IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 219 220 221 222 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 1 2024, 01:55 PM
პოსტი #4389


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი აბბა დოროთე მოგვითხრობს, რომ ერთი დიდი ბერის მოსწავლე ხორციელ ბრძოლას დაექვემდებარა. ბერმა, როცა დაინახა მისი შრომა, უთხრა: გინდა, ღმერთს შევთხოვო, რომ გაგიადვილოს ბრძოლა? - მოსწავლემ უპასუხა: მამაო! მართალია, ვშრომობ, მაგრამ ჩემში ვხედავ შრომის ნაყოფსაც: სჯობს, ღმერთს შესთხოვე, რომ ბრძოლაში მოთმინება მომცეს. „ასეთია ის, ვისაც ჭეშმარიტად სურს გადარჩენა!“ - შესძახებს მოთხრობის ბოლოს ღირსი დოროთე.

ღირსი პიმენ დიდი ძმების აღზრდისა და ნუგეშისათვის ჰყვებოდა ღვთის დიდ სათნოყოფილზე, იოანე კოლოვზე, რომ იგი ევედრა ღმერთს და განთავისუფლდა გულისთქმების მოქმედებისგან, რისგანაც აუმღვრეველ სიმშვიდეში იმყოფებოდა. მაშინ იგი მივიდა ერთ ბერთან, რომელიც ძალიან გამოცდილი იყო სულიერ ცხოვრებაში და მოუყვა, რაც შეემთხვა. ბერმა უპასუხა: „წადი, ევედრე ღემრთს, რომ დაგიბრუნოს ბრძოლები და ის შემუსვრილება და თავმდაბლობა, რომლებიც ადრე გქონდა ბრძოლების გამო, იმიტომ, რომ მათი საშუალებით სული წარემატება.“

მაშ, ნუ მივეცემით დაბნეულობას, სასოწარკვეთას, სულმოკლეობას, მოდუნებას, როცა ჩვენში სურვილის მძვინვარე ტალღები აღიმართება და გულისსიტყვები, როგორც ძლიერი ქარები, თავს დაგვესხმიან! შევეწინააღმდეგოთ ცოდვას: ამ ბრძოლით გამოვიმუშავებთ ღვთის ცოცხალ რწმენას და ღვთის ცოცხალ შემეცნებას“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2024, 11:34 AM
პოსტი #4390


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მომისმინე მე, ჰოი ბერო! დიდებულია მარტოობა, მაგრამ აწ შენთვის არა; განმარტოებამ უნდა მიგიყვანოს ამ ორიდან იქ, სადაც ადამიანი ხდება თავისი სულით ან ზეციური ანგელოზი, ან ეშმაკი; მორჩილი კი, რომელიც ცხოვრობს საძმოში და ასრულებს დავალებებს ყოველგვარი წუწუნის გარეშე, უკვე ზეციური მემკვიდრეცაა, რამეთუ მიეჩვია უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს და მის ზეციურ მემკვიდრეობაში მოშურნეობით აღასრულებს თავის მორჩილებას“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/



“2024 წლის 9 აპრილს მიტროპოლიტმა ზოსიმემ გრემისხევის წმ. მარინეს მამათა მონასტერში დიაკონი ალექსი (ხუციშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად იოსები უწოდა.

აქსიოს! ვულოცავთ მამა იოსებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2024, 01:29 PM
პოსტი #4391


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი პალამონის ანგელოზებრივმა ცხოვრებამ წმინდა პახუმი მოხიბლა, მივიდა მასთან და კარზე დააკაკუნა. ბერმა იკითხა:

-რატომ აკაკუნებ?

პახუმიმ უპასუხა, რომ ბერობა სურდა.

წმინდა ბერი არწმუნებდა, უკან დაბრუნებულიყო, რათა ჯერ თავი გამოეცადა, შეეძლო თუ არა ისე ეცხოვრა, როგორც პალამონის მოწაფეები ცხოვრობდნენ. ამბობდა:

-უნდა გაგაფრთხილო, თუ რამდენად რთულია ბერული ცხოვრება. ღამე ვფხიზლობთ და ღვთის სიტყვაზე ვფიქრობთ. შემდეგ მთელი დღე ფიზიკურად ვშრომობთ, თოკებს ვგრეხთ, რომ ძილს ვებრძოლოთ და ამავე დროს, მოვიპოვოთ ის, რაც არსებობისთვის არის აუცილებელი. რაც არ გვჭირდება, გლახაკებს ვურიგებთ. რაც შეეხება იმას, რომ ვჭამოთ მოხარშული, ზეთიანი, დავლიოთ ღვინო, ასეთი რამ არც ვიცით, რას ნიშნავს. ყოველდღე ვმსახურობთ ზაფხულში, ზამთარში კი ორი-სამი დღე გადაბმულად. ლოცვის წესი ასეთია: დღისით ვლოცულობთ სამოცდაათჯერ და ღამითაც სამოცდაათჯერ, იმ ლოცვების გარდა, რომელსაც ყველა წამში ვამბობთ და რომლის სათვალავიც კი არ ვიცით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2024, 10:57 AM
პოსტი #4392


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში იმიტომაც შევდივართ, რომ აღმოვაჩინოთ ჩვენში ფარულად მცხოვრები ვნებები და ჩვენი ბუნების დამოკიდებულება ბოროტი სულების მიმართ, რომლებსაც იგი ნებაყოფლობით დაემონა. ამისთვის ჩვენ ვწყვეტთ სოფელთან დამაკავშირებელ საკვრელებს, ვტოვებთ ადამიანთა საზოგადოებას, ნათესავებს, ქონებას, რათა დავინახოთ ჩვენი შინაგანი საკვრელები და ისინი უფლის მარჯვენით გავწყვიტოთ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2024, 11:04 AM
პოსტი #4393


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არ არის საჭირო, საბეროები იმოსებოდნენ სხვადასხვა შესამოსლებით. ხოლო სავანეში თუ იმყოფება უწვერული ყმაწვილი, მას უნდა მოსავდნენ ყოველთვის ძველი კაბით. ის კი არ უნდა უყურებდეს სახეში არავის, არც უნდა უღიმოდეს მოსაუბრეს. ხოლო თუ ვინმეს ესაუბრება, უნდა იდგეს თავდახრილი და ისე საუბრობდნენ. იგი არ უნდა იბანდეს პირს წყლით და კულულებსაც უნდა იკრეჭდეს თავზე, რომ არ ჩამოეშალოს სახეზე თმა გოგონასავით, რადგან სწორედ ასეთი წყეული კულულები განაწყობს ადამიანს სიძვის ჩასადენად. დიახ წყეული კულულები! მაგრამ ვისთვის არიან ისინი წყეულნი?!

იმათთვის, ვინც ემსახურებიან მათ. ანუ ვინც ბოროტი განზრახვით საგანგებოდ (მოსაწონად) დაივარცხნის მათ და ჭეშმარიტად დაწყევლილები ხდებიან თავიანთი კულულებით. ამიტომაც ვამბობ, რომ ისინი უნდა იკვეცავდნენ მათ, რომ არ აღაგზნოს მასთან ურთიერთობისას ვინმე ბოროტი განზრახვებით, ანუ სიძვის საერო სულით, რომელსაც ისინი გამოექცნენ მონასტერში. თავიანთ კულულებით ისინი შუბლს უნდა იფარავდნენ და უნდა იფარავდეს საკუთარ მკერდსაც, რომ არ აცდუნოს ვინმე საძმოდან, მითუმეტეს, რომ მათ შორის იმყოფებიან მღვდლებიც; და თუ მოხდება მღვდლის ცდუნება, ამის პასუხისმგებლობა დაეკისრება მაცდუნებელს.

უთხრა თეოფანემ წმინდანს:

„და ამეებს ვინღა შეასრულებს აწი?“

წმინდანმა ამაზე უპასუხა:

„აუცილებელია მათი შესრულება ახლა, რადგან მხოლოდ ისინიღა არიან დარჩენილნი აქ“, (ანუ მონაზვნობის სხვა აღთქმებიდან დარჩა მხოლოდ ქალწულება, რომელსაც დღემდეც იცავენ); ხოლო თუ მეძავეობის ცოდვა მოიპოვებს სამოქალაქო უფლებებს ბერ-მონაზვნებში, მაშინ ჩვენი ეს სამონაზვნო ცხოვრება ისე გამოგვეცლება ხელიდან, როგორც ებრაელებს ეცლებოდათ ძალა“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2024, 12:19 PM
პოსტი #4394


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, წმინდა მთავარეპისკოპოსმა თეოფილემ ნიტრიის მთა მოინახულა, რომელთანაც მთის ამბა მოვიდა.

მთავარეპისკოპოსმა უთხრა: „შენი აზრით,რა არის ყველაზე ამაღლებული ღვაწლი მონაზვნურ გზაზე?“.

ბერმა უპასუხა: „მორჩილება და საკუთარი თავის მუდმივი გაკიცხვა“.

რაზეც მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა: „ამის გარდა სხვა გზა არ არის“.

/ღირსი იოანე ბალაამელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2024, 10:36 AM
პოსტი #4395


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ანგელოზურ ცხოვრებაში გამოცდილი მონაზვნები, ჭეშმარიტად წმინდა ბერები გაცილებით უფრო მეტად უფრთხიან ხიბლს, გაცილებით უფრო მეტად არ ენდობიან საკუთარ თავს, ვიდრე ახლად დამწყებები, განსაკუთრებით კი ის ახლად დამწყებები, რომლებიც ღვაწლისადმი მგზნებარებით გამოირჩევიან.

გულისმიერი სიყვარულით აფრთხილებს ხიბლის გამო ღირსი გრიგოლ სინელი მდუმარე მონაზონს, რომლისთვისაც არის დაწერილი მისი წიგნი:

„მინდა ხიბლის გარკვეული გაგება გქონდეს; იმ მიზნით მინდა, რომ ხიბლისაგან თავი დაიცვა, რათა მისწრაფებისას, რომელიც სათანადო ცოდნით გაბრწყინებული არ არის, თავს უდიდესი ზიანი არ მიაყენო, სული არ დაიღუპო. ადამიანის თავისუფალი ნება-სურვილი ადვილად იხრება ჩვენს მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობისკენ, განსაკუთრებით, ნება-სურვილი ახლად დამწყებებისა, რომლებიც ღვაწლში ახლები არიან, როგორც ჯერ კიდევ დემონების მიერ დაუფლებულებისა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2024, 11:09 AM
პოსტი #4396


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დიახ, არ აძლევენ ძმები ერთმანეთს თავიანთ კაბებს, და არც უნდა მისცენ, რადგან ის, ვინც თავის კაბას წინამძღვრის დაუკითხავად მისცემს სხვას, უღირსად იქცევა და ამით ერთგვარად აწესებს საცხოვრებელშიც ამ უღირსობას. ეს კი გამოიწვევს თანასაკნელთა შორის უწესრიგობას და ადამიანის ჩავარდნას უდიდეს უწმინდურებებაში.

როცა ძმას მსგავსი საჭიროება გაუჩნდება, იგი უნდა გაგზავნო კეთილმოწესესთან, რადგან ყველა მონასტერში არსებობს ამგვარი საქმეების მომწერსრიგებელი და ძმებს შორის რაიმეს გადაცემის საკითხებიც ასე გვარდება“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2024, 01:01 PM
პოსტი #4397


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი მონასტრული ცხოვრება ჯერ კიდევ ნელ-ნელა ბჟუტავს, მაგრამ ჩვენი საძმო დაბერდა; მადლობა ღმერთს, საზაფხულო მინდვრის სამუშაოები წარმატებით დავასრულეთ. თუმცა კი გრილი ზაფხული იყო, საქმეებს მაინც კარგად გავუმკლავდით, გლეხებზე უკეთაც კი; მართალია, დაბერდნენ მონაზვნები, მაგრამ შრომას მიჩვეულნი არიან“.

/ღირსი იოანე ბალაამელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2024, 10:57 AM
პოსტი #4398


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„აბბა პიმენს ძმამ ჰკითხა: „რისკენ უნდა იყოს ყურადღება სენაკში დაყუდებული მონაზვნისა?“ ბერმა მიუგო: „მე იმ კაცს ვგავარ, კისრამდე ჭაობში ჩაფლულს, ქედზე ტვირთი რომ ადევს და უფალს შეჰღაღადებს: „შემიწყალეო!“ შემიწყალე! - აი, ეს არის სულში ჩანერგილი ტირილის გამოხატულება. როცა ტირილი ძლიერდება, ის მრავალმზრახველობასა და მრავალსიტყვაობას აღარ იმოსავს და უვრცელესი სულიერი განცდების მოკლე ლოცვით გამოხატვაც აკმაყოფილებს“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 11 2024, 11:29 AM
პოსტი #4399


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მისმინეთ განმარტოებულნო, შეხედეთ საკუთარი სულიერი თვალებით კიდევ სხვა უპირატესობებს საერთო საცხოვრებლის ცხოვრებაში: ამისთვის კი გადით ზღვის სანაპიროზე, გადახედეთ ქვებს, როგორ ლამაზად იღვწიან ისინი და ამის გამო, როგორ ბრწყინავენ! მათ მსგავსად, საერთო საცხოვრებლის მცხოვრებთაც ეხლება ზღვის ტალღები; ისინი კი მაინც დაუწუწუნებლად განგრძობენ თავიანთ სხვადასხვა სამორჩილო საქმეების კეთებას (ანუ თავისივე ნების მოკვეთას) და ხვდებიან კიდეც ასე გამოჩენილნი და გაბრწყინებულნი სასუფეველში“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


„2024 წლის 12 ივლისს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა და სარმანიშვილის კარის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა სქემ-ბერ-დიაკონი ლაზარე (ხუციშვილი).

აქსიოს! ვულოცავთ მამა ლაზარეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2024, 01:05 PM
პოსტი #4400


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„...მათ მას მონაზვნობის სიყვარული გადასდეს...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2024, 12:28 PM
პოსტი #4401


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თვითგანკიცხვის თავმდაბალი ფიქრებით აღსავსეა მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ლოცვა. მაგრამ მონაზვნები დროის ნაწილს ყოველდღიურად უთმობენ სწორედ თვითგანკიცხვაში ვარჯიშს. ისინი მისი მეშვეობით ცდილობენ დააჯერონ, დაარწმუნონ საკუთარი თავი, რომ ისინი ცოდვილები არიან, რადგან დაცემულ ბუნებას ამისი დაჯერება არ სურს, არ სურს ეს ცნობიერება შეითვისოს.

საერთოდ, თვითგაკიცხვა ყველა მონაზვნისათვის სასარგებლოა, როგორც ახლად დამწყებებისთვის, ისე წარმატებულთათვის, საერთო საცხოვრებელში მყოფთათვისაც და მდუმარეებისთვისაც. ამ უკანასკნელთათვის ყველაზე სახიფათო ვნება, რომელიც მთელ მათ საქმეებს ამაოდ ჰყოფს, ქედმაღლობაა. ამგვარად, პირიქით, მათთვის ძირითადი სათნოება, რომელსაც ეყრდნობა და რომელზეც აღმოცენდება დანარჩენი სათნოებები, თვითგაკიცხვაა.

სწორედ ამიტომ თქვა ნიტრიის მდუმარე მონაზვნების აბბამ, რომ მათი უმთავრესი საქმე, მისი შეხედულებით, არის გამუდმებული თვითგანკიცხვა. როცა თვითგანკიცხვა თავის სავსებას აღწევს, გულიდან საბოლოოდ აღმოფხვრის ბოროტებას, მისგან სრულებით ძირკვავს ეშმაკობასა და თვალთმაქცობას, რომლებიც გულში ცხოვრებას მანამ არ წყვეტენ, სანამ თავის გამართლებას მასში ადგილი მოეძევება.

ღირსმა პიმენ დიდმა თქვა, რომ ეშმაკობის სიძულვილი ის არის, როცა ადამიანი მოყვასს ამართლებს, ხოლო საკუთარ თავს ყველა შემთხვევაში ადანაშაულებს. ეს გამოთქმა მხსნელის სიტყვებს ეფუძნება: მხსნელმა ყველას, ვინც კი მოყვასს განიკითხავს, თვალთმაქცი ეწოდება. მდუმარე მონაზონი თვითგანკიცხვისას ყველა ადამიანს წმინდებად და ანგელოზებად დაინახავს, ხოლო საკუთარ თავს ცოდვილებს შორის უცოდვილესად და ლმობიერების დაუსრულებელ განცდაში, როგორც უფსკრულში, ისე ჩაეშვება“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2024, 12:17 PM
პოსტი #4402


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნის გული ღმრთის წინაშე სარკესავითაა (ანუ მის სუფთა გულში, სარკესავით აირეკლება ღმერთი), ხოლო სამონაზვნო ცხოვრება კი უნდა წარმოადგენდეს ღმრთის განუწყვეტელ ჭვრეტას. ადამიანი როცა იხედება სარკეში და აკვირდება თავის სახეს, ესიყვარულება მას; მერე სარკე იორთქლება ადამიანის სუნთქვით, და სარკე იწყებს მოტყუებას; ადამიანსაც აღარ შეუძლია ასეთ დაბინდულ სარკეში თავისი თავის ცქერა.

ამ იგავში მრავალმხრივი აზრებია ჩადებული, კონკრეტულად კი ის, რომ: ღმრთისთვის სასიამოვნო და სათნოა ადამიანის სუფთა გული, რომელიც თავის თავში ირეკლავს ღმერთს; და მასში მისი ფიქრის დანახვაც კი შეიძლება. თუმცა წმინდა გული მყისიერად ჰკარგავს თავის ბრწყინვალებას, როგორც კი ადამიანი დაუშვებს საკუთარ თავში რაიმე ეჭვს ან თავმომწონე სიამაყეს.

თუ ადამიანის სუნთქვიდან იბინდება სარკე, მაშინ მითუმეტეს განა არ დაიბინდება ადამიანის გულში მისი ხრწნადი სუნთქვისაგან სამონაზვნო ცხოვრება, რომელიც თავადაცაა მიმართული სათნოებათა ხრწნადობისკენ?! თუმცა სარკე (ადვილად) იწმინდება სუფთა ცხვირსახოცითაც კი, მაშინ მისი სისუფთავე ბრწყინავს კიდეც და შედეგად კვლავ ხედავს ადამიანი თავისი სახის სილამაზეს მასში.

მაგრამ ბერი სულ უფრო ჭუჭყიანდება თავისი უსჯულოებებით, და იგი არ იწმინდება სუფთა თეთრი ცხვირსახოცით ისე, რომ გაბრწყინდეს თავისი სისუფთავით ისე, რომ მისმა ამ სისუფთავემ მიიპყროს კვლავ ღმრთის ყურადღებაც! ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ იგი პირს ჩამოიბანს თხელი ქსოვილით, თუმცა მაშინ ეს ქსოვილი ისე ისვრება, რომ მერე არაფრისთვის აღარ გამოდგება.

ამ იგავში ღირსს მამას, როგორც სჩანს იმის თქმა უნდა, რომ სასიკვდილო ცოდვები ბერისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე ერის კაცისთვის, და მას ამისთვის კიდევ უფრო ღრმა სინანული სჭირდება.

ვთქვათ, ბერი დაეცა ცოდვით, უკანონო უსჯულოების ქმნისას, ნებსით და უნებლიედ, სიტყვით, საქმით ან განზრახვით, და თუ იგი შეინანებს ამას, უძღები ძის მსგავსად და მოინანიებს სიტყვით, საქმით კი არ იგრძნობს მაცხოვნებელ ღრმა სინანულს, მაშინ მას არაფერში გამოადგება ასეთი სინანული, რადგან მონანიება უნდა მოხდეს სწორედ საქმის განხორციელებით, და არა მხოლოდ სიტყვიერი გამოვლინებით.

ასე ვთქვათ: თუ ადამიანი არ დაადებს ნაღველს თავის გულს და თუ შემუსვრილი გულით არ მოჰყვება გოდებას, ასეთ შემთხვევაში იგი ვერანაირი სახით ვერ მოიპოვებს ცხონებას, რადგან იგი უვკე განუდგომია თავის ხსნის გზას, და მიუღია სხვა გზა, რომელსაც არ მიჰყავს იგი ცხონებისკენ!

ამიტომ გეუბნებით თქვენ: დაუბრუნდით მწუხარებას უკან და შეიმუსრეთ გული, და მაშინ მოიპოვებთ კვლავ ხსნის გზას, რამეთუ ცოდვის გზა დამღუპველი გზა, და არა ცხონებისა“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 15 2024, 12:12 PM
პოსტი #4403


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი მამა თეოფანე დიდებულ ქალაქ იანინიდან იყო. მან სიყრმის წლებიდანვე შეიყვარა სიწმინდე და, უხრწნელობა სულისა და ხორცისა, შეინახა. როცა ასაკში შევიდა, ღვთის სიყვარულისთვის დატოვა სამშობლო, ახლობლები, მეგობრები და მთაწმინდისკენ ისწაფა და დოქიარის მონასტერში დასახლდა. აქ ის მალევე მონაზვნად აღიკვეცა და ანგელოზებრივ ღვაწლს შეუდგა. გასაოცარი იყო მისი მარხვა, ლოცვა, მორჩილება, ხორცის მოკვდინება, სულის სიწმინდეზე ზრუნვა, არაწმინდა გულისთქმებისგან თავის დაცვა. სწორედ ამ სრულყოფილი სათნოებების გამო ის ერთხმად აირჩიეს მონასტრის იღუმენად. მას მერე, რაც ქრისტეს ფარის მწყემსი გახდა - უფრო გააძლიერა ღვაწლი, მარხვა მარხვას შემატა და ლოცვა ლოცვას. ის მიწაზე ანგელოზივით ცხოვრობდა“.

"იღუმენი იობი (გეგეშიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2024, 11:56 AM
პოსტი #4404


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძმამ ჰკითხა აბბა პიმენს მონაზვნის ძირითადი საქმის შესახებ. მაშინ ბერი ჩაეკითხა მას: „როცა ღმერთი გვეწვევა და მარადისობისკენ მოგვიწოდებს, მაშინ რა შეგვაშფოთებს?“ - ძმამ მიუგო: „ჩვენი ცოდვები“. ბერმა თქვა: „ამგვარად! შევიდეთ ჩვენს სენაკში, მათში განვმარტოვდეთ, გავიხსენოთ ჩვენი ცოდვები და ღმერთი მოგვისმენს“. აქ უნდა ვიგულისხმოთ არა ზედაპირული, ცივი გახსენება ჩვენი ცოდვებისა და ცოდვილობისა, არამედ გახსენება შეერთებული სინანულთან, ტირილთან“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

„2024 წლის 29 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ძამის ხეობაში მდებარე მუხილეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მღვდლად აკურთხა ამავე ხეობაში მდებარე უდაბნოს წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბვერ-დიაკონი მერკვირი (ჭიტაძე)“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2024, 11:21 AM
პოსტი #4405


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მართლაც მადლიანი საქმეა ცხონება, ანუ საკუთარი თავის შეწირვა მონაზვნობისთვის; მაგრამ შენ, მაინც უტრიალდები მიწიერ საზრუნავებს, მოღვაწეობ, თუმცა ამაოდ ფუსფუსებ და იმავდროულად საკუთარი თავით კმაყოფილი, მაინც ეჭვობ ცხონდები კი სრულ მზრუნველობას თუ მიაპყრობ მომხვეჭელობას და როცა ამით დამწუხრებულმა, ისიც კი არ იცი, რა არის ცხონება, დადიხარ უსჯულოების წყვდიადში.

შენ ანუგეშებ თავს, რომ ცხონების გზას ადგახარ, გიყვარს ღმრთისმსახურება, სრული სიზუსტით და განაწესებისაებრ ასრულებ ეკლესიურ მსახურებებს. დიახ, შენ მართალს ამბობ: მაგრამ მე მაინც გკითხავ: როცა კითხულობ თანამიმდევრობით (კანონს ან დაუჯდომელს), იჭერ საკუთარ ზრახვებს, რომ არ უნდა განიკითხო არავინ? თავს იკავებ უქმმეტყველებისაგან? თუ უმქმმეტყველებასთან თან დაათრევ ზრუგს უკან განკითხვებსაც?“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2024, 05:56 PM
პოსტი #4406


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კუნძულ პელოპონესზე პარნონის მთებში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი დროთა განმავლობაში გაღარიბდა, გაპარტახდა. დიდთოვლობისას გზები ჩაიკეტა და სავანის ძმობა შიმშილით ამოწყდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2024, 11:54 AM
პოსტი #4407


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ აბბა პიმენმა, რომელიც ეგვიპტის გავლით მიდიოდა, ქალი დაინახა, რომელიც საფლავზე იჯდა და მწარედ ტიროდა. ამის გამო მან თქვა: „მასთან მთელი მსოფლიოდან რომ მოიყარონ თავი მანუგეშებლებმა, მის სულს ტირილს ვერ მოსწყვეტდნენ. მონაზონსაც ასევე მუდამ უნდა ჰქონდეს შინაგანი გლოვა“.

ერთხელ ღირსი პიმენი აბბა ანუბთან ერთად ქალაქ დიოლკოს მიდამოებში მიდიოდა. იქ ქალი დაინახა, რომელიც იტანჯებოდა და მწარედ ტიროდა საფლავის თავს. ისინი მის მოსასმენად შეჩერდნენ. შემდეგ, ცოტა რომ მოშორდნენ, გამვლელი შეხვდათ და წმინდა პიმენმა მას ჰკითხა: „რა შეემთხვა ამ ქალს? რა მწარედ ტირის“. გამვლელმა უპასუხა: „მას მოუკვდა ქმარი, ძე და ძმა“.

მაშინ აბბა პიმენი აბბა ანუბს მიუბრუნდა და თქვა: „გეუბნები: თუ ადამიანი თავის ყველა ხორციელ სურვილს არ მოაკვდინებს და ასეთ ტირილს არ მოიხვეჭს, მონაზონი ვერ იქნება. მონაზვნის მთელი ცხოვრება ტირილია“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



„სურამის წმინდა თამარ მეფისა და ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრების წინამძღვარი, იღუმენი ილია (ხაჩიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2024, 10:22 AM
პოსტი #4408


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,320
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დღეს ბერი გაბრიელის კანონიზაციის დღეა wub.gif

„დაკეტილი ჭიშკრის გამო, მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი], მონაზვნების ლანძღვას იწყებდა. ძველი ჭიშკრის გისოსებს ხელს მოავლებდა და მთელი ძალით ანჯღრევდა. დაფეთებული მონაზვნები კიბეზე ჩამორბენის დროს ლამის იქცეოდნენ, თან ბოდიშობდნენ და იძახდნენ ეხლავე, ეხლავე, მამა გაბრიელო. როგორც კი ეზოში შევიდოდით, მამა გაბრიელი უცებ შეიცვლებოდა და საოცრად ტკბილად იტყოდა, სად გაგონილა დილის 6 საათზე მონასტერი დაკეტილი იყოსო. თან მონაზვნებს დილის მადლსა და განთიადის მნიშვნელობას შეახსენებდა. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. საათს დავხედავდი და მიკვირდა მცხეთის ჭიშკართან ზუსტად 6 საათზე როგორ აღმოვჩნდებოდით. დროს არასდროს მეკითხებოდა“.

/ოთარ ნიკოლაიშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 219 220 221 222 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2025 - 05:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი