები ყოველთვის წმინდა წერილის ბოროტად გამოყენებით ინიღბებოდა, და ეს ხდებოდა დახვეწილი ცბიერებით: აქ აღწერილ შემთხვევაშიც კაცის შეცდომა და ეშმაკის ხიბლი მუხანათურად იყო შენიღბული საუფლო ლოცვით.

საბრალო მონაზონს ეგონა, რომ გახურებულ ნაკვერცხლებზე ამ ლოცვის მოქმედებით იდგა, თავისი წმინდა და მაღალი მოღვაწეობის გამო, სინამდვილეში კი ყოველივე ეს ეშმაკის მოქმედების ნაყოფი იყო. სწორედ ასევე, საკუთარ თავზე ცრუ წარმოდგენა და ეშმაკის ხიბლი ზოგჯერ იესუს ლოცვის მოქმედებით ინიღბება, კაცთა უმეცრება კი ამ უწმინდესი ლოცვის მოქმედებას მიაწერს იმას, რასაც ეშმაკისა და კაცის ერთობლივ მოქმედებას უნდა მიაწერდეს, - კაცისა, რომელიც ეშმაკის ნებას დაჰყვა.

ზემოხსენებული მონაზონი ამ ვითომდა წმინდა ცხოვრებიდან აღვირახსნილ გარყვნილებაზე გადავიდა, შემდეგ სრულიად შეიშალა ჭკუიდან, ბოლოს კი საერთო აბანოს გახურებულ ღუმელში შევარდა და დაიწვა. როგორც ჩანს, ან სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, ანდა ღუმელში რაღაც ცრუ ჩვენება დალანდა“.

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2024, 11:20 AM
პოსტი #4262


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ჩვენი ეკლესია თავის შვილთა ლოცვით ცოცხლობს. რასაკვირველია, სხვადასხვანაირი ლოცვა არსებობს, მაგრამ თუ გვინდა გავიგოთ, მათგან ყველაზე მეტად რომელია ეკლესიისთვის დამახასიათებელი, უშრეტად ინახავს მის სულიერებას „ყოველ დროსა და ყოველ ჟამს“ - მაშინ უნდა მივმართოთ ეკლესიის წმინდა შვილებს, მონაზონთა დასს რომ შეადგენენ. რადგან, როგორც ეს ერთ-ერთ წმინდა მამას, ისააკ ასურს აქვს ნათქვამი, მონაზვნები „ქრისტეს ეკლესიის დიდებაა“, განხორციელებული და გაცოცხლებული სახარებაა. მონაზვნობა - ესაა ეკლესიის წმინდა საგანძური, რომელშიც ხელუხლებლად ინახება მისი დოგმები, უცვლელი სწრაფვა მოწამეობრივი ცხოვრებისკენ, ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა, ნამდვილი სულიერი ტრადიცია, მისი ქმედითი და მხსნელი მისია, რომელშიც არ წყდება საყვარელი ქრისტესა და წმინდა მტრედისკენ, მამისგან გამოსული სულიწმინდისკენ, მიმართული ტკბილი გალობა“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2024, 01:22 PM
პოსტი #4263


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი არსენი დიდი როცა სოფლად იყო, ღმერთს ევედრებოდა, რომ მისთვის ესწავლებინა, როგორ გადარჩენილიყო და გაიგონა ხმა, რომელიც აუწყებდა: „არსენი! გაექეცი ადამიანებს და გადარჩები“. როცა ღირსი მამა ეგვიპტის სკიტში შევიდა, რომელშიც სიწმინდით დიდი ბერები ცხოვრობდნენ, იგი კვლავ ევედრებოდა ღმერთს: „მასწავლე გადარჩენა“, - და მოესმა ხმა: „არსენი! გაიქეცი, იყუჩე, უტყვად იყავი: ეს არის უცოდველობის ფესვები“.

წმინდა ისააკ ასური ღირსი არსენი დიდზე ამბობს: „მდუმარება ეხმარება უსიტყვობას. როგორ? როცა ხალხმრავალ მონასტერში ცხოვრობ, შეუძლებელია ვინმეს არ შეხვდე. ამის თავიდან არიდება ანგელოზთა სწორ არსენისაც კი არ შეეძლო, რომელმაც სხვებზე მეტად შეიყვარა უსიტყვობა. შეუძლებელია არ შეხვდე მამებსა და ძმებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ; ეს შეხვედრა მოულოდნელია ხოლმე და იმ დროს ხდება, როცა ვინმე ეკლესიაში მიდის ანდა სხვა რომელიმე ადგილას.

როცა ამ ნეტარმა კაცმა (ღირსმა არსენიმ) ეს ყველაფერი დაინახა, რომ მისთვის, როგორც ადამიანთა დასახლებასთან ახლოს მცხოვრებისთვის (თუმცა იგი ეგვიპტის სკიტში ცხოვრობდა, რომელიც სრულყოფილი ბერებით იყო სავსე) უმეტესწილად შეუძლებელი იყო საერო ადამიანებთან და ბერებთან სიახლოვის არიდება, რომლებიც იმ ადგილებში ცხოვრობდნენ, მაშინ მან მადლისაგან ეს ხერხი ისწავლა - გამუდმებული მდუმარება“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 15 2024, 11:40 AM
პოსტი #4264


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არიან მონაზონთა შორის ისეთებიც, რომლებიც სხვათა წინაშე ქედმაღლობენ არაფრით - არაფერი თავიანთი რომ არ გააჩნიათ, ანუ - კარგი ხმით, გალობის შემძლეთი, ან ენით, ტკბილად მოსასმენი კითხვისა და წარმოთქმისათვის ვარგისით. ზოგიერთი კიდევ თავს იწონებს ხელსაქმით, სხვები ზვაობენ თავიანთი მშობლების სახელოვნებით, ან ნათესავების დიდებით, ან იმითაც, რომ თვითონ მონაზვნად აღკვეცამდე იყვნენ პატივსა და დიდებულთა რიცხვში. ეს უკიდურესი უგუნურებაა, რადგან ყოველივე ეს ჯერ-იყო დაგვემალა. ხოლო ვინმემ, სოფლის უარყოფის შემდეგაც რომ დაიწყოს სიხარბით მაძიებლობა დიდებისა, ძებნა და შეწყნარება კაცთაგან პატივისცემისა - სირცხვილი მას! ასეთი პატივისცემისა მაშინვე უნდა შეგვრცხვეს და მაღლა არ ვიწეოდეთ მისგან. მოძიებული განდიდება, მონაზვნისთვის, - არათუ დიდება, სირცხვილია: ასეთი დიდება სირცხვილია“.

/ღირსი ნილოს სორელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 16 2024, 11:57 AM
პოსტი #4265


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ცხოვრების წვნიანი ნაყოფი აღმოსავლეთში დამწიფდა წმინდა იმპერატორ კონსტანტინეს დროს და თაობიდან თაობას გადაეცემოდა საყოველთაოთ ბაძვის ნიმუშად. ქრისტიანები მონაზვნებს, ამ ცადაჭრილ სულის არწივებს, მშვენიერი ეპითეტებითა და უდიდესი ხოტბით ამკობდნენ ქალწულების, ასკეზის, მარხვის, ზოგადცხოვრებულთა ტიპიკონის, მორჩილების, არამომხვეჭელობის დაცვისთვის და მათი სულიერი აბჯრის ღირსეულად ტარების გამო. ყველა ადამიანი: ღარიბი თუ მდიდარი, ცოდვილი თუ წმინდანი, პატრიარქი თუ მეფე, ამ „ზეცის მოქალაქეებს“, კაცებსაც და ქალებსაც, უწოდებდნენ „ნეტარებს“, „უხორცოებს“, „სრულიად თავისუფლებს“, მათ ცხოვრებას კი - „ანგელოზებრივს“. მონაზვნები უყვარდათ, პატივს სცემდნენ და ცდილობდნენ მათთან დაახლოებას, ქებას აღუვლენდნენ, ვით „ქრისტეს მეომრებს“ . მას მერე და დღემდეც მონაზვნობა - ესაა „წმინდა ლაშქარი, ღვთაებრივი და ყოვლად პატიოსანი წოდება, მონაზვნური და ანგელოზური სახელმწიფო“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2024, 10:56 AM
პოსტი #4266


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი კასიანე რომაელი ამბობს: „სასარგებლოა თქვენი გულისსიტყვების გამხელა მამებისთვის, მაგრამ არა ნებისმიერისთვის, არამედ სტარცებისთვის, სულიერებისთვის, რომლებსაც აქვთ განსჯა, რომლებიც ბერნი არიან არა მათი ფიზიკური ასაკისა და ჭაღარა თმის გამო. ბევრი მიიზიდა სიბერის გარეგნულმა იერმა, გამოთქვეს თავიანთი აზრები და განკურნების ნაცვლად ზიანი მიიღეს მსმენელთა გამოუცდელობის გამო“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2024, 11:27 AM
პოსტი #4267


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მეტად მღვიძარედ უნდა ვადევნოთ თვალყური ცუდმედიდობის (პატივმოყვარეობის) სულს; რადგან ის ერთობ მალულად, ყოველგვარი ეშმაკობით, შეიპარება ჩვენს განზრახვვებსა და მოქმედებაში, გადაგვიღობავს მონაზვნებს გზას ჭეშმარიტი წარმატებისაკენ და ცდილობს, წაახდინოს და შერყვნას ჩვენი საქმე ისე, რომ შეგვარცხვინოს არა როგორც ღვთისათვის ქმნილი, არამედ ცუდმედიდობისა და კაცთმოთნეობისათვის. ამიტომ საჭიროა, ყოველ ჟამს მკაცრად გამოვიკვლიოთ საკუთარი გრძნობები და აზრები, რათა ჩვენი საქმეები საღვთოდ, ჩვენი სულიერი სარგებლობისთვის სრულდებოდეს“.

/ღირსი ნილოს სორელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2024, 12:17 PM
პოსტი #4268


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოდით, შვილნო ჩემნო, დავიწყოთ იმით, რომ ვისწავლოთ სიხარულის მიღება იმის გააზრებით, რომ ჩვენი მონასტერი - ეს სულის ჭეშმარიტი აღზრდის ადგილია, და არა ხორცის დასასვენებელი. აქ იმისთვის მოვედით, რომ მისი წესების მიხედვით ვიცხოვროთ. შევიქნათ მოგიზგიზე ცეცხლად, რამეთუ მხოლოდ ის ადის ცად, ხორცი კი ნაცრად იქცევა. გახსოვთ პირველი მსოფლიო კრებაზე (325 წ.) მომხდარი სასწაული, როდესაც ცეცხლი მაღლა აიჭრა, ფერფლი კი ქვემოთ დარჩა? მაშ, ავენთოთ ცეცხლად, რათა ღმერთთან ავმაღლდეთ!“

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 212 213 214 215 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2025 - 08:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი