IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 224 225 226 227 228 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Mar 24 2025, 12:56 PM
პოსტი #4501


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რათა არავინ განვიკითხოთ. ათონზე ერთი მონაზონი ცხოვრობდა, რომელიც ბევრს სვამდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ხელითაც კი შეჰყავდათ ხოლმე კელიაში. როდესაც ერის ადამიანები მთვრალს ხედავდნენ, დასცინოდნენ. საკმაოდ დამაბრკოლებელ სურათს აწყდებოდნენ. მოდიოდა მომლოცველებით სავსე ავტობუსი და რას ხედავდნენ?! რომელიღაც მონაზონი ფეხზე ძლივს იდგა!

ერთხელ, მამა პაისისთან მივედით და მოვუყევით ამ ყველაფრის შესახებ. მან გვითხრა:

-არ დაბრკოლდეთ! ის ძალიან სათნო მონაზონია. არ იცით, რაშია აქ საქმე? ის მოხუცდა, მარტოა, მასზე არავინ ზრუნავს. სადაც ცხოვრობს, იქ ზამთარი საკმაოდ მკაცრია. შეშა კიდევ არ აქვს, რომ გათბეს, ამიტომ სვამს არაყს და თვრება. დროთა განმავლობაში ეს ჩვევად ექცა. უძლურ ძმებს თანაგრძნობით უნდა მოვექცეთ და ვილოცოთ, რომ განიკურნონ.

მართლაც, ზუსტად ისე იყო ყველაფერი, როგორც მამა პაისიმ აგვიხსნა. ჩვენს მოძღვარს, მამა იოსებს, შეეცოდა ის და ჩვენთან მონასტერში მოიყვანა, რადგან უკვე საკუთარ თავს ვეღარ უვლიდა. აი, ამ მოხუცმა მონაზონმა თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა. ერთ დილას დავინახე და მითხრა:

-ორშაბათს მოვკვდები!

-როდის?

-ბიზანტიური დროით დილის ათ საათზე. ჩემს მორჩილსაც უთხარი ივერონში, რომ ისიც მოემზადოს სიკვდილისთვის.
ერთ დღეს გავალთ ორივე.

-მამაო, რა ვქნა, დავურეკო და ვუთხრა, რომ მოკვდება?

-არა, კაცო! უთხარი, რომ ჩემთან დასამშვიდობებლად მოვიდეს, რომ უკანასკნელი კურთხევა მივცე.

დავურეკე ამ რუმინელ მორჩილს და გადავეცი, რაც ამ ბერმა მითხრა. ისიც რამდენიმე საათში მოვიდა მონასტერში.

მოძღვარი ჩაეხუტა თავის მორჩილს და ერთმანეთს შენდობა სთხოვეს. შაბათს აღსარება თქვა და კვირას ეზიარა. ორშაბათს მივაკითხე საავადმყოფოში და ვკითხე:

-მამაო, როდის გვტოვებთ?

-ჯერ ადრეა, ათ საათზე წავალ.

მწუხრის შემდეგ კიდევ მივედი. მისი სული უკვე ტოვებდა სხეულს. უეცრად გაახილა თვალი და მითხრა:

-ღმრთისმშობელი მოდის!

ეს სიტყვები თქვა და მშვიდობით მიიცვალა. მისი სული თავად ღმრთისმშობელმა წაიყვანა! აი, როგორია ადამიანური სამართალი და როგორია ქრისტეს სამართალი!“

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2025, 11:59 AM
პოსტი #4502


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ბერს ბრწყინვალე სამოსი აცვია, თუკი სენაკი გაწყობილია ზედმიწევნით, გემოვნებითა და ფუფუნებით, თუკი თავად მონასტრის ტაძრები ბრწყინვალეა, ოქროთი და ვერცხლით ელვარებს, აქვს საეკლესიო სამოსლისა და ჭურჭლის მდიდრული საცავი, მაშინ მისი სული აუცილებლად ამპარატვნულია, აღსავსეა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენითა და თვითკმაყოფილებით, მისთვის უცხოა ლმობიერება და თავისი ცოდვილობის შეგნება.

ამპარტავნული სიამოვნებით დამთვრალი, რაც მას სულიერ სიხარულად წარმოუდგენია, ისე მყოფობს დაბნელებაში, საკუთარი თავის მოტყუებაში, უგრძნობლობასა და სიკვდილში, როგორც სადღესასწაულო ზეიმზე.

პირიქით, როცა ბერს უბრალო სამოსი აცვია, როცა იგი სენაკში მგზავრივით ცხოვრობს, როგორც კარავში თუ ქოხში, როცა ამ ქოხში მხოლოდ აუცილებელი რამ იპოვება, როცა ღვთის ტაძარი მისთვის არის ლოცვითი აღსარებისა და გლოვის ადგილი, რომელიც არ ართობს და არ იტაცებს მას თავისი ბრწყინვალებით, მაშინ მისი სული გარეგანი მოწყობიდან თავმდაბლობას იღებს, განეშორება ყველაფერს, რაც კი ნივთიერია, აზრებითა და გრძნობებით გადადის გარდაუვალ მარადისობაში, რომელიც ყველა ადამიანს ელის“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2025, 11:09 AM
პოსტი #4503


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც დედათა მონასტრის დაარსებას ვფიქრობდი, ბევრი აზრი მომდიოდა გონებაში; ძალიან ბევრი. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შემომეკრიბა ჩემს ირგვლივ რამდენიმე მონაზონი და ერთმანეთთან ქრისტესმიერი სიყვარულით ვყოფილიყავით დაკავშირებულნი.

მსურდა, რომ ყველანი ნამდვილი მონაზვნები ყოფილიყვნენ, განმსჭვალულნი მონაზვნური მოქალაქობის სულით, შურისა და ამის მსგავსი რამეების გარეშე, რაც, ჩვეულებრივ, დედაკაცებს ახასიათებთ. ჰქონოდათ სიყვარული და წესრიგი ერთმანეთში. ასევე მსურდა, რაიმე ხელსაქმე, ხელობა ჰქონოდათ, რომელსაც შეასრულებდნენ დილაობით ორი-სამი საათის განმავლობაში“.

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/



“2024 წლის 13 დეკემბერს მარადისობას შეუერთდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის დედა, ჭიათურის მღვიმევის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი თეკლე (კობახიძე-ფაჩუაშვილი).

მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ თეკლეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მიტროპოლიტ ნიკოლოზს, განსვენებულის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, მღვიმევის დედათა მონასტერს.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ მონაზონი თეკლე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2025, 11:31 AM
პოსტი #4504


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სიყვარულის ფრთებს ისხამს ის, ვინც წინ აღუმართავს ხელებს უბედურებას, და აღავლენენ ვედრებებს ზეციური ცხოვრების სურვილით. ეს არის ის, რომელიც აღმართავს თავის ხელებს მიწიერი მოთხოვნილებებისგან, და ასე აღამაღლებენ ცისკენ მას, რათა ემსახურონ ზეციურს, და არა ამქვეყნიურს. ვინც ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით ზეციური ნუგეშისცემით, მასში განისვენებს მადლმოსილი სიყვარული, და ასხამს კიდეც მას სიყვარულის ფრთებს; და იგი ამ მადლიანი სიყვარულის ფრთებით მიფრინავს ღვთისკენ; მიწიერი საგნებისგან ამაღლებული კი, ღირსი მარიამის მსგავსად, კი უკვე იქცევა მიწიერ ანგელოზად.

მაგრამ ღირსი მარიამის ღვაწლს ახლა ადამიანები მხოლოდ იგავად აღიქვამენ და ამ ღვაწლს მიიჩნევენ უფრო შეუძლებლად, რადგან მათ არ სწამთ რომ ასეთი ღვაწლი მართლაც შესაძლებელია მხოლოდ სიყვარულით ფრთებშესხმულთათვის, რომლებიც სულითაც განათლებულნი მოღვაწეობენ.

ახლა თქვენ მეტყვით: შენ რაღატომ ფიქრობ, რომ ჩვენ მას იგავად ვთვლით?! რას მოელით ამისგან?! და თუ თქვენ მას არ თვლით იგავად და მხოლოდ მონაჭორად, მაშინ როგორღა შეგეძლოთ მოქცეულიყავით ასე საზიზღრად, მოღვაწეთა ასეთი მადლმოსილების საწინააღმდეგოდ? და რატომღა შეიძულე სამონაზვნო ცხოვრება, თუ არა შენი ურწმუნოების გამო და მოჰკალი შენში მორჩილება, აღმართე სიამაყე, მოიხიბლე ურჩობის სატყუარათი, რომელთა გამო თავიც კი ანებეთ მონაზვნურ ცხოვრებას, და ისინი თავისივე ნებით მიეჭედნენ ლურსმნებით ყოყოჩობის კლდეს დამღუპველი ამაოებებით, დაემონე მექრთამეობას, მტაცებლობას, სიცრუეს, უსამართლობას, მკლელობას, მრისხანებას, მტრობას, უმადურობას, ქილიკს, უმოწყალობას, ვერცხლისმოყვარეობას, რომელსაც სხვაგავარად უწოდებენ კერპთაყვანისმცემლობას...“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2025, 12:33 PM
პოსტი #4505


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მინდა, გითხრათ ღამე ლოცვის სარგებლის შესახებაც. მონასტრებში დღის განრიგი იმგვარია, რომ მონაზვნებს დასვენების საშუალება ეძლევათ, რათა ღამე ლოცვაში გაატარონ.

თუ ადამიანი არ დაიშურებს ძალისხმევას და იშრომებს, რომ ღამის გარკვეული პერიოდი ლოცვას დაუთმოს, მაშინ წმინდა ისააკ ასურის სიტყვებით: „ღამე აღვლენილი ლოცვისგან საღმრთო ნათლის სხივი შეაღწევს ადამიანის სულში“. ღამის სიბნელე ადამიანის სულში საღმრთო ნათლად გარდაიქმნება.

არის მონასტრები, სადაც დღის განმავლობაში ერთი ან ორი საათი ძილს ეთმობა, რათა რაც შეიძლება მეტი დრო დაეთმოს ღამე ლოცვას“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2025, 01:18 PM
პოსტი #4506


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცნობილია, რომ მდუმარება დაშვებულია უკვე წარმატებული ბერებისთვის. ძველად ძალიან ბევრი ბერი ვარდებოდა ერესის დამღუპველ უფსკრულში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავს დოგმატების განხილვის უფლებას აძლევდა, რომლებიც მისი გაგების უნარს აღემატებოდა. „მდაბალი ბერი“, - კვლავ გვასწავლის კიბისაღმწერელი, - „თავს საიდუმლოებების ცნობისმოყვარე გამოძიების უფლებას არ მისცემს; ამაყი, პირიქით, მიისწრაფვის ღვთის განკითხვები გამოსცადოს“. ძალიან სწორია!“

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2025, 09:48 AM
პოსტი #4507


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“აბბა მაკარი თავის მორჩილთან ერთად ერთ-ერთ დღესასწაულზე მიდიოდა. მორჩილი წინ წავიდა. ჯერ ახალბედა იყო და მოშურნეობა ჰქონდა, როგორც ეს ჩვეულებრივ დამწყებთ ახასიათებთ. გზად ერთი ქურუმი შეხვდა, რომელსაც უხეშად მიმართა:

-საით გაგიწევია, ეშმაკეულო?

ამ სიტყვებმა განარისხა ქურუმი, ლამის სიკვდილამდე სცემა მორჩილი, ცოცხალ-მკვდარი მიატოვა გზაზე და გზა განაგრძო.

კარგა ხნის შემდეგ გზად აბბა მაკარი შეხვდა. ბერმა განრისხებული ქურუმი რომ დაინახა, უთხრა:

-ღმერთმა გაცხონოს, ღმერთმა გაცხონოს.

ამ სიტყვების გაგონებისას ქურუმს გული მოულბა, მიუახლოვდა ბერს და უთხრა:

-მამაო, შენმა სიტყვებმა გული ამიჩუყა და მივხვდი, რომ ღვთის კაცი ხარ.

-ვხედავ, რომ სადღაც მიიჩქარი, მაგრამ არ იცი, სად, - უთხრა აბბა მაკარიმ მდაბლად და ძმური სიყვარულით.

ქურუმმა კი უპასუხა:

-როდესაც საუბრობ, შენი სიტყვები გულს მიხსნის, მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ ერთმა მონაზონმა სრულიად საპირისპირო რამ მითხრა და სიკვდილამდე ვცემე.

აბბა მაკარი ისე ტკბილად ესაუბრა, რომ ქურუმმა სარწმუნოება შეიცვალა, მონაზონიც გახდა და ცხონდა.

ამგვარად, კეთილი მიდგომით კეთილი სული გადასცა. შეუქმნელი ენერგია, ანუ მადლი გადასცა, რომელიც ქურუმის სულში შევიდა. ხოლო მორჩილმა კი, მრისხანების, შფოთის სული გადასცა, ანუ ის, რაც შინაგანად ჰქონდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2025, 01:00 PM
პოსტი #4508


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბოროტებას არა მხოლოდ ისინი ითმენენ, რომლებიც საქმითაც ეძლევიან მექრთამეობის ვნებას, არამედ ითმენენ ისინიც, რომლებიც გონებაში სჩადიან ფარულად ასეთ ვნებებს. ამქვეყნიური საგნებისადმი ლტოლვით თქვენ ვარდებით ადამიანთადმი პირმოთნეობაში, ფარისევლობაში, ხოტბა-დიდებაში, საკუთარი მოკაზმულობის საზრუნავისადმი, თავს იმოსავთ ანაფორის მსგავს სხვადასხვა სამოსელით, რომ ყველას ეჩვენოთ მონაზვნური ცხოვრებით მცხოვრები; შიგნიდან კი აღვსებული ხართ მყრალი ბოროტ სიტყვაობებით მიწიერი საგნების გამო, ანუ მათდამი მიდრეკილებით“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2025, 12:10 PM
პოსტი #4509


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სალონიკში კიდევ ერთ მრავალშვილიან ოჯახს ვიცნობ, ამ წყვილის ექვსი შვილიდან ყველა მონაზონი გახდა. ისინი ბავშვობიდან მონაწილეობდნენ თავიანთი მშობლების მიერ მოწყობილ ღამისთევის მსახრუებებში. როდესაც წმინდა პაისი ათონიდან გამოდიოდა, მათი დედა ხშირად სტუმრობდა. მთელი სახლი მონასტრად იქცა. ყოველ შუადღეს ამ კორპუსში მცხოვრებნი ერთად იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ, საღამოს კი ღამისთევებს აწყობდნენ. ყველა თავის ოჯახთან ერთად ლოცულობდა. ლოცვის გამო ჭორაობასა და ტელევიზორზე უარს ამბობდნენ“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2025, 11:16 AM
პოსტი #4510


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში თავშიშველმა არ უნდა იარო: ეს მორიდებისა და მოწიწების დარღვევაა. ასევე თავს ყვირილის, სხეულის ზედმეტად თავისუფალი მოძრაობის უფლება არ უნდა მისცე, რაც არღვევს ახალდამწყების შინაგან წესიერებას, არღვევს მონასტრის წესრიგს, არღვევს საძმოს სიმშვიდეს, აბრკოლებს მონასტრის საერო მომსვლელებს“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2025, 11:03 AM
პოსტი #4511


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი მონაზონი, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ მონასტერში წესრიგი ყოფილიყო, აღშფოთებული ეუბნებოდა თავის მოძღვარს:

-ესა და ეს მონაზონი თავისი სირთულეებით და თავისი ხასიათით აურზაურს იწვევს. აღარ შეგვიძლია მისი ატანა.

მოძღვარმა კი უპასუხა:

-შენ მასზე უარესი ხარ.

მონაზონს თავიდან გაუკვირდა და შეეწინააღმდეგა მოძღვარს, მაგრამ მისი ახსნა-განმარტების შემდეგ ყველაფერს მიხვდა და დიდად კმაყოფილი დარჩა. მოძღვარმა მას უთხრა:

-მაშინ, როცა მასზე ბოროტი სული ბატონოს და უწესოდ იქცევა, ეს სული ბატონობს შენზეც, გგონია რა, თითქოს მასზე უკეთეს მდგომარეობაში ხარ, და ორივეს სასაცილოდ გიგდებთ. ის მონაზონი უნებლიეთ იმყოფება ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ შენც, შენი წინააღმდეგობით და სიყვარულის ნაკლებობით, იმავეს აკეთებს. ამგვარად, ვერც მისთვის მოგაქვს სარგებელი და საკუთარ თავსაც ვნებ“.

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2025, 08:53 AM
პოსტი #4512


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არსებობენ ბერ-მონაზვნები, რომელნიც თუმც შეიმოსნენ საკურთხევლის წინ მონაზვნური ცხოვრებით, მაგრამ იმას კი არ უსმენენ, რისკენაც მოუხმობს მათ სამონაზვნო ცხოვრება, და არც იმის განაწესს ემორჩილებიან და ამის კვალად ხვდებიან კიდეც წყვდიადში.

და როგორღა შეუძლიათ მათ საკუთარი თავის სწორად შეცნობა? როგორღა წარმოიდგენენ ისინი მათთვის ხილულ ზეცას, მიწას და ყველაფერს ამქვეყნიურს?

სწორედ ისე, რაც შეესატყვისება მათ მდგომარეობას, ანუ ყველაფერს გაიაზრებენ დამახინჯებულად. მსგავსი ადამიანები მონაზვნობაში თავისებურად განსჯიან: ლაპარაკი არაფერია; უქმეტყველება არაფერია; ადამიანისთვის გამოკვება არაფერია; ღმერთმა ყველაფერი ეს მისცა ადამიანებს, და რიღასთვის უნდა შეიკაოს, მაგალითად ჭამისგან, ადამიანმა თავი?! რატომ არ უნდა შეიცნოს ადამიანმა ამქეყნიური სიამეები? თუ ყველაფერ ამას ის არ შეიცნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ვერ შეიცნობს თავის ცხონებასაც კი!

ჰოი, უბედურო! სწორედ ეს არის მიზეზი, შენი გაგულისებისა; უწმინდური სურვილებით ადამიანი ივსება სიხარბით; დაუკვირდით მინდორში როგორ ჩნდება ხანძარი?! განა იმით არა, რომ დანთებულ კოცონს შეუკეთეთ მეტი და მეტი საწვავი?! სწორედ ასეთ საწვავს წარმოადგენს მრავალსიტყვაობა ხორციელი ვნებებისათვის. რამდენადაც ეფლობა ადამიანი ასეთ საუბრებში, მით უფრო ვარდება იგი განკიხვებში და იგი იხრუკება მასში“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2025, 10:55 AM
პოსტი #4513


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მახსენდება. ეს ამბავიც მოხუც მონაზონს ეხება. ერთხელ, როდესაც ყველა ბერი ტაძრიდან გავიდა, მარტო დავრჩით და მან მითხრა:

-ხვალ ოთხშაბათია, ზეგ ხუთშაბათი, მაზეგ პარასკევი, ორშაბათს მამა ფილიპე „გაემგზავრება“.

ის წარმოშობით მცირე აზიიდან იყო და ეს სიტყვა (გაემგზავრება) თურქულად წარმოთქვა. მეც ვკითხე, რას ნიშნავს-მეთქი და მიპასუხა:

-ეს იმას ნიშნავს, რომ მოვკვდები!

ოთხშაბათს და ხუთშაბათს ტაძარში არ მოსულა. ჩვეულებრივ ის კელიიდან ადრე გამოდიოდა ხოლმე, რათა ტაძრამდე ნელ-ნელა მოსულიყო. უკვე ორი დღე არ გამოჩენილიყო. მივაკითხე კელიაში, ვაკაკუნებდი და პასუხს არ მცემდა. ვიფიქრე, მოგვიანებით კიდევ მოვაკითხავ-მეთქი. მეორე დღეს ისევ მივედი. დავიწყე ფანჯარაზე კაკუნი. ხმამაღლა ვეძახდი, მაგრამ არაფერი. სრული სიჩუმე. შემდეგ მამა იოსებთან მივედით. ვკითხეთ, რა გვექნა.

-შეამტვრიეთ კარები! ალბათ გარდაიცვალა. - გვითხრა მან.

შაბათს ახალგაზრდა მონაზვნები შევიკრიბეთ, კარები შევამტვრიეთ და ჩვენ წინ საკვირველი სანახაობა გადაიშალა: ის ხატების წინ, სქემაში შემოსილი, სკვნილით ხელში იჯდა.

შემოგვიტრიალდა და გვითხრა:

-აბა, ჩქარა, მოცილდით აქედან! - ვუსაყვედურეთ, რომ კარებს არ გვიღებდა.

გვითხრა:

-რატომ უნდა გაგიღოთ კარები? ხომ გითხარით, ორშაბათს მივდივარ-მეთქი, დღეს შაბათია. ასე რომ, წადით.

კელიიდან გამოვედით და ერთ ძმას ვთხოვეთ, რომ სასწრაფოდ კარი შეეკეთებინა. მართლაც, ორშაბათს გარდაიცვალა.
ასეთ მოღვაწეებს საერთოდ არ იცნობს ეს მსოფლიო. მრავალი ერის ადამიანი მათ საკუთარი შეხედულებების პრიზმიდან უყურებს და მათ ქმედებებს თავისებურად განმარტავს. ღმერთთან მათი ურთიერთობა თვალთაგან დაფარული იყო და უფალმაც აუწყა მათ, თუ როდის დატოვებდნენ წუთისოფელს. სიკვდილი კი მათთვის მიძინებად იქცა.

წმინდა მოღვაწეები სულიწმიდის მადლით იყვნენ განმსჭვალულნი და სრულყოფილებას მიაღწიეს. სულიერი თავაზიანობა, სიფაქიზე და განსჯა მოიპოვეს, რომლის წყალობითაც მათ ადამიანებთან სწორი ურთიერთობები დაამყარეს. ამიტომაც, ძვირფასებო, აუცილებელია, რომ წმინდა მამათა ცხოვრება ვიკითხოთ და მათ მივბაძოთ, დავაკვირდეთ, თუ როგორ იქცეოდნენ სხვა ადამიანებთან. ისინი ქრისტეს დახმარებით საკუთარ თავზე მაღლა დადგნენ, ცოდვისგან განიკურნენ და სულიწმიდის მოქმედებით ახალ ადამიანებად იქცნენ. მათგან აუცილებლად უნდა ვისწავლოთ დიდი თუ მცირე ცხოვრებისეულ სირთულეებთან განმკლავება, სიმამაცე და თავგანწირვა“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2025, 11:32 AM
პოსტი #4514


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უფროსების მიმართ საჭიროა პატივისცემა, მღვდელმონაზონს უნდა მივუახლოვდეთ კურთხევით, კრძალვითა და რწმენით. ეს პატივისცემა უნდა გვქონდეს მოვალეობისა და სიყვარულის გამო და არა კაცთმოთნეობის ან სხვა რომელიმე ამსოფლიური მიზეზით, რომელიც უცხოა მონაზვნური განწყობისათვის, უცხოა ეკლესიური სულისათვის“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



„2024 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ბერი თადეოზი (წულაძე).

ბერი თადეოზი დაიკრძალა ბათუმში, მის მიერვე აგებულ წმინდა აბრაამ მამამთავრის სახელობის ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ ბერი თადეოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ბერი თადეოზი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2025, 10:29 AM
პოსტი #4515


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყველაფერში აიძულე თავი, განსაკუთრებით კი მდუმარებასა და ცრემლიან გლოვაში! როცა გულისხმისყოფით დუმილი ცრემლით განმტკიცდება, მაშინ დაიდება მონაზვნობის საძირკველის ქვა, რომელზეც მომავალში საიმედო სახლი აიგება. იქ სული ნუგეშსა და სიხარულს იპოვის. თუ მდუმარებას არ ვიმარხავთ, ეს სულის ცუდი მომავლის ნიშანია, რადგან რასაც მოიხვეჭს, მაშინვე განაბნევს. მონაზონი, რომელიც ენას თავისუფლებას აძლევს, ყველაფერში მოუწესრიგებელია. ამიტომ, შვილო, ყოველმხრივ აიძულე თავი, რადგან კარგი დასაწყისი საქებარია, ხოლო უდები - გასაკიცხი, რადგან მისი ბოლო სავალალოა“.

/არქიმანდრიტი ემილიანე სიმონპეტრელი (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2025, 08:50 AM
პოსტი #4516


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„განმკითხველ უქმეტყველებას არსად სხვაგან არ უპოვია იმდენი საკვები და ხელსაყრელი ადგილი, როგორც მონაზვნობაში. განსაკუთრებით (უქმეტყველება განივრცო) ასკეტების ტრაპეზებზე (ანუ სავანეებში) და სენაკებში, იგი იქ განივრცო ლომივით, და ნთქავს ადამიანთა სულებს! მონასტრებშიც ძლიერ სადგურობს იგი; და ისადგურებს ხელსაქმეობებების ადგილებშიც, სადაც ასკეტები სამმაგი უქმმეტყველებებით უქმეტყველებენ და თავიანთ შვილებთან ერთად განიკითხავენ სხვებს ბილწსიტყვაობებით. ასე იჭრება უქმეტყველება მონასტრების შესასვლელებშიც, და როცა სასეირნოდ გამოდიან უმნიშვნელოვანესი სამონასტრო პერსონები (ანუ უფროსები) ანაფორებითა და მხრებზე შემოსმული წარმართული ქურთუკებით და სხვა შესამოსელებით, უძვირფასესი სკვნილებით ხელში, ისინი სერიოზული სახეებით მრავალსიტყვაობით განსჯიან, რა გააკეთა იმან, რა დაემართა მეორეს, რა ქნა მესამემ; და ამაზე ერთნი პასუხობენ ისე, მეორენი ასე, და ასე ჩაღდება განმკითხველი საუბრები, რომელსაც ვერ ასრულებენ ერთ დღეში, ზოგჯერ მას უნდებიან კვიროობით; ზოგჯერ ხურდება კამათი, და რჩებიან საღამოდე უჭმელად, მსგავსი რამ ხდება ასკეტებშიც, როცა ისინი იკრიბებიან და ხელსაქმობენ, (ანუ ხელით მართავს მაქოს ძაფს), ხოლო ენით, იმავდროულად, ატრიალებენ განკითხვის ბორბალს, იწყებენ (მუშაობისას) განკითხვებს იმაზე, ვინ რა დაინახა საკუთარი თვალით და მოისმინა საკუთარი ყურით; მათ არ ძალუძთ მუშაობისას მაინც რომ შეწყვიტონ ეს განკითხვები, და მერეც სახლისკენ მიმავლები განაგრძობენ განკითხვებს, კამათობენ საქმინაობისას; იმავენაირად საუბრობენ მეზობელ მაგიდასთანაც, და როცა უკვე აღუვლენენ სამადლობელს ღმერთს, ეს სამადლობელი ზეცაში ადის საძაგლად (ანუ სიმყრალით)“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2025, 01:29 PM
პოსტი #4517


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამბა პახუმი და ობოლი ბიჭი

„მამა იოსები ხშირად გვიყვებოდა ერთ შემთხვევას ამბა პახუმის ცხოვრებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ის მთელი სამყაროს მნათობი იყო, რომელიც რამდენიმე ათასი მონაზვნის სულიერი მამა გახლდათ. ერთხელ, ამბა პახუმიმ ერთი ახალგაზრდა მონაზონი, ოცდახუთი წლის თეოდორე, დააყენა და უთხრა, რომ საძმოსთვის სულის სასარგებლო სიტყვა ეთქვა. ის თავადაც დაჯდა და უსმენდა. ამან ზოგიერთი ასაკოვანი მონაზვნის უკმაყოფილება გამოიწვია, რაზეც ამბა პახუმიმ მკაცრად უპასუხა: „მე თქვენი მოძღვარი ვარ, მეც კი დიდი ყურადღებით ვუსმენდი და სარგებელიც მივიღე, თქვენ კი აღშფოთდით იმის გამო, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა!“

მის ცხოვრებაში ერთი ასეთი შემთხვევაც იყო. ერთხელ ამბა პახუმი იჯდა და იმ უდაბური ადგილებისთვის ჩვეული საქმიანობით, კალათების დამზადებით, იყო დაკავებული. მასთან ერთი ობოლი ბიჭი მივიდა, რომელიც იმ მონასტერში ცხოვრობდა. ამ ბიჭმა არ იცოდა, რომ ვისაც ესაუბრებოდა, თავად მონასტრის იღუმენი იყო და ჰკითხა:

-მამაო, როგორ წნავ? სხვანაირად უნდა გააკეთო.

წმინდა პახუმიმ უპასუხა:

-მართლა, შვილო? აბა, მაჩვენე, როგორ უნდა. - მანაც აიღო კალათი და უჩვენა.

თქვენ გგონიათ, რომ ეს პატარა ბიჭი მას რაიმე ახალს უჩვენებდა? წმინდა პახუმის ხომ უამრავი წელი გაეტარებინა უდაბნოში და ეს საქმიანობაც ზედმიწევნით იცოდა. რა თქმა უნდა, ამ ბიჭს ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა და კარგადაც არ გამოსდიოდა, მაგრამ წმინდა პახუმი ყურადღებით უყურებდა და თავადაც იმეორებდა მის მოძრაობებს. მისი გული სულიწმიდის მადლით იყო აღვსილი და ბიჭის ნათქვამმა ოდნავი გაღიზიანებაც არ გამოიწვია მასში. წმინდა ადამიანი მუდამ მზადაა, რომ მოსწავლე გახდეს და არასდროს იტყვის, შენ ვინ ხარ, განა მე არ ვიციო“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2025, 11:14 AM
პოსტი #4518


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტრიდან არსად გახვიდე ისე, რომ წინასწარ ხელმძღვანელებს ნებართვა არ სთხოვო“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



„2024 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი სიდონია (ხუხუნაიშვილი).

მონაზონი სიდონია დაიკრძალა ამავე მონასტრის სასაფლაოზე.

მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ სიდონიას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის წევრებს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ მონაზონი სიდონია“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2025, 01:29 PM
პოსტი #4519


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტრიდან ხშირად სტუმრობდნენ მას [წმ. ამფილოქეს პოჩაევოდან]. ის საუბარში ხშირად ხაზს უსვამდა, რომ მნიშვენლოვანია არამარტო აღკვეცა,არამედ სულით მონაზონი იყო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2025, 10:08 AM
პოსტი #4520


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ლოცვას ბევრი სათნოებები გააჩნია. მას აქვს მოთმინების ძალა, დიდხანს მოთმინების, ქალწულება თავისი თავშეკავების გრძნობით, ღვთისადმი სიყვარულის მომპოვებლობა, სულის განათების უნარი, და როგორი სიბინძურითაც არ უნდა იყოს სული გასვრილი, ლოცვას შეუძლია მისი გაწმენდა. და თუ ბერი უძლურია ლოცვების კითხვაში, ეს იმიტომ მას სული დაკავებული აქვს ამქვეყნიური საკითხებით (ანუ მონაზვნური ცხოვრების ნაცვლად ერის საკითხებით) და მაშინ რაღა ითქმის ერის კაცზე, როგორი იქნება იგი, რომელიც ისედაც უძლურია (ისედაც ცოტას ლოცულობს) და რომელიც არანაირ სარგებელსაც არ იღებს მისგან?“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 224 225 226 227 228 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2025 - 01:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE