![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4441
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უკვე თოთხმეტი წლისა ვიყავი, როცა მოძღვარმა დამიძახა და მითხრა:
-რას აპირებ, რა გეგმები გაქვს? დარჩები აქ? -დავრჩები! - ვუპასუხე დიდი სიხარულით. -მეტანია გააკეთე! გავაკეთე მეტანია. მან მომიტანა ერთი თავისი ანაფორა, რომელსაც მუშაობისას იყენებდა. იმდენ ადგილას იყო დაკერებული, რომ ვერ გაიგებდი, რომელი იყო მთავარი ნაჭერი, საყელო კი ოფლისგან მთლად გაქონილი ჰქონდა. კირიაკონში ნანახი მყავდა მონაზვნები, რომლებსაც სუფთად ეცვათ და ჩემთვისაც ასეთი ანაფორა მქონდა წარმოდგენილი. მოუთმენლად ველოდი ამ წუთს. რადგანაც პატარა ვიყავი, ბავშვურად ვფიქრობდი, რომ ანაფორა, რომლითაც შემმოსავდნენ, იქნებოდა ახალი და კოხტა. მაგრამ, როცა ამის დრო დადგა, რას ვხედავ! დაძონძილი, დაკონკილი და დაკერებული ანაფორა. ცოტათი დავმწუხრდი, სულ რაღაც ხუთი წუთით. ეჰ, მე ხომ პატარა ვიყავი, თოთხმეტი წლის. მაგრამ არაფერი მითქვამს, არ დამიჩივლია. როცა ანაფორა დავინახე, როგორც გითხარით, სიმძიმე ვიგრძენი, მაგრამ კეთილი გულისზრახვით გადავლახე. -როგორც მაკურთხებ! - ვთქვი და ავიღე. ამაზე მეტი აღარ მიფიქრია. მომაგონდა მოსაგრე ბერები, რომლებსაც ძაძის ანაფორები ემოსათ, არასდროს იხდიდნენ და არც არასდროს რეცხავდნენ. ამის გამო ღმერთმა დიდად მანუგეშა. ეკლესიაში წავედი, წიგნი გადავშალე და იოანეს კათოლიკე ეპისტოლე შემხვდა. და იმავე დღეს, ღმერთო ჩემო, მესაუბრე! დიდხანს მესაუბრე, ღმერთო...“ /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ „ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი კლავდია (ინდუაშვილი) აღყვანილია იღუმენიის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4442
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სულ სხვა განცდა გიპყრობთ, როცა სკიტში შედიხართ, ვიდრე მონასტერში შესვლისას. იქ ყველაფერი სუნთქავს სიცოცხლით, მკაცრი სიცოცხლით; აქ კი რაღაც შეუცნობელი სიმშვიდეა, თითქოს ნეტარი აღსასრულით აღსრულებულთა სიმშვიდე.
სკიტში ღვთისმსახურება სრულდება კვირაში ორჯერ, კვირასა და შაბათს; სხვა დღეებში ძმები მდუმარებენ საკნებში, ლოცულობენ, კითხულობენ, ფიქრობენ ღმერთზე და ხელსაქმობენ, ხოლო ეკლესიაში ერთი მონაზონი ფსალმუნსა და მოსახსენებელს კითხულობს განსვენებული ძმებისა და ბალაამის მონასტრის კეთილისმყოფლებისთვის. ეს კითხვა და მოხსენიება განუწყვეტლივ, დღე და ღამე სრულდება, რისთვისაც სკიტში მცხოვრები ძმები მონაცვლეობენ. საკვები საერთო ტრაპეზზე იშლება; იგი ბევრად უფრო მწირია, ვიდრე მონასტრისა, თითქმის უგამონაკლისოდ მცენარეული. აღდგომისა და სხვა დიდ დღესასწაულებზე სკიტის ძმები მიდიან მონასტერში, მონასტრის ძმებთან ერთად საზეიმო ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ და მათთან ერთად საერთო ტრაპეზზე სადღესასწაულო საკვებს მიირთმევენ, რომელიც თავად მონასტერშიც არასოდეს აღემატება ოთხ კერძს. უხა, კიდევ ერთი თევზიანი კერძი, ღვეზელის ნაჭერი - აი, ეს არის დიდი დღესასწაულის ნიშანი ბალაამის საძმოს ტრაპეზზე. ტაფაზე შემწვარი გამორიცხულია მათი კერძებიდან: ისინი მას თავიანთთვის დაუშვებელ ნუგბარად მიიჩნევენ. სკიტში თორმეტამდე ძმა ან ცოტა მეტი ცხოვრობს, გზა სკიტიდან მონასტრამდე ხმელეთითაც ლანდშაფტურია: ის გადის ყურის სანაპიროზე კორომებს, ბორცვებსა და მთებს შორის; და ხშირად ეკიპაჟის ბორბლები შიშველ გრანიტზე იწყებს გრუხუნს. კუნძულის სხვადასხვა ადგილას, ღრმა განმარტოებაში, ტყის პირა გორაკზე ან პატარა მდელოზე, ტყის შუაგულში, მეუდაბნოეთა განმარტოებული ქოხები დგას, მოჭრილი მორებით ნაშენი. მეუდაბნოეთა რიცხი ძალიან მცირეა. განდეგილური ცხოვრების ნებას რთავენ მონაზვნობაში მხოლოდ ყველაზე გამოცდილებსა და ასაკობრივად და სულიერი გონებით მომწიფებულებს. მეუდაბნოეები სკიტის ძმების მსგავსად მონასტერში დიდ დღესასწაულებზე მოდიან“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4443
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ახლა ადამიანები ზრუნავენ მხოლოდ მომხვეჭელობაზე, ნიადაგის დამუშავებასა და ამ სამუშაოსთვის საჭირო იარაღებზე; მხოლოდ მათ გამო ღელავენ და წუხან; ასე დადიან ცხვრის სამოსებში და გული კი მგლური აქვთ. მგელი კი ის მხეცია, რომელსაც ადამიანი ვერ იმორჩილებს. ისინიც ასეთები, ანუ მომხვეჭელები არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სამონაზვნო ცხოვრებას იმ ველური მხეცების მსგავსად, რომლებიც მხეცივით თავად საზღვრავენ ვის ჩააცვან და ვინ დაამხონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ: „მცირე არჩიე დიდს და დიდი მცირეს! ეს კი ნიშნავს, რომ დიდ მონასტრებში ავიწროებენ უმცროს სენაკელებს, ხოლო პატარა საცხოვრებლებში ანადგურებენ ხანდაზმულებს. ასე რომ, აქ ვერც კი გაარჩევ, ვინ უფროსია და ვინ უმცროსი.
ჭეშმარიტად მართებულადაა ნათქვამი: რომ მოვა დრო, როცა თავს ფეხებად აღიარებენ, ფეხებს კი თავად (ანუ განილევა სიყვარული და ნდობა უფროსებსა და მათ მორჩილებს შორის). და ჰოი, აი დადგა კიდეც ეს დრო, და იწყეს ადამიანებმა უსჯულოებების ჩადენა, ართმევენ ერთმანეთს უფლებებს, ერთმანეთს ეპირფერებიან, ცდილობენ ერთმანეთის დასმენებში გარკვევას, ერთი იმას ცდილობს პირველი რომ დაესხას თავს იმას, ვინც ცდილობს მასზე თავდასხმას. აქედან გამომდინარე ადამიანმა დაკარგა მონაზვნური ცხოვრების არსი, ერთი მეორეს სიყვარული, გონებრივი გაბრწყინება; შეიმოსა ცხვრის ტყავით, გული კი მგლური აქვს, ზრახვები - ლომის, ლაპარაკი გველის, თუმცა საუბრით ცხვარივით საუბრობს. ვამბობთ: ადამიანმა შეიმოსა ანგელოზის სქემა, რომ ამ სქემასთან ერთად იქონიოს მორჩილება, ანუ რომ მოეკვეთა თავიდან თავისი ნება, და მთელი ამქეყნიურობა; თუმცა ახლა ასეთ განზრახვებს არ იცავენ, მაგრამ ინარჩუნებენ რაღაც ადამიანურ ურთიერთობებს ადამიანური ბუნებისგან, ანუ ინარჩუნებენ თავიანთ ხორციელობას; მოშურნეობენ მხოლოდ ნივთიერი სიკეთეებისთვის; და იმოსებიან მორჩილი ცხვრის ტყავებით; ამით ცხვრის სახეს ინარჩუნებენ, გული კი მგლური ზნეობისა აქვთ; ამდენად არანაირად არ თვინიერდებიან და მათში არანაირი სინანული არ არის; უფრო მეტიც! მათ იმის გაგებაც კი არ სურთ, რა არის სამართლიანობა; ამას თავისებურად, მხოლოდ ველურად განსაზღვრავენ, რადგანაც მათი აზროვნება დაბნელებულია ხრწნადი ცხოვრებისეული საგნებით. სწორედ ამ წყვდიადის გამო ადამიანები იმდენად დაბნელდნენ, რომ გაველურდნენ, თავიანთი აზროვნებით მიემსგავსნენ ლომებს, რამდენადაც ლომურად ბრდღვინავენ მონაზვნური ცხოვრების წინააღმდეგ; დაღუპეს იგი, და ამით საკუთარი თავიც დაიღუპეს და თავიანთი ცხონებაც“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4444
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი ათონელი მონაზონი დიდი ძალისხმევით ლოცულობდა ღამე. მას აინტერესებდა, იღებს თუ არა უფალი ამ ლოცვებს და თუ იღებს, როგორ. ის ხანგრძლივად ლოცულობდა და უფალმაც გამოცხადება მისცა. მან მთელი ათონის მთა იხილა, საიდანაც ცეცხლის ენები იყო ზეცად ატყორცნილი. ზოგი ცეცხლი მცირე იყო, ზოგი უფრო დიდი, ზოგიც კიდევ უფრო დიდი და ერთი - ზეცისკენ მიმდინარე ცეცხლოვანი მდინარის მსგავსი. ამ დროს ამ მონაზონს ესმოდა ხმა, რომელმაც უთხრა, რომ ეს ყველაფერი მამების ლოცვას გამოხატავდა. ზოგის სუსტი იყო, ზოგის ძლიერი და ზოგისაც, ძალიან ძლიერი“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4445
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შუადღისას ვაკურთხებ მამაზეციერის ყოვლადწმინდა სახელს და თაყვანისვცემ მას, რაც საკვები მაქვს, ვჭამ და ვისვენებ, ზაფხულში ორი საათი, ზამთარში ერთი საათი და ხშირად საერთოდ არ ვისვენებ. შემდეგ წამოვდგები, ქედს ვიდრეკ ყველაფრის შემოქმედის წინაშე, საღამომდე ვასუფთავებ ჩემს „სასახლეს“, ასე ვუწოდებ ჩემს მღვიმეს. გულწრფელად მჯერა, რომ იგი მეფის სასახლეზე ბევრად უკეთესია. ამის გარდა სხვა საქმეებსაც ვაკეთებ, ვკემსავ ტანსაცმელს, ვარემონტებ მღვიმის მიმდებარე ტერიტორიას, უფრო სწორად, ჩემი სასახლის გალავანს“.
/მეუდაბნოე ფოტინია/ "2024 წლის 19 აგვისტოს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა ბერ-დიაკონი ეფრემი (ჯოლოხავა). დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, მღვდელ-მონაზონი ეფრემი პარიზის წმინდა მეფე თამარის სახელობის ტაძარში იმსახურებს. აქსიოს! ვულოცავთ მამა ეფრემს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4446
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ისიხი იერუსალიმელი ამბობს: „ვინც ყველაფერი დატოვა, რაც ამსოფლიურია, ცოლი, ქონება და მისთანანი, მონაზვნად მხოლოდ გარეგანი კაცი აქცია და არა შინაგანიც, რომელიც არის გონება. ჭეშმარიტი მონაზონი ის არის, ვინც უარი თქვა ვნებით გულისსიტყვებზე; იგი იოლად შეძლებს მონაზვნად აქციოს გარეგანი კაციც, როცა მოისურვებს. შინაგანი კაცის მონაზვნად გარდაქმნა მცირე ღვაწლი როდია. არის კი თანამედროვე თაობაში მონაზონი, რომელიც სრულებით განთავისუფლდა ვნებითი გულისსიტყვებისაგან და სუფთა, უნივთო, განუწყვეტელ ლოცვას ეღირსა, რაც არის შინაგანი მონაზვნის ნიშანი?“
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4447
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღმერთმა შეიყვარა ადამიანი თავისი სიტყვითა და საქმით, ადამიანმა კი ღმერთი შეიცნო თავისი სიტყვით და საქმით;
მაგრამ მერე ადამიანებმა ისრაელიტიანელებივით, ღმერთზე უსაზღვროდ შეყვარებულებმა, მალე გამოიჩინეს ღმრთისადმი უდიდესი უმადურობა. ახლა კი იმ ბერებმაც, რომლებიც ჩამოცილდნენ თავიანთ საბერო ღვაწლს, რომელიც მათ იკისრეს ღმერთის მათდამი უსაზღვრო სიყვარულისთვის, და რომელმაც ისინი გაათავისუფლა აგარიანელთა ტყვეობისგან, ანუ აგარიანელთა ცოდვისა და მოძალადე სამყაროსგან, რასაც ისინი იჩენდნენ ამ ერისადმი; ახლა კი მათ უმადურობა გამოიჩინეს იმ ღვთისადმი, რომელმაც ისინი მიიყვანა მშვიდობიან და მაცხოვნებელ ქვეყნამდე; ასე მოისროლეს მათ ცხონების გზა, შეიზიზღეს ღმრთის მოწოდება და ისე გადაეშვნენ გადამეტებულ ხორციელ ვნებებში, რომ თითქოსდა არც არსებობდეს ყველაფრისმხედველი ღმერთი! მათი აზრები გარემოიცვა ხორციელმა სურვილებმა და ისინი სრულიად მიეცნენ დამღუპველ ცხოვრებას, შეიძულეს და ახლაც სძულთ მაცხოვნებელი ცხოვრება, და ამ უგრძნობელობის გასამართლებლად ამბობენ, რომ ახლანდელ დროში ცხოვრებისეული მოთხოვნილებების უზრუნველყოფისა და ამაზე მზრუნველობის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ამ უარყოფითი მტკიცებულებებით ისინი შეუდგნენ მომხვეჭელ ცხოვრებას და უარი თქვეს მთლიანად მონაზვნური ცხოვრების სამოღვაწეო ღვაწლზე; მათ უიმედობით მოცულებმა თქვეს, რომ თუ არ გვექნება დიდი სახლები, მრავალფეროვანი ფუფნებანი, მრავალნაირი საკვებით სავსე სატრაპეზო კერძები, და თუ არ დავკავდებით ყველა ამ ამაოებებით, ვერც სამონაზვნო ცხოვრებას შევძლებთ; რადგან ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ებრაელებმა, რომელთაც გამოამჟღავნებს უამდურობა ფარაონისაგან მათი დამხსნელისადმი, მერეც საბოლოოდ უარჰყვეს უფალი, როცა ჯვარს აცვეს იგი, მათი განმანთავისუფლებელი და დიდების მეფე; ახლა კი ათონის მთაზე ადამიანებმა უარყვეს თავიანთი ხსნის დედოფალი და თავისთან მიიწვიეს ე.წ. დაღუპვის დედოფალი, ამაოებებზე მრავალმზრუნველი; და ისიც ზრუნავს დამღუპველი სიძუნწით მათზე. არადა ამით უფრო იჭუჭყიანებს თავის სულს“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4448
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მართალი იყო ჩვენი მამა იოსები [ვატოპედელი] როდესაც დიდი სკვნილის ნაცვლად ხელში ცოცხი და იატაკის საწმენდი დამაჭერინა. ჩემი გამოცდილებით, ისეთ მონაზვნებსაც ვიცნობ, რომლებიც თავიანთი მონაზვნური ვალდებულებების მკაცრი ერთგულები არიან. ყოველთვის სრულად აღასრულბენ კანონს, ესწრებიან ყველა მსახურებას, იცავენ ყველა მარხვას, მაგრამ მაინც ძალიან რთულები არიან. საკმარისია, უთხრა „ცოტათი ჩაიწიე“, ეგრევე იბღვირებიან, ამ დროს კითხვა გიჩნდება, მთელი დღე სკვნილზე ლოცულობს და ერთი სიტყვა ვერ აუტანია?
ერთხელ მამა იოსებმა ერთ-ერთ ჩვენგანს ჰკითხა: -მისმინე, როდესაც ლოცულობ, ვის მოუხმობ? ზევსს თუ ქრისტეს? - როგორ შეიძლება, რომ მთელი დღე ქრისტეს სახელს მოუხმობდე და თან იბღვირებოდე და ღიზიანდებოდე?! მამა იოსები ამბობდა: -ზღარბს ჰგავხარ! ადამიანს მოგინდება, რომ მოეფერო, მაგრამ იჩხვლიტება!“ /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4449
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენ, ბერებმა, განსაკუთრებით უნდა მოვინდომოთ, რათა სათნოებებში მივაღწიოთ წარმატებას, გულგრილად არ უნდა მოვეკიდოთ სულიერ ღვაწლს, ზედაპირულად არ მივუდგეთ საგნებს, არამედ ყოველთვის ვისწრაფოთ ჩვენი მიზნისკენ.
უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მომავალ ხვედრზე სწორედ აქ და სწორედ ახლა, იმიტომ, რომ დადგება ის საათი, რომლის შესახებაც ყველა ველოდებით! ის საათი უსათუოდ დადგება და მაშინ „არ გაგვივა“ ნელთბილობა და მოდუნება სულიერ ცხოვრებაში. ზოგი ამბობს, - ჩემზე ნუ შეწუხდებით, ყველაფერი კარგად იქნება; ისე ვიცხოვრებ, როგორც მინდა და მერე - იყოს, რაც იქნებაო. არა, ჩემო ძვირფასო, ეს შეუძლებელია! დადგება ის ავი ჟამი და მაშინ ყოველი ჩვენგანი გამოფხიზლდება და გონებაც გაგვინათდება, მაგრამ უკვე ძალზე გვიანი იქნება“. /ბერდიდი ეფრემ არიზონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4450
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუკი მონაზონი მონასტერში უცხოსავით მოიქცევა, არ გააბამს ნაცნობობას მონასტრის შიგნით და გარეთ, არ ივლის ძმათა სენაკებში და თავის სენაკშიც არ მიიღებს ძმობას, სენაკში ზედმეტს არაფერს წამოიწყებს, თავის სურვილებს კი არ შეისრულებს, არამედ სამონასტრო მორჩილებებში იშრომებს თავმდაბლობითა და კეთილსინდისიერებით, ხშირად მიმართავს აღსარებას შეცოდებებისთვის, მასწავლებელსა და მონასტრის სხვა ხელისუფალთ უდრტვინველად, გულის უბრალოებით დაემორჩილება, მაშინ, უეჭველია, იესოს ლოცვაში წარემატება, ანუ მიიღებს მისი ყურადღებით ლოცვისა და ლოცვისას ცრემლების ღვთის ნიჭს“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4451
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნურ ცხოვრებაში შემსვლელს უფრო დაფიქრებულობა, თავის სულზე ზრუნვა, მწუხარება, გლოვა და ყოველთვის გულის შემუსვრილობა მართებს. იგი ბრძოლაში მიმავალი მეომრის ფიქრებით ყოველთვის უნდა ზრუნავდეს თავის სულზე. მეომარს ყოველთვის აფიქრებს მის წინაშე დამდგარი ბრძოლა და ამბობს: „მოვერევი კი მტერს ამ ბრძოლებში? (ანუ მეშინია საკუთარი თავის, მეყოფა კი სიმამაცე მტერი რომ დავამარცხო)!“ და ამ ფიქრებით მოცული მისი გული გოდებს (სიტყვა-სიტყვით: წყვდიადში ვარდება) იმის შეგნებით, რომ ის შესაძლოა, ამ განსაცდელებში დაიღუპოს.
რაში მდგომარეობს ბერის ასეთი მეომრობა? მის თავშეკავებაში, მარხვაში, სიმამაცეში, შიმშილში, წყურვილსა და შიშში (ანუ გამუდმებულ სიფრთხილესა და ფხიზლად ყოფნაში). ეს არის მეომრის მოუსვენრობის არსი. და როცა მეომრები მოეწყობიან საომრად და შეესევიან მტერს სხვადასხვა შეტევებით, ასე ითავისუფლებენ თავს სიკვდილის შიშისგან და ასე თავისთავზე უკვე გამარჯვებულნი აღწევენ თავს ბრძოლას ყოველგვარი ჭრილობების გარეშე, და მერე მიეშურებიან მეფისკენ, ზეიმობენ გამარჯვებას, ხარობენ, რომ თავი დააღწიეს საფრთხეს და იძახიან: „გიხაროდენ დედოფალო, რომლის წყალობითაც ჩვენ გავიმარჯვეთ და მტერი დავამარცხეთ შენი ძალით“. როგორც ვლოცულობთ: „ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ, მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისფულენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4452
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც ფრანცისკო [წმ. იოსებ ისიქასტის საერო სახელი] წამოიზარდა, ათენში გადავიდა და, რადგანაც ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი გახლდათ, სამუშაოსთან ერთად კრივითაც იყო დაკავებული. ოცი წლის ასაკში, ეცნობოდა რა წმინდანთა ცხოვრებას, გადაწყვიტა, რომ მასაც ღმერთისთვის მიეძღვნა თავი. როდესაც გაიგო ათონის წმინდა მთის შესახებ, თავისი გულისწადილის აღსასრულებლად სწორედ იქ გაემგზავრა.
სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა, მან საკმაოდ მკაცრი სულიერი ცხოვრება დაიწყო - მძიმე მარხვითა და ღამე ლოცვით. თქვენ წარმოიდგინეთ, ის მესვეტეებსაც ჰბაძავდა და სალოცავად ხეზე ადიოდა. ამგვარი ღვაწლის შესახებ მას წმინდა მამათა ცხოვრებებში წაეკითხა და, თავისი ახალგაზრდული მოშურნეობიდან გამომდინარე, თვლიდა, რომ მათთვის უნდა მიებაძა. მოგვიანებით, ერთი ათონელი მონაზონი გაიცნო და მასთან ერთად მთაწმინდაზე გაემგზავრა. იქ, უდაბნოში, ერთი ძალიან უბრალო, მაგრამ მოშურნე ბერის მორჩილი გახდა. სწორედ იმ დროს გაიცნო მან თავისი განუყრელი თანამოღვაწე, პონტოელი მამა არსენი. სანამ ახალგაზრდა მონაზვნები იყვნენ, მათ არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი და ამიტომაც სხვადასხვა ადგილას უწევდათ გაჩერება. ძირითადად ათონის მწვერვალთან ახლომდებარე მონასტრებში რჩებოდნენ. გამოქვაბულიდან გამოქვაბულში, ტაძრიდან ტაძარში დადიოდნენ, მთელი წმინდა მთის ტერიტორიაზე მწირობდნენ და მათი მთავარი სულიერი საქმიანობა იესოს გონებისმიერი ლოცვა გახლდათ. დღეში მხოლოდ 80 გრამ ორცხობილასა და წყალს იხმევდნენ. როდესაც გზაში იყვნენ, მამა იოსები მამა არსენს ლაპარაკს უკრძალავდა. ერთმანეთისგან დაშორებით დადიოდნენ და იესოს ლოცვას მოუკლებლად წარმოთქვამდნენ. მამა იოსებმა არაადამიანური ბრძოლები გადაიტანა. რვა წლის განმავლობაში დღე და ღამე შეუჩერებლად ითმენდა ეშმაკის თავდასხმებს. სულიერ ბრძოლაში მისი მთავარი იარაღი მგლოვარება, ცრემლები, მკაცრი მარხვა და ღამე აღსრულებული გონებისმიერი ლოცვის ღვაწლი იყო. ამ რვაწლიანი საშინელი ომის განმავლობაში საწოლში არცერთხელ არ დაუძინია. მოწამეობრივი ბრძოლის შემდეგ მის სულში ენით გამოუთქმელი, არამიწიერი სიმშვიდე გამეფდა. ბოროტის საზარელი თავდახმების დროს უფალი მას საღმრთო მადლით ანუგეშებდა“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4453
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სამონაზვნო კანონის ყოველგვარი გამოტოვება სერიოზული მიზეზის ან ბერდიდის კურთხევის გარეშე, ცოდვად ითვლება“.
/ბერდიდი ეფრემ არიზონელი/ „2024 წლის 3 სექტემბერს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელის სახელობის დედათა მონასტერში დიაკვნად აკურთხა ბერი ზოსიმე (მოსიძე). ბერ-დიაკონი ზოსიმე სოფელ იმერხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს. აქსიოს! ვულოცავთ მამა ზოსიმეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4454
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბალაამი ცალკე სამყაროა! მის ბევრ მონაზონს დაავიწყდა, რომ არსებობს რომელიმე სხვა ქვეყანა! იქ შეხვდებით მოხუცებულებს, რომლებიც ორმოცდაათი წელია არსად გასულან თავიანთი ბალაამიდან და დაივიწყეს ყველაფერი, გარდა ბალაამისა და ზეცისა“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4455
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჰოი ღირსო მამანო, რომლებიც ამ წმინდა მთაზე ცხოვრობთ, რატომ არ ფხიზლობთ ლოცვებით, თითქოსდა არ იცოდეთ არც წლები, არც თვეები, არც კვირეები, არც დღეები, ანუ როდის დაგიდგებათ სიკვდილის ჟამი? „რამეთუ აღსასრული მოახლოებულ არს და ნეტარ არს მონაი, რომელსაც ღმერთი იპოვის ფხიზლად, უღირსს კი სასოწარკვეთილს“;
იფხიზლეთ, ჰოი ღირსნო მამანო, მონაზვნობაში მყოფნო, ცოდვებით რომ არ დამძიმდეთ და არც სიკვდილს მიეცეთ, და შეღაღადეთ მორჩილად ღმერთს, შემუსვრილი გულით, ანუ დადექით სალოცავად ღვთაებრივი სასიძოს წინ, ჩვენს თავშესაფართან, რომელსაც უგალობენ ქერუბიმები და ზეციური ძალები, შეღაღადეთ მათ ასეთი სიტყვებით: „მიგვიღე ჩუენ, მონანულნი!“ და წარუდგინეთ სინანული თქვენს უსაზღვროდ მოწყალე უფალს. იგი ხომ ამ უსაზღვრობის გამო კარგა ხანია სულ გელით; აქამდეც გელოდათ; თქუენ კი არისხებთ მას. ღმერთი გწყალობთ, თქვენ კი აიძულებთ, რომ მას არ უყვარდეთ; და ახლა კიდევ უფრო არისხებთ და განწყობთ საკუთარი თავის წინააღმდეგ; ასე რომ იმ სასჯელით დაისჯებით, რომელიც თავად ჩაიდინეთ თქვენი ქმედებებით. ახლა იკითხავთ: მაინც რა საქმეებისთვის დავისჯებით?! ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ, არასოდეს განიკითხოთ თქვენი სამართლით არავინ და არაფერი: არც ადამიანები, არც საგნები, არც ვითარებები, არასოდეს განსაჯოთ მიკერძოებით, არასდროს დაადგათ თვალი მარხვას, არც მორჩილებს, არც თვინიერს. არასდროს დაადგათ თვალი ურთიერთ სიყვარულს, სხვის კეთილდღეობას. შეერთდით და ერთსულოვანნი გახდით უსამართლობაში. შეერთდით და ერნაირები გახდით მრისხანებაში, სიძულვილში, მტრობაში, ოქრო-ვერცხლის მოყვარეობაში, და ადამიანურ საქმიანობებში, შეერთდით და ერთსულოვანი იყავით ყველა მიწიერი საქმეების მოგვარებაში; შეერთდით და ერთნაირები იყავით ყველანარი ამქვეყნიურ საქმიანობაში იმ ხესავით, რომელიც სუროს შეერთებია და როცა ისინი ერთმანეთში აღირევიან, სურო გაბატონდება ხეზე, თუ ხე სუროზე? ახლა მე გეკითხებით როდის დასძლევენ სურო და ხე ერთმანეთს, რომლის ბუნება დასუსტდება უფრო ადრე - ხისა თუ სუროსი? დააკვირდით ამას, რადგან მათი შემხედვარე მაშინვე მიხვდება ხეს რომ ასუსტებს სურო! აი, ასე! დიახ, სურო ბატონდება ხეზე. ახლა ადამიანებიც აღირევიან მონაზვნურ ცხოვრებაში ამქვეყნიურ საგნებზე თავიანთი მღელვარებებით, აღირევიან თავისი საერო საზრუნავით ერთიმეორეში და შეერთდებიან იმ საზრუნავით, რომ მოიპოვონ მრავალფეროვანი საკვები, მოიწყონ თავისთვის ვრცელი პალატები, გაიკეთონ რბილი სარეცლები, ხორციელი მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად მოიმაგრონ სხეული, სული კი ამ პალატებში დაისნეულონ კეთრით“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4456
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეპისკოპოსობა აზრადაც არასდროს მომსვლია. წმინდა მოციქულ ანდრიას ხსენების დღეს, დაახლოებით 1989-1990 წლებში, წირვის შემდეგ მამა პაისის სანახავად წავედი. ცუდი ამინდი იყო. წვიმასთან შერეული თოვლი მოდიოდა და ვუთხარი:
-მამაო, წავალ ახლა. უნდა ვიჩქარო. ქოლგაც არ მაქვს და სულ დავსველდები-მეთქი. - მანაც მიპასუხა: -არ იდარდო, ეხლავე კარგ ტომარას მოგცემ. - რა ტომარა უნდა მომცეს-მეთქი, ვიფიქრე. დავინახე, რომ გადასაგდები ტომარა აიღო. არ ვიცი, სად მიაგნო. შუაში ნახვრეტი და ორივე მხარეს ხელების გასაყოფი გაუკეთა. მეუბნება: -მოდი აქ, შუაში დადექი, უნდა შეგმოსო! -მამაო, იყოს, ჩემით ჩავიცვამ. -არა, მე უნდა შეგმოსო და გიგალობო! -მამაო, მეხუმრები? - ვკითხე, მან კი სერიოზულად მომიგო: -ზოგჯერ ხუმრობაც რეალობად იქცევა! აი, ასე აიღო ნაგვის ტომარა და ჩამაცვა, რითაც ეპისკოპოსობა მიწინასწარმეტყველა“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4457
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მეც, მას შემდეგ, რაც მონაზონი გავხდი, ვირწმუნე, რომ სიკვდილი არ არსებობს. ამას ვგრძნობდი და ვგრძნობ მუდამ, რომ ვარ მარადიული და უკვდავი, რა მშვენიერია!“
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ „2024 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი ანთიმოზი (ჩიქოვანი). მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ანთიმოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახს და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ მონაზონი ანთიმოზი“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4458
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა ბერებს შორის უდიდესები სიკვდილის წინ აღიარებდნენ, რომ არათუ არ დაუსრულებიათ, არამეც არც კი დაუწყიათ სინანული“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4459
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჰოი, როგორი მსუბუქია სამონაზვნო ცხოვრება!“
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4460
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნურ ცხოვრებაში ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ადამიანი საკუთარ ნებას ებღაუჭება“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი