IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 216 217 218 219 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Oct 2 2024, 11:42 AM
პოსტი #4329


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„აღკვეცის შემდეგ, როცა მონაზონი ბრუნდება მთელი თავისი შესამოსლით უკან, დაშუვებელია რომ აღარ მოისურვოს მონოზნობა; ეს ისევე დაუშვებელია, როგორც ჯარისკაცის გასვლა ჯარიდან. მაგრამ თუ ის ასე მოიქცევა, იწოდება კიდეც მეფისგან განდგომილად; და მას მაშინვე შლიან ჯარისკაცთა სიიდან. იგივე დაემართება იმასაც, რომელმაც მოისურვა ჩაწერილიყო ზეციური მხედრიონის სიაში, შემდეგ კი ეს მოინანია, ამოეწერა და კვლავ იქცა ამქვეყნიური ცხოვრების მონად; და იწყო საქმიანობა ერში - ცოდვის ამ სიმყრალეში. როგორი ზიზღი უნდა გამოიწვიოს მისადმი ამან ზეციურ სამეფოში?! ზოგნი ამტკიცებს და ავრცელებს შეხედულებას, თითქოს ბერის მანტია ხელს არ უშლიდეს ბერს ქორწინებასა და შვილების შობაში.

არადა, ბერის მანტია ადამიანს ეძლევა თავისი დამსახურებისა და გამორჩეულობისთვის, და მას ადამიანი იღებს საკუთარი თავის გამოსაცდელად და მაშინვე იწყებს საქმიანობას დამწყები მორჩილივით. და თუ დაინახავს, რომ არ ძალუძს ყველაფერი იმის კეთება, რაც მას ეხება და მონაზვნად ყოფნა, მაშინ იგი ქორწინდება და შვილებს შობს.
ჰოი, შეშლილნო და ორგულო ადამიანებო! როგორ დაუშვით თქვენ რომ ყოფილიყავით მეფის ჯარისკაცები? როგორ შესძელით, რომ მეფის ჯარისკაცი გამხდარიყავი ტყავის საწარმოს მონა? უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: ცოდვის მონა და უსჯულოების მწარმოებელი.

აი, როგორი სახე ეძლევა მონოზვნობიდან ისევ ერში დაბრუნებულს.

მანტიის მიღება კი უკვე ნიშნავს შემდეგს: როცა გამოიცემა მეფის ბრძანება, მისი გამოცემისთანავე რიგში დგებიან თავიანთი იარაღის ასაღებად; ეს უკვე ნიშნავს მათ ომში ჩაბმას. ისიც იკიდებს იარაღს წელზე და მიჰყვება მეფის ბრძანებას, სახარებისეული სიტყვის თანახმად: „აღიღე ჯვარი შენი და მომყევი მე“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2024, 08:01 PM
პოსტი #4330


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ოდესღაც იორდანეს მიდამოებში არსებობდა მრავალი მონასტრები; ამ მონასტრებში ცხოვრობდნენ მდუმარებაში: მათ შორის იყო სამი ძმა, ანუ ბერი, რომლებიც მორჩილებდნენ ერთ კეთილმოქმედ მდუმარე ადამიანს, რომელიც იყო წმინდა სულის მქონე. ეს უკეთილშობილესი ხუცესი ძალიან მოშურნეობდა იმისთვის, რომ ეს ადამიანები გამოეხსნა მარადიული სატანჯველებისაგან და იგი მთელ თავის ძალისხმევას მიმართავდა მათ გადასარჩენად. მაგრამ ამ უგუნურებმა ვერ გაიაზრეს ეს და გამუდმებით წუწუნებდნენ თავიანთ ხუცესზე. ამბობდნენ, რომ ის სასტიკი და არგულმოწყალეა, და ათას სხვა რამეებსაც ამბობდნენ მასზე.

სულ ცოტა ხანში მიიცვალა ეს ხუცესი და ისინი დარჩნენ მარტონი. თავიანთი ტრადიციისამებრ, ერთ-ერთმა მათგანმა მალე დაიკავა მისი ადგილი და იწყო დარღვევა იმ განაწესისა, რაც დაადგინა ხუცესმა. ამით მას უნდოდა, გამოეჩინა ისეთი გულმოწყალება, რომელიც მისი აზრით, არ გააჩნდა ხუცესს. დანარჩენი ორნი კი ადიდებდნენ ღმერთს იმისთვის, რომ ხუცესად ჰყავდათ თავიანთი სულის შესაფერისი ადამიანი; თუმცა არც მათი დიდება არ იყო მიმართული ღმრთისკენ; მათში უფრო იგრძნობოდა ღმრთისადმი ზიზღიც კი იმის გამო, რომ ისინი იყვნენ თითქოს მოძულებულნი და მიტოვებულნი ღვთისგან! და ასე გადაეშვნენ ისინი ვნებების ჭაობში. მათი ახალი ხუცესი კი არაფერს უშლიდა მათ, რომ მათ თვალში ძალიან სათნო და თავმდაბალი გამოჩენილიყო. არადა სინამდვილეში იგი შინაგანად მთლიანად ჩაფლული იყო სიამაყეში, და მხოლოდ ის აფიქრებდა, რომ იღუპებოდა; თუმცა იმაზე სულაც არ ზრუნავდა, რომ თავი გადაერჩინა.

და რა გამოვიდა ამისგან?

როგორც კი აღესრულა ეს ბოროტი ხუცესი და იგი დაასაფლავეს, მიწამ არამცთუ არ მიიღო იგი, არამედ სამჯერ ამოისროლა სამარიდან ზემოთ. გაოგნებული მოწაფეები მსჯელობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და ამ ფიქრებში მოევლინათ კიდეც ანგელოზი, რომელმაც ბრძანა, შეეკრიბათ ადამიანები და მოეყვანათ ერთი ძუკნა ძაღლი; ასეც მოიქცნენ. მერე ძაღლი მასთან ერთად მიაბარეს მიწას, რომ იგი მიეღო მიწას ძაღლად და არა ბერად, რადგან იგი არ იცავდა თავისი კეთილშობილი მოძღვრისგან დადგენილ იმ წესებს, რომელიც მას უნდა გადაფარებოდა საფარველად.

უხუცესის სიკვდილის შემდეგ გარდაიცვალნენ მისი მოწაფეებიც, რომლებიც თავისი უხუცესივით ცოდვების მოუნანიებლად გავიდნენ ამ ქვეყნიდან და ისინიც იმავენაირად დაკრძალეს ძმებმა, ანუ სამარეში მასთან ერთად ჩაასვენეს ძუკნა ძაღლიც. მაგრამ მიწამ მაინც არ მიიღო ისინი და მყისიერად ამოყარა სამარიდან. ამის შემხედვარე ადამიანებმა ახლა უკვე აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ.

ამ დროს მათ მოევლინათ ანგელოზი, რომელმაც საშინელი გრუხუნით ამცნო: „მოიყვანეთ ამ ძუკნისგან ახლადდაყრილი ლეკვები და ჩაასვენეთ მათთან ერთად სამარეში; რადგან ისინი თავიანთი ცხოვრებით ძალიან ჰგავდნენ ამ ლეკვებს“.

და მიწამაც მიიღო ისინი ლეკვებად და არა ბერებად“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2024, 11:19 AM
პოსტი #4331


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უბრალოდ რომ ვთქვათ, სწორედ მართალთა ლოცვაზე დგას დღეს მთელი მსოფლიო, რომელიც საშინელ ცოდვაშია ჩავარდნილი, ბერმონაზონთა ღვაწლისა და ლოცვის მადლით ფეთქავს დედამიწა“.

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2024, 11:39 AM
პოსტი #4332


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შენ იცი, რომ ბოლო დროის მონაზვნები მწუხარებებით უნდა ცხონდნენ, ამიტომ გარსშემომდგარ მწუხარებებს შენი მდგომარეობისა და ცხონებისათვის უცხოდ ნუ მიიჩნევ. მონასტრის შეცვლაზე ფიქრს არ გირჩევ, სანამ თვით ღმერთის განგება არ მიგითითებს ასეთი ცვლილების დროს და მას შესაძლებელსა და მოსახერხებელს არ გახდის. ტყუილად გგონია, რომ ნაწყენი ვარ შენზე - ნაწყენი რომ ვიყო, უფლის სიტყვით აღარ გაგამხნევებდი. დაითმინე დროის სიმძიმე, რომელიც ღმერთმა დაუშვა და რომლისთვისაც საუკუნო ცხოვრებაში მოგვეგება საზღაური. ახლა არაფრის დაწყების დრო არ არის“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2024, 10:52 AM
პოსტი #4333


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნურ ცხოვრებასთან ბერ-მონაზვნის წმინდა დამოკიდებულება მდგომარეობს იმაში, რომ იგი როგორმე მთლიანად მოსწყდეს ამქვეყნიურობას, რომელიც ასე თავბრუდამხვევია. ამ თავბრუსხვევას კი ქვეყანაში იწვევს ადამიანთა მრავალმხრივი ფუსფუსი, მრავალმხრივი საზრუნავები და საუნჯეთმოყვარეობა. ეს უკანასკნელი სამი კი ზემოქმედებს ქვეყანაზეც ამგვარად: მათი ზეგავლენით უბნელდებათ ხედვა ადამიანებს და ვეღარ ამჩნევს ღმრთის მადლს. ზუსტად ასევე ბნელდება ამ სახით სამონაზვნო ცოდვებიც“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2024, 11:36 AM
პოსტი #4334


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამბობენ: მონაზვნობისგან არანაირი სარგებელი არ არისო. განა ცოტა სარგებელი იყო და არის მამა სერაფიმესგან? ამის მიხედვით იმსჯელეთ სხვებზეც. მატერიალური ინტერესების იქითაც გააფართოვეთ არეალი იმისა, თუ რა არის სასარგებლო... ამაში ჩართეთ ღვთისმოსაობა, კეთილზნეობა, გულის სიწმინდე, და გადაწყვიტეთ, ვისგან უნდა მოელოდეთ სარგებელს ამ არცთუ მცირე საქმეებში! და ქრისტიანობას რა სურს? „ზეცისას ეძიებდეთ... ზეცისას ფიქრობდეთ... სიცოცხლე თქვენი დაიფარა ქრისტესთან ერთად ღმერთში“ და ა.შ. ზუსტად ეს არის მონაზვნობა... შავი ანაფორა და ბარტყული კი არ არის მონაზვნობა, თუნდაც მონასტერში ცხოვრება... ყველაფერი ეს რომც შეიცვალოს, მონაზვნობა უკუნისამდე დარჩება... სანამ დედამიწაზე იქნება ქრისტიანი ადამიანი“.

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2024, 11:11 AM
პოსტი #4335


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი რჩევის გზა, რომელსაც წმ. მონაზვნები ადგნენ, და ჯერ ვნებებისაგან განწმენდას აღწევდნენ, მერე კი მადლისმიერი ნიჭების ღირსნიც ხდებოდნენ. „ხოლო ვაი მას, ვინც მარტოა“, თქვა წმ. იოანე ოქროპირმა (თავის მხრივ, იგი ეკლესიასტეს დაესესხა).

ბეთსაიდელი განრღვეული, თუმცა სხვა მრავალ ავადმყოფს შორის იწვა, მაინც თავის მარტოობას უჩიოდა - „კაცი არა მყავსო“. ამ კაცის მდგომარეობას ჰგავს იმ ბერ-მონაზონთა ყოფაც, ხალხმრავალ მონასტრებში რომ ცხოვრობენ, მაგრამ სულიერი განსაცდელების ჟამს ვერავისთვის მიუმართავთ რჩევის საკითხავად. რჩევის მიცემა კი მხოლოდ მას ძალუძს, ვისაც თვითონ ჰქონია ურთიერთობა გამოცდილ მამასთან და სულიერ სალმობათა კურნება მიუღია.

ამას ამბობს ღირსი კასიანე რომაელი, რომელმაც ეს დიდი ეგვიპტელი მამებისგან ისწავლა. ამიტომ კარგი იქნება ამბა დოროთეს დარიგებებს ჩაუღრმავდეთ - მან შესანიშნავად აღწერა ეს გზა და დაამტკიცა, რომ ყველა წმ. მამა ამ გზით მიდიოდა, და რომ სხვაგვარად სულის ცხონება ძალიან გაჭირდება. კითხვას თან დაურთეთ შინაგანი ლოცვა უფალ იესო ქრისტეს მიმართ, რათა სიცრუის გზას აგარიდოთ და გიჩვენოთ გზა, რომლითაც უნდა იაროთ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2024, 10:14 AM
პოსტი #4336


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა და ქვეყანა წარმოადგენს ადამიანისთვის ოჯახს. ამ ოჯახში თუ ქმარი ბრძნულად საქმიანობს, ამასვე გააკეთებს მისი ცოლიც - უკვე მათ ერთობლივ ცხოვრებაშიც. ასე, რომ ქმარს ერთგვარად ჭკუაზეც კი მოჰყავს ცოლი, ანუ ზნეობრივს ხდის მის ცხოვრებასაც. ამიტომაც ვამბობთ: თუ ბერები ცხოვრობენ წმინდა განაწესით, მაშინ ქვეყანაც ფხიზლდება და ხდება ზნეობრივი“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2024, 10:56 AM
პოსტი #4337


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ადამიანები ზოგჯერ კოღოსგან სპილოს შექმნიან და მხოლოდ უძლურებას ხედავენ, სენაკში დაღვრილი ცრემლის შესახებ კი არ შეუძლიათ იცოდნენ და არც ძალუძთ განმარტოებული ბერი ცხოვრებაში შეღწევა“.

/ღირსი იოანე ბალაამელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2024, 10:34 AM
პოსტი #4338


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც თეოფილე, ალექსანდრიის პატრიარქი, ნიტრიის მთაზე მივიდა, ჰკითხა იღუმენს, რომლის ხელმძღვანელობითაც ათი ათასამდე ბერი მოღვაწეობდა: „მამაო, რა ჰპოვე ყველაზე მთავარი მონაზვნურ ცხოვრებაში?“ „საკუთარი თავის განუწყვეტელი განსჯა და ყვედრება“, მიუგო ბერმა. „ასეა, - თქვა პატრიარქმა, - სხვა გზა ცხონებისა არ არსებობს“. თქვენც შეითვისეთ ეს ადვილი საქმე, რადგან მას ძალუძს სულში სიმდაბლის, მასთან ერთად კი ნუგეშინისცემისა და ქრისტესმიერი მშვიდობის დამკვიდრება, რომელშიც ჰპოვებს განსვენებას სულიერი ღვაწლისაგან ყოველი დამაშვრალი. მშვიდობას, სულიერ ნუგეშინისცემასა და ცხონებას გისურვებთ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2024, 10:48 AM
პოსტი #4339


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დიახ, იმ დროინდელი მამები მართლაც ბრწყინავდნენ თავიანთი სამონაზვნო ცხოვრებით, მაგრამ დღევანდელი ბერ-მონაზვნები ამ დროს ანდომებენ თავიანთ შემოსვას ნივთიერი სამყაროს სხვადასხვა ძვირფასეულობებით და ასე ზრუნავენ ამქვეყნიურ საგნების შესაძენად, ფუსფუსებენ და ბევრს ზრუნავენ, განძის დასაუნჯებლად, არადა იმას ვერ კი გრძნობენ, როგორ უცარიელდებათ თავიანთი ცხოვრება ყოველგვარი სულიერებისგან (ანუ, ასე რომ გაირყვნა მათი სამონაზვნო ცხოვრება)“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 13 2024, 01:29 PM
პოსტი #4340


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერს არ უნდა ჰქონდეს აზროვნებაში, თითქოს ის რაღაც ქონებას ფლობს“.

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 14 2024, 12:11 PM
პოსტი #4341


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ქალაქის სიახლოვეს ცხოვრობდა დაყუდებული ბერი, რომელსაც ღვთისაგან მჭვრეტელობის ნიჭი ჰქონდა. იმ ქალაქში იყო ყველა მაცხოვრებლისთვის ცნობილი მეძავი. ერთხელაც დაყუდებული ბერი ხედავს ქალაქში არსებული ქალთა მონასტრიდან ზეცისკენ გადაჭიმულ ნათელ გზას, რომელზეც მიდის სული სიხარულითა და ანგელოზების წინამძღოლობით და ზეცის ბჭეებს უახლოვდება.

მან თავისი მოსწავლე გაგზავნა ქალთა მონასტერში, რომ გაეგო, იქ ვინ წარდგა. დაბრუნებულმა მოსწავლემ მოიტანა ამბავი, რომ მონასტერში არავინ აღსრულებულა, არამედ მონასტრის კედლებთან უცერად აღესრულა ცნობილი მეძავი, რომელიც იქ ქალაქიდან მივიდა.

დაბნეულმა დაყუდებულმა ღვთისადმი ლოცვა დაიწყო, რომ ღმერთს მისთვის ხილვა აეხსნა. „მართალია“, - იყო ბერისადმი ღვთის პასუხი, - „შენ ნახე ზეცისკენ აღმავალი სული ქალისა, რომელიც მეძავი იყო. მან მტკიცედ გადაწყვიტა მოენანიებინა და გამოსწორებული და წავიდა მონასტერში, რადგან მასში შესვლა განიზრახა. ის, რომ იგი მონასტრის კარიბჭესთან აღესრულა, ისე, რომ განზრახვის შესრულება ვერ მოასწრო, ეს ღვთის გადაწყვეტილებით მოხდა. მაგრამ მისი განზრახვა ღმერთმა საქმედ მიიღო“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 15 2024, 11:47 AM
პოსტი #4342


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი დროის ადამიანებმა, წარღვნამდელი ადამიანებივით, დაკარგეს კიდობნისაკენ და ცხონებისაკენ მიმავალი სამონოზვნო გზა, ანუ მათ არ სურთ, იარონ ამ გზით, რომელიც სინანულისა და ცხოვნების გზად დაგვისახეს ჩვენმა უძველესმა მამებმა. რატომ დაესხა თავს ახლანდელ ადამიანებს, ძველი ადამიანების მსგავსად, კვლავ დაღუპვის დედოფალი, შვიდთავიანი უსჯულოება, მრავალსაზრუნავიანი სიძუნწე?! იმიტომ ხომ არა, რომ რაც უფრო შორს მიიწევენ, მით უფრო ცუდები ხდებიან და მცირეოდენადაც არ ეცხებათ სიკეთე?!

პირიქით, უფრო და უფრო ირყვნებიან წარღვნამდელი ადამიანების მსგავსად. ისმინეთ, კურთხეულნო მღვდელმონაზონნო, და თქვენც, ღირსნო, თქვენც ღირსეულნო ბერებო! რადგან ამიერიდან სულ მუდამ ფხიზლად უნდა იყოთ, და ამას მე თქვენ, ღირსი ნოესავით გეუბნებით და გაუწყებთ: „გაფრთხილდით, რომ მოულოდნელად არ დაიღუპოთ!“

თქვენ მცველად შემდეგში უნდა გაიხადოთ ყოველგვარ ერულ საზრუნავისგან გაქცევა! გაექეცით მრავალსიტყვაობას, განკითხვას, რომ ერთად იყოთ ურთიერთ სიყვარულსა და ერთსულოვნებაში ერთმანეთის მიმართ; გაექეცით მრავალფეროვან კერძებს! მოიკრიბეთ გონება მონაზვნურ საქმიანობაში, ანუ ლოცვაში, შეინარჩუნეთ ქალწულება, სიწმინდე, გაექეცით თავშეუაკვებლობას.

გაექეცით, გაექეცით, ყოვლადპატიოსანნო, ხორციელ ვნებებს, უწმინდურობებს, მრავალსიტყვაობას და განკითხვებს!“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2024, 10:43 AM
პოსტი #4343


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„აი, კიდევ რა: ჩვენი უყურადღებო ცხოვრებით ჩვენს თავს კი არ ვუყურებთ, არამედ სხვას და სხვებისგან მოვითხოვთ, რომ გამოსწორდნენ, თავად კი გამოუსწორებლები ვრჩებით - ზოგჯერ ხდება ცილისწამება და მისი სამწუხარო შედეგები. მაგალითს მოვიყვან.

ეს იყო სამხრეთში, დედათა მონასტერში; იქ 400 მონაზონი ცხოვრობდა. მოდიოდა თერძი, რომელსაც მონასტრის მიღმა ერთი მორჩილი ქალი შეხვდა. თერძმა უთხრა: „სამუშაო ხომ არ გაქვთ?“ ქალმა უპასუხა: „არა, ჩვენ თავად ვმუშაობთ“. ეს საუბარი მოისმინა სხვა მორჩილმა ქალმა და, გარკვეული დროის შემდეგ, დასთან ნაჩხუბარმა სიბრაზისგან გახურებულ გულზე ცილი დასწამა მას თერძთან ამ შეხვედრის გამო.

იმის გამო, რომ ეს ცილისწამება ვერ გადაიტანა, მწუხარებისგან მდინარე ნილოსში გადავარდა და დაიხრჩო. ცილისმწამებელმა, რომელიც დაფიქრდა, რომ დას ცილი ტყულიად დასწამა და დაღუპა, თავადაც დაიხრჩო თავი.

აი, როგორი სამწუხარო ისტორიაა. ამავე მონასტერში ცხოვრობდა სულელი ისიდორა, რომელთანაც მივიდა წმინდა პიტირიმი. როდესაც მისი თავგანწირვა გამოჩნდა, მან თავმდაბლობის გამო ვერ გაუძლო ადამიანურ დიდებას, ჩუმად წავიდა და უცნობია, სად ცხოვრობდა და როგორ გარდაიცვალა. შენ, ნეტარო ისიდორა, ევედრე ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის!

ეს დედათა მონასტერი მდინარე ნილოსთან მდებარეობდა. მდინარის გაღმა ათი მონასტერი იყო, თითოეულში - ათასი მონაზონი. მონასტერს ნეტარი პახუმი წინამძღვრობდა. თითოეულ მონასტერში იყო იღუმენი. დედათა მონასტერში მსახურებას აღავლენდა ერთ-ერთი მღვდელმონაზონი პახუმის მონასტრიდან. მან იმ მორჩილთა მოხსენიება აკრძალა, რომლებიც დაიხრჩვნენ, სხვებს კი, რომლებიც ცილს სწამებდნენ, შვიდი წლით აუკრძალა ზიარება. უფალო, ამარიდე მე ადამიანთა ცილისწამება და მასწავლე შენი ნების აღსრულება!’“

/ღირსი იოანე ბალაამელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 17 2024, 12:21 PM
პოსტი #4344


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ადგილიდან ადგილზე გადასვლის მოყვარულთ წმ. გრიგოლ სინელი იმ ხეებს ადარებს, ყოველი გადარგვისას დაღუპვა რომ ემუქრებათ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ძალა კი უსათუოდ აკლდებათ. იმის მიხედვით, რასაც თქვენი წერილიდან ვგრძნობ და იქიდანაც, რაც წმინდა მამებთან წამიკითხავს, არ გირჩევთ სხვა მონასტერში გადასვლას. თქვენი სულის სარგებლად კი კარგი იქნება, ნიკიფორეს უდაბნოში გაემგზავროთ და მამა ესაია მოინახულოთ. მასთან საუბარი განუგეშებთ, თანაც ვფიქრობ, ისიც დაგიდასტურებთ ჩემი რჩევის სისწორეს. გულახდილად გეტყვით: თქვენი ფიქრები ადგილსამყოფელის შეცვლაზე ეშმაკის ბრძოლაა და სხვა არაფერი“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 18 2024, 11:45 AM
პოსტი #4345


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გასაგებია შენთვის, საიდან მოდის საერთო საცხოვრებლის უპირატესობა, რომელსაც ეს მფრინავი არსებები ადასტურებენ? ხოლო თუ მაინც არ არის გასაგები, მაშინ მოისმინეთ ამის შესახებ კიდევ ერთი ამბავი უკვე წმიდა კანდელზე, რომელიც ქრისტეს ხატის წინ ჰკიდია; ყურად იღე ეს ამბავი და გადახედე მას შენი სულიერი თვალით, რადგან ესაა ის, ანუ საერთო საცხოვრებლის სახე, და ეს უნდა იყოს შენთვის ბეჭედი; დაე, აღიბეჭდოს იგი შენს თვალსა და შენს ჭკუა-გონებაში სამუდამოდ.

მაგრამ სახელდობრ რაზეა აქ საუბარი?! კანდელზე, რომელშიც აღბეჭდილია ეს ერთი საცხოვრებელი! ეს ანაბეჭდი თავსდება და ერთიანდება კანდელში, ზეთსა და პატრუქში, რომელიც ემსახურება კანდელის ნათებას და შუქს; კანდელის ჭურჭელი მსგავსია საერთო საცხოვრებელისა, რომელიც იმ პატარა მონასტერივითაა, რომელშიც ზეთი ანუ მასში მცხოვრებ ადამიანთა კეთილი განწყობები სათნო არიან ღმრთისათვის და ასე იცხოვნებენ ისინი თავს, ხოლო პატრუქი, რომლის მეშვეობითაც ეს მადლი წვდება ცეცხლს და მას აქცევს შუქად, უკვე წარმოადგენს საერთო საცხოვრებლის მოღვაწეობისა და მორჩილების არსს, თუ ისინი სრულდებიან ყოველგვარი წუწუნისა და ჩივილების გარეშე. კარგი პატრუქის შემთხვევაში კანდელში ცეცხლი არ ილევა და არ ქრება.

ხოლო, როცა საერთო საცხოვრებელში ყოველგვარი წუწუნის გარეშე სრულდება მორჩილება, ისინი ამისთვის იმსახურებენ უფლისგან მადლს და მისი პატრუქიც ელვარებს ღვთის ამ მადლით; ეს მადლი ელვარებს ამ აზრობრივ პატრუქში მორჩილებაში თავიანთი მოკეთილი ნების ნიშნად! ზუსტად ამ კანდელის მსგავსად, რომელიც ანათებს ქრისტეს ხატს, საერთო საცხოვრებლის ყველა მცხოვრებნიც ელვარებენ ქრისტეს წინ, და ამ ელვარებით წვავენ ყველა იმ უსჯულოებას, რომლებიც მანამდე აერთიანებდა მათ ცხოვრებას; და ისინიც, ანუ მათი სულები, ზეთის შენაერთების დაწვისას იწმინდებიან და მომავალ ცხოვრებაშიც გაბრწყინდებიან მზესავით ღირსი მამის მსგავსად“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 19 2024, 11:04 AM
პოსტი #4346


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა არ არის გარედან... იგი მომდინარეობს ქრისტიანობის სულიდან და ადამინის სულის ბუნებიდანაც კი“.

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 20 2024, 11:58 AM
პოსტი #4347


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ალბათ არავინ ისე ღრმად არ ჩასწვდომია სახარებას, როგორც წმინდა მეუდაბნოე მამები. ისინი ცდილობდნენ თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი აზრებითა და გრძნობებით შეესრულებინათ სახარების მცნებები; მათი განმასხვავებელი ნიშანი იყო უღრმესი სიმდაბლე, მათი განსჯის მუდმივი საგანი - კაცის დაცემა, მუდმივი საქმე კი - საკუთარი ცოდვების გლოვა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 21 2024, 10:01 AM
პოსტი #4348


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,319
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მეომარს ამ მეომრობისთვის აჯილდოებენ შესანიშნავი მეფური საჩუქრებით, რომელთაც ძალიან უფრთხილდება და ამ საჩუქრებით უმშვენებს თავის მეომრებს მკერდს და ამით აფხიზლებს, რომ არ შეიბილწონ ისე, რომ ზემოდან მოესმეთ ხმა: მონავ ეშმაკო და ზარმაცო, სად არის თქვენი საქორწინო შესამოსელი?! ზუსტად ასევე ბერი, რომელსაც წელზე შემოკრული აქვს ცხონება და სარწმუნოების რწმენა, მთელი მისი მონაზვნური ცხოვრებით ანუ მონაზვნური ღვაწლით ძალიან უფრთხის ბოროტ საქმეებს, რომ არ შეარცხვინოს თავისი ნათლობა და არ დაალაქაოს თავისი ბრწყინვალე სქემა...

ადამიანი, რომელმაც იგემა ათასი წყვდიადის სიბოროტე, სქემის ბრწყინვალების დანახვაზე, თავს იკავებს უკვე ცოდვისგან, როცა ახსენდება თავისი აღთქმა და არ შეუძლია მისი დარღვევა, ამიტომაც მე გეუბნები შენ: არ გაიხადო სქემა, რომ არ დაგეუფლოს ამ დრო მტერი და არ იქცე შენც უდიდესი განდგომილის კერძად“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 216 217 218 219 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2025 - 08:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი