![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4401
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თვითგანკიცხვის თავმდაბალი ფიქრებით აღსავსეა მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ლოცვა. მაგრამ მონაზვნები დროის ნაწილს ყოველდღიურად უთმობენ სწორედ თვითგანკიცხვაში ვარჯიშს. ისინი მისი მეშვეობით ცდილობენ დააჯერონ, დაარწმუნონ საკუთარი თავი, რომ ისინი ცოდვილები არიან, რადგან დაცემულ ბუნებას ამისი დაჯერება არ სურს, არ სურს ეს ცნობიერება შეითვისოს.
საერთოდ, თვითგაკიცხვა ყველა მონაზვნისათვის სასარგებლოა, როგორც ახლად დამწყებებისთვის, ისე წარმატებულთათვის, საერთო საცხოვრებელში მყოფთათვისაც და მდუმარეებისთვისაც. ამ უკანასკნელთათვის ყველაზე სახიფათო ვნება, რომელიც მთელ მათ საქმეებს ამაოდ ჰყოფს, ქედმაღლობაა. ამგვარად, პირიქით, მათთვის ძირითადი სათნოება, რომელსაც ეყრდნობა და რომელზეც აღმოცენდება დანარჩენი სათნოებები, თვითგაკიცხვაა. სწორედ ამიტომ თქვა ნიტრიის მდუმარე მონაზვნების აბბამ, რომ მათი უმთავრესი საქმე, მისი შეხედულებით, არის გამუდმებული თვითგანკიცხვა. როცა თვითგანკიცხვა თავის სავსებას აღწევს, გულიდან საბოლოოდ აღმოფხვრის ბოროტებას, მისგან სრულებით ძირკვავს ეშმაკობასა და თვალთმაქცობას, რომლებიც გულში ცხოვრებას მანამ არ წყვეტენ, სანამ თავის გამართლებას მასში ადგილი მოეძევება. ღირსმა პიმენ დიდმა თქვა, რომ ეშმაკობის სიძულვილი ის არის, როცა ადამიანი მოყვასს ამართლებს, ხოლო საკუთარ თავს ყველა შემთხვევაში ადანაშაულებს. ეს გამოთქმა მხსნელის სიტყვებს ეფუძნება: მხსნელმა ყველას, ვინც კი მოყვასს განიკითხავს, თვალთმაქცი ეწოდება. მდუმარე მონაზონი თვითგანკიცხვისას ყველა ადამიანს წმინდებად და ანგელოზებად დაინახავს, ხოლო საკუთარ თავს ცოდვილებს შორის უცოდვილესად და ლმობიერების დაუსრულებელ განცდაში, როგორც უფსკრულში, ისე ჩაეშვება“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4402
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნის გული ღმრთის წინაშე სარკესავითაა (ანუ მის სუფთა გულში, სარკესავით აირეკლება ღმერთი), ხოლო სამონაზვნო ცხოვრება კი უნდა წარმოადგენდეს ღმრთის განუწყვეტელ ჭვრეტას. ადამიანი როცა იხედება სარკეში და აკვირდება თავის სახეს, ესიყვარულება მას; მერე სარკე იორთქლება ადამიანის სუნთქვით, და სარკე იწყებს მოტყუებას; ადამიანსაც აღარ შეუძლია ასეთ დაბინდულ სარკეში თავისი თავის ცქერა.
ამ იგავში მრავალმხრივი აზრებია ჩადებული, კონკრეტულად კი ის, რომ: ღმრთისთვის სასიამოვნო და სათნოა ადამიანის სუფთა გული, რომელიც თავის თავში ირეკლავს ღმერთს; და მასში მისი ფიქრის დანახვაც კი შეიძლება. თუმცა წმინდა გული მყისიერად ჰკარგავს თავის ბრწყინვალებას, როგორც კი ადამიანი დაუშვებს საკუთარ თავში რაიმე ეჭვს ან თავმომწონე სიამაყეს. თუ ადამიანის სუნთქვიდან იბინდება სარკე, მაშინ მითუმეტეს განა არ დაიბინდება ადამიანის გულში მისი ხრწნადი სუნთქვისაგან სამონაზვნო ცხოვრება, რომელიც თავადაცაა მიმართული სათნოებათა ხრწნადობისკენ?! თუმცა სარკე (ადვილად) იწმინდება სუფთა ცხვირსახოცითაც კი, მაშინ მისი სისუფთავე ბრწყინავს კიდეც და შედეგად კვლავ ხედავს ადამიანი თავისი სახის სილამაზეს მასში. მაგრამ ბერი სულ უფრო ჭუჭყიანდება თავისი უსჯულოებებით, და იგი არ იწმინდება სუფთა თეთრი ცხვირსახოცით ისე, რომ გაბრწყინდეს თავისი სისუფთავით ისე, რომ მისმა ამ სისუფთავემ მიიპყროს კვლავ ღმრთის ყურადღებაც! ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ იგი პირს ჩამოიბანს თხელი ქსოვილით, თუმცა მაშინ ეს ქსოვილი ისე ისვრება, რომ მერე არაფრისთვის აღარ გამოდგება. ამ იგავში ღირსს მამას, როგორც სჩანს იმის თქმა უნდა, რომ სასიკვდილო ცოდვები ბერისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე ერის კაცისთვის, და მას ამისთვის კიდევ უფრო ღრმა სინანული სჭირდება. ვთქვათ, ბერი დაეცა ცოდვით, უკანონო უსჯულოების ქმნისას, ნებსით და უნებლიედ, სიტყვით, საქმით ან განზრახვით, და თუ იგი შეინანებს ამას, უძღები ძის მსგავსად და მოინანიებს სიტყვით, საქმით კი არ იგრძნობს მაცხოვნებელ ღრმა სინანულს, მაშინ მას არაფერში გამოადგება ასეთი სინანული, რადგან მონანიება უნდა მოხდეს სწორედ საქმის განხორციელებით, და არა მხოლოდ სიტყვიერი გამოვლინებით. ასე ვთქვათ: თუ ადამიანი არ დაადებს ნაღველს თავის გულს და თუ შემუსვრილი გულით არ მოჰყვება გოდებას, ასეთ შემთხვევაში იგი ვერანაირი სახით ვერ მოიპოვებს ცხონებას, რადგან იგი უვკე განუდგომია თავის ხსნის გზას, და მიუღია სხვა გზა, რომელსაც არ მიჰყავს იგი ცხონებისკენ! ამიტომ გეუბნებით თქვენ: დაუბრუნდით მწუხარებას უკან და შეიმუსრეთ გული, და მაშინ მოიპოვებთ კვლავ ხსნის გზას, რამეთუ ცოდვის გზა დამღუპველი გზა, და არა ცხონებისა“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4403
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი მამა თეოფანე დიდებულ ქალაქ იანინიდან იყო. მან სიყრმის წლებიდანვე შეიყვარა სიწმინდე და, უხრწნელობა სულისა და ხორცისა, შეინახა. როცა ასაკში შევიდა, ღვთის სიყვარულისთვის დატოვა სამშობლო, ახლობლები, მეგობრები და მთაწმინდისკენ ისწაფა და დოქიარის მონასტერში დასახლდა. აქ ის მალევე მონაზვნად აღიკვეცა და ანგელოზებრივ ღვაწლს შეუდგა. გასაოცარი იყო მისი მარხვა, ლოცვა, მორჩილება, ხორცის მოკვდინება, სულის სიწმინდეზე ზრუნვა, არაწმინდა გულისთქმებისგან თავის დაცვა. სწორედ ამ სრულყოფილი სათნოებების გამო ის ერთხმად აირჩიეს მონასტრის იღუმენად. მას მერე, რაც ქრისტეს ფარის მწყემსი გახდა - უფრო გააძლიერა ღვაწლი, მარხვა მარხვას შემატა და ლოცვა ლოცვას. ის მიწაზე ანგელოზივით ცხოვრობდა“.
"იღუმენი იობი (გეგეშიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4404
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ძმამ ჰკითხა აბბა პიმენს მონაზვნის ძირითადი საქმის შესახებ. მაშინ ბერი ჩაეკითხა მას: „როცა ღმერთი გვეწვევა და მარადისობისკენ მოგვიწოდებს, მაშინ რა შეგვაშფოთებს?“ - ძმამ მიუგო: „ჩვენი ცოდვები“. ბერმა თქვა: „ამგვარად! შევიდეთ ჩვენს სენაკში, მათში განვმარტოვდეთ, გავიხსენოთ ჩვენი ცოდვები და ღმერთი მოგვისმენს“. აქ უნდა ვიგულისხმოთ არა ზედაპირული, ცივი გახსენება ჩვენი ცოდვებისა და ცოდვილობისა, არამედ გახსენება შეერთებული სინანულთან, ტირილთან“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „2024 წლის 29 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ძამის ხეობაში მდებარე მუხილეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მღვდლად აკურთხა ამავე ხეობაში მდებარე უდაბნოს წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბვერ-დიაკონი მერკვირი (ჭიტაძე)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4405
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მართლაც მადლიანი საქმეა ცხონება, ანუ საკუთარი თავის შეწირვა მონაზვნობისთვის; მაგრამ შენ, მაინც უტრიალდები მიწიერ საზრუნავებს, მოღვაწეობ, თუმცა ამაოდ ფუსფუსებ და იმავდროულად საკუთარი თავით კმაყოფილი, მაინც ეჭვობ ცხონდები კი სრულ მზრუნველობას თუ მიაპყრობ მომხვეჭელობას და როცა ამით დამწუხრებულმა, ისიც კი არ იცი, რა არის ცხონება, დადიხარ უსჯულოების წყვდიადში.
შენ ანუგეშებ თავს, რომ ცხონების გზას ადგახარ, გიყვარს ღმრთისმსახურება, სრული სიზუსტით და განაწესებისაებრ ასრულებ ეკლესიურ მსახურებებს. დიახ, შენ მართალს ამბობ: მაგრამ მე მაინც გკითხავ: როცა კითხულობ თანამიმდევრობით (კანონს ან დაუჯდომელს), იჭერ საკუთარ ზრახვებს, რომ არ უნდა განიკითხო არავინ? თავს იკავებ უქმმეტყველებისაგან? თუ უმქმმეტყველებასთან თან დაათრევ ზრუგს უკან განკითხვებსაც?“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4406
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„კუნძულ პელოპონესზე პარნონის მთებში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი დროთა განმავლობაში გაღარიბდა, გაპარტახდა. დიდთოვლობისას გზები ჩაიკეტა და სავანის ძმობა შიმშილით ამოწყდა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4407
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ აბბა პიმენმა, რომელიც ეგვიპტის გავლით მიდიოდა, ქალი დაინახა, რომელიც საფლავზე იჯდა და მწარედ ტიროდა. ამის გამო მან თქვა: „მასთან მთელი მსოფლიოდან რომ მოიყარონ თავი მანუგეშებლებმა, მის სულს ტირილს ვერ მოსწყვეტდნენ. მონაზონსაც ასევე მუდამ უნდა ჰქონდეს შინაგანი გლოვა“.
ერთხელ ღირსი პიმენი აბბა ანუბთან ერთად ქალაქ დიოლკოს მიდამოებში მიდიოდა. იქ ქალი დაინახა, რომელიც იტანჯებოდა და მწარედ ტიროდა საფლავის თავს. ისინი მის მოსასმენად შეჩერდნენ. შემდეგ, ცოტა რომ მოშორდნენ, გამვლელი შეხვდათ და წმინდა პიმენმა მას ჰკითხა: „რა შეემთხვა ამ ქალს? რა მწარედ ტირის“. გამვლელმა უპასუხა: „მას მოუკვდა ქმარი, ძე და ძმა“. მაშინ აბბა პიმენი აბბა ანუბს მიუბრუნდა და თქვა: „გეუბნები: თუ ადამიანი თავის ყველა ხორციელ სურვილს არ მოაკვდინებს და ასეთ ტირილს არ მოიხვეჭს, მონაზონი ვერ იქნება. მონაზვნის მთელი ცხოვრება ტირილია“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „სურამის წმინდა თამარ მეფისა და ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრების წინამძღვარი, იღუმენი ილია (ხაჩიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4408
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დღეს ბერი გაბრიელის კანონიზაციის დღეა
![]() „დაკეტილი ჭიშკრის გამო, მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი], მონაზვნების ლანძღვას იწყებდა. ძველი ჭიშკრის გისოსებს ხელს მოავლებდა და მთელი ძალით ანჯღრევდა. დაფეთებული მონაზვნები კიბეზე ჩამორბენის დროს ლამის იქცეოდნენ, თან ბოდიშობდნენ და იძახდნენ ეხლავე, ეხლავე, მამა გაბრიელო. როგორც კი ეზოში შევიდოდით, მამა გაბრიელი უცებ შეიცვლებოდა და საოცრად ტკბილად იტყოდა, სად გაგონილა დილის 6 საათზე მონასტერი დაკეტილი იყოსო. თან მონაზვნებს დილის მადლსა და განთიადის მნიშვნელობას შეახსენებდა. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. საათს დავხედავდი და მიკვირდა მცხეთის ჭიშკართან ზუსტად 6 საათზე როგორ აღმოვჩნდებოდით. დროს არასდროს მეკითხებოდა“. /ოთარ ნიკოლაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4409
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ისმინეთ კურთხეულო ბერ-მონაზვნებო თქვენც, ღირსნო ბერებო, და ისმინე შენც, უბადრუკო, რომელიც ოცნებობ განმარტოებულ ცხოვრებაზე, კვლავ მომდევნო იგავი: როცა მე გიამბობ იგავს, შენ კი არ გეხსნება ამ იგავის არსი, განა ჩემი სიტყვა იქნება შენთვის შემაგონებელი?! რასაკვირველია არა, არა?! ამის მსგავსად ხსნა მარტოობაში კი არ არის, არამედ როგორ იცხოვრებ ამ მარტოობაში! რადგან თუ მარტოობაში ხარ, მაგრამ არ გაგაჩნია სმენის უნარი, თუ არ იკვეთ საკუთარ ნებას, მაშინ შენ ვერ შეიცნობ მონაზვნურ მდუმარებას!
და თუ ცხოვრობ მხოლოდ გარეგნულად მონაზვნურ მდუმარებაში, მაგრამ არ გაგაჩნია სულიერი ურთიერთობა არავისთან, ანუ არავისგან იღებ რჩევებს, არავის უზიარებ აღსარებისას შენს ზრახვებს, მაშინ თავადვე არ იცი, რა შესაძლებლობების პატრონი ხარ, ანუ რა საფრთხეები გელის წინ და რა ვნებები იმარჯვებენ შენზე. და ეს ხდება უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მარტოობის სიმშვიდე და საეჭვო თავისუფლება ვნებებთან ერთად შობს ადამიანში მცონარების, ანუ სიზარმაცის ვნებას; და მეორეც, მარტოობის სიმშვიდე შობს ადამიანში იდუმალ ქმედებებს; მესამეც, სიწყნარე და სიმშვიდე ერთიანდებიან და შობენ უკვე მოჩვენებებს (ანუ ფსილაფიზმებს); ანუ ვნებებისა და სიამეების სურვილებს; მეოთხეც, მარტოობა ადამიანს აგდებს ღრმა ხიბლში, და უფრო მეტიც: ჩვენ ვამბობთ, რომ მარტოობაში ადამიანი ვარდება ჯოჯოხეთში ისევე, როგორც ვარდება მასში მრავალი ბერ-მონაზონი. ამის გამოც გეუბნები ბერო: გაექეცი მარტოობას, ანუ ნუ ოცნებობ ამაზე! ნუ დარჩები მარტოობაში, იყოლიე მრჩეველი ან ხუცესი. რადგან მე გეუბნები: თუ ხანდაზმულობაში მარტო დარჩები, და არც იმის ძალა გექნება, რომ იმოღვაწეო ძმებთან ერთად, მაშინ ისეთი ვინმე მაინც იყოლიე, რომელიც იმ ცეცხლს მაინც ჩაგიქრობს, რომელიც შენ მარტოობაში დაანთე, და რომელიც ახლა გწვავს კიდეც, მაგრამ შენ უკვე ამას ვეღარ გრძნობ! ანუ თუ მოხუცებს არ იღებენ საძმოში, მაშინ იყოლიე სანდო ადამიანი, დაემორჩილე მას და გაუხსენი შენი ფიქრები, რომელიც ამ მარტოობაში აღგენთო“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4410
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დიაკვან მინას ამბავი
„იოანე მოსხის ნაწარმოებში აღწერილია ერთ-ერთი მეუდაბნოე ძმის, დიაკვან მინას ამბავი, თუ როგორ იხსნა იგი წმინდა სვიმეონმა [მესვეტე, უფროსი]. დიაკვანი მონასტრიდან წავიდა, რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო, ბერობაზე უარი თქვა და ერისკაცი გახდა. მრავალი წლის შემდეგ ანტიოქიაში მიემგზავრებოდა, შორიდან ღირსი სვიმეონ მესვეტის მონასტერი დაინახა და გაიფიქრა: -წავალ, ვნახავ დიდ სვიმეონს, რადგან არასოდეს მიხილავს ის. სვეტს რომ მიუახლოვდა, წმინდანი დაინახა. ღირსმა სვიმეონმა უფლისგან შეიტყო, რომ მინა ოდესღაც ბერი იყო და დიაკვნად მსახურობდა და თავის მსახურს უთხრა: -მაკრატელი მომიტანე! მაკრატელი რომ მიართვეს, წმინდანმა კვლავ თქვა: -დიდია უფალი, ბერად აღკვეცეთ, - და მიწაზე მიუთითა. წმინდანის სიტყვებით გაოცებული მინა შიშმა შეიპყრო. არ შეწინაარმდეგებია, რადგან მიხვდა, რომ ღირსმა მამამ უფლისგან შეიტყო მის შესახებ. ბერად აღკვეცის შემდეგ წმინდა სვიმეონმა უთხრა: -ლოცვა აღავლინე, დიაკვანო! შემდეგ კი უთხრა: -წარვედ, სადაც მსახურობდი! დიაკვანმა შეჰბედა: -არ ძალმიძს, რადგან იქაურ ბერთაგან გაკიცხვას ვერ გავუძლებ! წმინდა სვიმეონმა ამაზე უთხრა: -მერწმუნე, შვილო ჩემო, არაფარი გაქვს სასირცხვილო, მამები კეთილად მიგიღებენ და დიდად გაიხარებენ შენი დაბრუნებით. იცოდე, უფლისგან ნიშანს მიიღებ და გაიგებ, რომ მან შეგინდო ცოდვა, რამეთუ უსაზღვროა მისი მოწყალება! დიაკვანი რაიფაში დაბრუნდა. ბერებმა მართლაც დიდი სიხარულით მიიღეს და კვლავ დიაკვნად დატოვეს. ერთ კვირას, როდესაც იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი ეპყრა ხელთ, ცალი თვალი გადმოუვარდა. სწორედ ეს იყო ნიშანი უფლისგან, რომ შეუნდო ცოდვა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4411
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი კასიანე რომაელი მოგვითხრობს, რომ მისი თანამედროვე ეგვპიტის მონასტერში, რომელშიც განსაკუთრებით ყვაოდა მონაზვნობა და წმინდა მამათა გადმოცემებს განსაკუთრებული ზედმიწევნითა და სიზუსტით იცავდნენ, არაფრით არ უშვებდნენ იმ მონაზონს, რომელსაც სწორად არ ჰქონდა ნასწავლი მონაზვნობა, მორჩილება, მასწავლებლისა და მოსწავლის მოვალეობა, თუნდაც ამ მონაზონს ძალიან ამაღლებული ცხოვრებით ეცხოვრა, თუნდაც მადლის ნიჭებით გამშვენებულიყო. მონაზვნობის მეცნიერებაში ვინც სწორად განსწავლული არ არის, ამტკიცებდნენ ისინი, მას მისი სწორად სწავლებაც არ შეუძლიაო“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ნეონილა (დოლიაშვილი) დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4412
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ქრისტე არ მოითხოვს ჩვენგან მთების ადგილებიდან დაძვრას; არ გვაიძულებს, ხელში გვეჭიროს ხომალდის ბაგირი ქარიშხლისას - უბრალოდ ითხოვს ჩვენგან, გვქონდეს შეგრძნება საკუთარი ტვირთისა და საერთო სიმძიმისა. ანუ დავიტიროთ ჩვენი უძლურებანი და ცოდვები, ასევე მონაზვნების საერთო დაცემა, ანუ დავიტიროთ საკუთარი უძლურებანი და ცოდვები და აგრეთვე მონაზვნობის საერთო შეცოდებები და ვმწუხარებდეთ ამის გამო“.
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4413
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი მელეტი [ახალი] კონსტანტინოპოლს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სავანეში შემონაზვნდა და ძმათა შორის გაბრწყინდა“.
„2024 წლის 30 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ძამის ხეობაში მდებარე ბერმუხის წმინდა დიდმოწამე მერკვირის სახელობის მამათა მონასტერში მღვდლად აკურთხა ამავე ხეობაში მდებარე სარკინეთის ღირსი შიო მღვიმელის სახელობის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, ბერ-დიაკონი ნიკოლოზი (კრავეიშვილი)“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4414
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ძმამ აბბა პიმენს ჰკითხა იმის შესახებ, თუ რას უნდა საქმიანობდეს მონაზონი.
აბბამ უპასუხა: „როცა აბრაამი აღთქმულ მიწაზე შევიდა, თავისთვის საფლავი იყიდა და საფლავის მფობელობიდან დაიწყო აღთქმულ მიწაზე შესვლა“. ძმამ ჰკითხა, საფლავი რას ნიშნავსო. აბბამ უპასუხა: „ეს ტირილისა და მოთქმის ადგილია“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4415
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როცა ადამიანი სქემას იღებ, ხელი არ გაუშვა მას. ამდენად როგორც კი გამოიცვლი სამოსს, მაშინვე კვლავ უნდა ჩაიცვა იგი; ზემოდან კი ქურთუკი შემოიცვი, რომ იყო ასე ხმალშემორტყმულივით; ნუ მიემსგავსები ფარისეველს, ადამიანებს რომ არ მისცე ამით საცდური... მაგრამ ეს მუდამ უნდა გახსოვდეს: როგორც კი მოიხსნი სქემას, იმწამსვე ექცევი უზნეო ფიქრების ზემოქმედების ქვეშ. ამიტომაც გამუდმებით უნდა ატარო სქემა, თუ არ გინდა იქცე უდიდესი განდგომილის კერძად“.
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4416
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ორივე წმინდანს, არქიმანდრიტებს - გიორგი (იოანე) მხეიძეს, რომელიც წმინდა მამა გაბრიელის (ურგებაძე) მოძღვარი გახლდათ და იოანე მაისურაძეს ურთულეს პერიოდში მოუხდათ მოღვაწეობა, მაგრამ გაუძლეს და გადაარჩინეს ბერმონაზვნობის ღირსება“.
„2024 წლის 3 ნოემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ძამის ხეობაში მდებარე სარკინეთის ღირსი შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერში მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ მარკოზს (კვანტალიანი)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4417
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ღირსმა პიმენ დიდმა თქვა: „მონაზვნის მთელი ცხოვრება ტირილი უნდა იყოს. ეს არის სინანულის გზა, რომელიც თავად წმინდა წერილმა და მამებმა მოგვცეს, რომლებმაც თქვეს: იტირეთ! ხვა გზა, გარდა ტირილისა, არ არის“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4418
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენ აქა ვართ, უფლის ეზოში, ანუ მონაზონთა სავანეში, მაგრამ ვართ კი სიმშვიდეში აქ? დიახ, ასეა: ვცხოვრობთ მშვიდად, მაგრამ ჩვენ არა ვართ უფლის ეზოებში!“
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4419
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვინც პირობას დებს, სასძლო გახდეს და მერე დაუტევებს ამ განზრახვას, ვერ მიიღებს ბედნიერ მომავალს (ბედს)“
/ღირსი მაკარი ოპტელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4420
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ადამიანი მონაზონი იმიტომ კი არ ხდება, რომ იცოცხლოს, არამედ იმიტომ, რომ მოკვდეს“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი