IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 213 214 215 216 217 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 1 2024, 09:04 AM
პოსტი #4281


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქრისტიანი, რომელიც ამსოფლად ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრობს, აუცილებლად გამდიდრდება არა მარტო გამოცდილებითი, არამედ, გარკვეულწილად, მადლმოსილი ცოდნითაც. ასეთი ცოდნით შეუდარებლად უფრო მეტად უნდა გამდიდრდეს ის, ვინც ყველა მიწიერ საზრუნავს დატოვებს და მთელ თავის დროს, სხეულისა და სულის მთელ ძალებს ღვთის სათნოყოფისთვის გამოიყენებს, ანუ ბერი.

სწორედ იგია სახარებაში მოხსენიებული უფლის მცნებების მქონედ, იმიტომ, რომ უფლის მცნებები მთელი მისი ქონებაა. „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი“, - თქვა სოფლის მაცხოვარმა, - „და დაიმახნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყვარდე მე. ხოლო რომელსა უყუარ მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“. ამ მიზეზით, ყველა დროის ყველაზე მოშურნე ქრისტიანები, მას შემდეგ, რაც განათლებას სასწავლებლებში გაასრულებდნენ, მონაზვნები ხდებოდნენ და ახლაც ხდებიან, რათა მოიხვეჭონ ის განათლება, რომელსაც მონაზვნობა იძლევა.

ვინ იყვნენ ყველა დროის ეკლესიის დიდი მასწავლებლები? ბერები. ვინ ახსნა ზედმიწევნით ეკლესიის სწავლება, ვინ შეუნახა მისი გადმოცემა შთამომავლობას, ვინ ამხილა და მიწასთან ვინ გაასწორა ერესები? ბერებმა. ვინ დაბეჭდა თავისი სისხლით მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობა? ბერებმა. ეს ძალიან ბუნებრივია.

ქრისტიანებს, რომლებიც ამსოფლის შუაგულში ცხოვრობენ, მის კავშირებში არიან გახლართულები, რომლებიც დაკავებულნი არიან სხვადასხვა საზრუნავით, ნებითებითა თუ უნებურებით, არ შეუძლიათ ბევრი დრო დაუთმონ, არ შეუძლიათ მთელი თავისი სიყვარული ღმერთს მიუძღვნან. „უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარძი სათნო ეყოს უფალსა, ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა“;

დაქორწინებულს არ შეუძლია გამუდმებით და გაძლიერებულად მიეკრას უფალს ლოცვით, უარი თქვას ყოველივეზე, რაც მიწიერია და ერთ სულად გაერთიანდეს უფალთან: „რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს“, როგორც ეს შესაძლებელია და თვისობრივია ბერისათვის. ქრისტიანის პიროვნული წარმატებისთვის საჭირო არ არის ადამიანური განსწავლულობა, რაც ეკლესიის მასწავლებლებისთვის საჭიროა; ბევრმა გაუნათლებელმა ქრისტიანმა, სხვათა შორის, ღირსმა ანტონ დიდმაც, მონაზვნობაში ქრისტიანულ სრულყოფილებას მიაღწია;

ისინი სულიერ ნათელს ჰფენდნენ თავიანთ თანამედროვეებს მაგალითით, ზეპირი სწავლებითა და თავიანთი მადლიანი ნიჭებით. „ვინ იყო“, - ამბობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი, - „სასწაულმომქმედი ერისკაცთა შორის? ვინ აღადგენდა მკვდრებს? ვინ დევნიდა დემონებს? არავინ; ეს ყველაფერი ბერების პატივია, რომელთა დატევაც სამყაროს არ შეუძლია“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2024, 10:24 AM
პოსტი #4282


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1899 წლის შემოდგომაზე, გორის ეპისკოპოსს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, საქართველოში ბერმონაზვნობის განმტკიცების მიზნით, ათონის წმ. მთიდან რამდენიმე ქართველი ჩამოვიდა და დავით გარეჯის უდაბნოში დამკვიდრდა. მათ შორის იყო მორჩილი გიორგიც [არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე)]. აი, რას წერდა უცნობი კორესპონდენტი ფესევდონიმით „წამალა წყაროელი“ გაზეთ „ივერიაში“ 1900 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს ღვაწლზე და ათონელი მამების გარეჯში გადმოსვლაზე:

„ვინ არ იცის რა სიმცირეშია ჩვენში მიღწეული ბერმონაზვნების რიცხვი, როგორ დაცალიერდა და თითქმის უპატრონოდ დარჩა ჩვენი სახელოვანნი ბერთა სავანენი: ბერთუბანი, დოდოს ლავრა, დავით გარესჯა, იოანე ზედაზნელის სავანე, ქვაბთახევი, ვარძია, ზარზმა და სხვანი? ზოგიერთ ამ სავანეთაგანი, მაგალითად, ბერთუბანი, დოდოს ლავრა და ზარზმა სრულიად გაცივებულნი, ე.ი. უპატრონოდ დარჩენილია და მათი მიგნებაც კი საძნელო გამხდარა, დანარჩენებში თავი შეუფარებიათ თითო-ოროლას, რომლებიც უწევენ ამ სავანეებს უფრო მეთვალყურე, ანუ უბრალო დარაჯის სამსახურს, ვიდრე ნამდვილ ბერისას...

მეტად სასიამოვნო და სასიხარულოა ის გარემოება, რომ დღეს ჩვენში აღმოჩნდნენ ისეთნი, რომელთაც ზედმიწევნით შეგნებული აქვთ დიდი მნიშვნელობა მონასტრების ერის სულიერი განვითარებისთვის და ყოველ ღონისძიებას ხმარობენ მათის აღდგენა-წარმატებისათვის... ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე, რომელსაც ერთი დღეც არ შეუძლია ისე გაატაროს, რომ რამდენჯერმე არ ახსენოს სახელი შიომღვიმის მონასტრისა, რომლის განახლება-აღდგენას ანდომებს ყველაფერს, რაც კი სულს აქეთ აბადია. ასეთსავე გულმხურვალობას და სასიქადულო მოწადინეობას იჩენს მონასტრული ცხოვრების აღდგენისთვის მეორე პატივსადები ჩვენი ყოვლადსამღვდელო ლეონიდი და აი, დღეს თითქმის განახორციელა კიდეც თავისი მუდმივი აზრი. მღვდელმთავარს გული ევსებოდა ხოლმე სევდით, როდესაც ჰხედავდა, როგორიც დავით გარეჯაა, სადაც XVII ს-ში შაჰ-აბაზმა აღდგომის ღამეს ამოსწყვიტა 6000 ბერი, დღეს დარჩენილა მხოლოდ ორიოდ მღვდელ-მონაზონი...

ყოვლადსამღვდელო ლეონიდის მიერ აღძრული მიწერ-მოწერა დამთავრდა, სინოდმა დაამტკიცა დავით გარეჯის უდაბნო ზოგად საცხოვრებელ მონასტრად; ათონის მთიდან მოვიდა ოთხი საბერო ქართველი, მტკიცედ განსაწავლულნი საეკლესიო მსახურებასა და ბერულ წესრიგში; ესენი ამ დღეებში ხელდასხმულ იქმნენ ყოვლადსამღვდელო ლეონიდის მიერ და უკვე გაემგზავრნენ მასთან ერთად დავით გარეჯის უდაბნოსკენ.

სრული იმედია, რომ ახლად მოსული მამები თავიანთის მოღვაწეობრივის მაგალითით მიიზიდავენ მრავალთ, გაჰმართავენ მგალობელთა გუნდს, გაგვაგონებენ ჩვენს საკუთარს კილოზედ წიგნთა კითხვას, აღადგენენ ჩვენს ძველებურს საეკლესიო მხატვრობას, სამაგალითოდ მოაწყობენ მონასტრის მრეწველობა-მეურნეობის საქმეს და ამ გვარად დაუბრუნებენ ამ უდაბნოს ქართველის ერის გულითადს სიყვარულს...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2024, 10:46 AM
პოსტი #4283


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ერთ განდეგილს სენაკში სტუდენტი ეწვია. მონაზონი მას არ ელოდა, იჯდა და ფსკვნილს წნავდა. ბერი შეცბა. სტუდენტიც დაიბნა. იცი, რატომ? იმიტომ, რომ ბერის სენაკი ტუალეტის ქაღალდის რულონებით იყო სავსე. „საიდან აქვს ამდენი ქაღალდი ამ ბერს?“ გაიფიქრა სტუდენტმა. „აქ, ამ სიმაღლეზე, უდაბურ ადგილას, სადაც ყოველდღე მხოლოდ ჯიხვები მოდიან?“

-მამაო, საიდან გაქვს ამდენი ქაღალდი? და რაში გჭირდება სენაკში? - რა საჭირო იყო ამის კითხვა? ბერმა არ უპასუხა, მაგრამ ცრემლის ღვრას მიჩვეული თვალები დაენამა და ქაღალდის ნაგლეჯით მოიწმინდა. სტუდენტმა თავის კითხვაზე მაშინვე დაინახა პასუხი. სიტყვით კი გრძელი განმარტება გამოვიდოდა.

მაგრამ საინტერესოა, რა იქნებოდა, ასკეტს კითხვაზე კითხვით რომ მიეგო და ეთქვა: „ან კი რა გიკვირს, რა მოხდა?“ და მაშინ რას მიუგებდა სტუდენტი? შეიძლება, ეთქვა: „იცით, მამაო, არსებობს ერთგვარი პატარა ქაღალდები, ხელსახოცი ჰქვია. ისინი უფრო სუფთაა“.

ძვირფასებო! გესმით, ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ათონური ცხოვრება? გესმით თუ არა, რომ სამყარო, ადამიანთა საზოგადოება ათონელთა მონაზვნური გამოცდილების გარშე ვერ გადარჩებოდა! და სამყაროს ზუსტად ის სჭირდება, რაც ათონელ მონაზვნებს აქვთ!“

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2024, 10:01 AM
პოსტი #4284


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერისკაცი: თქვენ ადარებთ მონაზვნობის ღვაწლს მოწამეობრივ ღვაწლს.

ბერი: ეს ერთი და იგივე ღვაწლია სხვადასხვა ფორმით. მოწამეობაც და მონაზვნობაც ემყარება სახარების ერთსა და იმავე გამონათქვამებს; არც ერთი და არც მეორე არ არის გამოგონილი ადამიანების მიერ, არამედ კაცობრიობას უფლის მიერ მიეცა; არცერთი არ შეიძლება სხვაგვარად განხორციელდეს, თუ არა ღვთის ყოვლისშემძლე დახმარებით, ღვთის მადლის მოქმედებით. ამაში დარწმუნდებით, თუ წაიკითხავთ ღირსი მამების, ანტონ დიდის, მაკარი დიდის, თეოდორე სტუდიელის, მარიამ მეგვიპტელის, იოანე მრავალმოწამის, ნიკონ სუხის და სხვა ბერების ცხოვრებას, რომელთა ღვაწლი და ტანჯვა ზებუნებრივი იყო. წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საუბრობს თავის მასწავლებელზე, სვიმეონ კეთილსურნელის, სტუდიის მონასტრის ბერზე, რომ იგი მწუხარებებითა და სხეულის სატანჯველებით მრავალ მოწამეს მიემსგავსა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2024, 10:32 AM
პოსტი #4285


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში ცხოვრება საკმაოდ რთულია. მონაზონს ერთი და იგივე საქმის კეთება უწევს ყოველდღე, ფაქტობრივად, მონოტონური შრომაა. ერთმა დედამ თქვა, ხანდახან მგონია, იგივე დღეა, რაც გუშინო. ეს ზოგს უმძიმს, სიახლის მოთხოვნილება აქვს. მონაზვნის სურვილია, ღმერთთან იყოს და ამით ხარობდეს, შინაგანი ლოცვა აქვს. თუ მონაზონს შინაგანი ლოცვა არ აქვს, მონასტერში გაჩერება უჭირს“.

/დედა მართა (ჩხიკვიშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2024, 09:53 AM
პოსტი #4286


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზონი ლაპარაკობს ნათელზე, რომელიც მას ფარავს და ყოველივეს ავსებს. ამის შესახებ ჩვენთვის რომ ეამბნა, გავიღიმებდით და ასევე ვუპასუხებდით, როგორც ერთმა მუშამ მიუგო მონაზონს კითხვაზე: „აქ ყოველღამ რა ნათელი ჩნდება? თითქოს დღეაო...“ „ეს, მამაო, დედამიწას თანამგზავრი მოუახლოვდა...“.

თანამგზავრები კარგად ვიცით. აი, ღმერთის მყოფობის გამოვლინებაზე არ ვუწყით“.

მაგრამ, მადლობა ღმერთს, წმინდა მთა ინახავს ღვთიური ცხოვრების მთელ ღვთისმეტყველებას და იცის, ღმერთი როგორ ხდება სრულად ჩვენი ღმერთი, ადამიანი როგორ ხდება ღმერთი. ჩვენც წმინდა მთას მზის ნათელს დავესესხებით და მთვარესავით ვბრუნავთ ქრისტეს გარშემო, თუნდაც გარედან განათებულები“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2024, 10:07 AM
პოსტი #4287


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგადად, ბერებზე თანამედროვე ერისკაცების შეხედულება ძალიან მცდარია სწორედ იმიტომ, რომ ისინი ბერებისგან ძალიან გაუცხოებულნი არიან ზნეობრივი და სულიერი თვალსაზრისით. არსებობს უმჭიდროესი ზნეობრივი კავშირი მონასტრებში მცხოვრებ ქრისტიანებსა და ამსოფლად მცხოვრებ ქრისტიანებს შორის. მონასტრების მკვიდრნი იქ მთვარიდან ან სხვა პლანეტიდან არ ჩამოფრენილან; ისინი მიწიერი, ცოდვილი სამყაროს წიაღიდან შემოვიდნენ.

ზნეობა, რომელსაც მონასტრებში განიკითხავენ, ამსოფლად ჩამოყალიბდა, და იგი იკვებება, ნარჩუნდება სოფელთან ურთიერთობით. ბერების ზნეობის დაცემა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერისკაცთა ზნეობის დაცემასთან; მონასტრებში ზნეობის დაცემა არის ერისკაცთა შორის ზნეობისა და რელიგიის დაცემის უშუალო შედეგი.

მონაზვნობა დაფუძნებულია ქრისტიანობაზე, მას ეყრდნობა და ემყარება, წარემატება და სუსტდება ქრისტიანობის წარმატების ან შესუსტების შესაბამისად. საკითხის არსი არის ქრისტიანობა; მონაზვნობა მისი სახეობაა, განსაკუთრებული გამოვლინება.

დაავადება საერთოა! ერთად ვიტიროთ მასზე და ერთად ვიზრუნოთ მის განკურნებაზე! გამოვავლინოთ თანაგრძნობა კაცობრიობის მიმართ, გამოვავლინოთ სიყვარული! მივატოვოთ ხისტი ურთიერთგანკითხვა - ეს არის სიძულვილისა და ფარისევლობის გამოხატულება, რომელიც იქითკენ მიისწრაფვის, რომ სნეულებში სნეულებები დირეების ცემით მოსპოს!“

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2024, 09:26 AM
პოსტი #4288


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა აბრაამი [ბერძენი] მაღალსულიერად იღვწოდა. იყო ზომიერად მკაცრი, ღრმად განმსჯელი. ეს უნარი მან მოიხვეჭა არა სწავლით, არამედ გამოცდილებით და მადლით აღსავსე განათლებით.

ბერის კელიის ქვემოთ უზარმაზარი მღვიმეა, სადაც იქაური ძველი მამების ძვლებია; წმინდა, ცვილივით ყვითელი და კეთილსურნელოვანი. ორმა მონაზონმა, რომელთაც დაყუდებული ცხოვრება სურდათ, ბერს ამ მღვიმეში დასასახლებლად კურთხევა სთხოვეს, მაგრამ მან არ აკურთხა. ამას მიზეზი ჰქონდა: ბერის მხარე იმდენად განმარტოებულია და ისე შორს არის კარულის გზიდან, რომ ცოტა ვინმე თუ არღვევს მის მყუდროებას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2024, 11:11 AM
პოსტი #4289


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონთა თემში ყველაზე თვალსაჩინოდ განსხეულდება სახარებისეული სრულყოფილება, რომელიც მიიღწევა ყველაფერზე უარის თქმით, საკუთარი ჯვრის ყოველდღიური ტვირთვით და უფალს მიყოლით. ამგვარი თემი, უპირველეს ყოვლისა, მიწაზე ღვთის სასუფევლის ძიება და ცხოვრების მის მიხედვით მოწყობაა. მონაზვნად მოწოდება გახლავთ ცხადი მოწოდება მოციქულის პატივის ტვირთვისა. მონაზვნის მოწოდება - ესაა აშკარა მოწოდება მოციქულებრივი ღვაწლისთვის“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2024, 09:40 AM
პოსტი #4290


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ცხოვრების ფესვი ფსალმუნთგალობაა“

/წმ. ისააკ ასური/

"არქიმანდრიტ ილიას (ნასიძე) დიდი სიყვარულით ვულოცავთ საიუბილეო თარიღს - 65 წელს. ვუსურვებთ შემართებასა და მხნეობას უფლის სადიდებლად და სამწყოსოსა და მოყვასის სანუგეშოდ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2024, 10:30 AM
პოსტი #4291


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენთვის უაღესად საინტერესოა წმინდა ნიფონტი დიდის პასუხი საერო პირის შეკითხვაზე:

-ცხონებისათვის აუცილებლად მონასტერში უნდა წავიდე, მონასტრის გარეშე ერში ვერანაირად ვერ შევძლებ ცხონებას?

წმინდა ნიფონტიმ მიუგო, რომ ადგილს ადამიანის არც ცხონება შეუძლია და არც დაღუპვა. ჩვენ გვაცხოვნებენ, ან წარგვწყმედენ ჩვენი საქმეები. ვინც არ იცავს, ვინც არ აღასრულებს ღვთის მცნებებს, მას ვერც ადგილი არგებს ვერაფერს და ვერც წმინდა წოდება. მართლაც, ძვირფასებო, თქვენ იცით, რომ იუდა ისკარიოტელი თვით უფლის გვერდით იყო; იგი შერაცხილი გახლდათ მოციქულთა შორის, მაგრამ ჯოჯოხეთი დაიმკვიდრა, ლოტი კი სოდომელთა შორის გადარჩა.

ღვთის შემწეობით, ჩვენ თუ ღვთის ნების აღმასრულებელნი, ღვთის მცნებათა დამცველნი ვიქნებით, გადარჩენას შევძლებთ ერშიც და მონასტერშიც“

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2024, 11:04 AM
პოსტი #4292


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტრები მუდამ ურყევად იდგნენ ჩვენი ეკლესიის წმინდა კანონებზე. მონაზვნური ცხოვრება დღესაც რეგულირდება ქტიტორებისა და დიდ დამაარსებელთა მიერ მოცემული სხვადასხვა წესდებით, წერილობითი მითითებით, ანდერძითა და დადგენილებით, რომლებშიც მათ მონასტრებისა და მონაზონთა მომავალი აქვთ განსაზღვრული. ეკლესია სანქციას იძლეოდა და სასოებით იმარხავდა მონაზვნურ აღთქმებს, რათა თავისი ავტორიტეტით დახმარებოდა ამ წმინდა საეკლესიო დაწესებულებებს და იმისთვის, რომ საქრისტიანოს ცხოვრებიდან ეს მიმართულება არ გამქრალიყო. მონასტრები საეკლესიო ინსტიტუციებად რომ არ იყოს აღიარებული, სირთულეები არ დაგველეოდა, რადგან არ იარსებებდა შემაკავშირებელი რგოლი მონაზვნურ მსოფლაღქმასა და ეკლესიის მიერ მის მიღებას შორის“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 13 2024, 11:39 AM
პოსტი #4293


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“დასუსტებული ქრისტიანობა, თავისი მდგომარეობის შესაბამისად, დღეს სუსტ ბერებს ამზადებს და აჩენს. დღესდღეობით ქალწულის მონასტერში შესვლა უდიდესი იშვიათობაა! დღესდღეობით მონასტერში ისეთი ადამიანის შესვლა, რომელსაც არ შეუძენია მანკიერი ჩვევები, იშვიათობაა! დღეს იშვიათია მონასტერში ისეთი პირის შესვლა, რომელმაც ჯანმრთელობა შეურყევლად შეინარჩუნა და შეუძლია მონასტრული ღვაწლი!

უფრო მეტად შემოდიან სუსტები, სხეულითა და სულით დაზიანებულები; შემოდიან ისინი, ვინც რომანებისა და სხვა მსგავსი წიგნების კითხვით აივსეს მეხსიერება და წარმოსახვა; შემოდიან ისინი, ვისაც მოყირჭებული აქვთ ხორციელი სიამეები, გასინჯული აქვთ გემო ყველა იმ ცდუნებისა, რომლითაც სამყარო ახლა სავსეა; ისინი შემოდიან ღრმად ფესვგადგმული მანკიერი ჩვევებით, მოჩლუნგებული სინდისით, წინარე ცხოვრების წესით მომკვდარით, რომლის დროსაც დაშვებული იყო ყოველგვარი ურჯულოება და ყოველგვარი სიცრუე ურჯულოების დასაფარად.

ამ ადამიანებისთვის ბრძოლა საკუთარ თავთან ძალიან რთულია; ძნელია, როგორც მათში ფესვგადგმული მანკიერი ჩვევების გამო, ასევე გულწრფელობის დაკარგვის, უუნარობის გამო. ამავე მიზეზით, ძნელია მათი სწავლებაც. ისინი შევიდნენ მონასტერში, გაიხადეს ამქვეყნიური ტანსაცმელი, ჩაიცვეს ბერების შავი სამოსი; მაგრამ ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეძენილი უნარ-ჩვევები და განწყობა მათში დარჩა და, ვინაიდან დაუკმაყოფილებელია, ახალ ძალას იძენს.

ცოდვილი ჩვევები და განწყობილებები შეიძლება შესუსტდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის, ვინც მათ ფლობს, მათ წინააღმდეგ აღსარებითა და ბრძოლით მოქმედებს, ღვთის სიტყვის მითითების შესაბამისად. სხვა შემთხვევაში, როგორც კი დამშეულ ჩვევას, რომელმაც ადამიანზე მთელი ძალაუფლება შეინარჩუნა, დაკმაყოფილების მოსახერხებელი შემთხვევა ჩაუვარდება, ამას სიხარბით, სიშმაგით შეასრულებს“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2024, 11:44 AM
პოსტი #4294


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტრის ლოცვა კედლებივითაა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2024, 10:54 AM
პოსტი #4295


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ანდაზა გვეუბნება: „კარგ მონასტერს ბერი არ დაელევაო“. მართალია! არასოდეს დაიშრიტება ახალმოსულთა ნაკადი მონაზვნურ თემში (ქვეყნის აღსასრული თუ არ დადგა!), სადაც მუდამ მზად არიან, შეხვდნენ უფალს, მის ანგელოზებთან ერთად მობრძანებულს. მსოფლიოს ავსებს მონასტრები - ცხოვრების ცენტრები, მიწის გამამშვენებლები, წმინდა თავშესაფრები, ლამპრები ბრმათათვის, ტელესკოპები თვალხილულთათვის, რუპორები მსმენელთათვის, მისტიკური ბრწყინვისა და სიხარულის საკურთხევლები. და მონაზონთა თაობებმა დაასახლეს მარადი უდაბნოები და უმაღლესი მთები, დაასახლეს სანაპიროები, იმემკვიდრეს მიწა. ისინი, გვირგვინოსანნი, საუკუნოდ იხარებენ“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2024, 12:07 PM
პოსტი #4296


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი პიმენ დიდი ამბობდა: „სამი მონაზვნური ღვაწლი უტოლდება ღირსებით ერთმანეთს: თუ კაცი სწორად იცავს მდუმარებას, თუ სნეულებაში მყოფი ღმერთს მადლობს და თუ წრფელი გონებით ასრულებს მორჩილებას“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2024, 10:51 AM
პოსტი #4297


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამათა წინასწარმეტყველების თანახმად, როდესაც ბერმონაზვნობა დაიწყებს დაუძლურებას და ოჯახები რღევას, გულისხმაჰყავით, რომ ახლო არს ჟამი ქვეყნიერების აღსასრულისა“.

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2024, 11:42 AM
პოსტი #4298


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რა უბრალოდ და მარტივად თქვა ერთმა ათონელმა ბერმა: „აი, აქ, ერთხელ... ასე, ასე! ასე (ხელით აჩვენებს)... ჩემი სენაკი მადლით აივსო... გაქცევა და დამალვა მომინდა, დავიბენი! მაგრამ დავიჩოქე და თაყვანი ვეცი“.

ეს ადამიანი შეშინდა, რაკი თავის უღირსობას გრძნობდა, მაგრამ შემდეგ დამორჩილდა და აღიარა თავის სენაკში ღვთაებრივი შუქის არსებობა“

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2024, 12:59 PM
პოსტი #4299


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დაე, ყველა ბერი ანგელოზებისა და მთავარანგელოზების მსგავსი იყოს, რომლებსაც დღე და ღამე არა აქვთ მოსვენება ღვთაებრივი სიყვარულისგან, რომელიც მათ აღძრავს და ამის გამო განუწყვეტლივ და დაუცხრომელად ღვთის დიდებისმეტყველებას ეწაფებიან“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2024, 10:40 AM
პოსტი #4300


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„...მონაზვნური ცხოვრების სურვილი მწვავდა...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 213 214 215 216 217 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 12:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი