![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4521
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“წმინდა ეფრემ კატუნაკელის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ის ორმოცდაორი წელი ისეთ წინამძღვართან ცხოვრობდა, რომელიც ნამდვილი ტირანი იყო. მასთან სხვა მამები ოც წუთზე მეტ ხანს ვერ ჩერდებოდნენ. ჩემი მოძღვარი (იოსებ ვატოპედელი) ამბობდა: „ოცდაათი წუთი ძლივს ვუძლებდი და მერე მივდიოდი“. ოცი წლის იყო მამა ეფრემი, როდესაც ამ ურთულეს ადამიანთან ორმოცდაორწლიანი მორჩილება დაიწყო. რამდენიმეჯერ, გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი, წასულა კიდეც მისგან, მაგრამ ყოველ ჯერზე საღმერთო მადლი ტოვებდა. მამა ეფრემი ღმერთშემოსილი ადამიანი იყო. მას იმხელა კადნიერება ჰქონდა, რომ ღმერთს ისე ესაუბრეობდა, როგორც კაცი კაცს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღმერთმა დაუშვა, რომ მთელი ორმოცდაორი წელი ასე ეწამა.
სიცოცხლის ბოლო წლებში მამა ნიკიფორემ (მამა ეფრემი წინამძღვარმა) საერთოდ დაკარგა განსჯის უნარი. ამ მდგომარეობაში სამი-ოთხი წელი იმყოფებოდა, რაც მამა ეფრემისთვის ნამდვილი წამება იყო. როდესაც ის გარდაიცვალა და კრძალავდნენ, მამა ეფრემიც მივიდა, ემთხვია მას და ზუსტად იმ წამებში ღმერთმა აუწყა, რომ მისი ნება იყო ის, რომ მასთან ცხოვრობდა. მამა ეფრემმა უთხრა უფალს: -ორმოცდასამი წელი ვლოცულობდი და არ განმიცხადე შენი ნება! ორმოცდსამი წლის შემდეგ მაუწყებ ამას? რომ დამეტოვებინა და წავსულიყავი? -რომ წასულიყავი, დაიღუპებოდი. - მიიღო სულში პასუხი. ხედავთ? მამა ეფრემთან საღმრთო მადლი ურთულესი განსაცდელებითა და უდიდესი შრომის შედეგად მივიდა, და არა ბედნიერი და კომფორტული ცხოვრებით. აღდგომა მხოლოდ ჯვარცმას მოჰყვება. მხოლოდ ჯვრის მიერ გადარჩება ადამიანი. იმისთვის, რომ განიკურნოს ჩვენი დაცემულობა, აუცილებლად ქრისტეს ნაკვალევს უნდა გავყვეთ და ჯვარზე ავიდეთ. თუ ჩვენი თავისუფალი ნებით არ გავყვებით, მაშინ არ გვეგონოს, რომ მისი მოწაფეები გავხდებით“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4522
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყველა, ვინც კი მონასტერში შევიდა და ქრისტეს კეთილი უღელი დაიდო, უპოვარი უნდა იყოს, დაკმაყოფილდეს ყველაზე აუცილებლით და ეკრძალოს ზედმეტობას სამოსში, სენაკში არსებულ ნივთებსა თუ ფულში. ბერის ქონება, სიმდიდრე, საუნჯე უფალი ჩვენი იესო ქრისტე უნდა იყოს. მისკენ უნდა იყოს გამუდმებით მიპყრობილი გონებისა და გულის თვალები. მასში უნდა იყოს მოკრებილი ჩვენი იმედი. მას უნდა ემყარებოდეს მთელი ჩვენი სასოება: ჩვენ მისი რწმენით უნდა ვიყოთ ძლიერები.
ასეთი სულიერი განწყობის შენარჩუნება ბერს არ შეუძლია ქონების პირობებში - უპოვარების მცნება თავად უფლის მიერ არის მოცემული. „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა“, - გვიბრძანებს იგი, - „სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4523
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“დედა ევპრაქსიას სქემმონაზონი ევგენია (ქათამაძე), იმ პერიოდისთვის სამონაზვნე მარიამი, იხსენებს:
-დედა ევპრაქსია მკაცრი იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდა მონაზვნების მიმართ. მისგან თავი ყოველთვის შორს გვეჭირა, თუ რაიმეს ვკითხავდით, პასუხი ყოველთვის იყო მოკლე და კონკრეტული. ძალიან მცივანა იყო და ბევრ ტანსაცმელს იცვამდა. იმდენად ბევრს, რომ ზოგჯერ სკამზე დაჯდომაც კი უჭირდა. ცოტას ჭამდა, მაგრამ ამ თვისების გამო სრულად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით ზამთარში. როგორც კი გაზაფხულდებოდა და დათბებოდა, გეგონებოდა, უცებ დაიკლო წონაო და თანაც საკმაოდ. დედა ევპრაქსია ყველგან და ყოველთვის სკვნილით დადიოდა. ერთი სკვნილი ხელში ეჭირა, მეორე - მაჯაზე ეკეთა. ისიც შევამჩნიე, რომ სკვნილებით მხოლოდ მარცხენა ხელით სარგებლობდა. ერთხელ მორიდებით ვკითხე: - დედაო, მარცხენა ხელით რატომ ლოცულობ, ცაცია ხომ არ ხარ, ან მეორე სკვნილი მარცხენა მაჯაზე რატომ გიკეთია-მეთქი. ბოროტი მარცხენა მხარეს დგას და სკვნილზე ლოცვის ეშინია. მე კი ერთი სკვნილის ნაცვლად ორით ვაშინებო. მინდა პირდაპირ ვესროლო გამგიმრავი ისრები, რომ ჩემგან რაც შეიძლება შორს წავიდესო. ისე გულწრფელად მიპასუხა, რომ გამეღიმა და მეტი არაფერი მიკითხავს. სახე უღიმოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თვითონაც კმაყოფილი იყო თავისი პასუხით.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4524
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ცხოვრებაში ბავშვებზე მემკვიდრეობით გადადის ხოლმე მშობლების მანკიერებანი. იგივე მოსდის ადამიანს, როცა საცხოვრებლად მონასტერში მოდის.
როცა იგი კავდება მონასრული ცხოვრებით, ანუ მოღვაწეობს უკიდურესი ქალწულობით, რათა შვას თავის თავში მაცხოვნებელი სული და მიემსგავსება მუცლად ღებულს, კეთილგონივრულად, ჩუმად და სიმშვიდით; მაგრამ ამაოდ დაშვრება, თუ მოღვაწეობისას თან დაიტოვებს მაცხოვნებული სულის საწინააღმდეგო სამ შხამს, რამეთუ ისინი ამ სამი შხამის წარმოებისას, მიწიერის გამო ერთვებიან ზეციურ გასართობებში. როგორც მოქალაქენი სიძვითა და თავაშვებულობით ვარდებიან მრუშობაში, ასევე მონაზვნურ ცხოვრებაში სულიერი ხეტიალისას (ანუ ისინი ვარდებიან მრავალმზრუნველობასა და მეტალებისა და ა.შ. მრავალსაგანძურთა დაუნჯებებში). ეს მანკიერება მონაზვნებში სულ უფრო და უფრო ვითარდება, რადგან ახალგაზრდა თაობა თავიანთ მშობლებზე ბავშვებივით ასე სვამენ ასეთ კითხვას: რახან მამაჩემი და დედაჩემი იქცეოდნენ აე, მეც ამიტომ უნდა ვიქცეოდე მათსავით?! ასე ხდება მონაზვნურ ცხოვრებაშიც. ვინც ბერი ხდება ისეთი ხუცესის ხელმძღვანელობით, რომელიც საშინელ ცოდვებს სჩადიოდა, მისი სიკვდილის შემდეგ, როგორღა მოიქცევა ის თავად? რასაკვირველია, რასაც მიჩვეულია ისე! მამობას ხუცესი უწევდა, დედობას კი მოძღვარი. და თუ ისინი ასეთ დამღუპველ ცოდვებს სჩადიოდნენ, მაშინ მორჩილსაც, განსაკუთრებით ახლანდელებს, რომლებიც ისე იოლად იხრებიან დაღუპვისკენ, განა იგივე არ დაემართებათ?! საიდან წარმოიშვება ასეთი სიმსუბუქე მორჩილის სულის დაღუპვაში? რასაკვირველია სწორედაც რომ ხუცესისგან, რადგან მორჩილს სწამს მისი, ხუცესი კი არ ამხელს და არც მიუძღვება მას მონაზვნური ცხოვრებისკენ. დიახ, არ ამხელს ხუცესი მორჩილს და არც მიუძღვება სულის ცხონების გზისკენ და ამის გამოა, რომ როცა მორჩილს მოაქვს ფული, ხუცესს მისი მხილებისა ეშინია, რომ იგი არ წავიდეს თავის ფულებიანად მისგან, ან შესაძლოა ეს იმის გამო ემართება, რომ მორჩილი ლამაზიცაა; ხუცესი მოხიბულულია მისით. მორჩილი კი რომ ხვდება, როგორ უფრთხილდება მას ხუცესი, სულ უფრო ამრავლებს თავის ცოდვებს ხუცესის მეტად დაშინებისთვის. ყველაფერი აქედან გამომდინარე მორჩილი ასე ხდება თავისი ვნებების მსახური და დაღუპვის შემოქმედი. მექრთამეობის სულით მასში სიამაყეც ვითარდება. იგი ექცევა მოქალაქეთა მზრუნველობაში და თავადაც ისწრაფის საგანძურთდაუნჯებისკენ. როცა მას კარგად დააგროვებს მერე უკვე იწყებს თავის თავზე წარმოსახვების გამრავლებას. და თავის წარმოსახვაში იგი უკვე მთელ მსოფლიოშია განდიდებული. თუმცა ისიც აფიქრებს, ამხელა ძალაუფლების მფლობელი, თავად რომ არაფერს წარმოადგენს: და მართლაც ვინ არის იგი? მხოლოდ სიმყრალისა და სიბოროტის მფრქვეველი; მაგრამ რაცაა ესაა! და არის ასე დავიწყებაში, თუ უკვე დავიწყებული, რადგან მან ამ თავისი საქმიანობით დაკარგა თავისი სულის ცხონების გზა“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4525
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა მამები მონაზვნობის მსურველ ადამიანს მაშინვე განდეგილად წასვლას არ ურჩევენ. მან რამდენიმე წელი სხვა მონაზვნებთან ერთად მონასტერში უნდა გაატაროს, ისწავლოს საკუთარი ნების მოკვეთა, თავისი ხასიათის ბასრი ეკლები მოიშოროს და სულ მცირე ოცი წლის შემდეგ, შინაგანი ცვლილებების საფუძველზე, შეიძლება განმარტოვდეს კიდეც“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4526
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ახალდამწყებო! ხშირად ესტუმრე შენი სულიერი მამის ან შენი უხუცესი ბერის სენაკს შენი სულიერი აღზრდისთვის და ცოდვებისა და ცოდვილი გულისსიტყვების აღიარებისათვის. ნეტარი ხარ, თუკი მცოდნე უხუცესი ბერი იპოვე, გამოცდილი და კეთილგანზრახული: დამაკმაყოფილებელი მასწავლებელი ჩვენს დროში ძალიან იშვიათია. ტაძრად მიიჩნიე ის სალოცავი, რომელშიც ისმენ ღვთის სიტყვას, რომელიც გაცოცხლებს. ხოლო, თუკი მონასტერში დამაკმაყოფილებელი მაწავლებელი არ არის, მაშინ შენი ცოდვების აღსარება სულიერი მამის წინაშე უფრო ხშირად თქვი, ხოლო დარიგებებს სახარებაში და წმინდა მამების მიერ მოსაგრეობაზე დაწერილ წიგნებში დაეწაფე. შენი სენაკი შენთვის ნავსაყუდელი და თავშესაფარი გახდება აზრობრივი და გულისმიერი ქარიშხლებისგან თავდასაცავად“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4527
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დედა ევპრაქსიასთან ურთიერთობა ცოტა რთული იყო, თუმცა ჭკუის სასწავლებელი. მაგალითისთვის მოვიყვან კიდევ ერთ შემთხვევას. 1997 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობას, ისე ადრე ჩამოვიდა წირვაზე, გამიკვირდა. სულ რამდენიმეს გვქონდა ტაძრის მორჩილება. დედა ევპრაქსიას ხელში უცნაური კელაპტარი ეჭირა და დიდი სასოებით ასწორებდა. მივიდა ანალოღიასთან, სადაც წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს ხატი იყო დაბრძანებული. სამი მცირე მეტანია გააკეთა და ხატს ემთხვია, შემდეგ კი ანალოღიასთან მდგარ შანდალზე დაანთო თავისი სანთელი. ვკითხე: - დედაო, ეს რა უცნაური სანთელია-მეთქი. ეს ბაზმაკიაო, - მიპასუხა. პირველად გავიგე სიტყვა ბაზმაკი. ეტყობა, ძალიან გაკვირვებული სახე მქონდა, ამიტომ ამიხსნა, თუ როგორ ამზადებდა ამ სანთელს. ტექნოლოგია თანმიმდევრული სიზუსტით აღარ მახსოვს, მაგრამ კაკლის ლებანს რომ იყენებდა დამზადების პროცესში, ჩემმა გონებამ ეს ნამდვილად შემოინახა. სამწუხაროდ, სანთელმა წვის დროს წკიპინი დაიწყო და პატარა შხეფებსაც ისროდა, რაც შანდალს აჭუჭყიანებდა. ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამ დროს ჩემი მორჩილება ტაძარი იყო, წირვისთვის მისი მომზადება. ყველაფერი უნდა შემემოწმებინა და მომეწესრიგებინა. ასეთ რთულ ვითარებაში დამემატა ბაზმაკი, რომელიც რამდენჯერმე გაწმენილ შანდალს ისევ გასაწმენდს ხდიდა.
დედა ევპრაქსიას ვერ ვეტყოდი - სანთელი ჩააქრე და შანდიდან მოხსენი-მეთქი, რადგან მას მიაჩნდა, რომ ბაზმაკის დანთება გამოხატავდა წმინდა ბარბარეს მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას. იღუმენიაც შენიშვნას მომცემდა, დასვრილ შანდალს თუ ნახავდა. ორც ცეცხლს შუა ვიწვოდი. ვიდრე სანთელი ბოლომდე არ დაიწვებოდა, გადარბენაზე ვიყავი. ხან შანდალს ვასუფთავებდი, ხან მორჩილების ამა თუ იმ უბანზე ვსაქმიანობდი. დედა ევპრაქსია კი თავის სანთელს დიდი სიხარულით შეჰყურებდა და აკვირდებოდა, როგორ იწვოდა. შანდალი კიდევ ერთხელ გავასუფთავე და შვებით ამოვისუნთქე. იღუმენიაც მობრძანდა. არც დედა ევპრაქსია დამრჩა უკმაყოფილო და დედა ქეთევანსაც მოწესრიგებული ტაძარი დახვდა. ჩემი აზრით, უფალმა დედა ევპრაქსიას მოქმედებით მოთმინების მოთმინების გამომუშავების კიდევ ერთი გაკვეთილი ჩამიტარა“. /დედა ირინე (მონაზვნობაში - დედა ნანა)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4528
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თქვენ იკითხავთ, და რა შემოდგომაა ეს? ეს შემოდგომა არის დრო, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. აწ შემოდგომაა, რომელშიც იკარგება მონაზვნური ცხოვრების მადლი (ანუ ნაყოფების გამოღება) მაგრამ გაუფრთხილდით (ანუ იმას, რაც ჯერ კიდევ არის თქვენში) და მაგრამ გეჭიროთ ის, რისთვისაც ჯერ კიდევ გაქვთ ხელი ჩავლებული, რომ არ იქცეთ დამნაშავეებად საკუთარი მონაზვნური ცხოვრების დაღუპვაში.
უბედურია ის, ვისაც ამაში დაადანაშაულებენ. კარგად შეიგნეთ, რომ თქვენი სიკვდილის წინ ვერ იხილავთ ანგელოზის სახეს, რომელსაც უნდა გადაებარებინა თვენი სული, და განაგრძობთ თქვენი იდუმალი საქმეების კეთებას და ნურც სხვებს გადასცემთ მათ. რადგან ასეთები იქცევიან სწორედ დამნაშავეებად მონაზვნური ცხოვრების გახრწნაში. ასეთები ხრწნიან და ღუპავენ სამონაზვნო ცხოვრებას. ამის გამო მათი სული იდაღება, უფრო სწორად ეშმაკები მიიტაცებენ მას და დაეუფლებიან სამსჯავროზე, (ანუ ეშმაკებისა და ანგელოზების შეკრებაზე) და ეშმაკები იმძლავრებენ მათზე, და განსვენებული ბერ-მონაზვნის სული მიეკუთვნება ეშმაკს. და იგი იქნება პირველი სატანიელის ჯოჯოხეთურ უფსკრულში. ახლა შემოდგომაა! დრო, რომელიც გაიყოლებს მადლს, სულის სილამაზეს, ანუ მოღვაწე მონაზვნის ადრინდელ სილამაზეს; და დგება ზამთარი! შეიტყო დაღუპვის დედოფალმა, რომ დაცარიელდა მონაზვნური ცხოვრება, მოუხმო უსჯულოების შვიდთავიან მხეცს, შემოვიდა მხეციც და უბრძანებს: „დაეუფლე!“ და ისიც დაეუფლა მონაზვნური ცხოვრების პირველ სადავეს მონაზვნურ ურჩობას. უჭირავს დაღუპვის დედოფალს მარჯვენა ხელში თავისი სიამაყის ბარძიმი დამღუპველი სიამაყე. შემოირბინა უსჯულოების შვიდ თავიანმა მხეცმა მონაზონთა გრძნობებში და მიაჭენებს იმისკენ, რომ ასვას მონაზვნებს უგრძნობელობის თასიდან, და ასე გახადოს ადამიანები უგრძნობელნი სინანულის მადლისადმი, ანუ მათ რომ არ შეინარჩუნონ აღთქმები, რომელიც დადეს აღკვეცისას“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4529
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შეიძლება მოძღვარმა დაინახოს, რომ ერთ-ერთი მორჩილი სამონასტრო მორჩილებებს არ აღასრულებს ან არ ლოცულობს.ამ დროს მიდის ეშმაკი და აიძულებს, რომ ამ მორჩილზე გაღიზიანდეს და მასზე ცუდი რაღაცეები თქვას: „ერთი შეხედეთ, რას აკეთებს! ეხლა ლოცვის დროა და იმის ნაცვლად, რომ ილოცოს, ეზოში ზის და ენას არ აჩერებს, იცინის და კელიაში არ მიდის!“ - დაახლოებით ასეთია იღუმენის ბრძოლები“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4530
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუკი ბერს აქვს ფული ან რაიმე ძვირფასი ნივთები, მაშინ უნებურად, რაღაც მოუცილებელი და მოუგერიებელი აუცილებლობითა და კანონით, მისი იმედი ღვთისაგან ქონებაზე გადმოდის. იგი ქონებაზე ამყარებს თავის სასოებას, ქონებაში ხედავს თავის ძალას, მასში ხედავს ბედუკუღმართობის გავლენის მოცილების საშუალებას, რომელიც შეიძლება შეემთხვეს მიწიერი ცხოვრების ასპარეზზე. ქონებაში იყრის თავს მისი სიყვარული, მისი გული და გონება, მთელი მისი არსება. სახმართმოყვარის გული ხდება ისეთივე უხეში და უცხო ყოველგვარი სულიერი შეგრძნებისადმი, როგორი უხეში და უგრძნობელიც არის საგანი“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4531
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ასაკიან დედებს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება ჰქონდათ. ხშირად მოძღვრის ქადაგებას ან იღუმენიას კურთხევას თავისებურად იგებდნენ. დედა ევპრაქსიასთან დაკავშირებით გავიხსენებ კიდევ ერთ შემთხვევას: ნაწირვებს, ტაძრიდან გამოსულები სენაკებში კიბით ავდიოდით, დედა ევპრაქსია კი მამა გაბრიელის საფლავის გავლით გადიოდა კაკლოვანში და იქიდან შემოდიოდა მონასტრის საცხოვრებელში.
ეს ჩემ თვალწინ იმდენჯერ განმეორდა, რომ დავინტერესდი. მით უმეტეს, მამა გაბრიელის საფლავთან არც ჩერდებოდა, პირიქით, აჩქარებით მოეშურებოდა ხოლმე. ერთხელ, მე და დედა ევპრაქსია წირვის შემდეგ ერთმანეთს კაკლოვანში შევხვდით. ვკითხე, - ეს ხომ უფრო შორი გზაა, დედაო, კიბით რატომ არ ადიხარ-მეთქი. გაკვირვებულმა მიპასუხა: - არ გახსოვს, რა თქვა მამა მიქაელმა ქადაგებაში, - შეეცადეთ, წირვაზე მიღებული მადლი სენაკამდე მაინც მიიტანოთ. ტაძრიდან გახვალთ თუ არა, ათას რამეზე იწყებთ ფიქრს, ან საუბრობთ, ვიღაცას განიკითხავთო და კიდევ რამდენი რამე ჩამოთვალა. ყველაფერ ამას რომ თავი ავარიდო და მადლი სენაკამდე მივიტანო, ამ გზით იმიტომ მოვდივარო. არაფერი მითქვამს, თუმცა გულში ვიფიქრე, მარტო გარეგნული მდუმარებით მადლის შენარჩუნება შეუძლებელია, თუ შინაგანში ომია და უსიყვარულობის ისეთი ქარბორბალა ტრიალებს, რომელიც სპობს მადლის უმცირეს ნამცეცებსაც-მეთქი“. /დედა ირინე (მონაზვნობაში - დედა ნანა)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4532
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ასე რომ, სანამ ჯერ კიდევ გაზაფხულია ჩვენს გულში, შევეცადოთ და ვიშრომოთ მონაზვნური ცხოვრების ვენახში მანამდე, სანამ არ დაღუპულა ჩვენი ცხოვრება. შევეცადოთ ურთიერთ სიყვარულის მოპოვებას; შევეცადოთ მონაზვური საგანძურის მოკრებას. შევეცადოთ მოვიპოვოთ ჩვენი მორჩილი ცხოვრების ნაყოფი. შევეცადოთ, ჩვენი დათესილი სიკეთეებიდან ნაყოფის მიღებას, სიწმიდისა და ქალწულების შენარჩუნებას. შევეცადოთ დავიუნჯოთ ღვთისმსახურებებიდან მოსავალი, მოვკრიბოთ ჩვენი გულმოწყალებებიდან მოწეული ნაყოფი, ანუ თავისუფლება. შვეცადოთ ჩვენი სიმდაბლისა და მოთმინების ნაყოფის მოწევნასაც. იმასაც ვეცადოთ, რომ მოვიმკათ ჩვენი ლოცვებიდანაც ნაყოფი ჩვენი ასე გამოსწორების ფასად. შევეცადოთ ჩვენი მკაცრი ცხოვრებიდან მოთმინების შედეგად მოწეული ნაყოფის მოკრებას. და იმასაც შევეცადოთ ჩვენივე ჩადენილ უსჯულებებზე ოხვრისას, ჩვენი დარდიანი ამოოხვრებიდანაც კი მივიღოთ ნაყოფი. რადგან აწ უკვე დროა ჩვენი დარდისა, რომელიც თავს უყრის ყველა ჩვენს მიერ ჩადენილ ბოროტებებს და ვიოხოთ ჩვენს უსჯულოებებზე. ახლა დროა ნაღველისა და დარდისა. ნაღვლით შემუსვრილი გულით მონანიებისა; აწ უკვე დროა ამოოხვრებისა, რომ ამოვიღოთ გულისა და სულის სიღრმეებიდან ჩვენი ჩადენილი ცოდვები“.
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4533
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ათობით შემთხვევა შემიძლია მოგიყვეთ, როდესაც წმინდა მოძღვრებს უმსგავსო საქმეებში ცილი დასწამეს გამიზნულად. ზოგჯერ გაზეთებში წერენ, რომ ახალგაზრდებს ტვინს ვურეცხავ, რათა მონაზვნები გახდნენ. ერთი ქალი მოვიდა ჩემთან აღსარებაზე და მეუბნება:
-მეუფე, ქრისტე მიყვარს და მონაზვნობით ვარ დაინტერესებული. მინდა, რომ რჩევა მომცეთ! უკვე ბნელოდა, მაგრამ სააღმსარებლოში შუქი ჯერ არ მქონდა ანთებული. მხოლოდ ერთი სანთელი ენთო. დავინახე, რომ მისი ჩანთიდან ნათურა ანათებდა! - აჰაა, - გავიფიქრე - ე.ი. იწერს საუბარს, აბა, ეხლა მომისმინე, რას გეტყვი! -ესე იგი მონაზვნობა გინდა? -დიახ, მონაზვნობა მინდა! მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამის შესახებ. -შვილო, ღმრთის გულისთვის, ასეთი ახალგაზრდა გოგონა ხარ და მონაზვნობა გინდა? წადი, ვინმე კარგი ბიჭი მონახე და ცოლად გაჰყევი! ოჯახი შექმენი. თუ არავინ ჩანს ჯერ, მე მოგინახავ კარგ ბიჭს და გაგათხოვებთ! რად გინდა მონაზვნობა? - გაოგნებული მიყურებდა. მეც ვუთხარი: -შვილო, ჯერ დიქტოფონი გამორთე! -მაგრამ... -აი, იქ ანათებს წითელი ნათურა. ხელით პატარა ჩანთაზე ვანიშნე. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტი იყო და იმისთვის მოვიდა, რომ მოესმინა, თუ როგორ ვუბიძგებ მას მონაზვნობისკენ. ვინ იცის, ეს რატომ გააკეთა. ცოტათი დავტუქსე კიდეც: -არ არის კარგი, რასაც აკეთებ! -მაგრამ მე თქვენთვის არაფრის დაშავება რა მინდოდა. უბრალოდ მინდოდა, შემემოწმებინა, სიმართლეს ამბობდნენ, თუ არა...“ /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4534
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სენაკში არამც და არამც არ უნდა გქონდეს არავითარი საკვები, არავითარი სასუსნავები, განსაკუთრებით, არავითარი სასმელი. მონასტერში არ შევდივართ ხორციელი სურვილების შესრულებისგან მოგვრილი მხიარულებისათვის, მიწიერი სიხარულისა და ნუგეშისათვის! ჩვენ მონასტერში შევდივართ იმისათვის, რომ ჭეშმარიტი სინანულის გზით, რომელიც გართობითა და მხიარულებით არ წყდება, შევურიგდეთ ღმერთს და მისგან ხსნის შეუფასებელი ნიჭი მივიღოთ“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4535
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„21-ე საუკუნეში იყო ბერი ან მონაზონი - ეს იმას ნიშნავს, გაღვივებულ კოცონზე იდგეო. დიდია ალბათობა იმისა, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო და ამ მოგიზგიზე კოცონის ალმა დაგწვას“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4536
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჰოი, რისთვის დატოვეთ თქვენი ასეთი მაცხოვნებელი მონაზვნური ცხოვრება? ოჰ, როგორ იძარცვებიან მთები და მღვიმეები ამ მონაზვნური ცხოვრების მიმდინარე მადლიანი გზისგან, ანუ ხელიდან როგორ ეცლებათ მოღვაწეთა უდაბნოები! იგლოვეთ მთებო და მღვიმეებო, რომ ასე დაგტოვათ თქვენმა მადლიანმა ცხოვრებამ!
ღირსნო მამანო! აწ დადგა თქვენი ცხონების დრო. აწ ცხონდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც უნდა ამ ცხონების მიღება, რადგან წინ ურთულესი ზამთარი გველის, დრო, როცა ჩვენ აღარ გვექნება ცხონებისათვის ისეთი თავისუფლება, როგორიც დღეს გვაქვს!" /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4537
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„აი, რას ნიშნავს მონაზვნური ტრადიცია - ეს არის სულიერი მამის მიერ სულიერი შვილების განსწავლა იქამდე, სანამ ქრისტე არ დამკვიდრდება მათში“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ "(2025 წლის 30 მარტს) იღუმენი იოანე (ოქროპირიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4538
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რამდენადაც შესაძლებელია, უბრალო სამოსი უნდა ვიქონიოთ, მაგრამ ღირსეული და სუფთა, როგორსაც მოითხოვს როგორც მონასტრის ჩვეულება და მდგომარეობა, ისე მისი ურთიერთობაც საერო ძმებთან, რომლებიც მას სტუმრობენ და რომლებიც თანაბრად შეიძლება დაბრკოლდნენ როგორც მდიდრული, ისე უსუფთაო სამოსით“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4539
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„აღმოსავლური ორთაბრძოლებით ვიყავი გატაცებული, კარატეთი და 15 წლისას უკვე 30 მოსწავლე მყავდა. კარატეში რამდენიმე ქამრის მფლობელიც ვარ. მწვანე ქამარი მქონდა, ლურჯი ქამარიც მოვიპოვე, თუმცა არ ამიღია, თავი დავანებე... შემდეგ ძალიან გამომადგა ჩემი სპორტული გამოცდილება, გაკაჟებული უფრო მეტად ვიტანდი იმ რთულ პირობებს, რომელიც ბერულ ცხოვრებაში მრავლად მქონდა“.
/არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4540
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერის ძალა ლოცვაა. და თუ ბერი უძლურდება ლოცვაში, ანუ თუ იგი არ ამაგრებს ლოცვით თავს, მაშინ მას ძალაც ეცლება და ლოცვის მადლიც, ანუ სანთოებებს ლოცვის გარეშე ვერ მოიპოვებს.
თუ ჩვილი მხოლოდ თავს მოგვაჩვენებს, რომ ძუძუს სწოვს, და სინამდვილეში კი ამით სულაც არ არის დაკავებული, რა დაემართება მას ასეთი წოვით?! ასევეა ადამიანი, როცა ბერად აღიკვეცება, თუ იგი არ დაკავდება განუწყვეტელი ლოცვით, ანუ იესოს ლოცვით, დაიღუპება. ისევ გეუბნებით: თუ ჩვილი მხოლოდ თავს გვაჩვენებს, რომ ძუძუს სწოვს, და სინამდვილეში კი ამით სულაც არ არის დაკავებული, რა სარგებელი ექნება?! ასევეა ბერი, თუ იგი მიიღებს ამ ანეგლოზებრივ სახეს, მაგრამ არ ისარგებლებს ლოცვით, მაშინ რა სარგებელს მიიღებს იგი მხოლოდ სქემით? დედა ამ შემთხვევაში ცხონებაა, ძუძუსმწოველი - ანგელოზებრივი სქემა, რძე კი - ლოცვა. თუ ჩვილი უხმობს დედამისს, ხოლო მის რძეს არ მოსწოვს, მაშინ რა სარგებელი ექნება ჩვილს დედისგან? ვამბობთ: თუ ბერი გააცნობიერებს თავის გამართლებას (ანუ სქემას), და ლოცვებით კი არ დაკავდება, მაშინ რით გაცოცხლდება მისი ანგელოზებრივი სახე?!“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი