IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 222 223 224 225 226 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Feb 12 2025, 09:56 AM
პოსტი #4461


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი მნიშვნელოვანი რამ გამახსენდა და მოგიყვებით. წმინდა მთაზე, წმ. ნილოსის კელიაში ცხოვრობდა ერთი მონაზონი, სახელად იოაკიმე; ახლა იქ მისი მოწაფეები ცხოვრობენ. მან წერილი გაუგზავნა დედაჩემს, რომელშიც სწერდა, რომ გარეულ მხეცებსაც კი უყვართ თავიანთი ნაშიერები. ბევრი ძალიან საოცარი რამ მისწერა, მაგრამ მამხილებელი და დამამძიმებელი. ამან დედაჩემი მოტეხა და ძალიან შემუსრა.

თუმცა მოგვიანებით საბრალო დედაჩემი შეიცვალა და თავი ეკლესიას მიუძღვნა. როდესაც წირვას აღვასრულებდი, ის მოპირდაპირე მხარეს იდგა, ხელებს ჯვრის სახედ დაიდებდა მკერდზე და ლოცულობდა. სულ მე მიყურებდა, ერთ წუთითაც არ მაშორებდა თვალს. „ჩემი მამაო“, - ამბობდა სიქადულით. ერთ-ერთ სოფელში სადაც ხელდასხმის შემდეგ ცოტა ხანი ვიცხოვრე, მას ფოფოდიას ეძახდნენ. მას ხელზე ემთხვეოდნენ, ის კი ამით ამაყობდა და თავს იწონებდა. დედაჩემი ჩემს გვერდით აღესრულა. სიკვდილის წინ მითხრა: „ყველანი მონაზვნებად უნდა გამეშვით! თავიდან მცდარი შეხედულება მქონდა. ნეტავ, ყველა ჩემი შვილი მონაზონი გამხდარიყო!“

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


„2024 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი სოფიო (რუხაძე).

მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონი სოფიოს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ბოდბის დედათა მონასტერს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ მონაზონი სოფიო“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2025, 01:10 PM
პოსტი #4462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერისკაცი: საიდან მიიღეს ბერ-მონაზვნებმა თავიანთი სახელწოდება?

ბერი: სიტყვები: „მონაზონი“, „მონასტერი“, „მონაზვნობა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან iovoc - ერთი. „მონაზონი“ ნიშნავს განმარტოებით ან მარტო მცხოვრებს; „მონასტერი“ არის განმარტოებული, ცალკე საცხოვრებელი; „მონაზვნობა“ არის განმარტოებული ცხოვრება. ეს ცხოვრება განსხვავდება ჩვეულებრივი, ყველასთვის საერთო ცხოვრებისაგან, იგი არის განსხვავებული ცხოვრება და ამიტომაც რუსულ ენაზე მისთვის ჩამოყალიბდა სახელწოდება „ინოჩესტვო“. მონაზონი რუსულ ენაზე არის „ინოკი“. სიტყვები: „თანაცხოვრებულნი“, „სკიტი“, „მდუმარება“, „განდეგილობა“, „დაყუდება“, „მეუდაბნოეობა“ ბერული ცხოვრების სხვადასხვა სახეს აღნიშნავს. ბერული საერთო საცხოვრებელი ეწოდება მონაზვნის მეტ-ნაკლებად მრავარიცხოვანი კრებულის თანაცხოვრებას, რომლებსაც აქვთ საერთო ღვთისმსახურება, საერთო ტრაპეზი და სამოსი, და რომლებსაც ერთი წინამძღვარი ხელმძღვანელობს. მდუმარება არის ორი ან სამი მონაზვნის თანაცხოვრება ცალკე საკანში, რომლებიც ცხოვრობენ ერთმანეთის რჩევით ან უხუცესის რჩევით. აქვთ საერთო ტრაპეზი და ტანსაცმელი, ღვთისმსაუხრებას საკნებში ასრულებენ ხუთი დღის განმავლობაში, ხოლო შაბათსა და კვირას ეკლესიაში, საერთო მსახურებაზე მიდიან. განდეგილობა ეწოდება მონაზვნის მარტო ცხოვრებას. როდესაც განდეგილი მონასტერში მდებარე საკანში გამოუსვლელად ცხოვრობს, მაშინ მას დაყუდებული ეწოდება და მის ცხოვრებას - დაყუდება; ხოლო, როდესაც იგი უკაცრიელ უდაბნოში ცხოვრობს, მას მეუდაბნოეს უწოდებენ, მის ცხოვრებას კი - მეუდაბნოეობას“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


„2024 წლის 14 ოქტომბერს, მროველ-უბრნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ძამის ხეობაში დაარსა პარეხის წმინდა იოანე მოწყალის სახელობის მამათა მონასტერი და აკურთხა ამავე წმინდანის სახელობის ახლად აგებული ტაძარი.
იმავე დღესვე მონასტრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელ-მონაზონი შიო (უბილავა)“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2025, 11:16 AM
პოსტი #4463


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჰოი, ღირსნო მღვდელნო, მღვდელმონაზონნო და თქვენ ღირსეულნო მონაზვნებო! რომლებიც იმყოფებით აქ, ამ პატიოსან, მაცხოვნებელ ჭურჭელში! რატომ არ იცავთ თქვენში მაცხოვნებელ სიწმინდესა და ქალწულებას და რატომ მოამწიფეთ ერთმანეთს შორის ასეთი უწმინდური დაწოლის სურვილები? (უნდა აღვნიშნოთ, რომ მამაკაცთა შორის უწმინდურობაში ყოველთვის არ იგულისხმება ერთმანეთთან წოლო, და რომ აქ ნაგულისხმებია გულით ლტოლვა ერთი ძმისა მეორესკენ, და ისიც, როცა იგრძნობა ერთმანეთისადმი გადამეტებული ვნებები, რომელსაც ასე აგუზგუზებს მტერი; და რომელიც მიეკუთვნება სწორედ მამაკაცთა ერთმანეთთან წოლის ვნებას; ყველაფერი ერთად კი შობს ერთმანეთისადმი გაუკუღმართებულ ვნებებს). თუმცა ვინ არის დაცული ამ ვნებათაგან, რომელსაც უძველესი მამები უწოდებდნენ „შემარცხვენელ ვნებას“ (მაგ. ასე ასახელებს ამ ცოდვას მამა დოროთე).

უნდა შევეცადოთ ფრთხილად ვიყოთ ამ დასახელებულ ვნებასთან. რადგან ამასაც მიჰყავს ადამიანი საშინელ ცოდვამდე, რომლის წინაშეც ძრწიან ეშმაკებიც კი, რადგან მათ ძალიან აშინებთ, რომ ამით გაიჩენენ თავის თავში ამ აუტანელი ცეცხლის ალს. დედამიწაც კი ძრწის, ამ სამგზის წყეულ ვნების დანახვაზე. და ისინი როგორღა უძლებენ ამ საშინელ უსჯულოებას - ამ სამგზის წყეული მამაკაცების ერთმანეთში წოლის ვნებას, და ვერც კი წარმოუდგენიათ, რა მოყვება შემდეგში ყოველივე ამას.

ახლა დროა დავიცვათ თავი ამ ამღგზნები ვნებებისგან, რომელსაც დავყავართ საშინელ ცოდვამდე, რომლის წინაშეც ეშმაკებიც კი ძრწიან. და თუ დემონები აქ ძრწიან, მაშინ მითუმეტეს გმართებთ თქვენ ამისგან განრიდება. მაგრამ ახლა ეშმაკი აწყობს თავისი ჩვეულებისამებრ ყველაფერ ამას, ანუ, აღვივებს ნახირს, აწრთობს ადამიანის სხეულის რკინას ადამიანური ცეცხლის ვნებებით დაჭედვას მას უროთი. ადამიანებს კი, როცა ესმით ამ ჭედვის ხმა, პირქვე ეცემიან, ჩვენ კი ამაზე ვამბობთ, რომ ადამიანი მთელი თავის გონებით წვება ამ სიძვის უროს ქვეშ, სიტკბოს მოყვარეობა, შური, უმადურობა, წყენები, მექრთამეობა, უროთი ჭედვის - ვნება.

და კიდევ სხვა საშინელი ვნებები ახლა ცოტ-ცოტაობით სულ უფრო მეტად და მეტად ილტვიან ადამიანები ამ ეშმაკისებურ ჭედვისკენ და მხოლოდ მისკენ მიმართავენ გაძლიერებულ ზრახვას. ვამბობთ: მოიწადინებენ ადამიანები ახლა ზრუნვას ხრწნადი სილამაზისთვის, მიწიერი სურვილებისთვის, თავბრუდამხვევი და დამაბნელებელი ამაოების მრავალმზრუნველობას და სურვილების აღსრულებას და მოედება ეს აღმგზნები ვნებები მათ სხეულებს კიბოს წყლულივით, და სულ უფრო მეტად და მეტად შეიჭრება მის სხეულში და ხრწნის მას. ხოლო ვისშიც იგი წარმოიშვა და ისიც მიისწრაფის რომ მიეცეს მას, გაიხრწნას სხეულის სურვილების მრავალ მზრუნველობით, გაეხვიოს რაც შეიძლება მრავალ ხმაურიან საგანძურთ მომხვეჭელობაში, რაც აბნელებს მას მრავალფეროვანი და სასურველი განწყობებით, ცდილობს შექმნას დიდი პალატები, ულამაზესი ყვავილნარით, და მერე ღორივით რომ გადაეშვას ტალახის წუმპეში; ასე ივიწყებს ადამიანი ღმერთს და სრულიად ეძლევა მამაკაცთა წოლის სიამოვნებას, და რომ ჩაიდინოს სამარცხვინო უსჯულოება.

ადრინდელი მეუდაბნოელები, რომელთაც გააჩნდათ სული წმიდის მადლი, როცა ხედავდნენ ამ აალებულ ცეცხლს, ანუ როცა საკუთარ თავში დაინახავდნენ მამათმავლობის აგიზგიზებულ ვნებებს, გარბოდნენ მთებსა და მღვიმეებისკენ, რომ არანაირი შეხება არ ჰქონოდათ იმ აგიზგიზებულ ცეცხლთან, რომლითაც ისჯებიან ამ ვნებების მატარებლები. ეს გაუკუღმართებული უკანონობა აგდებს ადამიანისაგან ღმერთს! იგი განაგდებს ადამიანისაგან ღვთაებრივ მადლსაც, ღვთაებრივ ნათლობასაც, ქალწულებასაც და ზეთივით ხრწნის მას, აქრობს ლოცვისგან დანთებულ სანთელს და უხურავს ადამიანს სინანულის კარს.

როცა ადამიანი აღმოჩნდება ამ ცეცხლის ალში მაშინ იგი სინანულით იტყვის: „უფალო, გაგვიხსენ ჩვენ კარები სინანულისა!“ მაგრამ ღმერთი უპასუხებს: ამინ, ამინ, გეტყვით თქვენ, არ გიცნობთ და განმეშორეთ ჩემგან, უსჯულოებების ჩამდენო!“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2025, 10:26 AM
პოსტი #4464


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთხელ ათონზე ერთი ახალგაზრდა ჩამოვიდა, რომელსაც მონაზვნობა სურდა, მაგრამ რაღაცეები აწუხებდა. როდესაც ტაძარში იყო, მამა იოსებმა (ვატოპედელი) სახეზე შეხედა და თქვა:

-ერთი შეხედეთ ამ ახაგაზრდას! ერთ გულისსიტყვასაც არ უშვებს ხელიდან! - ეს ადამიანი ყველანაირ გულისსიტყვას იწყნარებდა და ხუთი წუთითაც არ ცდილობდა, რომ მოეშორებინა ისინი. - მისი გონება წისქვილივითაა, სადაც მუდამ რაღაც იფქვება. შიგნით ქვებს აწყობს და შედეგად მტვერი და ქვიშა გამოდის.

დაუძახა ამ ახალგაზრდას და უთხრა:

-მოდი აქ! რას დამჯდარხარ სატელევიზიო ანტენსავით, ყველა სიგნალს და ტალღას რომ იჭერს?! რომელიღაც გულისსიტყვას მაინც შეეშვი! ყურადღება მიაქციე, რა მასალას „ფქვავს“ შენი გონება! ბუნებრივია, რომ თუ შიგნით ქვებს ჩააწყობ, მტვერი და ბურუსი დადგება. ამიტომ კარგი მასალა ჩაუშვი მასში - იესოს ლოცვა და კეთილი გულისსიტყვები. ასე ხომ ძალიან ტანჯავ საკუთარ თავს?! ეს დაფქვილი მასალა ხომ სულ ტყუილ ტვირთად გაწვება?!“

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2025, 01:23 PM
პოსტი #4465


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გამუმდებით უდაბნოში წასვლაზე ვფიქრობდი. მსურდა, ამეღო მოძღვრისგან კურთხევა, საგზლად ერთი ზურგჩანთა ორცხობილა წამეღო და გადავკარგულიყავი, რათა განუწყვეტლივ მედიდებინა ღმერთი. მაგრამ ვფიქრობდი: „სად წავიდე? ხელსაქმე კარგად არ შემისწავლია“. ჩემს ბერებს ბოლომდე არ უსწავლებიათ ეს ჩემთვის. შესაძლოა, ეშინოდათ, რომ წავიდოდი. ეს შიში მთელ წმინდა მთაზე იყო გაბატონებული. მორჩილს ბოლომდე არ ასწავლიდნენ ხელსაქმეს, რათა არ წასულიყო. მონაზვნისთვის ხელსაქმის ცოდნა ჰაერივით აუცილებელია, იმიტომ, რომ ამით შეუძლია თავისთვის ორცხობილა უზრუნველყოს“.

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2025, 11:08 AM
პოსტი #4466


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი სინანულის მოხვეჭისათვის სწრაფვა იყო მამოძრავებელი მიზეზი, რომლის გამოც წმინდა ბერები, რომლებმაც სულის სიღატაკე იგრძნეს, ეყუდებოდნენ, ქვაბულებსა და მიწის უფსკრულებში იმალებოდნენ. მაგრამ ასეთი ხედვა საკუთარი სიღატაკის შესახებ, ასეთი ხედვა ცოდვით სულის მოკვდინების შესახებ ეძლევა მათ, ვინც უკვე მნიშვნელოვნად მიაღწია წარმატებას ბერულ ღვაწლში. ის შთააგონებს ადამიანს გადაჭრით, საბოლოოდ უარყოს სამყარო, მოკვდეს სამყაროსთვის, რათა სავსებით მიეცეს საკუთარ თავში მარადიული სიცოცხლის ძიებას“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


„2024 წლის 13 ოქტომბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა გელათის მამათა მონასტრის წევრი, ბერი ანდრია (ჯაფარიძე).

მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ ანდრიას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, ქუთაის-გაენათის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ბერი ანდრია“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2025, 11:49 AM
პოსტი #4467


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილებზე საბატონოდ მტრები ცდილობენ თავდაპირველად მათ გაბრუებას სიცბიერით, უგრძნობლობისა და დაუმორჩილებლობის მაცდუნებელი სიცრუეებით; ამ ბოროტების მიზანი კი იმაშია, რომ ადამიანებმა ვერ იგრძნონ რა არის მორჩილების გზა. ანუ მტერი ცდილობს დაამახინჯოს სულიერი სრულყოფილების ეს უსწრაფესი გზა და მადლის მიღება (თვითუარყოფის მორჩილებით) და მიისწრაფის იმისკენ, რომ ეს გზა გახადოს უნაყოფო და ამით დაღუპოს მთელი მონაზვნობის საძირკველი.

და თუ ისინი შესძლებენ მონაზვნებში მორჩილების გზის ჩაქრობას, ისე, რომ მროჩილებმა ვეღარ შეიგრძნონ, მათი ხსნა რომ მორჩილებაშია, მაშინ მათთვის ხელსაყრელი გახდება მთათა გადაადგილება და მათზე გაბატონება; ხოლო, თუ ეშმაკები მათზე გაბატონდებიან ისე, რომ ვეღარც შეიგრძნობენ თავიანთი ცხონების ამ გზას, და არც დაემორჩილებიან არავის, მაშინ მომავალ თაობებში ვეღარავინ შესძლებს, გამოდგეს ცხონების გზის მასწავლებლად, ანუ არ აღმოჩნდება არცერთი ხუცესი, რომ უხელმძღვანელოს და აღზარდოს ახალი მორჩილები; და მაშინ ყველანი ივლიან დამღუპველი გზით.

ისინი კი, რომელნიც დაემორჩილნენ ისეთი ხუცესის ნებას, რომელიც თავად არ იყო მორჩილი და არც არავის უსმენდა ახლა თავად გახდა უხუცესი, მიიღო თავისთან მორჩილები (როცა მას თავად არ ჰქონდა ამის არც ღირსება და არც ხუცესის წოდება), ასეთები კი იქნებიან ისეთი ხუცესები, რომლებიც ადამიანებს წაიყვანენ მხოლოდ დაღუპვისკენ.

ხედავს მორჩილი დაღუპვის მაცდუნებელ კერძს და მიდის ბადისკენ, რომ იგემოს ეს კერძი. იღებს მას და ჯდება იქვე, რომ გემრიელად მიირთვას, მაგრამ ბადე მაღლა იწევს და ასე ახვედრებს თავის მსხვერპლს, კიბორჩხალასავით, თავის დაგებულ ხაფანგში (ახლა ყურადღებას ვამახვილებთ არა ვირთავების სატყუარაზე, როგორც ეს წინა თავებში გვქონდა, არამედ კიბორჩხალებისთვის განკუთვნილ სატყუარებზე).

ახლა კი მე გეკითხებით: როცა მორჩილი ებმება უბოროტესი მტრისგან დაგებულ მახეში, რა წამებითაც არ უნდა დაუწყონ მას წამება, შესძლებენ კი მის საბოლოო დაღუპვას? რასაკვირველია არა, რადგან მორჩილება არც ისე ადვილად დასაძლევია. ამიტომაც ცდილობენ უბოროტესი მტრები როგორმე რომ დასძლიონ მათ მორჩილებას და გაანადგურონ (ანუ გახრწნან) მორჩილების ყრმობა, ანუ სულის ქალწულება, ჭეშმარიტი მორჩილებისა, რომ შემდგომში უფრო იოლად გაანადგურონ მონაზვნური ცხოვრება. მაშინ კი აღარ გაუჭირდება გამეფება დაღუპვის დედოფალს, იმიტომ, რომ მისი გზის გზამკვლევი თავადვე იქნება დამღუპველი, და იმის მოშურნე, რომ არასდროს ეყოლოს შვილი დაღუპვის დედოფალს.
და რაღატომ ჩქარობენ ასე ეშმაკები ახლად დამწყებთა გამოჭერას?

ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ბადეებში მოახვედრონ სწორედ ქალწულები და ამით იმთავითვე რომ ჩაკლან მათში მათი ბავშვური მორჩილება! და რომ მათ მომავალშიც აღარ იფიქრონ იმაზე, მათი ადგილი რომ მონასტერშია.
ასე, რომ ახლანდელი მორჩილები შებილწულნი არიან თავიანთი ურჩობით და ადგილმონაცვლეობით, ერთი ხუცესიდან მეორესთან გადასვლით მათში ჩათესილი ცინიზმით, ბილწსიტყვაობითა და ურჩობით.

უთხარით იმ გოგონების მშობლებს, რომლებიც გამოიჭირეს საროსკიპოში, სად იყვნენ ისინი მაშინ და როგორ დაუშვეს მათ მისი ასეთი დამდაბლება? არადა თითქოს ისინი მისი მშობლები იყვნენ! ისინი თავადაც ქუჩებში იყვნენ გასულნი და თავადაც გაიხრწნენ; მათ ასულის გახრწნა კი შემდეგნაირად მოხდა: ეშმაკმა იერი შეიცვალა და მიიღო კეთილშობილი ქალის სახე; მერე შევიდა მათთან სახლში და საალერსო სიტყვებით აცდუნებს მათ. თუმცა თავიდან გოგონას სთავაზობს:
„ამა და ამ ადგილზე ისეთი საინტერესო დღესასწაულია! ახლა სწორედ იქ მიმყავს ჩემი გოგონაც; შენ არ გინდა, რომ წამოხვიდე?! წამოდი და მერე ჩვენვე მოგიყვანთ უკან“.

გოგონამ ეს სიტყვები გადასცა დედას, მაგრამ დედა მაინც არ უშვებს; ის წყეული ქალი კი გარეთ ელის და როცა მას გოგონა აცნობებს, რომ დედა წინააღმდეგია მისი წაყოლისა, იგი ეუბნება:

„და მე რომ ვცადო დედაშენის დაყოლიება, თუ იგი გამოგიშვებს, მაშინ წამოხვალ?!“

„წამოვალ!“ - ეუბნება გოგონა და მიჰყვება მას დედასთან.

ქალი (ანუ ეშმაკი) უკიდურესი მაცდურობით ხიბლავს დედამისს. მერე კი მიჰყავს გოგონა და უკვე ქუჩაში გამოსული აბარებს კიდეც მას საროსკიპოში. გოგონა იქვე რჩება, რადგან ვერც კი ხვდება, სად უნდა წავიდეს ასე შებილწული; დედა კი ეძებს მას და რომ ვერ პოულობს იწყებს ტირილს. რა გატირებს დედაკაცო? განა არ იცოდი, რომ შეიძლებოდა, ასეთი რამ რომ დამართნოდა? რაღად აჩერებდი გოგონას სახლში? ხედავ დედამ თავისი სიფხიზლის დაკარგვისთანავე რომ დაკარგა შვილი?

ასე მოსდის ახლანდელ მორჩილებსაც. ისინი აცდუნებენ თავიანთ ხუცესებს ტყუილებით, მოჩვნებითი მორჩილებით, იმდენად, რომ ხუცესები მარცხდებიან და აძლევენ თავისუფლებას თავის სულიერ შვილებს. მერე კი საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ხუცესებზე ახლა უფრო მორჩილები ბატონობენ!“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2025, 09:53 AM
პოსტი #4468


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არასდროს დამავიწყდება ერთი შემთხვევა. როდესაც ათონზე, ნეა სკიტში ვცხოვრობდი, ჩვენს მეზობლად ერთი მოხუცი ბერი მოღვაწეობდა, რომელსაც რაღაც დაავადება აწუხებდა და არანაირი სამედიცინო დახმარება არ ჰქონდა. ვფიქრობდით, რა გვექნა, რითიც შეგვეძლო, ვეხმარებოდით, მაგრამ ძალიან იტანჯებოდა. მისი ცხოვრების უკანასკნელი სტადია იყო, თითქოს. მამა იოსებმა გვითხრა:

-მამებო, შევიკრიბოთ ტაძარში და ვილოცოთ, რომ უფალი შეეწიოს ამ მოხუც მონაზონს.

ჩვენც შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ იესოს ლოცვით გველოცა: „უფალო, იესო ქრისტე, შეიწყალე მონა შენი!“ ზუსტად სკვნილის ბოლო მარცვალზე ვიყავით, როდესაც მისმა მომვლელმა ძმამ დაგვირეკა და გვითხრა:

-მამებო, ჩქარა მოდით!

მამა კალისტოსი გარდაცვლილიყო. დასრულდა მისი წამება და ქრისტემ გულში ჩაიხუტა“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2025, 12:14 PM
პოსტი #4469


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძმების სენაკებში სიარული და საკუთარ სენაკში მათი მიღება უნდა შევწყვიტოთ: მოთმინებით იჯექი შენს სენაკში, როგორც კუბოში, განმარტოვდი საკუთარ მიცვალებულთან შენს სულთან, ცოდვით გატანჯულსა და მომკვდართან და ამ განმარტოებაში ევედრე ღმერთს შეწყალებას. სამარიდან, ანუ სენაკიდან, ლოცვა ცად ადის, ხოლო იმ სამარეში, რომელშიც სხეული სიკვდილის შემდეგ დაიფლვის, და ჯოჯოხეთის უფსკრულში, რომელშიც ცოდვილის სული ჩადის, ლოცვის დრო აღა მოგვეცემა.

მონასტერში ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც უცხომ, თვითნებურად არ უნდა ჩავერიოთ მის საქმეებში, არავისთან გვქონდეს განსაკუთრებული სიახლოვე, საერთო მორჩილების შესრულებისას მდუმარება დავიცვათ, ყოველთვის ვიაროთ უფლის ტაძარში, საჭირო დროს სულიერი მამის სენაკს მივაშუროთ, ყოველი ჩვენი გასვლა სენაკიდან კარგად ავწონ-დავწონოთ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში გავიდეთ. სრულიად უნდა მოვიკვეთოთ ფუჭი ცნობისმოყვარეობა და მჩხრეკელობა, არამედ ერთიცა და მეორეც მთლიანად ლოცვის გზის შესწავლისაკენ მივმართოთ“.

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2025, 12:35 PM
პოსტი #4470


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილი უდიდესი ზიზღით არ სცემს პატივს თავის ხუცესს და მოითხოვს თავად მისგან მორჩილებას; მაგრამ ხუცესი რომ დამორჩილდეს მორჩილს, ხუცესი მასში უნდა ხედავდეს თანაგრძნობას, რომ ხუცესი პატივს მიაგებდეს მას. მორჩილი კი ჯიუტად ცდილობს ხუცესის დამორჩილებას. და ხედავს ხუცესიც თავისი მორჩილის მბრძანებულურ სულს, იმასაც ხედავს, როგორ მედიდურად უბრძანებს იგი ხუცესს და როგორ იღუპება. და იგი ტირის და მწუხარებს ამის გამო.

რას ტირი, ხუცესო, ყალბო ხუცესო, განა თავად არ მიგყავდა იგი ამისკენ? ამის მოგვარება მხოლოდ ჭეშმარტ ხუცესებს თუ შეუძლიათ და არა ყალბებს... ახლა რაღად ტირი?! რა სარგებლები მოაქვს ახლა შენ ცრემლებს? განა არ იცოდი, რომ ყველაფერი იმისგან, როგორც შენ იქცეოდი მხოლოდ ცრემლები რომ შეგრჩებოდა?! მაგრამ ამას მხოლოდ შენ კი არ განიცდი, არამედ თითქმის ყველა ხუცესი, რომელთაც მისცეს თავისუფლება თავიანთ მორჩილებს და როგორც შენ ტირი ახლა, ასევე ტირიან ისინიც.

ახლა ხომ გესმის, რამდენად დაეცა დღეს მონაზვნობა.

ერთხელ ერთმა ჰკითხა ხუცესს: „რა ელის მონაზვნურ ცხოვრებას?!

მან კი უპასუხა: როცა თავი ფეხებად გექცევა, ფეხები კი თავად, მაშინ იცოდე, რომ დასასრული დამდგარა უკვე მონაზვნური ცხოვრებისა“.

ხედავ როგორ განსაჯა ბრძენმა ხუცესმა?

ახლა კი ესეც ისმინე: ძველმა მამებმა არ იცოდნენ ტყუილები. და თუ ვინმე დაეჭვდებოდა მეორეს სიტყვებში, მისთვის რომ დაეჯერებინათ, იგი ასე ამბობდა:

„მე თუ ამას გავაკეთებ, მაშინ დაე წილი მედოს უკანასკნელ მე-8 საუკუნის ბერებთან!“.

სხვებმა კი რომ მოისმინეს ხუცესის ეს სიტყვები იკითხეს:

„რას ნიშნავს ეს სიტყვები, ნუთუ არ გეცოდება შენი სული, ამას რომ ამბობ?“

ხედავ, ადრე პირველი ხუცესები როგორ უარყოფდნენ ახლანდელთა უგრძნობლობას, რომლითაც თქვენვე გახწენით საკუთარი გრძნობები! ახლა კი ხომ ხედავთ როგორ იხრწნებიან ქალწულები მრუშობით, და როგორი უგრძნობლები გახდნენ ისინი?! არადა ჯერ სულაც არ დამდგარა უკანასკნელი ბერების დრო, თუმცა უკვე კი იწეყბს ამის დასაწყისის მოსვლა. ახლა შემოდგომაა, და მათი მოსვლისას უკვე ზამთარი იქნება; და მას მოჰყვება გამყინვარება; ახლა ახლანდელი მონაზვნური ცხოვრება იღუპება, მაშინ კი უკვე მართლა დაიღუპება. მაგრამ მას მოჰყვება უფრო სასტიკი ზამთარი; ახლა მონაზვნური ცხოვრება თანდათან იღუპება, მაშინ კი უკვე დაღუპული იქნება. და ყველაფერი ამის შემდეგ მონაზვნური ცხოვრებიდან ენას მხოლოდ სახსოვრადღა თუ რჩება მისი სახელი.

ასე, რომ, ვინც ახლა მონაზონია და მომწიფდა უკვე მონაზვნური ცხოვრებისათვის, ანუ მოღვაწეობს ფხიზლად და შემართულად, იგი დააგვირგვინებს თავის ცხოვრებას დიდებასა და პატივში“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2025, 11:32 AM
პოსტი #4471


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა ბერმა ჰკითხა [ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს]: - მამა გაბრიელ, შეიძლება სვეტიცხოველის მონასტერში ინფორმაციის მოსასმენად ტელევიზორი გვქონდეს?

-ორმოცი წელიწადია ბერი ვარ და ის ვერ დავიმსახურე, რომ კელიაში ტელევიზორი მქონდეს, აბა, თქვენ იცით, როგორ იზრუნებთ ამ საქმისთვის და იმდენი ილაპარაკა ტელევიზორის კაბელებისა და ანტენების დამონტაჟებაზე, რომ შერცხვენილ ბერებს საერთოდ გაუქრათ ეს სურვილი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 23 2025, 11:00 AM
პოსტი #4472


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცნობილია, რომ წმინდა მამები სულიერი ცხოვრების სამ საფეხურს გამოყოფენ: განწმენდა, განათლება და განღმრთობა. ყველა ადამიანის მიზანი, განსაკუთრებით კი მონაზვნისა, მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ეს საფეხური გაიაროს და იმის ღირსი გახდეს, რომ მის გულში ქრისტე დამკვიდრდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიაღწიოს განღმრთობას, რათა მთელი მისი სიცოცხლე ქრისტეს სიცოცხლეს მიემსგავსოს.

რამდენადაც ყველა ადამიანი უნიკალური და განუმეორებელია, ყველა განწმენდის, განათლებისა და განღმრთობის გზებიც უნიკალურია. ამიტომ წმინდა მამები თითოეული ადამიანის შინაგანი წყობის დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მონაზვნური კანონებიც სულიერ მოძღვარს აძლევს საშუალებას, თითოეულ სულს უწინამძღვროს სწორედ იმ გზით, რომ არ დაამცროს მისი უნიკალურობა. ამიტომაც მონაზვნური ცხოვრება მხოლოდ წიგნში დაწერილ კანონებს ვერ დაეფუძნება. საჭიროა ცოცხალი, გამოცდილი, სულიერი განსჯით დაჯილდოვებული წინამძღვარი, რომელიც ადამიანს განღმრთობის გზაზე სვლაში დაეხმარება.

ყველა ეკლესიის ტრადიციაში მონაზვნობა, პირველ რიგში, სწორედ ამ სულიერ წინამძღვრობაზეა დაფუძნებული. სწორედ მოძღვრობა წარმოადგენს მონაზვნობის არსსაც და მის პრაქტიკულ მხარესაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერი მოძღვრის გარეშე, არ არსებობს მონაზვნობა. შეიძლება მონასტრის ცხოვრება საეკლესიო კანონებითა და მონაზვნური ტიპიკონებით მოვაწყოთ, ან კიდევ ათასობით წესი და კანონიც დავწეროთ, მაგრამ მხოლოდ მაშინაა მონასტერში სიცოცხლე, როცა იქ არის სულიერი მამა და წინამძღვარი“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2025, 01:07 PM
პოსტი #4473


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მინახავს მონაზვნები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერებულ ხორციელ მოღვაწეობას ეწეოდნენ, ამის გამო ექმნებოდათ უკიდურესად მაღალი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ღრმა ხიბლში ცვივდებოდნენ. უჩვეულოდ მრავლდებოდა მათი სულიერი ვნებები - მრისხანება, ამპარტავნება, ცბიერება, ურჩობა; საბოლოოდ ერეოდათ ეგოისტური „მე“ და საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა; ისინი ჯიუტად და გააფრთებით უარყოფდნენ სულიერი მოძღვრების, წინამძღვრების, თვით მღვდელმთავრების ყველა სულის მარგებელ რჩევას თუ გაფრთხილებას; უგულებელყოფდნენ არათუ სიმდაბლის, არამედ უბრალო თავაზიანობისა და ზრდილობის წესებს, და იმდენადაც კი კადნიერდებოდნენ, რომ სრულიად უტიფრად გამოხატავდნენ აგდებულ დამოკიდებულებას ამ მრჩეველა მიმართ“.

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2025, 11:58 AM
პოსტი #4474


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჰოი, უბედურო მთაწმინდელებო! ეს რა უბედურება დაგატყდათ თავს? თქვენ დაგჭრათ იმ მშვილდ-ისარმა, რომელმაც თავისი სული კეთროვნად აქცია, და თქვენ დასნეულდით მრავალ მზრუნველი საზრუნავებით! როგორ შეგეძლოთ თქუენ აგერჩიათ მრუში, გარყვნილი ქალი და გაგენადგურებინათ ცხონების ის გზა რომელიც თქვენამდე მოიტანეს წინაპრებმა?!

აღსდექით, მთელი მსოფლიოს მამანო, აკურთხეთ სამონაზვნო ცხოვრება, როგორც კეთილმა მეომერებმა, რომელთაც გამარჯვებული ამალეკი, გაქცეული რომ მოაბრუნეთ და ასეთი ურთულესი შრომით რომ ააღორძინეთ აქ მონაზვნური ცხოვრება! აღსდექით, ყველა წინაპრებო, მონაზვნური ცხოვრებით გაბრწყინებულებო, და ნახეთ, რა დაემართა ათონის სამონაზვნო ცხოვრებას!

აღსდექით წინაპარნო, ასკეტების მადიდებელნო! (ანუ მმარხველებო, აქ მოღვაწენო).

აღსდექით წინაპართა ადრინდელო სიმშვიდეო! (ანუ მდუმარენო).

აღსდექით წინაპარნო, ცხონების მოსურნე მამანო! (ანუ ბრძენო ხუცეს-მოძღვრებო).

აღსდექით წინაპარნო, მსოფლიოს საერთო საცხოვრებელნო! (ანუ სავანეების არქიმანდრიტებო).

აღსდექით წინაპარნო, მეუდანოეთა მოთმინებანო, ანუ მომთმენო მეუდაბნოებო; ქალწულობის თავნო (ანუ წარმომადგენლებო ქალწულობის სახისაო) რომელთაც შემუსრეთ დამღუპველი მრავალ მზრუნველობის შვიდ თავიანი ურჩხული!

აღსდექი, მამა ათანასევ, და შეხედე შენს შთამომავლობას, როგორ დაღუპეს მათ შენი მაცხოვნებელი მოძღვრობა და განუდგნენ მცნებებს, რომელიც შენ გადაეცი მათ! და ისინიც ჩამოშორდნენ ცხონების, სიმშვიდის გზას და დაადგნენ უშიშრობის, ცდუნებების გზას, რითაც აცდუნებენ ერთმანეთს, ვამბობთ: „ვინა ხარ შენ და ვინა ვარ მე?“ - თითქოსდა ისინი შენი შთამომავლები არ იყვნენ, თითქოს შენი შვილები არ იყვნენ აწ უკვე ბავშვების იე მკვლელნი, რომელთაც მოკლეს ცხონების შვილები და აღადგინეს დაღუპვის შვილები!

აღსდექი, ღირსო პეტრევ! ღვთისთვის სათნო მეუდაბნოებით მოღვაწეო, მაცხოვნებელ მღვიმეთა მეუდაბნოების ფერო, ბისერის მსგავსო მტვირთველო (ანუ უდიდესი საგანძურის გულით მატარებელო და მოუპარავად მტვირთველო). აღსდექი, რომ იხილო შენი მოღვაწენი, რომელსაც ღვაწლით შენ გაუხსენი ცხონების ეს გზა, აღსდექ და იხილე მათი ცხოვრება, ისეთივეა კი ის, როგორიც შენ დაუტოვე მათ? თუ ნასახიც კი აღარ დარჩა მისგან?

მოღვაწეთა მადლიერება, მეუდაბნოეთა ცხოვრება, მწარედ რომ აღუვლენდნენ ღმერთს თავიანთ სურვილებს, სიყვარულით ფრთებშეხსმულნი, ვამბობთ: დარჩა კი მათი მსგავსი ცხოვრება და ემადლიერებიან კი მათ ახლაც? იხილეს კი მათ ასეთ ცხოვრება - მომწიფებული მონაზვნობა; მათ ხომ შეურაცხყვეს იგი - მერე კი ისიც თავისთავად შეილახა“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2025, 11:43 AM
პოსტი #4475


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთ განდეგილ მონაზონს ვიცნობდი, რომელიც ათონიდან ორმოცი წელი არ გამოსულიყო. ერთი კაცი თავის ხუთი წლის შვილთან ერთად ესტუმრა. მას ორმოცი წელი არ ენახა ბავშვები! როგორც კი დაინახა, წამოიძახა: „უფალო შემიწყალე!“ დიდი ხანი უყურებდა ამ პატარა ბიჭუნას და განუწყვეტლივ იმეორებდა: „როგორი პატარაა! პირველად ვხედავ აქ პატარა ბავშვს მთელი ორმოცი წლის განმავლობაში!“ ათვალიერებდა მის თავს, სახეს, ხელებს და ფეხებს და ამბობდა: „რა პატარა თავი აქვს, რა პატარა ხელები და ფეხებია!“ ერთადერთი ბავშვი, ვინც მას ათონზე ენახა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხელებში ყრმა ქრისტე იყო.

ზოგი იფიქრებდა, რომ ასეთი განდეგილი მონაზვნები მარტოობისგან სრულიად გაველურდნენ და ურთიერთობის უნარი დაკარგეს, მაგრამ ჩვენ სავსებით საპირისპიროს ვხედავთ“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2025, 12:06 PM
პოსტი #4476


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თვითნებური მონაზვნობა არ არის მონაზვნობა, ეს ხიბლი გახლავთ!“

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/


„2024 წლის 13 ოქტომბერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ქობულეთის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ თეიმურაზ მელაძეს.

მღვდელი თეიმურაზი ამავე მონასტერში იმსახურებს.

აქსიოს! ვულოცავთ მამა თეიმურაზს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2025, 11:28 AM
პოსტი #4477


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახლა მორჩილებს შორისაც მოიპოვებიან ისეთები, რომლებიც უშიშრად სჩადიან დამღუპველ მეძავეობას, ანუ როცა მამათმავლობენ; ასეთები არიან ახლად დამწყებ მორჩილებშიც.

უბედურნი არიან ის ხუცესები, როცა მათ მორჩილებაში მყოფ ყმაწვილთა შორის მსგავსი რამეებისას, არ ამხელენ მათ, რათა ისინი გამოსწორდნენ!

როგორც ჩანს, თავად ხუცესსაც გააჩნიათ ვნება თავისი ყმაწვილი მორჩილებისადმი და სულაც არ სურთ მათი ამისგან გამოსწორება.

ჰოი საცოდავო ხუცესებო! თქვენ კი გესმით საკუთარი ყურით, და საკუთარი თვალითაც ხედავთ, როგორ ვითარდება ორ ახალგაზრდა ყმაწვილში ეს მომხიბლავი ვნება, მაგრამ მაინც არ აძლევთ მას შენიშვნას გამოსასწორებლად; ანუ არ განაცალკევებთ მათ ერთმანეთისაგან; ან არ აგდებთ გარყვნილს, რომ გამოასწოროს ეს უსჯულოება და არ ათავისუფლებთ თქვენი მორჩილობიდან გარყვნილების უღელქვეშ მყოფებსაც, რომლებიც ღორებივით იქცევიან ერთმანეთს შორის, და გატაცებულნი არიან ერთმანეთთან წოლის ვნებით; ეს კი იწვევს ისეთ მხურვალე ცეცხლოვან ვნებას, რომელთა წინაშე ეშმაკებიც კი ძრწიან.

თუმცა ეშმაკებისთვის დამახასიათებელია ადამიანური ბუნების ცდუნება მამაკაცთა შორის დაწოლის ვნებით, მაგრამ როცა ამ წყეული ვნებით უკვე აღეგზნებიან ყმაწვილები და კავდებიან ამით, ეშმაკებიც კი ძრწიან მაშინ, რადგან ეშინიათ იმ საშინელი ტანჯვისა, რომელიც გამზადებულია ჯოჯოხეთში სწორედ ამ საქმიანობის ჩამდენთათვის; ეშმაკებს ეშინიათ იმისა, თავადაც რომ არ ცდუნდნენ ამ ვნებით და თავადაც რომ არ აღმოჩნდნენ ჯოჯოხეთში ასეთთათვის განკუთვნილ ადგილზე“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2025, 10:01 AM
პოსტი #4478


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნისთვის არ შეიძლება მოძღვრის შეცვლა, რადგან მან ღმრთის წინაშე დადო აღთქმა, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გვერდით იქნებოდა“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


„2024 წლის 20 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.

გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ იღუმენები: დავითი (უმანკოშვილი), კონსტანტინე (კობეშავიძე) და ნეოფიტე (დვალიშვილი).

იღუმენის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ მღვდელ-მონაზვნები: საბა (ნოზაძე), მარკოზი (ფანიაშვილი) და მოსე (ცქიტიშვილი)“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2025, 11:25 AM
პოსტი #4479


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილებას, რომლის მეშვეობითაც მოვიპოვებთ ძვირფას სულიერ საგანძურს - სიმდაბლეს, ყველა მამა ერთსულოვნად ასახელებს უმთავრეს მონაზვნურ სათნოებად, გზად, რომელსაც რჯულიერად და სწორად მივყავართ გონებით და გულით ლოცვამდე, ანუ ჭეშმარიტ დაყუდებამდე“

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 3 2025, 11:29 AM
პოსტი #4480


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გაეშურა ბერი თავისი მშობლებისკენ ცოტა არ იყოს ეშმაკური განზრახვით, რომ იქორწინოს. ამას სხვებიც ურჩევდნენ ასე:

„რად განაღვლებს შენი ბერობა?! ბერი რომ ყოფილიყავი დარჩებოდი კიდეც იმ წმინდა მთაზე, სადაც არ არიან ქალები. მაგრამ ახლა რახან ერს დაუბრუნდი, რა სარგებელს ნახავ აწი მონაზვნობაში?“

მსგავსმა დარიგებებმა მალევე გადააწყვეტინა მოეხსნა თავისი სქემა და დაქორწინდა, მაგრამ საუბედუროდ ვერც ამაში ჰპოვა ბედნიერება, ამით მხოლოდ თუ შებილწა თავისი სული“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 222 223 224 225 226 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 07:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი