![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4449
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენ, ბერებმა, განსაკუთრებით უნდა მოვინდომოთ, რათა სათნოებებში მივაღწიოთ წარმატებას, გულგრილად არ უნდა მოვეკიდოთ სულიერ ღვაწლს, ზედაპირულად არ მივუდგეთ საგნებს, არამედ ყოველთვის ვისწრაფოთ ჩვენი მიზნისკენ.
უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მომავალ ხვედრზე სწორედ აქ და სწორედ ახლა, იმიტომ, რომ დადგება ის საათი, რომლის შესახებაც ყველა ველოდებით! ის საათი უსათუოდ დადგება და მაშინ „არ გაგვივა“ ნელთბილობა და მოდუნება სულიერ ცხოვრებაში. ზოგი ამბობს, - ჩემზე ნუ შეწუხდებით, ყველაფერი კარგად იქნება; ისე ვიცხოვრებ, როგორც მინდა და მერე - იყოს, რაც იქნებაო. არა, ჩემო ძვირფასო, ეს შეუძლებელია! დადგება ის ავი ჟამი და მაშინ ყოველი ჩვენგანი გამოფხიზლდება და გონებაც გაგვინათდება, მაგრამ უკვე ძალზე გვიანი იქნება“. /ბერდიდი ეფრემ არიზონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4450
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუკი მონაზონი მონასტერში უცხოსავით მოიქცევა, არ გააბამს ნაცნობობას მონასტრის შიგნით და გარეთ, არ ივლის ძმათა სენაკებში და თავის სენაკშიც არ მიიღებს ძმობას, სენაკში ზედმეტს არაფერს წამოიწყებს, თავის სურვილებს კი არ შეისრულებს, არამედ სამონასტრო მორჩილებებში იშრომებს თავმდაბლობითა და კეთილსინდისიერებით, ხშირად მიმართავს აღსარებას შეცოდებებისთვის, მასწავლებელსა და მონასტრის სხვა ხელისუფალთ უდრტვინველად, გულის უბრალოებით დაემორჩილება, მაშინ, უეჭველია, იესოს ლოცვაში წარემატება, ანუ მიიღებს მისი ყურადღებით ლოცვისა და ლოცვისას ცრემლების ღვთის ნიჭს“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4451
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნურ ცხოვრებაში შემსვლელს უფრო დაფიქრებულობა, თავის სულზე ზრუნვა, მწუხარება, გლოვა და ყოველთვის გულის შემუსვრილობა მართებს. იგი ბრძოლაში მიმავალი მეომრის ფიქრებით ყოველთვის უნდა ზრუნავდეს თავის სულზე. მეომარს ყოველთვის აფიქრებს მის წინაშე დამდგარი ბრძოლა და ამბობს: „მოვერევი კი მტერს ამ ბრძოლებში? (ანუ მეშინია საკუთარი თავის, მეყოფა კი სიმამაცე მტერი რომ დავამარცხო)!“ და ამ ფიქრებით მოცული მისი გული გოდებს (სიტყვა-სიტყვით: წყვდიადში ვარდება) იმის შეგნებით, რომ ის შესაძლოა, ამ განსაცდელებში დაიღუპოს.
რაში მდგომარეობს ბერის ასეთი მეომრობა? მის თავშეკავებაში, მარხვაში, სიმამაცეში, შიმშილში, წყურვილსა და შიშში (ანუ გამუდმებულ სიფრთხილესა და ფხიზლად ყოფნაში). ეს არის მეომრის მოუსვენრობის არსი. და როცა მეომრები მოეწყობიან საომრად და შეესევიან მტერს სხვადასხვა შეტევებით, ასე ითავისუფლებენ თავს სიკვდილის შიშისგან და ასე თავისთავზე უკვე გამარჯვებულნი აღწევენ თავს ბრძოლას ყოველგვარი ჭრილობების გარეშე, და მერე მიეშურებიან მეფისკენ, ზეიმობენ გამარჯვებას, ხარობენ, რომ თავი დააღწიეს საფრთხეს და იძახიან: „გიხაროდენ დედოფალო, რომლის წყალობითაც ჩვენ გავიმარჯვეთ და მტერი დავამარცხეთ შენი ძალით“. როგორც ვლოცულობთ: „ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ, მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისფულენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4452
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც ფრანცისკო [წმ. იოსებ ისიქასტის საერო სახელი] წამოიზარდა, ათენში გადავიდა და, რადგანაც ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი გახლდათ, სამუშაოსთან ერთად კრივითაც იყო დაკავებული. ოცი წლის ასაკში, ეცნობოდა რა წმინდანთა ცხოვრებას, გადაწყვიტა, რომ მასაც ღმერთისთვის მიეძღვნა თავი. როდესაც გაიგო ათონის წმინდა მთის შესახებ, თავისი გულისწადილის აღსასრულებლად სწორედ იქ გაემგზავრა.
სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა, მან საკმაოდ მკაცრი სულიერი ცხოვრება დაიწყო - მძიმე მარხვითა და ღამე ლოცვით. თქვენ წარმოიდგინეთ, ის მესვეტეებსაც ჰბაძავდა და სალოცავად ხეზე ადიოდა. ამგვარი ღვაწლის შესახებ მას წმინდა მამათა ცხოვრებებში წაეკითხა და, თავისი ახალგაზრდული მოშურნეობიდან გამომდინარე, თვლიდა, რომ მათთვის უნდა მიებაძა. მოგვიანებით, ერთი ათონელი მონაზონი გაიცნო და მასთან ერთად მთაწმინდაზე გაემგზავრა. იქ, უდაბნოში, ერთი ძალიან უბრალო, მაგრამ მოშურნე ბერის მორჩილი გახდა. სწორედ იმ დროს გაიცნო მან თავისი განუყრელი თანამოღვაწე, პონტოელი მამა არსენი. სანამ ახალგაზრდა მონაზვნები იყვნენ, მათ არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი და ამიტომაც სხვადასხვა ადგილას უწევდათ გაჩერება. ძირითადად ათონის მწვერვალთან ახლომდებარე მონასტრებში რჩებოდნენ. გამოქვაბულიდან გამოქვაბულში, ტაძრიდან ტაძარში დადიოდნენ, მთელი წმინდა მთის ტერიტორიაზე მწირობდნენ და მათი მთავარი სულიერი საქმიანობა იესოს გონებისმიერი ლოცვა გახლდათ. დღეში მხოლოდ 80 გრამ ორცხობილასა და წყალს იხმევდნენ. როდესაც გზაში იყვნენ, მამა იოსები მამა არსენს ლაპარაკს უკრძალავდა. ერთმანეთისგან დაშორებით დადიოდნენ და იესოს ლოცვას მოუკლებლად წარმოთქვამდნენ. მამა იოსებმა არაადამიანური ბრძოლები გადაიტანა. რვა წლის განმავლობაში დღე და ღამე შეუჩერებლად ითმენდა ეშმაკის თავდასხმებს. სულიერ ბრძოლაში მისი მთავარი იარაღი მგლოვარება, ცრემლები, მკაცრი მარხვა და ღამე აღსრულებული გონებისმიერი ლოცვის ღვაწლი იყო. ამ რვაწლიანი საშინელი ომის განმავლობაში საწოლში არცერთხელ არ დაუძინია. მოწამეობრივი ბრძოლის შემდეგ მის სულში ენით გამოუთქმელი, არამიწიერი სიმშვიდე გამეფდა. ბოროტის საზარელი თავდახმების დროს უფალი მას საღმრთო მადლით ანუგეშებდა“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4453
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სამონაზვნო კანონის ყოველგვარი გამოტოვება სერიოზული მიზეზის ან ბერდიდის კურთხევის გარეშე, ცოდვად ითვლება“.
/ბერდიდი ეფრემ არიზონელი/ „2024 წლის 3 სექტემბერს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელის სახელობის დედათა მონასტერში დიაკვნად აკურთხა ბერი ზოსიმე (მოსიძე). ბერ-დიაკონი ზოსიმე სოფელ იმერხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს. აქსიოს! ვულოცავთ მამა ზოსიმეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4454
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბალაამი ცალკე სამყაროა! მის ბევრ მონაზონს დაავიწყდა, რომ არსებობს რომელიმე სხვა ქვეყანა! იქ შეხვდებით მოხუცებულებს, რომლებიც ორმოცდაათი წელია არსად გასულან თავიანთი ბალაამიდან და დაივიწყეს ყველაფერი, გარდა ბალაამისა და ზეცისა“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4455
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჰოი ღირსო მამანო, რომლებიც ამ წმინდა მთაზე ცხოვრობთ, რატომ არ ფხიზლობთ ლოცვებით, თითქოსდა არ იცოდეთ არც წლები, არც თვეები, არც კვირეები, არც დღეები, ანუ როდის დაგიდგებათ სიკვდილის ჟამი? „რამეთუ აღსასრული მოახლოებულ არს და ნეტარ არს მონაი, რომელსაც ღმერთი იპოვის ფხიზლად, უღირსს კი სასოწარკვეთილს“;
იფხიზლეთ, ჰოი ღირსნო მამანო, მონაზვნობაში მყოფნო, ცოდვებით რომ არ დამძიმდეთ და არც სიკვდილს მიეცეთ, და შეღაღადეთ მორჩილად ღმერთს, შემუსვრილი გულით, ანუ დადექით სალოცავად ღვთაებრივი სასიძოს წინ, ჩვენს თავშესაფართან, რომელსაც უგალობენ ქერუბიმები და ზეციური ძალები, შეღაღადეთ მათ ასეთი სიტყვებით: „მიგვიღე ჩუენ, მონანულნი!“ და წარუდგინეთ სინანული თქვენს უსაზღვროდ მოწყალე უფალს. იგი ხომ ამ უსაზღვრობის გამო კარგა ხანია სულ გელით; აქამდეც გელოდათ; თქუენ კი არისხებთ მას. ღმერთი გწყალობთ, თქვენ კი აიძულებთ, რომ მას არ უყვარდეთ; და ახლა კიდევ უფრო არისხებთ და განწყობთ საკუთარი თავის წინააღმდეგ; ასე რომ იმ სასჯელით დაისჯებით, რომელიც თავად ჩაიდინეთ თქვენი ქმედებებით. ახლა იკითხავთ: მაინც რა საქმეებისთვის დავისჯებით?! ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ, არასოდეს განიკითხოთ თქვენი სამართლით არავინ და არაფერი: არც ადამიანები, არც საგნები, არც ვითარებები, არასოდეს განსაჯოთ მიკერძოებით, არასდროს დაადგათ თვალი მარხვას, არც მორჩილებს, არც თვინიერს. არასდროს დაადგათ თვალი ურთიერთ სიყვარულს, სხვის კეთილდღეობას. შეერთდით და ერთსულოვანნი გახდით უსამართლობაში. შეერთდით და ერნაირები გახდით მრისხანებაში, სიძულვილში, მტრობაში, ოქრო-ვერცხლის მოყვარეობაში, და ადამიანურ საქმიანობებში, შეერთდით და ერთსულოვანი იყავით ყველა მიწიერი საქმეების მოგვარებაში; შეერთდით და ერთნაირები იყავით ყველანარი ამქვეყნიურ საქმიანობაში იმ ხესავით, რომელიც სუროს შეერთებია და როცა ისინი ერთმანეთში აღირევიან, სურო გაბატონდება ხეზე, თუ ხე სუროზე? ახლა მე გეკითხებით როდის დასძლევენ სურო და ხე ერთმანეთს, რომლის ბუნება დასუსტდება უფრო ადრე - ხისა თუ სუროსი? დააკვირდით ამას, რადგან მათი შემხედვარე მაშინვე მიხვდება ხეს რომ ასუსტებს სურო! აი, ასე! დიახ, სურო ბატონდება ხეზე. ახლა ადამიანებიც აღირევიან მონაზვნურ ცხოვრებაში ამქვეყნიურ საგნებზე თავიანთი მღელვარებებით, აღირევიან თავისი საერო საზრუნავით ერთიმეორეში და შეერთდებიან იმ საზრუნავით, რომ მოიპოვონ მრავალფეროვანი საკვები, მოიწყონ თავისთვის ვრცელი პალატები, გაიკეთონ რბილი სარეცლები, ხორციელი მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად მოიმაგრონ სხეული, სული კი ამ პალატებში დაისნეულონ კეთრით“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4456
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეპისკოპოსობა აზრადაც არასდროს მომსვლია. წმინდა მოციქულ ანდრიას ხსენების დღეს, დაახლოებით 1989-1990 წლებში, წირვის შემდეგ მამა პაისის სანახავად წავედი. ცუდი ამინდი იყო. წვიმასთან შერეული თოვლი მოდიოდა და ვუთხარი:
-მამაო, წავალ ახლა. უნდა ვიჩქარო. ქოლგაც არ მაქვს და სულ დავსველდები-მეთქი. - მანაც მიპასუხა: -არ იდარდო, ეხლავე კარგ ტომარას მოგცემ. - რა ტომარა უნდა მომცეს-მეთქი, ვიფიქრე. დავინახე, რომ გადასაგდები ტომარა აიღო. არ ვიცი, სად მიაგნო. შუაში ნახვრეტი და ორივე მხარეს ხელების გასაყოფი გაუკეთა. მეუბნება: -მოდი აქ, შუაში დადექი, უნდა შეგმოსო! -მამაო, იყოს, ჩემით ჩავიცვამ. -არა, მე უნდა შეგმოსო და გიგალობო! -მამაო, მეხუმრები? - ვკითხე, მან კი სერიოზულად მომიგო: -ზოგჯერ ხუმრობაც რეალობად იქცევა! აი, ასე აიღო ნაგვის ტომარა და ჩამაცვა, რითაც ეპისკოპოსობა მიწინასწარმეტყველა“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4457
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მეც, მას შემდეგ, რაც მონაზონი გავხდი, ვირწმუნე, რომ სიკვდილი არ არსებობს. ამას ვგრძნობდი და ვგრძნობ მუდამ, რომ ვარ მარადიული და უკვდავი, რა მშვენიერია!“
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ „2024 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი ანთიმოზი (ჩიქოვანი). მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ანთიმოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახს და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ მონაზონი ანთიმოზი“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4458
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა ბერებს შორის უდიდესები სიკვდილის წინ აღიარებდნენ, რომ არათუ არ დაუსრულებიათ, არამეც არც კი დაუწყიათ სინანული“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4459
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჰოი, როგორი მსუბუქია სამონაზვნო ცხოვრება!“
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4460
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნურ ცხოვრებაში ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ადამიანი საკუთარ ნებას ებღაუჭება“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4461
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი მნიშვნელოვანი რამ გამახსენდა და მოგიყვებით. წმინდა მთაზე, წმ. ნილოსის კელიაში ცხოვრობდა ერთი მონაზონი, სახელად იოაკიმე; ახლა იქ მისი მოწაფეები ცხოვრობენ. მან წერილი გაუგზავნა დედაჩემს, რომელშიც სწერდა, რომ გარეულ მხეცებსაც კი უყვართ თავიანთი ნაშიერები. ბევრი ძალიან საოცარი რამ მისწერა, მაგრამ მამხილებელი და დამამძიმებელი. ამან დედაჩემი მოტეხა და ძალიან შემუსრა.
თუმცა მოგვიანებით საბრალო დედაჩემი შეიცვალა და თავი ეკლესიას მიუძღვნა. როდესაც წირვას აღვასრულებდი, ის მოპირდაპირე მხარეს იდგა, ხელებს ჯვრის სახედ დაიდებდა მკერდზე და ლოცულობდა. სულ მე მიყურებდა, ერთ წუთითაც არ მაშორებდა თვალს. „ჩემი მამაო“, - ამბობდა სიქადულით. ერთ-ერთ სოფელში სადაც ხელდასხმის შემდეგ ცოტა ხანი ვიცხოვრე, მას ფოფოდიას ეძახდნენ. მას ხელზე ემთხვეოდნენ, ის კი ამით ამაყობდა და თავს იწონებდა. დედაჩემი ჩემს გვერდით აღესრულა. სიკვდილის წინ მითხრა: „ყველანი მონაზვნებად უნდა გამეშვით! თავიდან მცდარი შეხედულება მქონდა. ნეტავ, ყველა ჩემი შვილი მონაზონი გამხდარიყო!“ /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ „2024 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი სოფიო (რუხაძე). მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონი სოფიოს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ბოდბის დედათა მონასტერს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ მონაზონი სოფიო“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4462
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერისკაცი: საიდან მიიღეს ბერ-მონაზვნებმა თავიანთი სახელწოდება?
ბერი: სიტყვები: „მონაზონი“, „მონასტერი“, „მონაზვნობა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან iovoc - ერთი. „მონაზონი“ ნიშნავს განმარტოებით ან მარტო მცხოვრებს; „მონასტერი“ არის განმარტოებული, ცალკე საცხოვრებელი; „მონაზვნობა“ არის განმარტოებული ცხოვრება. ეს ცხოვრება განსხვავდება ჩვეულებრივი, ყველასთვის საერთო ცხოვრებისაგან, იგი არის განსხვავებული ცხოვრება და ამიტომაც რუსულ ენაზე მისთვის ჩამოყალიბდა სახელწოდება „ინოჩესტვო“. მონაზონი რუსულ ენაზე არის „ინოკი“. სიტყვები: „თანაცხოვრებულნი“, „სკიტი“, „მდუმარება“, „განდეგილობა“, „დაყუდება“, „მეუდაბნოეობა“ ბერული ცხოვრების სხვადასხვა სახეს აღნიშნავს. ბერული საერთო საცხოვრებელი ეწოდება მონაზვნის მეტ-ნაკლებად მრავარიცხოვანი კრებულის თანაცხოვრებას, რომლებსაც აქვთ საერთო ღვთისმსახურება, საერთო ტრაპეზი და სამოსი, და რომლებსაც ერთი წინამძღვარი ხელმძღვანელობს. მდუმარება არის ორი ან სამი მონაზვნის თანაცხოვრება ცალკე საკანში, რომლებიც ცხოვრობენ ერთმანეთის რჩევით ან უხუცესის რჩევით. აქვთ საერთო ტრაპეზი და ტანსაცმელი, ღვთისმსაუხრებას საკნებში ასრულებენ ხუთი დღის განმავლობაში, ხოლო შაბათსა და კვირას ეკლესიაში, საერთო მსახურებაზე მიდიან. განდეგილობა ეწოდება მონაზვნის მარტო ცხოვრებას. როდესაც განდეგილი მონასტერში მდებარე საკანში გამოუსვლელად ცხოვრობს, მაშინ მას დაყუდებული ეწოდება და მის ცხოვრებას - დაყუდება; ხოლო, როდესაც იგი უკაცრიელ უდაბნოში ცხოვრობს, მას მეუდაბნოეს უწოდებენ, მის ცხოვრებას კი - მეუდაბნოეობას“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „2024 წლის 14 ოქტომბერს, მროველ-უბრნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ძამის ხეობაში დაარსა პარეხის წმინდა იოანე მოწყალის სახელობის მამათა მონასტერი და აკურთხა ამავე წმინდანის სახელობის ახლად აგებული ტაძარი. იმავე დღესვე მონასტრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელ-მონაზონი შიო (უბილავა)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4463
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჰოი, ღირსნო მღვდელნო, მღვდელმონაზონნო და თქვენ ღირსეულნო მონაზვნებო! რომლებიც იმყოფებით აქ, ამ პატიოსან, მაცხოვნებელ ჭურჭელში! რატომ არ იცავთ თქვენში მაცხოვნებელ სიწმინდესა და ქალწულებას და რატომ მოამწიფეთ ერთმანეთს შორის ასეთი უწმინდური დაწოლის სურვილები? (უნდა აღვნიშნოთ, რომ მამაკაცთა შორის უწმინდურობაში ყოველთვის არ იგულისხმება ერთმანეთთან წოლო, და რომ აქ ნაგულისხმებია გულით ლტოლვა ერთი ძმისა მეორესკენ, და ისიც, როცა იგრძნობა ერთმანეთისადმი გადამეტებული ვნებები, რომელსაც ასე აგუზგუზებს მტერი; და რომელიც მიეკუთვნება სწორედ მამაკაცთა ერთმანეთთან წოლის ვნებას; ყველაფერი ერთად კი შობს ერთმანეთისადმი გაუკუღმართებულ ვნებებს). თუმცა ვინ არის დაცული ამ ვნებათაგან, რომელსაც უძველესი მამები უწოდებდნენ „შემარცხვენელ ვნებას“ (მაგ. ასე ასახელებს ამ ცოდვას მამა დოროთე).
უნდა შევეცადოთ ფრთხილად ვიყოთ ამ დასახელებულ ვნებასთან. რადგან ამასაც მიჰყავს ადამიანი საშინელ ცოდვამდე, რომლის წინაშეც ძრწიან ეშმაკებიც კი, რადგან მათ ძალიან აშინებთ, რომ ამით გაიჩენენ თავის თავში ამ აუტანელი ცეცხლის ალს. დედამიწაც კი ძრწის, ამ სამგზის წყეულ ვნების დანახვაზე. და ისინი როგორღა უძლებენ ამ საშინელ უსჯულოებას - ამ სამგზის წყეული მამაკაცების ერთმანეთში წოლის ვნებას, და ვერც კი წარმოუდგენიათ, რა მოყვება შემდეგში ყოველივე ამას. ახლა დროა დავიცვათ თავი ამ ამღგზნები ვნებებისგან, რომელსაც დავყავართ საშინელ ცოდვამდე, რომლის წინაშეც ეშმაკებიც კი ძრწიან. და თუ დემონები აქ ძრწიან, მაშინ მითუმეტეს გმართებთ თქვენ ამისგან განრიდება. მაგრამ ახლა ეშმაკი აწყობს თავისი ჩვეულებისამებრ ყველაფერ ამას, ანუ, აღვივებს ნახირს, აწრთობს ადამიანის სხეულის რკინას ადამიანური ცეცხლის ვნებებით დაჭედვას მას უროთი. ადამიანებს კი, როცა ესმით ამ ჭედვის ხმა, პირქვე ეცემიან, ჩვენ კი ამაზე ვამბობთ, რომ ადამიანი მთელი თავის გონებით წვება ამ სიძვის უროს ქვეშ, სიტკბოს მოყვარეობა, შური, უმადურობა, წყენები, მექრთამეობა, უროთი ჭედვის - ვნება. და კიდევ სხვა საშინელი ვნებები ახლა ცოტ-ცოტაობით სულ უფრო მეტად და მეტად ილტვიან ადამიანები ამ ეშმაკისებურ ჭედვისკენ და მხოლოდ მისკენ მიმართავენ გაძლიერებულ ზრახვას. ვამბობთ: მოიწადინებენ ადამიანები ახლა ზრუნვას ხრწნადი სილამაზისთვის, მიწიერი სურვილებისთვის, თავბრუდამხვევი და დამაბნელებელი ამაოების მრავალმზრუნველობას და სურვილების აღსრულებას და მოედება ეს აღმგზნები ვნებები მათ სხეულებს კიბოს წყლულივით, და სულ უფრო მეტად და მეტად შეიჭრება მის სხეულში და ხრწნის მას. ხოლო ვისშიც იგი წარმოიშვა და ისიც მიისწრაფის რომ მიეცეს მას, გაიხრწნას სხეულის სურვილების მრავალ მზრუნველობით, გაეხვიოს რაც შეიძლება მრავალ ხმაურიან საგანძურთ მომხვეჭელობაში, რაც აბნელებს მას მრავალფეროვანი და სასურველი განწყობებით, ცდილობს შექმნას დიდი პალატები, ულამაზესი ყვავილნარით, და მერე ღორივით რომ გადაეშვას ტალახის წუმპეში; ასე ივიწყებს ადამიანი ღმერთს და სრულიად ეძლევა მამაკაცთა წოლის სიამოვნებას, და რომ ჩაიდინოს სამარცხვინო უსჯულოება. ადრინდელი მეუდაბნოელები, რომელთაც გააჩნდათ სული წმიდის მადლი, როცა ხედავდნენ ამ აალებულ ცეცხლს, ანუ როცა საკუთარ თავში დაინახავდნენ მამათმავლობის აგიზგიზებულ ვნებებს, გარბოდნენ მთებსა და მღვიმეებისკენ, რომ არანაირი შეხება არ ჰქონოდათ იმ აგიზგიზებულ ცეცხლთან, რომლითაც ისჯებიან ამ ვნებების მატარებლები. ეს გაუკუღმართებული უკანონობა აგდებს ადამიანისაგან ღმერთს! იგი განაგდებს ადამიანისაგან ღვთაებრივ მადლსაც, ღვთაებრივ ნათლობასაც, ქალწულებასაც და ზეთივით ხრწნის მას, აქრობს ლოცვისგან დანთებულ სანთელს და უხურავს ადამიანს სინანულის კარს. როცა ადამიანი აღმოჩნდება ამ ცეცხლის ალში მაშინ იგი სინანულით იტყვის: „უფალო, გაგვიხსენ ჩვენ კარები სინანულისა!“ მაგრამ ღმერთი უპასუხებს: ამინ, ამინ, გეტყვით თქვენ, არ გიცნობთ და განმეშორეთ ჩემგან, უსჯულოებების ჩამდენო!“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4464
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ერთხელ ათონზე ერთი ახალგაზრდა ჩამოვიდა, რომელსაც მონაზვნობა სურდა, მაგრამ რაღაცეები აწუხებდა. როდესაც ტაძარში იყო, მამა იოსებმა (ვატოპედელი) სახეზე შეხედა და თქვა:
-ერთი შეხედეთ ამ ახაგაზრდას! ერთ გულისსიტყვასაც არ უშვებს ხელიდან! - ეს ადამიანი ყველანაირ გულისსიტყვას იწყნარებდა და ხუთი წუთითაც არ ცდილობდა, რომ მოეშორებინა ისინი. - მისი გონება წისქვილივითაა, სადაც მუდამ რაღაც იფქვება. შიგნით ქვებს აწყობს და შედეგად მტვერი და ქვიშა გამოდის. დაუძახა ამ ახალგაზრდას და უთხრა: -მოდი აქ! რას დამჯდარხარ სატელევიზიო ანტენსავით, ყველა სიგნალს და ტალღას რომ იჭერს?! რომელიღაც გულისსიტყვას მაინც შეეშვი! ყურადღება მიაქციე, რა მასალას „ფქვავს“ შენი გონება! ბუნებრივია, რომ თუ შიგნით ქვებს ჩააწყობ, მტვერი და ბურუსი დადგება. ამიტომ კარგი მასალა ჩაუშვი მასში - იესოს ლოცვა და კეთილი გულისსიტყვები. ასე ხომ ძალიან ტანჯავ საკუთარ თავს?! ეს დაფქვილი მასალა ხომ სულ ტყუილ ტვირთად გაწვება?!“ /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4465
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გამუმდებით უდაბნოში წასვლაზე ვფიქრობდი. მსურდა, ამეღო მოძღვრისგან კურთხევა, საგზლად ერთი ზურგჩანთა ორცხობილა წამეღო და გადავკარგულიყავი, რათა განუწყვეტლივ მედიდებინა ღმერთი. მაგრამ ვფიქრობდი: „სად წავიდე? ხელსაქმე კარგად არ შემისწავლია“. ჩემს ბერებს ბოლომდე არ უსწავლებიათ ეს ჩემთვის. შესაძლოა, ეშინოდათ, რომ წავიდოდი. ეს შიში მთელ წმინდა მთაზე იყო გაბატონებული. მორჩილს ბოლომდე არ ასწავლიდნენ ხელსაქმეს, რათა არ წასულიყო. მონაზვნისთვის ხელსაქმის ცოდნა ჰაერივით აუცილებელია, იმიტომ, რომ ამით შეუძლია თავისთვის ორცხობილა უზრუნველყოს“.
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4466
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭეშმარიტი სინანულის მოხვეჭისათვის სწრაფვა იყო მამოძრავებელი მიზეზი, რომლის გამოც წმინდა ბერები, რომლებმაც სულის სიღატაკე იგრძნეს, ეყუდებოდნენ, ქვაბულებსა და მიწის უფსკრულებში იმალებოდნენ. მაგრამ ასეთი ხედვა საკუთარი სიღატაკის შესახებ, ასეთი ხედვა ცოდვით სულის მოკვდინების შესახებ ეძლევა მათ, ვინც უკვე მნიშვნელოვნად მიაღწია წარმატებას ბერულ ღვაწლში. ის შთააგონებს ადამიანს გადაჭრით, საბოლოოდ უარყოს სამყარო, მოკვდეს სამყაროსთვის, რათა სავსებით მიეცეს საკუთარ თავში მარადიული სიცოცხლის ძიებას“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „2024 წლის 13 ოქტომბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა გელათის მამათა მონასტრის წევრი, ბერი ანდრია (ჯაფარიძე). მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ ანდრიას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, ქუთაის-გაენათის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ბერი ანდრია“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4467
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მორჩილებზე საბატონოდ მტრები ცდილობენ თავდაპირველად მათ გაბრუებას სიცბიერით, უგრძნობლობისა და დაუმორჩილებლობის მაცდუნებელი სიცრუეებით; ამ ბოროტების მიზანი კი იმაშია, რომ ადამიანებმა ვერ იგრძნონ რა არის მორჩილების გზა. ანუ მტერი ცდილობს დაამახინჯოს სულიერი სრულყოფილების ეს უსწრაფესი გზა და მადლის მიღება (თვითუარყოფის მორჩილებით) და მიისწრაფის იმისკენ, რომ ეს გზა გახადოს უნაყოფო და ამით დაღუპოს მთელი მონაზვნობის საძირკველი.
და თუ ისინი შესძლებენ მონაზვნებში მორჩილების გზის ჩაქრობას, ისე, რომ მროჩილებმა ვეღარ შეიგრძნონ, მათი ხსნა რომ მორჩილებაშია, მაშინ მათთვის ხელსაყრელი გახდება მთათა გადაადგილება და მათზე გაბატონება; ხოლო, თუ ეშმაკები მათზე გაბატონდებიან ისე, რომ ვეღარც შეიგრძნობენ თავიანთი ცხონების ამ გზას, და არც დაემორჩილებიან არავის, მაშინ მომავალ თაობებში ვეღარავინ შესძლებს, გამოდგეს ცხონების გზის მასწავლებლად, ანუ არ აღმოჩნდება არცერთი ხუცესი, რომ უხელმძღვანელოს და აღზარდოს ახალი მორჩილები; და მაშინ ყველანი ივლიან დამღუპველი გზით. ისინი კი, რომელნიც დაემორჩილნენ ისეთი ხუცესის ნებას, რომელიც თავად არ იყო მორჩილი და არც არავის უსმენდა ახლა თავად გახდა უხუცესი, მიიღო თავისთან მორჩილები (როცა მას თავად არ ჰქონდა ამის არც ღირსება და არც ხუცესის წოდება), ასეთები კი იქნებიან ისეთი ხუცესები, რომლებიც ადამიანებს წაიყვანენ მხოლოდ დაღუპვისკენ. ხედავს მორჩილი დაღუპვის მაცდუნებელ კერძს და მიდის ბადისკენ, რომ იგემოს ეს კერძი. იღებს მას და ჯდება იქვე, რომ გემრიელად მიირთვას, მაგრამ ბადე მაღლა იწევს და ასე ახვედრებს თავის მსხვერპლს, კიბორჩხალასავით, თავის დაგებულ ხაფანგში (ახლა ყურადღებას ვამახვილებთ არა ვირთავების სატყუარაზე, როგორც ეს წინა თავებში გვქონდა, არამედ კიბორჩხალებისთვის განკუთვნილ სატყუარებზე). ახლა კი მე გეკითხებით: როცა მორჩილი ებმება უბოროტესი მტრისგან დაგებულ მახეში, რა წამებითაც არ უნდა დაუწყონ მას წამება, შესძლებენ კი მის საბოლოო დაღუპვას? რასაკვირველია არა, რადგან მორჩილება არც ისე ადვილად დასაძლევია. ამიტომაც ცდილობენ უბოროტესი მტრები როგორმე რომ დასძლიონ მათ მორჩილებას და გაანადგურონ (ანუ გახრწნან) მორჩილების ყრმობა, ანუ სულის ქალწულება, ჭეშმარიტი მორჩილებისა, რომ შემდგომში უფრო იოლად გაანადგურონ მონაზვნური ცხოვრება. მაშინ კი აღარ გაუჭირდება გამეფება დაღუპვის დედოფალს, იმიტომ, რომ მისი გზის გზამკვლევი თავადვე იქნება დამღუპველი, და იმის მოშურნე, რომ არასდროს ეყოლოს შვილი დაღუპვის დედოფალს. და რაღატომ ჩქარობენ ასე ეშმაკები ახლად დამწყებთა გამოჭერას? ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ბადეებში მოახვედრონ სწორედ ქალწულები და ამით იმთავითვე რომ ჩაკლან მათში მათი ბავშვური მორჩილება! და რომ მათ მომავალშიც აღარ იფიქრონ იმაზე, მათი ადგილი რომ მონასტერშია. ასე, რომ ახლანდელი მორჩილები შებილწულნი არიან თავიანთი ურჩობით და ადგილმონაცვლეობით, ერთი ხუცესიდან მეორესთან გადასვლით მათში ჩათესილი ცინიზმით, ბილწსიტყვაობითა და ურჩობით. უთხარით იმ გოგონების მშობლებს, რომლებიც გამოიჭირეს საროსკიპოში, სად იყვნენ ისინი მაშინ და როგორ დაუშვეს მათ მისი ასეთი დამდაბლება? არადა თითქოს ისინი მისი მშობლები იყვნენ! ისინი თავადაც ქუჩებში იყვნენ გასულნი და თავადაც გაიხრწნენ; მათ ასულის გახრწნა კი შემდეგნაირად მოხდა: ეშმაკმა იერი შეიცვალა და მიიღო კეთილშობილი ქალის სახე; მერე შევიდა მათთან სახლში და საალერსო სიტყვებით აცდუნებს მათ. თუმცა თავიდან გოგონას სთავაზობს: „ამა და ამ ადგილზე ისეთი საინტერესო დღესასწაულია! ახლა სწორედ იქ მიმყავს ჩემი გოგონაც; შენ არ გინდა, რომ წამოხვიდე?! წამოდი და მერე ჩვენვე მოგიყვანთ უკან“. გოგონამ ეს სიტყვები გადასცა დედას, მაგრამ დედა მაინც არ უშვებს; ის წყეული ქალი კი გარეთ ელის და როცა მას გოგონა აცნობებს, რომ დედა წინააღმდეგია მისი წაყოლისა, იგი ეუბნება: „და მე რომ ვცადო დედაშენის დაყოლიება, თუ იგი გამოგიშვებს, მაშინ წამოხვალ?!“ „წამოვალ!“ - ეუბნება გოგონა და მიჰყვება მას დედასთან. ქალი (ანუ ეშმაკი) უკიდურესი მაცდურობით ხიბლავს დედამისს. მერე კი მიჰყავს გოგონა და უკვე ქუჩაში გამოსული აბარებს კიდეც მას საროსკიპოში. გოგონა იქვე რჩება, რადგან ვერც კი ხვდება, სად უნდა წავიდეს ასე შებილწული; დედა კი ეძებს მას და რომ ვერ პოულობს იწყებს ტირილს. რა გატირებს დედაკაცო? განა არ იცოდი, რომ შეიძლებოდა, ასეთი რამ რომ დამართნოდა? რაღად აჩერებდი გოგონას სახლში? ხედავ დედამ თავისი სიფხიზლის დაკარგვისთანავე რომ დაკარგა შვილი? ასე მოსდის ახლანდელ მორჩილებსაც. ისინი აცდუნებენ თავიანთ ხუცესებს ტყუილებით, მოჩვნებითი მორჩილებით, იმდენად, რომ ხუცესები მარცხდებიან და აძლევენ თავისუფლებას თავის სულიერ შვილებს. მერე კი საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ხუცესებზე ახლა უფრო მორჩილები ბატონობენ!“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4468
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„არასდროს დამავიწყდება ერთი შემთხვევა. როდესაც ათონზე, ნეა სკიტში ვცხოვრობდი, ჩვენს მეზობლად ერთი მოხუცი ბერი მოღვაწეობდა, რომელსაც რაღაც დაავადება აწუხებდა და არანაირი სამედიცინო დახმარება არ ჰქონდა. ვფიქრობდით, რა გვექნა, რითიც შეგვეძლო, ვეხმარებოდით, მაგრამ ძალიან იტანჯებოდა. მისი ცხოვრების უკანასკნელი სტადია იყო, თითქოს. მამა იოსებმა გვითხრა:
-მამებო, შევიკრიბოთ ტაძარში და ვილოცოთ, რომ უფალი შეეწიოს ამ მოხუც მონაზონს. ჩვენც შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ იესოს ლოცვით გველოცა: „უფალო, იესო ქრისტე, შეიწყალე მონა შენი!“ ზუსტად სკვნილის ბოლო მარცვალზე ვიყავით, როდესაც მისმა მომვლელმა ძმამ დაგვირეკა და გვითხრა: -მამებო, ჩქარა მოდით! მამა კალისტოსი გარდაცვლილიყო. დასრულდა მისი წამება და ქრისტემ გულში ჩაიხუტა“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th August 2025 - 04:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი