![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4509
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სალონიკში კიდევ ერთ მრავალშვილიან ოჯახს ვიცნობ, ამ წყვილის ექვსი შვილიდან ყველა მონაზონი გახდა. ისინი ბავშვობიდან მონაწილეობდნენ თავიანთი მშობლების მიერ მოწყობილ ღამისთევის მსახრუებებში. როდესაც წმინდა პაისი ათონიდან გამოდიოდა, მათი დედა ხშირად სტუმრობდა. მთელი სახლი მონასტრად იქცა. ყოველ შუადღეს ამ კორპუსში მცხოვრებნი ერთად იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ, საღამოს კი ღამისთევებს აწყობდნენ. ყველა თავის ოჯახთან ერთად ლოცულობდა. ლოცვის გამო ჭორაობასა და ტელევიზორზე უარს ამბობდნენ“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4510
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში თავშიშველმა არ უნდა იარო: ეს მორიდებისა და მოწიწების დარღვევაა. ასევე თავს ყვირილის, სხეულის ზედმეტად თავისუფალი მოძრაობის უფლება არ უნდა მისცე, რაც არღვევს ახალდამწყების შინაგან წესიერებას, არღვევს მონასტრის წესრიგს, არღვევს საძმოს სიმშვიდეს, აბრკოლებს მონასტრის საერო მომსვლელებს“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4511
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი მონაზონი, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ მონასტერში წესრიგი ყოფილიყო, აღშფოთებული ეუბნებოდა თავის მოძღვარს:
-ესა და ეს მონაზონი თავისი სირთულეებით და თავისი ხასიათით აურზაურს იწვევს. აღარ შეგვიძლია მისი ატანა. მოძღვარმა კი უპასუხა: -შენ მასზე უარესი ხარ. მონაზონს თავიდან გაუკვირდა და შეეწინააღმდეგა მოძღვარს, მაგრამ მისი ახსნა-განმარტების შემდეგ ყველაფერს მიხვდა და დიდად კმაყოფილი დარჩა. მოძღვარმა მას უთხრა: -მაშინ, როცა მასზე ბოროტი სული ბატონოს და უწესოდ იქცევა, ეს სული ბატონობს შენზეც, გგონია რა, თითქოს მასზე უკეთეს მდგომარეობაში ხარ, და ორივეს სასაცილოდ გიგდებთ. ის მონაზონი უნებლიეთ იმყოფება ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ შენც, შენი წინააღმდეგობით და სიყვარულის ნაკლებობით, იმავეს აკეთებს. ამგვარად, ვერც მისთვის მოგაქვს სარგებელი და საკუთარ თავსაც ვნებ“. /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4512
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„არსებობენ ბერ-მონაზვნები, რომელნიც თუმც შეიმოსნენ საკურთხევლის წინ მონაზვნური ცხოვრებით, მაგრამ იმას კი არ უსმენენ, რისკენაც მოუხმობს მათ სამონაზვნო ცხოვრება, და არც იმის განაწესს ემორჩილებიან და ამის კვალად ხვდებიან კიდეც წყვდიადში.
და როგორღა შეუძლიათ მათ საკუთარი თავის სწორად შეცნობა? როგორღა წარმოიდგენენ ისინი მათთვის ხილულ ზეცას, მიწას და ყველაფერს ამქვეყნიურს? სწორედ ისე, რაც შეესატყვისება მათ მდგომარეობას, ანუ ყველაფერს გაიაზრებენ დამახინჯებულად. მსგავსი ადამიანები მონაზვნობაში თავისებურად განსჯიან: ლაპარაკი არაფერია; უქმეტყველება არაფერია; ადამიანისთვის გამოკვება არაფერია; ღმერთმა ყველაფერი ეს მისცა ადამიანებს, და რიღასთვის უნდა შეიკაოს, მაგალითად ჭამისგან, ადამიანმა თავი?! რატომ არ უნდა შეიცნოს ადამიანმა ამქეყნიური სიამეები? თუ ყველაფერ ამას ის არ შეიცნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ვერ შეიცნობს თავის ცხონებასაც კი! ჰოი, უბედურო! სწორედ ეს არის მიზეზი, შენი გაგულისებისა; უწმინდური სურვილებით ადამიანი ივსება სიხარბით; დაუკვირდით მინდორში როგორ ჩნდება ხანძარი?! განა იმით არა, რომ დანთებულ კოცონს შეუკეთეთ მეტი და მეტი საწვავი?! სწორედ ასეთ საწვავს წარმოადგენს მრავალსიტყვაობა ხორციელი ვნებებისათვის. რამდენადაც ეფლობა ადამიანი ასეთ საუბრებში, მით უფრო ვარდება იგი განკიხვებში და იგი იხრუკება მასში“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4513
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მახსენდება. ეს ამბავიც მოხუც მონაზონს ეხება. ერთხელ, როდესაც ყველა ბერი ტაძრიდან გავიდა, მარტო დავრჩით და მან მითხრა:
-ხვალ ოთხშაბათია, ზეგ ხუთშაბათი, მაზეგ პარასკევი, ორშაბათს მამა ფილიპე „გაემგზავრება“. ის წარმოშობით მცირე აზიიდან იყო და ეს სიტყვა (გაემგზავრება) თურქულად წარმოთქვა. მეც ვკითხე, რას ნიშნავს-მეთქი და მიპასუხა: -ეს იმას ნიშნავს, რომ მოვკვდები! ოთხშაბათს და ხუთშაბათს ტაძარში არ მოსულა. ჩვეულებრივ ის კელიიდან ადრე გამოდიოდა ხოლმე, რათა ტაძრამდე ნელ-ნელა მოსულიყო. უკვე ორი დღე არ გამოჩენილიყო. მივაკითხე კელიაში, ვაკაკუნებდი და პასუხს არ მცემდა. ვიფიქრე, მოგვიანებით კიდევ მოვაკითხავ-მეთქი. მეორე დღეს ისევ მივედი. დავიწყე ფანჯარაზე კაკუნი. ხმამაღლა ვეძახდი, მაგრამ არაფერი. სრული სიჩუმე. შემდეგ მამა იოსებთან მივედით. ვკითხეთ, რა გვექნა. -შეამტვრიეთ კარები! ალბათ გარდაიცვალა. - გვითხრა მან. შაბათს ახალგაზრდა მონაზვნები შევიკრიბეთ, კარები შევამტვრიეთ და ჩვენ წინ საკვირველი სანახაობა გადაიშალა: ის ხატების წინ, სქემაში შემოსილი, სკვნილით ხელში იჯდა. შემოგვიტრიალდა და გვითხრა: -აბა, ჩქარა, მოცილდით აქედან! - ვუსაყვედურეთ, რომ კარებს არ გვიღებდა. გვითხრა: -რატომ უნდა გაგიღოთ კარები? ხომ გითხარით, ორშაბათს მივდივარ-მეთქი, დღეს შაბათია. ასე რომ, წადით. კელიიდან გამოვედით და ერთ ძმას ვთხოვეთ, რომ სასწრაფოდ კარი შეეკეთებინა. მართლაც, ორშაბათს გარდაიცვალა. ასეთ მოღვაწეებს საერთოდ არ იცნობს ეს მსოფლიო. მრავალი ერის ადამიანი მათ საკუთარი შეხედულებების პრიზმიდან უყურებს და მათ ქმედებებს თავისებურად განმარტავს. ღმერთთან მათი ურთიერთობა თვალთაგან დაფარული იყო და უფალმაც აუწყა მათ, თუ როდის დატოვებდნენ წუთისოფელს. სიკვდილი კი მათთვის მიძინებად იქცა. წმინდა მოღვაწეები სულიწმიდის მადლით იყვნენ განმსჭვალულნი და სრულყოფილებას მიაღწიეს. სულიერი თავაზიანობა, სიფაქიზე და განსჯა მოიპოვეს, რომლის წყალობითაც მათ ადამიანებთან სწორი ურთიერთობები დაამყარეს. ამიტომაც, ძვირფასებო, აუცილებელია, რომ წმინდა მამათა ცხოვრება ვიკითხოთ და მათ მივბაძოთ, დავაკვირდეთ, თუ როგორ იქცეოდნენ სხვა ადამიანებთან. ისინი ქრისტეს დახმარებით საკუთარ თავზე მაღლა დადგნენ, ცოდვისგან განიკურნენ და სულიწმიდის მოქმედებით ახალ ადამიანებად იქცნენ. მათგან აუცილებლად უნდა ვისწავლოთ დიდი თუ მცირე ცხოვრებისეულ სირთულეებთან განმკლავება, სიმამაცე და თავგანწირვა“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4514
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უფროსების მიმართ საჭიროა პატივისცემა, მღვდელმონაზონს უნდა მივუახლოვდეთ კურთხევით, კრძალვითა და რწმენით. ეს პატივისცემა უნდა გვქონდეს მოვალეობისა და სიყვარულის გამო და არა კაცთმოთნეობის ან სხვა რომელიმე ამსოფლიური მიზეზით, რომელიც უცხოა მონაზვნური განწყობისათვის, უცხოა ეკლესიური სულისათვის“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „2024 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ბერი თადეოზი (წულაძე). ბერი თადეოზი დაიკრძალა ბათუმში, მის მიერვე აგებულ წმინდა აბრაამ მამამთავრის სახელობის ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ ბერი თადეოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ბერი თადეოზი“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4515
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყველაფერში აიძულე თავი, განსაკუთრებით კი მდუმარებასა და ცრემლიან გლოვაში! როცა გულისხმისყოფით დუმილი ცრემლით განმტკიცდება, მაშინ დაიდება მონაზვნობის საძირკველის ქვა, რომელზეც მომავალში საიმედო სახლი აიგება. იქ სული ნუგეშსა და სიხარულს იპოვის. თუ მდუმარებას არ ვიმარხავთ, ეს სულის ცუდი მომავლის ნიშანია, რადგან რასაც მოიხვეჭს, მაშინვე განაბნევს. მონაზონი, რომელიც ენას თავისუფლებას აძლევს, ყველაფერში მოუწესრიგებელია. ამიტომ, შვილო, ყოველმხრივ აიძულე თავი, რადგან კარგი დასაწყისი საქებარია, ხოლო უდები - გასაკიცხი, რადგან მისი ბოლო სავალალოა“.
/არქიმანდრიტი ემილიანე სიმონპეტრელი (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4516
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„განმკითხველ უქმეტყველებას არსად სხვაგან არ უპოვია იმდენი საკვები და ხელსაყრელი ადგილი, როგორც მონაზვნობაში. განსაკუთრებით (უქმეტყველება განივრცო) ასკეტების ტრაპეზებზე (ანუ სავანეებში) და სენაკებში, იგი იქ განივრცო ლომივით, და ნთქავს ადამიანთა სულებს! მონასტრებშიც ძლიერ სადგურობს იგი; და ისადგურებს ხელსაქმეობებების ადგილებშიც, სადაც ასკეტები სამმაგი უქმმეტყველებებით უქმეტყველებენ და თავიანთ შვილებთან ერთად განიკითხავენ სხვებს ბილწსიტყვაობებით. ასე იჭრება უქმეტყველება მონასტრების შესასვლელებშიც, და როცა სასეირნოდ გამოდიან უმნიშვნელოვანესი სამონასტრო პერსონები (ანუ უფროსები) ანაფორებითა და მხრებზე შემოსმული წარმართული ქურთუკებით და სხვა შესამოსელებით, უძვირფასესი სკვნილებით ხელში, ისინი სერიოზული სახეებით მრავალსიტყვაობით განსჯიან, რა გააკეთა იმან, რა დაემართა მეორეს, რა ქნა მესამემ; და ამაზე ერთნი პასუხობენ ისე, მეორენი ასე, და ასე ჩაღდება განმკითხველი საუბრები, რომელსაც ვერ ასრულებენ ერთ დღეში, ზოგჯერ მას უნდებიან კვიროობით; ზოგჯერ ხურდება კამათი, და რჩებიან საღამოდე უჭმელად, მსგავსი რამ ხდება ასკეტებშიც, როცა ისინი იკრიბებიან და ხელსაქმობენ, (ანუ ხელით მართავს მაქოს ძაფს), ხოლო ენით, იმავდროულად, ატრიალებენ განკითხვის ბორბალს, იწყებენ (მუშაობისას) განკითხვებს იმაზე, ვინ რა დაინახა საკუთარი თვალით და მოისმინა საკუთარი ყურით; მათ არ ძალუძთ მუშაობისას მაინც რომ შეწყვიტონ ეს განკითხვები, და მერეც სახლისკენ მიმავლები განაგრძობენ განკითხვებს, კამათობენ საქმინაობისას; იმავენაირად საუბრობენ მეზობელ მაგიდასთანაც, და როცა უკვე აღუვლენენ სამადლობელს ღმერთს, ეს სამადლობელი ზეცაში ადის საძაგლად (ანუ სიმყრალით)“.
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4517
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ამბა პახუმი და ობოლი ბიჭი
„მამა იოსები ხშირად გვიყვებოდა ერთ შემთხვევას ამბა პახუმის ცხოვრებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ის მთელი სამყაროს მნათობი იყო, რომელიც რამდენიმე ათასი მონაზვნის სულიერი მამა გახლდათ. ერთხელ, ამბა პახუმიმ ერთი ახალგაზრდა მონაზონი, ოცდახუთი წლის თეოდორე, დააყენა და უთხრა, რომ საძმოსთვის სულის სასარგებლო სიტყვა ეთქვა. ის თავადაც დაჯდა და უსმენდა. ამან ზოგიერთი ასაკოვანი მონაზვნის უკმაყოფილება გამოიწვია, რაზეც ამბა პახუმიმ მკაცრად უპასუხა: „მე თქვენი მოძღვარი ვარ, მეც კი დიდი ყურადღებით ვუსმენდი და სარგებელიც მივიღე, თქვენ კი აღშფოთდით იმის გამო, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა!“ მის ცხოვრებაში ერთი ასეთი შემთხვევაც იყო. ერთხელ ამბა პახუმი იჯდა და იმ უდაბური ადგილებისთვის ჩვეული საქმიანობით, კალათების დამზადებით, იყო დაკავებული. მასთან ერთი ობოლი ბიჭი მივიდა, რომელიც იმ მონასტერში ცხოვრობდა. ამ ბიჭმა არ იცოდა, რომ ვისაც ესაუბრებოდა, თავად მონასტრის იღუმენი იყო და ჰკითხა: -მამაო, როგორ წნავ? სხვანაირად უნდა გააკეთო. წმინდა პახუმიმ უპასუხა: -მართლა, შვილო? აბა, მაჩვენე, როგორ უნდა. - მანაც აიღო კალათი და უჩვენა. თქვენ გგონიათ, რომ ეს პატარა ბიჭი მას რაიმე ახალს უჩვენებდა? წმინდა პახუმის ხომ უამრავი წელი გაეტარებინა უდაბნოში და ეს საქმიანობაც ზედმიწევნით იცოდა. რა თქმა უნდა, ამ ბიჭს ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა და კარგადაც არ გამოსდიოდა, მაგრამ წმინდა პახუმი ყურადღებით უყურებდა და თავადაც იმეორებდა მის მოძრაობებს. მისი გული სულიწმიდის მადლით იყო აღვსილი და ბიჭის ნათქვამმა ოდნავი გაღიზიანებაც არ გამოიწვია მასში. წმინდა ადამიანი მუდამ მზადაა, რომ მოსწავლე გახდეს და არასდროს იტყვის, შენ ვინ ხარ, განა მე არ ვიციო“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4518
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტრიდან არსად გახვიდე ისე, რომ წინასწარ ხელმძღვანელებს ნებართვა არ სთხოვო“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „2024 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი სიდონია (ხუხუნაიშვილი). მონაზონი სიდონია დაიკრძალა ამავე მონასტრის სასაფლაოზე. მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ სიდონიას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის წევრებს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ მონაზონი სიდონია“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4519
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტრიდან ხშირად სტუმრობდნენ მას [წმ. ამფილოქეს პოჩაევოდან]. ის საუბარში ხშირად ხაზს უსვამდა, რომ მნიშვენლოვანია არამარტო აღკვეცა,არამედ სულით მონაზონი იყო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4520
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ლოცვას ბევრი სათნოებები გააჩნია. მას აქვს მოთმინების ძალა, დიდხანს მოთმინების, ქალწულება თავისი თავშეკავების გრძნობით, ღვთისადმი სიყვარულის მომპოვებლობა, სულის განათების უნარი, და როგორი სიბინძურითაც არ უნდა იყოს სული გასვრილი, ლოცვას შეუძლია მისი გაწმენდა. და თუ ბერი უძლურია ლოცვების კითხვაში, ეს იმიტომ მას სული დაკავებული აქვს ამქვეყნიური საკითხებით (ანუ მონაზვნური ცხოვრების ნაცვლად ერის საკითხებით) და მაშინ რაღა ითქმის ერის კაცზე, როგორი იქნება იგი, რომელიც ისედაც უძლურია (ისედაც ცოტას ლოცულობს) და რომელიც არანაირ სარგებელსაც არ იღებს მისგან?“
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4521
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“წმინდა ეფრემ კატუნაკელის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ის ორმოცდაორი წელი ისეთ წინამძღვართან ცხოვრობდა, რომელიც ნამდვილი ტირანი იყო. მასთან სხვა მამები ოც წუთზე მეტ ხანს ვერ ჩერდებოდნენ. ჩემი მოძღვარი (იოსებ ვატოპედელი) ამბობდა: „ოცდაათი წუთი ძლივს ვუძლებდი და მერე მივდიოდი“. ოცი წლის იყო მამა ეფრემი, როდესაც ამ ურთულეს ადამიანთან ორმოცდაორწლიანი მორჩილება დაიწყო. რამდენიმეჯერ, გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი, წასულა კიდეც მისგან, მაგრამ ყოველ ჯერზე საღმერთო მადლი ტოვებდა. მამა ეფრემი ღმერთშემოსილი ადამიანი იყო. მას იმხელა კადნიერება ჰქონდა, რომ ღმერთს ისე ესაუბრეობდა, როგორც კაცი კაცს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღმერთმა დაუშვა, რომ მთელი ორმოცდაორი წელი ასე ეწამა.
სიცოცხლის ბოლო წლებში მამა ნიკიფორემ (მამა ეფრემი წინამძღვარმა) საერთოდ დაკარგა განსჯის უნარი. ამ მდგომარეობაში სამი-ოთხი წელი იმყოფებოდა, რაც მამა ეფრემისთვის ნამდვილი წამება იყო. როდესაც ის გარდაიცვალა და კრძალავდნენ, მამა ეფრემიც მივიდა, ემთხვია მას და ზუსტად იმ წამებში ღმერთმა აუწყა, რომ მისი ნება იყო ის, რომ მასთან ცხოვრობდა. მამა ეფრემმა უთხრა უფალს: -ორმოცდასამი წელი ვლოცულობდი და არ განმიცხადე შენი ნება! ორმოცდსამი წლის შემდეგ მაუწყებ ამას? რომ დამეტოვებინა და წავსულიყავი? -რომ წასულიყავი, დაიღუპებოდი. - მიიღო სულში პასუხი. ხედავთ? მამა ეფრემთან საღმრთო მადლი ურთულესი განსაცდელებითა და უდიდესი შრომის შედეგად მივიდა, და არა ბედნიერი და კომფორტული ცხოვრებით. აღდგომა მხოლოდ ჯვარცმას მოჰყვება. მხოლოდ ჯვრის მიერ გადარჩება ადამიანი. იმისთვის, რომ განიკურნოს ჩვენი დაცემულობა, აუცილებლად ქრისტეს ნაკვალევს უნდა გავყვეთ და ჯვარზე ავიდეთ. თუ ჩვენი თავისუფალი ნებით არ გავყვებით, მაშინ არ გვეგონოს, რომ მისი მოწაფეები გავხდებით“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4522
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყველა, ვინც კი მონასტერში შევიდა და ქრისტეს კეთილი უღელი დაიდო, უპოვარი უნდა იყოს, დაკმაყოფილდეს ყველაზე აუცილებლით და ეკრძალოს ზედმეტობას სამოსში, სენაკში არსებულ ნივთებსა თუ ფულში. ბერის ქონება, სიმდიდრე, საუნჯე უფალი ჩვენი იესო ქრისტე უნდა იყოს. მისკენ უნდა იყოს გამუდმებით მიპყრობილი გონებისა და გულის თვალები. მასში უნდა იყოს მოკრებილი ჩვენი იმედი. მას უნდა ემყარებოდეს მთელი ჩვენი სასოება: ჩვენ მისი რწმენით უნდა ვიყოთ ძლიერები.
ასეთი სულიერი განწყობის შენარჩუნება ბერს არ შეუძლია ქონების პირობებში - უპოვარების მცნება თავად უფლის მიერ არის მოცემული. „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა“, - გვიბრძანებს იგი, - „სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4523
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“დედა ევპრაქსიას სქემმონაზონი ევგენია (ქათამაძე), იმ პერიოდისთვის სამონაზვნე მარიამი, იხსენებს:
-დედა ევპრაქსია მკაცრი იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდა მონაზვნების მიმართ. მისგან თავი ყოველთვის შორს გვეჭირა, თუ რაიმეს ვკითხავდით, პასუხი ყოველთვის იყო მოკლე და კონკრეტული. ძალიან მცივანა იყო და ბევრ ტანსაცმელს იცვამდა. იმდენად ბევრს, რომ ზოგჯერ სკამზე დაჯდომაც კი უჭირდა. ცოტას ჭამდა, მაგრამ ამ თვისების გამო სრულად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით ზამთარში. როგორც კი გაზაფხულდებოდა და დათბებოდა, გეგონებოდა, უცებ დაიკლო წონაო და თანაც საკმაოდ. დედა ევპრაქსია ყველგან და ყოველთვის სკვნილით დადიოდა. ერთი სკვნილი ხელში ეჭირა, მეორე - მაჯაზე ეკეთა. ისიც შევამჩნიე, რომ სკვნილებით მხოლოდ მარცხენა ხელით სარგებლობდა. ერთხელ მორიდებით ვკითხე: - დედაო, მარცხენა ხელით რატომ ლოცულობ, ცაცია ხომ არ ხარ, ან მეორე სკვნილი მარცხენა მაჯაზე რატომ გიკეთია-მეთქი. ბოროტი მარცხენა მხარეს დგას და სკვნილზე ლოცვის ეშინია. მე კი ერთი სკვნილის ნაცვლად ორით ვაშინებო. მინდა პირდაპირ ვესროლო გამგიმრავი ისრები, რომ ჩემგან რაც შეიძლება შორს წავიდესო. ისე გულწრფელად მიპასუხა, რომ გამეღიმა და მეტი არაფერი მიკითხავს. სახე უღიმოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თვითონაც კმაყოფილი იყო თავისი პასუხით.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4524
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ცხოვრებაში ბავშვებზე მემკვიდრეობით გადადის ხოლმე მშობლების მანკიერებანი. იგივე მოსდის ადამიანს, როცა საცხოვრებლად მონასტერში მოდის.
როცა იგი კავდება მონასრული ცხოვრებით, ანუ მოღვაწეობს უკიდურესი ქალწულობით, რათა შვას თავის თავში მაცხოვნებელი სული და მიემსგავსება მუცლად ღებულს, კეთილგონივრულად, ჩუმად და სიმშვიდით; მაგრამ ამაოდ დაშვრება, თუ მოღვაწეობისას თან დაიტოვებს მაცხოვნებული სულის საწინააღმდეგო სამ შხამს, რამეთუ ისინი ამ სამი შხამის წარმოებისას, მიწიერის გამო ერთვებიან ზეციურ გასართობებში. როგორც მოქალაქენი სიძვითა და თავაშვებულობით ვარდებიან მრუშობაში, ასევე მონაზვნურ ცხოვრებაში სულიერი ხეტიალისას (ანუ ისინი ვარდებიან მრავალმზრუნველობასა და მეტალებისა და ა.შ. მრავალსაგანძურთა დაუნჯებებში). ეს მანკიერება მონაზვნებში სულ უფრო და უფრო ვითარდება, რადგან ახალგაზრდა თაობა თავიანთ მშობლებზე ბავშვებივით ასე სვამენ ასეთ კითხვას: რახან მამაჩემი და დედაჩემი იქცეოდნენ აე, მეც ამიტომ უნდა ვიქცეოდე მათსავით?! ასე ხდება მონაზვნურ ცხოვრებაშიც. ვინც ბერი ხდება ისეთი ხუცესის ხელმძღვანელობით, რომელიც საშინელ ცოდვებს სჩადიოდა, მისი სიკვდილის შემდეგ, როგორღა მოიქცევა ის თავად? რასაკვირველია, რასაც მიჩვეულია ისე! მამობას ხუცესი უწევდა, დედობას კი მოძღვარი. და თუ ისინი ასეთ დამღუპველ ცოდვებს სჩადიოდნენ, მაშინ მორჩილსაც, განსაკუთრებით ახლანდელებს, რომლებიც ისე იოლად იხრებიან დაღუპვისკენ, განა იგივე არ დაემართებათ?! საიდან წარმოიშვება ასეთი სიმსუბუქე მორჩილის სულის დაღუპვაში? რასაკვირველია სწორედაც რომ ხუცესისგან, რადგან მორჩილს სწამს მისი, ხუცესი კი არ ამხელს და არც მიუძღვება მას მონაზვნური ცხოვრებისკენ. დიახ, არ ამხელს ხუცესი მორჩილს და არც მიუძღვება სულის ცხონების გზისკენ და ამის გამოა, რომ როცა მორჩილს მოაქვს ფული, ხუცესს მისი მხილებისა ეშინია, რომ იგი არ წავიდეს თავის ფულებიანად მისგან, ან შესაძლოა ეს იმის გამო ემართება, რომ მორჩილი ლამაზიცაა; ხუცესი მოხიბულულია მისით. მორჩილი კი რომ ხვდება, როგორ უფრთხილდება მას ხუცესი, სულ უფრო ამრავლებს თავის ცოდვებს ხუცესის მეტად დაშინებისთვის. ყველაფერი აქედან გამომდინარე მორჩილი ასე ხდება თავისი ვნებების მსახური და დაღუპვის შემოქმედი. მექრთამეობის სულით მასში სიამაყეც ვითარდება. იგი ექცევა მოქალაქეთა მზრუნველობაში და თავადაც ისწრაფის საგანძურთდაუნჯებისკენ. როცა მას კარგად დააგროვებს მერე უკვე იწყებს თავის თავზე წარმოსახვების გამრავლებას. და თავის წარმოსახვაში იგი უკვე მთელ მსოფლიოშია განდიდებული. თუმცა ისიც აფიქრებს, ამხელა ძალაუფლების მფლობელი, თავად რომ არაფერს წარმოადგენს: და მართლაც ვინ არის იგი? მხოლოდ სიმყრალისა და სიბოროტის მფრქვეველი; მაგრამ რაცაა ესაა! და არის ასე დავიწყებაში, თუ უკვე დავიწყებული, რადგან მან ამ თავისი საქმიანობით დაკარგა თავისი სულის ცხონების გზა“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4525
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა მამები მონაზვნობის მსურველ ადამიანს მაშინვე განდეგილად წასვლას არ ურჩევენ. მან რამდენიმე წელი სხვა მონაზვნებთან ერთად მონასტერში უნდა გაატაროს, ისწავლოს საკუთარი ნების მოკვეთა, თავისი ხასიათის ბასრი ეკლები მოიშოროს და სულ მცირე ოცი წლის შემდეგ, შინაგანი ცვლილებების საფუძველზე, შეიძლება განმარტოვდეს კიდეც“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4526
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ახალდამწყებო! ხშირად ესტუმრე შენი სულიერი მამის ან შენი უხუცესი ბერის სენაკს შენი სულიერი აღზრდისთვის და ცოდვებისა და ცოდვილი გულისსიტყვების აღიარებისათვის. ნეტარი ხარ, თუკი მცოდნე უხუცესი ბერი იპოვე, გამოცდილი და კეთილგანზრახული: დამაკმაყოფილებელი მასწავლებელი ჩვენს დროში ძალიან იშვიათია. ტაძრად მიიჩნიე ის სალოცავი, რომელშიც ისმენ ღვთის სიტყვას, რომელიც გაცოცხლებს. ხოლო, თუკი მონასტერში დამაკმაყოფილებელი მაწავლებელი არ არის, მაშინ შენი ცოდვების აღსარება სულიერი მამის წინაშე უფრო ხშირად თქვი, ხოლო დარიგებებს სახარებაში და წმინდა მამების მიერ მოსაგრეობაზე დაწერილ წიგნებში დაეწაფე. შენი სენაკი შენთვის ნავსაყუდელი და თავშესაფარი გახდება აზრობრივი და გულისმიერი ქარიშხლებისგან თავდასაცავად“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4527
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დედა ევპრაქსიასთან ურთიერთობა ცოტა რთული იყო, თუმცა ჭკუის სასწავლებელი. მაგალითისთვის მოვიყვან კიდევ ერთ შემთხვევას. 1997 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობას, ისე ადრე ჩამოვიდა წირვაზე, გამიკვირდა. სულ რამდენიმეს გვქონდა ტაძრის მორჩილება. დედა ევპრაქსიას ხელში უცნაური კელაპტარი ეჭირა და დიდი სასოებით ასწორებდა. მივიდა ანალოღიასთან, სადაც წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს ხატი იყო დაბრძანებული. სამი მცირე მეტანია გააკეთა და ხატს ემთხვია, შემდეგ კი ანალოღიასთან მდგარ შანდალზე დაანთო თავისი სანთელი. ვკითხე: - დედაო, ეს რა უცნაური სანთელია-მეთქი. ეს ბაზმაკიაო, - მიპასუხა. პირველად გავიგე სიტყვა ბაზმაკი. ეტყობა, ძალიან გაკვირვებული სახე მქონდა, ამიტომ ამიხსნა, თუ როგორ ამზადებდა ამ სანთელს. ტექნოლოგია თანმიმდევრული სიზუსტით აღარ მახსოვს, მაგრამ კაკლის ლებანს რომ იყენებდა დამზადების პროცესში, ჩემმა გონებამ ეს ნამდვილად შემოინახა. სამწუხაროდ, სანთელმა წვის დროს წკიპინი დაიწყო და პატარა შხეფებსაც ისროდა, რაც შანდალს აჭუჭყიანებდა. ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამ დროს ჩემი მორჩილება ტაძარი იყო, წირვისთვის მისი მომზადება. ყველაფერი უნდა შემემოწმებინა და მომეწესრიგებინა. ასეთ რთულ ვითარებაში დამემატა ბაზმაკი, რომელიც რამდენჯერმე გაწმენილ შანდალს ისევ გასაწმენდს ხდიდა.
დედა ევპრაქსიას ვერ ვეტყოდი - სანთელი ჩააქრე და შანდიდან მოხსენი-მეთქი, რადგან მას მიაჩნდა, რომ ბაზმაკის დანთება გამოხატავდა წმინდა ბარბარეს მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას. იღუმენიაც შენიშვნას მომცემდა, დასვრილ შანდალს თუ ნახავდა. ორც ცეცხლს შუა ვიწვოდი. ვიდრე სანთელი ბოლომდე არ დაიწვებოდა, გადარბენაზე ვიყავი. ხან შანდალს ვასუფთავებდი, ხან მორჩილების ამა თუ იმ უბანზე ვსაქმიანობდი. დედა ევპრაქსია კი თავის სანთელს დიდი სიხარულით შეჰყურებდა და აკვირდებოდა, როგორ იწვოდა. შანდალი კიდევ ერთხელ გავასუფთავე და შვებით ამოვისუნთქე. იღუმენიაც მობრძანდა. არც დედა ევპრაქსია დამრჩა უკმაყოფილო და დედა ქეთევანსაც მოწესრიგებული ტაძარი დახვდა. ჩემი აზრით, უფალმა დედა ევპრაქსიას მოქმედებით მოთმინების მოთმინების გამომუშავების კიდევ ერთი გაკვეთილი ჩამიტარა“. /დედა ირინე (მონაზვნობაში - დედა ნანა)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4528
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თქვენ იკითხავთ, და რა შემოდგომაა ეს? ეს შემოდგომა არის დრო, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. აწ შემოდგომაა, რომელშიც იკარგება მონაზვნური ცხოვრების მადლი (ანუ ნაყოფების გამოღება) მაგრამ გაუფრთხილდით (ანუ იმას, რაც ჯერ კიდევ არის თქვენში) და მაგრამ გეჭიროთ ის, რისთვისაც ჯერ კიდევ გაქვთ ხელი ჩავლებული, რომ არ იქცეთ დამნაშავეებად საკუთარი მონაზვნური ცხოვრების დაღუპვაში.
უბედურია ის, ვისაც ამაში დაადანაშაულებენ. კარგად შეიგნეთ, რომ თქვენი სიკვდილის წინ ვერ იხილავთ ანგელოზის სახეს, რომელსაც უნდა გადაებარებინა თვენი სული, და განაგრძობთ თქვენი იდუმალი საქმეების კეთებას და ნურც სხვებს გადასცემთ მათ. რადგან ასეთები იქცევიან სწორედ დამნაშავეებად მონაზვნური ცხოვრების გახრწნაში. ასეთები ხრწნიან და ღუპავენ სამონაზვნო ცხოვრებას. ამის გამო მათი სული იდაღება, უფრო სწორად ეშმაკები მიიტაცებენ მას და დაეუფლებიან სამსჯავროზე, (ანუ ეშმაკებისა და ანგელოზების შეკრებაზე) და ეშმაკები იმძლავრებენ მათზე, და განსვენებული ბერ-მონაზვნის სული მიეკუთვნება ეშმაკს. და იგი იქნება პირველი სატანიელის ჯოჯოხეთურ უფსკრულში. ახლა შემოდგომაა! დრო, რომელიც გაიყოლებს მადლს, სულის სილამაზეს, ანუ მოღვაწე მონაზვნის ადრინდელ სილამაზეს; და დგება ზამთარი! შეიტყო დაღუპვის დედოფალმა, რომ დაცარიელდა მონაზვნური ცხოვრება, მოუხმო უსჯულოების შვიდთავიან მხეცს, შემოვიდა მხეციც და უბრძანებს: „დაეუფლე!“ და ისიც დაეუფლა მონაზვნური ცხოვრების პირველ სადავეს მონაზვნურ ურჩობას. უჭირავს დაღუპვის დედოფალს მარჯვენა ხელში თავისი სიამაყის ბარძიმი დამღუპველი სიამაყე. შემოირბინა უსჯულოების შვიდ თავიანმა მხეცმა მონაზონთა გრძნობებში და მიაჭენებს იმისკენ, რომ ასვას მონაზვნებს უგრძნობელობის თასიდან, და ასე გახადოს ადამიანები უგრძნობელნი სინანულის მადლისადმი, ანუ მათ რომ არ შეინარჩუნონ აღთქმები, რომელიც დადეს აღკვეცისას“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th August 2025 - 09:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი