IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 215 216 217 218 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 29 2024, 09:58 AM
პოსტი #4309


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღმერთი მონაზონს მსახურებისთვის მოუწოდებს პირადად, კონკრეტულ ადგილას და განსაზღვრულ დროს, დარად „აღდგომისა“ - ესაა „მშვინვიერი ხორციდან“ „სულიერ ხორცში“ გადასვლა. „ვითარცა-იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაი, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაი“. და ეს გადასვლა არის ქვეყნისგან განდგომა, წასვლა „უდაბნოდ“, ანუ მონასტერში, ასვლა ღმერთის მთაზე. შეუძლებელია, არ უპასუხო ქრისტეს ხმობას, ყველას რომ მიმართავს: „რომელსა უნებს შემოდგომაი ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და მოდევდინ მე“. თავად ქრისტეც, რომელიც სიტყვით აქეზებდა მრავალ ადამიანს, მიწაზე დადიოდა და სასწაულებს ახდენდა, „განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2024, 01:00 PM
პოსტი #4310


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ის ბერები, რომლებიც სამონაზვნო წესებით ცხოვრობენ, აუცილებლად იხვეჭენ მადლს, ღვთის დაპირებისამებრ. ღმერთის დაპირება არ შეიძლება არ შესრულდეს, რადგან ასეთია თავად ღვთის სიტყვისა და სახარების მცნებების თვისება, რომ თავის მუშაკებს სულიწმინდა მისცეს. პირიქით, ბერები, რომლებიც ღვთის მიერ მონაზვნობისადმი დადგენილ წესებს უგულებელყოფენ, რომლებიც თვითნებურ, გაფანტულ, გემოთმოყარე და სოფლისმოყვარე ცხოვრებას მისდევენ, სულიერ წარმატებას კარგავენ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2024, 12:14 PM
პოსტი #4311


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძველ აღთქმაში ღმერთი წინასწარმეტყველებს მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში სულიწმინდის მიერ შთაგონებული ქადაგების გუშაგებად აყენებდა. ასეა ეკლესიაშიც. ის მონაზვნებს წინასწარმეტყველთა და მოწამეთა საგუშაგო კოშკებზე დასადგომად უხმობს, მომავალ საუკუნეთა ცხოვრების საუწყებლად. ისინი, ხორცში მყოფნი, სიკვდილზე მაღლა დგანან, ღვთის აღთქმებს იღებენ, მომავლის სამეფოს წინასახე არიან“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2024, 10:11 AM
პოსტი #4312


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ხილვაში დიდი მონასტერი ვნახე, უამრავი ბერი ირეოდა. ერთი უცნობი ბერი მომიახლოვდა, მამა გრიგოლს [გოცირიძე] ხედავო? - მკითხა. ცატა ხანში მოვიდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ. მერე მითხრა, აქ ბერად აღმკვეცესო. გავიხარე, დიდება უფალს, სიცოცხლე გრძელდება!“

/მამა გიორგი დადუნაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 2 2024, 01:13 PM
პოსტი #4313


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი მამების ცხოვრებების აღწერიდან ირკვევა, რომ მათი უმეტესობა მონასტერში ოცი წლის ასაკში შევიდა. სიბერეს წმინდა მამები სამონასტრო ცხოვრებისათვის უუნაროდ მიიჩნევდნენ. ეს ცხოვრება სიბერეს არ შეუძლია! მას გაუმყარდა უნარები, აზროვნების წესი, მისი შესაძლებლობები დაჩლუნგებულია! ახალგაზრდული ღვაწლი მისთვის თვისობრივი არ არის! ღირსმა ანტონი დიდმა თავდაპირველად უარი უთხრა ბერად შედგომაზე სამოცი წლის პავლე უბრალოს, უთხრა, რომ მას სამონაზვნო ცხოვრება სწორედ სიბერის გამო არ შეეძლო. პირიქით, ბევრი მამა მონასტერში ბავშვობაში შევიდა და მაღალ სულიერ წარმატებას მიაღწია ნება-სურვილის სიმრთელის, უბიწოების, სიკეთისკენ პირდაპირი სწარფვისა და მიმღებლობის გამო, რომლებიც ასე დამახასიათებელია ბავშვობის ასაკისათვის“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2024, 10:04 AM
პოსტი #4314


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამები გვასწავლიან, რომ მორჩილების ძალა თვით ლოცვასა და მარხვაზეც აღმატებულია. წარმოვიდგინოთ, ან ოჯახი, ან მონასტერი, სადაც ლოცულობენ და მარხულობენ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ემორჩილება მონასტრის წინამძღვარს. ასეთ შემთხვევაში ბერების ცხოვრება ხომ ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა, თვითნებობა, ანარქია, კამათი, ჩხუბი, ქაოსი და ურჩობა დაისადგურებდა“.

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2024, 10:31 AM
პოსტი #4315


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სხეულის სურვილებს აღსარება უფრო მეტად აჭკნობს, ვიდრე მარხვა და სიფხიზლე. ბერები, რომლებმაც დასაწყისიდან ჩვევად აქციეს ყოველდღიური აღსარება, ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად მიმართონ ამ მკურნალობას მოწიფულობის წლებშიც, რადგან გამოცდილებით შეიტყვეს, რა თავისუფლებას აძლევს იგი სულს.

ამ ღვაწლის წყალობით, ისინი დეტალურად და ნათლად სწავლობენ კაცობრიობის დაცემას. საკუთარი ცოდვების აღიარებით საკუთარი თავის განკურნებისას ისინი ცოდნასა და ხელოვნებას იძენენ სხვების დახმარებისთვის სულიერი შფოთვის დროს.

ოპტინის მონასტრის ზემოაღნიშნულ იეროსქემმონაზვნებს თავიანთი ხელმძღვანელობის ქვეშ ჰყავდათ ბევრი მოწაფე, რომლებიც ყოველდღიურად, მწუხრის კანონის შემდეგ, მათ თავიანთ სინდისს უხსნიდნენ. ეს მოსწავლეები მკვეთრად, გამოხატულად განსხვავდებოდნენ მათგან, ვინც თავის ნებაზე ცხოვრობდა.

მოსალოდნელი აღსარების ფიქრი, როგორც ჩანს, მათი ქცევის მუდმივი დარაჯი იყო, თანდათნობით სიფხიზლეს ასწავლიდა, ხოლო აღსარებამ გახადა ისინი გონებამოკრებილები, გამუდმებით წმინდა წერილში ჩაღრმავებულები, სისტემურები, ასე ვთქვათ, ბერები. ყოველდღიური აღსარება, ანუ სინდისის ყოველდღიური გაცხადება და შემოწმება უძველესი სამონაზვნო გადმოცემა და საქმიანობაა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2024, 10:45 AM
პოსტი #4316


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1828-29 წლების ზამთარი პლოშჩინის უდაბნოში გავატარე. იმ დროს იქ ერთი ხიბლში მყოფი მონაზონი ცხოვრობდა. მან მარჯვენა მოიჭრა, ეგონა, რომ ამის სახარების მცნება შეასრულა და, ვინც ყურს დაუგდებდა, ყველას უყვებოდა, რომ მისი მოკვეთილი ხელი წმინდა ნაწილად იქცა, რომ იგი ინახება და თაყვანიცემა მოსკოვის წმინდა სვიმეონის მონასტერში, და რომ იგი აქ, პოშჩინის უდაბნოში, ან 500 ვერსის მანძილზე გრძნობს, როდესაც წმინდა სვიმეონის მონასტრის არქიმანდრიტი და ძმები ამ ხელს ემთხვევიან ხოლმე. აქ მონაზონი ცახცახს იწყებდა და ხმამაღლა ქშინავდა: თვითონ ეს ლოცვის შედეგად ეჩვენებოდა, მაყურებელს კი გაუკუღმართებულ მდგომარეობად წარმოუდგებოდა, რაც მხოლოდ სიბრალულისა და დაცინვის ღირსია. მონასტერში მცხოვრები ობოლი ბავშვები ერთობოდნენ ამ სანახაობით და მონაზვნის თვალწინ იმეორებდნენ მის მოძრაობებს. მონაზონი ბრაზდებოდა, ხან ერთ ბავშვს დაედევნებოდა, ხან მეორეს, და თმით ითრევდა. მონასტრის ვერც ერთმა გამოცდილმა ბერმა ვერ შეძლო მისი დარწმუნება, რომ ხიბლის მდგომარეობაში იმყოფებოდა და სულიერი აშლილობა სჭირს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2024, 11:15 AM
პოსტი #4317


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დღესდღეობით, როდესაც ცდუნებები და ცოდვით დაცემები სოფლად გამრავლდა, როდესაც ადამიანის ძალა დაიშრიტა ცდუნებების ძალით, რომლებიც გავრცელდა და სამყარო მოიცვა, როდესაც ცოდვილობის გაცნობიერება და შეგრძნება და მისგან განთავისუფლების სურვილი ყველა ადამიანში ჯერაც არ გამქრალა, მონასტერში შემოსულთა უმრავლესობა ცოდვითი ტვირთის ჩამოსახსნელად შემოდის. უკვე წმინდა იოანე კიბისაღმწერელი უწოდებდა მონასტერს საავადმყოფოს; მონასტერმა მით უმეტეს ახლა შეიძინია ეს ხასიათი“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2024, 12:05 PM
პოსტი #4318


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სქემაზე ბევრი ჯვარია გამოსახული, რაც იმას ნიშნავს, რომ სქემოსანი ჯვარცხმულია, ჯვარზეა გაკრული და განძრევა არ შეუძლია“.

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2024, 01:34 PM
პოსტი #4319


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ბერის არსებითი მოღვაწეობა არის ლოცვა, როგორც ის საქმიანობა, რომელიც ადამიანს ღმერთს აკავშირებს. ყველა, დანარჩენი საქმიანობა არის ან მოსამზადებელი, ან ხელისშემწყობი საშუალება ლოცვისათვის, ანდა ეძლევათ მათ, ვისაც თავიანთი ზნეობრივი უძლურებისა ანდა გონებრივი შესაძლებლობების ნაკლოვანების გამო არ შეუძლიათ ლოცვას სავსებით მიეცნენ. ღირსი მარკოზ მოსაგრე ამბობს: „ვისაც ლოცვაში ყოფნას ვერ უძლებს, მათთვის კარგია მსახურებაში ყოფნა (მორჩილებით შრომა და ხელსაქმობა), რათა ერთსაც და მეორესაც არ მოაკლდნენ; მაგრამ მათ, ვისაც შეუძლიათ, უმჯობესია უმჯობესზე ზრუნავდნენ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2024, 11:32 AM
პოსტი #4320


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გისურვებთ ყოველივე კარგს, გარეგანსა და, მით უმეტეს, შინაგანს. უფალმა შეგინარჩუნოთ კეთილი მონაზვნური განწყობილება“.

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2024, 11:03 AM
პოსტი #4321


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მრავალი თვალსაზრით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ აღვფთოვანდეთ ძველი ბერების ცხოვრებითა და ქმედებით, მაგრამ არაფრით არ შეგვიძლია მათ მივბაძოთ; ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ღვთის სასწაულად მივიჩნიოთ ისინი და მათ გამო ვადიდოთ ღმერთი, რომელმაც სუსტ ადამიანებს მიუწვდომელი ძალა და სიწმინდე მისცა.

ასეთ ქმედებებს მიეკუთვნება ბრძოლის მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ ბერმონაზვნობის პირველი საუკუნეების წარმატებული ბერები სიძვის გულისსიტყვებისა და ოცნებების წინააღმდეგ. ისინი თავდაპირველად არ უწევდნენ წინააღმდეგობას გულისსიტყვას, არამედ უშვებდნენ, რომ მას გარკვეულად ემოქმედა, მათი გამოთქმით, „შემოსულიყო“ და შემდეგ ებრძოდნენ.

სანამ ღირსი პირმენ დიდი სრულყოფილებას მაიღწევდა, ცდილობდა ესწავლა მისი თანამედროვე წმინდა ბერების რჩევებითა და მითითებებით. იგი რჩევისთვის მიმართავდა პანეფოსში მდუმარე აბბა იოსებსაც. ერთხელ პიმენმა ჰკითხა აბბას: „რა უნდა გავაკეთო, როცა გულისთქმები მომადგებიან? უნდა გავუწიო მათ წინააღმდეგობა, თუ შემოვუშვა?“ - ბერმა უპასუხა: „შემოუშვი და შეებრძოლე“.

ასეთი პასუხი რომ მიიღო, პიმენი დაბრუნდა სკიტში, სადაც იგი მდუმარებდა. ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ სკიტში ერთი თებაიდელი ბერი მივიდა; იგი ძმებს უამბობდა: „ვკითხე აბბა იოსებს: „თუ გულისთქმები მომადგებიან, უნდა გავუწიო მათ წინააღმდეგობა, თუ შემოვუშვა?“ და მან მითხრა: „არაფრით არ დაუშვა გულისთქმების შემოსვლა, არამედ დაუყოვნებლივ მოიკვეთე“.

როცა აბბა პიმენმა გაიგო, რომ მამა იოსებმა თებაიდელ ბერს ასე უთხრა, კვლავ მივიდა მასთან პანეფოსში და უთხრა: „აბბა! მე არ დამიმალავს შენგან ჩემი ფიქრები, მაგრამ შენ მე ერთი მითხარი, თებაიდელ ბერს კი მეორე“. უხუცესმა უპასუხა: „ნუთუ არ იცი, რომ მიყვარხარ?“ – „ვიცი“, - უპასუხა პიმენმა. „შენ არ მითხარი“, - განაგრძო ბერმა, - „რომ გითხრა ის, რასაც ვეტყოდი ჩემ თავს? როცა გულისთქმები მოგადგება და მათ შემოსვლას დაუშვებ, შემდეგ ბრძოლას უწყებ და ამით უფრო დახელოვნებული ხდები. ეს ისე გითხარი, როგორც საკუთარ თავს. მაგრამ როცა გულისთქმები ახალბედებს მიადგებიან, მათთვის მათი შეშვება სასარგებლო არ არის; მათ დაუყოვნებლივ უნდა უარყონ ისინი.

მსგავს ვითარებაზე თავად პიმენ დიდის პასუხებიდან, როდესაც ის უკვე მონაზონთა წინამძღვარი, მოძღვარი გახდა, ირკვევა, რომ სიძვის გულისსიტყვების შემოშვება ეკრძალებოდათ ბერებს, რომლებიც ვნებას თანაუგრძნობდნენ, ხოლო ნებადარეთული იყო იმ ბერებისთვის, რომელიც ზეციურ ცხოვრებას მისდევნენ. ამ ქმედების არსებობა იხსნება, საერთოდ, იმ დროის ბერ-მონაზვნობის ამაღლებული სულიერი წარმატებით: აშკარაა, რომ ასეთი ღვაწლისათვის აუცილებელია უვნებო მდგომარეობა.

შემდგომი მამების მიერ, სავარაუდოდ, სამწუხარო გამოცდილების შედეგად, ეს ქმედება ყველა ბერისათვის სავსებით აიკრძალა, როგორც ძალიან საშიში. „არ დაუშვა“, - თქვა წმიდა ისააკ ასურმა, - „რომ შენი გონება გამოიცადოს სიძვის გულისსიტყვებით ან იმ პირების ოცნებებით, რომლებსაც გავლენა აქვთ შენზე, იმ ვარაუდით, რომ ისინი ვერ გძლევენ; იმიტომ, რომ ამგვარად დაბნელდნენ და გამასხარავდნენ ბრძენნი. ჩვენთვის აუცილებელია ამ დარიგებას მივყვეთ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2024, 10:47 AM
პოსტი #4322


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორ მოიქცეს ბერი, რომელსაც ღამით დემონები აწუხებენ? - ისე მოიქცეს, როგორც არის. არაფერი არ დაუმატოს. ყოველგვარი შიში განაგდოს და ამას მშფოთვარებისა და სიმხდალის გარეშე შეხვდეს. თავი დაიცვას პირჯვრითა და ლოცვით... შეანერწყვოს მათ, გალანძღოს და ჯოჯოხეთში გაგზავნოს... წმინდა ანტონის ცხოვრებაში არის ამის გაკვეთილები. მოძებნეთ და წაუკითხეთ ბერს. მთავარია, არ გამოიჩინოთ სიმხდალე და უფლის ძალის შეგრძნებით განდევნოთ ისინი“.

/წმ. თეოფანე დაყუდებული/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2024, 11:37 AM
პოსტი #4323


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დაე, დადუმდეს შენში მთელი შენი სიძველე! დაე, მხოლოდ იესომ იმოქმედოს შენში თავისი უწმინდესი მცნებებით, აზრებითა და გრძნობებით, რომლებიც ამ მცნებებიდან მომდინარეობს. თუ ამგვარად იცხოვრებ, მაშინ იესოს ლოცვა აუცილებლად იყვავილებს შენში, მიუხედავად იმისა, უდაბნოს სიღრმეში ხარ თუ ზოგადცხოვრებულთა შორის, რადგანაც ადგილი, სადაც ეს ლოცვა შესახლდება და დაივანებს, გონება და გულია, განახლებულები იმის შემეცნებით, გემოსხილვით და შესრულებით, „რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნოი და სრულ“. სახარების მცნებების მიხედვით ცხოვრება სულიერი წარმატების ერთადერთი და ჭეშმარიტი წყაროა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც გულწრფელად სურს წარმატების მიღწევა, რა გარეგან მდგომარეობაში არ უნდა იყოს იგი ჩაყენებული ღვთის გამოუკვლეველი განგებით“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2024, 12:57 PM
პოსტი #4324


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩემდა სამარცხვინოდ, უკვე 48 წელია მონასტერში ვცხოვრობ და იმდენად ვარ დაღონებული, რომ უბრალოდ არ ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ გადავირჩინო სული; თუმცა, შენ არ იფიქრო, რომ ასე თავმდაბლობის გამო ვლაპარაკობ. არანაირად, ჭეშმარიტად ასეთი ვარ.

ახალგაზრდობიდან გულმოდგინება საკმარისზე მეტი მქონდა. გარკვეული პერიოდი ჯვალოსა და ჯაჭვს ვატარებდი და ვცდილობდი, წმინდა ასკეტები მეძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე. როგორც ჩანს, ჩემი გამოუცდელობის გამო, მათი არ მესმოდა.

პირველი გულმოდგინება ძალიან ამახვილებს ყურადღების კანონზე, რომელიც სულს კლავს. არ შევხვედრივარ ისეთ მოძღვარს, რომელსაც შეეძლებოდა გულმოდგინების მხარდაჭერა და სწორად მიხელმძღვანელებდა სულიერ ცხოვრებაში. წინამძღვრის გარეშე, მხოლოდ „კიბისაღმწერლით“ მცხოვრები - „არასაიმედოა“. რადგან ყოყოჩობს.

ამიტომაც დავრჩი ცარიელი. მაგრამ არ ვდარდობ, ვსასოებ უფლის გულმოწყალებისადმი და მისკენ მივისწრაფვი მთელი ძალით. მახსენდება სახარებისეული ვენახი, რომელშიც მე-11 ჟამის მუშაკები მივიდნენ და ისეთივე ანაზღაურება მიიღეს, როგორიც მათ, ვინც დილიდან იმუშავა. ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ უფალმა ცხოვრების გატარება მონასტრის კედლებში განმიჩინა“.

/ღირსი იოანე ბალაამელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2024, 11:20 AM
პოსტი #4325


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღაზის მონასტრის იღუმენი სერიდო, ბარსანაბოს დიდის მოწაფე, დიდხანს იყო ავად, ბარსანაბოსი კი ამავე მონასტერში იყო დაყუდებული. როდესაც რამდენიმე ძმამ სთხოვა მას იღუმენის განკურნება, ბერმა უპასუხა: „ამ მონასტერში არიან მამები, რომლებსაც შეუძლიათ ილოცონ ჩემი შვილისათვის და იგი მყისვე განიკურნებოდა, ეს თვითონ მამა სერიდოსაც ვაუწყე, - მაგრამ მაშინ მოთმინების ნაყოფს ვეღარ მიიღებს. ეს სნეულება ძალიან სასარგებლოა მისთვის, რათა მოითმინოს და ღმერთს მადლობდეს“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2024, 11:05 AM
პოსტი #4326


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამონაზვნო ცხოვრებამ როცა დაკარგა თავისი ცხონების გზა, ამ დანაკარგით დაკარგა ქალწულებრივი ყოფაც და იქცა ქვეყნის უწესო მაცხოვრებლად! ბერი, როგორც ჩვენ ზემოთ ვთქვით, მონაზვნურ ცხოვრებაში წარმოადგენს მეუღლის სახეს, რომელმაც დაკარგა თავისი ძალა, და მით უმეტეს დაკარგა იგი მისმა ცოლმაც! მაშ როგორღა შეძლებს ამ ქვეყანაში იგი თავისი ძალის შენარჩუნებას?!

ქვეყანასთან მონაზვნების შედარებისას, ქვეყანა ქალის სახეა. და თუ ქმარი უძლურებაშია, მისი ცოლიც უძლური ხდება; ამდენად განა მაშინ უძლურებაში არ ჩავარდება მთელი ოჯახიც?! ანუ, ქრისტიანთა და ბერთა უკანასკნელი თაობა, რასაც წამოიწყებს, იმასვე გააკეთებენ მათი შვილებიც: ანუ მონაზონთა ახალი თაობა, იქნებიან ისინიც უსუსურები თავიანთი მშობლებივით. მამას კი სიძლიერე დააკარგვინა ოჯახზე მრავალმზრუნველობამ და საუნჯეთმოყვარეობამ; და მისი ცოლიც, რასაკვირველია, სრულიად დააუძლურა იმ სამმა ამქვეყნიურმა საქმიანობამ: მრუშობამ, სიძვამ და გარყვნილებამ, ანუ ქვეყანამ!“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2024, 10:37 AM
პოსტი #4327


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რა კარგია, რომ უფალმა მონასტერში მიგიყვანათ, თანაც ასეთ მონასტერში - ღვთის დედასთან! ახლა შეგიძლიათ კარგად გააანალიზოთ, რატომ არ სწყინდებათ მონაზვნებს და, საერთოდ, - ღვთის სახლში შეკედლებულთ. იქ უფლის ანგელოზები არიგებენ სულიერ ტკბილეულობას, რათა ამით ვიწრო და საჭირველ გზაზე მიიტყუონ. რადგან ეს არის მთავარი. სიტკბოება და ნუგეში თითქოსდა გვერდითი რამ არის. მაგრამ რაშიც უძლურნი ვართ, იმით მოგვინადირებენ“.

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

„2024 წლის 29 მარტს დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მონაზვნად აღკვეცა დედოფლისწყაროს წმინდა მიქაელ ყულოშვილის სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი მარინა (ინაშვილი) და ეწოდა მონაზონი შუშანიკი“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2024, 10:38 AM
პოსტი #4328


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ, ვინც სოფელს განვუდექით და წმინდა მონასტრებს მივაშურეთ, ამ განდგომით სათავე დავუდეთ ჩვენს ხორციელ სიკვდილსა და ქრისტესმიერ ცხოვრებას. არსებობს უეცარი სიკვდილი, არსებობს სიკვდილი ხანგრძლივი სნეულების შემდეგ. ჩვენ კი მას მერე, რაც სოფელი მივატოვეთ, ყოველდღე ვკვდებით, როგორც პავლე მოციქული იტყვის, და ამ სიკვდილში ვხედავთ ჭეშმარიტი ცხოვრების უცილობელ პირობას. ამ სოფლით განსვლისა და საუკუნო ცხოვრების დაწყების წუთი ჩვენთვის არ იქნება ისეთი უცხო და უცნაური, როგორიც მათთვის, ვინც სოფელში ცხოვრობს, მისი ხმაურითაა გაყრუებული და მასვე მიჯაჭვული გულითა და გონებით, ვისაც დავიწყნია სიკვდილის არსებობა, არ ახსოვს მარადისობა - გარდაუვალი ხვედრი ყოველი კაცისა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 215 216 217 218 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2025 - 04:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი