![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4421
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
უდაბნოში მოღვაწე სამი წმინდა დედა (X)
ეს წმინდა დედანი (X) საუკუნეში მოღვაწეობდნენ. მონემვასიის (ქალაქი კუნძულ მინოაზე, არგოსის ყურეში) ეპისკოპოსი, პავლე მათ შესახებ შემდეგს გვიამბობს: -ერისკაცობისას უდაბნოში მიმავალმა გზად მონასტერი ვიხილე და შიგ შესვლა ვინდომე. ტაძრიდან სავანის იღუმენი და ძმობა გამომეგება, მისალმების შემდგომ კი მონასტრის ბაღში ჩამოვჯექით. მცირე ხანში შევნიშნე, რომ ჩიტები ხეებიდან ხილს ტოტებიანად წყვეტდნენ და სადღაც მიჰქონდათ. როდესაც იღუმენს ამის შესახებ დავეკითხე, მითხრა: -მეთერთმეტე წელია, რაც ჩიტები ასე იქცევიანო. მაშინ, თითქოს ღვთის ჩაგონებით ვთქვი: -შესაძლოა, ახლომახლო მამები ან დედები იღვწიან და ჩიტები ამ ხილით მათ ასაზრდოებენ-მეთქი. ამ საუბრისას საიდანღაც ყვავი მოფრინდა, ხილიანი ტოტი ნისკარტით მოგლიჯა და გაფრინდა. იღუმენს ვთხოვე, - ფრინველს გავყვეთ და შევიტყოთ, ვისთვის მიაქვს ხილი-მეთქი! მალე ერთ გორაკს მივადექით, ყვავმა ხილიანი რტო მიწაზე დააგდო, რომ მივუახლოვდით, კვლავ დაავლო ნისკარტი და ღრმა ქვაბულში შეფრინდა, საიდანაც რტოს გარეშე გამოფრინდა. ავდექი და ქვაბულის სიღრმეში ქვა ვისროლე, საიდანაც ხმა გვესმა: -თუ ქრისტიანები ხართ, ნუ დაგვხოცავთ! -ვინ ხართ? -თუ ჩვენი ხილვა გსურთ, სამი სამოსი ჩამოგვიგდეთ, რამეთუ დედანი ვართ და ტანს არა გვიფარავს რა, შემდეგ კი მთის უკანა, ვიწრო ბილიკს დაადექით, რომელიც ჩვენამდე მოგიყვანთ! ჩვენმა მეგზურმა მამებმა კაბები გაიხადეს, ქვებში გაახვიეს და ქვაბულში ჩაყარეს. ჩვენ კი მითითებულ ბილიკს გავუყევით და მალე სამი წმინდა დედა ვიხილეთ. ჩვენს დანახვაზე მუხლი მოიყარეს, შემდეგ ერთ-ერთი ჩვენ წინ ჩამოჯდა, ორნი კი კვლავ ფეხზე იდგნენ. -ვინ ხართ და ამ ადგილას რამ მოგიყვანათ? - დაეკითხა იღუმენი ჩვენ წინ მჯდომ დედას. -მე კონსტანტინოპოლიდან გახლავარ, ერთი დიდებულის მეუღლე გახლდით, ახალგაზრდა დავქვრივდი, არც შვილი მყოლია. მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ერთმა დიდებულმა ჩემი ძალით დაუფლება გადაწყვიტა და წასაყვანად მსახურნი მომიგზავნა. მე კი შემწეობა უფალს ვთხოვე, იმ ბილწი კაცის მსახურთ კი ვუთხარი: -ნუთუ, გჯერათ, რომ თქვენს ბატონთან ყოფნა არ მსურდა? მაგრამ ქალური სნეულება მჭირს, არაწმინდა ვარ. მაცალეთ, მალე მოვჯობინდები და მაშინ წამიყვანეთ-მეთქი! მსახურებმა დამიჯერეს და წასვილსას დამიბარეს: -კარგი, ჩვენი ბატონი 40 დღე მოიცდისო! ისინი წავიდნენ თუ არა, მსახურნი, გარდა ამ ორისა, გავათავისუფლე, ყოველივე გავყიდე და გლახაკთ ვუწყალობე, შემდეგ ხომალში ჩავჯექით და ღვთის ნებით აქ მოვედით. ერთ წელიწადში სამოსი გაგვიცვდა და მეთერთმეტე წელიწადია, ადამიანის სახე არ გვინახავს. -რით საზრდოობთ? - ჰკითხა იღუმენმა. -უფალი გვასაზრდოებს ფრინველთა მეშვეობით, რომელთაც იმაზე გაცილებით მეტი ხილი და საკვები მოაქვთ, ვიდრე - გვჭირდება, ისევ გვათბობს და გვმოსავს, ამიტომ არც ზამთრის სიცივე გვაწუხებს და არც - სიცხე, არამედ, როგორც სამოთხეში, ყოვლადწმინდა სამებას განვადიდებთ! მისმა ნათქვამმა ძლიერ განაკვირვა იღუმენი და წმინდა დედას სთხოვა: -თუ ნებას მოგვცემ, მონასტერში ერთ ძმათაგანს საზრდოს მოსატანად გავგზავნი, რომ ერთად ვისადილოთ და ძალა მოვიკრიბოთო, წმინდა დედამ კი მიუგო: -მამაო, ისა სჯობს, მღვდელი მოაყვანინო, რომ საღვთო ლიტურგია აღასრულოს და გვაზიაროს, რამეთუ ქალაქიდან გამოსვლის შემდგომ ზიარებას მოკლებულნი ვართ! იღუმენმა მაშინვე მოაყვანინა მონასტრიდან მღვდელი და საზრდელიც მოაყოლა. წირვის დასასრულს საკვირველი განდეგილნი ეზიარნენ, ტრაპეზის შემდეგ კი წმინდა დედამ იღუმენს იქ სამი დღით დარჩენა სთხოვა, შემდეგ ლოცვად დადგა და სული უფალს შევედრა. მისი სხეული მიწას წესისამებრ მივაბარეთ. მომდევნო დღეს მეორე დედა მიიცვალა, მესამე დღეს კი - მესამე. მათი დაკრძალვის შემდგომ მონასტერს დავუბრუნდით და ვადიდეთ ესოდენი საკვირველების შემოქმედი უფალი“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4422
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მოწაფე: თუ შეიძლება მონასტრის ყველა ძმამ იესოს ლოცვაში ივარჯიშოს?
ბერი: არათუ შეიძლება, არამედ საჭიროც არის. მონაზვნად აღკვეცისას, როცა ახლად აღკვეცილს გადასცემენ სკვნილს, რომელსაც ამასთანავე სულიერი მახვილი ეწოდება, ამით მას უანდერძებენ, რომ ღმერთს განუწყვეტლივ, დღითა და ღამით იესოს ლოცვით ევედროს. შესაბამისად, იესოს ლოცვაში ვარჯიში მონაზვნისათვის არის აღთქმა, აღთქმის შესრულება მოვალეობაა, რომლის უარყოფაც არ შეიძლება. მოხუცი მონაზვნები მიამბობდნენ, რომ ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში საროვოს უდაბნოში და, სავარაუდოდ, რუსეთის სხვა, კეთილმოწყობილ მონასტრებშიც, ყველას, ვინც მონასტერში შედიოდა, დაუყოვნებლივ ასწავლიდნენ იესოს ლოცვას. ნეტარი ბერი სერაფიმე, რომელიც ამ უდაბნოში მოსაგრებოდა და ლოცვაში უდიდეს წარმატებას მიაღწია, ყველა მონაზონს გამუდმებით ურჩევდა, რომ ყურადღებით ეცხოვრათ და იესო ლოცვაში ევარჯიშათ. ერთხელ მას ერთი ყმაწვილი ესტუმრა, რომელსაც სასულიერო სემინარიაში სწავლის კურსი გაესრულებინა, და ბერს გაუმხილა თავისი განზრახვა, რომ მონაზვნობა სურდა. ბერმა სულისმაცხოვნებელი დარიგებები მისცა. მათ შორის იყო პირობა, რომ იესოს ლოცვა ესწავლა. იესოს ლოცვაზე რომ საუბრობდა, ბერმა დასძინა: „მხოლოდ გარეგანი ლოცვა საკმარისი არ არის. ღმერთი გონებას უსმენს, ამიტომ ის მონაზვნები, რომლებიც გარეგან ლოცვას შინაგანს არ უერთებენ, მონაზვნები არ არიან“. ძალიან სწორი განსაზღვრებაა. მონაზონი განმარტოებულს ნიშნავს; ვინც საკუთარ თავში არ განმარტოებულა, ის ჯერაც არ არის განმარტოებული, ის ჯერაც არ არის მონაზონი, თუნდაც ყველაზე განმარტოებულ მონასტერში ცხოვრობდეს. მოსაგრის გონება, რომელიც არ განმარტოებულა და საკუთარ თავში არ მოქცეულა, აუცილებლად იმყოფება მითქმა-მოთქმასა და შფოთში, რომლებსაც ურიცხვი გულისსიტყვა წარმოშობს და რომლებიც მას ყოველთვის თავისუფლად სწვდება; თვითონ გონება კი ავადმყოფურად, ყოველგვარი საჭიროებისა და სარგებლის გარეშე, საკუთარი თავის საზიანოდ დაეხეტება ამქვეყნად. საკუთარ თავში ადამიანის განმარტოება სხვაგვარად ვერ მოხდება, თუ არა ყურადღებიანი ლოცვით, უპირატესად კი ყურადღებიანი იესოს ლოცვის საშუალებით“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4423
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ახლა თქვენ მკითხავთ მე, ბერებო, ნუთუ ჩვენ დავიღუპებითო. არადა, თავადაც ხომ იცი, რომ მრავალმზრუნველი მოამაგენი ისე დაიღუპნენ, ვერც კი შეიმეცნეს თავიანთი ბერობა, და არც ის უგრძვნიათ, უფლის შიდა ეზოში რომ არიან და რომ არ უხაროდა ამის გაცნობიერებისას მათ სულსა და გულს; შენი სული ხომ სრულიად გაბნეულია და გულიც დამწუხრებული. შენ ისიც კი არ იცი, რას წარმოადგენს მეტყველი ადამიანი.
და მკითხავთ: ჩვენ რატომ არ ვითვლებით მეტყველ ადამიანებად, ნუთუ საქონლები ვართ? კი, მართალს ამბობ, ბერო, ანუ, ეს სიტყვები მიეკუთვნება მრავალმომხვეჭელობითა და ამოებით გატაცებულ ბერს. შენ არა ხარ საქონელივით, რამეთუ საქონლები უსჯულოებებს არ სჩადიან, შენ კი ყოველდღიურად საჩადიხარ უკანონობას და ბოროტ მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებ; შენში ისეთივე უსაზიზღესი ჭკუის დამღუპველობაა, როგორიც ძველ ხალხს ახასიათებდა ნოეს დროს. თავად წყალდიდობისას ღმერთი ძლიერ დანაღვლიანდა; მაგრამ რისთვის დანაღვლიანდა? შენი მსგავსი გარყვნილი ადამიანების გამო, ბერო. და რა ცხოველების გამო, ყოველდღიურად რომ უხმობთ დაღუპვის დედოფალს და შვიდთავიან უსჯულოებებს, იმიტომ, ბერო! ცხოველებს არაფერი დაუშავებიათ ღვთისთვის, თუმცა ისინი უეჭველად უნდა დაღუპულიყვნენ ადამიანებთან ერთად. და როცა ღმერთმა გაიგონა მათი ღმუილი, ამან ძალიან დაამწუხრა. თქვენ კი, რომელთაც ხელი მიჰყავით მონაზვნების მცნებათა დარღვევას, გულით იგი უსაზღვრო დათმინებით, რომ მოისმინოს თქვენი მონანიება, ამ შემთხვევაში მას თქვენთვის გამზადებული აქვს განსაკუთრებული გულმოწყალება. თქვენ კი რიღასთვის იღუპავთ თავს თქვენი მრავალმზრუნველობებით, რიღასთვის უხმობთ ყოველდღიურად დაღუპვის დედოფალს, შვიდთავიან უსჯულოებებს; რიღასთვის ანაწყენებთ ყოველდღიურად და ყოველსაათობრივად, და ყოველწამიერად ხსნის დედოფალს? და აი, დღეს, გევედრებით და გთხოვთ თქვენ, კურთხეულო მღვდელმონაზვნებო! ნუ მიანდობთ დაღუპვის დედოფალს და შვიდთავიან უსჯულოებს თქვენს თავს, რომ არ დაიცალოთ მონაზვნური ცხოვრებისგან, და რომ არ მიგატოვოთ თქვენ ხსნის დედოფალმა, რამეთუ ხსნის დედოფალი არის წმინდა ქალწული, რომელიც არაფრით არ აკარებს ქალწულებას ჟანგის ნასახსაც კი და ამდენად, როგორც ბერძნები ამბობენ, ღვთისმშობელი არის თვალი პატიოსანი, იგი ვერ იტანს მონაზვნური აღქმებისა და ქალწულობის აღთქმების დაჟანგვას, რასაც სულმოუთქმელად ელის მთელი მსოფლიოს დაღუპვის მოსურნე ე.წ. დაღუპვის დედოფალი. უპატიოსნესს დედოფალს კი არ სურს ამის გაგონებაც კი; მას არ სურს ეს უმეტესად თავის წილხვედრ სამონაზვნო ცხოვრებისთვის და არც წმინდა მთისთვის“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4424
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეკლესია სულიერად გვკურნავს ვნებებისგან. სწორედ ასე მოქმედებს მართლმადიდებლობაში საერთოსაცხოვრებელი მონასტერი. ამ მცირე ოჯახურ ეკლესიაში ერთად ცხოვრება ხასიათის ბასრ გამოვლინებებს არბილებს, გულის სივრცეს აფართოვებს და გვასწავლის, რომ ქრისტეს სიყვარულისა და პირადი ღვაწლის გარეშე ოჯახური კავშირი ადვილად ირღვევა“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4425
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იმ დროებში იბეჭდებოდა წმინდანების ცხოვრება. ვყიდულობდი და ვკითხულობდი ბერულ წიგნებსა. ჩამებეჭდა მეც ბერობის სურვილი, ღრმად დავიწერე პირჯვარი და შევდექი ბეთანიის მონასტრის გზაზე“.
/წმ. იოანე მაისურაძე (ბეთანიელი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4426
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნებმა, რომლებიც ცხოვრობენ ხალხმრავალ მონასტრებში და სურთ ლოცვითი ტირილის მოხვეჭა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთი ნების მოკვდინებას. თუკი ისინი მას მოიკვეთენ და ყურადღებას არ მიაქცევენ ცოდვებსა და საერთოდ, მოყვასის ქცევას, მაშინ შეიძენენ ლოცვასაც და ტირილსაც. როცა გულისსიტყვები გულში გროვდება, მასში ლოცვასა და ღმერთზე დარდს აღძრავენ, ხოლო ეს დარდი ცრემლებს ადენს“
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4427
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ისმინეთ, მღვდელნო და თქვენ, უპატიოსნო ბერებო, მე გეუბნებოდით და ახლაც გეუბნებით: დაიცავით თქვენი თავი, დაიცავით მტკიცედ მონაზვნური ცხოვრება და სიწმინდე, დაიცავით ცხონების მცებები დაურღვევლად, რომ ქრისტიანთა შთამომავალთ არ ექცეთ ისინი საცდურად.
და თუ არ შეისმენთ ამ ჩემ სიტყვებს, არ მიმართავთ სინანულით მონანიებას, არ მოინანიებთ ნინეველ ქალაქელთა სინანულით, გახდებით დამნაშავენი სამყაროს საყოველთაო საცდურად, და ყველანი შორიდან დაუწყებენ ამ ადგილს ცქერას ზღვიდან და ხმელეთიდან. თითით საჩვენებელი შეიქმენებით და იტყვიან: „ამ ადგილას ცხოვრობდნენ სულის საცხოვნებლად ადამიანები, მორჩილი ბერები, ანგელოზებრივი ცხოვრებით მცხოვრები ასკეტები, მეუდაბნოები, რომელნიც იცავდნენ უკიდურეს მდუმარებას, და რომელთაც არასდროს უჩნდებოდათ იმის სურვილი, ბოლომდე რომ დანაყრებულიყვნენ პურითა და წყლით, მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში; ახლა კი ეს ადგილი ჩაძირულია ზღვის სიღრმეში! ამას იტყვიან ისევე, როგორც დღეს ლაპარაკობენ სოდომსა და გომორზე“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4428
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ზოგჯერ, როდესაც წმინდა მამების ხატებს ვუყურებთ და მათი ცხოვრების შესახებ ვიგებთ, ვამბობთ: „რა კარგად აქვთ მათ ყველაფერი!“ ვკითხულობთ მათ ცხოვრებას და გვგონია, რომ ღმერთთან სიახლოვეში უბედნიერესი ცხოვრება ჰქონდათ. ზოგჯერ მოდიან და შეგვნატრიან: „მამაო, დღე და ღამე ლოცულობთ და ღმერთთან ახლოს ხართ!“ ჰგონიათ, რადგან მონაზვნები ვართ, ჩვენი ცხოვრება ზღაპრულია.
როდესაც კითხულობენ წიგნებს, ან იგებენ ისეთი მამის შესახებ, როგორიც მამა პაისია, ფიქრობენ, რომ მისი ცხოვრება სრული ბედნიერება იყო, მაგრამ დამერწმუნეთ, მამა პაისი შორს იყო ბედნიერების შესახებ ამგვარი წარმოდგენისგან. მამა პაისი სულში ძალიან დიდ ტკივილს ატარებდა და ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი მოწამეობრივი ცხოვრება ჰქონდა. ეს იყო მოწამეობრივი ღვაწლი, რომელსაც ყოველდღიურად ტვირთულობდა, რადგანაც მას უსაზღვრო სიყვარული ჰქონდა ადამიანების მიმართ. ამას ვერ გავიგებთ, სანამ არ გამოვცდით“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4429
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერები [იოანე და გიორგი ბეთანიელები] განსაკუთრებით წყნეთელებს ემდუროდნენ. მათ არაერთხელ გაუძარცვავთ მონასტერი, უცემიათ ბერები. ზოგჯერ მეორე სართულზე ჩაკეტავნენ და სანამ ვინმე არ ესტუმრებოდათ, გარეთ ვერ გამოდიოდნენ. ართმევდნენ საქონელს, თაფლს, საჭმელს.
მოგეხსენებათ, ომის პერიოდში საშინელი გაჭირვება იყო. ბერებს ერთი ძალიან საყვარელი და ალერსიანი ძაღლი ჰყავდათ. როცა მონასტერს ვუახლოვდებოდით და ჩვენს ხმას გაიგებდა, საოცრად უხაროდა და ჩვენკენ გამორბოდა, გვეთამაშებოდა. მაგრამ წყნეთელები მიდიოდნენ თუ არა, იწყებდა წკავ-წკავს, ღრენას, ტირილს, იმალებოდა კიდეც. ბერები გვეუბნებოდნენ, - ძაღლიც კი გრძნობს, ჩვენთან ვინ მოდისო“. „2024 წლის 10 ნოემბერს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ ელისეს (შუბლაძე)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4430
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბალაამის კუნძულზე, უდაბნოს განცალკევებულ ქოხში სქემმონაზონი პორფირი ცხოვრობდა, რომელიც მეც მინახავს. იგი ლოცვით ღვაწლს მისდევდა. რა სახის იყო ეს ღვაწლი, არ ვიცი. მის მცდარობას შეიძლება მივხვდეთ სქემმონაზვნის საყვარელი საკითხავის მიხედვით: იგი დიდად აფასებდა დასავლეთის მწერლის, თომა კემპიელის წიგნს იესო ქრისტეს მიბაძვაზე და მისით ხელმძღვანელობდა. ეს წიგნი წარმოდგენით არის დაწერილი.
ერთ საღამოს, შემოდგომაზე, პორფირიმ მოინახულა სტარცები სკიტში, რომლის მიმდებარედ იყო მისი უდაბნო. როცა იგი სტარცებს ემშვიდობებოდა, მათ გააფრთხილეს: „არ გაბედო ყინულზე გადასვლა; ეს-ეს არის, მოყინა და ყინული ძალიან თხელია“. პორფირის უდაბნოს სავანისგან ლადოგის ტბის ღრმა ყურე ჰყოფდა, რომლის შემოვლაც იყო საჭირო. სქემმონაზონმა წყნარი ხმით, გარეგანი მორიდებულობით უპასუხა: „მე უკვე გავმსუბუქდი“. იგი წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ სასოწარკვეთილი ყვირილი გაისმა. სავანის სტარცები შეშფოთდნენ, გამოცვივდნენ. სიბნელე იყო; მათ ვერც ადგილი იპოვეს სწრაფად, სადაც უბედურება მოხდა, ვერ საშუალებას მიაგნეს მალე, რომლითაც ჩაძირულს ამოიყვანდნენ; გამოათრიეს სხეული, რომელიც სულს უკვე მიეტოვებინა“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4431
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვიღაცამ ალბათ იხილა უძინართა ცნობილი სავანე დაცლილი და განადგურებული; ასევე იხილა ისიც, სავანეში წმინდა ადგილას როგორ იჯდა ადამიანი, რომელიც თავისი გულის სიღრმიდან ოხვრით ამბობდა ამ სიტყვებს:
„ვაი ჩვენ აწ უბედურებს! როგორ დაეცა ეს სავანე, რომელსაც ფლობდნენ უძინარები, მართალი და კურთხეული სულები. მაგრამ სანამდე დაეცა იგი დღეს; ახლა ამ სავანი წმინდა ტრაპეზს ფლობს ველური ცხოველი!“ ამის თქმისას მან ხელი დასტაცა ქვას, რომ განედევნა ეს ამაზრზენი მხეცი, მაგრამ მოესმა ხმა და საშინელი სიტყვები: „მოეშვი მაგ ცხოველს! მაგას სჯობს მე დამითმო იგი; ნუთუ იმ უბედურ ბერებს, რომელთაც შეარცხვინეს თავიანთი სამონაზვნო ცხოვრება, ჩავარდნენ მრავალმზრუნველობასა და მომხვეჭელობის საზრუნავებში იმათთან გაჯიბრების სურვილით, რომელი მოიხელთებს პირველი და უსამართლოდ მიიტაცებს ქონებას და პირველი ვინ უზრუნველყოფს მოყვასს, პირველი, რომელი გამდიდრდება მრავალფეროვანი ტრაპეზებით, ვინ იქნება პირველი, რომელიც მოაწყობს მრავალსიტყვიან განკითხვებს. დიახ, ისინი ფხიზლობდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ, მრავალმეტყველ განკითხვებსაც რომ არ სძინავთ მათსავით?! ამიტომაც გეუბნები შენ, რა სჯობს: ეს ცხოველი რომ მყავდეს, თუ ის გადაგვარებული ბერები?!“ ამ მქუხარე სიტყვების გაგონებამ ის კურთხეული ადამიანი ფრიად განაცვიფრა! და ახლა მე გეკითხები შენ: „გეყურება ჩემი სიტყვების?! მიპახუსე ამაზე, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ შეგიძლიათ ჩემთვის ამაზე პასუხის გაცემა (ანუ რაც შეისმინე), მაშინ მოისმინე მეოთხე თქმულებაც, რამეთუ მე სუფთა ვარ ამ თქვენი ნაკეთები საქმეებიდან!“ როგორ უნდა გავიგოთ ეს საშინელი ნათქვამი, სიტყვა-სიტყვით თუ მიახლოებით, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამივით? მე ვისურვებდი ეს ყოფილიყო სხვაგვარად ნათქვამი, იმდენად მრისხანე და საშინელია იგი! თუმცა რას მეტყვეელებენ მასზე ისტორიული ფაქტები?! უძინართა სავანე არსებობდა კონსტანტინეპოლში „მას ჟამსა შინა“. ახლა კი იგი აღარ არსებობს და მისი ადგილსამყოფელიც არავინ იცის. კონსტანტინეპოლში „მას ჟამსა შინა“, კეთილშობილ კურთხეულ ბიზანტიურ ეპოქაში, არსებობდა მრავალი მონასტერი, ასე, რომ ახლა მათი აღწერა, თუნდაც მხოლოდ დასახელებაც კი ძალიან რთულია. ბევრი მონასტერი მაშინ მართლმადიდებლებმა მოაქციეს უძველესი წარმართული ტაძრებიდან და კერპების მსახურების ადგილი ასე აქციეს ღმრთისთვის ყველაზე მადლიან, გამორჩეულ ადგილად. მაგრამ ყველა ამ მონასტერმა ვერ შეინარჩუნა მადლი, და ვერც ყველამ მოაღწია ჩვენამდე ღმრთის კურთხეული მადლით. ახლანდელ დროში უკვე ძალიან ძნელია კონსტანტინეპოლის იმ ადრინდელი ტაძრების დასახელებაც კი, რადგანაც ხანძრებმა და მიწისძვრებმა, რომლებისგანაც იღუპებოდნენ კონსტანტინეპოლში განლაგებული მონასტრები, დააცარიელა და შეცვალა იქაურობა. და თუ ყველაფერი ეს ასეა, მაშინ არაფერი სიბრძენა იმაში, რომ ცარგრადში (ანუ კონსტანტინეპოლში), ბევრი მონასტრისა და საკურთხევლების ადგილზე, ახალ ასეთი ჭუჭყიანი ქუჩებია და მასზე ასე დააბოტებენ საქონლები; შესაძლოა უფრო ცუდი რამეებიც კი ხდება ახლა იქ! ასე რომ შენ ეს წაიკითხე და გაიცნობიერე“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4432
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მართლაც, იმისათვის, რომ ადამიანი ნამდვილ მორჩილებას აღასრულებდეს, მამაცი უნდა იყოს. გიმოწმებთ, საკუთარი გამოცდილებითაც და წმინდა მამათა სიტყვებითაც, რომ ის მონაზონი, რომელიც მორჩილებას აღასრულებს, სულში დიდი სიხარულის მატარებელია და პირიქით, ვინც ამ სათნოების მიმართ გულგრილია, მას მუდამ მწუხარებები და განსაცდელები აქვს“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4433
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„კიდევ ერთი, რასაც ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის ის, რომ არ უნდა ვისეირნოთ კელიიდან კელიაში, თუ ამისთვის რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზი არ გვაქვს, მაგალითად, როგორიცაა ავადმყოფი ძმის მონახულება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ მცირე ხნით სათანადო მოკრძალებით უნდა შევუაროთ. მამები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბერები საუბარს ყოველთვის ღვთისმეტყველებით იწყებენ და უქმეტყველებით ამთავრებენ. ფხიზლად იყავით, მცნება რომ არ დაარღვიოთ“.
/ბერდიდი ეფრემ არიზონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4434
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სამონასტრო ცხოვრება მეცნიერებათა მეცნიერებაა, საღმრთო მეცნიერებაა. ეს ყოველგვარ სამონაზვნო ღვაწლს ეხება. განსაკუთრებით კი, ლოცვას. ყოველ მეცნიერებაში არის დასაწყისი, არის ცოდნის სწავლების თანდათანობა და არის საბოლოო სავარჯიშოები; ლოცვის სწავლებაშიც ასევე არსებობს წესრიგი, სისტემა.
ყველა მეცნიერებაში წესრიგის, ანუ, რაც იგივეა, სისტემის ზედმიწევნითი მიყოლა არის მასში საფუძვლიანი წარმატების საწინდარი; ლოცვაში სწორი ვარჯიშიც ასეე არის მასში წარმატების საწინდარი, იმ წარმატებისა, რომლითაც ღმერთს მოღვაწის დაჯილდოება სურს. მეცნიერების შესწავლისას სისტემის უარყოფა არის დამახინჯებული შეხედულებების წყარო, ისეთი ცოდნის წყარო, რომელიც უმეცრებაზე უარესია, რადგანაც არასწორი, უარყოფითი ცოდნაა; ასეთია ლოცვაში უწესრიგო ვარჯიშის შედეგიც. ასეთი ვარჯიშის გარდაუვალი, ბუნებრივი შედეგი ხიბლია. თვითრჯული მონაზვნობა მონაზვნობა არ არის, ეს ხიბლია! ეს კარიკატურაა, მონაზვნობის დამახინჯებაა! ეს მონაზვნობის დაცინვაა! ეს თავის მოტყუებაა! ეს მსახიობობაა, რომელსაც კარგად შეუძლია სოფლის ყურადღება და ქება მიიღოს, მაგრამ უარყოფილია ღვთისაგან; მისთვის უცხოა სულიწმიდის ნაყოფები, მაგრამ უხვობს ნაყოფებით, რომლებიც სატანისაგან მოდის“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „სოფელ წრომის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ლუკიანე (გერაძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4435
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რა სარგებელია იმ მეომრისგან, რომელიც ბრძოლაში მიდის ორგვარი განწყობით: შეუიარაღებლად და საომარი საქმის არცოდნით. და როცა მოულოდნელად იწყება ბრძოლა და შენზე თავდამსხმელი დაინახავს შენს გამოუცდელობას ბრძოლაში, განა მაშინვე არ აგიყვანს ტყვედ?! იგივე ემართება იმ ბერსაც, რომელიც თავისი შინაგანი სულიერი ბრძოლებით ებმება ბრძოლაში“.
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ „ქვიშხეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, მონაზონი ევფროსინე (რეხვიაშვილი) აღყვანილია იღუმენიის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4436
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ათონზე ასეთი გამოთქმაა: მონაზვნისთვის მხოლოდ ორი სიტყვა არსებობს „შემინდე“ და „როგორც მაკურთხებ“. - თუ მონაზონი ამ ორ სიტყვას დანერგავს თავის ცხოვრებაში, სიხარულითა და თავისუფლებით აღივსება“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4437
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მწუხრის შემდეგ უმალ წადით თქვენს სენაკში, რათა წაიკითხოთ, ან სკვნილზე ილოცოთ, ან მცირე ხნით წაუძინოთ, რათა ღამისთევის ლოცვაზე დასვენებულები და მხნენი წარვდგეთ. მწუხრის ლოცვის შემდეგ აქეთ-იქით სიარული არ არის მართებული, ეს აღმაშფოთებელია: ამით ჩვენ ტიპიკონს ვარღვევთ და ვაცდუნებთ ძმების უძლურ გულისთქმებს“.
/ბერდიდი ეფრემ არიზონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4438
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერია ნამდვილი ქვრივი, რომლისათვისაც სოფელი მკვდარი უნდა იყოს. ბერი, იდუმალი ქვრივი!“
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4439
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ანაფორის მიღებისას შენ უკვე ეწერები მეომრებში და იწყებ განუწყვეტლივ საბრძოლო ხელოვნების შესწავლას.
მანტია ბერისთვის წარმოადგენს გადამწყვეტ ბრძოლაში სამხედრო ნაბიჯით შესვლას. ხოლო, როცა უკვე იღებ დიდ სქემას, მაშინათვე გადამწყვეტ ბრძოლაში შედიხარ და როცა მეომრები აღწევენ ბრძოლის ველს, თავადაც მოჰყავთ თავი სამხედრო მზადყოფნაში“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4440
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სულიერი ცხოვრების მწვერვალებსაც რომ მიაღწიო, დაეშვი მიწაზე, ყველაზე და ყველაფერზე დაბლა დადექი, დაიმდაბლე თავი. მხოლოდ ასე აღწევს ადამიანი თავისუფლებას და მხოლოდ ასე მოიხვეჭს მონაზონი ჭეშმარიტ სიხარულს“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი