![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4469
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ძმების სენაკებში სიარული და საკუთარ სენაკში მათი მიღება უნდა შევწყვიტოთ: მოთმინებით იჯექი შენს სენაკში, როგორც კუბოში, განმარტოვდი საკუთარ მიცვალებულთან შენს სულთან, ცოდვით გატანჯულსა და მომკვდართან და ამ განმარტოებაში ევედრე ღმერთს შეწყალებას. სამარიდან, ანუ სენაკიდან, ლოცვა ცად ადის, ხოლო იმ სამარეში, რომელშიც სხეული სიკვდილის შემდეგ დაიფლვის, და ჯოჯოხეთის უფსკრულში, რომელშიც ცოდვილის სული ჩადის, ლოცვის დრო აღა მოგვეცემა.
მონასტერში ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც უცხომ, თვითნებურად არ უნდა ჩავერიოთ მის საქმეებში, არავისთან გვქონდეს განსაკუთრებული სიახლოვე, საერთო მორჩილების შესრულებისას მდუმარება დავიცვათ, ყოველთვის ვიაროთ უფლის ტაძარში, საჭირო დროს სულიერი მამის სენაკს მივაშუროთ, ყოველი ჩვენი გასვლა სენაკიდან კარგად ავწონ-დავწონოთ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში გავიდეთ. სრულიად უნდა მოვიკვეთოთ ფუჭი ცნობისმოყვარეობა და მჩხრეკელობა, არამედ ერთიცა და მეორეც მთლიანად ლოცვის გზის შესწავლისაკენ მივმართოთ“. /წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4470
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მორჩილი უდიდესი ზიზღით არ სცემს პატივს თავის ხუცესს და მოითხოვს თავად მისგან მორჩილებას; მაგრამ ხუცესი რომ დამორჩილდეს მორჩილს, ხუცესი მასში უნდა ხედავდეს თანაგრძნობას, რომ ხუცესი პატივს მიაგებდეს მას. მორჩილი კი ჯიუტად ცდილობს ხუცესის დამორჩილებას. და ხედავს ხუცესიც თავისი მორჩილის მბრძანებულურ სულს, იმასაც ხედავს, როგორ მედიდურად უბრძანებს იგი ხუცესს და როგორ იღუპება. და იგი ტირის და მწუხარებს ამის გამო.
რას ტირი, ხუცესო, ყალბო ხუცესო, განა თავად არ მიგყავდა იგი ამისკენ? ამის მოგვარება მხოლოდ ჭეშმარტ ხუცესებს თუ შეუძლიათ და არა ყალბებს... ახლა რაღად ტირი?! რა სარგებლები მოაქვს ახლა შენ ცრემლებს? განა არ იცოდი, რომ ყველაფერი იმისგან, როგორც შენ იქცეოდი მხოლოდ ცრემლები რომ შეგრჩებოდა?! მაგრამ ამას მხოლოდ შენ კი არ განიცდი, არამედ თითქმის ყველა ხუცესი, რომელთაც მისცეს თავისუფლება თავიანთ მორჩილებს და როგორც შენ ტირი ახლა, ასევე ტირიან ისინიც. ახლა ხომ გესმის, რამდენად დაეცა დღეს მონაზვნობა. ერთხელ ერთმა ჰკითხა ხუცესს: „რა ელის მონაზვნურ ცხოვრებას?! მან კი უპასუხა: როცა თავი ფეხებად გექცევა, ფეხები კი თავად, მაშინ იცოდე, რომ დასასრული დამდგარა უკვე მონაზვნური ცხოვრებისა“. ხედავ როგორ განსაჯა ბრძენმა ხუცესმა? ახლა კი ესეც ისმინე: ძველმა მამებმა არ იცოდნენ ტყუილები. და თუ ვინმე დაეჭვდებოდა მეორეს სიტყვებში, მისთვის რომ დაეჯერებინათ, იგი ასე ამბობდა: „მე თუ ამას გავაკეთებ, მაშინ დაე წილი მედოს უკანასკნელ მე-8 საუკუნის ბერებთან!“. სხვებმა კი რომ მოისმინეს ხუცესის ეს სიტყვები იკითხეს: „რას ნიშნავს ეს სიტყვები, ნუთუ არ გეცოდება შენი სული, ამას რომ ამბობ?“ ხედავ, ადრე პირველი ხუცესები როგორ უარყოფდნენ ახლანდელთა უგრძნობლობას, რომლითაც თქვენვე გახწენით საკუთარი გრძნობები! ახლა კი ხომ ხედავთ როგორ იხრწნებიან ქალწულები მრუშობით, და როგორი უგრძნობლები გახდნენ ისინი?! არადა ჯერ სულაც არ დამდგარა უკანასკნელი ბერების დრო, თუმცა უკვე კი იწეყბს ამის დასაწყისის მოსვლა. ახლა შემოდგომაა, და მათი მოსვლისას უკვე ზამთარი იქნება; და მას მოჰყვება გამყინვარება; ახლა ახლანდელი მონაზვნური ცხოვრება იღუპება, მაშინ კი უკვე მართლა დაიღუპება. მაგრამ მას მოჰყვება უფრო სასტიკი ზამთარი; ახლა მონაზვნური ცხოვრება თანდათან იღუპება, მაშინ კი უკვე დაღუპული იქნება. და ყველაფერი ამის შემდეგ მონაზვნური ცხოვრებიდან ენას მხოლოდ სახსოვრადღა თუ რჩება მისი სახელი. ასე, რომ, ვინც ახლა მონაზონია და მომწიფდა უკვე მონაზვნური ცხოვრებისათვის, ანუ მოღვაწეობს ფხიზლად და შემართულად, იგი დააგვირგვინებს თავის ცხოვრებას დიდებასა და პატივში“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4471
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთმა ბერმა ჰკითხა [ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს]: - მამა გაბრიელ, შეიძლება სვეტიცხოველის მონასტერში ინფორმაციის მოსასმენად ტელევიზორი გვქონდეს?
-ორმოცი წელიწადია ბერი ვარ და ის ვერ დავიმსახურე, რომ კელიაში ტელევიზორი მქონდეს, აბა, თქვენ იცით, როგორ იზრუნებთ ამ საქმისთვის და იმდენი ილაპარაკა ტელევიზორის კაბელებისა და ანტენების დამონტაჟებაზე, რომ შერცხვენილ ბერებს საერთოდ გაუქრათ ეს სურვილი“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4472
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ცნობილია, რომ წმინდა მამები სულიერი ცხოვრების სამ საფეხურს გამოყოფენ: განწმენდა, განათლება და განღმრთობა. ყველა ადამიანის მიზანი, განსაკუთრებით კი მონაზვნისა, მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ეს საფეხური გაიაროს და იმის ღირსი გახდეს, რომ მის გულში ქრისტე დამკვიდრდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიაღწიოს განღმრთობას, რათა მთელი მისი სიცოცხლე ქრისტეს სიცოცხლეს მიემსგავსოს.
რამდენადაც ყველა ადამიანი უნიკალური და განუმეორებელია, ყველა განწმენდის, განათლებისა და განღმრთობის გზებიც უნიკალურია. ამიტომ წმინდა მამები თითოეული ადამიანის შინაგანი წყობის დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მონაზვნური კანონებიც სულიერ მოძღვარს აძლევს საშუალებას, თითოეულ სულს უწინამძღვროს სწორედ იმ გზით, რომ არ დაამცროს მისი უნიკალურობა. ამიტომაც მონაზვნური ცხოვრება მხოლოდ წიგნში დაწერილ კანონებს ვერ დაეფუძნება. საჭიროა ცოცხალი, გამოცდილი, სულიერი განსჯით დაჯილდოვებული წინამძღვარი, რომელიც ადამიანს განღმრთობის გზაზე სვლაში დაეხმარება. ყველა ეკლესიის ტრადიციაში მონაზვნობა, პირველ რიგში, სწორედ ამ სულიერ წინამძღვრობაზეა დაფუძნებული. სწორედ მოძღვრობა წარმოადგენს მონაზვნობის არსსაც და მის პრაქტიკულ მხარესაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერი მოძღვრის გარეშე, არ არსებობს მონაზვნობა. შეიძლება მონასტრის ცხოვრება საეკლესიო კანონებითა და მონაზვნური ტიპიკონებით მოვაწყოთ, ან კიდევ ათასობით წესი და კანონიც დავწეროთ, მაგრამ მხოლოდ მაშინაა მონასტერში სიცოცხლე, როცა იქ არის სულიერი მამა და წინამძღვარი“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4473
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მინახავს მონაზვნები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერებულ ხორციელ მოღვაწეობას ეწეოდნენ, ამის გამო ექმნებოდათ უკიდურესად მაღალი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ღრმა ხიბლში ცვივდებოდნენ. უჩვეულოდ მრავლდებოდა მათი სულიერი ვნებები - მრისხანება, ამპარტავნება, ცბიერება, ურჩობა; საბოლოოდ ერეოდათ ეგოისტური „მე“ და საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა; ისინი ჯიუტად და გააფრთებით უარყოფდნენ სულიერი მოძღვრების, წინამძღვრების, თვით მღვდელმთავრების ყველა სულის მარგებელ რჩევას თუ გაფრთხილებას; უგულებელყოფდნენ არათუ სიმდაბლის, არამედ უბრალო თავაზიანობისა და ზრდილობის წესებს, და იმდენადაც კი კადნიერდებოდნენ, რომ სრულიად უტიფრად გამოხატავდნენ აგდებულ დამოკიდებულებას ამ მრჩეველა მიმართ“.
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4474
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჰოი, უბედურო მთაწმინდელებო! ეს რა უბედურება დაგატყდათ თავს? თქვენ დაგჭრათ იმ მშვილდ-ისარმა, რომელმაც თავისი სული კეთროვნად აქცია, და თქვენ დასნეულდით მრავალ მზრუნველი საზრუნავებით! როგორ შეგეძლოთ თქუენ აგერჩიათ მრუში, გარყვნილი ქალი და გაგენადგურებინათ ცხონების ის გზა რომელიც თქვენამდე მოიტანეს წინაპრებმა?!
აღსდექით, მთელი მსოფლიოს მამანო, აკურთხეთ სამონაზვნო ცხოვრება, როგორც კეთილმა მეომერებმა, რომელთაც გამარჯვებული ამალეკი, გაქცეული რომ მოაბრუნეთ და ასეთი ურთულესი შრომით რომ ააღორძინეთ აქ მონაზვნური ცხოვრება! აღსდექით, ყველა წინაპრებო, მონაზვნური ცხოვრებით გაბრწყინებულებო, და ნახეთ, რა დაემართა ათონის სამონაზვნო ცხოვრებას! აღსდექით წინაპარნო, ასკეტების მადიდებელნო! (ანუ მმარხველებო, აქ მოღვაწენო). აღსდექით წინაპართა ადრინდელო სიმშვიდეო! (ანუ მდუმარენო). აღსდექით წინაპარნო, ცხონების მოსურნე მამანო! (ანუ ბრძენო ხუცეს-მოძღვრებო). აღსდექით წინაპარნო, მსოფლიოს საერთო საცხოვრებელნო! (ანუ სავანეების არქიმანდრიტებო). აღსდექით წინაპარნო, მეუდანოეთა მოთმინებანო, ანუ მომთმენო მეუდაბნოებო; ქალწულობის თავნო (ანუ წარმომადგენლებო ქალწულობის სახისაო) რომელთაც შემუსრეთ დამღუპველი მრავალ მზრუნველობის შვიდ თავიანი ურჩხული! აღსდექი, მამა ათანასევ, და შეხედე შენს შთამომავლობას, როგორ დაღუპეს მათ შენი მაცხოვნებელი მოძღვრობა და განუდგნენ მცნებებს, რომელიც შენ გადაეცი მათ! და ისინიც ჩამოშორდნენ ცხონების, სიმშვიდის გზას და დაადგნენ უშიშრობის, ცდუნებების გზას, რითაც აცდუნებენ ერთმანეთს, ვამბობთ: „ვინა ხარ შენ და ვინა ვარ მე?“ - თითქოსდა ისინი შენი შთამომავლები არ იყვნენ, თითქოს შენი შვილები არ იყვნენ აწ უკვე ბავშვების იე მკვლელნი, რომელთაც მოკლეს ცხონების შვილები და აღადგინეს დაღუპვის შვილები! აღსდექი, ღირსო პეტრევ! ღვთისთვის სათნო მეუდაბნოებით მოღვაწეო, მაცხოვნებელ მღვიმეთა მეუდაბნოების ფერო, ბისერის მსგავსო მტვირთველო (ანუ უდიდესი საგანძურის გულით მატარებელო და მოუპარავად მტვირთველო). აღსდექი, რომ იხილო შენი მოღვაწენი, რომელსაც ღვაწლით შენ გაუხსენი ცხონების ეს გზა, აღსდექ და იხილე მათი ცხოვრება, ისეთივეა კი ის, როგორიც შენ დაუტოვე მათ? თუ ნასახიც კი აღარ დარჩა მისგან? მოღვაწეთა მადლიერება, მეუდაბნოეთა ცხოვრება, მწარედ რომ აღუვლენდნენ ღმერთს თავიანთ სურვილებს, სიყვარულით ფრთებშეხსმულნი, ვამბობთ: დარჩა კი მათი მსგავსი ცხოვრება და ემადლიერებიან კი მათ ახლაც? იხილეს კი მათ ასეთ ცხოვრება - მომწიფებული მონაზვნობა; მათ ხომ შეურაცხყვეს იგი - მერე კი ისიც თავისთავად შეილახა“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4475
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ერთ განდეგილ მონაზონს ვიცნობდი, რომელიც ათონიდან ორმოცი წელი არ გამოსულიყო. ერთი კაცი თავის ხუთი წლის შვილთან ერთად ესტუმრა. მას ორმოცი წელი არ ენახა ბავშვები! როგორც კი დაინახა, წამოიძახა: „უფალო შემიწყალე!“ დიდი ხანი უყურებდა ამ პატარა ბიჭუნას და განუწყვეტლივ იმეორებდა: „როგორი პატარაა! პირველად ვხედავ აქ პატარა ბავშვს მთელი ორმოცი წლის განმავლობაში!“ ათვალიერებდა მის თავს, სახეს, ხელებს და ფეხებს და ამბობდა: „რა პატარა თავი აქვს, რა პატარა ხელები და ფეხებია!“ ერთადერთი ბავშვი, ვინც მას ათონზე ენახა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხელებში ყრმა ქრისტე იყო.
ზოგი იფიქრებდა, რომ ასეთი განდეგილი მონაზვნები მარტოობისგან სრულიად გაველურდნენ და ურთიერთობის უნარი დაკარგეს, მაგრამ ჩვენ სავსებით საპირისპიროს ვხედავთ“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4476
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თვითნებური მონაზვნობა არ არის მონაზვნობა, ეს ხიბლი გახლავთ!“
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/ „2024 წლის 13 ოქტომბერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ქობულეთის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ თეიმურაზ მელაძეს. მღვდელი თეიმურაზი ამავე მონასტერში იმსახურებს. აქსიოს! ვულოცავთ მამა თეიმურაზს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4477
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ახლა მორჩილებს შორისაც მოიპოვებიან ისეთები, რომლებიც უშიშრად სჩადიან დამღუპველ მეძავეობას, ანუ როცა მამათმავლობენ; ასეთები არიან ახლად დამწყებ მორჩილებშიც.
უბედურნი არიან ის ხუცესები, როცა მათ მორჩილებაში მყოფ ყმაწვილთა შორის მსგავსი რამეებისას, არ ამხელენ მათ, რათა ისინი გამოსწორდნენ! როგორც ჩანს, თავად ხუცესსაც გააჩნიათ ვნება თავისი ყმაწვილი მორჩილებისადმი და სულაც არ სურთ მათი ამისგან გამოსწორება. ჰოი საცოდავო ხუცესებო! თქვენ კი გესმით საკუთარი ყურით, და საკუთარი თვალითაც ხედავთ, როგორ ვითარდება ორ ახალგაზრდა ყმაწვილში ეს მომხიბლავი ვნება, მაგრამ მაინც არ აძლევთ მას შენიშვნას გამოსასწორებლად; ანუ არ განაცალკევებთ მათ ერთმანეთისაგან; ან არ აგდებთ გარყვნილს, რომ გამოასწოროს ეს უსჯულოება და არ ათავისუფლებთ თქვენი მორჩილობიდან გარყვნილების უღელქვეშ მყოფებსაც, რომლებიც ღორებივით იქცევიან ერთმანეთს შორის, და გატაცებულნი არიან ერთმანეთთან წოლის ვნებით; ეს კი იწვევს ისეთ მხურვალე ცეცხლოვან ვნებას, რომელთა წინაშე ეშმაკებიც კი ძრწიან. თუმცა ეშმაკებისთვის დამახასიათებელია ადამიანური ბუნების ცდუნება მამაკაცთა შორის დაწოლის ვნებით, მაგრამ როცა ამ წყეული ვნებით უკვე აღეგზნებიან ყმაწვილები და კავდებიან ამით, ეშმაკებიც კი ძრწიან მაშინ, რადგან ეშინიათ იმ საშინელი ტანჯვისა, რომელიც გამზადებულია ჯოჯოხეთში სწორედ ამ საქმიანობის ჩამდენთათვის; ეშმაკებს ეშინიათ იმისა, თავადაც რომ არ ცდუნდნენ ამ ვნებით და თავადაც რომ არ აღმოჩნდნენ ჯოჯოხეთში ასეთთათვის განკუთვნილ ადგილზე“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4478
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნისთვის არ შეიძლება მოძღვრის შეცვლა, რადგან მან ღმრთის წინაშე დადო აღთქმა, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გვერდით იქნებოდა“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ „2024 წლის 20 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა. გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ იღუმენები: დავითი (უმანკოშვილი), კონსტანტინე (კობეშავიძე) და ნეოფიტე (დვალიშვილი). იღუმენის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ მღვდელ-მონაზვნები: საბა (ნოზაძე), მარკოზი (ფანიაშვილი) და მოსე (ცქიტიშვილი)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4479
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მორჩილებას, რომლის მეშვეობითაც მოვიპოვებთ ძვირფას სულიერ საგანძურს - სიმდაბლეს, ყველა მამა ერთსულოვნად ასახელებს უმთავრეს მონაზვნურ სათნოებად, გზად, რომელსაც რჯულიერად და სწორად მივყავართ გონებით და გულით ლოცვამდე, ანუ ჭეშმარიტ დაყუდებამდე“
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4480
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გაეშურა ბერი თავისი მშობლებისკენ ცოტა არ იყოს ეშმაკური განზრახვით, რომ იქორწინოს. ამას სხვებიც ურჩევდნენ ასე:
„რად განაღვლებს შენი ბერობა?! ბერი რომ ყოფილიყავი დარჩებოდი კიდეც იმ წმინდა მთაზე, სადაც არ არიან ქალები. მაგრამ ახლა რახან ერს დაუბრუნდი, რა სარგებელს ნახავ აწი მონაზვნობაში?“ მსგავსმა დარიგებებმა მალევე გადააწყვეტინა მოეხსნა თავისი სქემა და დაქორწინდა, მაგრამ საუბედუროდ ვერც ამაში ჰპოვა ბედნიერება, ამით მხოლოდ თუ შებილწა თავისი სული“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4481
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ათონის წმინდა მთაზე ერთ მონასტერში მივედი. გარეგნულად მან ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ყველა მონაზონი მომღიმარი, თავაზიანი, ახალგაზრდა, განათლებული იყო. მათ შორის იყვენენ უნივერსიტეტის პედაგოგებიც, ექიმებიც. ასე რომ, იფიქრებდი, ამ მონასტერში სიხარული მეფობდა. შევხედე წინამძღვარს, რომელიც ავად იყო, ლოგინში იწვა და ვკითხე:
-როგორ მიგდის საქმეები, მამაო? როგორ ცხოვრობ? -კარგად! - მპასუხობს. ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ და ის მეკითხება: -მოგწონს ჩვენი მონასტერი? -შესანიშნავი სავანეა! რა კარგი მონაზვნები არიან, ყველა იღიმის! - ხოლო მან მიპასუხა: -იცი, რას გეტყვი? ეს გარეგნულად გამოიყურებიან ასე, მაგრამ თუ უფრო ღრმად შეხედავ, ეს საშინელი ბრძოლის ველი და ღუმელია, რომელშიც ისინი იწრთობიან. მართლაც, ეს საოცრად ლამაზი მონასტერი ათონის მთის ერთ-ერთ ყველაზე ასკეტურ მონასტრად ითვლება. ეს ყველაფერში ვლინდება. იქ არის საკმაოდ მკაცრი წესები, რაც გარეგნულად საერთოდ არ ჩანდა. რატომ? ზუსტად იმიტომ, რომ სულიერი მოვლენები განსხვავდება ამქვეყნიურისგან. მაგალითად, სულიერი ბრძოლა სრულიად განსხვავდება საერო განსაცდელისგან. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. თვითოეული თავისებურად, საკუთარი ხასიათიდან და ემოციებიდან გამომდინარე განიცდის ამას. ზოგს ეს ბრძოლა პირველი დღიდან ეწყება, ზოგს მოგვიანებით. ეს ღმერთის განგებულებით ხდება. ყველა არ გადის ერთსა და იმავე ბრძოლას. არიან ადამიანები, რომლებიც უძლებენ განსაკუთრებულად ბევრ ომს და ამასთანავე საკმაოდ ძლიერსაც, ისეთს, რომლის დაჯერებაც რთულია. წმინდა სილუანე ათონელი ამბობდა: -რომ მცოდნოდა, როგორ ღამეებს გადავიტანდი მონასტერში, ერთი დღეც კი არ დავრჩებოდი! მიუხედავად ამისა აქ ათასობით ღამე გავატარე. მან ამ ყველაფერს ღმრთის მადლით გაუძლო. მადლის გარეშე ყველაფერი აუტანელი იქნებოდა. მაგრამ, ჩემო შვილებო, ეს რაც არ უნდა საშიში ჩანდეს, აუცილებელია, რომ ვიცოდეთ“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4482
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენი ღირსი მამები, ყველა დროის წმინდა ბერები თავს გულმოდგინედ იზღუდავდნენ ქალებთან ნაცნობობისაგან. ქალებს ძველ მონასტრებში შესვლა ეკრძალებოდათ. ეს წმინდა და კეთილისმყოფელი ჩვეულება ახლაც დაცულია მთელ ათონის მთაზე. ის ბერები, რომლებიც განსაკუთრებით ყურადღებიან ცხოვრებას მისდევდნენ, ქალებთან ნაცნობობისა და ურთიერთობისაგან განსაკუთრებული გულმოდგინებით იცავდნენ თავს, რაც ჩანს ღირსი მამების არსენი დიდის, სისოი დიდის, იოანე მდუმარისა და სხვა, აღმატებული სიწმინდის მქონე მამების ცხოვრებებიდან. ისინი ასე იქცეოდნენ არა მარტო საკუთარი ნება-სურვილით, არამედ აუცილებლობის კარნახითაც, რომელსაც ისინი თავიანთ ყურადღებიან ცხოვრებაში ისე ხედავდნენ, როგორც სენაკში.
ზოგიერთი ბერები ამტკიცებენ, რომ ქალების საზოგადოებაში ხშირად ყოფნით ზიანს ვერ გრძნობენ. იმ ბერებს არ უნდა დავუჯეროთ: ისინი ან სიმართლეს არ ამბობენ, მალავენ თავიანთ სულიერ ზიანს, ანდა ყველაზე უყურადღებო და დაუდევარ ცხოვრებას მისდევენ, ამიტომაც თავიანთ მდგომარეობას ვერ ხედავენ ანდა მათ ეშმაკი ძარცვავს, ზიანის გაგებასა და შეგრძნებას ართმევს, რათა მათი მონაზვნური ცხოვრება უნაყოფო გახადოს და უეჭველი დაღუპვა მოუმზადოს. ამ საკითხზე შესანიშნავად მსჯელობდა ღირსი ისიდორე პელუზიელი ეპისკოპოს პალადიოსის მიმართ მიწერილ წერილში: „თუკი „განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი“, როგორც წმინდა წერილი ამბობს, მაშინ ამას, უპირატესად, ქალებთან საუბარი იქმს. თუნდაც საუბრის საგანი სიკეთეც იყოს, იგი საკმაოდ ძლიერია, რომ შინაგანი კაცი ბილწი გულისსიტყვებით ფარულად გახრწნას და მაშინ, როცა სხეული სუფთა რჩება, სული შებილწოს. კეთილო კაცო, ქალებთან საუბარს, რამდენადაც შეძლებ, მოერიდე. თუ რაიმე საჭიროების გამო ქალებთან მიხვალ, თვალები ძირს გქონდეს დახრილი, და მათაც, ვისთანაც მიხვედი, უმანკო მზერა ასწავლე. როცა რამდენიმე სიტყვას ეტყვი, რომლებსაც შეუძლია ისინი განამტკიცოს და მათი სულები განანათლოს, დაუყოვნებლივ გაეცალე, რათა ხანგრძლივმა საუბარმა არ მოალბოს და არ მოასუსტოს შენი სულიერი სიმაგრე“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4483
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერმა ღვთის შიშით უნდა მიიღოს ადამიანები და შთააგონოს მათ არა დამოძღვრით და ქადაგებით, არამედ ლოცვით, ღვთის შიშით და პირადი მაგალითით. ეს ძალიან ფაქიზი რამაა. ვთქვათ, მოვიდა მავანი მონასტერში. ჩვენ მას მივიღებთ; მაგრამ არ არის საჭირო მრავალსიტყვაობა. სტუმართმოყვარეობა უპირველესად ტაძარში უნდა გამოვიჩინოთ, ანუ სტუმარს წავიყვანთ მსახურებებზე, მწუხრზე, სერობაზე. საკითხავს მკაფიოდ და გასაგებად წავიკითხავთ, ვიგალობებთ მოწიწებით, ყველგან წესრიგი და მდუმარება უნდა სუფევდეს. რამდენიმე სულის მარგებელ სიტყვასაც ვიტყვით, გავუმასპინძლდებით კიდევაც სტუმარს, ჩაი, ყავა და ა.შ., მაგრამ იბატონებს სიჩუმე და იმეტყველებს პირადი მაგალითი. ჩვენი ცხოვრების წესით უფრო ბევრ რამეს შევძენთ მას. ჩვენ არ უნდა შევცვალოთ ტაქტიკა, რადგან სტუმარი ამით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს და არა სიტყვებით. თუ გექნება წესრიგი და ვიქნებით ღმერთის ერთგულნი, განიწმინდება მთელი მონასტერი. ცხადია, მონაზვნების მხრიდან ეს ყველაფერი შესრულდება სადად, ყოველგვარი დაძაბულობისა და ძალდატანების გარეშე. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო მისიონერობა“.
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ „2024 წლის 22 ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის ღირსი ექვთიმე გაენათელის სახელობის მამათა მონასტრის წინაძღვარი, მღვდელ-მონაზონი იაკობი (შარვაშიძე). მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ იაკობის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ მღვდელ-მონაზონი იაკობი“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4484
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ახლა სავანელები დაემსგავსნენ მებაღეებს, და ამიტომაც ისინი იმსახურებენ არა მოღვაწის წოდებას, არამედ მებაღისას.
უდიდესი სირთულით ისინი ანაყოფიერებენ და კვებავენ ხეებს, ანაყოფიერებენ სხვადასხვა ჯიშის ნაყოფებს, დაატარებენ მათ სენაკებსა და მონასტრებში და ასე ართობენ საქმეებით იქაურ საბეროებს. ადამიანებს თავს ახვევენ თავიანთ ნაყოფს; ადამიანებიც თავიანთი ადამიანური სიყვარულით იღებენ მათგან ბაღნარიდან მოძღვნილ საჩუქრებს; და მერე სხვებიც იწყებენ ფორიაქს, რითი დააჯილდოონ თავადაც მებაღე, რომელმაც მას მოუტანა თავისი ბაღიდან ხილი. და ჩვენ ვამბობთ: რას მიაგებს იგი ასკეტს, თავისი ბაღიდან მისთვის მოძღვნილი ასეთი ხილისთვის, ასეთი წითლებისთვის, ასეთი ყვითლებისთვის, ვამბობთ: ფორთოხლებს, ლიმონებს, კამას, სატაცურს და ყველანაირი სხვადასხვა ჯიში მწვანილეულს. ამ ბალახეულს კი ისინი აგროვებენ წვალებითა და გამალებული შრომითა და ღვაწლით, მერე ცლიან ტომრებში, ანუ თოფრაკებში, და საგულდაგულოდ მოიკიდებენ მას ზურგზე, და დაატარებენ დატვირთული ვირებივით აქეთ-იქით სენაკებსა და მონასტრებში; თან აიძულებენ იქ მცხოვრებნი მიიღონ მათი საქონელი და როცა მიადგებიან რომელიმე მონასტერს, დიდი სიფრთხილით იღებენ თავიანთი ტომარა-თოფრაკებიდან წითელ-ყვითელ ნაყოფებს, სხვადასხვა ბალახეულს, იღლიაში ამოიდებენ და უჭირავთ ასე. მაგრამ რამდენ ხანს უნდა ეჭიროთ იგი?! ამიტომ იწყებენ მთელი მონასტრის მოვლას, ვთქვათ: დაწრიალებენ დერეფნებსა და გადასავლელ შუშაბანდებში; და თუ შეხვდებიან რომელიმე ძმას, კითხვით მიმართავენ: „სად არის ამის თუ იმის სენაკი?! და ძმაც მიანიშნებს: „იქითაა“. ვაჭარი კი განაგრძობს საბეროს გამოკითხვას: „და ეს კი სად შეიძლება რომ ვნახო?!“ ისიც უჩვენებს მას ყველა ამ ადგილებს, მერე შორდება ვაჭარი და შედის ერთ-ერთ მათგანთან; ის კი გაკვირვებული ეკითხება: „რისთვის მომიტანე ეს საჩუქრები?!“ მოტანიც პასუხობს: „ჩემი მოძღვარი ლოცულობს თქვენზე და ეს მან გამოგიგზავნათ!“ ის კვლავ ეკითხება: „და თქვენი მოძღვარი ვინ არის და რა ჰქვია?!“ ეუბნება მომტანი: „აი იმ სენაკში ცხოვრობს“ და უსახელებს მის სახელს. ისიც ეუბნება: „კაი ბატონო, თუმცა მე არც კი ვიცნობ მას, თუმცა მაინც, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობა გადაეცი ჩემგან!“ მომტანი ელის,რომ იგი გაიღებს მცირეოდენს მისთვისაც, მაგრამ მას არაფერი გააჩნია მისთვის და ვერც ვერაფერს ჩუქნის. მაშინ ვაჭარი გარბის იმით გაგულისებული, რომ არაფერი აჩუქეს. მიადგება ახლა მეორეს; იქაც იგივეს იღებს რაც სხვებისგან მიიღო. მაგრამ უკვე მესამე, ცოტაოდენით მაინც ასაჩუქრებს; მომტანი მაინც გულმოსულია ასე ცოტა რომ დაიმსახურა და უკან ბრუნდება, ისე, რომ ვერაფერს გამორჩა ვერავის თავისი ტყუილების გამო! ტყუილი კი შემდგომში იყო: ასაჩუქრებენ უამრთებლო გამყიდველები ვინმეს იმისთვის, რომ მისგან უფრო მეტი საჩუქარი მიიღონ! სწორედ ესაა ის ტყუილი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. როცა ადამიანი ვინმეს ასაჩუქრებ, სამაგიეროს არ უნდა ელოდო მისგან! ამიტომაც ვუწოდე მე მას: „უმართებლო გამყიდველი!“ აი ასეთი ტყუილებით დაძრწის იგი მთელ მონასტერში. და აძალებს სხვებს საჩუქრის მიღებს. დაძრწის ასე უმართებლოდ გამცემი და სჩადის უმრთებლოდ ფარისევლობას, პირმოთნეობას, ამპარტავნობას, გაგულისებული, მოღრუბლული სახით, ყოყოჩი მორჩილის იერით; ყოყოჩობით კი ყოყოჩობს იმიტომ, რომ იგი ასეთი სავანიდანაა, ცხოვრობს კლდიან ადგილას, ანუ წმინდა ანას სავანეში, კავსოკალივის სავანეში ან სხვა სავანეშიც, რომელიც ამ მთაზე, ამ მაცხოვნებელ ჭურჭელში ცხოვრობს. ახლა კი ისინიც იქცნენ ჩვეულებრივ მოკვდავთა საცხოვრებლებად, განსვენებულთა საცხოვნებლად, და აღდგომილთა დასაღუპავად იმგვარი დაღუპვით, რომლითაც უფალი მოკლეს ადრინდელმა მამებმა, ახლანდელმა ადამიანებმა კი იგი აღადგინეს; და აგრეთვე აღადგინეს თავიანთი სამონაზვნო ცხოვრებაც“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4485
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ათონზე ცხოვრობდა ბერი გიორგი, დიდი ათონელი მამის, ჰაჯი-გიორგის უკანასკნელი ცოცხალი სულიერი შვილი. 1976 წელს მის კელიაში ავაზაკები შეიჭრნენ, გაძარცვეს და ისიც, ოთხმოცდაათი წლის უძლური მოხუცი, სასტიკად სცემეს. სულ სისხლში და ჭრილობებში იყო. როდესაც ეს ავაზაკები მიდიოდნენ, მისი დაბმა გადაწყვიტეს. მამა გიორგიმ კი სთხოვა, რომ ტაძარში სტასიდზე მიებათ და წინ სანთელი აენთოთ, რათა თავისი მონაზვნური კანონის აღსრულება შესძლებოდა. აი, ასე იყოს ის სტასიდზე მიბმული და ლოცულობდა, სანამ სხვა მონაზვნებმა არ აღმოაჩინეს.
ახლა წარმოიდგინეთ ოთხმოცდაათი წლის მოხუცს, რომელიც ძალიან ძლიერად სცემეს, მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რომ ავაზაკებს ტაძრის სტასიდზე მიებათ და მთელი ღამე ელოცა!“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4486
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა მამები მონასტერს უწოდებენ სამკურნალოს (საავადმყოფოს). ზუსტად: მონასტერი არის ზნეობრივი საავადმყოფო. ჩვენ სოფლიდან მოვდივართ მონასტერში, რათა დავტოვოთ ცოდვილი ჩვევები, რომლებიც საერო ცხოვრებაში შევიძინეთ, და ცდუნებების ზემოქმედების გარეთ, რომლებითაც სოფელი სავსეა, მოვიხვეჭოთ ჭეშმარიტად ქრისტიანული ჩვევები, ანუ ქცევები. მიწაზე ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრებისათვის ვიმედოვნებთ მივიღოთ მარადიული ნეტარება ზეცაში. ამგვარად, საჭიროა ყოველმხრივ ვეცადოთ, რათა მივაღწიოთ მიზანს, რომლისთვისაც მონასტერში შევდივართ, რათა მონასტერში ცხოვრება ხსნად გვექცეს და არა უფრო მეტი განკითხვის მიზეზად ქრისტეს სამსჯავროზე“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4487
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთმა მონაზონმა მიამბო, ერთ დღეს ლოცვისას, როგორ იგრძნო, რომ სატანამ გული ისე დაუჭირა, თითქოს უზარმაზარი კლდე ჩამოექცა მკერდზე. ვერც ბაგით და ვერც გონებით ვერ წარმოთქვამდა ლოცვის სიტყვებს. ცდილობდა პირჯვარი გადაეწერა. მაგრამ სწორედ ამ დროს მტერმა ორივე ხელი ისე შეუკრა, რომ მათი განძრევაც კი არ შეეძლო. მაგრამ ღმერთმა შთააგონა და მან თავით ჰაერში ჯვარი გამოსახა. ეს საკმარისი აღმოჩნდა: სატანამ მაშინვე გაუთავისუფლა ხელები, მკერდი და გაუჩინარდა. ძმა მყისვე შეუდგა გონისმიერი ლოცვის წმინდად აღსრულებას. როცა ეს ყველაფერი აღიარა, მე ვუთხარი: „მადლიერი უნდა იყო სატანისა, რომელმაც ლოცვა გასწავლა. ახლა ეცადე, დაიმარხო ის“.
/მონაზონი იოსებ დიონისიატისი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4488
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,339 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი ყმაწვილი იმყოფებოდა თავის სენაკში, სადაც თავისი მონაზვნური ცხოვრების ერთ ნაწილს ატარებდა ხოლმე; იგი იქ იყო ხშირად თავისი ბოროტი საქმიანობით დაკავებული და ფიქრობდა არა ღმერთზე, არამედ თავისი გულის მესაიდუმლე მამონაზე; და ძალიან ძლიერად უკვე მასზე დამონებული, იმავდროულად ძალიან ახლოს იყო ერთ მოძღვართანაც, რომელთანაც ყოველდღიურად აღიარებდა თავის ცოდვებს, მაგრამ მოძღვარი არაფერს ეუბნებოდა მათზე, რჩებოდა ასე უმოქმედოდ და სულაც არ ცდილობდა მის გამოსწორებას, პირიქით უშვებდა თავის ნებაზე და ასე აღუპინებდა თავს. მოძღვარი მისადმი ყველაფერში შემწყნარებლობას იჩენდა, ყმაწვილი ვერ ხვდებოდა, რომ მისი მოძღვარი გატაცებული იყო მისადმი სოდომური ცოდვებით და მისი შემწყნარებლობის შემხედვარე ყოველთვის რჩებოდა ბოროტ საქმიანობაში და აღასრულებდა თავის უზნეო საქმეებს.
და რაც უნდა შთაეგონებინათ მისთვის თავის ზრახვებს, ყველაფერს ასრულებდა დაუფიქრებლად თავისივე მოძღვრის დამღუპველი დაშვებებით. ბოლოს ყმაწვილი გარდაიცვალა თავის ამ უსჯულოებებში და მიაბარეს მიწას. მისი სიკვდილიდან 40 დღის შემდეგ გაუმართეს მას დიდი ქელეხი; ამ ქელეხიდან გაეშურნენ მისი საძმოდანაც სატრაპეზოდ უფროსი ძმები, მოქადაგე კი გაეშურა ამბიონისკენ საქადაგებლად. მონიშნული საკითხავის წაკითხვის შემდეგ ამბიონისკენ გაეშურა მისი მოძღვარი და იწყო განსვენებულისთვის ხოტბის შესხმა. ის კი, ანუ განსვენებული, ყველასთვის მოულოდნელად შემოვიდა სატრაპეზოს დიდი კარიდან, დადგა სატრაპეზოს შუაგულში და უსმენდა მის ქება-დიდებაში გართულ მოძღვარს. იგი კი ამბობდა, რომ არასდროს ჰყოლია ამ მონასტრის საძმოს ასეთი კარგი ადამიანი და რომ მან ეს იცოდა მისივე აღსარებებიდან. იგი ამბობდა, რომ განსვენებული იყო წმიდა ადამიანი და მკაცრად იცავდა თავის ქალწულობას. რომ იგი იყო წმიდა და მორჩილი, თავმდაბალი, არ იყო მომხვეჭელი, მარხვაში კი ეწეოდა დიდ მოღვაწეობას. ასეთი ხოტბა-დიდებით მან მოულოცა მას ნეტარებაში აღსრულება. და მაშინ უეცრად იწყო საუბარი განსვენებულმა: „შენი ამ ცრუ სიტყვებისთვის მოგიწევს ზუსტად ჩემნაირი აღსასრული! ასე რომ, მისმინეთ ძმანნო! ყველა იმ საქებარი სიტყვებიდან, რომლითაც შემაქო ჩემმა ბოროტმა მოძღვარმა, არცერთი სიტყვა არ იყო მართალი. ის კი იმიტომ მაქებდა, რომ ჩემდამი მას გააჩნდა სოდომური ვნებები“. მაშინ კვლავ წამოდგა მოძღვარი და წარმოთქვა: „შვილო ჩემო, შენ ხომ მოკვდი და დაგკრძალეს, და როგორღა მოხვედი აქ 40 დღის შემდეგ?!“ განსვენებულმა კი თქვა: „ჰოი, ბოროტო მოძღვარო! როგორ შეგიძლია, შენ გააღო პირი ჩემზე სალაპარაკოდ?! განა შენთვის ცოტაა ის, რომ მე აგიზგიზებულ ცეცხლში ვიწვი?! შენ კი მაქებ იმ საქმეებისთვის, რაც მე არ გამიკეთებია. მე ხომ მხოლოდ ბოროტ საქმეებს ჩავდიოდი და არცერთ მათგანს შენ არ გიმალავდი, შენთან ვაღიარებდი. შენ კი იმის ნაცვლად გეზრუნა ჩემი ცოდვების გამოსასწორებლად ისე იქცეოდი, რომ მე კიდევ უფრო გამემძაფრებინა ჩემი ბოროტი ვნებები; შენ ხომ სულ მაქებდი და მაქებდი! და ახლაც შენი ქებით სულ უფრო და უფრო აგიზგიზებდი იმ ცეცხლის ალს, რომელშიც მე ახლაც ვიწვი!“ ამის შემდეგ განსხვენებულმა კვლავ თქვა: „ახლა კი შენც გამომყვები იქ, სადაც მე ჩამაგდე!“ იმწამსვე გაიხსნა მიწა და ორივე ჩაყლაპა მამათმავლური ვნების ალმა, რომელიც ეკუთვნის არა მხოლოდ იმათ, რომლებიც სცოდავენ ყველა საქმეში, არამედ იმათვისაცაა, რომელთაც არ შეუცოდავთ ამ საქმით, მაგრამ აქვთ მისწრაფება ამ სოდომური ვნებისკენ“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th August 2025 - 11:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი