![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4269
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რამდენდაც სჭირდება მარხვა გონიერი ლოცვისა და მასში წარმატების მსურველს, იმდენადვე საჭიროა მისთვის მდუმარებაც ანდა უკიდურესი განმარტოება - საერთოდ, ხეტიალისაგან შეძლებისდაგვარად მოშორება. როცა მონასტერში ცხოვრობ, მონასტრიდან, რაც შეიძლება, იშვიათად გამოდი; მონასტრის დატოვების შემდეგ, რაც შეიძლება, მალე დაბრუნდი მონასტერში; როცა ქალაქსა და სოფელს ეწვევი, მთელი ყურადღებით დაიცავი შენი შეგრძნებები, რათა არ დაინახო, არ გაიგონო რამე, რაც სულისთვის საზიანოა, რათა შემთხვევითა და გაუთვალისწინებლობით მომაკვდინებელი ჭრილობა არ მიიღო. მონასტერში იცოდე ეკლესია, ტრაპეზი და შენი სენაკი; სხვა ძმებთან სენაკებში მხოლოდ ანგარიშგასაწევი მიზეზით მიდი, თუ შესაძლებელია, საერთოდ ნუ მიხვალ; იარე შენი მასწავლებლისა და სულიერი მამის სენაკში, თუკი იმდენად ბედნიერი ხარ, რომ ჩვენს დროში მასწავლებელი იპოვე; ისიც დროულად იარე და საჭიროების მოთხოვნით და არა მოწყენილობისა და ამაოდმეტყველებისთვის.“
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4270
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამებმა, რომლებმაც საქმე შეიმეცნეს საკუთარი გამოცდილებით, თქვეს, რომ განსაცდელის საათებში უმჯობესია ვიყოთ სენაკში და ვდუმდეთ გამოუსვლელად“.
/ღირსი ნილოს სორელი/ “2024 წლის 18 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ მცხეთის ჯვრის მამათა მონასტერში მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა წყნეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი აბო (ჩაჩუა). აქსიოს! ვულოცავთ მამა აბოს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4271
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონი გონიერი „ლიტურგიისას“, წმინდა მამების თქმით, „ჭეშმარიტად ნაყრდება ციური მანანით“. რასაკვირველია, აქ არ იგულისხმება ის მანანა, რომელიც ღმერთმა ისრაელიტებს გადასარჩენად უბოძა. ისინი ამ საკვებს „მანანას“ უწოდებდნენ, რაც ნიშნავს: „ვერ ვხვდები, ეს რა არის“. ასეთი განუსაზღვრელი სახელი ამ პურის სიმბოლურობაზე მიგვითითებს. ჩვენც შეგვიძლია, ვთქავთ: „რაოდენ დიდია ეს ლოცვა, იესოს სახელის ხსენება, იდუმალი ზიარება მასთან ყოველ წუთს და ყოველ წამს. მისი არსი ემსგავსება ციდან ჩამოცვენილ მანანას, რომელმაც დაანაყრა და გაახარა ხალხი. მანანა იგივე იესოს ლოცვაა, რომელიც ზეციდან გვავსებს და გვკვებავს“.
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4272
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სულიწმინდა გამუდმებით ქრისტიანობის მთელი საუკუნეების განმავლობაში, დანათოდა მონაზვნობას“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4273
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენ შეგვფერის, არა მარტო ოქროს, ვერცხლსა და ქონებას განვეშოროთ, არამედ ყოველგვარ ნივთსაც, იმათ გარდა, რომლებიც გამოსაყენებლად არის საჭირო - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სენაკი, ჭურჭელი და ხელსაქმის იარაღი; და ეს ყველაფერიც არ უნდა იყოს ძვირად ღირებული და მორთული, არამედ - ადვილად შესაძენი, რომ არ გამოიწვიოს ზრუნვა, მოუსვენრობა, რათა არ ჩავცვივდეთ სოფლურ კავშირში. ჭეშმარიტი გამარჯვება ვერცხლისმოყვარეობაზე და, საერთოდ, ნივთთმოყვარეობაზე მდგომარეობს იმაში, რომ არა მარტო არ გვქონდეს, არამედ სრულებითაც არ გვსურდეს მოპოვება. ამას მივყავართ ჩვენ სულიერ სიწმინდესთან“.
/ღირსი ნილოს სორელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4274
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნობის ინსტიტუტის დაარსება მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტად იქცა. მონაზვნობის განვითარების მომდევნო პერიოდში, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ეპოქაში განუწყვეტლივ ქრისტესთან ურთიერთობაში მცხოვრები მონაზვნები ინახავდნენ საშინელი სამსჯავროს მუდმივ ხსოვნას - მიუხედავად ყველა იმ წინააღმდეგობისა და შევიწროებისა, რაც ხვდებოდათ ჯერ წარმართების, შემდეგ - სეკულირებული საზოგადოების, ერესების, განხეთქილებებისგან, ბოლოს კი, დღეს შეტევაზე გადმოსული, მგუდავი ამქვეყნიური ბნელი ძალებისგან.
ეს ყველაფერი მეტყველებს ადამიანის ამოუწურავ უნარზე, ღმერთისკენ ვიდოდეს, და ეკლესიის წიაღში მყოფთათვის მიცემულ შესაძლდებლობაზე, შეიცნონ ღმერთი. ამგვარად, ყველა დროსა და ეპოქაში მონასტერი იყო და რჩება ღმერთის სასუფევლის ცოცხალ ხატებად. ამიტომ საძმო მუდმივად ელის გამონათქვამებსა და დამოძღვრას, ვით წვიმასა და ცვარს სიმწვანეზე, ვით თავსხმას ბალახზე. მიუხედავად ყველა ცვლილებისა, სულიერი ცხოვრების დაკნინებისა, მონასტერში მოსული ნებისმიერი მომლოცველი გეტყვით, რომ სავანეებში ასკეტური ტრადიცია ცოცხალია. რადგან დიდია სულიერი თესლის ძალა და შეუძლია, ეკლებს შორისაც იზარდოს!“ /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4275
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ხშირად ბერის ამაღლებული ცხოვრება მხოლოდ მისი გარდაცვალების წინ ანდა გარდაცვალების შემდეგ ვლინდება. ხშირად ღვთის მადლის თანაზიარ ბერს სოფელი ავსიტყვაობითა და ცილისწამებით ავსებს, რადგან სოფელს ღვთის სული სძულს. თავად წარმატებას სხვადასხვა ხარისხი აქვს, რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სამონასტრო განმარტოება ძლიერი ქრისტიანებისთვის ერთი მხრივ არის სასარგებლო, ხოლო სუსტებისთვის - სხვა მხრივ. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელის რიცხვი ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე პირველებისა“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4276
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უსაფრთხო როდია გამოუცდელი მებრძოლისათვის, ლაშქრისაგან განცალკევებით ჩაებას მტერთან ბრძოლაში, ასევე არც მონაზვნისთვის არის უსაფრთხო განმხოლოება, თუკი არ გამოწრთობილა ვნებათა აღვირსხმაში; მებრძოლი ხორციელად კვდება, ხოლო მონაზონი - სულიერად. ამიტომ ჭეშმარიტი მდუმარების გზა არის მხოლოდ ბრძენთა და მათი, ვინც სათნო ღვაწლისას მოიპოვეს საღვთო ნუგეში და შეწევნა ბრძოლისას“.
/ღირსი ნილოს სორელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4277
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„არავის ისე არ უბრწყინავს თვალები და არავინაა უფრო ბედნიერი, როგორც ის, ვინც საოცარი ღვთისმსახურების მერე თავის სენაკში მიემართება და იქ განაგრძობს ქრისტესთან ურთიერთობას! და, თუნდაც რომ ეძინოს, ქრისტე ძილშიაც არ ავიწყდება. თუ იესოს ლოცვას კითხულობს, მაშინაც მაცხოვარი ახსოვს!“
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4278
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნობის საწყისი მიზეზი ადამიანის სისუსტე კი არ არის, არამედ ქრისტეს სწავლების სიძლიერეა“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4279
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“დრო, ყველაზე უფრო ხელს რომ უწყობს სამონაზვნო საქმიანობას, ღამეა. უმეტესად ღამით უნდა იწვრთნებოდეს მონაზონი სამონაზვნო საქმიარობაში“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4280
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონი მხოლოდ ლოცვაში ცოცხლობს“.
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4281
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ქრისტიანი, რომელიც ამსოფლად ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრობს, აუცილებლად გამდიდრდება არა მარტო გამოცდილებითი, არამედ, გარკვეულწილად, მადლმოსილი ცოდნითაც. ასეთი ცოდნით შეუდარებლად უფრო მეტად უნდა გამდიდრდეს ის, ვინც ყველა მიწიერ საზრუნავს დატოვებს და მთელ თავის დროს, სხეულისა და სულის მთელ ძალებს ღვთის სათნოყოფისთვის გამოიყენებს, ანუ ბერი.
სწორედ იგია სახარებაში მოხსენიებული უფლის მცნებების მქონედ, იმიტომ, რომ უფლის მცნებები მთელი მისი ქონებაა. „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი“, - თქვა სოფლის მაცხოვარმა, - „და დაიმახნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყვარდე მე. ხოლო რომელსა უყუარ მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“. ამ მიზეზით, ყველა დროის ყველაზე მოშურნე ქრისტიანები, მას შემდეგ, რაც განათლებას სასწავლებლებში გაასრულებდნენ, მონაზვნები ხდებოდნენ და ახლაც ხდებიან, რათა მოიხვეჭონ ის განათლება, რომელსაც მონაზვნობა იძლევა. ვინ იყვნენ ყველა დროის ეკლესიის დიდი მასწავლებლები? ბერები. ვინ ახსნა ზედმიწევნით ეკლესიის სწავლება, ვინ შეუნახა მისი გადმოცემა შთამომავლობას, ვინ ამხილა და მიწასთან ვინ გაასწორა ერესები? ბერებმა. ვინ დაბეჭდა თავისი სისხლით მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობა? ბერებმა. ეს ძალიან ბუნებრივია. ქრისტიანებს, რომლებიც ამსოფლის შუაგულში ცხოვრობენ, მის კავშირებში არიან გახლართულები, რომლებიც დაკავებულნი არიან სხვადასხვა საზრუნავით, ნებითებითა თუ უნებურებით, არ შეუძლიათ ბევრი დრო დაუთმონ, არ შეუძლიათ მთელი თავისი სიყვარული ღმერთს მიუძღვნან. „უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარძი სათნო ეყოს უფალსა, ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა“; დაქორწინებულს არ შეუძლია გამუდმებით და გაძლიერებულად მიეკრას უფალს ლოცვით, უარი თქვას ყოველივეზე, რაც მიწიერია და ერთ სულად გაერთიანდეს უფალთან: „რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს“, როგორც ეს შესაძლებელია და თვისობრივია ბერისათვის. ქრისტიანის პიროვნული წარმატებისთვის საჭირო არ არის ადამიანური განსწავლულობა, რაც ეკლესიის მასწავლებლებისთვის საჭიროა; ბევრმა გაუნათლებელმა ქრისტიანმა, სხვათა შორის, ღირსმა ანტონ დიდმაც, მონაზვნობაში ქრისტიანულ სრულყოფილებას მიაღწია; ისინი სულიერ ნათელს ჰფენდნენ თავიანთ თანამედროვეებს მაგალითით, ზეპირი სწავლებითა და თავიანთი მადლიანი ნიჭებით. „ვინ იყო“, - ამბობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი, - „სასწაულმომქმედი ერისკაცთა შორის? ვინ აღადგენდა მკვდრებს? ვინ დევნიდა დემონებს? არავინ; ეს ყველაფერი ბერების პატივია, რომელთა დატევაც სამყაროს არ შეუძლია“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4282
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„1899 წლის შემოდგომაზე, გორის ეპისკოპოსს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, საქართველოში ბერმონაზვნობის განმტკიცების მიზნით, ათონის წმ. მთიდან რამდენიმე ქართველი ჩამოვიდა და დავით გარეჯის უდაბნოში დამკვიდრდა. მათ შორის იყო მორჩილი გიორგიც [არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე)]. აი, რას წერდა უცნობი კორესპონდენტი ფესევდონიმით „წამალა წყაროელი“ გაზეთ „ივერიაში“ 1900 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს ღვაწლზე და ათონელი მამების გარეჯში გადმოსვლაზე:
„ვინ არ იცის რა სიმცირეშია ჩვენში მიღწეული ბერმონაზვნების რიცხვი, როგორ დაცალიერდა და თითქმის უპატრონოდ დარჩა ჩვენი სახელოვანნი ბერთა სავანენი: ბერთუბანი, დოდოს ლავრა, დავით გარესჯა, იოანე ზედაზნელის სავანე, ქვაბთახევი, ვარძია, ზარზმა და სხვანი? ზოგიერთ ამ სავანეთაგანი, მაგალითად, ბერთუბანი, დოდოს ლავრა და ზარზმა სრულიად გაცივებულნი, ე.ი. უპატრონოდ დარჩენილია და მათი მიგნებაც კი საძნელო გამხდარა, დანარჩენებში თავი შეუფარებიათ თითო-ოროლას, რომლებიც უწევენ ამ სავანეებს უფრო მეთვალყურე, ანუ უბრალო დარაჯის სამსახურს, ვიდრე ნამდვილ ბერისას... მეტად სასიამოვნო და სასიხარულოა ის გარემოება, რომ დღეს ჩვენში აღმოჩნდნენ ისეთნი, რომელთაც ზედმიწევნით შეგნებული აქვთ დიდი მნიშვნელობა მონასტრების ერის სულიერი განვითარებისთვის და ყოველ ღონისძიებას ხმარობენ მათის აღდგენა-წარმატებისათვის... ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე, რომელსაც ერთი დღეც არ შეუძლია ისე გაატაროს, რომ რამდენჯერმე არ ახსენოს სახელი შიომღვიმის მონასტრისა, რომლის განახლება-აღდგენას ანდომებს ყველაფერს, რაც კი სულს აქეთ აბადია. ასეთსავე გულმხურვალობას და სასიქადულო მოწადინეობას იჩენს მონასტრული ცხოვრების აღდგენისთვის მეორე პატივსადები ჩვენი ყოვლადსამღვდელო ლეონიდი და აი, დღეს თითქმის განახორციელა კიდეც თავისი მუდმივი აზრი. მღვდელმთავარს გული ევსებოდა ხოლმე სევდით, როდესაც ჰხედავდა, როგორიც დავით გარეჯაა, სადაც XVII ს-ში შაჰ-აბაზმა აღდგომის ღამეს ამოსწყვიტა 6000 ბერი, დღეს დარჩენილა მხოლოდ ორიოდ მღვდელ-მონაზონი... ყოვლადსამღვდელო ლეონიდის მიერ აღძრული მიწერ-მოწერა დამთავრდა, სინოდმა დაამტკიცა დავით გარეჯის უდაბნო ზოგად საცხოვრებელ მონასტრად; ათონის მთიდან მოვიდა ოთხი საბერო ქართველი, მტკიცედ განსაწავლულნი საეკლესიო მსახურებასა და ბერულ წესრიგში; ესენი ამ დღეებში ხელდასხმულ იქმნენ ყოვლადსამღვდელო ლეონიდის მიერ და უკვე გაემგზავრნენ მასთან ერთად დავით გარეჯის უდაბნოსკენ. სრული იმედია, რომ ახლად მოსული მამები თავიანთის მოღვაწეობრივის მაგალითით მიიზიდავენ მრავალთ, გაჰმართავენ მგალობელთა გუნდს, გაგვაგონებენ ჩვენს საკუთარს კილოზედ წიგნთა კითხვას, აღადგენენ ჩვენს ძველებურს საეკლესიო მხატვრობას, სამაგალითოდ მოაწყობენ მონასტრის მრეწველობა-მეურნეობის საქმეს და ამ გვარად დაუბრუნებენ ამ უდაბნოს ქართველის ერის გულითადს სიყვარულს...“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4283
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ერთ განდეგილს სენაკში სტუდენტი ეწვია. მონაზონი მას არ ელოდა, იჯდა და ფსკვნილს წნავდა. ბერი შეცბა. სტუდენტიც დაიბნა. იცი, რატომ? იმიტომ, რომ ბერის სენაკი ტუალეტის ქაღალდის რულონებით იყო სავსე. „საიდან აქვს ამდენი ქაღალდი ამ ბერს?“ გაიფიქრა სტუდენტმა. „აქ, ამ სიმაღლეზე, უდაბურ ადგილას, სადაც ყოველდღე მხოლოდ ჯიხვები მოდიან?“
-მამაო, საიდან გაქვს ამდენი ქაღალდი? და რაში გჭირდება სენაკში? - რა საჭირო იყო ამის კითხვა? ბერმა არ უპასუხა, მაგრამ ცრემლის ღვრას მიჩვეული თვალები დაენამა და ქაღალდის ნაგლეჯით მოიწმინდა. სტუდენტმა თავის კითხვაზე მაშინვე დაინახა პასუხი. სიტყვით კი გრძელი განმარტება გამოვიდოდა. მაგრამ საინტერესოა, რა იქნებოდა, ასკეტს კითხვაზე კითხვით რომ მიეგო და ეთქვა: „ან კი რა გიკვირს, რა მოხდა?“ და მაშინ რას მიუგებდა სტუდენტი? შეიძლება, ეთქვა: „იცით, მამაო, არსებობს ერთგვარი პატარა ქაღალდები, ხელსახოცი ჰქვია. ისინი უფრო სუფთაა“. ძვირფასებო! გესმით, ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ათონური ცხოვრება? გესმით თუ არა, რომ სამყარო, ადამიანთა საზოგადოება ათონელთა მონაზვნური გამოცდილების გარშე ვერ გადარჩებოდა! და სამყაროს ზუსტად ის სჭირდება, რაც ათონელ მონაზვნებს აქვთ!“ /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4284
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერისკაცი: თქვენ ადარებთ მონაზვნობის ღვაწლს მოწამეობრივ ღვაწლს.
ბერი: ეს ერთი და იგივე ღვაწლია სხვადასხვა ფორმით. მოწამეობაც და მონაზვნობაც ემყარება სახარების ერთსა და იმავე გამონათქვამებს; არც ერთი და არც მეორე არ არის გამოგონილი ადამიანების მიერ, არამედ კაცობრიობას უფლის მიერ მიეცა; არცერთი არ შეიძლება სხვაგვარად განხორციელდეს, თუ არა ღვთის ყოვლისშემძლე დახმარებით, ღვთის მადლის მოქმედებით. ამაში დარწმუნდებით, თუ წაიკითხავთ ღირსი მამების, ანტონ დიდის, მაკარი დიდის, თეოდორე სტუდიელის, მარიამ მეგვიპტელის, იოანე მრავალმოწამის, ნიკონ სუხის და სხვა ბერების ცხოვრებას, რომელთა ღვაწლი და ტანჯვა ზებუნებრივი იყო. წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საუბრობს თავის მასწავლებელზე, სვიმეონ კეთილსურნელის, სტუდიის მონასტრის ბერზე, რომ იგი მწუხარებებითა და სხეულის სატანჯველებით მრავალ მოწამეს მიემსგავსა“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4285
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში ცხოვრება საკმაოდ რთულია. მონაზონს ერთი და იგივე საქმის კეთება უწევს ყოველდღე, ფაქტობრივად, მონოტონური შრომაა. ერთმა დედამ თქვა, ხანდახან მგონია, იგივე დღეა, რაც გუშინო. ეს ზოგს უმძიმს, სიახლის მოთხოვნილება აქვს. მონაზვნის სურვილია, ღმერთთან იყოს და ამით ხარობდეს, შინაგანი ლოცვა აქვს. თუ მონაზონს შინაგანი ლოცვა არ აქვს, მონასტერში გაჩერება უჭირს“.
/დედა მართა (ჩხიკვიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4286
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მონაზონი ლაპარაკობს ნათელზე, რომელიც მას ფარავს და ყოველივეს ავსებს. ამის შესახებ ჩვენთვის რომ ეამბნა, გავიღიმებდით და ასევე ვუპასუხებდით, როგორც ერთმა მუშამ მიუგო მონაზონს კითხვაზე: „აქ ყოველღამ რა ნათელი ჩნდება? თითქოს დღეაო...“ „ეს, მამაო, დედამიწას თანამგზავრი მოუახლოვდა...“.
თანამგზავრები კარგად ვიცით. აი, ღმერთის მყოფობის გამოვლინებაზე არ ვუწყით“. მაგრამ, მადლობა ღმერთს, წმინდა მთა ინახავს ღვთიური ცხოვრების მთელ ღვთისმეტყველებას და იცის, ღმერთი როგორ ხდება სრულად ჩვენი ღმერთი, ადამიანი როგორ ხდება ღმერთი. ჩვენც წმინდა მთას მზის ნათელს დავესესხებით და მთვარესავით ვბრუნავთ ქრისტეს გარშემო, თუნდაც გარედან განათებულები“. /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4287
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ზოგადად, ბერებზე თანამედროვე ერისკაცების შეხედულება ძალიან მცდარია სწორედ იმიტომ, რომ ისინი ბერებისგან ძალიან გაუცხოებულნი არიან ზნეობრივი და სულიერი თვალსაზრისით. არსებობს უმჭიდროესი ზნეობრივი კავშირი მონასტრებში მცხოვრებ ქრისტიანებსა და ამსოფლად მცხოვრებ ქრისტიანებს შორის. მონასტრების მკვიდრნი იქ მთვარიდან ან სხვა პლანეტიდან არ ჩამოფრენილან; ისინი მიწიერი, ცოდვილი სამყაროს წიაღიდან შემოვიდნენ.
ზნეობა, რომელსაც მონასტრებში განიკითხავენ, ამსოფლად ჩამოყალიბდა, და იგი იკვებება, ნარჩუნდება სოფელთან ურთიერთობით. ბერების ზნეობის დაცემა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერისკაცთა ზნეობის დაცემასთან; მონასტრებში ზნეობის დაცემა არის ერისკაცთა შორის ზნეობისა და რელიგიის დაცემის უშუალო შედეგი. მონაზვნობა დაფუძნებულია ქრისტიანობაზე, მას ეყრდნობა და ემყარება, წარემატება და სუსტდება ქრისტიანობის წარმატების ან შესუსტების შესაბამისად. საკითხის არსი არის ქრისტიანობა; მონაზვნობა მისი სახეობაა, განსაკუთრებული გამოვლინება. დაავადება საერთოა! ერთად ვიტიროთ მასზე და ერთად ვიზრუნოთ მის განკურნებაზე! გამოვავლინოთ თანაგრძნობა კაცობრიობის მიმართ, გამოვავლინოთ სიყვარული! მივატოვოთ ხისტი ურთიერთგანკითხვა - ეს არის სიძულვილისა და ფარისევლობის გამოხატულება, რომელიც იქითკენ მიისწრაფვის, რომ სნეულებში სნეულებები დირეების ცემით მოსპოს!“ /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4288
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,319 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა აბრაამი [ბერძენი] მაღალსულიერად იღვწოდა. იყო ზომიერად მკაცრი, ღრმად განმსჯელი. ეს უნარი მან მოიხვეჭა არა სწავლით, არამედ გამოცდილებით და მადლით აღსავსე განათლებით.
ბერის კელიის ქვემოთ უზარმაზარი მღვიმეა, სადაც იქაური ძველი მამების ძვლებია; წმინდა, ცვილივით ყვითელი და კეთილსურნელოვანი. ორმა მონაზონმა, რომელთაც დაყუდებული ცხოვრება სურდათ, ბერს ამ მღვიმეში დასასახლებლად კურთხევა სთხოვეს, მაგრამ მან არ აკურთხა. ამას მიზეზი ჰქონდა: ბერის მხარე იმდენად განმარტოებულია და ისე შორს არის კარულის გზიდან, რომ ცოტა ვინმე თუ არღვევს მის მყუდროებას“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st August 2025 - 11:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი