IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 214 215 216 217 218 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 21 2024, 09:27 AM
პოსტი #4301


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუკი ერისკაცი პირველად მიუახლოვდება ათონელთა ყოველდღიურ ცხოვრებას, გაოცებული დარჩება, როცა დაინახავს, რომ ისინი ერთმანეთთან ისე ლაპარაკობენ ხილვებზე, სიზმრებზე, წინასწარმეტყველებებზე, სასწაულებზე, როგორც ჩვეულებრივ ამბებზე.

მაგალითად, მოყვებიან ამბავს სასწაულებრივ განკურნებაზე, მოლაპარაკე გველებზე; ანგელოზებსა და წმინდანებზე (ან ეშმაკებზე) ისე საუბრობენ, თითქოს ისინი მონაზვნების გვერდით იმყოფებოდნენ და რეალურად მონაწილეობდნენ მათ ყოფაში.

მაშინვე იგრძნობთ, რომ ამ, ხშირად უბრალო ან საერთოდაც მიამიტური საუბრების უკან დგას რაღაც გამოცდილება, მიმზიდველი უხილავი ძალა, რაღაც სრულიად სხვა გარკვეული ფარული არსი, რომელიც საიდუმლოს სიცოცხლეს შეადგენს. ერისკაცისთვის ეს ძნელი მისაღებია.

მაგრამ ათონელები შეიგრძნობენ ამ რეალობებს, რომლებიც თითქოს უხილავად არსებობს. იგემოს სანუკვარი ზეციური გამოცდილება - ეს წმინდა მთის მცხოვრებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

მონაზონი ხედავს საგანთა მიღმა და ჭვრეტს უხილავს. მას წინასწარმეტყველის გული აქვს. და წმინდა მთის ცხოვრება წინასწარმეტყველების ნიჭისგან განუყოფელია. ეს ცხოვრება გამოდის და მგრგვინავ წინასწარმეტყველურ ძახილად ედება დღევანდელ მსოფლიოს, რომელიც მსხვერპლს სწირავს და თაყვანს სცემს მის ცხოვრებას“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2024, 09:55 AM
პოსტი #4302


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვინც მორჩილებაშია და სამონასტრო შრომით არის დაკავებული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს თავი ლოცვისგან თავისუფლად: ამის გარეშე თვით შრომა და მორჩილებაც კი უნაყოფო იქნება, უფრო მეტიც, ქედმაღლობისა და სხვა ცოდვების დამღუპველ ნაყოფს გამოიღებს, რომელიც აუცილებლად გაჩნდება ამ სულში, რომელშიც აღმოჩნდება სავალალო სიცარიელე, რომელშიც არ ცხოვრობს ლოცვის ძალა და კეთილსურნელება.

მონასტრული შრომითა და ხელსაქმით დაკავებისას ხშირად ილოცე, თუკი ჯერაც არ შეგიძლიათ განუწყვეტილვ ლოცვა; დაუბრუნდი ლოცვას, როგორც კი გაგახსენდება: ლოცვა თანდათან ჩვევად გადაიქცევა, ხშირი ლოცვა კი შეუმჩნევლად გადაიქცევა შეუწყვეტლად.

„მორჩილების მოღვაწეები“, - ამბობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი, - „ფეხებს სხვადასხვაგვარად იყენებენ: ერთი მსახურებისკენ მიიწევს, მეორე ლოცვაში უძრავია“. სიტყვაში „ფეხები“ მთელი საქმიანობა იგულისხმება. „ვიხილე ისინი, ვინც მორჩილებაში ბრწყინავდნენ და შეძლებისდაგვარად არ უგულებელყოფდნენ ღვთის გონისმიერ ხსოვნას“, - ამბობს იგივე წმინდანი, - „როგორც კი ლოცვაზე დადგებოდნენ, მაშინვე, როგორ დაუყოვნებლივ ეუფლებოდნენ თავიანთ გონებას და ცრემლებს ღვარად ღვრიდნენ: ისინი მომზადებულები იყვნენ წმინდა მორჩილებით“.

აქედან ირკვევა, რომ ძველი მოსაგრეები მონაზვნური ღვაწლის დროს თავს არ აძლევდნენ ამაო გართობის უფლებას, არამედ, ხელები საქმით ჰქონდათ დაკავებული, ხოლო გონებას ლოცვით აკავებდნენ. ამ მიზეზით, როდესაც ისინი მივიდოდნენ ეკლესიაში ან თავიანთი ლოცვითი წესის შესრულებას სენაკში იწყებდნენ, მათი გონება და გული დაუყოვნებლივ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ღვთისკენ მიისწრაფოდა.

პირიქით, ვინც შრომისა და ხელსაქმის დროს თავს ამაო ფიქრებისა და საუბრების ნებას რთავს, იგი ლოცვაზე დადგომისას თავის გონებას ვერანაირად ვერ უმკლავდება, რომელიც გამუდმებით უსხლტება მის ძალაუფლებას, გამუდმებით იმ საგნებს მიმართავს, რომლებიც მას ლოცვამდე იზიდავდა.

„შვილო ჩემო“, - ამბობს წმინდა წერილი, - „შვილო ჩემო, სიყრმით შენითგან აღირჩიე სწავლულებაი და სიბერედმდე ჰპოვო სიბრძნეი. ვითარცა კაცი ერთი აღმსთობილი მხვნელი და მთერძველი, ეგრეთ მიუხედ მას და მოელოდე კეთილთა ნაყოფთა მისთა, რაითა საქმესა მას მისსა კნინ ჰშრუე და მსთუად იშვებდე ნაყოფთა მისთა“ (ზირ. 6:18-20).

ნუ დავკარგავთ ძვირფას, დაუბრუნებელ დროს, ნუ დავღუპავთ გაფანტულობით, უქმისმეტყველებითა და სხვა ფუჭი საქმიანობით: მონასტერში შესვლისთანავე დაწვრილებით გავეცნოთ სამონასტრო ცხოვრებას და სულიერი ნიადაგი სიჭაბუკეში დავამუშაოთ ჭეშმარიტი ღვაწლით, რათა სიბერეში და მარადისობაში გადასახლებისას მადლის ნიჭების სიუხვით, ხსნის წინდებით, ზეცაში ნეტარების წინდებით გავიხაროთ. ამინ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2024, 10:25 AM
პოსტი #4303


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ბევრჯერ გვსმენია: აქ, საერო ცხოვრებაში ძნელია ჩემთვის მარხვაც და ლოცვაც. მონასტერში კი იოლად შევძლებდი ერთსაც და მეორესაცო.

არადა, ბევრ ადამიანს კი მიუმართავს მონასტრისათვის, მაგრამ, როგორც წმ. ბასილი დიდი იტყოდა, მონასტერში მისულთაგან ყველამ როდი შეძლო მონასტრული ცხოვრების განსაცდელების გადალახვა.

ადამიანს აცხოვნებს არა ადგილი, არამედ წმინდა ცხოვრება. ლოტმა სოდომში უცოდველად იცხოვრა, ზნეობრივი სიწმინდე შეინარჩუნა და მხოლოდ ის გადარჩა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, მაგრამ სოდომს გარეთ კი საშინელი ცოდვით შესცოდა. ჩვენ უნდა შევძლოთ, ღვთის დახმარებით, ლოტივით ვიცხოვროთ თანამედროვე სოდომში და გადავრჩეთ.

ვისაც ჯერ არ მიუღია გადარჩენის, სულის ცხონების ურყევი და უმტკიცესი გადაწყვეტილება, მისთვის მარხვის მცნების დაცვა ძნელია როგორც ერში, ისევე ძნელი იქნება მონასტერშიც.

ასეთები ვერც ერში შევძლებთ ცხონებას, და ყველაზე მიუვალ მონასტერშიც წარვიწყმიდებით“

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2024, 10:22 AM
პოსტი #4304


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„განდეგილ და მეუდაბნოე ცხოვრებას პირველივე დღეებიდან და ჩვენს ჟამამდე განუწყვეტლივ ჰყავს თავისი მოწაფეები. ეკლესიის მთელი არსებობის განმავლობაში, დევნის ეპოქაში და მას მერე, მეუდაბნოეებმა ოქროს გვერდები ჩაწერეს მის ისტორიაში. ისინი სულიერად იზრდებოდნენ და მტკიცდებოდნენ, ანგელოზთა დასის მომბაძველები და მონაწილენი გახდნენ.

მოღვაწეობის ეს ფორმა, რაც უკიდურესობებს, ხიფათებს, შეჭირვებასა და სრულ თვითუარყოფას ნიშნავს, მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული უკვე ყალიბდება, როგორც კარგად ორგანიზებული მიმდინარეობა. ღირსი ილარიონი, საბა, ეფრემი და სხვა დიდი მამები ერთმანეთთან ათავსებდნენ განმარტებასა და მონაზვნობის გზაზე სხვების შეყენებას, რამაც ბუნებრივად გამოიწვია მცირე თემების ჩამოყალიბება და ბოლოს და ბოლოს - ზოგადცხოვრებულთა მონასტრების, „ზეციური ქალაქის“, ერთგვარი „სახელმწიფოს“ ჩამოყალიბება. მასში საერთოა ყველაფერი: სხეულები, სული, მისწრაფებები, ქონება, სურვილები, ვნებები, ბრძოლა, ოფლი, გვირგვინი!

კინოვიებმა წმინდა მთაზეც კი არ მოსპეს ჯერაც მოქმედი წინანდელი ფორმები - კალივები, კელიები, სკიტები, მეტოქები და სხვა. და მაინც, ისინი თითქმის ყველგან გაბატონებული ფორმა აღმოჩნდა. მათში იღებენ, გამოკვებენ, ანუგეშებენ, განათლებას აძლევენ, განწმენდნენ და სრულყოფენ მონაზვნებს, ამ კეთილი ბრძოლის მეომრებსა და ზეცის მოქალაქეებს, ჩვენს მეგობრებსა და მოძღვრებს, კადნიერებით მცხოვრებლებს. საზოგადოება და ისინი ერთ ოჯახს შეადგენენ, რომლის ნაპერწკალიც ბრწყინავს და არ ქრება“

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2024, 10:22 AM
პოსტი #4305


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საუკეთესო ბერები ისინი არიან, ვინც მონაზვნობაში სინორჩის ასაკში შევიდნენ. ჩვენი დროის ბერების უმეტესობა მონაზვნობაში ახალგაზრდობიდან შესულებისგან შედგება. ძალიან ცოტა შემოდის ზრდასრულ ასაკში, ხოლო ძალიან იშვიათად - სიბერეში. ისინი, ვინც მონასტერში ზრდასრულ ასაკში ან სიბერეში შევიდნენ, ძალიან ხშირად ვერ უძლებენ მონაზვნურ ცხოვრებას და ამსოფლად ისე ბრუნდებიან, რომ ვერც კი იგებენ, რას ნიშნავს მონაზვნობა. მათში, ვინც მონასტერში შემორჩა, შეინიშნება თითქმის მხოლოდ გარეგანი მოწიწება და ზუსტი შესრულება გარეგანი სამონასტრო წესებისა, რომლებიც ისე მოსწონთ საეროებს და სავსებით აკმაყოფილებთ; მათში არსებითი მონაზვნობა არ არის ანდა გვხვდება ძალიან, ძალიან იშვიათად, როგორც საზოგადო წესრიგის გამონაკლისი“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2024, 09:43 AM
პოსტი #4306


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა გაბრიელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე უთქვამს, - ჩემი ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ, ერთ-ორ წელიწადში, სამი მონაზონი გამომყვებაო. მართლაც, მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან ერთი წელი არ იყო გასული, გარდაიცვალა სქემმონაზონი სიდონია, შემდეგ სქემმონაზონი სუსანა, ასაკოვანი დედებიდან ორი იყო დარჩენილი, - მონაზონი ევპრაქსია და მონაზონი ნინო. ორივე შიშმა მოიცვა. ისე ინერვიულეს, რომ ავად გახდნენ და ლოგინს მიეჯაჭვნენ. იღუმენია ქეთევანის კურთხევით, ორივესთან სანუგეშოდ მე უნდა მივსულიყავი.

დიდ საგონებელში ჩავვარდი, რა უნდა მეთქვა ამ გამოცდილი, მაგრამ ცოტა თავისებური მონაზვნებისთვის, რომ სიკვდილის შიშისაგან გამეთავისუფლებინა. ბოლოს, ორივე მოვინახულე და ვუთხარი, არაფერი გჭირთ სასიკვდილო, ბოროტმა აგაფორიაქათ და სიკვდილის მოლოდინში ცუდად გახდით, ტყუილად ნერვიულობთ-მეთქი. ისე დამაჯერებლად ველაპარაკე, რომ მიენდნენ ჩემს სიტყვას. მიხვდნენ, რომ უიმედობით, შიშითა და დარდით ჯანმრთელობას უფრო დაიზიანებდნენ და მათი საქციელი ღვთის მოსაწონი არ იქნებოდა.

შევახსენე დედა სუსანა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მხნეობას, ღვთის იმედს და მასზე სასოებას არ კარგავდა, იუმორის გრძნობასაც ინარჩუნებდა და ბოლო წუთამდე ჩვენზე ზრუნავდა. ამ ხერხმა გაამართლა, ორივეს მხნეობა დაუბრუნდა, შიში გაეფანტათ და ამის შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლეს. ...მესამე მონაზონი აღმოჩნდა მეუფე დიმიტრის დედა, მონაზონი ანა შიოლაშვილი“.

/სქემმონაზონი ირინე (თვაური, აწ უკვე გარდაცვლილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2024, 10:55 AM
პოსტი #4307


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა ანტონმა და მის დროის ნეტარმა მამებმა: წმინდა პახუმმა, რომელიც იყო ზოგადცხოვრებულთა დამაარსებელი და მომწყობი, ბასილი დიდმა, რომელმაც დახვეწა მონაზვნური ცხოვრება, მონასტრების გვიანდელმა დამაარსებლებმა: საბა განწმენდილმა, წმინდა თეოდოსიმ, შემდეგ - თეოდორე სტუდიელმა, წმინდა ათანასე ათონელმა და მრავალმა სხვამ ასეულ ათასობით მონაზონი აღზარდეს და ათასეულ ათასეულობით სულიერი სიმაგრე ააგეს, რომლებიც სულიერ გზაზე აყენებდნენ ახალგაზრდებსაც, ბავშვებსაც და მოხუცებსაც. მათგან თითოეულს ოდესღაც სმენოდა ღმერთის ხმა, როგორც მოსეს: „აღმოვედ ჩემდა მთად და იყავ მუნ“. და შედეგიც ისეთივეა: „და აღვიდეს მოსე და ისუ მთასა მას და დაფარა ღრუბელმან მთაი იგი და გარდამოხდა დიდებაი ღმრთისაი“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2024, 10:37 AM
პოსტი #4308


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ეს მოხდა ჯიხეთის მონასტერში 1993 წელს. ომიანობის, დიდი გაჭირვების პერიოდი იდგა. 300-400 გრამი შაქარი მონასტერში 15 ადამიანს ერთი კვირა უნდა გვეკმარა... ერთი ქალბატონი მოდიოდა ხოლომე ახლომდებარე სოფლიდან. შვილი არ ჰყავდა და ჩვენს მონასტერში ათონის მთიდან ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, შეწევნას სთხოვდა. პირველი შვილი რომ შეეძინა, ცხვარი შემოსწირა. მეორე შვილის შეძენის შემდეგაც შესწირა ცხვარი. მესამე შვილიც რომ შეეძინა, კვლავ გადაწყვიტა, ცხვარი შეეწირა.

ერთ დღეს მონასტერში 18-19 წლის დედებმა ერთმანეთთან საუბარში მარწყვის ტორტი ვინატრეთ. მაშინ ნამცხვარსაც იშვიათად აცხობდა ვინმე. მეორე თუ მესამე დღეს მოვიდა ეს ქალი მარწყვის ტორიტით ხელში (ზოგადად, ტორტების მცხობელი იყო). დედები გაოცებულები ვუყურებდით ერთმანეთს, თვალებს არ ვუჯერებდით. ქალმა თქვა, ღამით ღვთისმშობელი მესიზმრა და მითხრა, კი მაგრამ, სულ ცხვარს რომ მწირავ, ერთხელ ტორტი შემომწირეო.

ამის გაგონებისას გავისუსეთ, შიშით ენა ჩაგვივარდა. როგორც ჩანს, ღვთსმშობელი ჩვენს სურვილს ისმენდა“.

/დედა მართა (ჩხიკვიშვილი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2024, 09:58 AM
პოსტი #4309


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღმერთი მონაზონს მსახურებისთვის მოუწოდებს პირადად, კონკრეტულ ადგილას და განსაზღვრულ დროს, დარად „აღდგომისა“ - ესაა „მშვინვიერი ხორციდან“ „სულიერ ხორცში“ გადასვლა. „ვითარცა-იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაი, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაი“. და ეს გადასვლა არის ქვეყნისგან განდგომა, წასვლა „უდაბნოდ“, ანუ მონასტერში, ასვლა ღმერთის მთაზე. შეუძლებელია, არ უპასუხო ქრისტეს ხმობას, ყველას რომ მიმართავს: „რომელსა უნებს შემოდგომაი ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და მოდევდინ მე“. თავად ქრისტეც, რომელიც სიტყვით აქეზებდა მრავალ ადამიანს, მიწაზე დადიოდა და სასწაულებს ახდენდა, „განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2024, 01:00 PM
პოსტი #4310


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ის ბერები, რომლებიც სამონაზვნო წესებით ცხოვრობენ, აუცილებლად იხვეჭენ მადლს, ღვთის დაპირებისამებრ. ღმერთის დაპირება არ შეიძლება არ შესრულდეს, რადგან ასეთია თავად ღვთის სიტყვისა და სახარების მცნებების თვისება, რომ თავის მუშაკებს სულიწმინდა მისცეს. პირიქით, ბერები, რომლებიც ღვთის მიერ მონაზვნობისადმი დადგენილ წესებს უგულებელყოფენ, რომლებიც თვითნებურ, გაფანტულ, გემოთმოყარე და სოფლისმოყვარე ცხოვრებას მისდევენ, სულიერ წარმატებას კარგავენ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2024, 12:14 PM
პოსტი #4311


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძველ აღთქმაში ღმერთი წინასწარმეტყველებს მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში სულიწმინდის მიერ შთაგონებული ქადაგების გუშაგებად აყენებდა. ასეა ეკლესიაშიც. ის მონაზვნებს წინასწარმეტყველთა და მოწამეთა საგუშაგო კოშკებზე დასადგომად უხმობს, მომავალ საუკუნეთა ცხოვრების საუწყებლად. ისინი, ხორცში მყოფნი, სიკვდილზე მაღლა დგანან, ღვთის აღთქმებს იღებენ, მომავლის სამეფოს წინასახე არიან“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2024, 10:11 AM
პოსტი #4312


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ხილვაში დიდი მონასტერი ვნახე, უამრავი ბერი ირეოდა. ერთი უცნობი ბერი მომიახლოვდა, მამა გრიგოლს [გოცირიძე] ხედავო? - მკითხა. ცატა ხანში მოვიდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ. მერე მითხრა, აქ ბერად აღმკვეცესო. გავიხარე, დიდება უფალს, სიცოცხლე გრძელდება!“

/მამა გიორგი დადუნაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 2 2024, 01:13 PM
პოსტი #4313


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი მამების ცხოვრებების აღწერიდან ირკვევა, რომ მათი უმეტესობა მონასტერში ოცი წლის ასაკში შევიდა. სიბერეს წმინდა მამები სამონასტრო ცხოვრებისათვის უუნაროდ მიიჩნევდნენ. ეს ცხოვრება სიბერეს არ შეუძლია! მას გაუმყარდა უნარები, აზროვნების წესი, მისი შესაძლებლობები დაჩლუნგებულია! ახალგაზრდული ღვაწლი მისთვის თვისობრივი არ არის! ღირსმა ანტონი დიდმა თავდაპირველად უარი უთხრა ბერად შედგომაზე სამოცი წლის პავლე უბრალოს, უთხრა, რომ მას სამონაზვნო ცხოვრება სწორედ სიბერის გამო არ შეეძლო. პირიქით, ბევრი მამა მონასტერში ბავშვობაში შევიდა და მაღალ სულიერ წარმატებას მიაღწია ნება-სურვილის სიმრთელის, უბიწოების, სიკეთისკენ პირდაპირი სწარფვისა და მიმღებლობის გამო, რომლებიც ასე დამახასიათებელია ბავშვობის ასაკისათვის“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2024, 10:04 AM
პოსტი #4314


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამები გვასწავლიან, რომ მორჩილების ძალა თვით ლოცვასა და მარხვაზეც აღმატებულია. წარმოვიდგინოთ, ან ოჯახი, ან მონასტერი, სადაც ლოცულობენ და მარხულობენ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ემორჩილება მონასტრის წინამძღვარს. ასეთ შემთხვევაში ბერების ცხოვრება ხომ ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა, თვითნებობა, ანარქია, კამათი, ჩხუბი, ქაოსი და ურჩობა დაისადგურებდა“.

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2024, 10:31 AM
პოსტი #4315


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სხეულის სურვილებს აღსარება უფრო მეტად აჭკნობს, ვიდრე მარხვა და სიფხიზლე. ბერები, რომლებმაც დასაწყისიდან ჩვევად აქციეს ყოველდღიური აღსარება, ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად მიმართონ ამ მკურნალობას მოწიფულობის წლებშიც, რადგან გამოცდილებით შეიტყვეს, რა თავისუფლებას აძლევს იგი სულს.

ამ ღვაწლის წყალობით, ისინი დეტალურად და ნათლად სწავლობენ კაცობრიობის დაცემას. საკუთარი ცოდვების აღიარებით საკუთარი თავის განკურნებისას ისინი ცოდნასა და ხელოვნებას იძენენ სხვების დახმარებისთვის სულიერი შფოთვის დროს.

ოპტინის მონასტრის ზემოაღნიშნულ იეროსქემმონაზვნებს თავიანთი ხელმძღვანელობის ქვეშ ჰყავდათ ბევრი მოწაფე, რომლებიც ყოველდღიურად, მწუხრის კანონის შემდეგ, მათ თავიანთ სინდისს უხსნიდნენ. ეს მოსწავლეები მკვეთრად, გამოხატულად განსხვავდებოდნენ მათგან, ვინც თავის ნებაზე ცხოვრობდა.

მოსალოდნელი აღსარების ფიქრი, როგორც ჩანს, მათი ქცევის მუდმივი დარაჯი იყო, თანდათნობით სიფხიზლეს ასწავლიდა, ხოლო აღსარებამ გახადა ისინი გონებამოკრებილები, გამუდმებით წმინდა წერილში ჩაღრმავებულები, სისტემურები, ასე ვთქვათ, ბერები. ყოველდღიური აღსარება, ანუ სინდისის ყოველდღიური გაცხადება და შემოწმება უძველესი სამონაზვნო გადმოცემა და საქმიანობაა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2024, 10:45 AM
პოსტი #4316


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1828-29 წლების ზამთარი პლოშჩინის უდაბნოში გავატარე. იმ დროს იქ ერთი ხიბლში მყოფი მონაზონი ცხოვრობდა. მან მარჯვენა მოიჭრა, ეგონა, რომ ამის სახარების მცნება შეასრულა და, ვინც ყურს დაუგდებდა, ყველას უყვებოდა, რომ მისი მოკვეთილი ხელი წმინდა ნაწილად იქცა, რომ იგი ინახება და თაყვანიცემა მოსკოვის წმინდა სვიმეონის მონასტერში, და რომ იგი აქ, პოშჩინის უდაბნოში, ან 500 ვერსის მანძილზე გრძნობს, როდესაც წმინდა სვიმეონის მონასტრის არქიმანდრიტი და ძმები ამ ხელს ემთხვევიან ხოლმე. აქ მონაზონი ცახცახს იწყებდა და ხმამაღლა ქშინავდა: თვითონ ეს ლოცვის შედეგად ეჩვენებოდა, მაყურებელს კი გაუკუღმართებულ მდგომარეობად წარმოუდგებოდა, რაც მხოლოდ სიბრალულისა და დაცინვის ღირსია. მონასტერში მცხოვრები ობოლი ბავშვები ერთობოდნენ ამ სანახაობით და მონაზვნის თვალწინ იმეორებდნენ მის მოძრაობებს. მონაზონი ბრაზდებოდა, ხან ერთ ბავშვს დაედევნებოდა, ხან მეორეს, და თმით ითრევდა. მონასტრის ვერც ერთმა გამოცდილმა ბერმა ვერ შეძლო მისი დარწმუნება, რომ ხიბლის მდგომარეობაში იმყოფებოდა და სულიერი აშლილობა სჭირს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2024, 11:15 AM
პოსტი #4317


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დღესდღეობით, როდესაც ცდუნებები და ცოდვით დაცემები სოფლად გამრავლდა, როდესაც ადამიანის ძალა დაიშრიტა ცდუნებების ძალით, რომლებიც გავრცელდა და სამყარო მოიცვა, როდესაც ცოდვილობის გაცნობიერება და შეგრძნება და მისგან განთავისუფლების სურვილი ყველა ადამიანში ჯერაც არ გამქრალა, მონასტერში შემოსულთა უმრავლესობა ცოდვითი ტვირთის ჩამოსახსნელად შემოდის. უკვე წმინდა იოანე კიბისაღმწერელი უწოდებდა მონასტერს საავადმყოფოს; მონასტერმა მით უმეტეს ახლა შეიძინია ეს ხასიათი“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2024, 12:05 PM
პოსტი #4318


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სქემაზე ბევრი ჯვარია გამოსახული, რაც იმას ნიშნავს, რომ სქემოსანი ჯვარცხმულია, ჯვარზეა გაკრული და განძრევა არ შეუძლია“.

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2024, 01:34 PM
პოსტი #4319


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ბერის არსებითი მოღვაწეობა არის ლოცვა, როგორც ის საქმიანობა, რომელიც ადამიანს ღმერთს აკავშირებს. ყველა, დანარჩენი საქმიანობა არის ან მოსამზადებელი, ან ხელისშემწყობი საშუალება ლოცვისათვის, ანდა ეძლევათ მათ, ვისაც თავიანთი ზნეობრივი უძლურებისა ანდა გონებრივი შესაძლებლობების ნაკლოვანების გამო არ შეუძლიათ ლოცვას სავსებით მიეცნენ. ღირსი მარკოზ მოსაგრე ამბობს: „ვისაც ლოცვაში ყოფნას ვერ უძლებს, მათთვის კარგია მსახურებაში ყოფნა (მორჩილებით შრომა და ხელსაქმობა), რათა ერთსაც და მეორესაც არ მოაკლდნენ; მაგრამ მათ, ვისაც შეუძლიათ, უმჯობესია უმჯობესზე ზრუნავდნენ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2024, 11:32 AM
პოსტი #4320


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გისურვებთ ყოველივე კარგს, გარეგანსა და, მით უმეტეს, შინაგანს. უფალმა შეგინარჩუნოთ კეთილი მონაზვნური განწყობილება“.

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 214 215 216 217 218 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 09:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი