![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4529
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შეიძლება მოძღვარმა დაინახოს, რომ ერთ-ერთი მორჩილი სამონასტრო მორჩილებებს არ აღასრულებს ან არ ლოცულობს.ამ დროს მიდის ეშმაკი და აიძულებს, რომ ამ მორჩილზე გაღიზიანდეს და მასზე ცუდი რაღაცეები თქვას: „ერთი შეხედეთ, რას აკეთებს! ეხლა ლოცვის დროა და იმის ნაცვლად, რომ ილოცოს, ეზოში ზის და ენას არ აჩერებს, იცინის და კელიაში არ მიდის!“ - დაახლოებით ასეთია იღუმენის ბრძოლები“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4530
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუკი ბერს აქვს ფული ან რაიმე ძვირფასი ნივთები, მაშინ უნებურად, რაღაც მოუცილებელი და მოუგერიებელი აუცილებლობითა და კანონით, მისი იმედი ღვთისაგან ქონებაზე გადმოდის. იგი ქონებაზე ამყარებს თავის სასოებას, ქონებაში ხედავს თავის ძალას, მასში ხედავს ბედუკუღმართობის გავლენის მოცილების საშუალებას, რომელიც შეიძლება შეემთხვეს მიწიერი ცხოვრების ასპარეზზე. ქონებაში იყრის თავს მისი სიყვარული, მისი გული და გონება, მთელი მისი არსება. სახმართმოყვარის გული ხდება ისეთივე უხეში და უცხო ყოველგვარი სულიერი შეგრძნებისადმი, როგორი უხეში და უგრძნობელიც არის საგანი“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4531
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ასაკიან დედებს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება ჰქონდათ. ხშირად მოძღვრის ქადაგებას ან იღუმენიას კურთხევას თავისებურად იგებდნენ. დედა ევპრაქსიასთან დაკავშირებით გავიხსენებ კიდევ ერთ შემთხვევას: ნაწირვებს, ტაძრიდან გამოსულები სენაკებში კიბით ავდიოდით, დედა ევპრაქსია კი მამა გაბრიელის საფლავის გავლით გადიოდა კაკლოვანში და იქიდან შემოდიოდა მონასტრის საცხოვრებელში.
ეს ჩემ თვალწინ იმდენჯერ განმეორდა, რომ დავინტერესდი. მით უმეტეს, მამა გაბრიელის საფლავთან არც ჩერდებოდა, პირიქით, აჩქარებით მოეშურებოდა ხოლმე. ერთხელ, მე და დედა ევპრაქსია წირვის შემდეგ ერთმანეთს კაკლოვანში შევხვდით. ვკითხე, - ეს ხომ უფრო შორი გზაა, დედაო, კიბით რატომ არ ადიხარ-მეთქი. გაკვირვებულმა მიპასუხა: - არ გახსოვს, რა თქვა მამა მიქაელმა ქადაგებაში, - შეეცადეთ, წირვაზე მიღებული მადლი სენაკამდე მაინც მიიტანოთ. ტაძრიდან გახვალთ თუ არა, ათას რამეზე იწყებთ ფიქრს, ან საუბრობთ, ვიღაცას განიკითხავთო და კიდევ რამდენი რამე ჩამოთვალა. ყველაფერ ამას რომ თავი ავარიდო და მადლი სენაკამდე მივიტანო, ამ გზით იმიტომ მოვდივარო. არაფერი მითქვამს, თუმცა გულში ვიფიქრე, მარტო გარეგნული მდუმარებით მადლის შენარჩუნება შეუძლებელია, თუ შინაგანში ომია და უსიყვარულობის ისეთი ქარბორბალა ტრიალებს, რომელიც სპობს მადლის უმცირეს ნამცეცებსაც-მეთქი“. /დედა ირინე (მონაზვნობაში - დედა ნანა)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4532
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ასე რომ, სანამ ჯერ კიდევ გაზაფხულია ჩვენს გულში, შევეცადოთ და ვიშრომოთ მონაზვნური ცხოვრების ვენახში მანამდე, სანამ არ დაღუპულა ჩვენი ცხოვრება. შევეცადოთ ურთიერთ სიყვარულის მოპოვებას; შევეცადოთ მონაზვური საგანძურის მოკრებას. შევეცადოთ მოვიპოვოთ ჩვენი მორჩილი ცხოვრების ნაყოფი. შევეცადოთ, ჩვენი დათესილი სიკეთეებიდან ნაყოფის მიღებას, სიწმიდისა და ქალწულების შენარჩუნებას. შევეცადოთ დავიუნჯოთ ღვთისმსახურებებიდან მოსავალი, მოვკრიბოთ ჩვენი გულმოწყალებებიდან მოწეული ნაყოფი, ანუ თავისუფლება. შვეცადოთ ჩვენი სიმდაბლისა და მოთმინების ნაყოფის მოწევნასაც. იმასაც ვეცადოთ, რომ მოვიმკათ ჩვენი ლოცვებიდანაც ნაყოფი ჩვენი ასე გამოსწორების ფასად. შევეცადოთ ჩვენი მკაცრი ცხოვრებიდან მოთმინების შედეგად მოწეული ნაყოფის მოკრებას. და იმასაც შევეცადოთ ჩვენივე ჩადენილ უსჯულებებზე ოხვრისას, ჩვენი დარდიანი ამოოხვრებიდანაც კი მივიღოთ ნაყოფი. რადგან აწ უკვე დროა ჩვენი დარდისა, რომელიც თავს უყრის ყველა ჩვენს მიერ ჩადენილ ბოროტებებს და ვიოხოთ ჩვენს უსჯულოებებზე. ახლა დროა ნაღველისა და დარდისა. ნაღვლით შემუსვრილი გულით მონანიებისა; აწ უკვე დროა ამოოხვრებისა, რომ ამოვიღოთ გულისა და სულის სიღრმეებიდან ჩვენი ჩადენილი ცოდვები“.
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4533
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ათობით შემთხვევა შემიძლია მოგიყვეთ, როდესაც წმინდა მოძღვრებს უმსგავსო საქმეებში ცილი დასწამეს გამიზნულად. ზოგჯერ გაზეთებში წერენ, რომ ახალგაზრდებს ტვინს ვურეცხავ, რათა მონაზვნები გახდნენ. ერთი ქალი მოვიდა ჩემთან აღსარებაზე და მეუბნება:
-მეუფე, ქრისტე მიყვარს და მონაზვნობით ვარ დაინტერესებული. მინდა, რომ რჩევა მომცეთ! უკვე ბნელოდა, მაგრამ სააღმსარებლოში შუქი ჯერ არ მქონდა ანთებული. მხოლოდ ერთი სანთელი ენთო. დავინახე, რომ მისი ჩანთიდან ნათურა ანათებდა! - აჰაა, - გავიფიქრე - ე.ი. იწერს საუბარს, აბა, ეხლა მომისმინე, რას გეტყვი! -ესე იგი მონაზვნობა გინდა? -დიახ, მონაზვნობა მინდა! მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამის შესახებ. -შვილო, ღმრთის გულისთვის, ასეთი ახალგაზრდა გოგონა ხარ და მონაზვნობა გინდა? წადი, ვინმე კარგი ბიჭი მონახე და ცოლად გაჰყევი! ოჯახი შექმენი. თუ არავინ ჩანს ჯერ, მე მოგინახავ კარგ ბიჭს და გაგათხოვებთ! რად გინდა მონაზვნობა? - გაოგნებული მიყურებდა. მეც ვუთხარი: -შვილო, ჯერ დიქტოფონი გამორთე! -მაგრამ... -აი, იქ ანათებს წითელი ნათურა. ხელით პატარა ჩანთაზე ვანიშნე. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტი იყო და იმისთვის მოვიდა, რომ მოესმინა, თუ როგორ ვუბიძგებ მას მონაზვნობისკენ. ვინ იცის, ეს რატომ გააკეთა. ცოტათი დავტუქსე კიდეც: -არ არის კარგი, რასაც აკეთებ! -მაგრამ მე თქვენთვის არაფრის დაშავება რა მინდოდა. უბრალოდ მინდოდა, შემემოწმებინა, სიმართლეს ამბობდნენ, თუ არა...“ /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4534
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სენაკში არამც და არამც არ უნდა გქონდეს არავითარი საკვები, არავითარი სასუსნავები, განსაკუთრებით, არავითარი სასმელი. მონასტერში არ შევდივართ ხორციელი სურვილების შესრულებისგან მოგვრილი მხიარულებისათვის, მიწიერი სიხარულისა და ნუგეშისათვის! ჩვენ მონასტერში შევდივართ იმისათვის, რომ ჭეშმარიტი სინანულის გზით, რომელიც გართობითა და მხიარულებით არ წყდება, შევურიგდეთ ღმერთს და მისგან ხსნის შეუფასებელი ნიჭი მივიღოთ“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4535
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„21-ე საუკუნეში იყო ბერი ან მონაზონი - ეს იმას ნიშნავს, გაღვივებულ კოცონზე იდგეო. დიდია ალბათობა იმისა, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო და ამ მოგიზგიზე კოცონის ალმა დაგწვას“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4536
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჰოი, რისთვის დატოვეთ თქვენი ასეთი მაცხოვნებელი მონაზვნური ცხოვრება? ოჰ, როგორ იძარცვებიან მთები და მღვიმეები ამ მონაზვნური ცხოვრების მიმდინარე მადლიანი გზისგან, ანუ ხელიდან როგორ ეცლებათ მოღვაწეთა უდაბნოები! იგლოვეთ მთებო და მღვიმეებო, რომ ასე დაგტოვათ თქვენმა მადლიანმა ცხოვრებამ!
ღირსნო მამანო! აწ დადგა თქვენი ცხონების დრო. აწ ცხონდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც უნდა ამ ცხონების მიღება, რადგან წინ ურთულესი ზამთარი გველის, დრო, როცა ჩვენ აღარ გვექნება ცხონებისათვის ისეთი თავისუფლება, როგორიც დღეს გვაქვს!" /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4537
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„აი, რას ნიშნავს მონაზვნური ტრადიცია - ეს არის სულიერი მამის მიერ სულიერი შვილების განსწავლა იქამდე, სანამ ქრისტე არ დამკვიდრდება მათში“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ "(2025 წლის 30 მარტს) იღუმენი იოანე (ოქროპირიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4538
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რამდენადაც შესაძლებელია, უბრალო სამოსი უნდა ვიქონიოთ, მაგრამ ღირსეული და სუფთა, როგორსაც მოითხოვს როგორც მონასტრის ჩვეულება და მდგომარეობა, ისე მისი ურთიერთობაც საერო ძმებთან, რომლებიც მას სტუმრობენ და რომლებიც თანაბრად შეიძლება დაბრკოლდნენ როგორც მდიდრული, ისე უსუფთაო სამოსით“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4539
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„აღმოსავლური ორთაბრძოლებით ვიყავი გატაცებული, კარატეთი და 15 წლისას უკვე 30 მოსწავლე მყავდა. კარატეში რამდენიმე ქამრის მფლობელიც ვარ. მწვანე ქამარი მქონდა, ლურჯი ქამარიც მოვიპოვე, თუმცა არ ამიღია, თავი დავანებე... შემდეგ ძალიან გამომადგა ჩემი სპორტული გამოცდილება, გაკაჟებული უფრო მეტად ვიტანდი იმ რთულ პირობებს, რომელიც ბერულ ცხოვრებაში მრავლად მქონდა“.
/არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4540
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერის ძალა ლოცვაა. და თუ ბერი უძლურდება ლოცვაში, ანუ თუ იგი არ ამაგრებს ლოცვით თავს, მაშინ მას ძალაც ეცლება და ლოცვის მადლიც, ანუ სანთოებებს ლოცვის გარეშე ვერ მოიპოვებს.
თუ ჩვილი მხოლოდ თავს მოგვაჩვენებს, რომ ძუძუს სწოვს, და სინამდვილეში კი ამით სულაც არ არის დაკავებული, რა დაემართება მას ასეთი წოვით?! ასევეა ადამიანი, როცა ბერად აღიკვეცება, თუ იგი არ დაკავდება განუწყვეტელი ლოცვით, ანუ იესოს ლოცვით, დაიღუპება. ისევ გეუბნებით: თუ ჩვილი მხოლოდ თავს გვაჩვენებს, რომ ძუძუს სწოვს, და სინამდვილეში კი ამით სულაც არ არის დაკავებული, რა სარგებელი ექნება?! ასევეა ბერი, თუ იგი მიიღებს ამ ანეგლოზებრივ სახეს, მაგრამ არ ისარგებლებს ლოცვით, მაშინ რა სარგებელს მიიღებს იგი მხოლოდ სქემით? დედა ამ შემთხვევაში ცხონებაა, ძუძუსმწოველი - ანგელოზებრივი სქემა, რძე კი - ლოცვა. თუ ჩვილი უხმობს დედამისს, ხოლო მის რძეს არ მოსწოვს, მაშინ რა სარგებელი ექნება ჩვილს დედისგან? ვამბობთ: თუ ბერი გააცნობიერებს თავის გამართლებას (ანუ სქემას), და ლოცვებით კი არ დაკავდება, მაშინ რით გაცოცხლდება მისი ანგელოზებრივი სახე?!“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4541
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შვილებო, არ აგერიოთ მონაზვნური მორჩილება საერო მორჩილებაში. მონაზვნობა მორჩილების საიდუმლოებაა. იქ სულიერ მოძღვარს თავის მორჩილზე სრული მამობრივი ძალაუფლება აქვს და ისიც საკუთარი ნებით ემორჩილება მას. ერში არ არის ამგვარი მორჩილება.
მოძღვარი გეხმარება, რომ ვნებებისგან გათავისუფლდე და ქრისტეში იშვა, როგორც თავისუფალი და სრულყოფილი ადამიანი. მონაზვნობაშიც მოძღვარს იმიტომ კი არ ვემორჩილები, რომ უპიროვნო ცხოველივით ვიყო. არა, ეს მორჩილება არის თავისუფალი აქტი, ამასოფლისთვის სიკვდილი, რომელსაც მკვდრეთით აღდგომა მოჰყვება. მონაზვნობაში საკუთარი ნებით სრულად ვემორჩილები, მაგრამ არა იმისთვის, რომ სამუდამოდ თავისუფალი ნების გარეშე დავრჩე. არა, არამედ იმისთვის, რომ ჭეშმარიტი ნება შევიძინო. იმიტომ კი არ ვშიშვლდები და ვტოვებ ყველაფერს, რომ შიშველი დავრჩე, არამედ იმისთვის, რომ ახალი შესამოსელი შევიძინო. ჩვენ ხომ ახალ ტანსაცმელს ძველზე არ ვიცვამთ. სწორედ ასეა მონაზონიც. ის ტოვებს ყველაფერ ძველს, რომ ყველაფერი ახალი შეიძინოს. მონაზვნობაშიც და ერშიც მიზანი ერთია და შედეგიც შეიძლება, რომ ერთი და იგივე იყოს, მაგრამ საშუალებებია განსხვავებული“ /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4542
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყველა მამა თანხმდება იმაზე, რომ ახლადდამწყებმა ბერმა უნდა უარყოს ცოდვილი გულისსიტყვები და ოცნებები მათ დასწყისშივე, არ დაუწყოს კამათი, არც საუბარი. განსაკუთრებით, ასე უნდა მოვექცეთ სიძვის გულისსიტყვებსა და ოცნებებს. ცოდვილი გულისსიტყვებისა და ოცნებების უკუგდებისათვის მამები ორ იარაღს გვთავაზობენ: 1) გულისსიტყვებისა და ოცნებების დაუყოვნებლივ აღსარებას უხუცესი ბერის წინაშე და 2) ღვთისადმი უმხურვალესი ლოცვით დაუყოვნებლივ მიმართვას უხილავი მტრების გაძევებისათვის.
ღირსი კასიანე ამბობს: „ყოველთვის თვალი ადევნე გველის თავს, ანუ გულისსიტყვების დასაწყისს, და ისინი მაშინვე უამბე უხუცეს ბერს: მაშინ ისწავლი გველის მავნე წამოწყებების გათელვას, როცა მათი გამხელა, ყველასი, უგამონაკლისოდ, არ შეგრცხვება შენი უხუცესი ბერისათვის“. ეშმაკისეულ გულისსიტყვებთან და ოცნებებთან ბრძოლის ეს სახე საერთო იყო ყველა ახლადდამწყები ბერისათვის მონაზვნობის აყვავების ხანებშიც. ახლდადამწყებები, რომლებიც გამუდმებით თავიანთ უხუცეს ბერებთან იმყოფებოდნენ, ყოველთვის აღიარებდნენ თავიანთ ფიქრებს, როგორც შეგვიძლია ვნახოთ ღირსი დოსითეოზის ცხოვრებიდან, ხოლო ის ახლადდამწყებები, რომლებიც თავიანთ უხუცეს ბერთან გარკვეულ დროს მიდიოდნენ, თავიანთ ფიქრებს დღეში ერთხელ, საღამოს აღიარებდნენ, როგორც შეგვიძლია ვნახოთ კიბიდან და მამათა სხვა წიგნებიდან“. გულისისტყვების აღიარებასა და სულიერი ბერის რჩევით ხელმძღვანელობას ძველი ბერები აუცილებლად თვლიდნენ, რის გარეშეც ხსნა შეუძლებელია. ღირსი აბბა დოროთე ამბობს: „ბერისათვის სხვა დაცემა არ ვიცი, გარდა საკუთარი გულის დაჯერებისა. ზოგიერთები ამბობენ, ადამიანი ამისგან ეცემა ან იმისგანო; მე კი, როგორც უკვე ვთქვი, სხვა დაცემა არ ვიცი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადამიანი საკუთარ თავს მიჰყვება“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4543
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“1995 წლის ნოემბერში, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, თელეთიდან სამთავროს დედათა მონასტერში მონაზვნური ცხოვრების გასაცნობად დროებით გადმოვედი. ჩემთვის ეს ღვთიური საჩუქარი იყო. მოვხვდი სასულიერო აკადემიაში, სადაც ბევრი რამ უნდა მესწავლა. ამ პერიოდში მე ვგავდი ახალფეხადგმულ ბავშვს, რომელიც ცდილობს, გამართული სიარული ისწავლოს, მეც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი სასულიერო ცხოვრების დაუფლებაში. ყველაფერს დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. ჩემი ყურადღება მიიქციეს, როგორც უწმიდესი იტყვის ხოლმე, „ძველმა დედებმა“. ისინი ჩვენგან ნამდვილად განსხვავებულები იყვნენ. თითოეული მათგანი გამორჩეული იყო ხასიათით, ღვაწლით, ყოველდღიური ცხოვრების წესით.
მონაზონი ევპრაქსია სხვა დედებისგან გამოირჩეოდა სიტყვაძუნწობით, საუბარში ძალიან იშვიათად თუ ჩაერთვებოდა და თავის აზრს გამოხატავდა. შეიძლება ისე ჩაევლო ჩვენ გვერდით, რომ არც შემოეხედა. დინჯი და ერთი შეხედვით მკაცრი, არ გვაძლევდა ახლო ურთიერთობის ნებას. მაშინ ეს ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ დღეს სხვაგვარად ვხედავ, დედა ევპრაქსია, ალბათ, მოქმედების ამ ფორმით (ინარჩუნებდა), ახერხებდა მონაზვნურ გამხოლოებას. სხვისი არაფერი აინტერესებდა და არც თავისი პრობლემებით გვაწუხებდა. წირვის დროს ტაძარში ყოველთვის ერთ ადგილზე დაიდგამდა სკამს, დაჯდებოდა, ამის შემდეგ მის ირგვლივ არავინ და აღარაფერი აღარ არსებობდა, გარდა წირვისა. ჩვენ ტაძრის მარცხენა მხარეს ერთად ვიდექით. წინ იღუმენია, მედავითნეები და მგალობლები, შემდეგ მონასტრის დობა. დედა ევპრაქსია ჩვენგან საკმაოდ მოშორებით იჯდა. ერთხელ მორიდებით ვკითხე, - რატომ არ ჯდები ასაკიან დედებთან-მეთქი. მკაცრად მიპასუხა: - აქ მირჩევნია, საკურთხეველს პირდაპირ ვუყურებო. საუბარი აღარ გამიგრძელებია, სასწრაფოდ გავშორდი“. /დედა ირინე (მონაზვნობაში - დედა ნანა)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4544
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ძველად მორჩილები ძალიან უფრთხილდებოდნენ თავიანთ ხუცესებს და ყველანაირად ემორჩილებოდნენ, ახლა კი ხუცესები ევლებიან თავს თავიანთ მორჩილებს. ჯერ ერთი, ხუცესი ხშირად იხიბლება მისი ფულებით და ლამის ფეხქვეშაც კი ექცევა მას, მეორეც თუ მორჩილი ყმაწვილია, მაშინ ხუცესს ხიბლავს უკვე მისი ხორციელი ხიბლით. და იგი აძლევს მას სრულ ძალაუფლებას თავის თავზე და ემორჩილება კიდეც მას; ამ ხიბლით მერე მას ეშმაკიც აცდუნებს და ამ ვნებას ეწოდება მამათმავლობა. ეს ვნება ისეთი ხარისხით იწყებს მასთან ბრძოლას, რომ ამარცხებს ხუცესს და იგი უკვე თვალებით ეალერსება მას; ამის შემხდევარე მორჩილიც იგივენაირად ექცევა მას. ეხ ხუცესს უფრო მეტად აღაგზნებს მისი სასიყვარულო ვნებით, და იწყებს ლოთობას ამ ვნებით შეპყრობილი, ეხვევა მას. მორჩილიც რომ ხედავს რაც ემართება თავის ხუცესს მასზედაც გადადის ეს ვნება და თავადაც იხიბლება მისით. და მათ ორივეს ასე ამარცხებს ეშმაკი და ისინი საბოლოოდ ეცემიან, და ღორებივით ერთიმეორეში იღრევიან.
მორჩილი რომ დაინახავს როგორ მოექცა მას ხუცესი, უფუჭდება მასზე წარმოდგენა და მას უკვე ადამიანად კი არა ღორად თვლის; ამდენად უკვე აღარც ეკითხება რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს. ხუცესი კი რომ ნახავს მორჩილი მას არაფრად რომ აღარ აგდებს, თავადაც ნერვიულობს, შფოთავს თავის მორჩილზე და როგორც კი უწყებს მორჩილს ამაზე საუბარს, მორჩილი მის სიტყვას უკვე უგვანი სიტყვებით პასუხობს და ეუხეშება. ხუცესს ეს სინანულში აგდებს, იწყებს ტირილს, თავის თავსაც უბრაზდება, ასეთ განსაცდელში რომ ჩავარდა თავისი მორჩილისგან და იმდენად უბრაზდება მას, რომ გაგდებასაც კი დაუპირებს. მაშინ მორჩილიც არ იხევს უკან და იწყებს მის მხილებას: „გუშინ შენ არ იყავი, ბინის მოცემასაც რომ აპირებდი, სანამ ვნებას დაიკმაყოფილებდი, ახლა კი გაგდებას მიპირებ?! ჰოდა კარგად დაიმახსოვრე: შენი უკვე არც ეს სახლია და არც არაფერი, რაც მასში დევს, რადგან მე იგი შენგან ვიყიდე ჩემი ღირსების დაკარგვის ფასად! ახლა კი თავად გაეცალე აქაურობას, რადგან შენ მე შემბილწე ბოროტო და ბებერო ეშმაკო!“ ხუცესმა კი რომ გაიგონა მისგან ასეთი სიტყვები, დანაღვლიანდა, მწუხარებაში ჩავარდა და ატირდა... დიახ საცოდავო ხუცესო, ახლა შენ ტირი, მაგრამ ამას მალე უფრო საშინელებები მოჰყვება. რა შეიძლება დაემართოს გოგირდის პატრუქს, როც იგი შეეყრება გახურებულ ნახშირს? ნახშირი ქრება, პატრუქრი კი გაიხრწნება. ასე დაემართება ხუცესებს, სანამ მათ თავისთან ეყოლებათ ყმაწვილები, მათი მეშვეობით ისინი დარჩებიან შებილწული. ამ იგავში ყმაწვილის სახე ნახშირია, პატრუქი კი ხუცესი, და როცა ხუცესი ყმაწვილში აღირევა, ალბათ იგი გაიხრწნება სწორედ იმ პატრუქივით ნახშირზე. ამიტომაც არ იღებდა სერვი თავის სენაკში ყმაწვილებს, და ასე ირიდებდა თავიდან ასეთ წყეულ სკანდალებს. ვისაც იზიდავს მიწიერი გატაცებანი და არ მიისწრაფის სულიერისკენ, მას არასდროს ექნება ღვთის შიში. ხოლო ვისაც ღვთის შიში არა აქვს, მას არასდროს გაუჩნდება შიში თავისი ხუცესისა და ყოველთვის ეცდება დაამციროს და პატივი ახადოს მას; იგი ყოველთვის ეტყვის ხუცესს: „მე შენ მონასავით გემსახურები, გაჭმევ და რა საჭიროებაა ახლა ისეთი შენ მე რაღაცეებს რომ მიბრძანებდე კიდევ? ასეთი ბრძანებები მეც შემიძლია, ასე რომ ნუ იზრუნებ იმაზე, მე რას ვაკეთებ, ნუ გაღიზიანდები, წყნარად და მშვიდად იჯექი“. ხუცესმა რომ დაინახა როგორ გაუკადნიერდა მას მორჩილი, აიტანა მისი სიტყვები, რადგან კვლავ განიცდიდა მისადმი ვნებას, და დაემორჩილა მის სიტყვებს: „როცა გეტყვი დაჯექი, უნდა დაჯდე, ხოლო როცა გეტყვი ადექი, მაშინ უნდა ადგე!“ თუ მორჩილმა იცის რომელიმე ხელსაქმე, მას ისე ემორჩილება ხუცესი, რო მალე იქცევა კიდეც თავისი მორჩილის მორჩილად. მორჩილი ლანძღავს მას, ხუცესი კი მდაბლდება მორჩილის ლანძღვით“. /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4545
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დედა ხარითეა მიწიერი ცხოვრების ბოლო ორი წელი ინვალიდის ეტლს იყენებდა. დიდი მოთმინებით იტანდა გაუსაძლის ტკივილებს სხვადასხვა ფიზიკური უძლურების გამო. მან ლოცვითა და მოთმინებით მონაზვნობის უკანასკნელი მაგალითი მისცა სულიერ შვილებს“.
„2025 წლის 30 მარტს 104 წლის ასაკში გარდაიცვალა ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი ელისაბედი (ქაშაკაშვილი). მწუხარებას გამოვთქვამთ სქემმონაზონ ელისაბედის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ურბნისისა და რუისის ეპარქიას, მონასტრის წევრებსა და განსვენებულის ოჯახს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ სქემმონაზონი ელისაბედი“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4546
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როცა საყვარელი ძმებისთვის ჩვენი უბადრუკი რჩევების შეთავაზებას ვიწყებდით, ჩვენ ვთქვით, რომ მონაზვნობა სხვა არაფერია, თუ არა სახარების მცნებების ზუსტად შესრულების მოვალეობა, რომ მონაზვნური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრება სახარების მცნებების მიხედვით, სადაც არ უნდა ვატარებდეთ მას, ხალხმრავლობაში თუ უდაბნოს სიღრმეში.
ჩვენი განმარტოება ღმერთშია. ჩვენს ღმერთში ჩვენს გონებასა და გულს შეუძლიათ იპოვოს ის საიმედო და წყნარი ნავსაყუდელი, რომელზეც არ მოქმედებს ცხოვრების ზღვის არც ტალღები, არც ქარები. ამის გარეშე სოფელი, რომელიც ღვთის მიმართ მტრულია, თან გამოგვყვება ტყეების უღრანში, მთების ხეობებსა და მღვიმეებში და იქ გაგვიხდის თავის თანამეცხედრედ. ბერული ცხოვრება, რომელიც არ არის დაფუძნებული სახარების მცნებებზე, ჰგავს უსაფუძვლო შენობას, რომელიც დაინგრევა. ბერული ცხოვრება, რომელიც განსულიერებული არ არის სახარების მცნებებით, ჰგავს უსულო სხეულს: იგი აყროლდება ფარისევლობის სიმყრალით და აყროლდება მით მეტად, გარეგნულად რაც მეტად შეიმოსება ხორციელი ღვაწლით. გონიერი მკითხველი ამ ჭეშმარტიების მტკიცებულებას იპოვის ჩვენს ყველა რჩევაში, რომლებიც აქამდე გადმოვეცით“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4547
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მახსენდება კიდევ ერთი შემთხვევა: დედა სუსანას კელიის წინ პატარა დერეფანი იყო უკანა ეზოში გასასვლელი კარით. დერეფანში ზამთრობით შეშის ღუმელი იდგა, სადაც მხცოვანი დედები თბებოდნენ. ზოგჯერ ჩვენც მივდიოდით. ერთხელ იქ მხოლოდ დედა ევპრაქსია დამხვდა, ჩაფიქრებული იყო. მორიდებით ვკითხე, - დედაო, ცუდად ხომ არ ხარ? არც კარგადო, - ორჭოფულად მიპასუხა. მერე ამოიოხრა და განაგრძო, - უკვე მესამე მოძღვარმა მითხრა, - დროა, სქემმონაზონი გახდეო. მე კი ძალიან მეშინია. სქემმონაზონი სულ ლოცვაში, მღვიძარებაში, მდუმარებასა და სხვადასხვა ღვაწლში უნდა იყოს, მე კი ესეც მიჭირს, რადგან თვალები მაწუხებს და ბევრი ლოცვის კითხვას ვერ შევძლებ. ჩემი სქემმონაზვნობა ჯოჯოხეთში გასტუმრებას ნიშნავს, მაგრამ უარს რო ვამბობ, ამისიც მეშინიაო. სწორად აფასებდა თავის შესაძლებლობებს. ცხადია, უნდოდა სქემმონაზვნობა, მაგრამ ძალებში დარწმუნებული არ იყო, ამიტომ ყოყმანობდა და უარს ამბობდა სანუკვარ სურვილზე“.
/დედა ირინე (მონაზვნობაში - დედა ნანა)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4548
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ქვეყნის ამაოებათაგან გამოფიტული ადამიანი როცა ტოვებს ყველაფერს და მონასტერში მიდის ასკეტური მოღვაწეობის საშუალებით თავისი სულის გადასარჩენად, კარგად იქცევა, რადგან კარგი საქმეა - მონაზვნობა! მაგრამ რას უზამს სამონაზვნო ცხოვრება მას, თუ ამ დროს მისი ხუცესი მამა, ვთქვათ: ძილს მიეცემა (სულიერად); და ახლა მას უნდა დააწვეს ყველანაირი ამქვეყნიური საზრუნავი და დაავიწყებს კიდეც მონაზვნურ ცხოვრებას. მერე კი განძთდაუნჯების ვნებით დატვირთული სრულიად გადაივიწყებს სამონაზვნო ყოფას!
ღმრთის ანგელოზმა მისი მომავალი კი ასე განსაზღვრა: სანამ სამი წელი არ გაივლის, არ იქნებაო მის ბერად აღკვეცაზე ღვთის ნება. მაგრამ თუ იგი ამ დადგენილ დრომდე აღიკვეცება ბერად?! მაშინ უხუცესს სასიხარულოდ არ წაადგება მისი ბერობა! რადგან მაშინ ისე გამოდის, რომ ხუცესი ამას გააკეთებს უკანონოდ, მისი მშობლების მსგავსად, როცა ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მის მუცლადყოფნას. ახლა კი ამ წესსაც არ იცავს მის აღკვეცამდე, არა ამ წამსვე, მონასტერში მოსვლისთანავე უნდათ მისი ბერად აღკვეცა. დიახ ასე გადაწყვიტეს მონაზვნებმა, მაგრამ უხარიათ კი მათ ეს?! კარგი, მოვეშვათ ამ სიხარულს! ყოველ შემთხვევაში, ისიც კარგია აღკვეცილს რომ ასწავლეს და განუმარტეს თუ, რა არის მონაზვნური ცხოვრება. მაგრამ მას დაუტოვეს ცხოვრება ამქვეყნიური მოთხოვნილებებით და რომ აღასრულოს თავისი ბოროტი განზრახვაც, მართლაც დაკავდეს ამქვეყნიური საქმეებით და ამით შებილწოს სამონაზვნო ცხოვრების ნათლობა. ხუცესს კი რჩება ამქვეყნიური უდარდელი საქმეები - თავისი აღკვეცა და ყოველაფრის ყოველგვარი, თუნდ სულ უმცირესი უსაფრთხოების დაცვისა და გაკილვის გარეშე. და იწყო აღკვეცილმა ამქვეყნიური საქმეებისა და ყველანაირი უსჯულოების კეთება, ურჩობა, წინააღმდეგობა, მრისხანება, სრულიად დაივიწყა ბერი რომაა, ამდენად როცა ბრაზობს, კარგავს თავს, მიწაზე თელავს თავის სქემას, იმის მოთხოვნით, რომ გაუშვან ერში, რომ იქ დაკავდეს თავისი ავი სურვილების აღსრულებით... და მე ახლა გეკითხებით თქუენ რატომ მოუვიდა მას ეს? ხომ არ არის ეს მისი ხუცესის ბრალი?! დიახ, ხუცესმა იგი მონათლა, მაგრამ თავისთან არ მიჰყავს, რადგან იცის მისი ავი განზრახვების შესახებ; მაგრამ არა მხოლოდ აღკვეცილმა შებილწა თავისი თავი ნათლობისას მონანიებული სინანულით, არამედ ამით შეიბილწა ხუცესიც მასზე ათჯერ მეტად მისი აღკვეცით (რადგან ეს მოხდა უკანონოდ, განსაცდელებისთვის დადგენილი დროის გამოუყენებლად). ახლა მითხარით რაშია დამნაშავე ხუცესი? აღკვეცილმა ჩაიდინა უკანონობა, - ხუცესი კი რაღატომ შეიბილწა თანაც ათჯერ მეტად? არადა შებილწა, და არა მხოლოდ ათჯერ მეტად, უსასრულოდაც, რადგან ხუცესი უვარგისია იმისთვის, რომ გამოასწოროს სხვების სულები, და ზოგადადაც, მას სულაც არ უნდა მოეკიდა ამ საქმისთვის ხელი და არ უნდა აღეკვეცა იგი; მაგრამ რახან ეს გააკეთა, უნდა ისწრაფოს სიმკაცრისკენ რომ მიიღოს მისგან სარგებელი, უნდა დაკავდეს მისი სულის ხსნით და არა მისი დასაღუპად წარსადგენად! და იქცევიან ახლანდელი მამები ზუსტად ისე, როგორც ანდაზაშია ნათქვამი: „მე კიდეც მოვნათლე და ზეთსაც ვცხებ, მერე კი შენ გინდა იცოცხლე, გინდა არა!“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th August 2025 - 04:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი