![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4341
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი ქალაქის სიახლოვეს ცხოვრობდა დაყუდებული ბერი, რომელსაც ღვთისაგან მჭვრეტელობის ნიჭი ჰქონდა. იმ ქალაქში იყო ყველა მაცხოვრებლისთვის ცნობილი მეძავი. ერთხელაც დაყუდებული ბერი ხედავს ქალაქში არსებული ქალთა მონასტრიდან ზეცისკენ გადაჭიმულ ნათელ გზას, რომელზეც მიდის სული სიხარულითა და ანგელოზების წინამძღოლობით და ზეცის ბჭეებს უახლოვდება.
მან თავისი მოსწავლე გაგზავნა ქალთა მონასტერში, რომ გაეგო, იქ ვინ წარდგა. დაბრუნებულმა მოსწავლემ მოიტანა ამბავი, რომ მონასტერში არავინ აღსრულებულა, არამედ მონასტრის კედლებთან უცერად აღესრულა ცნობილი მეძავი, რომელიც იქ ქალაქიდან მივიდა. დაბნეულმა დაყუდებულმა ღვთისადმი ლოცვა დაიწყო, რომ ღმერთს მისთვის ხილვა აეხსნა. „მართალია“, - იყო ბერისადმი ღვთის პასუხი, - „შენ ნახე ზეცისკენ აღმავალი სული ქალისა, რომელიც მეძავი იყო. მან მტკიცედ გადაწყვიტა მოენანიებინა და გამოსწორებული და წავიდა მონასტერში, რადგან მასში შესვლა განიზრახა. ის, რომ იგი მონასტრის კარიბჭესთან აღესრულა, ისე, რომ განზრახვის შესრულება ვერ მოასწრო, ეს ღვთის გადაწყვეტილებით მოხდა. მაგრამ მისი განზრახვა ღმერთმა საქმედ მიიღო“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4342
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენი დროის ადამიანებმა, წარღვნამდელი ადამიანებივით, დაკარგეს კიდობნისაკენ და ცხონებისაკენ მიმავალი სამონოზვნო გზა, ანუ მათ არ სურთ, იარონ ამ გზით, რომელიც სინანულისა და ცხოვნების გზად დაგვისახეს ჩვენმა უძველესმა მამებმა. რატომ დაესხა თავს ახლანდელ ადამიანებს, ძველი ადამიანების მსგავსად, კვლავ დაღუპვის დედოფალი, შვიდთავიანი უსჯულოება, მრავალსაზრუნავიანი სიძუნწე?! იმიტომ ხომ არა, რომ რაც უფრო შორს მიიწევენ, მით უფრო ცუდები ხდებიან და მცირეოდენადაც არ ეცხებათ სიკეთე?!
პირიქით, უფრო და უფრო ირყვნებიან წარღვნამდელი ადამიანების მსგავსად. ისმინეთ, კურთხეულნო მღვდელმონაზონნო, და თქვენც, ღირსნო, თქვენც ღირსეულნო ბერებო! რადგან ამიერიდან სულ მუდამ ფხიზლად უნდა იყოთ, და ამას მე თქვენ, ღირსი ნოესავით გეუბნებით და გაუწყებთ: „გაფრთხილდით, რომ მოულოდნელად არ დაიღუპოთ!“ თქვენ მცველად შემდეგში უნდა გაიხადოთ ყოველგვარ ერულ საზრუნავისგან გაქცევა! გაექეცით მრავალსიტყვაობას, განკითხვას, რომ ერთად იყოთ ურთიერთ სიყვარულსა და ერთსულოვნებაში ერთმანეთის მიმართ; გაექეცით მრავალფეროვან კერძებს! მოიკრიბეთ გონება მონაზვნურ საქმიანობაში, ანუ ლოცვაში, შეინარჩუნეთ ქალწულება, სიწმინდე, გაექეცით თავშეუაკვებლობას. გაექეცით, გაექეცით, ყოვლადპატიოსანნო, ხორციელ ვნებებს, უწმინდურობებს, მრავალსიტყვაობას და განკითხვებს!“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4343
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„აი, კიდევ რა: ჩვენი უყურადღებო ცხოვრებით ჩვენს თავს კი არ ვუყურებთ, არამედ სხვას და სხვებისგან მოვითხოვთ, რომ გამოსწორდნენ, თავად კი გამოუსწორებლები ვრჩებით - ზოგჯერ ხდება ცილისწამება და მისი სამწუხარო შედეგები. მაგალითს მოვიყვან.
ეს იყო სამხრეთში, დედათა მონასტერში; იქ 400 მონაზონი ცხოვრობდა. მოდიოდა თერძი, რომელსაც მონასტრის მიღმა ერთი მორჩილი ქალი შეხვდა. თერძმა უთხრა: „სამუშაო ხომ არ გაქვთ?“ ქალმა უპასუხა: „არა, ჩვენ თავად ვმუშაობთ“. ეს საუბარი მოისმინა სხვა მორჩილმა ქალმა და, გარკვეული დროის შემდეგ, დასთან ნაჩხუბარმა სიბრაზისგან გახურებულ გულზე ცილი დასწამა მას თერძთან ამ შეხვედრის გამო. იმის გამო, რომ ეს ცილისწამება ვერ გადაიტანა, მწუხარებისგან მდინარე ნილოსში გადავარდა და დაიხრჩო. ცილისმწამებელმა, რომელიც დაფიქრდა, რომ დას ცილი ტყულიად დასწამა და დაღუპა, თავადაც დაიხრჩო თავი. აი, როგორი სამწუხარო ისტორიაა. ამავე მონასტერში ცხოვრობდა სულელი ისიდორა, რომელთანაც მივიდა წმინდა პიტირიმი. როდესაც მისი თავგანწირვა გამოჩნდა, მან თავმდაბლობის გამო ვერ გაუძლო ადამიანურ დიდებას, ჩუმად წავიდა და უცნობია, სად ცხოვრობდა და როგორ გარდაიცვალა. შენ, ნეტარო ისიდორა, ევედრე ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის! ეს დედათა მონასტერი მდინარე ნილოსთან მდებარეობდა. მდინარის გაღმა ათი მონასტერი იყო, თითოეულში - ათასი მონაზონი. მონასტერს ნეტარი პახუმი წინამძღვრობდა. თითოეულ მონასტერში იყო იღუმენი. დედათა მონასტერში მსახურებას აღავლენდა ერთ-ერთი მღვდელმონაზონი პახუმის მონასტრიდან. მან იმ მორჩილთა მოხსენიება აკრძალა, რომლებიც დაიხრჩვნენ, სხვებს კი, რომლებიც ცილს სწამებდნენ, შვიდი წლით აუკრძალა ზიარება. უფალო, ამარიდე მე ადამიანთა ცილისწამება და მასწავლე შენი ნების აღსრულება!’“ /ღირსი იოანე ბალაამელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4344
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ადგილიდან ადგილზე გადასვლის მოყვარულთ წმ. გრიგოლ სინელი იმ ხეებს ადარებს, ყოველი გადარგვისას დაღუპვა რომ ემუქრებათ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ძალა კი უსათუოდ აკლდებათ. იმის მიხედვით, რასაც თქვენი წერილიდან ვგრძნობ და იქიდანაც, რაც წმინდა მამებთან წამიკითხავს, არ გირჩევთ სხვა მონასტერში გადასვლას. თქვენი სულის სარგებლად კი კარგი იქნება, ნიკიფორეს უდაბნოში გაემგზავროთ და მამა ესაია მოინახულოთ. მასთან საუბარი განუგეშებთ, თანაც ვფიქრობ, ისიც დაგიდასტურებთ ჩემი რჩევის სისწორეს. გულახდილად გეტყვით: თქვენი ფიქრები ადგილსამყოფელის შეცვლაზე ეშმაკის ბრძოლაა და სხვა არაფერი“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4345
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გასაგებია შენთვის, საიდან მოდის საერთო საცხოვრებლის უპირატესობა, რომელსაც ეს მფრინავი არსებები ადასტურებენ? ხოლო თუ მაინც არ არის გასაგები, მაშინ მოისმინეთ ამის შესახებ კიდევ ერთი ამბავი უკვე წმიდა კანდელზე, რომელიც ქრისტეს ხატის წინ ჰკიდია; ყურად იღე ეს ამბავი და გადახედე მას შენი სულიერი თვალით, რადგან ესაა ის, ანუ საერთო საცხოვრებლის სახე, და ეს უნდა იყოს შენთვის ბეჭედი; დაე, აღიბეჭდოს იგი შენს თვალსა და შენს ჭკუა-გონებაში სამუდამოდ.
მაგრამ სახელდობრ რაზეა აქ საუბარი?! კანდელზე, რომელშიც აღბეჭდილია ეს ერთი საცხოვრებელი! ეს ანაბეჭდი თავსდება და ერთიანდება კანდელში, ზეთსა და პატრუქში, რომელიც ემსახურება კანდელის ნათებას და შუქს; კანდელის ჭურჭელი მსგავსია საერთო საცხოვრებელისა, რომელიც იმ პატარა მონასტერივითაა, რომელშიც ზეთი ანუ მასში მცხოვრებ ადამიანთა კეთილი განწყობები სათნო არიან ღმრთისათვის და ასე იცხოვნებენ ისინი თავს, ხოლო პატრუქი, რომლის მეშვეობითაც ეს მადლი წვდება ცეცხლს და მას აქცევს შუქად, უკვე წარმოადგენს საერთო საცხოვრებლის მოღვაწეობისა და მორჩილების არსს, თუ ისინი სრულდებიან ყოველგვარი წუწუნისა და ჩივილების გარეშე. კარგი პატრუქის შემთხვევაში კანდელში ცეცხლი არ ილევა და არ ქრება. ხოლო, როცა საერთო საცხოვრებელში ყოველგვარი წუწუნის გარეშე სრულდება მორჩილება, ისინი ამისთვის იმსახურებენ უფლისგან მადლს და მისი პატრუქიც ელვარებს ღვთის ამ მადლით; ეს მადლი ელვარებს ამ აზრობრივ პატრუქში მორჩილებაში თავიანთი მოკეთილი ნების ნიშნად! ზუსტად ამ კანდელის მსგავსად, რომელიც ანათებს ქრისტეს ხატს, საერთო საცხოვრებლის ყველა მცხოვრებნიც ელვარებენ ქრისტეს წინ, და ამ ელვარებით წვავენ ყველა იმ უსჯულოებას, რომლებიც მანამდე აერთიანებდა მათ ცხოვრებას; და ისინიც, ანუ მათი სულები, ზეთის შენაერთების დაწვისას იწმინდებიან და მომავალ ცხოვრებაშიც გაბრწყინდებიან მზესავით ღირსი მამის მსგავსად“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4346
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნობა არ არის გარედან... იგი მომდინარეობს ქრისტიანობის სულიდან და ადამინის სულის ბუნებიდანაც კი“.
/წმ. თეოფანე დაყუდებული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4347
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ალბათ არავინ ისე ღრმად არ ჩასწვდომია სახარებას, როგორც წმინდა მეუდაბნოე მამები. ისინი ცდილობდნენ თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი აზრებითა და გრძნობებით შეესრულებინათ სახარების მცნებები; მათი განმასხვავებელი ნიშანი იყო უღრმესი სიმდაბლე, მათი განსჯის მუდმივი საგანი - კაცის დაცემა, მუდმივი საქმე კი - საკუთარი ცოდვების გლოვა“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4348
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მეომარს ამ მეომრობისთვის აჯილდოებენ შესანიშნავი მეფური საჩუქრებით, რომელთაც ძალიან უფრთხილდება და ამ საჩუქრებით უმშვენებს თავის მეომრებს მკერდს და ამით აფხიზლებს, რომ არ შეიბილწონ ისე, რომ ზემოდან მოესმეთ ხმა: მონავ ეშმაკო და ზარმაცო, სად არის თქვენი საქორწინო შესამოსელი?! ზუსტად ასევე ბერი, რომელსაც წელზე შემოკრული აქვს ცხონება და სარწმუნოების რწმენა, მთელი მისი მონაზვნური ცხოვრებით ანუ მონაზვნური ღვაწლით ძალიან უფრთხის ბოროტ საქმეებს, რომ არ შეარცხვინოს თავისი ნათლობა და არ დაალაქაოს თავისი ბრწყინვალე სქემა...
ადამიანი, რომელმაც იგემა ათასი წყვდიადის სიბოროტე, სქემის ბრწყინვალების დანახვაზე, თავს იკავებს უკვე ცოდვისგან, როცა ახსენდება თავისი აღთქმა და არ შეუძლია მისი დარღვევა, ამიტომაც მე გეუბნები შენ: არ გაიხადო სქემა, რომ არ დაგეუფლოს ამ დრო მტერი და არ იქცე შენც უდიდესი განდგომილის კერძად“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4349
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენი მონასტრული ცხოვრება ჯერ კიდევ თბილია, მაგრამ ჩვენი საძმო მობერდა, ერთ მეორეზე უფროსია. თებერვლამდე თუ ვიცოცხლე, 79 წელი მომიკაკუნებს. მეც მოვმწიფდი უსასრულობაში გადასასვლელად.
ვმადლობ უფალს, რომ ამ ასაკამდე მოვაღწიე, რომ მე, ცოდვილი, ღირსმყო, მთელი ცხოვრება მონასტერში გამეტარებინა. არ შემხებია საერო საზრუნავი, რომელიც ეშმაკობითაა აღსავსე, ამაოებით, პირმოთნეობით, სიცრუითა და ამპარატავნებით; ამ ცოდვებით განა შეიგრძნობ, თუ როდის არის შენს სულში მშვიდობა და გულჩვილობა? ვფიქრობ, რომ არა“. /ღირსი იოანე ბალაამელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4350
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონოზონი თავისი მონოზვნობით განიწმინდება“.
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო/ „2024 წლის 31 მარტს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კრისხევის წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერ-დიაკონი იოანე (მენთეშაშვილი). მღვდელ-მონაზონი იოანე დადგინდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წვიმოეთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. აქსიოს! ვულოცავთ მამა იოანეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4351
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გიორგის, ზადონელ დაყუდებულს, ორი წელიწადი ებრძოდა მონასტრიდან წასვლის აზრი. ეჩვნებოდა, რომ ეს ადგილი ნაკლებად მყუდრო იყო, რომ სხვაგან მნახველები ასე ძალიან არ შეაწუხებდნენ... ერთხელ, როდესაც კვლავ ამგვარმა ფიქრებმა წაიღეს, მას მოახსენეს, ვიღაც მგზავრს სურს შენი ნახვა, სიტყვა აქვს გადმოსაცემი სერაფიმე საროველისაგანო.
ბერმა მიიწვია სტუმარი, რომელმაც შესვლისთანავე ეს უთხრა: „მამა სერაფიმემ მიბრძანა გითხრა: გრცხვენოდეს შენ, დაყუდებულ მამას, რომ ამდენ ხანს აწუხებინებ თავს ეშმაკისაგან მოვლენილ გულისსიტყვებს. არსად წახვიდე, ღმერთს შენი აქ ცხოვრება ნებავს“. ესა თქვა თუ არა მგზავრმა, თავი დაუკრა და გავიდა. ბერი გაოცდა, ასე მოულოდნელად რომ ამხილეს მისი საიდუმლო გულისსიტყვები. როგორც კი გონს მოეგო, მესენაკე გაგზავნა სტუმრის უკან მოსაბრუნებლად, იმან კი ამაოდ ეძება მგზავრი მონასტერშიც და მის გალავანს გარეთაც - ვეღარსად ნახა. ვინ იყო იგი? მოდი, მოვეშვათ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას და მისი ვინაობის კვლევას ნუ დავიწყებთ. ამ ამბავში ჩვენთვის მთავარი სხვა რამეა: თუ რაღაც გულისსიტყვა დიდი ხნის მანძილზე გვაწუხებს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი ჭეშმარიტია. და მაინც, სად არის ის სანუკვარი მოსვენება, ასე რომ ესწრაფვის ჩვენი გული - არ შეუძლია არ სწყუროდეს და არ დაეძებდეს? იგი ქრისტეს ჯვარშია დაფარული და სხვაგან ამაოდ დავუწყებთ ძებნას“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4352
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ოდესღაც უდაბნოში ცხოვრობდა ერთი კეთილშობილი, მდუმარე და მკაცრი ხუცესი თავის მორჩილთან ერთად; თავისი უკიდეგანო სიმკაცრით იგი ხშირად სჯიდა თავის მორჩილს. აღზრდის წესსად მას კი ასეთი რამ ჰქონდა დადგენილი: მზის ჩასვლის შემდეგ იგი უწყობდა თავის მორჩილს გამოკითხვას, თუ რას იქმოდა იგი მთელი დღე; ამის შემდეგ ორივენი კითხულობდნენ მწუხრის ლოცვებს. მერე საშინელი განსაცდელებით გამოცდიდა ხოლმე თავის მორჩილს, რომ მას მისთვის არ დაემალა არცერთი უჯერო სიტყვა, არცერთი უჯერო საქმე, არცერთი ზრახვა; და თუ გაიგებდა, რომ რომელიმეში მორჩილმა შესცოდა, ადებდა კანონს, ანუ მონანიების ეპიტიმიას.
და ისინი ორივენი (ანუ ხუცესიც და მორჩილიც) დგებოდნენ მთელი სამი დღე-ღამის განმავლობაში მთელი ღამეების სალოცავად; შემდეგ ხუცესი უკითხავდა მორჩილს შენდობის ლოცვას; მერე ორივენი იწყებდნენ ხელსაქმობას. ხელსაქმეს კი მათთვის წარმოადგენდა სკვნილების კეთება. ხუცესს ჩვევად ჰქონდა დღეში გაეკეთებინა ერთი სკვნილი მაინც; ამას იგი აკეთებდა ლოცვით. სასიკვდილო ცოდვად კი ითვლებოდა შემდეგი: თუ მორჩილის გამოკითხვისას ის შეიტყობდა, რომ მორჩილი ხუცესის კურთხევის გარეშე გამოსუბრეობდა რომელიმე ძმათაგანს. საუბრად კი ითვლებოდა ისიც, რასაც წარმოთქვამენ ჩვეულებრივი პასუხები, რომლითაც ის პასუხობდა თავდაუხრელად, პირდაპირ სახეში ცქერით; განსაკუთრებით კი ხუცესი მას სცდიდა მდუმარებაში; აკვირებოდა მას საუბრების დროსაც, თუ რა სახით მდუმარებდა იგი და როგორ ესაუბრებოდა ასკეტ ძმებს; ხომ არ ჩავარდა იგი განკითხვაში, ურთიერთ გამოხედვებში, ბოროტსიტყვაობაში, უქმმეტყველებაში და როცა შეიტყობდა ამ ცოდვებზე, მისთვის დადებულ სამ დღიან კანონს ხუცესიც ასრულებდა მასთან ერთად. და ისინი ასე ერთად იწვრთვნებოდნენ; თუმცა განა ვინმეს ძალუძს ყველაფერი ამის ატანა და ასეთი სიმკაცრით აღზრდა?! ისინი კი ამას ამატებდნენ, როგორც აღვნიშნეთ, მთელი სამი დღე-ღამის განმავლობაში ერთობლივ ლოცვებს. ასე რომ მან თავისი მოწაფეებისაგან მიიღო წოდებები: „უსასტიკესი“ და „უმკაცრესი“. ცოტა ხნის შემდეგ, მასთან ჩამოვიდა სტუმრად ერთი პალესტინელი მორჩილი. იგი კარგად იყო გათვიცნობიერებული ფილოსოფიაში, იცოდა ბევრი რამ იმ მამებზეც, რომლებიც მდიმარებაში ცხოვრობდნენ და ყველაფერ ამას როგორ აკეთებდნენ. მას მოეწონა ასეთი ცხოვრება და მიიჩნია თავისთვის შესაფერისად. ის მივიდა იმ მკაცრ ხუცესთან, წერილობითაც და უწერილოდაც (ან მან აიღო პასუხისმგებლობა, როგორც წერილობით, ასევე მთელი თავისი არსებით - უწერილოდ, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაეწია მისთვის მორჩილება. იგი სიმდაბლით იტანდა მისგან ყველანაირ სიმკაცრეს და სიბრძნით ეუბნებოდა თავის თავს: ხორბლის თესლს თუ არ დასთეს მიწაში, ვერ გამრავლდება; ხოლო თუ გამრავლებული თესლი მერე არ დაიფქვება წისქვილში, ვერ მიიღებთ ფქვილს; ფქვილი, ვიდრე არ აფუვდება ცომად საფუარში, მანამდე ვერ შეიდგმება გახურებულ ღუმელში, ის ვერ მიიღებს პურის თვისებებს, და ტრაპეზზე პურად არ დაიდება. სწორედ ამის მსგავსია მორჩილი. თუკი იგი არ დაიმორჩილებს საკუთარ თავში თავის ადამიანობას, ვერ მიიღებს ხსნას; ამასთან ერთად, თუ იგი არ დაითმენს სიმკაცრეს (თავისი ხუცესისგან) თავისი ხსნის საქმეში, მაშინ მას ვერ უწოდებენ ცხონებისთვის მებრძოლ ადამიანს; და თუ ასეთი მებრძოლი ადამიანი არ დადებს თავის სულს ამ სიმკაცრეების გადასატანად, და არ გაოიწვება მასში შეურაცხყოფატა გადატანის დვრიტა, ვერ მიიღება მისგან კარგად გამომცხვარი პური. და ვერ დაიდება იგი ტრაპეზე და გამოდგება მხოლოდ ღორებისთვის გადასაყრელად. და ცომიც თუ არ აფუვდება მისგან, მაშინ ვერ მოხვდება სატრაპეზოში გამოსაცხობად და მას მაშინვე უყრიან ღორებს; ამდენად სჯობს, რომ თავადვე გამოვცადო ჩემი თავი ჩემივე ცხოვრების სიმკაცრით და ამ კეთილი ხუცესის მეშვეობით, სანამ არ ვქცეულვარ ღორების კერძად“. მორჩილი ყოველთვის ასე ესაუბრებოდა თავის თავს, სანამ არ განისვენა ღმერთში. დილით ხუცესი წავიდა მის საფლავზე, და როცა თვალი მოჰკრა საფლავს, შესძახა: „შვილო ჩემო, სადა ხარ?!“ იმავე წამს კეთილსურნელებით აივსო საფლავი, დამსკდარი მიწის ჭრილებიდან ამოვიდა კეთილსურნელება! სწორედ ეს იყო მისი პასუხი და იგი ამით ამბობდა: „აქ ვარ მამაო, დამშვიდდი და ნუ გეშინია, რამეთუ დაუჩილვლელად და მედგრად გადავიტანე ბოლომდე შენი მოცემული მცნებები; ამიტომ მე არ მივიღე სიკვდილი, და განვისვენე ანგელოზთა შორის! ასე, რომ ნუღარ ტირი, დაითმინე შენც (ბოლომდე) დაითმინე შენივე სიმკაცრე, ჩემსავით!“ ამ სიტყვების შემდეგ დაიხურა სამარე, გაქრა კეთილსუნრელებაც და ღვთის წყალობით ხუცესიც დაბრუნდა თავის სენაკში. ხედავ, როგორ ცხონდა ხუცესი თავისი მორჩილის მოთმინებითა და მისი უკიდურესი მორჩილებით?“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4353
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სქემისკენ ნუ ჩქარობ - ის ვერ შეგძენს სულიერ წარმატებას, თუ მაინცდამაინც ჯვრებიანი სამოსის მალე ჩაცმის სურვილი გაქვს? მხოლოდ „ერთი სახმარისთვის“ (სახარება) იღვაწე, დანარჩენი თავისით იქნება“.
/ღირსი იოანე ბალაამელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4354
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დილით სანთლებისა და კანდელების შუქზე ვლოცულობდით, სანახევროდ ჩაბნელებულში ძილი უფრო მეტად გვერეოდა. როგორც კი ბერი [სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო] სადმე გავიდოდა, მაშინვე კარებს ან კედელს ვეყრდნობოდით და იქ ვიდექით, თავს ვაკანტურებდით. მაგრამ საკმარისი იყო, ზურგს უკან მამა ვიტალის სუნთქვა გვეგრძნო, მაშინვე ვსწორდებოდით, ვითომც არაფერი მომხდარიყოს! ბერი ყველას გვერდს აუვლიდა და გვიყურებდა, როგორ ვლოცულობდით. ლოცვის შემდეგ ჩვენს „წმენდას“ იწყებდა:
-შენ ასე იდექი... შენ კი ფიქრობდი... შენ რატომ ფიქრობ სახლზე? გულში მიკვირდა: „მამაო, მე ხომ თქვენთვის ეს არ მითქვამს!“ მამა ვიტალი 14 წლის ასაკში წავიდა ღვთის საძიებლად: სახლი და დედა მიატოვა. შინ კი ამ დროს ძალზე ბევრი სამუშაო იყო - ან შემოდგომაზე წავიდა, ან გაზაფხულზე (ამის შესახებ თავად გვიამბო). ამიტომაც მუდამ გვეჩხუბებოდა, რომ სახლს ვიხსენებდით. -რაო, სულ სახლზე რომ ფიქრობთ? ღმერთს უნდა ეძიებდეთ!“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4355
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეგვიპტის მონასტრებში მცხოვრები ღირსი მამები, რომლებსაც იოანე სინელი აღწერდა, ეუბნებოდნენ მას: „ამაოების შუაგულში მოიპოვე დაყუდებული გონება, რად დიდი ნიჭია“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4356
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“კურთხეულო მღვდელმონოზონნო და ყოვლადწმიდაო ბერებო! უქმმეტყველება ადამიანს განძარცვავს უძვირფასესი ჯვრის ამ ნაყოფთაგან, ანუ სამოთხისგანაც; იგი აკარგვინებს ადამიანს სამოთხეს, რომელიც ჯვრის სასყიდლით აქვს გამოსყიდული.
ჰოი, მღვდელო! უქმეტყველებით უგალობ შენ ახლა ლიტურღიის უძვირფასესს ნაყოფს... ჰოი, მღვდელმონოზონო! როცა გამოხვალ შენს მიერ აღსრულებული ლიტურღიიდან, შეეცადე იდგე მდუმარებაში ლიტურღიის დამთავრების შემდეგ ასე სამი საათი მაინც“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4357
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“შენი ამანათი და წერილი დროულად მივიღე. ამანათისთვის მადლობის ნაცვლად უნდა გისაყვედურო - თავად ხელმოკლედ ცხოვრობ და ჩემთვის გადაგიწყვეტია ამანათის გამოგზავნა, თანაც, სქემოსნისათვის, რომელიც პურითა და წყლით უნდა იკვებოს წმინდა მამათა მაგალითით. მკაცრად გეუბნები, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს“.
/ღირსი იოანე ბალაამელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4358
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ზაფხულში ერთ დასთან ერთად ბერს [სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო] ვესაუბრებოდი. ის რაღაცას გვიყვებოდა და გვმოძღვრავდა, შემდეგ კი გვკითხა:
-ნადია, ვერონიკას შეხედე: რა აქვს არასწორად? შევხედე: თავსაფარიც და ხალათიც თითქოს სწორად ეცვა. -ყურადღებით შეხედე, - გამიმეორა ბერმა. ისევ დავაკვირდი და ვუთხარი: -მამაო, ყველაფერი წესრიგში აქვს. ვერონიკა შეცბუნდა და ფეხი მოინაცვლა. მაშინ კი მივხვდი: -გასაგებია! ფეხები არასწორად ედგა - ფეხი ფეხზე გადაედო! ამის გამო ბერი მუდამ შენიშვნას გვაძლევდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4359
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ბერი ჭეშმარიტი ქვრივია, რომლისთვისაც სოფელი მკვდარი უნდა იყოს. ბერი საიდუმლო ქვრივია!“
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4360
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერ-მონაზვნები მონასტრის გალავნის გარეთ არ უნდა გადიოდნენ“.
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 05:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი