IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 218 219 220 221 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 11 2024, 10:00 AM
პოსტი #4369


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა ბერი მარცხდება ვნებებით, განა იგი არ შეარცხვენს თავის ანგელოზებრივ სქემას? და რომელ ცხონებას უნდა ელოდოს მერე ასეთი ბერი?

დიახ, როცა იარაღდება ბერი, მიეცემა მას საომარი იარაღები, მაგრამ რა სარგებელი ექნება იმისგან მეომარს, რომელიც თავისი გულგრილობით და მშიშრობით მხოლოდ ცუდი მაგალითების მომცემია თავისი არმიისათვის?

ვამბობთ: მეომარი იარაღდება, როგორც წარმატებებში, ასევე ანგელოზებრივ სქემაშიც, იღებს ამ დროს მადლს სული წმიდისგან, მაგრამ რა სარგებელი აქვს ანგელოზებრივი სქემის ბრწყინვალებისგან და ზეციური საჩუქრებისგან ზარმაცებს, რომლებსაც მხოლოდ თავიანთი მკრეხელობით შეაქვთ მონაზვნურ ცხოვრებაში თავისი უდარდელი ცხოვრებით წვლილი და ნაცვლად იმისა, რომ ებრძოდნენ ვნებებს, დაკავებული არიან ახლობელთა მოტყუებით, ანრისხებენ მათ და თან იმას ფიქრობენ, როგორ უღალატონ სხვებსაც?!“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 12 2024, 09:52 AM
პოსტი #4370


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობის საფუძველია განმარტოება. ერი საეროთათვის არის, მონაზვნობა კი - განმარტოებულთათვის; ყველაფერი თავის ადგილას უნდა იყოს“.

/ღირსი იოანე ბალაამელი/


„2024 წლის 24 მარტს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) სტეფანწმინდის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა წმინდა წინასწრამეტყველ ელიას სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერ-დიაკონი აბო (ჟორჟოლიანი).

მღვდელ-მონაზონი აბო წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.

აქსიოს! ვულოცავთ მამა აბოს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 13 2024, 11:29 AM
პოსტი #4371


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ბერმა [სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო] გვკითხა:

-როგორი კაბების ჩაცმა გიყვართ: ახლის თუ ძველის?

-მამაო, რასაკვირველია, უკეთესის, - ვუპასუხეთ ჩვენ.

-მაშინ ასე მოიქეცით, - დაგვარიგა მამა ვიტალიმ, - ვთქვათ, ორი კაბა გაქვთ: ახალი და ძველი. ღამით ისინი ღობეზე ჩამოკიდეთ. დილით რომ ადგებით, რომელიც დაგხვდებათ, ის ჩაიცვით და ატარეთ.

ერთხელ ბერმა გვიამბო:

-ერთი მღვდელმონაზონი დედასთან ჩავიდა; ის მკერავი იყო და შვილს ახალი კაბა შეუკერა. „შვილო, მინდა, ეს კაბა ატარო“, - უთხრა ბერს. შვილმაც ეს კაბა ჩაიცვა და სულიერი სიშვიდე დაკარგა. სულში მშვიდობა აღარ ჰქონდა და მორჩა! ვერ მოითმინა, კაბა გაიხადა, ცულს ხელი მოჰკიდა, სახლიდან გამოვიდა და დაჩეხა. სულიერი სიმშვიდეც კვლავ დაუბრუნდა!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2024, 10:43 AM
პოსტი #4372


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვისაც მუდამ ახსოვს სიკვდილი და მარადისობა - გარდუვალი ხვედრი ყოველი კაცისა, იმას სასაცილოდ ეჩვენება მწარე და ტკბილი ამა სოფლისა, ხოლო ვისაც მტერმა წარსტაცა ეს ხსოვნა, იმას წარმავალი ცხოვრება უსასრულოდ ესახება, მწუხარებები კი - უზარმაზარ, უძლეველ გოლიათებად. მონაზონს სიკვდილი რომ მოაგონდება, მაშინვე ემხობიან ეს გოლიათები, მის თვალწინ იშლება დაფარული მარადისობა და ამაო სოფლის ამბები ბავშვურ თამაშად წარმოუდგება“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2024, 10:54 AM
პოსტი #4373


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მდუმარებას ადამიანი უნდა შეეჩვიოს მრავალი ღვაწლით, რაც იწვევს ზრახვებისაგან ბერების, განსაკუთრებით კი მღვდელ-მონაზვნების განთავისუფლებას. მათი სულიერი ცხოვრება კი მდგომარეობს იმაში, რომ ამის მისაღწევად განუწყვეტელ შრომაში არიან. ახლა კი თუ დაუსვამ შეკითხვას მღვდლმონაზონს, როგორი ზრახვები ებადება მას ამ დროს, და პასუხსაც დაელოდები, მას ვერ მიიღებ, რადგან მან მართლაც არაფერი იცის ამის შესახებ. მცნებების აღსრულება საფარველივით ფარავს ზრახვების ქმედებებს, და ამდენად მას ვერც კი წარმოუდგენია თავის თავში ასეთი ზრახვები“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2024, 11:09 AM
პოსტი #4374


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„...ნუ დამწუხრდები, სულიერო შვილო, და სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები სულის ცხონებისათვის. ეს აზრები ბოროტისგანაა: უბრალოდ, ნუ გაიკარებ მათ. სულიერი ხელმძღვანელობისთვის გირჩევ, ხშირად ჩაიხედო ნეტარ აბბა დოროთეს წიგნში: ეცადე, მისი რჩევით იცხოვრო. უფალმა მოგცეს სიბრძნე. მონასტერში დავბერდი და სულ ვიზეპირებ ამ წიგნს. ის ჩემი სამაგიდო წიგნია და მასში თითქმის ყოველდღიურად ვიხედები, რადგან მას სამონაზვნო ანბანი ეწოდება. როდესაც დებთან ერთად შრომობ, შესაძლებელია მათთან საუბარი: მხოლოდ არ უნდა იყოს განკითხვა და ცილისწამება“.

/ღირსი იოანე ბალაამელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2024, 01:34 PM
პოსტი #4375


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა ვიტალი [სიდორენკო] გვიყვებოდა, რომ რუსეთში ერთ მონოზონთან ცხოვრობდა (არ მახსოვს, რომელ სოფელში) და ბაღში ლოცვა უყვარდა. ერთხელ დიასახლისი გამოვიდა და დაუძახა:

-მამაო, მამაო, სად ხართ? უკვე მოსაღამოვდა, გვიანია!

-აქ ვარ, - მიუგო ბერმა, - აქ მოდი, რაღაც უნდა გითხრა.

ქალი მოვიდა, ბერმა დაჯდომა შესთავაზა. ისიც, ბერის მსგავსად, ამოკეცილ ფეხებზე დაჯდა... შემდეგ კი შეხედა და... უკვე დილა იყო! - ბერი მთელი ღამის განმავლობაში ისე კარგად უყვებოდა, რომ ქალს შინ შესვლა აღარ გახსენებია, გადაავიწყდა კიდეც, რომ დაღამდა... მისი მოსმენა ისეთი ტკბილი იყო, რომ ყველაფერი გვავიწყდებოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2024, 09:24 PM
პოსტი #4376


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ანტონი დიდის ცხოვრებაში გადმოცემულია ჭაბუკი მონაზვნის ამბავი, რომელიც უდაბნოში ველურ სახედრებს იმორჩილებდა. ეს რომ ანტონიმ შეიტყო, შეშფოთება გამოთქვა მისი სულიერი მდგომარეობის გამო; მართლაც, მალე მას ამ ყმაწვილი მონაზვნის დაცემის ამბავიც ემცნო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2024, 11:00 AM
პოსტი #4377


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არადა ბერი, რომელიც ჰქმნის მსგავს უსჯულოებებს ღვთისთვის საძაგლობაზე, მართლაც საძაგლობაა. ბერი, რომელიც გარემოსილია სამონაზვნო ცხოვრების აღთქმებით, მაგრამ გააჩნია (იმავდროულად) მზარდი ხელფასი, რომელიც იღებს სულ უფრო მეტ ოქრო-ვერცხლს, საზიზღრობაა ღმრთისა და ყველა წმინდანთა წინაშე“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 20 2024, 11:14 AM
პოსტი #4378


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მღვდელ-მონაზონი მათე (გელაშვილი)

„მამა მათე 1849 წელს დაიბადა, ქართლში, გლეხის ოჯახში. თავიდან ვარძიაში ყოფილა მორჩილად, ბერად გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში აღუკვეციათ ბერად. 1897 წელს ის კვლავ ვარძიაში გადაიყვანეს და ერთი წლის მერე მღვდლად ხელი დაასხეს.

აი, რას ჰყვებოდა მასზე ბაგრატ (დევნოსაძე): „თუ რომელიმე სოფელში რაიმე სენი მძვინვარებდა, იგი არ უშინდებოდა და თვითონ კურნავდა ხალხს. მათე ბერს თხის ტყავი ემოსა. ძალიან უყვარდა ხალხს. ხშირად დაგვიანებია მონასტერში მისვლა და კარიც დაუკეტავთ, დილით კი, ყველას გასაკვირად, თავისი სენაკიდან გამოსულა. გაკვირვებულებს ასე პასუხობდა: - კარი ღიად დამხვდა და ასე შემოვედიო.

1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ხალხში ქადაგებდა უღმერთო ადამიანების გამოჩენის შესახებ, რომლებიც დაანგრევდნენ ტაძრებს, აცდუნებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს და მოუწოდებდა ყველას, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნეობაზე.

რევოლოციის შემდეგ წასულა ამ მონასტრიდან და მას შემდეგ არც არაფერი გაეგოთ მის შესახებ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2024, 10:17 AM
პოსტი #4379


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ორი ახალგაზრდა და საღამოს იდუმალ აღკვეცეს სამონაზვნოდ. ისინი დასაძინებლად დედა მარიამის სენაკში გაამწესეს. ერთ მათგანს ესიზმრა, თითქოს ორნი იდგნენ და რაღაც ხმაური ესმოდათ, თითქოს ვიღაც უახლოვდებოდათ. დაინახეს, რომ ძალიან ბევრი მამაკაცი მოდიოდა, რომლებიც უყვიროდნენ: „აი, თურმე სად იმალებით!“ - და მათკენ გამოეშურნენ.

დები ერთმანეთს მოეხვივნენ, ხელი ჩასჭიდეს და ფიქრობდნენ: „მორჩა, ახლა სიკვდილს შევეყრებით“. კაცებს მათთან მიახლოება სურდათ, მაგრამ შუშა აშორებდათ და ამის საშუალებას არ აძლევდათ. აქეთ-იქით აწყდებოდნენ, მაგრამ დებს ირგვლივ თითქოს უხილავი ჯავშანი ერტყათ.

დილით გამოღვიძებულებმა საუზმისას სიზმარი მამა ვიტალის [სიდორენკო] უამბეს. ბერმა მათ უთხრა:

-დახე, ერთი! მე კი ამ ღამეს მესიზმრა, თითქოს ლომი მომიახლოვდა, ჩემზე თავდასხმას ლამობდა, მე ისე შევებრძოლე, ისე შევებრძოლე, რომ ხახა დავაფხრიწე.

მაგიდასთან მსხდომნი გაოცებულნი გვისმენდნენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2024, 07:48 PM
პოსტი #4380


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“წმინდა მამები მონაზვნის მთელ საქმიანობას, მთელ მის ცხოვრებას ათავსებენ „ტირილში“. რას ნიშნავს მონაზვნის „ტირილი“? ეს მისი ლოცვაა“

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2024, 11:33 AM
პოსტი #4381


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახლანდელი ბერები მხარს უჭერენ და უყვართ, როცა მათ აქებენ ხუცესები, ხოლო გულით მორჩილებს არანაირი საქმე არა აქვთ იმასთან, რომც გამოეცალოთ ისინი. ერში ამაზე ასეთ ანდაზას ამბობენ:

„მე ვაკურთხებ და მირონსაც ვცხებ, მათ კი მერე გინდ იცხოვრონ ასე, გინდა არა“.

ჰოი უბედურო ხუცესებო! რომელთაც დაღუპეთ მრავალთა ცხონება, ანუ თქვენივე მორჩილი ყმაწვილები. ის მაინც თუ იცით, რომ თქვენ ამისათვის, მათი დაღუპული სულების გამო დაიტანჯებით და ჩაცვივდებით გარესკნელის წყვდიადში?! იქ ასე მოხდება: ამგვარ ხუცესს მორჩილი გადასცემს მთელ პასუხისმგებლობას მისი სულის დაცემისთვის; მორჩილის სული შეიძულებს თავისი ხუცესის სულს და იტყვის:

„ჰოი საძაგელო ხუცესო! ასე ეცადე არა ჩემი სულის გადარჩენა?! განა შენ არ აიღე ჩემ სულზე პასუხისმგებლობა, მაგრამ ახლა ჩვენ აქ ვიტანჯებით, ასე ერთად!“

ასე განუწყვეტელი მხილებებით დასდებს ბრალს მორჩილის სული ხუცესის სულს. ხუცესის სულიც თავის მხრივ ამხელს მორჩილის სულს:

„რად მეძახი, შე ბოროტო სულო, საძაგელო მე! განა მე არ გარიგებდი სულ და თანაც ცხონების გზასაც მე არ გიჩვენებდი?!“

მორჩილის სულიც კვლავ განაგრძობს:

„ჰოი ჩემო უბედურო ხუცესო, მე ხომ შენ მომიყვანე აქ, ამ ჯოჯოხეთში სატანჯველად?! რატომ არ მსჯიდი ჩემი საქმიანობებისთვის?! განა ასე არ არის: მხატვარი ან მასწავლებელი თუ არ შეასწავლის ხელობას შეგირდს, როგორღა შესძლებს მისი მოწაფე ამ საქმეში დახელოვნებას?! განა ასე არ მოხდა ჩემს შემთხვევაშიც?! შენ რომ გესწავლებინა ჩემთვის სამონაზვნო ცხოვრება, განა ახლა მე აქ ასე დავიტანჯებოდი?! ახლა კი შენი სულიც იტანჯება იმისთვის, მე რომ გადმომეცი შენი უღირსობის ხარისხი; ამიტომაც მეც ჩავიდინე სამონაზვნო ცხოვრების საწინააღმდეგო ცოდვები. ამიტომაც მოვხვდით დღეს ჩვენ, ორივენი ასე ერთად აქ, ამ გარესკენლის წყვდიადში!“

აი, ასეთი გადამეტებული მხილებებით ამხელდნენ ერთმანეთს, როგორც ვამბობთ, მორჩილისა და ხუცესის სულები“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 24 2024, 03:37 PM
პოსტი #4382


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კიევში ასეთი შემთხვევა იყო: დაკრძალეს სქემოსანი და მორჩილი; როდესაც მათი საფლავები გახსნეს, მორჩილს ეცვა სქემა, სქემოსანს კი მორჩილის სამოსი. აი, ესეც შენი სქემოსანი! უღირსად ატარებდი, შე საბრალო, სქემას, მან ვერ მოგიტანა ხსნა, არამედ განგსაჯა. ვწერ ამ სტრიქონებს და ვწითლდები: მეც ხომ სქემოსანი ვარ, თუმცა არ ვვარდები სასოწარკვეთაში. უფალი მოწყალეა, იცის ჩვენი უძლურება და სქემოსანსაც მისცა სინანული. დიდება, უფალო, შენ წმინდა გულმოწყალებას“.

/ღირსი იოანე ბალაამელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2024, 10:50 AM
პოსტი #4383


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სანამ მამა ვიტალის [სიდორენკო] შესახებ წიგნს წავიკითხავდი, მის შესახებ გადმოცემით მსმენოდა. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნიდან საკმაოდ ბევრი შევიტყე, მაგრამ მისი მსწრაფლშემწეობისთვის არასოდეს მიმიმართავს.

ერთ ზაფხულს სურამის დედათა მონასტერში მისი სულიერი შვილი, მონოზონი დიონისია გავიცანი, რომელსაც ხშირად ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი. ის უკვე ხანდაზმული იყო და ავადმყოფობდა. ერთხელ, გვიან საღამოს დამირეკა და მთხოვა, რომ მისი სასწრაფოდ აღკვეცისთვის დიდი სქემა იყო საჭირო. ეპარქიაში ის არ აღმაოჩნდათ. ყველა შესაძლო ადგილას მოვიკითხე, მაგრამ ამაოდ. ბოლოს წმიდა ოლღას მონასტერში წავედი იმ იმედით, რომ იქ მაინც დამეხმარებოდნენ.

ჩასულს ერთნი ნაცნობი მონოზონი შემომხვდა, რომლის სახელიც არ მახსოვდა და დახმარება ვთხოვე. დიდი სქემა არც მათ აღმოაჩნდათ. შეწუხებული გამოვბრუნდი - მივხვდი, რომ დახმარებას ვერ შევძლებდი. უცებ, ჩემთვისვე მოულოდნელად, გულში მამა ვიტალის მივმართე: „მამა ვიტალი, ის ხომ შენი სულიერი შვილი და შენი აღკვეცილია, დამეხმარე, რომ მისთვის დიდი სქემა მოვიძიო...“ თან მანქანისკენ მივდიოდი და უკან ხელცარიელი დაბრუნებას ვაპირებდი.

უცებ ზურგსუკან ძახილი მომესმა. შემოვბრუნდი და დავინახე, რომ მონოზონი ჩემკენ მოდიოდა, ხელზე დიდი სქემა ჰქონდა გადაფენილი. მომიახლოვდა და მითხრა:

-გუშინ ჩვენთან ერთი დიდსქემოსანი მონოზონი გარდაიცვალა. ლოცვა-კურთხევა მომცეს, რომ მისი სქემა თქვენთვის გადმომეცა...

გაოცებულმა და სიხარულით აღვსილმა მონოზონს მადლობა გადავუხადე, გულში კი გამუდმებით ვმადლობდი მამა ვიტალის, რომელმაც მყისიერად შეისმინა ჩემი თხოვნა და თავისი საყვარელი სულიერი შვილი გარდაცვალების წინ უნუგეშოდ არ დატოვა.

სურამში გვიან ღამით დავბრუნდი და სქემა ჩავიტანე. მონოზონი აღკვეცეს და სახელად დოროთეა უწოდეს. ის სულ მალე გარდაიცვალა კიდეც“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2024, 11:25 AM
პოსტი #4384


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ხვალ მარხვა დაიწყება. შეგვეწევა კი უფალი, სათანადოდ ვიმარხულოთ?.. მონასტერში რომ ვიყოთ, სხვა საქმეა... ხედავთ, მონასტრებიც საჭირო ყოფილა, ზოგჯერ კი - მონაზვნებიც... და არა ერთისა და ორისათვის. მავანნი კი არ სწყალობენ ბერმონაზვნობას: თვით მაცხოვრის დაწესებულად არ მიიჩნევენ.

რას გულისხმობენ მონაზვნობაში? ანაფორა, ბარტყული, სკვნილი და სხვა გარეგნული მხარე ნამდვილად არ დაუფუძნებია მაცხოვარს... ხოლო მონაზვნობის ძალასა და სულისკვეთებაზე თავად მან მიგვითითა - საკუთრივ თავისი სახით, ღვთისმშობლის, უფლის წინამორბედის, შეიძლება ითქვას, ყველა მოციქულის სახით.

მონაზვნობა არის ყოველივესგან განშორება და გონებითა და გულით განუწყვეტლივ ღმერთთან ყოფნა. მონაზონი არის ის, რომელიც შინაგანად ისეა მოწყობილი, რომ არსებობენ მხოლოდ ღმერთი და ის [ადამიანი], ვინც ღმერთში უჩინარდება“.

/წმ. თეოფანე დაყუდებული/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2024, 12:54 PM
პოსტი #4385


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა ღვთისმოსავმა კაცმა ეგვიპტეში დატოვა ცოლი და შვილები, უარყო სოფელი და უდაბნოში წავიდა. ძლიერი ბრძოლა ატყდა მის წინააღმდეგ სიძვის ეშმაკისაგან, რომელიც მის ცოლს ახსენებდა. მან ეს მამებთან აღიარა. როცა მათ დაინახეს, რომ იგი მოსაგრეა და ასრულებს ყველაფერს, რაც ნაბრძანები აქვს, გაორმაგებული ღვაწლი დააკისრეს, რომელიც წმინდა მამათა სხვადასხვა ცხოვრებებიდან აიღეს.

ამ ღვაწლისაგან იგი იმდენად დასუსტდა,რომ ლოგინად ჩავარდა. ღვთის განგებულებით, იქ სკიტიდან ბერი მივიდა. ეგვიპტურ სკიტში - ასე ერქვა უნაყოფო და ველურ უდაბნოს, რომელიც ალექსანდრიის მახლობლად იყო - ცხოვრობდნენ ღირსი ბერები, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარნი იყვნენ მადლის ნიჭებითა და სულიერი განსჯის ნიჭით.

სკიტელმა ავადმყოფი მოინახულა და ჰკითხა: აბბა! რისგან ხარ ავად? მან უპასუხა: ცოლიანი ვარ, ამ უდაბნოში ახლახან მოვედი და მტერმა ცოლის გამო ბრძოლა გამიმართა. ვაღიარე მამებთან. მათ დამაკისრეს სხვადასხვა ღვაწლი, რომელიც წმიდნა მამების ცხოვრებებიდან აიღეს. როცა დავიწყე მათი შესრულება, ძალა გამომეცალა, ხოლო ბრძოლა სხეულში გამიძლიერდა.

ეს რომ გაიგო სკიტის ბერმა, შეწუხდა და უთხრა: მამებმა, როგორც ძლიერებმა, მართებულად გიბრძანეს ასე მოქცეულიყავი. მაგრამ, თუ გსურს, ჩემს თავმდაბლობას უსმინე, მიატოვე ამ ღვაწლის შესრულება, ზომიერი რაოდენობით საკვები მიიღე თავის დროზე, შეასრულე ზომიერი კანონი და მთელი შენი მწუხარება უფალს მიანდე: იგი დაამარცხებს მტერს, რომელიც გებრძვის. საკუთარი ღვაწლით კი ამ ბრძოლაში გამარჯვებას ვერ მოიპოვებ. მებრძოლმა ძმამ სკიტის ბერის რჩევით დაიწყო მოქცევა: რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფობისგან შვება იგრძნო და ბრძოლამ უკან დაიხია.“

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 28 2024, 11:25 AM
პოსტი #4386


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რა აღარ ემართება ადამიანს, რომელიც მგზავრობდა და ხელში კი უჭირავს ხელწერილი იმათ დასანახად, რომ მას აქვს ასეთი ხელწერილი. ვთქვათ სამონაზვნო ცხოვრების ანგელოზებრივი სქემა, რომელშიც ჩაწერილი 5 მონეტა, რომელთაც აწერიათ: „სიკვდილთან მისასვლელი“.

ამ მონეტების არსი კი ასეთია: 1) ხედავ; 2) გესმის; 3) მუნჯი ხარ; 4) უცნაური; 5) უდრეკი. ეს ხუთი მონეტა წარმოადგენს სამონაზვნო ცხოვრების საგანძურს, რაზეც მოწმობს ხელწერილიც. დაე, ბერი უცქერდეს და ვერაფერს ხედავდეს; ესმოდეს და ვერ იგებდეს; მეტყველებდეს და არ ლაპარაკობდეს. ცდუნდებოდეს და არ სცოდავდეს. შფოთდებოდეს და არ შფოთავდეს. და ყოველთვის ფლობდეს თავის ბაგეებს!“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 29 2024, 10:19 AM
პოსტი #4387


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მწერ, რომ „ძალიან სულელი ვარ, მინდა, გონიერებას მოვუხმო, მაგრამ არაფერი გამოდის“, მე კი მონასტერში საუკუნე ვიცხოვრე და ჩემი გარდაცვალება ახლოვდება. თუმცა გონიერებას ვერ მოვუხმე, მომიწევს სულელად მოვკვდე“.

/ღირსი იოანე ბალაამელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2024, 11:33 AM
პოსტი #4388


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა ვიტალი [სიდორენკო] უწმიდესთან საპატრიარქოში მოდიოდა ხოლმე. თითქმის ყოველთვის თან ახლდა მისი მესენაკე, სქემიღუმენია სერაფიმა (დიაჩენკო). თავად პატრიარქიც არაერთხელ მიმიყვანია მის სახლში, დიდუბეში, სადაც ის უმეტესწილად ცხოვრობდა. ზოგჯერ ბერის გარეშე დედა სერაფიმაც მოდიოდა, რომელიც უწმიდესთან შეხვედრის შემდეგ მონასტერში მიმყავდა. არაერთხელ ყოფილა პატრიარქი მოსკოვის პროსპექტზე მდებარე ბინაშიც, სადაც მამა ვიტალი ერთ ქართულ (გოგინაშვილების) ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

მე მათ საუბარს არ შევსწრებივარ, რადგან უწმიდესი მასთან პირისპირ რჩებოდა (განსაკუთრებით მამა ვიტალის ავადმყოფობისას, მოსკოვის პროსპექტზე მდებარე ბინაში). მაგრამ მისგან გამოსული პატრიარქი მუდამ სახემღიმარე იყო. ყველა ვგრძნობდით, რომ მას მამა ვიტალი ძალიან უყვარდა და აფასებდა. შემდეგ, მანქანაში ის მუდამ საუბრობდა თანამედროვეობის ამ დიდ ბერზე, გვიყვებოდა მის ცხოვრებაზე, მისი სიყვარულის უდიდეს უნარზე. ამბობდა, რომ ის ნამდვილი ბერი იყო - შინაგანად და მოწოდებით, როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი მოსაგრე, რომელიც ამ გზას შეუდგა.

იხსენებდა მის უშურველობის შესახებ, იმას, რომ ბერი სრულიად და სავსებით არამომხვეჭელი იყო - თუ რაიმეს მისცემდნენ, მუდამ სხვისთვის ემეტებოდა. სულ ცდილობდა, ყველას დახმარებოდა, რითაც შეეძლო - მატერიალურად იქნებოდა ეს თუ სულიერად, ლოცვით. ყვებოდა, როგორ ეხმარებოდა მამა ვიტალი ყველას - ნაცნობსაც და უცნობსაც, ჯიბეში მუდამ კანფეტები ედო და ბავშვებსაც და დიდებსაც იმით უმასპინძლდებოდა, როცა ქუჩაში გამოდიოდაო.

უწმიდესმა ისიც გაიხსენა, რომ თურმე არაერთ უცნობ ადამიანს გასაჭირის ჟამს მისგან ამანათები მიუღია, რომელშიც ყოველთვის ზუსტად ის ნივთები იდო, რაც სჭირდებოდათ. ბერის სენაკში მუდამ ანთია სანთლები და ის მთელი სამყაროსთის ლოცულობსო, - ამბობდა პატრიარქი“.

/ელდარ გიორგელაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მძღოლი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 218 219 220 221 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2025 - 03:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი