![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4349
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენი მონასტრული ცხოვრება ჯერ კიდევ თბილია, მაგრამ ჩვენი საძმო მობერდა, ერთ მეორეზე უფროსია. თებერვლამდე თუ ვიცოცხლე, 79 წელი მომიკაკუნებს. მეც მოვმწიფდი უსასრულობაში გადასასვლელად.
ვმადლობ უფალს, რომ ამ ასაკამდე მოვაღწიე, რომ მე, ცოდვილი, ღირსმყო, მთელი ცხოვრება მონასტერში გამეტარებინა. არ შემხებია საერო საზრუნავი, რომელიც ეშმაკობითაა აღსავსე, ამაოებით, პირმოთნეობით, სიცრუითა და ამპარატავნებით; ამ ცოდვებით განა შეიგრძნობ, თუ როდის არის შენს სულში მშვიდობა და გულჩვილობა? ვფიქრობ, რომ არა“. /ღირსი იოანე ბალაამელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4350
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონოზონი თავისი მონოზვნობით განიწმინდება“.
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო/ „2024 წლის 31 მარტს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კრისხევის წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერ-დიაკონი იოანე (მენთეშაშვილი). მღვდელ-მონაზონი იოანე დადგინდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წვიმოეთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. აქსიოს! ვულოცავთ მამა იოანეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4351
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გიორგის, ზადონელ დაყუდებულს, ორი წელიწადი ებრძოდა მონასტრიდან წასვლის აზრი. ეჩვნებოდა, რომ ეს ადგილი ნაკლებად მყუდრო იყო, რომ სხვაგან მნახველები ასე ძალიან არ შეაწუხებდნენ... ერთხელ, როდესაც კვლავ ამგვარმა ფიქრებმა წაიღეს, მას მოახსენეს, ვიღაც მგზავრს სურს შენი ნახვა, სიტყვა აქვს გადმოსაცემი სერაფიმე საროველისაგანო.
ბერმა მიიწვია სტუმარი, რომელმაც შესვლისთანავე ეს უთხრა: „მამა სერაფიმემ მიბრძანა გითხრა: გრცხვენოდეს შენ, დაყუდებულ მამას, რომ ამდენ ხანს აწუხებინებ თავს ეშმაკისაგან მოვლენილ გულისსიტყვებს. არსად წახვიდე, ღმერთს შენი აქ ცხოვრება ნებავს“. ესა თქვა თუ არა მგზავრმა, თავი დაუკრა და გავიდა. ბერი გაოცდა, ასე მოულოდნელად რომ ამხილეს მისი საიდუმლო გულისსიტყვები. როგორც კი გონს მოეგო, მესენაკე გაგზავნა სტუმრის უკან მოსაბრუნებლად, იმან კი ამაოდ ეძება მგზავრი მონასტერშიც და მის გალავანს გარეთაც - ვეღარსად ნახა. ვინ იყო იგი? მოდი, მოვეშვათ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას და მისი ვინაობის კვლევას ნუ დავიწყებთ. ამ ამბავში ჩვენთვის მთავარი სხვა რამეა: თუ რაღაც გულისსიტყვა დიდი ხნის მანძილზე გვაწუხებს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი ჭეშმარიტია. და მაინც, სად არის ის სანუკვარი მოსვენება, ასე რომ ესწრაფვის ჩვენი გული - არ შეუძლია არ სწყუროდეს და არ დაეძებდეს? იგი ქრისტეს ჯვარშია დაფარული და სხვაგან ამაოდ დავუწყებთ ძებნას“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4352
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ოდესღაც უდაბნოში ცხოვრობდა ერთი კეთილშობილი, მდუმარე და მკაცრი ხუცესი თავის მორჩილთან ერთად; თავისი უკიდეგანო სიმკაცრით იგი ხშირად სჯიდა თავის მორჩილს. აღზრდის წესსად მას კი ასეთი რამ ჰქონდა დადგენილი: მზის ჩასვლის შემდეგ იგი უწყობდა თავის მორჩილს გამოკითხვას, თუ რას იქმოდა იგი მთელი დღე; ამის შემდეგ ორივენი კითხულობდნენ მწუხრის ლოცვებს. მერე საშინელი განსაცდელებით გამოცდიდა ხოლმე თავის მორჩილს, რომ მას მისთვის არ დაემალა არცერთი უჯერო სიტყვა, არცერთი უჯერო საქმე, არცერთი ზრახვა; და თუ გაიგებდა, რომ რომელიმეში მორჩილმა შესცოდა, ადებდა კანონს, ანუ მონანიების ეპიტიმიას.
და ისინი ორივენი (ანუ ხუცესიც და მორჩილიც) დგებოდნენ მთელი სამი დღე-ღამის განმავლობაში მთელი ღამეების სალოცავად; შემდეგ ხუცესი უკითხავდა მორჩილს შენდობის ლოცვას; მერე ორივენი იწყებდნენ ხელსაქმობას. ხელსაქმეს კი მათთვის წარმოადგენდა სკვნილების კეთება. ხუცესს ჩვევად ჰქონდა დღეში გაეკეთებინა ერთი სკვნილი მაინც; ამას იგი აკეთებდა ლოცვით. სასიკვდილო ცოდვად კი ითვლებოდა შემდეგი: თუ მორჩილის გამოკითხვისას ის შეიტყობდა, რომ მორჩილი ხუცესის კურთხევის გარეშე გამოსუბრეობდა რომელიმე ძმათაგანს. საუბრად კი ითვლებოდა ისიც, რასაც წარმოთქვამენ ჩვეულებრივი პასუხები, რომლითაც ის პასუხობდა თავდაუხრელად, პირდაპირ სახეში ცქერით; განსაკუთრებით კი ხუცესი მას სცდიდა მდუმარებაში; აკვირებოდა მას საუბრების დროსაც, თუ რა სახით მდუმარებდა იგი და როგორ ესაუბრებოდა ასკეტ ძმებს; ხომ არ ჩავარდა იგი განკითხვაში, ურთიერთ გამოხედვებში, ბოროტსიტყვაობაში, უქმმეტყველებაში და როცა შეიტყობდა ამ ცოდვებზე, მისთვის დადებულ სამ დღიან კანონს ხუცესიც ასრულებდა მასთან ერთად. და ისინი ასე ერთად იწვრთვნებოდნენ; თუმცა განა ვინმეს ძალუძს ყველაფერი ამის ატანა და ასეთი სიმკაცრით აღზრდა?! ისინი კი ამას ამატებდნენ, როგორც აღვნიშნეთ, მთელი სამი დღე-ღამის განმავლობაში ერთობლივ ლოცვებს. ასე რომ მან თავისი მოწაფეებისაგან მიიღო წოდებები: „უსასტიკესი“ და „უმკაცრესი“. ცოტა ხნის შემდეგ, მასთან ჩამოვიდა სტუმრად ერთი პალესტინელი მორჩილი. იგი კარგად იყო გათვიცნობიერებული ფილოსოფიაში, იცოდა ბევრი რამ იმ მამებზეც, რომლებიც მდიმარებაში ცხოვრობდნენ და ყველაფერ ამას როგორ აკეთებდნენ. მას მოეწონა ასეთი ცხოვრება და მიიჩნია თავისთვის შესაფერისად. ის მივიდა იმ მკაცრ ხუცესთან, წერილობითაც და უწერილოდაც (ან მან აიღო პასუხისმგებლობა, როგორც წერილობით, ასევე მთელი თავისი არსებით - უწერილოდ, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაეწია მისთვის მორჩილება. იგი სიმდაბლით იტანდა მისგან ყველანაირ სიმკაცრეს და სიბრძნით ეუბნებოდა თავის თავს: ხორბლის თესლს თუ არ დასთეს მიწაში, ვერ გამრავლდება; ხოლო თუ გამრავლებული თესლი მერე არ დაიფქვება წისქვილში, ვერ მიიღებთ ფქვილს; ფქვილი, ვიდრე არ აფუვდება ცომად საფუარში, მანამდე ვერ შეიდგმება გახურებულ ღუმელში, ის ვერ მიიღებს პურის თვისებებს, და ტრაპეზზე პურად არ დაიდება. სწორედ ამის მსგავსია მორჩილი. თუკი იგი არ დაიმორჩილებს საკუთარ თავში თავის ადამიანობას, ვერ მიიღებს ხსნას; ამასთან ერთად, თუ იგი არ დაითმენს სიმკაცრეს (თავისი ხუცესისგან) თავისი ხსნის საქმეში, მაშინ მას ვერ უწოდებენ ცხონებისთვის მებრძოლ ადამიანს; და თუ ასეთი მებრძოლი ადამიანი არ დადებს თავის სულს ამ სიმკაცრეების გადასატანად, და არ გაოიწვება მასში შეურაცხყოფატა გადატანის დვრიტა, ვერ მიიღება მისგან კარგად გამომცხვარი პური. და ვერ დაიდება იგი ტრაპეზე და გამოდგება მხოლოდ ღორებისთვის გადასაყრელად. და ცომიც თუ არ აფუვდება მისგან, მაშინ ვერ მოხვდება სატრაპეზოში გამოსაცხობად და მას მაშინვე უყრიან ღორებს; ამდენად სჯობს, რომ თავადვე გამოვცადო ჩემი თავი ჩემივე ცხოვრების სიმკაცრით და ამ კეთილი ხუცესის მეშვეობით, სანამ არ ვქცეულვარ ღორების კერძად“. მორჩილი ყოველთვის ასე ესაუბრებოდა თავის თავს, სანამ არ განისვენა ღმერთში. დილით ხუცესი წავიდა მის საფლავზე, და როცა თვალი მოჰკრა საფლავს, შესძახა: „შვილო ჩემო, სადა ხარ?!“ იმავე წამს კეთილსურნელებით აივსო საფლავი, დამსკდარი მიწის ჭრილებიდან ამოვიდა კეთილსურნელება! სწორედ ეს იყო მისი პასუხი და იგი ამით ამბობდა: „აქ ვარ მამაო, დამშვიდდი და ნუ გეშინია, რამეთუ დაუჩილვლელად და მედგრად გადავიტანე ბოლომდე შენი მოცემული მცნებები; ამიტომ მე არ მივიღე სიკვდილი, და განვისვენე ანგელოზთა შორის! ასე, რომ ნუღარ ტირი, დაითმინე შენც (ბოლომდე) დაითმინე შენივე სიმკაცრე, ჩემსავით!“ ამ სიტყვების შემდეგ დაიხურა სამარე, გაქრა კეთილსუნრელებაც და ღვთის წყალობით ხუცესიც დაბრუნდა თავის სენაკში. ხედავ, როგორ ცხონდა ხუცესი თავისი მორჩილის მოთმინებითა და მისი უკიდურესი მორჩილებით?“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4353
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სქემისკენ ნუ ჩქარობ - ის ვერ შეგძენს სულიერ წარმატებას, თუ მაინცდამაინც ჯვრებიანი სამოსის მალე ჩაცმის სურვილი გაქვს? მხოლოდ „ერთი სახმარისთვის“ (სახარება) იღვაწე, დანარჩენი თავისით იქნება“.
/ღირსი იოანე ბალაამელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4354
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დილით სანთლებისა და კანდელების შუქზე ვლოცულობდით, სანახევროდ ჩაბნელებულში ძილი უფრო მეტად გვერეოდა. როგორც კი ბერი [სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო] სადმე გავიდოდა, მაშინვე კარებს ან კედელს ვეყრდნობოდით და იქ ვიდექით, თავს ვაკანტურებდით. მაგრამ საკმარისი იყო, ზურგს უკან მამა ვიტალის სუნთქვა გვეგრძნო, მაშინვე ვსწორდებოდით, ვითომც არაფერი მომხდარიყოს! ბერი ყველას გვერდს აუვლიდა და გვიყურებდა, როგორ ვლოცულობდით. ლოცვის შემდეგ ჩვენს „წმენდას“ იწყებდა:
-შენ ასე იდექი... შენ კი ფიქრობდი... შენ რატომ ფიქრობ სახლზე? გულში მიკვირდა: „მამაო, მე ხომ თქვენთვის ეს არ მითქვამს!“ მამა ვიტალი 14 წლის ასაკში წავიდა ღვთის საძიებლად: სახლი და დედა მიატოვა. შინ კი ამ დროს ძალზე ბევრი სამუშაო იყო - ან შემოდგომაზე წავიდა, ან გაზაფხულზე (ამის შესახებ თავად გვიამბო). ამიტომაც მუდამ გვეჩხუბებოდა, რომ სახლს ვიხსენებდით. -რაო, სულ სახლზე რომ ფიქრობთ? ღმერთს უნდა ეძიებდეთ!“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4355
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეგვიპტის მონასტრებში მცხოვრები ღირსი მამები, რომლებსაც იოანე სინელი აღწერდა, ეუბნებოდნენ მას: „ამაოების შუაგულში მოიპოვე დაყუდებული გონება, რად დიდი ნიჭია“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4356
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“კურთხეულო მღვდელმონოზონნო და ყოვლადწმიდაო ბერებო! უქმმეტყველება ადამიანს განძარცვავს უძვირფასესი ჯვრის ამ ნაყოფთაგან, ანუ სამოთხისგანაც; იგი აკარგვინებს ადამიანს სამოთხეს, რომელიც ჯვრის სასყიდლით აქვს გამოსყიდული.
ჰოი, მღვდელო! უქმეტყველებით უგალობ შენ ახლა ლიტურღიის უძვირფასესს ნაყოფს... ჰოი, მღვდელმონოზონო! როცა გამოხვალ შენს მიერ აღსრულებული ლიტურღიიდან, შეეცადე იდგე მდუმარებაში ლიტურღიის დამთავრების შემდეგ ასე სამი საათი მაინც“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4357
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“შენი ამანათი და წერილი დროულად მივიღე. ამანათისთვის მადლობის ნაცვლად უნდა გისაყვედურო - თავად ხელმოკლედ ცხოვრობ და ჩემთვის გადაგიწყვეტია ამანათის გამოგზავნა, თანაც, სქემოსნისათვის, რომელიც პურითა და წყლით უნდა იკვებოს წმინდა მამათა მაგალითით. მკაცრად გეუბნები, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს“.
/ღირსი იოანე ბალაამელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4358
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ზაფხულში ერთ დასთან ერთად ბერს [სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო] ვესაუბრებოდი. ის რაღაცას გვიყვებოდა და გვმოძღვრავდა, შემდეგ კი გვკითხა:
-ნადია, ვერონიკას შეხედე: რა აქვს არასწორად? შევხედე: თავსაფარიც და ხალათიც თითქოს სწორად ეცვა. -ყურადღებით შეხედე, - გამიმეორა ბერმა. ისევ დავაკვირდი და ვუთხარი: -მამაო, ყველაფერი წესრიგში აქვს. ვერონიკა შეცბუნდა და ფეხი მოინაცვლა. მაშინ კი მივხვდი: -გასაგებია! ფეხები არასწორად ედგა - ფეხი ფეხზე გადაედო! ამის გამო ბერი მუდამ შენიშვნას გვაძლევდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4359
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ბერი ჭეშმარიტი ქვრივია, რომლისთვისაც სოფელი მკვდარი უნდა იყოს. ბერი საიდუმლო ქვრივია!“
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4360
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერ-მონაზვნები მონასტრის გალავნის გარეთ არ უნდა გადიოდნენ“.
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4361
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„...მსგავსი მაღალი წარმოდგენა თავის თავზე ერთ ბოიარსაც ჰქონდა; იგი უკეთილშობილეს საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, სადაც მივიდა თავის სულის გადასარჩენად, მაგრამ თავის თავზე ასეთი მაღალი წარმოდგენის გამო არაფერზე, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ცხონებაზე არ უზრუნია.
ხოლო, თუ იმითაც დაინტერესდები, რაში მდგომარეობა თავზე მისი მაღალი წარმოდგენა, მოისმინე და შეიტყობ, როგორი სიამაყე გააჩნდა მას და როგორ ცდიილობდა სულის ცხონებას: ეს მდიდარი და მადლიერი ბოიარი ცხოვრობდა საბა განწმენდილის დროს. ბოიარიც სწორედ საბასთან მივიდა და განუცხადა თავის ბერობის სურვილი. ღირსმა მამამ იგი სიხარულით მიიღო და განსაკუთრებული წესიც დაუდგინა; მაგრამ რადგან იგი შრომას არ იყო მიჩვეული, ლავრის რთულ სამუშაოებს აბა როგორღა აღასრულდებდა?! ლავრელები კი შრომობდნენ დღის განმავლობაში 9 საათი მაინც; შემდეგ კი ბრუნდებოდნენ სენაკში და კითხულობდნენ თანმიმდევრობით საკითხავებს; მწუხრის შემდეგ მთელი საერთო საცხოვრებლის მცხოვრებლები ტრაპეზობდნენ და მიირთმევდნენ კერძს მხოლოდ ერთხელ. ბოიარს კი არ შეეძლო ამის გაკეთება თავის თავზე სწორედ მაღალი წარმოდგენისა და თავისი მებატონეობის პატივმოყვარეობით. ამის შემხედვარე ღირსმა მამამ მას დაავალა ეშრომა მონასტერში თავისი შესაძლებლობებისამებრ. თუმცა მარხვით აუცილებლად უნდა ემარხულა, ძმების სამორჩილო საქმეებიდან დაბრუნების შემდეგ, და ასე დაეცვა სამონასტრო განაწესი. ამ განაწესის მიხედვით იქ მცხოვრებნი ყველანი ერთად ტრაპეზობდნენ. ბოიარი კი თავმომწონებოდა თავისი მებატონის ხარისხით,და ამ სიამაყის გამო არ აღასრულებდა ღირსი მამის დადგენილ წესს. იგი ტრაპეზობდა თავის სენაკში ნათესავებისგან მოტანილი კერძებით და არც მონასტრის ღვთისმსახურებებზე დადიოდა. თუმცა ღირსი მამა არ ამხელდა მას ამისთვის, და საერთოდაც არც არაფერს ეუბნებოდა; მხოლოდ დღე და ღამ სულ ლოცულობდა ღმრთის წინაშე და ევედრებოდა ბოიარის განწყობის გამოსწორებას. იგი რომ ჩაეწერათ მონასტრის საძმოს სიაში, მას უნდა ეღვაწა საძმოსთან ერთად და ეზრუნა განსვენებულთა სულებისათვის. ღმერთმა ისმინა ღირსი მამის ლოცვა და ეს საქმე ამგვარი სახით წარმართა: ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დადგომისთანავე ძმები გაეშურნენ საუშაოდ; ღირსმა მამამ მათ უთხრა, რომ ისინი ჩვეულებრივზე ადრე, ანუ მალე დაბრუნებულიყვნენ სამუშაოდან, რომ ეგალობათ მსახურების საგალობლები, ბოიარს კი დაავალა, მოსულიყო ტაძარში მწუხრის მსახურებაზე; და თვალყური ედევნებინა ძმების დაბრუნებისთვის და ეცნობებინა ღირსი მამისთვის მათი ეკლესიაში შემოსვლა. იქ კი ლოცვა აეწყო შემდეგი სახით: როცა შეიკრიბნენ ძმები, ხედავს ბოიარი, ერთ უცნაურად მოელვარე ყმაწვილს, თეთრ სამოსში გამოწყობილს, ხელში უჭირავს თეთრი პირსახოცი და პირისახეს წმენდს ძმებს ერთიმეორის მიყოლებით. ამ ყმაწვილის უკან კი დგას ექვსფრთიანი ქალი, იმ ყმაწვილივით მოელვარე. მას ხელში ეჭირა ბარძიმი ოქროს კოვზთან ერთად და აზიარებდა მხოლოდ იმათ, რომელთაც უკვე მოწმენდილი ჰქონდათ ოფლი სახეზე. მიუახლოვდა ბოიარი საზიარებლად ყმაწვილს სხვების მსგავსად; მაგრამ ეუბნება იგი: „როგორც ვხედავ შენ სახიდან შრომისთვის ოფლის წვეთიც კი არ ჩამოგღრვევია“. ამ სიტყვებით ყმაწვილი გაშორდა მას და სხვებისკენ გადაინაცვლა. მაშინ ბოიარმა ზიარებისთვის მანათობელი ქალისკენ გადაინაცვლა, მაგრამ მან უთხრა: „გამეცალე, რადგან სახეზე შრომის ოფლის ნასახიც კი არა გაქვს“. თქვა ეს და თავადვე განეშორა და სხვებს დაუწყო ზიარება. ეს რომ იხილა ბოიარმა, ყველაფერი აცნობა ღირსს მამას; მან კი ურჩია ბოიარს, თავად გაერკვია, რა იქნებოდა მისთვის უფრო კარგი. მაშინ ბოიარი გულით ჩაუღრმავდა მსახურებებს, შეცვალა თავის ცხოვრების წესი ძმათა მსგავსად; დაიწყო მათ ჩექმების წმენდა და სიკვდილამდე ახსოვდა თავის დაღუპვა და ისიც, როგორ ცხოვრებას ეწეოდა; ამის გამო მას სახეზე დააჩნდა უდიდესი ნაღველი, იმის გამო, იმთავითვე რომ არ უღვაწია ძმებივით“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4362
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მახსოვს 25 წლის წინ ჩვენს საძმოში ასეთი რამ მოხდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული იდგა (დღესასწაულებზე ერთობლივად სალოცავად პატარა სამლოცველოში ვიკრიბებოდით). უეცრად, მსახურების დასრულების შემდეგ, ერთმა ძმამ ხმამაღლა, ძალიან ძლიერი შთაგონებით, მთელი მსოფლიოსთვის ლოცვა იწყო: „უფალო, შეიწყალე მსოფლიო! უფალო, შეიწყალე მსოფლიო! მსოფლიო ასეთ დღეშია! შეიწყალე მსოფლიო!“
მას მოვუსმინე და მივაყურადე. ასეთი ლოცვა - უცნაურად მეჩვენა. მშვიდობისმოყვარეობის ვნებით არ იყოს-მეთქი აღძრული. შემდეგში ეს ძმა კიდევ ორ-საჯერ მოიქცა იმავენაირად და თავისი „მსოფლიოსთვის ლოცვა“ გამოთქვა. ამან კიდევ უფრო გამიმახვილა ყურადღება. რამდენიმე ხნის შემდეგ მან ყველაფერი მიატოვა და ერში დაბრუნდა (ის მორჩილი იყო). მალე დაქორწინდა - ერთხელ, მეორედ, მესამედ“. /მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4363
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ თბილისში ჩასული უფალმა ღირს-მყო დამენახა, როგორ აღკვეცა ღამით მამა ვიტალიმ [სიდორენკო] სოხუმის უდაბნოდან ჩამოსული ორი და. ისინი დედა მარიამმა მანტიის ქვეშ მიიყვანა - მათი სულიერი დედა გახდა, ყველა დანარჩენი კი (მათ შორის მეც) სანთლებით ხელში ვიდექით და ვლოცულობდით.
მაშინ ჩემთვის უცნობ ლამაზ საგალობელს გალობდნენ. რასაკვირველია, ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: მანამდე მონოზვნად აღკვეცა არასოდეს მენახა. დებმა მამა ვიტალისთან სულ ერთი დღე დაჰყვეს, შემდეგ კი გასამგზავრებლად მოემზადნენ. მამა ვიტალიმ ისინი დამოძღვრა, ჩვენ ყველამ კი გავაცილეთ. როცა კიბით მაღლა ასვლა დააპირეს, მამა ვიტალიმ მათ დიდი მეტანია გაუკეთა, დალოცა და გვითხრა: -რომ იცოდეთ, ერთ-ერთი ამ დედათაგან უკვე სასიკვდილოდ წავიდა! დაბნეულები და ძალზე შეშინებულები ვიდექით. ბერი ბევრ რამეს ჭვრეტდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4364
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღვთის შემეცნებიასთვის: რამდენიც უნდა ვისწავლოთ, ღმერთის შეცნობა მისი მცნებებით ცხოვრების გარეშე შეუძლებელია: უფალი მეცნიერებით კი არა, სული წმიდის მიერ შეიცნობა. მრავალი სწავლული და ფილოსოფოსი მივიდა დასკვნამდე, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად ღმრთის შეცნობა ვერ შეძლეს. ჩვენც, მონაზვნები, დღედაღამ საღმრთო სჯულში ვიწვრთნებით, მაგრამ ყველამ როდი მიაღწია ღმრთის შემეცნებას. ერთია გწამდეს ღმერთის არსებობა და მეორე - ღმერთის შეცნობა“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4365
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ გინდა იცოდეთ, ბერებო და მღვდელმონაზონნო, რატომ იძლევა საერთო საცხოვრებელში ცხოვრება ანუ სამორჩილო ღვაწლი, სასუფეველში დამკვიდრებისა და ცხონების იმედს, მაშინ მისმინეთ ბერ-მონაზონო! შენ განცალკევებულ მარტოობაში ცხოვრობ აქ, ამდენად გინახავს ბავშვები, რომლებიც მამების ალერსში იზრდებიან და ყოველთვის შესცქერიან თავიანთ მშობლებს; და ასე თავიანთი მამის ჭერ-ქვეშ იზრდებიან წლიდან წლამდე, ასაკიდან ასაკამდე; და განა ამით მამაც არ ხარობს და არ მხიარულობს?
კი თუ არა?! ამაში ემსგავსება შენი ცხოვრება საერთო საცხოვრებელში მცხოვრებლებს; მაგრამ თუ შენ ამას შეეწინააღმდეგები და გამოთქვამ აზრს, რომ სწორედ ასეთ მარტოობაში იზრდება მდუმარების ღვაწლში მყოფი ბერ-მონაზონი, მხოლოდ იგი უკვე ზეციური მამის ალერსშია და ამით ხარობს და მხიარულობს, იცოდე რომ ცდები“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4366
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ერთი ნაცნობი არქიმანდრიტის ნაამბობი გვაგონდება, რომელიც ერთი ბერის მიცვალებას დაესწრო. ბერს ამგვარი ისტორია ჰქონდა: ის მონასტერში მივიდა და იესუს ლოცვაში გულმოდგინედ იწვრთნებოდა. რამდენიმე ხანში ახალგაზრდა მოსაგრე წარემატა კიდეც: ლოცვა მასში თავისით სრულდებოდა. ერთხელ სიზმრად შვენიერი ქალწული იხილა, რომელიც მიუახლოვდა და უთხრა: „აჰა, ხომ მიხილე, ახლა კი მივდივარ და მომიძიე“. გამოღვიძებულმა შეიგრძნო, რომ თვითმოქმედი ლოცვა განეშორა.
მან გულისხმაყო, რომ სიზმრისეულ ჩვენებაში ნანახი ქალწული ლოცვის სახე იყო, რომელიც განეშორა მას და აწ კვლავ სიტყვიერი ლოცვით უნდა ილოცოს. მონაზონი გულმოდგინედ შეუდგა ამ საქმეს და ამგვარ ღვაწლში ორმოცდაათმა წელმა განვლო. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ბერი ძველმა თანამოსაგრე მეგობარმა მოინახულა (სწორედ მან გადმოგვცა ეს ისტორია). როდესაც ის ბერის სიახლოვეს იმყოფებოდა, იხილა, ბერი უჩვეულოდ გამხიარულდა და ფრიადი სულიერი აღტაცებით შესძახა: -მობრძანდა, მობრძანდა... ბოლოს და ბოლოს დაბრუნდა! -მამაო, ვინ მოვიდა? - გარშემო არავინ იყო. -ლოცვა მოვიდა!... და ისე, რომ სრულად აღმავსო! ვერ გადმოგცემ, რასაც განვიცდი! და ბერმა ძმას თავისი ისტორია გაანდო, ლოცვა თავიდან როგორ მოეახლა, შემდეგ განეშორა და რამდენი წელი ეძიებდა მას. მართლაც, თუკი რაიმეს ღმერთის სახელისთვის ვიქმთ, უფალი წყალობას არ მოგვაკლებს, ოღონდ ჩვენ არ მივატოვოთ იგი და აღვასრულოთ ის, რაც ჩვენზეა, დამოკიდებული. ხოლო ყოველივე კეთილს უფალი თავის დროზე თავისი მადლით დააგვირგვინებს“. /მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4367
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“- დედაო, მიამბეთ, როგორ გახდით მონოზონი?
-როგორ გავხდი? ძალიან უბრალოდ. ასე მოხდა. ჩემს ქმართან ერთად მუდამ სიყვარულითა და თანხმობით ვცხოვრობდი. ის ძალიან კარგი და წესიერი ადამიანი იყო. სამი ვაჟის გაჩენის შემდეგ ვფიქრობდი, რომ შვილების გაჩენა და ასეთი ტკივილების დათმენა ძალიან ძნელი იყო. ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა, მე და ჩემს ქმარს და-ძმასავით გვეცხოვრა. მაგრამ მისი განაწყენების მეშინოდა და ამის თქმა დიდხანს ვერ გადამეწყვიტა. შემდეგ შესაფერისი მომენტი შევარჩიე. რაოდენ გაოცებული დავრჩი, როცა მას გაუხარდა და მითხრა, რომ ამაზე თავადაც ოცნებობდა, მაგრამ ჩემი წყენინება არ სურდა. ასე დავიწყეთ ცხოვრება - ვლოცულობდით, ეკლესიაში დავდიოდით. შემდგომში ჩემი ქმარი მღვდელი გახდა, ორივე მამა ვიტალიმ [სიდორენკო] აღგვკვეცა. მოგვიანებით ჩვენი ორი ვაჟი არქიმანდრიტი გახდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4368
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც მოსე სკიტელმა ყრმა ზაქარიაზე გარდამოსული სული წმიდა იხილა და მიხვდა, რომ ზაქარია სული წმიდით იტყოდა, სთხოვა, მასწავლე, როგორ ვიცხოვროო. ზაქარიამ კუნკული მოიხადა, ფეხით შედგა ზედ და უთხრა, თუ კაცი ასე არ მოითელა, მონაზონი ვერ გახდებაო“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd August 2025 - 01:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი