IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 223 224 225 226 227 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Mar 4 2025, 11:39 AM
პოსტი #4481


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ათონის წმინდა მთაზე ერთ მონასტერში მივედი. გარეგნულად მან ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ყველა მონაზონი მომღიმარი, თავაზიანი, ახალგაზრდა, განათლებული იყო. მათ შორის იყვენენ უნივერსიტეტის პედაგოგებიც, ექიმებიც. ასე რომ, იფიქრებდი, ამ მონასტერში სიხარული მეფობდა. შევხედე წინამძღვარს, რომელიც ავად იყო, ლოგინში იწვა და ვკითხე:

-როგორ მიგდის საქმეები, მამაო? როგორ ცხოვრობ?

-კარგად! - მპასუხობს.

ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ და ის მეკითხება:

-მოგწონს ჩვენი მონასტერი?

-შესანიშნავი სავანეა! რა კარგი მონაზვნები არიან, ყველა იღიმის! - ხოლო მან მიპასუხა:

-იცი, რას გეტყვი? ეს გარეგნულად გამოიყურებიან ასე, მაგრამ თუ უფრო ღრმად შეხედავ, ეს საშინელი ბრძოლის ველი და ღუმელია, რომელშიც ისინი იწრთობიან.

მართლაც, ეს საოცრად ლამაზი მონასტერი ათონის მთის ერთ-ერთ ყველაზე ასკეტურ მონასტრად ითვლება. ეს ყველაფერში ვლინდება. იქ არის საკმაოდ მკაცრი წესები, რაც გარეგნულად საერთოდ არ ჩანდა. რატომ? ზუსტად იმიტომ, რომ სულიერი მოვლენები განსხვავდება ამქვეყნიურისგან. მაგალითად, სულიერი ბრძოლა სრულიად განსხვავდება საერო განსაცდელისგან. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. თვითოეული თავისებურად, საკუთარი ხასიათიდან და ემოციებიდან გამომდინარე განიცდის ამას. ზოგს ეს ბრძოლა პირველი დღიდან ეწყება, ზოგს მოგვიანებით. ეს ღმერთის განგებულებით ხდება. ყველა არ გადის ერთსა და იმავე ბრძოლას.

არიან ადამიანები, რომლებიც უძლებენ განსაკუთრებულად ბევრ ომს და ამასთანავე საკმაოდ ძლიერსაც, ისეთს, რომლის დაჯერებაც რთულია. წმინდა სილუანე ათონელი ამბობდა:

-რომ მცოდნოდა, როგორ ღამეებს გადავიტანდი მონასტერში, ერთი დღეც კი არ დავრჩებოდი! მიუხედავად ამისა აქ ათასობით ღამე გავატარე.

მან ამ ყველაფერს ღმრთის მადლით გაუძლო. მადლის გარეშე ყველაფერი აუტანელი იქნებოდა. მაგრამ, ჩემო შვილებო, ეს რაც არ უნდა საშიში ჩანდეს, აუცილებელია, რომ ვიცოდეთ“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 5 2025, 11:17 AM
პოსტი #4482


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი ღირსი მამები, ყველა დროის წმინდა ბერები თავს გულმოდგინედ იზღუდავდნენ ქალებთან ნაცნობობისაგან. ქალებს ძველ მონასტრებში შესვლა ეკრძალებოდათ. ეს წმინდა და კეთილისმყოფელი ჩვეულება ახლაც დაცულია მთელ ათონის მთაზე. ის ბერები, რომლებიც განსაკუთრებით ყურადღებიან ცხოვრებას მისდევდნენ, ქალებთან ნაცნობობისა და ურთიერთობისაგან განსაკუთრებული გულმოდგინებით იცავდნენ თავს, რაც ჩანს ღირსი მამების არსენი დიდის, სისოი დიდის, იოანე მდუმარისა და სხვა, აღმატებული სიწმინდის მქონე მამების ცხოვრებებიდან. ისინი ასე იქცეოდნენ არა მარტო საკუთარი ნება-სურვილით, არამედ აუცილებლობის კარნახითაც, რომელსაც ისინი თავიანთ ყურადღებიან ცხოვრებაში ისე ხედავდნენ, როგორც სენაკში.

ზოგიერთი ბერები ამტკიცებენ, რომ ქალების საზოგადოებაში ხშირად ყოფნით ზიანს ვერ გრძნობენ. იმ ბერებს არ უნდა დავუჯეროთ: ისინი ან სიმართლეს არ ამბობენ, მალავენ თავიანთ სულიერ ზიანს, ანდა ყველაზე უყურადღებო და დაუდევარ ცხოვრებას მისდევენ, ამიტომაც თავიანთ მდგომარეობას ვერ ხედავენ ანდა მათ ეშმაკი ძარცვავს, ზიანის გაგებასა და შეგრძნებას ართმევს, რათა მათი მონაზვნური ცხოვრება უნაყოფო გახადოს და უეჭველი დაღუპვა მოუმზადოს.

ამ საკითხზე შესანიშნავად მსჯელობდა ღირსი ისიდორე პელუზიელი ეპისკოპოს პალადიოსის მიმართ მიწერილ წერილში: „თუკი „განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი“, როგორც წმინდა წერილი ამბობს, მაშინ ამას, უპირატესად, ქალებთან საუბარი იქმს. თუნდაც საუბრის საგანი სიკეთეც იყოს, იგი საკმაოდ ძლიერია, რომ შინაგანი კაცი ბილწი გულისსიტყვებით ფარულად გახრწნას და მაშინ, როცა სხეული სუფთა რჩება, სული შებილწოს. კეთილო კაცო, ქალებთან საუბარს, რამდენადაც შეძლებ, მოერიდე. თუ რაიმე საჭიროების გამო ქალებთან მიხვალ, თვალები ძირს გქონდეს დახრილი, და მათაც, ვისთანაც მიხვედი, უმანკო მზერა ასწავლე. როცა რამდენიმე სიტყვას ეტყვი, რომლებსაც შეუძლია ისინი განამტკიცოს და მათი სულები განანათლოს, დაუყოვნებლივ გაეცალე, რათა ხანგრძლივმა საუბარმა არ მოალბოს და არ მოასუსტოს შენი სულიერი სიმაგრე“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2025, 12:34 PM
პოსტი #4483


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერმა ღვთის შიშით უნდა მიიღოს ადამიანები და შთააგონოს მათ არა დამოძღვრით და ქადაგებით, არამედ ლოცვით, ღვთის შიშით და პირადი მაგალითით. ეს ძალიან ფაქიზი რამაა. ვთქვათ, მოვიდა მავანი მონასტერში. ჩვენ მას მივიღებთ; მაგრამ არ არის საჭირო მრავალსიტყვაობა. სტუმართმოყვარეობა უპირველესად ტაძარში უნდა გამოვიჩინოთ, ანუ სტუმარს წავიყვანთ მსახურებებზე, მწუხრზე, სერობაზე. საკითხავს მკაფიოდ და გასაგებად წავიკითხავთ, ვიგალობებთ მოწიწებით, ყველგან წესრიგი და მდუმარება უნდა სუფევდეს. რამდენიმე სულის მარგებელ სიტყვასაც ვიტყვით, გავუმასპინძლდებით კიდევაც სტუმარს, ჩაი, ყავა და ა.შ., მაგრამ იბატონებს სიჩუმე და იმეტყველებს პირადი მაგალითი. ჩვენი ცხოვრების წესით უფრო ბევრ რამეს შევძენთ მას. ჩვენ არ უნდა შევცვალოთ ტაქტიკა, რადგან სტუმარი ამით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს და არა სიტყვებით. თუ გექნება წესრიგი და ვიქნებით ღმერთის ერთგულნი, განიწმინდება მთელი მონასტერი. ცხადია, მონაზვნების მხრიდან ეს ყველაფერი შესრულდება სადად, ყოველგვარი დაძაბულობისა და ძალდატანების გარეშე. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო მისიონერობა“.

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


„2024 წლის 22 ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის ღირსი ექვთიმე გაენათელის სახელობის მამათა მონასტრის წინაძღვარი, მღვდელ-მონაზონი იაკობი (შარვაშიძე).

მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ იაკობის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ მღვდელ-მონაზონი იაკობი“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2025, 03:51 PM
პოსტი #4484


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახლა სავანელები დაემსგავსნენ მებაღეებს, და ამიტომაც ისინი იმსახურებენ არა მოღვაწის წოდებას, არამედ მებაღისას.
უდიდესი სირთულით ისინი ანაყოფიერებენ და კვებავენ ხეებს, ანაყოფიერებენ სხვადასხვა ჯიშის ნაყოფებს, დაატარებენ მათ სენაკებსა და მონასტრებში და ასე ართობენ საქმეებით იქაურ საბეროებს.

ადამიანებს თავს ახვევენ თავიანთ ნაყოფს; ადამიანებიც თავიანთი ადამიანური სიყვარულით იღებენ მათგან ბაღნარიდან მოძღვნილ საჩუქრებს; და მერე სხვებიც იწყებენ ფორიაქს, რითი დააჯილდოონ თავადაც მებაღე, რომელმაც მას მოუტანა თავისი ბაღიდან ხილი.

და ჩვენ ვამბობთ: რას მიაგებს იგი ასკეტს, თავისი ბაღიდან მისთვის მოძღვნილი ასეთი ხილისთვის, ასეთი წითლებისთვის, ასეთი ყვითლებისთვის, ვამბობთ: ფორთოხლებს, ლიმონებს, კამას, სატაცურს და ყველანაირი სხვადასხვა ჯიში მწვანილეულს. ამ ბალახეულს კი ისინი აგროვებენ წვალებითა და გამალებული შრომითა და ღვაწლით, მერე ცლიან ტომრებში, ანუ თოფრაკებში, და საგულდაგულოდ მოიკიდებენ მას ზურგზე, და დაატარებენ დატვირთული ვირებივით აქეთ-იქით სენაკებსა და მონასტრებში; თან აიძულებენ იქ მცხოვრებნი მიიღონ მათი საქონელი და როცა მიადგებიან რომელიმე მონასტერს, დიდი სიფრთხილით იღებენ თავიანთი ტომარა-თოფრაკებიდან წითელ-ყვითელ ნაყოფებს, სხვადასხვა ბალახეულს, იღლიაში ამოიდებენ და უჭირავთ ასე.

მაგრამ რამდენ ხანს უნდა ეჭიროთ იგი?! ამიტომ იწყებენ მთელი მონასტრის მოვლას, ვთქვათ: დაწრიალებენ დერეფნებსა და გადასავლელ შუშაბანდებში; და თუ შეხვდებიან რომელიმე ძმას, კითხვით მიმართავენ: „სად არის ამის თუ იმის სენაკი?!

და ძმაც მიანიშნებს: „იქითაა“.

ვაჭარი კი განაგრძობს საბეროს გამოკითხვას: „და ეს კი სად შეიძლება რომ ვნახო?!“

ისიც უჩვენებს მას ყველა ამ ადგილებს, მერე შორდება ვაჭარი და შედის ერთ-ერთ მათგანთან;

ის კი გაკვირვებული ეკითხება: „რისთვის მომიტანე ეს საჩუქრები?!“

მოტანიც პასუხობს: „ჩემი მოძღვარი ლოცულობს თქვენზე და ეს მან გამოგიგზავნათ!“

ის კვლავ ეკითხება: „და თქვენი მოძღვარი ვინ არის და რა ჰქვია?!“

ეუბნება მომტანი: „აი იმ სენაკში ცხოვრობს“ და უსახელებს მის სახელს.

ისიც ეუბნება: „კაი ბატონო, თუმცა მე არც კი ვიცნობ მას, თუმცა მაინც, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობა გადაეცი ჩემგან!“

მომტანი ელის,რომ იგი გაიღებს მცირეოდენს მისთვისაც, მაგრამ მას არაფერი გააჩნია მისთვის და ვერც ვერაფერს ჩუქნის.
მაშინ ვაჭარი გარბის იმით გაგულისებული, რომ არაფერი აჩუქეს. მიადგება ახლა მეორეს; იქაც იგივეს იღებს რაც სხვებისგან მიიღო. მაგრამ უკვე მესამე, ცოტაოდენით მაინც ასაჩუქრებს; მომტანი მაინც გულმოსულია ასე ცოტა რომ დაიმსახურა და უკან ბრუნდება, ისე, რომ ვერაფერს გამორჩა ვერავის თავისი ტყუილების გამო!

ტყუილი კი შემდგომში იყო:

ასაჩუქრებენ უამრთებლო გამყიდველები ვინმეს იმისთვის, რომ მისგან უფრო მეტი საჩუქარი მიიღონ! სწორედ ესაა ის ტყუილი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. როცა ადამიანი ვინმეს ასაჩუქრებ, სამაგიეროს არ უნდა ელოდო მისგან! ამიტომაც ვუწოდე მე მას: „უმართებლო გამყიდველი!“

აი ასეთი ტყუილებით დაძრწის იგი მთელ მონასტერში. და აძალებს სხვებს საჩუქრის მიღებს. დაძრწის ასე უმართებლოდ გამცემი და სჩადის უმრთებლოდ ფარისევლობას, პირმოთნეობას, ამპარტავნობას, გაგულისებული, მოღრუბლული სახით, ყოყოჩი მორჩილის იერით; ყოყოჩობით კი ყოყოჩობს იმიტომ, რომ იგი ასეთი სავანიდანაა, ცხოვრობს კლდიან ადგილას, ანუ წმინდა ანას სავანეში, კავსოკალივის სავანეში ან სხვა სავანეშიც, რომელიც ამ მთაზე, ამ მაცხოვნებელ ჭურჭელში ცხოვრობს. ახლა კი ისინიც იქცნენ ჩვეულებრივ მოკვდავთა საცხოვრებლებად, განსვენებულთა საცხოვნებლად, და აღდგომილთა დასაღუპავად იმგვარი დაღუპვით, რომლითაც უფალი მოკლეს ადრინდელმა მამებმა, ახლანდელმა ადამიანებმა კი იგი აღადგინეს; და აგრეთვე აღადგინეს თავიანთი სამონაზვნო ცხოვრებაც“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 8 2025, 01:21 PM
პოსტი #4485


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ათონზე ცხოვრობდა ბერი გიორგი, დიდი ათონელი მამის, ჰაჯი-გიორგის უკანასკნელი ცოცხალი სულიერი შვილი. 1976 წელს მის კელიაში ავაზაკები შეიჭრნენ, გაძარცვეს და ისიც, ოთხმოცდაათი წლის უძლური მოხუცი, სასტიკად სცემეს. სულ სისხლში და ჭრილობებში იყო. როდესაც ეს ავაზაკები მიდიოდნენ, მისი დაბმა გადაწყვიტეს. მამა გიორგიმ კი სთხოვა, რომ ტაძარში სტასიდზე მიებათ და წინ სანთელი აენთოთ, რათა თავისი მონაზვნური კანონის აღსრულება შესძლებოდა. აი, ასე იყოს ის სტასიდზე მიბმული და ლოცულობდა, სანამ სხვა მონაზვნებმა არ აღმოაჩინეს.

ახლა წარმოიდგინეთ ოთხმოცდაათი წლის მოხუცს, რომელიც ძალიან ძლიერად სცემეს, მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რომ ავაზაკებს ტაძრის სტასიდზე მიებათ და მთელი ღამე ელოცა!“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 9 2025, 02:09 PM
პოსტი #4486


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მამები მონასტერს უწოდებენ სამკურნალოს (საავადმყოფოს). ზუსტად: მონასტერი არის ზნეობრივი საავადმყოფო. ჩვენ სოფლიდან მოვდივართ მონასტერში, რათა დავტოვოთ ცოდვილი ჩვევები, რომლებიც საერო ცხოვრებაში შევიძინეთ, და ცდუნებების ზემოქმედების გარეთ, რომლებითაც სოფელი სავსეა, მოვიხვეჭოთ ჭეშმარიტად ქრისტიანული ჩვევები, ანუ ქცევები. მიწაზე ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრებისათვის ვიმედოვნებთ მივიღოთ მარადიული ნეტარება ზეცაში. ამგვარად, საჭიროა ყოველმხრივ ვეცადოთ, რათა მივაღწიოთ მიზანს, რომლისთვისაც მონასტერში შევდივართ, რათა მონასტერში ცხოვრება ხსნად გვექცეს და არა უფრო მეტი განკითხვის მიზეზად ქრისტეს სამსჯავროზე“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 10 2025, 11:39 AM
პოსტი #4487


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა მონაზონმა მიამბო, ერთ დღეს ლოცვისას, როგორ იგრძნო, რომ სატანამ გული ისე დაუჭირა, თითქოს უზარმაზარი კლდე ჩამოექცა მკერდზე. ვერც ბაგით და ვერც გონებით ვერ წარმოთქვამდა ლოცვის სიტყვებს. ცდილობდა პირჯვარი გადაეწერა. მაგრამ სწორედ ამ დროს მტერმა ორივე ხელი ისე შეუკრა, რომ მათი განძრევაც კი არ შეეძლო. მაგრამ ღმერთმა შთააგონა და მან თავით ჰაერში ჯვარი გამოსახა. ეს საკმარისი აღმოჩნდა: სატანამ მაშინვე გაუთავისუფლა ხელები, მკერდი და გაუჩინარდა. ძმა მყისვე შეუდგა გონისმიერი ლოცვის წმინდად აღსრულებას. როცა ეს ყველაფერი აღიარა, მე ვუთხარი: „მადლიერი უნდა იყო სატანისა, რომელმაც ლოცვა გასწავლა. ახლა ეცადე, დაიმარხო ის“.

/მონაზონი იოსებ დიონისიატისი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 11 2025, 12:29 PM
პოსტი #4488


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ყმაწვილი იმყოფებოდა თავის სენაკში, სადაც თავისი მონაზვნური ცხოვრების ერთ ნაწილს ატარებდა ხოლმე; იგი იქ იყო ხშირად თავისი ბოროტი საქმიანობით დაკავებული და ფიქრობდა არა ღმერთზე, არამედ თავისი გულის მესაიდუმლე მამონაზე; და ძალიან ძლიერად უკვე მასზე დამონებული, იმავდროულად ძალიან ახლოს იყო ერთ მოძღვართანაც, რომელთანაც ყოველდღიურად აღიარებდა თავის ცოდვებს, მაგრამ მოძღვარი არაფერს ეუბნებოდა მათზე, რჩებოდა ასე უმოქმედოდ და სულაც არ ცდილობდა მის გამოსწორებას, პირიქით უშვებდა თავის ნებაზე და ასე აღუპინებდა თავს. მოძღვარი მისადმი ყველაფერში შემწყნარებლობას იჩენდა, ყმაწვილი ვერ ხვდებოდა, რომ მისი მოძღვარი გატაცებული იყო მისადმი სოდომური ცოდვებით და მისი შემწყნარებლობის შემხედვარე ყოველთვის რჩებოდა ბოროტ საქმიანობაში და აღასრულებდა თავის უზნეო საქმეებს.

და რაც უნდა შთაეგონებინათ მისთვის თავის ზრახვებს, ყველაფერს ასრულებდა დაუფიქრებლად თავისივე მოძღვრის დამღუპველი დაშვებებით. ბოლოს ყმაწვილი გარდაიცვალა თავის ამ უსჯულოებებში და მიაბარეს მიწას.
მისი სიკვდილიდან 40 დღის შემდეგ გაუმართეს მას დიდი ქელეხი; ამ ქელეხიდან გაეშურნენ მისი საძმოდანაც სატრაპეზოდ უფროსი ძმები, მოქადაგე კი გაეშურა ამბიონისკენ საქადაგებლად. მონიშნული საკითხავის წაკითხვის შემდეგ ამბიონისკენ გაეშურა მისი მოძღვარი და იწყო განსვენებულისთვის ხოტბის შესხმა. ის კი, ანუ განსვენებული, ყველასთვის მოულოდნელად შემოვიდა სატრაპეზოს დიდი კარიდან, დადგა სატრაპეზოს შუაგულში და უსმენდა მის ქება-დიდებაში გართულ მოძღვარს. იგი კი ამბობდა, რომ არასდროს ჰყოლია ამ მონასტრის საძმოს ასეთი კარგი ადამიანი და რომ მან ეს იცოდა მისივე აღსარებებიდან. იგი ამბობდა, რომ განსვენებული იყო წმიდა ადამიანი და მკაცრად იცავდა თავის ქალწულობას. რომ იგი იყო წმიდა და მორჩილი, თავმდაბალი, არ იყო მომხვეჭელი, მარხვაში კი ეწეოდა დიდ მოღვაწეობას. ასეთი ხოტბა-დიდებით მან მოულოცა მას ნეტარებაში აღსრულება.

და მაშინ უეცრად იწყო საუბარი განსვენებულმა:

„შენი ამ ცრუ სიტყვებისთვის მოგიწევს ზუსტად ჩემნაირი აღსასრული! ასე რომ, მისმინეთ ძმანნო! ყველა იმ საქებარი სიტყვებიდან, რომლითაც შემაქო ჩემმა ბოროტმა მოძღვარმა, არცერთი სიტყვა არ იყო მართალი. ის კი იმიტომ მაქებდა, რომ ჩემდამი მას გააჩნდა სოდომური ვნებები“.

მაშინ კვლავ წამოდგა მოძღვარი და წარმოთქვა:

„შვილო ჩემო, შენ ხომ მოკვდი და დაგკრძალეს, და როგორღა მოხვედი აქ 40 დღის შემდეგ?!“

განსვენებულმა კი თქვა:

„ჰოი, ბოროტო მოძღვარო! როგორ შეგიძლია, შენ გააღო პირი ჩემზე სალაპარაკოდ?! განა შენთვის ცოტაა ის, რომ მე აგიზგიზებულ ცეცხლში ვიწვი?! შენ კი მაქებ იმ საქმეებისთვის, რაც მე არ გამიკეთებია. მე ხომ მხოლოდ ბოროტ საქმეებს ჩავდიოდი და არცერთ მათგანს შენ არ გიმალავდი, შენთან ვაღიარებდი. შენ კი იმის ნაცვლად გეზრუნა ჩემი ცოდვების გამოსასწორებლად ისე იქცეოდი, რომ მე კიდევ უფრო გამემძაფრებინა ჩემი ბოროტი ვნებები; შენ ხომ სულ მაქებდი და მაქებდი! და ახლაც შენი ქებით სულ უფრო და უფრო აგიზგიზებდი იმ ცეცხლის ალს, რომელშიც მე ახლაც ვიწვი!“

ამის შემდეგ განსხვენებულმა კვლავ თქვა:

„ახლა კი შენც გამომყვები იქ, სადაც მე ჩამაგდე!“

იმწამსვე გაიხსნა მიწა და ორივე ჩაყლაპა მამათმავლური ვნების ალმა, რომელიც ეკუთვნის არა მხოლოდ იმათ, რომლებიც სცოდავენ ყველა საქმეში, არამედ იმათვისაცაა, რომელთაც არ შეუცოდავთ ამ საქმით, მაგრამ აქვთ მისწრაფება ამ სოდომური ვნებისკენ“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 12 2025, 12:50 PM
პოსტი #4489


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცხოვრების ტრაგიკულობას მონაზვნები გაცილებით მძაფრად და რეალურად განიცდიან“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


“2024 წლის 3 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა იოვანემ (მჭედლიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი თომა თავართქილაძე, რომელსაც სახელად ლუკა უწოდა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2025, 10:46 AM
პოსტი #4490


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი კასიანე რომაელი, IV საუკუნის საეკლესიო მწერალი, შემდეგს მოგვითხრობს: „როცა ჩვენ (ღირსი კასიანე და მისი უფლისმიერი მეგობარი ღირსი გერმანე), გვსურდა უხუცესი ბერების დადგენილებები შეგვესწავლა და სირიის ქვეყნებიდან ეგვიპტის მხარეში მივედით, გვიკვირდა, რომ აქ არაჩვეულებრივი სიხარულით გვიღებდნენ, თანაც არასდროს იცავდნენ წესს საკვების მიღებაზე, რისთვისაც განსაზღვრულია გარკვეული დრო, იმის საწინააღმდეგოდ, როგორც ჩვენ მიჩვეულები ვიყავით პალესტინის მონასტერში. სადაც არ მივიდოდით, იხსნებოდა იმ დღის დადგენილი მარხვა, გარდა (ეკლესიის მიერ) დაკანონებული მარხვისა ოთხშაბათსა და პარასკევს.

ჩვენ ერთ-ერთ უხუცეს ბერს ვკითხეთ: განურჩევლად რა მიზეზით ტოვებენ ყოველდღიურ მარხვას? მან გვიპასუხა: მარხვა ყოველთვის ჩემთანაა, თქვენ კი უნდა გაგიშვათ და ყოველთვის ჩემთან ვერ გიყოლიებთ. მართალია, მარხვა სასარგებლოა და გამუდმებით საჭიროა, მაგრამ იგი ნიჭი და ნებაყოფლობითი მსხვერპლია, ხოლო საქმით სიყვარულის აღსრულება აუცილებელი ვალია, რომელსაც მცნება მოითხოვს. თქვენი სახით ქრისტეს რომ ვიღებ, მას გულითადი სტუმართმოყვარეობა უნდა დავახვედრო; ხოლო, როცა თქვენ გაგაცილებთ, სიყვარულის მიგების შემდეგ, რომლის მიზეზიც ქრისტეა, შემიძლია გახსნილება გაძლიერებული მარხვით მარტომ ავანაზღაურო“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 14 2025, 12:44 PM
პოსტი #4491


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ წმინდა მთაზე რაღაც დავინახე, რაც ძალიან მომეწონა. ნავში მონაზვნები იყვნენ და ხელში სხვადასხვა საეკლესიო ნივთები ეჭირათ. თითოეული მათგანი წარმოშობით სხვადასხვა ადგილიდან იყო, თუმცა ისინი ამბობდნენ: „ეს არის ჩვენი“, და არა „ჩემი“.

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2025, 10:58 AM
პოსტი #4492


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უფალმა ღმერთმა ადრინდელ (კესარიელ) მამებს თავიანთი მოღვაწეობისთვის, მისცა საშუალება ათონის მთაზე, კონკრეტულად კი კირაშახზე შეეძინათ მოკრძალებული საცხოვრებელი; ისინი აქ კესარიიდან დაახლოებით რვაასნი ჩამოვიდნენ და თან ჩამოიტანეს დიდი ბასილის თავი. მერე კი დააფუძნეს ბასილის სავანე და აღავსეს უამრავი სათნოებებით.

ღვთისგან ასეთი კეთილგანწყობის საბაბი კი გახლდათ ის, რომ მათ დაფუძნებულ ორივე სავანეში, ადრე კესარიაში და მერე ათონზე, ისინი სათნო ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათ შაბათ-კვირაობით, სავანის ტაძარში ზიარების შემდეგ, თავიანთ ცარიელ სახლებში მოჰქონდათ იმდენი საკვები, რაც შაბათ-კვირისთვის დასჭირდებოდათ; დანარჩენ დღეებს კი ისინი ატარებდნენ საკვების გარეშე. პარასკევს მწუხრისას კვლავ მოდიოდნენ და ეზიარებოდნენ, შემდეგ კვლავ ტიკებით მიჰქონდათ ღვინოც, ზეთი, ხახვი, ხილი და სხვა ამგვარი კერძები, რომ ესენი ზიარების შემდეგ შაბათსა და კვირას ეხმიათ. მერე მშვიდად ელოდნენ შემდგომ პარასკევს. აი, ასე სათნოდ მოღვაწეობდნენ ისინი თავიანთი სულის საცხოვნებლად.

თანამედროვენი, ანუ ახლანდელი სავანელები კი თიხის ჭურჭლებით იმარაგებდნენ საკვებს და ღმრთის მოწყლებებს; მაგრამ მერე ეს ეცოტავათ, და ღვინის მარაგისთვის შეიძინეს დოქებიც, ანუ ღვინის ჭურჭლები,და ღვთის მოწყალებით მათში იმარაგებდნენ ღვინოს.

დიახ, უკვე იმარაგებენ! თანაც რამდენს!

მეზღვაურებმაც რომ იხილეს ასკეტების ასეთი მარაგი, მათთაც იწყეს ნაირნაირი ნუგბარების მიტანა; და სავანელებმაც რომ იხილეს, მეზღვაურებს მათთვის ზღვის პროდუქტებთან ერთად ღვინოც მოჰქონდათ, გაანადგურეს თიხის ჭურჭლები და მათ ნაცვლად შეიძინეს ხის კასრები; მაგრამ ცოტა ხანში მათგან მოტანილ ზღვის პროდუქტებს მიუმატეს ხახვი, პრასი, კომბოსტო, მარცვლეული, ლობიო და ხილი: ყურძენი, ლიმონი, ფორთოხალი, ვაშლები, ლეღვი და სხვა უამრავიც. მერე მიატოვეს თავიანთი მოკრძალებული, უნაყოფო ადგილსამყოფელი ანუ გადასახლდნენ ამ უნაყოფო ადგილებიდან ნოყიერ ადგილზე.

ღმერთმა კი რომ იხილა სავანის ასეთი დამღუპველი ცხოვრება, ისინი დაადანაშაულა ურთიერთმტრობაში. მერე ეს სავანე განიძარცვა ღვთის კურთხევისგან; ამან გააღატაკა კირაშელები ყოველგვარი სათნოებებიდან იმდენად, რომ მათ თავიანთი მარაგის მეოთხედიც კი აღარ შერჩათ; და როცა კირაშელები მიატოვა ღვთის კურთხევამ, შემცირდა თავად სავენელების რაოდენობაც; ასე გააღატაკა ისინი თავიანთმა ცოდვებმა“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 16 2025, 12:15 PM
პოსტი #4493


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ შეუძლებელია ემოციების ტყვეობაში მყოფმა ადამიანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ადამიანი სხვებში იმედგაცრუებულია და მარტოსულად, იზოლაციაში ცხოვრობს, ეს არ არის საუკეთესო დრო ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა ქორწინება ან მონაზვნობა. მან უნდა მოიცადოს იქამდე, სანამ მის სულში მშვიდობა და ჰარმონია არ აღდგება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს, რა სურს ცხოვრებაში. შემდეგ თავისუფალი ნებით გააკეთოს ის, რაც ჩაიფიქრა. ძალიან დაჩაგრული ან ძალიან გახარებული ადამიანი ყოველთვის ცდება თავის გადაწყვეტილებებში.

ერთი გამოთქმის თანახმად, არასდროს მიიღოთ გადაწყვეტილებები მაშინ, როცა განაწყენებულნი ან აღტკინებულნი ხართ, რადგან, როგორც წესი, მოგვიანებით ინანებთ. ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს მიუღია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სიხარულისა და აღელვების ჟამს, მაგრამ შემდეგ გადაუვლია ამ ეიფორიას.

მონაზვნური ცხოვრება საკმაოდ რთულია. მისი სირთულე იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ღამე ვდგებით, მეტანიებს ვაკეთებთ, ხორცს არ ვჭამთ და ვმხარულობთ - ეს ყველაფერი საერთოდ არ არის რთული, მონაზვნური ცხოვრების სირთულე სულ სხვა რამეშია.

მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული ჩვენში აღმართული კერპის დამხობაა. როდესაც ადამიანი მონაზონი ხდება, აცნობიერებს, რომ მისთვის პრობლემების წყარო საკუთარ თავზე არსებული წარმოდგენებია. თუკი იქამდე ფიქრობდა, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო, სათნო, სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, მონაზვნობაში ეს ყველაფერი ინგრევა და სრულ კრახს განიცდის“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2025, 12:00 PM
პოსტი #4494


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საავადმყოფოში შემსვლელებს სარგებლობისათვის ევალებათ ყველაფერში ექიმის დარიგებით იხელმძღვანელონ, თავს უფლება არ მისცენ მოიხმარონ საკვები, სამოსი, წამალი, იმოძრაონ საკუთარი შეხედულებისამებრ; სხვაგვარად სარგებლობის ნაცვლად საკუთარ თავს ავნებენ. ასევე ნებისმიერს, ვინც კი მონასტერში შემოვიდა, ევალება მისდევდეს არა იმ ღვაწლსა და შრომას, რომლებიც თვითონ ეჩვენება საჭიროდ და სასარგებლოდ, არამედ იმათ, რომლებზეც მას მიუთითებს და რომლებსაც დაუწესებს წინამძღვარი პირადად ან მონასტრის სხვა ხელმძღვანელების მეშვეობით“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2025, 12:12 PM
პოსტი #4495


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვისურვებდი, რომ მონასტერი იყოს სულიერების ცენტრი, სადაც ტანჯული და მწუხარე ადამიანები შეაფარებენ თავს და პოვებენ ნუგეშს, თანადგომასა და კურნებას“.

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


„2024 წლის 3 დეკემბერს ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ბერად აღკვეცა საეპისკოპო რეზიდენციასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი საბა გეგეშიძე, რომელსაც სახელად ილარიონი უწოდა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2025, 12:27 PM
პოსტი #4496


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ასე განდევნეს ხსნის დედოფალი და ახლა ყველამ იწყო დაღუპვის დედოფლის თაყვანისცემა; და მანაც სწორედ ასე მოიპოვა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, სადაც მისი ადგილიც კი არ იყო, ვეებერთელა საცხოვრებელი ფართები და ამით იძია შური ხსნის დედოფალზე, ანუ მან მისი წილხვედრი მიწა საცხოვნებლობიდან აქცია დამღუპველ ადგილად. მერე გადასცა თავის მეომრებს იარაღი, რომ მათ ძვირფესვიანად ამოეძირკვათ მონაზვნური ცხოვრების ნათესები და ცხონების ყვავილიც, ანუ გაენადგურებინათ მოღვაწეობა ამ მთაზე და მისგან გავრცელებული სათნოებები; და მიიღეს კიდეც მისმა უბოროტესმა მეომრებმა დაღუპვის დედოფლისგან გარყვნილების დამღუპველი იარაღი; და ისინიც ცოფიანი ძაღლებივით გაეშურნენ იმ შვიდი მიწის გასანადგურებლად და იქიდან ნაყოფიერი ხეების ამოსაძირკვავად!

და დაიწყეს მეომრებმა უკვე შეტევა ადამიანთა 5 გრძნობაზე, ანუ მათ ხუთ ხორციელ გრძნობაზე - მხედველობაზე, სმენაზე, ყნოსვაზე, გემოსა და შეგრძნებაზე.

სწორედ შეგრძნებებით ამ თავიანთ ვერაგული იარაღით - გარყვნილების ბადით უნდა მოიპოვონ მათ ბატონობა და მიისწრაფიან იმისკენ, რომ სწორედ ამ ხუთ გრძნობაზე გაბატონებით დააწყებინონ ბერებს უსჯულოებების კეთება და გადახარონ ისინი გარყვნილების შვიდი სახისკენ: ანუ თავშეუკავებლობისკენ, მეძავეობისკენ, მრუშობისკენ, ქალწულების გარყვნისკენ, მალაკიისკენ, და სისხლის აღრევისკენ. და სწორედ იმით გაიმარჯვებენ მათზე, რომლებიც ჩაერთვებიან თავიანთი გონების დაბნელებასა და ცხოვრების მრავალ საზრუნავებში.

დიახ ამ საზრუნავებმა დაგიბნელათ თქვენ გონება და მიგიყვანათ სიკვდილის წინაკართან; და ახლა თქვენ ხართ წყვდიადში, სადაც თქვენმა მტრებმა დაგიგეს ბადეები დასამარცხებლად, რომ, თქვენი ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე, მელასავით გაგაბან ხაფანგში. ამ თითოეულ ხაფანგს კი გააჩნია თავისი სატუუარა. ამ სატყუარების არსი კი ამპარტავნებაში, ამაოებებში, სულმოკლეობაში, გულის სისასტიკეში, სასოწარკვეთებსა და მკვლელობებში არის. და მოდიან უბოროტესი მეომრები ყოველ დილით, ამოწმებენ თავიანთ ხაფანგებს და პოულობენ მას გადავსებულს ხუცესებითა და მღვდელმონაზვნებით.

და რომ ხედავენ ასეთ თევზჭერას, ისინი კიდევ უფრო მეტად აორმაგებენ თავიანთ ბადეებს, და ახლა მათაც ავსებენ. მათ ისწავლეს ადამიანთა სხვა ხრიკებით გამოჭერა: მაგ. ფიცის გატეხვით, მიტაცებებით, მცონარეობებით, ვერცხლისმოყვარეობებით, უმოწყალოებებით, მოშურნეობებით, წყენებით.

და მერე ამ ბადეებთან მოსულებს კვლავ ხვდებათ ეს ბადეებიც გადავსებული: ქურუმებით, მღვდლებით და მღვდელმონაზვნებით. განცვიფრებული არიან უბოროტესი მეომრები, ასე ადვილად რომ ვარდებიან ბერები ამ ხაფანგებში!

და კიდევ აწყობენ ახლა სხვა ბადეებს, ამაგრებენ მათში სხვა მისატყუებლებს, რომელთა არსს უკვე წარმოადგენენ ამაოებები და ხორციელი სურვილები, მრავალფეროვანი სამოსლები, ანუ ცხოვრების სამშვენისები და ა.შ. ამპარტავნული სურვილები, მრავალსაზრუნავი მუცელღმერთობა, საგანძურის დაუნჯებისა და მრავალფეროვანი ტრაპეზების მოწყობის გაუმაძღრობის სურვილები; გაუმაძღრობა, სხვადასხვა სასმელების 20 სატუარათი.

როცა ადამიანი ცდილობს თავისი სამონაზვნო საცხოვრისის გამშვენებას სხვადასხვა ხის სასმისებით, მათი მშვენიერება ისე აცდუნებს ადამიანს, რომ მას, ყველაფერი ამის შემხედვარეს, უკვე ეჩვენება, რომ ის თავადაც ყველაფერზე მშვენიერია და ისიც ეჩვენება, რომ ის უკვე იმყოფება მიწიერ სამოთხეში; ამდენად მხედველობიდან უშვებს ჭეშმარიტად მშვენიერ სიკეთეებს. სწორედ ამიტომ გეუბნებით თქვენ: რომ ეს მხოლოდ ის ფიცრებია, რომლითაც ერთობიან მოღვაწეები ერთობიან ხეების დარგვისას; ეს კი უკვე დანაშაულებრივი გატაცებაა მოღვაწისა ხეებით და ვერცხლისმოყვარეობაცაა, რაც უკვე ფესვია ყოველგვარი სიბოროტისა“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2025, 10:37 AM
პოსტი #4497


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გახსოვთ, ძველ აღთქმაში მოთხრობილი სამი ყმაწვილის ამბავი, რომლებიც ბაბილონის მეფემ ღუმელში ჩაყარა, სადაც აალებული ცეცხლი ორმოცი წყრთის სიმაღლეზე ადიოდა? წარმოიდგინეთ, ორმოცი წყრთა! ეს რამდენი მეტრია? - თითქმის ოცდახუთი, ოცდახუთმეტრიანი ალი! არავის შეეძლო ღუმელთან მიახლოება. ეს ახაგაზრდები კი ამ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ჩაყარეს და მოხდა სასწაული, ღუმელში ტენიანმა ქარმა დაუბერა, რომელმაც ეს ალი განაგდო. ყველა ფიქრობდა, რომ ახალგაზრდები მოკვდებოდნენ, ისინი კი ცეცხლში გალობდნენ და ღმერთს ადიდებდნენ.

იგივე ხდება იმ ადამიანთან, რომელიც სულიერ მოვლენებს განიცდის. უცხოსთვის ეს საშინლად აღიქმება. ამ ყველაფერთან შინაგანად შეჯახებისას, რაღაც უცნაურს განიცდი ისე, რომ თითქოს არც კი გრძნობ ამ ტკივილებს. ეს პარადოქსულია, მაგრამ ყოველთვის ასე ხდება ეკლესიაში. არსებობს სიცოცხლე და სიკვდილი, სიხარული და მწუხარება, სიღარიბე და სიმდიდრე, ასკეტიზმი და მხიარულება. ადამიანმა გაიარა ეს საშინელი განსაცდელი და არ გაექცა, რადგან საკუთარ გულში ქრისტეს შეხება იგრძნო. ამ ყველაფრის საფუძველი ცოცხალი რწმენაა. თუკი ადამიანს რწმენა არ გააჩნია, მას არაფერი გამოუვა. ამიტომაც სხვებში იმედგაცრუებული ვერასდროს შეძლებს მონაზვნობას. მონაზვნები საკმაოდ ოპტიმისტი ადამიანები ხდებიან. ისინი არათუ იმედგაცრუებულნი, არამედ, მეტსაც ვიტყვი, აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაწევენ ღმრთის მიერ“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2025, 12:15 PM
პოსტი #4498


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერმა ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე უნდა გაიხსენოს თავისი მომავალი, გარდაუვალი სიკვდილი, ხოლო თავის დროზე მიაღწიოს სიკვდილის განუწყვეტლივ ხსოვნასაც“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2025, 11:01 AM
პოსტი #4499


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე, როგორც მონაზონი, ვხვდებოდი, რომ მონაზვნები, რომლებიც მარტონი ცხოვრობენ ერში, იღუპებიან“.

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2025, 11:29 AM
პოსტი #4500


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახლანდელი ბერები, ჭამენ და სვამენ განუზომლად, ეხარბებიან მრავალფეროვან კერძებს, აგროვებენ თავისთვის სიმძიმეს, აგროვებენ ზურგის ტვინის თესლებს, რომლებიც აიძულებენ ადამიანს იმას, რისი მოთმენაც მათ არ შეუძლიათ.

ბერიც იწყებს წუწუნს, ბრაზობს და შფოთავს, რომ უარი თქვა ქორწინებაზე, როგორც ებრაელებმა მოსეზე, რადგანაც მათ აღარ შეეძლოთ ეგვიპტეში დაბრუნება და კვლავ მიუბრუნდნენ კერპთაყვანისმცემლობას ისევ.

დღევანდელი ბერებიც ჭამენ და სვამენ, აძლიერებენ თავიანთ ხორციელ მოთხოვნებს და არ ძალუძთ დაბრუნება უკან, ამქვეყნიურ ცხოვრებაში; თუმცა იხრებიან კი უზრუნველი ცხოვრებისკენ; ეს უზრუნველი ცხოვრება კი ღმერთისთვის არის კეპთაყვანისცემა.

ჰოი, მონაზვნებო! მიატოვეთ თქვენი ეს ამქვეყნიური ცხოვრება და მხოლოდ იმისკენ ისწრაფეთ, სულ ბერის სულის ცხონების გზით რომ იაროთ, და რომ არ გადაუხვიოთ მისგან, რომ არ შეიძულოთ დადებული აღთქმა და მონაზვნური ყოფა, როგორც სერვის სავანელებმა“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 223 224 225 226 227 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი