IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 217 218 219 220 221 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 3 2024, 12:32 PM
პოსტი #4361


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„...მსგავსი მაღალი წარმოდგენა თავის თავზე ერთ ბოიარსაც ჰქონდა; იგი უკეთილშობილეს საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, სადაც მივიდა თავის სულის გადასარჩენად, მაგრამ თავის თავზე ასეთი მაღალი წარმოდგენის გამო არაფერზე, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ცხონებაზე არ უზრუნია.

ხოლო, თუ იმითაც დაინტერესდები, რაში მდგომარეობა თავზე მისი მაღალი წარმოდგენა, მოისმინე და შეიტყობ, როგორი სიამაყე გააჩნდა მას და როგორ ცდიილობდა სულის ცხონებას: ეს მდიდარი და მადლიერი ბოიარი ცხოვრობდა საბა განწმენდილის დროს. ბოიარიც სწორედ საბასთან მივიდა და განუცხადა თავის ბერობის სურვილი. ღირსმა მამამ იგი სიხარულით მიიღო და განსაკუთრებული წესიც დაუდგინა; მაგრამ რადგან იგი შრომას არ იყო მიჩვეული, ლავრის რთულ სამუშაოებს აბა როგორღა აღასრულდებდა?! ლავრელები კი შრომობდნენ დღის განმავლობაში 9 საათი მაინც; შემდეგ კი ბრუნდებოდნენ სენაკში და კითხულობდნენ თანმიმდევრობით საკითხავებს; მწუხრის შემდეგ მთელი საერთო საცხოვრებლის მცხოვრებლები ტრაპეზობდნენ და მიირთმევდნენ კერძს მხოლოდ ერთხელ.

ბოიარს კი არ შეეძლო ამის გაკეთება თავის თავზე სწორედ მაღალი წარმოდგენისა და თავისი მებატონეობის პატივმოყვარეობით. ამის შემხედვარე ღირსმა მამამ მას დაავალა ეშრომა მონასტერში თავისი შესაძლებლობებისამებრ. თუმცა მარხვით აუცილებლად უნდა ემარხულა, ძმების სამორჩილო საქმეებიდან დაბრუნების შემდეგ, და ასე დაეცვა სამონასტრო განაწესი. ამ განაწესის მიხედვით იქ მცხოვრებნი ყველანი ერთად ტრაპეზობდნენ. ბოიარი კი თავმომწონებოდა თავისი მებატონის ხარისხით,და ამ სიამაყის გამო არ აღასრულებდა ღირსი მამის დადგენილ წესს. იგი ტრაპეზობდა თავის სენაკში ნათესავებისგან მოტანილი კერძებით და არც მონასტრის ღვთისმსახურებებზე დადიოდა. თუმცა ღირსი მამა არ ამხელდა მას ამისთვის, და საერთოდაც არც არაფერს ეუბნებოდა; მხოლოდ დღე და ღამ სულ ლოცულობდა ღმრთის წინაშე და ევედრებოდა ბოიარის განწყობის გამოსწორებას.

იგი რომ ჩაეწერათ მონასტრის საძმოს სიაში, მას უნდა ეღვაწა საძმოსთან ერთად და ეზრუნა განსვენებულთა სულებისათვის. ღმერთმა ისმინა ღირსი მამის ლოცვა და ეს საქმე ამგვარი სახით წარმართა: ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დადგომისთანავე ძმები გაეშურნენ საუშაოდ; ღირსმა მამამ მათ უთხრა, რომ ისინი ჩვეულებრივზე ადრე, ანუ მალე დაბრუნებულიყვნენ სამუშაოდან, რომ ეგალობათ მსახურების საგალობლები, ბოიარს კი დაავალა, მოსულიყო ტაძარში მწუხრის მსახურებაზე; და თვალყური ედევნებინა ძმების დაბრუნებისთვის და ეცნობებინა ღირსი მამისთვის მათი ეკლესიაში შემოსვლა. იქ კი ლოცვა აეწყო შემდეგი სახით:

როცა შეიკრიბნენ ძმები, ხედავს ბოიარი, ერთ უცნაურად მოელვარე ყმაწვილს, თეთრ სამოსში გამოწყობილს, ხელში უჭირავს თეთრი პირსახოცი და პირისახეს წმენდს ძმებს ერთიმეორის მიყოლებით. ამ ყმაწვილის უკან კი დგას ექვსფრთიანი ქალი, იმ ყმაწვილივით მოელვარე. მას ხელში ეჭირა ბარძიმი ოქროს კოვზთან ერთად და აზიარებდა მხოლოდ იმათ, რომელთაც უკვე მოწმენდილი ჰქონდათ ოფლი სახეზე. მიუახლოვდა ბოიარი საზიარებლად ყმაწვილს სხვების მსგავსად; მაგრამ ეუბნება იგი: „როგორც ვხედავ შენ სახიდან შრომისთვის ოფლის წვეთიც კი არ ჩამოგღრვევია“. ამ სიტყვებით ყმაწვილი გაშორდა მას და სხვებისკენ გადაინაცვლა. მაშინ ბოიარმა ზიარებისთვის მანათობელი ქალისკენ გადაინაცვლა, მაგრამ მან უთხრა: „გამეცალე, რადგან სახეზე შრომის ოფლის ნასახიც კი არა გაქვს“.

თქვა ეს და თავადვე განეშორა და სხვებს დაუწყო ზიარება. ეს რომ იხილა ბოიარმა, ყველაფერი აცნობა ღირსს მამას; მან კი ურჩია ბოიარს, თავად გაერკვია, რა იქნებოდა მისთვის უფრო კარგი. მაშინ ბოიარი გულით ჩაუღრმავდა მსახურებებს, შეცვალა თავის ცხოვრების წესი ძმათა მსგავსად; დაიწყო მათ ჩექმების წმენდა და სიკვდილამდე ახსოვდა თავის დაღუპვა და ისიც, როგორ ცხოვრებას ეწეოდა; ამის გამო მას სახეზე დააჩნდა უდიდესი ნაღველი, იმის გამო, იმთავითვე რომ არ უღვაწია ძმებივით“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 4 2024, 10:53 AM
პოსტი #4362


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მახსოვს 25 წლის წინ ჩვენს საძმოში ასეთი რამ მოხდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული იდგა (დღესასწაულებზე ერთობლივად სალოცავად პატარა სამლოცველოში ვიკრიბებოდით). უეცრად, მსახურების დასრულების შემდეგ, ერთმა ძმამ ხმამაღლა, ძალიან ძლიერი შთაგონებით, მთელი მსოფლიოსთვის ლოცვა იწყო: „უფალო, შეიწყალე მსოფლიო! უფალო, შეიწყალე მსოფლიო! მსოფლიო ასეთ დღეშია! შეიწყალე მსოფლიო!“

მას მოვუსმინე და მივაყურადე. ასეთი ლოცვა - უცნაურად მეჩვენა. მშვიდობისმოყვარეობის ვნებით არ იყოს-მეთქი აღძრული. შემდეგში ეს ძმა კიდევ ორ-საჯერ მოიქცა იმავენაირად და თავისი „მსოფლიოსთვის ლოცვა“ გამოთქვა. ამან კიდევ უფრო გამიმახვილა ყურადღება. რამდენიმე ხნის შემდეგ მან ყველაფერი მიატოვა და ერში დაბრუნდა (ის მორჩილი იყო). მალე დაქორწინდა - ერთხელ, მეორედ, მესამედ“.

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2024, 12:02 PM
პოსტი #4363


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ თბილისში ჩასული უფალმა ღირს-მყო დამენახა, როგორ აღკვეცა ღამით მამა ვიტალიმ [სიდორენკო] სოხუმის უდაბნოდან ჩამოსული ორი და. ისინი დედა მარიამმა მანტიის ქვეშ მიიყვანა - მათი სულიერი დედა გახდა, ყველა დანარჩენი კი (მათ შორის მეც) სანთლებით ხელში ვიდექით და ვლოცულობდით.

მაშინ ჩემთვის უცნობ ლამაზ საგალობელს გალობდნენ. რასაკვირველია, ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: მანამდე მონოზვნად აღკვეცა არასოდეს მენახა. დებმა მამა ვიტალისთან სულ ერთი დღე დაჰყვეს, შემდეგ კი გასამგზავრებლად მოემზადნენ. მამა ვიტალიმ ისინი დამოძღვრა, ჩვენ ყველამ კი გავაცილეთ. როცა კიბით მაღლა ასვლა დააპირეს, მამა ვიტალიმ მათ დიდი მეტანია გაუკეთა, დალოცა და გვითხრა:

-რომ იცოდეთ, ერთ-ერთი ამ დედათაგან უკვე სასიკვდილოდ წავიდა!

დაბნეულები და ძალზე შეშინებულები ვიდექით. ბერი ბევრ რამეს ჭვრეტდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2024, 12:16 PM
პოსტი #4364


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღვთის შემეცნებიასთვის: რამდენიც უნდა ვისწავლოთ, ღმერთის შეცნობა მისი მცნებებით ცხოვრების გარეშე შეუძლებელია: უფალი მეცნიერებით კი არა, სული წმიდის მიერ შეიცნობა. მრავალი სწავლული და ფილოსოფოსი მივიდა დასკვნამდე, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად ღმრთის შეცნობა ვერ შეძლეს. ჩვენც, მონაზვნები, დღედაღამ საღმრთო სჯულში ვიწვრთნებით, მაგრამ ყველამ როდი მიაღწია ღმრთის შემეცნებას. ერთია გწამდეს ღმერთის არსებობა და მეორე - ღმერთის შეცნობა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2024, 12:00 PM
პოსტი #4365


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ გინდა იცოდეთ, ბერებო და მღვდელმონაზონნო, რატომ იძლევა საერთო საცხოვრებელში ცხოვრება ანუ სამორჩილო ღვაწლი, სასუფეველში დამკვიდრებისა და ცხონების იმედს, მაშინ მისმინეთ ბერ-მონაზონო! შენ განცალკევებულ მარტოობაში ცხოვრობ აქ, ამდენად გინახავს ბავშვები, რომლებიც მამების ალერსში იზრდებიან და ყოველთვის შესცქერიან თავიანთ მშობლებს; და ასე თავიანთი მამის ჭერ-ქვეშ იზრდებიან წლიდან წლამდე, ასაკიდან ასაკამდე; და განა ამით მამაც არ ხარობს და არ მხიარულობს?

კი თუ არა?!

ამაში ემსგავსება შენი ცხოვრება საერთო საცხოვრებელში მცხოვრებლებს; მაგრამ თუ შენ ამას შეეწინააღმდეგები და გამოთქვამ აზრს, რომ სწორედ ასეთ მარტოობაში იზრდება მდუმარების ღვაწლში მყოფი ბერ-მონაზონი, მხოლოდ იგი უკვე ზეციური მამის ალერსშია და ამით ხარობს და მხიარულობს, იცოდე რომ ცდები“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2024, 12:22 PM
პოსტი #4366


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთი ნაცნობი არქიმანდრიტის ნაამბობი გვაგონდება, რომელიც ერთი ბერის მიცვალებას დაესწრო. ბერს ამგვარი ისტორია ჰქონდა: ის მონასტერში მივიდა და იესუს ლოცვაში გულმოდგინედ იწვრთნებოდა. რამდენიმე ხანში ახალგაზრდა მოსაგრე წარემატა კიდეც: ლოცვა მასში თავისით სრულდებოდა. ერთხელ სიზმრად შვენიერი ქალწული იხილა, რომელიც მიუახლოვდა და უთხრა: „აჰა, ხომ მიხილე, ახლა კი მივდივარ და მომიძიე“. გამოღვიძებულმა შეიგრძნო, რომ თვითმოქმედი ლოცვა განეშორა.

მან გულისხმაყო, რომ სიზმრისეულ ჩვენებაში ნანახი ქალწული ლოცვის სახე იყო, რომელიც განეშორა მას და აწ კვლავ სიტყვიერი ლოცვით უნდა ილოცოს. მონაზონი გულმოდგინედ შეუდგა ამ საქმეს და ამგვარ ღვაწლში ორმოცდაათმა წელმა განვლო.

გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ბერი ძველმა თანამოსაგრე მეგობარმა მოინახულა (სწორედ მან გადმოგვცა ეს ისტორია). როდესაც ის ბერის სიახლოვეს იმყოფებოდა, იხილა, ბერი უჩვეულოდ გამხიარულდა და ფრიადი სულიერი აღტაცებით შესძახა:

-მობრძანდა, მობრძანდა... ბოლოს და ბოლოს დაბრუნდა!

-მამაო, ვინ მოვიდა? - გარშემო არავინ იყო.

-ლოცვა მოვიდა!... და ისე, რომ სრულად აღმავსო! ვერ გადმოგცემ, რასაც განვიცდი!

და ბერმა ძმას თავისი ისტორია გაანდო, ლოცვა თავიდან როგორ მოეახლა, შემდეგ განეშორა და რამდენი წელი ეძიებდა მას.

მართლაც, თუკი რაიმეს ღმერთის სახელისთვის ვიქმთ, უფალი წყალობას არ მოგვაკლებს, ოღონდ ჩვენ არ მივატოვოთ იგი და აღვასრულოთ ის, რაც ჩვენზეა, დამოკიდებული. ხოლო ყოველივე კეთილს უფალი თავის დროზე თავისი მადლით დააგვირგვინებს“.

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 9 2024, 11:16 AM
პოსტი #4367


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“- დედაო, მიამბეთ, როგორ გახდით მონოზონი?

-როგორ გავხდი? ძალიან უბრალოდ. ასე მოხდა. ჩემს ქმართან ერთად მუდამ სიყვარულითა და თანხმობით ვცხოვრობდი. ის ძალიან კარგი და წესიერი ადამიანი იყო. სამი ვაჟის გაჩენის შემდეგ ვფიქრობდი, რომ შვილების გაჩენა და ასეთი ტკივილების დათმენა ძალიან ძნელი იყო. ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა, მე და ჩემს ქმარს და-ძმასავით გვეცხოვრა. მაგრამ მისი განაწყენების მეშინოდა და ამის თქმა დიდხანს ვერ გადამეწყვიტა.

შემდეგ შესაფერისი მომენტი შევარჩიე. რაოდენ გაოცებული დავრჩი, როცა მას გაუხარდა და მითხრა, რომ ამაზე თავადაც ოცნებობდა, მაგრამ ჩემი წყენინება არ სურდა. ასე დავიწყეთ ცხოვრება - ვლოცულობდით, ეკლესიაში დავდიოდით. შემდგომში ჩემი ქმარი მღვდელი გახდა, ორივე მამა ვიტალიმ [სიდორენკო] აღგვკვეცა. მოგვიანებით ჩვენი ორი ვაჟი არქიმანდრიტი გახდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2024, 12:31 PM
პოსტი #4368


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც მოსე სკიტელმა ყრმა ზაქარიაზე გარდამოსული სული წმიდა იხილა და მიხვდა, რომ ზაქარია სული წმიდით იტყოდა, სთხოვა, მასწავლე, როგორ ვიცხოვროო. ზაქარიამ კუნკული მოიხადა, ფეხით შედგა ზედ და უთხრა, თუ კაცი ასე არ მოითელა, მონაზონი ვერ გახდებაო“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 11 2024, 10:00 AM
პოსტი #4369


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა ბერი მარცხდება ვნებებით, განა იგი არ შეარცხვენს თავის ანგელოზებრივ სქემას? და რომელ ცხონებას უნდა ელოდოს მერე ასეთი ბერი?

დიახ, როცა იარაღდება ბერი, მიეცემა მას საომარი იარაღები, მაგრამ რა სარგებელი ექნება იმისგან მეომარს, რომელიც თავისი გულგრილობით და მშიშრობით მხოლოდ ცუდი მაგალითების მომცემია თავისი არმიისათვის?

ვამბობთ: მეომარი იარაღდება, როგორც წარმატებებში, ასევე ანგელოზებრივ სქემაშიც, იღებს ამ დროს მადლს სული წმიდისგან, მაგრამ რა სარგებელი აქვს ანგელოზებრივი სქემის ბრწყინვალებისგან და ზეციური საჩუქრებისგან ზარმაცებს, რომლებსაც მხოლოდ თავიანთი მკრეხელობით შეაქვთ მონაზვნურ ცხოვრებაში თავისი უდარდელი ცხოვრებით წვლილი და ნაცვლად იმისა, რომ ებრძოდნენ ვნებებს, დაკავებული არიან ახლობელთა მოტყუებით, ანრისხებენ მათ და თან იმას ფიქრობენ, როგორ უღალატონ სხვებსაც?!“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 12 2024, 09:52 AM
პოსტი #4370


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობის საფუძველია განმარტოება. ერი საეროთათვის არის, მონაზვნობა კი - განმარტოებულთათვის; ყველაფერი თავის ადგილას უნდა იყოს“.

/ღირსი იოანე ბალაამელი/


„2024 წლის 24 მარტს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) სტეფანწმინდის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა წმინდა წინასწრამეტყველ ელიას სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერ-დიაკონი აბო (ჟორჟოლიანი).

მღვდელ-მონაზონი აბო წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.

აქსიოს! ვულოცავთ მამა აბოს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 13 2024, 11:29 AM
პოსტი #4371


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ბერმა [სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო] გვკითხა:

-როგორი კაბების ჩაცმა გიყვართ: ახლის თუ ძველის?

-მამაო, რასაკვირველია, უკეთესის, - ვუპასუხეთ ჩვენ.

-მაშინ ასე მოიქეცით, - დაგვარიგა მამა ვიტალიმ, - ვთქვათ, ორი კაბა გაქვთ: ახალი და ძველი. ღამით ისინი ღობეზე ჩამოკიდეთ. დილით რომ ადგებით, რომელიც დაგხვდებათ, ის ჩაიცვით და ატარეთ.

ერთხელ ბერმა გვიამბო:

-ერთი მღვდელმონაზონი დედასთან ჩავიდა; ის მკერავი იყო და შვილს ახალი კაბა შეუკერა. „შვილო, მინდა, ეს კაბა ატარო“, - უთხრა ბერს. შვილმაც ეს კაბა ჩაიცვა და სულიერი სიშვიდე დაკარგა. სულში მშვიდობა აღარ ჰქონდა და მორჩა! ვერ მოითმინა, კაბა გაიხადა, ცულს ხელი მოჰკიდა, სახლიდან გამოვიდა და დაჩეხა. სულიერი სიმშვიდეც კვლავ დაუბრუნდა!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2024, 10:43 AM
პოსტი #4372


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვისაც მუდამ ახსოვს სიკვდილი და მარადისობა - გარდუვალი ხვედრი ყოველი კაცისა, იმას სასაცილოდ ეჩვენება მწარე და ტკბილი ამა სოფლისა, ხოლო ვისაც მტერმა წარსტაცა ეს ხსოვნა, იმას წარმავალი ცხოვრება უსასრულოდ ესახება, მწუხარებები კი - უზარმაზარ, უძლეველ გოლიათებად. მონაზონს სიკვდილი რომ მოაგონდება, მაშინვე ემხობიან ეს გოლიათები, მის თვალწინ იშლება დაფარული მარადისობა და ამაო სოფლის ამბები ბავშვურ თამაშად წარმოუდგება“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2024, 10:54 AM
პოსტი #4373


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მდუმარებას ადამიანი უნდა შეეჩვიოს მრავალი ღვაწლით, რაც იწვევს ზრახვებისაგან ბერების, განსაკუთრებით კი მღვდელ-მონაზვნების განთავისუფლებას. მათი სულიერი ცხოვრება კი მდგომარეობს იმაში, რომ ამის მისაღწევად განუწყვეტელ შრომაში არიან. ახლა კი თუ დაუსვამ შეკითხვას მღვდლმონაზონს, როგორი ზრახვები ებადება მას ამ დროს, და პასუხსაც დაელოდები, მას ვერ მიიღებ, რადგან მან მართლაც არაფერი იცის ამის შესახებ. მცნებების აღსრულება საფარველივით ფარავს ზრახვების ქმედებებს, და ამდენად მას ვერც კი წარმოუდგენია თავის თავში ასეთი ზრახვები“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2024, 11:09 AM
პოსტი #4374


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„...ნუ დამწუხრდები, სულიერო შვილო, და სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები სულის ცხონებისათვის. ეს აზრები ბოროტისგანაა: უბრალოდ, ნუ გაიკარებ მათ. სულიერი ხელმძღვანელობისთვის გირჩევ, ხშირად ჩაიხედო ნეტარ აბბა დოროთეს წიგნში: ეცადე, მისი რჩევით იცხოვრო. უფალმა მოგცეს სიბრძნე. მონასტერში დავბერდი და სულ ვიზეპირებ ამ წიგნს. ის ჩემი სამაგიდო წიგნია და მასში თითქმის ყოველდღიურად ვიხედები, რადგან მას სამონაზვნო ანბანი ეწოდება. როდესაც დებთან ერთად შრომობ, შესაძლებელია მათთან საუბარი: მხოლოდ არ უნდა იყოს განკითხვა და ცილისწამება“.

/ღირსი იოანე ბალაამელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2024, 01:34 PM
პოსტი #4375


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა ვიტალი [სიდორენკო] გვიყვებოდა, რომ რუსეთში ერთ მონოზონთან ცხოვრობდა (არ მახსოვს, რომელ სოფელში) და ბაღში ლოცვა უყვარდა. ერთხელ დიასახლისი გამოვიდა და დაუძახა:

-მამაო, მამაო, სად ხართ? უკვე მოსაღამოვდა, გვიანია!

-აქ ვარ, - მიუგო ბერმა, - აქ მოდი, რაღაც უნდა გითხრა.

ქალი მოვიდა, ბერმა დაჯდომა შესთავაზა. ისიც, ბერის მსგავსად, ამოკეცილ ფეხებზე დაჯდა... შემდეგ კი შეხედა და... უკვე დილა იყო! - ბერი მთელი ღამის განმავლობაში ისე კარგად უყვებოდა, რომ ქალს შინ შესვლა აღარ გახსენებია, გადაავიწყდა კიდეც, რომ დაღამდა... მისი მოსმენა ისეთი ტკბილი იყო, რომ ყველაფერი გვავიწყდებოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2024, 09:24 PM
პოსტი #4376


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ანტონი დიდის ცხოვრებაში გადმოცემულია ჭაბუკი მონაზვნის ამბავი, რომელიც უდაბნოში ველურ სახედრებს იმორჩილებდა. ეს რომ ანტონიმ შეიტყო, შეშფოთება გამოთქვა მისი სულიერი მდგომარეობის გამო; მართლაც, მალე მას ამ ყმაწვილი მონაზვნის დაცემის ამბავიც ემცნო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2024, 11:00 AM
პოსტი #4377


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არადა ბერი, რომელიც ჰქმნის მსგავს უსჯულოებებს ღვთისთვის საძაგლობაზე, მართლაც საძაგლობაა. ბერი, რომელიც გარემოსილია სამონაზვნო ცხოვრების აღთქმებით, მაგრამ გააჩნია (იმავდროულად) მზარდი ხელფასი, რომელიც იღებს სულ უფრო მეტ ოქრო-ვერცხლს, საზიზღრობაა ღმრთისა და ყველა წმინდანთა წინაშე“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 20 2024, 11:14 AM
პოსტი #4378


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მღვდელ-მონაზონი მათე (გელაშვილი)

„მამა მათე 1849 წელს დაიბადა, ქართლში, გლეხის ოჯახში. თავიდან ვარძიაში ყოფილა მორჩილად, ბერად გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში აღუკვეციათ ბერად. 1897 წელს ის კვლავ ვარძიაში გადაიყვანეს და ერთი წლის მერე მღვდლად ხელი დაასხეს.

აი, რას ჰყვებოდა მასზე ბაგრატ (დევნოსაძე): „თუ რომელიმე სოფელში რაიმე სენი მძვინვარებდა, იგი არ უშინდებოდა და თვითონ კურნავდა ხალხს. მათე ბერს თხის ტყავი ემოსა. ძალიან უყვარდა ხალხს. ხშირად დაგვიანებია მონასტერში მისვლა და კარიც დაუკეტავთ, დილით კი, ყველას გასაკვირად, თავისი სენაკიდან გამოსულა. გაკვირვებულებს ასე პასუხობდა: - კარი ღიად დამხვდა და ასე შემოვედიო.

1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ხალხში ქადაგებდა უღმერთო ადამიანების გამოჩენის შესახებ, რომლებიც დაანგრევდნენ ტაძრებს, აცდუნებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს და მოუწოდებდა ყველას, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნეობაზე.

რევოლოციის შემდეგ წასულა ამ მონასტრიდან და მას შემდეგ არც არაფერი გაეგოთ მის შესახებ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2024, 10:17 AM
პოსტი #4379


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ორი ახალგაზრდა და საღამოს იდუმალ აღკვეცეს სამონაზვნოდ. ისინი დასაძინებლად დედა მარიამის სენაკში გაამწესეს. ერთ მათგანს ესიზმრა, თითქოს ორნი იდგნენ და რაღაც ხმაური ესმოდათ, თითქოს ვიღაც უახლოვდებოდათ. დაინახეს, რომ ძალიან ბევრი მამაკაცი მოდიოდა, რომლებიც უყვიროდნენ: „აი, თურმე სად იმალებით!“ - და მათკენ გამოეშურნენ.

დები ერთმანეთს მოეხვივნენ, ხელი ჩასჭიდეს და ფიქრობდნენ: „მორჩა, ახლა სიკვდილს შევეყრებით“. კაცებს მათთან მიახლოება სურდათ, მაგრამ შუშა აშორებდათ და ამის საშუალებას არ აძლევდათ. აქეთ-იქით აწყდებოდნენ, მაგრამ დებს ირგვლივ თითქოს უხილავი ჯავშანი ერტყათ.

დილით გამოღვიძებულებმა საუზმისას სიზმარი მამა ვიტალის [სიდორენკო] უამბეს. ბერმა მათ უთხრა:

-დახე, ერთი! მე კი ამ ღამეს მესიზმრა, თითქოს ლომი მომიახლოვდა, ჩემზე თავდასხმას ლამობდა, მე ისე შევებრძოლე, ისე შევებრძოლე, რომ ხახა დავაფხრიწე.

მაგიდასთან მსხდომნი გაოცებულნი გვისმენდნენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2024, 07:48 PM
პოსტი #4380


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“წმინდა მამები მონაზვნის მთელ საქმიანობას, მთელ მის ცხოვრებას ათავსებენ „ტირილში“. რას ნიშნავს მონაზვნის „ტირილი“? ეს მისი ლოცვაა“

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 217 218 219 220 221 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 11:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი