IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 221 222 223 224 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 10 2025, 11:34 AM
პოსტი #4429


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერები [იოანე და გიორგი ბეთანიელები] განსაკუთრებით წყნეთელებს ემდუროდნენ. მათ არაერთხელ გაუძარცვავთ მონასტერი, უცემიათ ბერები. ზოგჯერ მეორე სართულზე ჩაკეტავნენ და სანამ ვინმე არ ესტუმრებოდათ, გარეთ ვერ გამოდიოდნენ. ართმევდნენ საქონელს, თაფლს, საჭმელს.

მოგეხსენებათ, ომის პერიოდში საშინელი გაჭირვება იყო. ბერებს ერთი ძალიან საყვარელი და ალერსიანი ძაღლი ჰყავდათ. როცა მონასტერს ვუახლოვდებოდით და ჩვენს ხმას გაიგებდა, საოცრად უხაროდა და ჩვენკენ გამორბოდა, გვეთამაშებოდა. მაგრამ წყნეთელები მიდიოდნენ თუ არა, იწყებდა წკავ-წკავს, ღრენას, ტირილს, იმალებოდა კიდეც. ბერები გვეუბნებოდნენ, - ძაღლიც კი გრძნობს, ჩვენთან ვინ მოდისო“.



„2024 წლის 10 ნოემბერს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ ელისეს (შუბლაძე)“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2025, 01:49 PM
პოსტი #4430


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბალაამის კუნძულზე, უდაბნოს განცალკევებულ ქოხში სქემმონაზონი პორფირი ცხოვრობდა, რომელიც მეც მინახავს. იგი ლოცვით ღვაწლს მისდევდა. რა სახის იყო ეს ღვაწლი, არ ვიცი. მის მცდარობას შეიძლება მივხვდეთ სქემმონაზვნის საყვარელი საკითხავის მიხედვით: იგი დიდად აფასებდა დასავლეთის მწერლის, თომა კემპიელის წიგნს იესო ქრისტეს მიბაძვაზე და მისით ხელმძღვანელობდა. ეს წიგნი წარმოდგენით არის დაწერილი.

ერთ საღამოს, შემოდგომაზე, პორფირიმ მოინახულა სტარცები სკიტში, რომლის მიმდებარედ იყო მისი უდაბნო. როცა იგი სტარცებს ემშვიდობებოდა, მათ გააფრთხილეს: „არ გაბედო ყინულზე გადასვლა; ეს-ეს არის, მოყინა და ყინული ძალიან თხელია“. პორფირის უდაბნოს სავანისგან ლადოგის ტბის ღრმა ყურე ჰყოფდა, რომლის შემოვლაც იყო საჭირო.

სქემმონაზონმა წყნარი ხმით, გარეგანი მორიდებულობით უპასუხა: „მე უკვე გავმსუბუქდი“. იგი წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ სასოწარკვეთილი ყვირილი გაისმა. სავანის სტარცები შეშფოთდნენ, გამოცვივდნენ. სიბნელე იყო; მათ ვერც ადგილი იპოვეს სწრაფად, სადაც უბედურება მოხდა, ვერ საშუალებას მიაგნეს მალე, რომლითაც ჩაძირულს ამოიყვანდნენ; გამოათრიეს სხეული, რომელიც სულს უკვე მიეტოვებინა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2025, 10:19 AM
პოსტი #4431


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვიღაცამ ალბათ იხილა უძინართა ცნობილი სავანე დაცლილი და განადგურებული; ასევე იხილა ისიც, სავანეში წმინდა ადგილას როგორ იჯდა ადამიანი, რომელიც თავისი გულის სიღრმიდან ოხვრით ამბობდა ამ სიტყვებს:

„ვაი ჩვენ აწ უბედურებს! როგორ დაეცა ეს სავანე, რომელსაც ფლობდნენ უძინარები, მართალი და კურთხეული სულები. მაგრამ სანამდე დაეცა იგი დღეს; ახლა ამ სავანი წმინდა ტრაპეზს ფლობს ველური ცხოველი!“

ამის თქმისას მან ხელი დასტაცა ქვას, რომ განედევნა ეს ამაზრზენი მხეცი, მაგრამ მოესმა ხმა და საშინელი სიტყვები:

„მოეშვი მაგ ცხოველს! მაგას სჯობს მე დამითმო იგი; ნუთუ იმ უბედურ ბერებს, რომელთაც შეარცხვინეს თავიანთი სამონაზვნო ცხოვრება, ჩავარდნენ მრავალმზრუნველობასა და მომხვეჭელობის საზრუნავებში იმათთან გაჯიბრების სურვილით, რომელი მოიხელთებს პირველი და უსამართლოდ მიიტაცებს ქონებას და პირველი ვინ უზრუნველყოფს მოყვასს, პირველი, რომელი გამდიდრდება მრავალფეროვანი ტრაპეზებით, ვინ იქნება პირველი, რომელიც მოაწყობს მრავალსიტყვიან განკითხვებს. დიახ, ისინი ფხიზლობდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ, მრავალმეტყველ განკითხვებსაც რომ არ სძინავთ მათსავით?! ამიტომაც გეუბნები შენ, რა სჯობს: ეს ცხოველი რომ მყავდეს, თუ ის გადაგვარებული ბერები?!“
ამ მქუხარე სიტყვების გაგონებამ ის კურთხეული ადამიანი ფრიად განაცვიფრა!

და ახლა მე გეკითხები შენ: „გეყურება ჩემი სიტყვების?! მიპახუსე ამაზე, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ შეგიძლიათ ჩემთვის ამაზე პასუხის გაცემა (ანუ რაც შეისმინე), მაშინ მოისმინე მეოთხე თქმულებაც, რამეთუ მე სუფთა ვარ ამ თქვენი ნაკეთები საქმეებიდან!“

როგორ უნდა გავიგოთ ეს საშინელი ნათქვამი, სიტყვა-სიტყვით თუ მიახლოებით, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამივით? მე ვისურვებდი ეს ყოფილიყო სხვაგვარად ნათქვამი, იმდენად მრისხანე და საშინელია იგი! თუმცა რას მეტყვეელებენ მასზე ისტორიული ფაქტები?! უძინართა სავანე არსებობდა კონსტანტინეპოლში „მას ჟამსა შინა“. ახლა კი იგი აღარ არსებობს და მისი ადგილსამყოფელიც არავინ იცის. კონსტანტინეპოლში „მას ჟამსა შინა“, კეთილშობილ კურთხეულ ბიზანტიურ ეპოქაში, არსებობდა მრავალი მონასტერი, ასე, რომ ახლა მათი აღწერა, თუნდაც მხოლოდ დასახელებაც კი ძალიან რთულია.

ბევრი მონასტერი მაშინ მართლმადიდებლებმა მოაქციეს უძველესი წარმართული ტაძრებიდან და კერპების მსახურების ადგილი ასე აქციეს ღმრთისთვის ყველაზე მადლიან, გამორჩეულ ადგილად. მაგრამ ყველა ამ მონასტერმა ვერ შეინარჩუნა მადლი, და ვერც ყველამ მოაღწია ჩვენამდე ღმრთის კურთხეული მადლით. ახლანდელ დროში უკვე ძალიან ძნელია კონსტანტინეპოლის იმ ადრინდელი ტაძრების დასახელებაც კი, რადგანაც ხანძრებმა და მიწისძვრებმა, რომლებისგანაც იღუპებოდნენ კონსტანტინეპოლში განლაგებული მონასტრები, დააცარიელა და შეცვალა იქაურობა. და თუ ყველაფერი ეს ასეა, მაშინ არაფერი სიბრძენა იმაში, რომ ცარგრადში (ანუ კონსტანტინეპოლში), ბევრი მონასტრისა და საკურთხევლების ადგილზე, ახალ ასეთი ჭუჭყიანი ქუჩებია და მასზე ასე დააბოტებენ საქონლები; შესაძლოა უფრო ცუდი რამეებიც კი ხდება ახლა იქ! ასე რომ შენ ეს წაიკითხე და გაიცნობიერე“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 13 2025, 10:14 AM
პოსტი #4432


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მართლაც, იმისათვის, რომ ადამიანი ნამდვილ მორჩილებას აღასრულებდეს, მამაცი უნდა იყოს. გიმოწმებთ, საკუთარი გამოცდილებითაც და წმინდა მამათა სიტყვებითაც, რომ ის მონაზონი, რომელიც მორჩილებას აღასრულებს, სულში დიდი სიხარულის მატარებელია და პირიქით, ვინც ამ სათნოების მიმართ გულგრილია, მას მუდამ მწუხარებები და განსაცდელები აქვს“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 14 2025, 11:54 AM
პოსტი #4433


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კიდევ ერთი, რასაც ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის ის, რომ არ უნდა ვისეირნოთ კელიიდან კელიაში, თუ ამისთვის რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზი არ გვაქვს, მაგალითად, როგორიცაა ავადმყოფი ძმის მონახულება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ მცირე ხნით სათანადო მოკრძალებით უნდა შევუაროთ. მამები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბერები საუბარს ყოველთვის ღვთისმეტყველებით იწყებენ და უქმეტყველებით ამთავრებენ. ფხიზლად იყავით, მცნება რომ არ დაარღვიოთ“.

/ბერდიდი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 16 2025, 10:03 AM
პოსტი #4434


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამონასტრო ცხოვრება მეცნიერებათა მეცნიერებაა, საღმრთო მეცნიერებაა. ეს ყოველგვარ სამონაზვნო ღვაწლს ეხება. განსაკუთრებით კი, ლოცვას. ყოველ მეცნიერებაში არის დასაწყისი, არის ცოდნის სწავლების თანდათანობა და არის საბოლოო სავარჯიშოები; ლოცვის სწავლებაშიც ასევე არსებობს წესრიგი, სისტემა.

ყველა მეცნიერებაში წესრიგის, ანუ, რაც იგივეა, სისტემის ზედმიწევნითი მიყოლა არის მასში საფუძვლიანი წარმატების საწინდარი; ლოცვაში სწორი ვარჯიშიც ასეე არის მასში წარმატების საწინდარი, იმ წარმატებისა, რომლითაც ღმერთს მოღვაწის დაჯილდოება სურს.

მეცნიერების შესწავლისას სისტემის უარყოფა არის დამახინჯებული შეხედულებების წყარო, ისეთი ცოდნის წყარო, რომელიც უმეცრებაზე უარესია, რადგანაც არასწორი, უარყოფითი ცოდნაა; ასეთია ლოცვაში უწესრიგო ვარჯიშის შედეგიც. ასეთი ვარჯიშის გარდაუვალი, ბუნებრივი შედეგი ხიბლია.

თვითრჯული მონაზვნობა მონაზვნობა არ არის, ეს ხიბლია! ეს კარიკატურაა, მონაზვნობის დამახინჯებაა! ეს მონაზვნობის დაცინვაა! ეს თავის მოტყუებაა! ეს მსახიობობაა, რომელსაც კარგად შეუძლია სოფლის ყურადღება და ქება მიიღოს, მაგრამ უარყოფილია ღვთისაგან; მისთვის უცხოა სულიწმიდის ნაყოფები, მაგრამ უხვობს ნაყოფებით, რომლებიც სატანისაგან მოდის“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



„სოფელ წრომის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ლუკიანე (გერაძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 17 2025, 10:53 AM
პოსტი #4435


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რა სარგებელია იმ მეომრისგან, რომელიც ბრძოლაში მიდის ორგვარი განწყობით: შეუიარაღებლად და საომარი საქმის არცოდნით. და როცა მოულოდნელად იწყება ბრძოლა და შენზე თავდამსხმელი დაინახავს შენს გამოუცდელობას ბრძოლაში, განა მაშინვე არ აგიყვანს ტყვედ?! იგივე ემართება იმ ბერსაც, რომელიც თავისი შინაგანი სულიერი ბრძოლებით ებმება ბრძოლაში“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


„ქვიშხეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, მონაზონი ევფროსინე (რეხვიაშვილი) აღყვანილია იღუმენიის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2025, 12:30 PM
პოსტი #4436


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ათონზე ასეთი გამოთქმაა: მონაზვნისთვის მხოლოდ ორი სიტყვა არსებობს „შემინდე“ და „როგორც მაკურთხებ“. - თუ მონაზონი ამ ორ სიტყვას დანერგავს თავის ცხოვრებაში, სიხარულითა და თავისუფლებით აღივსება“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 19 2025, 02:44 PM
პოსტი #4437


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მწუხრის შემდეგ უმალ წადით თქვენს სენაკში, რათა წაიკითხოთ, ან სკვნილზე ილოცოთ, ან მცირე ხნით წაუძინოთ, რათა ღამისთევის ლოცვაზე დასვენებულები და მხნენი წარვდგეთ. მწუხრის ლოცვის შემდეგ აქეთ-იქით სიარული არ არის მართებული, ეს აღმაშფოთებელია: ამით ჩვენ ტიპიკონს ვარღვევთ და ვაცდუნებთ ძმების უძლურ გულისთქმებს“.

/ბერდიდი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 20 2025, 12:27 PM
პოსტი #4438


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერია ნამდვილი ქვრივი, რომლისათვისაც სოფელი მკვდარი უნდა იყოს. ბერი, იდუმალი ქვრივი!“

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2025, 09:50 AM
პოსტი #4439


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ანაფორის მიღებისას შენ უკვე ეწერები მეომრებში და იწყებ განუწყვეტლივ საბრძოლო ხელოვნების შესწავლას.

მანტია ბერისთვის წარმოადგენს გადამწყვეტ ბრძოლაში სამხედრო ნაბიჯით შესვლას.

ხოლო, როცა უკვე იღებ დიდ სქემას, მაშინათვე გადამწყვეტ ბრძოლაში შედიხარ და როცა მეომრები აღწევენ ბრძოლის ველს, თავადაც მოჰყავთ თავი სამხედრო მზადყოფნაში“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 22 2025, 12:48 PM
პოსტი #4440


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულიერი ცხოვრების მწვერვალებსაც რომ მიაღწიო, დაეშვი მიწაზე, ყველაზე და ყველაფერზე დაბლა დადექი, დაიმდაბლე თავი. მხოლოდ ასე აღწევს ადამიანი თავისუფლებას და მხოლოდ ასე მოიხვეჭს მონაზონი ჭეშმარიტ სიხარულს“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2025, 11:18 AM
პოსტი #4441


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უკვე თოთხმეტი წლისა ვიყავი, როცა მოძღვარმა დამიძახა და მითხრა:

-რას აპირებ, რა გეგმები გაქვს? დარჩები აქ?

-დავრჩები! - ვუპასუხე დიდი სიხარულით.

-მეტანია გააკეთე!

გავაკეთე მეტანია. მან მომიტანა ერთი თავისი ანაფორა, რომელსაც მუშაობისას იყენებდა. იმდენ ადგილას იყო დაკერებული, რომ ვერ გაიგებდი, რომელი იყო მთავარი ნაჭერი, საყელო კი ოფლისგან მთლად გაქონილი ჰქონდა. კირიაკონში ნანახი მყავდა მონაზვნები, რომლებსაც სუფთად ეცვათ და ჩემთვისაც ასეთი ანაფორა მქონდა წარმოდგენილი. მოუთმენლად ველოდი ამ წუთს. რადგანაც პატარა ვიყავი, ბავშვურად ვფიქრობდი, რომ ანაფორა, რომლითაც შემმოსავდნენ, იქნებოდა ახალი და კოხტა. მაგრამ, როცა ამის დრო დადგა, რას ვხედავ! დაძონძილი, დაკონკილი და დაკერებული ანაფორა. ცოტათი დავმწუხრდი, სულ რაღაც ხუთი წუთით. ეჰ, მე ხომ პატარა ვიყავი, თოთხმეტი წლის. მაგრამ არაფერი მითქვამს, არ დამიჩივლია. როცა ანაფორა დავინახე, როგორც გითხარით, სიმძიმე ვიგრძენი, მაგრამ კეთილი გულისზრახვით გადავლახე.

-როგორც მაკურთხებ! - ვთქვი და ავიღე.

ამაზე მეტი აღარ მიფიქრია. მომაგონდა მოსაგრე ბერები, რომლებსაც ძაძის ანაფორები ემოსათ, არასდროს იხდიდნენ და არც არასდროს რეცხავდნენ. ამის გამო ღმერთმა დიდად მანუგეშა. ეკლესიაში წავედი, წიგნი გადავშალე და იოანეს კათოლიკე ეპისტოლე შემხვდა. და იმავე დღეს, ღმერთო ჩემო, მესაუბრე! დიდხანს მესაუბრე, ღმერთო...“

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


„ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი კლავდია (ინდუაშვილი) აღყვანილია იღუმენიის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2025, 10:39 AM
პოსტი #4442


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულ სხვა განცდა გიპყრობთ, როცა სკიტში შედიხართ, ვიდრე მონასტერში შესვლისას. იქ ყველაფერი სუნთქავს სიცოცხლით, მკაცრი სიცოცხლით; აქ კი რაღაც შეუცნობელი სიმშვიდეა, თითქოს ნეტარი აღსასრულით აღსრულებულთა სიმშვიდე.

სკიტში ღვთისმსახურება სრულდება კვირაში ორჯერ, კვირასა და შაბათს; სხვა დღეებში ძმები მდუმარებენ საკნებში, ლოცულობენ, კითხულობენ, ფიქრობენ ღმერთზე და ხელსაქმობენ, ხოლო ეკლესიაში ერთი მონაზონი ფსალმუნსა და მოსახსენებელს კითხულობს განსვენებული ძმებისა და ბალაამის მონასტრის კეთილისმყოფლებისთვის. ეს კითხვა და მოხსენიება განუწყვეტლივ, დღე და ღამე სრულდება, რისთვისაც სკიტში მცხოვრები ძმები მონაცვლეობენ.

საკვები საერთო ტრაპეზზე იშლება; იგი ბევრად უფრო მწირია, ვიდრე მონასტრისა, თითქმის უგამონაკლისოდ მცენარეული. აღდგომისა და სხვა დიდ დღესასწაულებზე სკიტის ძმები მიდიან მონასტერში, მონასტრის ძმებთან ერთად საზეიმო ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ და მათთან ერთად საერთო ტრაპეზზე სადღესასწაულო საკვებს მიირთმევენ, რომელიც თავად მონასტერშიც არასოდეს აღემატება ოთხ კერძს.

უხა, კიდევ ერთი თევზიანი კერძი, ღვეზელის ნაჭერი - აი, ეს არის დიდი დღესასწაულის ნიშანი ბალაამის საძმოს ტრაპეზზე. ტაფაზე შემწვარი გამორიცხულია მათი კერძებიდან: ისინი მას თავიანთთვის დაუშვებელ ნუგბარად მიიჩნევენ. სკიტში თორმეტამდე ძმა ან ცოტა მეტი ცხოვრობს, გზა სკიტიდან მონასტრამდე ხმელეთითაც ლანდშაფტურია: ის გადის ყურის სანაპიროზე კორომებს, ბორცვებსა და მთებს შორის; და ხშირად ეკიპაჟის ბორბლები შიშველ გრანიტზე იწყებს გრუხუნს.

კუნძულის სხვადასხვა ადგილას, ღრმა განმარტოებაში, ტყის პირა გორაკზე ან პატარა მდელოზე, ტყის შუაგულში, მეუდაბნოეთა განმარტოებული ქოხები დგას, მოჭრილი მორებით ნაშენი. მეუდაბნოეთა რიცხი ძალიან მცირეა. განდეგილური ცხოვრების ნებას რთავენ მონაზვნობაში მხოლოდ ყველაზე გამოცდილებსა და ასაკობრივად და სულიერი გონებით მომწიფებულებს. მეუდაბნოეები სკიტის ძმების მსგავსად მონასტერში დიდ დღესასწაულებზე მოდიან“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2025, 01:04 PM
პოსტი #4443


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ახლა ადამიანები ზრუნავენ მხოლოდ მომხვეჭელობაზე, ნიადაგის დამუშავებასა და ამ სამუშაოსთვის საჭირო იარაღებზე; მხოლოდ მათ გამო ღელავენ და წუხან; ასე დადიან ცხვრის სამოსებში და გული კი მგლური აქვთ. მგელი კი ის მხეცია, რომელსაც ადამიანი ვერ იმორჩილებს. ისინიც ასეთები, ანუ მომხვეჭელები არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სამონაზვნო ცხოვრებას იმ ველური მხეცების მსგავსად, რომლებიც მხეცივით თავად საზღვრავენ ვის ჩააცვან და ვინ დაამხონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ: „მცირე არჩიე დიდს და დიდი მცირეს! ეს კი ნიშნავს, რომ დიდ მონასტრებში ავიწროებენ უმცროს სენაკელებს, ხოლო პატარა საცხოვრებლებში ანადგურებენ ხანდაზმულებს. ასე რომ, აქ ვერც კი გაარჩევ, ვინ უფროსია და ვინ უმცროსი.

ჭეშმარიტად მართებულადაა ნათქვამი: რომ მოვა დრო, როცა თავს ფეხებად აღიარებენ, ფეხებს კი თავად (ანუ განილევა სიყვარული და ნდობა უფროსებსა და მათ მორჩილებს შორის).

და ჰოი, აი დადგა კიდეც ეს დრო, და იწყეს ადამიანებმა უსჯულოებების ჩადენა, ართმევენ ერთმანეთს უფლებებს, ერთმანეთს ეპირფერებიან, ცდილობენ ერთმანეთის დასმენებში გარკვევას, ერთი იმას ცდილობს პირველი რომ დაესხას თავს იმას, ვინც ცდილობს მასზე თავდასხმას.

აქედან გამომდინარე ადამიანმა დაკარგა მონაზვნური ცხოვრების არსი, ერთი მეორეს სიყვარული, გონებრივი გაბრწყინება; შეიმოსა ცხვრის ტყავით, გული კი მგლური აქვს, ზრახვები - ლომის, ლაპარაკი გველის, თუმცა საუბრით ცხვარივით საუბრობს.

ვამბობთ: ადამიანმა შეიმოსა ანგელოზის სქემა, რომ ამ სქემასთან ერთად იქონიოს მორჩილება, ანუ რომ მოეკვეთა თავიდან თავისი ნება, და მთელი ამქეყნიურობა; თუმცა ახლა ასეთ განზრახვებს არ იცავენ, მაგრამ ინარჩუნებენ რაღაც ადამიანურ ურთიერთობებს ადამიანური ბუნებისგან, ანუ ინარჩუნებენ თავიანთ ხორციელობას; მოშურნეობენ მხოლოდ ნივთიერი სიკეთეებისთვის; და იმოსებიან მორჩილი ცხვრის ტყავებით; ამით ცხვრის სახეს ინარჩუნებენ, გული კი მგლური ზნეობისა აქვთ; ამდენად არანაირად არ თვინიერდებიან და მათში არანაირი სინანული არ არის; უფრო მეტიც! მათ იმის გაგებაც კი არ სურთ, რა არის სამართლიანობა; ამას თავისებურად, მხოლოდ ველურად განსაზღვრავენ, რადგანაც მათი აზროვნება დაბნელებულია ხრწნადი ცხოვრებისეული საგნებით.

სწორედ ამ წყვდიადის გამო ადამიანები იმდენად დაბნელდნენ, რომ გაველურდნენ, თავიანთი აზროვნებით მიემსგავსნენ ლომებს, რამდენადაც ლომურად ბრდღვინავენ მონაზვნური ცხოვრების წინააღმდეგ; დაღუპეს იგი, და ამით საკუთარი თავიც დაიღუპეს და თავიანთი ცხონებაც“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2025, 10:33 AM
პოსტი #4444


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ათონელი მონაზონი დიდი ძალისხმევით ლოცულობდა ღამე. მას აინტერესებდა, იღებს თუ არა უფალი ამ ლოცვებს და თუ იღებს, როგორ. ის ხანგრძლივად ლოცულობდა და უფალმაც გამოცხადება მისცა. მან მთელი ათონის მთა იხილა, საიდანაც ცეცხლის ენები იყო ზეცად ატყორცნილი. ზოგი ცეცხლი მცირე იყო, ზოგი უფრო დიდი, ზოგიც კიდევ უფრო დიდი და ერთი - ზეცისკენ მიმდინარე ცეცხლოვანი მდინარის მსგავსი. ამ დროს ამ მონაზონს ესმოდა ხმა, რომელმაც უთხრა, რომ ეს ყველაფერი მამების ლოცვას გამოხატავდა. ზოგის სუსტი იყო, ზოგის ძლიერი და ზოგისაც, ძალიან ძლიერი“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2025, 10:46 AM
პოსტი #4445


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შუადღისას ვაკურთხებ მამაზეციერის ყოვლადწმინდა სახელს და თაყვანისვცემ მას, რაც საკვები მაქვს, ვჭამ და ვისვენებ, ზაფხულში ორი საათი, ზამთარში ერთი საათი და ხშირად საერთოდ არ ვისვენებ. შემდეგ წამოვდგები, ქედს ვიდრეკ ყველაფრის შემოქმედის წინაშე, საღამომდე ვასუფთავებ ჩემს „სასახლეს“, ასე ვუწოდებ ჩემს მღვიმეს. გულწრფელად მჯერა, რომ იგი მეფის სასახლეზე ბევრად უკეთესია. ამის გარდა სხვა საქმეებსაც ვაკეთებ, ვკემსავ ტანსაცმელს, ვარემონტებ მღვიმის მიმდებარე ტერიტორიას, უფრო სწორად, ჩემი სასახლის გალავანს“.

/მეუდაბნოე ფოტინია/



"2024 წლის 19 აგვისტოს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა ბერ-დიაკონი ეფრემი (ჯოლოხავა).

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, მღვდელ-მონაზონი ეფრემი პარიზის წმინდა მეფე თამარის სახელობის ტაძარში იმსახურებს.

აქსიოს! ვულოცავთ მამა ეფრემს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2025, 11:05 AM
პოსტი #4446


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ისიხი იერუსალიმელი ამბობს: „ვინც ყველაფერი დატოვა, რაც ამსოფლიურია, ცოლი, ქონება და მისთანანი, მონაზვნად მხოლოდ გარეგანი კაცი აქცია და არა შინაგანიც, რომელიც არის გონება. ჭეშმარიტი მონაზონი ის არის, ვინც უარი თქვა ვნებით გულისსიტყვებზე; იგი იოლად შეძლებს მონაზვნად აქციოს გარეგანი კაციც, როცა მოისურვებს. შინაგანი კაცის მონაზვნად გარდაქმნა მცირე ღვაწლი როდია. არის კი თანამედროვე თაობაში მონაზონი, რომელიც სრულებით განთავისუფლდა ვნებითი გულისსიტყვებისაგან და სუფთა, უნივთო, განუწყვეტელ ლოცვას ეღირსა, რაც არის შინაგანი მონაზვნის ნიშანი?“
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2025, 11:15 AM
პოსტი #4447


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღმერთმა შეიყვარა ადამიანი თავისი სიტყვითა და საქმით, ადამიანმა კი ღმერთი შეიცნო თავისი სიტყვით და საქმით;
მაგრამ მერე ადამიანებმა ისრაელიტიანელებივით, ღმერთზე უსაზღვროდ შეყვარებულებმა, მალე გამოიჩინეს ღმრთისადმი უდიდესი უმადურობა.

ახლა კი იმ ბერებმაც, რომლებიც ჩამოცილდნენ თავიანთ საბერო ღვაწლს, რომელიც მათ იკისრეს ღმერთის მათდამი უსაზღვრო სიყვარულისთვის, და რომელმაც ისინი გაათავისუფლა აგარიანელთა ტყვეობისგან, ანუ აგარიანელთა ცოდვისა და მოძალადე სამყაროსგან, რასაც ისინი იჩენდნენ ამ ერისადმი; ახლა კი მათ უმადურობა გამოიჩინეს იმ ღვთისადმი, რომელმაც ისინი მიიყვანა მშვიდობიან და მაცხოვნებელ ქვეყნამდე; ასე მოისროლეს მათ ცხონების გზა, შეიზიზღეს ღმრთის მოწოდება და ისე გადაეშვნენ გადამეტებულ ხორციელ ვნებებში, რომ თითქოსდა არც არსებობდეს ყველაფრისმხედველი ღმერთი!

მათი აზრები გარემოიცვა ხორციელმა სურვილებმა და ისინი სრულიად მიეცნენ დამღუპველ ცხოვრებას, შეიძულეს და ახლაც სძულთ მაცხოვნებელი ცხოვრება, და ამ უგრძნობელობის გასამართლებლად ამბობენ, რომ ახლანდელ დროში ცხოვრებისეული მოთხოვნილებების უზრუნველყოფისა და ამაზე მზრუნველობის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ამ უარყოფითი მტკიცებულებებით ისინი შეუდგნენ მომხვეჭელ ცხოვრებას და უარი თქვეს მთლიანად მონაზვნური ცხოვრების სამოღვაწეო ღვაწლზე;

მათ უიმედობით მოცულებმა თქვეს, რომ თუ არ გვექნება დიდი სახლები, მრავალფეროვანი ფუფნებანი, მრავალნაირი საკვებით სავსე სატრაპეზო კერძები, და თუ არ დავკავდებით ყველა ამ ამაოებებით, ვერც სამონაზვნო ცხოვრებას შევძლებთ; რადგან ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

ებრაელებმა, რომელთაც გამოამჟღავნებს უამდურობა ფარაონისაგან მათი დამხსნელისადმი, მერეც საბოლოოდ უარჰყვეს უფალი, როცა ჯვარს აცვეს იგი, მათი განმანთავისუფლებელი და დიდების მეფე;

ახლა კი ათონის მთაზე ადამიანებმა უარყვეს თავიანთი ხსნის დედოფალი და თავისთან მიიწვიეს ე.წ. დაღუპვის დედოფალი, ამაოებებზე მრავალმზრუნველი; და ისიც ზრუნავს დამღუპველი სიძუნწით მათზე. არადა ამით უფრო იჭუჭყიანებს თავის სულს“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2025, 10:48 AM
პოსტი #4448


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,337
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მართალი იყო ჩვენი მამა იოსები [ვატოპედელი] როდესაც დიდი სკვნილის ნაცვლად ხელში ცოცხი და იატაკის საწმენდი დამაჭერინა. ჩემი გამოცდილებით, ისეთ მონაზვნებსაც ვიცნობ, რომლებიც თავიანთი მონაზვნური ვალდებულებების მკაცრი ერთგულები არიან. ყოველთვის სრულად აღასრულბენ კანონს, ესწრებიან ყველა მსახურებას, იცავენ ყველა მარხვას, მაგრამ მაინც ძალიან რთულები არიან. საკმარისია, უთხრა „ცოტათი ჩაიწიე“, ეგრევე იბღვირებიან, ამ დროს კითხვა გიჩნდება, მთელი დღე სკვნილზე ლოცულობს და ერთი სიტყვა ვერ აუტანია?

ერთხელ მამა იოსებმა ერთ-ერთ ჩვენგანს ჰკითხა:

-მისმინე, როდესაც ლოცულობ, ვის მოუხმობ? ზევსს თუ ქრისტეს? - როგორ შეიძლება, რომ მთელი დღე ქრისტეს სახელს მოუხმობდე და თან იბღვირებოდე და ღიზიანდებოდე?! მამა იოსები ამბობდა:

-ზღარბს ჰგავხარ! ადამიანს მოგინდება, რომ მოეფერო, მაგრამ იჩხვლიტება!“

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 221 222 223 224 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th August 2025 - 09:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი