IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 226 227 228 229 230 >  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი May 3 2025, 11:38 AM
პოსტი #4541


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შვილებო, არ აგერიოთ მონაზვნური მორჩილება საერო მორჩილებაში. მონაზვნობა მორჩილების საიდუმლოებაა. იქ სულიერ მოძღვარს თავის მორჩილზე სრული მამობრივი ძალაუფლება აქვს და ისიც საკუთარი ნებით ემორჩილება მას. ერში არ არის ამგვარი მორჩილება.

მოძღვარი გეხმარება, რომ ვნებებისგან გათავისუფლდე და ქრისტეში იშვა, როგორც თავისუფალი და სრულყოფილი ადამიანი. მონაზვნობაშიც მოძღვარს იმიტომ კი არ ვემორჩილები, რომ უპიროვნო ცხოველივით ვიყო. არა, ეს მორჩილება არის თავისუფალი აქტი, ამასოფლისთვის სიკვდილი, რომელსაც მკვდრეთით აღდგომა მოჰყვება.

მონაზვნობაში საკუთარი ნებით სრულად ვემორჩილები, მაგრამ არა იმისთვის, რომ სამუდამოდ თავისუფალი ნების გარეშე დავრჩე. არა, არამედ იმისთვის, რომ ჭეშმარიტი ნება შევიძინო. იმიტომ კი არ ვშიშვლდები და ვტოვებ ყველაფერს, რომ შიშველი დავრჩე, არამედ იმისთვის, რომ ახალი შესამოსელი შევიძინო. ჩვენ ხომ ახალ ტანსაცმელს ძველზე არ ვიცვამთ. სწორედ ასეა მონაზონიც. ის ტოვებს ყველაფერ ძველს, რომ ყველაფერი ახალი შეიძინოს. მონაზვნობაშიც და ერშიც მიზანი ერთია და შედეგიც შეიძლება, რომ ერთი და იგივე იყოს, მაგრამ საშუალებებია განსხვავებული“

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2025, 12:44 PM
პოსტი #4542


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყველა მამა თანხმდება იმაზე, რომ ახლადდამწყებმა ბერმა უნდა უარყოს ცოდვილი გულისსიტყვები და ოცნებები მათ დასწყისშივე, არ დაუწყოს კამათი, არც საუბარი. განსაკუთრებით, ასე უნდა მოვექცეთ სიძვის გულისსიტყვებსა და ოცნებებს. ცოდვილი გულისსიტყვებისა და ოცნებების უკუგდებისათვის მამები ორ იარაღს გვთავაზობენ: 1) გულისსიტყვებისა და ოცნებების დაუყოვნებლივ აღსარებას უხუცესი ბერის წინაშე და 2) ღვთისადმი უმხურვალესი ლოცვით დაუყოვნებლივ მიმართვას უხილავი მტრების გაძევებისათვის.

ღირსი კასიანე ამბობს: „ყოველთვის თვალი ადევნე გველის თავს, ანუ გულისსიტყვების დასაწყისს, და ისინი მაშინვე უამბე უხუცეს ბერს: მაშინ ისწავლი გველის მავნე წამოწყებების გათელვას, როცა მათი გამხელა, ყველასი, უგამონაკლისოდ, არ შეგრცხვება შენი უხუცესი ბერისათვის“.

ეშმაკისეულ გულისსიტყვებთან და ოცნებებთან ბრძოლის ეს სახე საერთო იყო ყველა ახლადდამწყები ბერისათვის მონაზვნობის აყვავების ხანებშიც. ახლდადამწყებები, რომლებიც გამუდმებით თავიანთ უხუცეს ბერებთან იმყოფებოდნენ, ყოველთვის აღიარებდნენ თავიანთ ფიქრებს, როგორც შეგვიძლია ვნახოთ ღირსი დოსითეოზის ცხოვრებიდან, ხოლო ის ახლადდამწყებები, რომლებიც თავიანთ უხუცეს ბერთან გარკვეულ დროს მიდიოდნენ, თავიანთ ფიქრებს დღეში ერთხელ, საღამოს აღიარებდნენ, როგორც შეგვიძლია ვნახოთ კიბიდან და მამათა სხვა წიგნებიდან“.

გულისისტყვების აღიარებასა და სულიერი ბერის რჩევით ხელმძღვანელობას ძველი ბერები აუცილებლად თვლიდნენ, რის გარეშეც ხსნა შეუძლებელია. ღირსი აბბა დოროთე ამბობს: „ბერისათვის სხვა დაცემა არ ვიცი, გარდა საკუთარი გულის დაჯერებისა. ზოგიერთები ამბობენ, ადამიანი ამისგან ეცემა ან იმისგანო; მე კი, როგორც უკვე ვთქვი, სხვა დაცემა არ ვიცი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადამიანი საკუთარ თავს მიჰყვება“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2025, 11:38 AM
პოსტი #4543


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“1995 წლის ნოემბერში, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, თელეთიდან სამთავროს დედათა მონასტერში მონაზვნური ცხოვრების გასაცნობად დროებით გადმოვედი. ჩემთვის ეს ღვთიური საჩუქარი იყო. მოვხვდი სასულიერო აკადემიაში, სადაც ბევრი რამ უნდა მესწავლა. ამ პერიოდში მე ვგავდი ახალფეხადგმულ ბავშვს, რომელიც ცდილობს, გამართული სიარული ისწავლოს, მეც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი სასულიერო ცხოვრების დაუფლებაში. ყველაფერს დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. ჩემი ყურადღება მიიქციეს, როგორც უწმიდესი იტყვის ხოლმე, „ძველმა დედებმა“. ისინი ჩვენგან ნამდვილად განსხვავებულები იყვნენ. თითოეული მათგანი გამორჩეული იყო ხასიათით, ღვაწლით, ყოველდღიური ცხოვრების წესით.

მონაზონი ევპრაქსია სხვა დედებისგან გამოირჩეოდა სიტყვაძუნწობით, საუბარში ძალიან იშვიათად თუ ჩაერთვებოდა და თავის აზრს გამოხატავდა. შეიძლება ისე ჩაევლო ჩვენ გვერდით, რომ არც შემოეხედა. დინჯი და ერთი შეხედვით მკაცრი, არ გვაძლევდა ახლო ურთიერთობის ნებას. მაშინ ეს ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ დღეს სხვაგვარად ვხედავ, დედა ევპრაქსია, ალბათ, მოქმედების ამ ფორმით (ინარჩუნებდა), ახერხებდა მონაზვნურ გამხოლოებას. სხვისი არაფერი აინტერესებდა და არც თავისი პრობლემებით გვაწუხებდა.

წირვის დროს ტაძარში ყოველთვის ერთ ადგილზე დაიდგამდა სკამს, დაჯდებოდა, ამის შემდეგ მის ირგვლივ არავინ და აღარაფერი აღარ არსებობდა, გარდა წირვისა. ჩვენ ტაძრის მარცხენა მხარეს ერთად ვიდექით. წინ იღუმენია, მედავითნეები და მგალობლები, შემდეგ მონასტრის დობა. დედა ევპრაქსია ჩვენგან საკმაოდ მოშორებით იჯდა. ერთხელ მორიდებით ვკითხე, - რატომ არ ჯდები ასაკიან დედებთან-მეთქი. მკაცრად მიპასუხა: - აქ მირჩევნია, საკურთხეველს პირდაპირ ვუყურებო. საუბარი აღარ გამიგრძელებია, სასწრაფოდ გავშორდი“.

/დედა ირინე (მონაზვნობაში - დედა ნანა)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 6 2025, 10:59 AM
პოსტი #4544


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძველად მორჩილები ძალიან უფრთხილდებოდნენ თავიანთ ხუცესებს და ყველანაირად ემორჩილებოდნენ, ახლა კი ხუცესები ევლებიან თავს თავიანთ მორჩილებს. ჯერ ერთი, ხუცესი ხშირად იხიბლება მისი ფულებით და ლამის ფეხქვეშაც კი ექცევა მას, მეორეც თუ მორჩილი ყმაწვილია, მაშინ ხუცესს ხიბლავს უკვე მისი ხორციელი ხიბლით. და იგი აძლევს მას სრულ ძალაუფლებას თავის თავზე და ემორჩილება კიდეც მას; ამ ხიბლით მერე მას ეშმაკიც აცდუნებს და ამ ვნებას ეწოდება მამათმავლობა. ეს ვნება ისეთი ხარისხით იწყებს მასთან ბრძოლას, რომ ამარცხებს ხუცესს და იგი უკვე თვალებით ეალერსება მას; ამის შემხდევარე მორჩილიც იგივენაირად ექცევა მას. ეხ ხუცესს უფრო მეტად აღაგზნებს მისი სასიყვარულო ვნებით, და იწყებს ლოთობას ამ ვნებით შეპყრობილი, ეხვევა მას. მორჩილიც რომ ხედავს რაც ემართება თავის ხუცესს მასზედაც გადადის ეს ვნება და თავადაც იხიბლება მისით. და მათ ორივეს ასე ამარცხებს ეშმაკი და ისინი საბოლოოდ ეცემიან, და ღორებივით ერთიმეორეში იღრევიან.

მორჩილი რომ დაინახავს როგორ მოექცა მას ხუცესი, უფუჭდება მასზე წარმოდგენა და მას უკვე ადამიანად კი არა ღორად თვლის; ამდენად უკვე აღარც ეკითხება რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს. ხუცესი კი რომ ნახავს მორჩილი მას არაფრად რომ აღარ აგდებს, თავადაც ნერვიულობს, შფოთავს თავის მორჩილზე და როგორც კი უწყებს მორჩილს ამაზე საუბარს, მორჩილი მის სიტყვას უკვე უგვანი სიტყვებით პასუხობს და ეუხეშება. ხუცესს ეს სინანულში აგდებს, იწყებს ტირილს, თავის თავსაც უბრაზდება, ასეთ განსაცდელში რომ ჩავარდა თავისი მორჩილისგან და იმდენად უბრაზდება მას, რომ გაგდებასაც კი დაუპირებს. მაშინ მორჩილიც არ იხევს უკან და იწყებს მის მხილებას:

„გუშინ შენ არ იყავი, ბინის მოცემასაც რომ აპირებდი, სანამ ვნებას დაიკმაყოფილებდი, ახლა კი გაგდებას მიპირებ?! ჰოდა კარგად დაიმახსოვრე: შენი უკვე არც ეს სახლია და არც არაფერი, რაც მასში დევს, რადგან მე იგი შენგან ვიყიდე ჩემი ღირსების დაკარგვის ფასად! ახლა კი თავად გაეცალე აქაურობას, რადგან შენ მე შემბილწე ბოროტო და ბებერო ეშმაკო!“
ხუცესმა კი რომ გაიგონა მისგან ასეთი სიტყვები, დანაღვლიანდა, მწუხარებაში ჩავარდა და ატირდა...

დიახ საცოდავო ხუცესო, ახლა შენ ტირი, მაგრამ ამას მალე უფრო საშინელებები მოჰყვება. რა შეიძლება დაემართოს გოგირდის პატრუქს, როც იგი შეეყრება გახურებულ ნახშირს? ნახშირი ქრება, პატრუქრი კი გაიხრწნება. ასე დაემართება ხუცესებს, სანამ მათ თავისთან ეყოლებათ ყმაწვილები, მათი მეშვეობით ისინი დარჩებიან შებილწული.

ამ იგავში ყმაწვილის სახე ნახშირია, პატრუქი კი ხუცესი, და როცა ხუცესი ყმაწვილში აღირევა, ალბათ იგი გაიხრწნება სწორედ იმ პატრუქივით ნახშირზე. ამიტომაც არ იღებდა სერვი თავის სენაკში ყმაწვილებს, და ასე ირიდებდა თავიდან ასეთ წყეულ სკანდალებს.

ვისაც იზიდავს მიწიერი გატაცებანი და არ მიისწრაფის სულიერისკენ, მას არასდროს ექნება ღვთის შიში. ხოლო ვისაც ღვთის შიში არა აქვს, მას არასდროს გაუჩნდება შიში თავისი ხუცესისა და ყოველთვის ეცდება დაამციროს და პატივი ახადოს მას; იგი ყოველთვის ეტყვის ხუცესს: „მე შენ მონასავით გემსახურები, გაჭმევ და რა საჭიროებაა ახლა ისეთი შენ მე რაღაცეებს რომ მიბრძანებდე კიდევ? ასეთი ბრძანებები მეც შემიძლია, ასე რომ ნუ იზრუნებ იმაზე, მე რას ვაკეთებ, ნუ გაღიზიანდები, წყნარად და მშვიდად იჯექი“.

ხუცესმა რომ დაინახა როგორ გაუკადნიერდა მას მორჩილი, აიტანა მისი სიტყვები, რადგან კვლავ განიცდიდა მისადმი ვნებას, და დაემორჩილა მის სიტყვებს:

„როცა გეტყვი დაჯექი, უნდა დაჯდე, ხოლო როცა გეტყვი ადექი, მაშინ უნდა ადგე!“

თუ მორჩილმა იცის რომელიმე ხელსაქმე, მას ისე ემორჩილება ხუცესი, რო მალე იქცევა კიდეც თავისი მორჩილის მორჩილად. მორჩილი ლანძღავს მას, ხუცესი კი მდაბლდება მორჩილის ლანძღვით“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2025, 12:14 PM
პოსტი #4545


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედა ხარითეა მიწიერი ცხოვრების ბოლო ორი წელი ინვალიდის ეტლს იყენებდა. დიდი მოთმინებით იტანდა გაუსაძლის ტკივილებს სხვადასხვა ფიზიკური უძლურების გამო. მან ლოცვითა და მოთმინებით მონაზვნობის უკანასკნელი მაგალითი მისცა სულიერ შვილებს“.



„2025 წლის 30 მარტს 104 წლის ასაკში გარდაიცვალა ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი ელისაბედი (ქაშაკაშვილი).

მწუხარებას გამოვთქვამთ სქემმონაზონ ელისაბედის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ურბნისისა და რუისის ეპარქიას, მონასტრის წევრებსა და განსვენებულის ოჯახს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ სქემმონაზონი ელისაბედი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2025, 12:04 PM
პოსტი #4546


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა საყვარელი ძმებისთვის ჩვენი უბადრუკი რჩევების შეთავაზებას ვიწყებდით, ჩვენ ვთქვით, რომ მონაზვნობა სხვა არაფერია, თუ არა სახარების მცნებების ზუსტად შესრულების მოვალეობა, რომ მონაზვნური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრება სახარების მცნებების მიხედვით, სადაც არ უნდა ვატარებდეთ მას, ხალხმრავლობაში თუ უდაბნოს სიღრმეში.

ჩვენი განმარტოება ღმერთშია. ჩვენს ღმერთში ჩვენს გონებასა და გულს შეუძლიათ იპოვოს ის საიმედო და წყნარი ნავსაყუდელი, რომელზეც არ მოქმედებს ცხოვრების ზღვის არც ტალღები, არც ქარები. ამის გარეშე სოფელი, რომელიც ღვთის მიმართ მტრულია, თან გამოგვყვება ტყეების უღრანში, მთების ხეობებსა და მღვიმეებში და იქ გაგვიხდის თავის თანამეცხედრედ.

ბერული ცხოვრება, რომელიც არ არის დაფუძნებული სახარების მცნებებზე, ჰგავს უსაფუძვლო შენობას, რომელიც დაინგრევა. ბერული ცხოვრება, რომელიც განსულიერებული არ არის სახარების მცნებებით, ჰგავს უსულო სხეულს: იგი აყროლდება ფარისევლობის სიმყრალით და აყროლდება მით მეტად, გარეგნულად რაც მეტად შეიმოსება ხორციელი ღვაწლით. გონიერი მკითხველი ამ ჭეშმარტიების მტკიცებულებას იპოვის ჩვენს ყველა რჩევაში, რომლებიც აქამდე გადმოვეცით“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2025, 12:34 PM
პოსტი #4547


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მახსენდება კიდევ ერთი შემთხვევა: დედა სუსანას კელიის წინ პატარა დერეფანი იყო უკანა ეზოში გასასვლელი კარით. დერეფანში ზამთრობით შეშის ღუმელი იდგა, სადაც მხცოვანი დედები თბებოდნენ. ზოგჯერ ჩვენც მივდიოდით. ერთხელ იქ მხოლოდ დედა ევპრაქსია დამხვდა, ჩაფიქრებული იყო. მორიდებით ვკითხე, - დედაო, ცუდად ხომ არ ხარ? არც კარგადო, - ორჭოფულად მიპასუხა. მერე ამოიოხრა და განაგრძო, - უკვე მესამე მოძღვარმა მითხრა, - დროა, სქემმონაზონი გახდეო. მე კი ძალიან მეშინია. სქემმონაზონი სულ ლოცვაში, მღვიძარებაში, მდუმარებასა და სხვადასხვა ღვაწლში უნდა იყოს, მე კი ესეც მიჭირს, რადგან თვალები მაწუხებს და ბევრი ლოცვის კითხვას ვერ შევძლებ. ჩემი სქემმონაზვნობა ჯოჯოხეთში გასტუმრებას ნიშნავს, მაგრამ უარს რო ვამბობ, ამისიც მეშინიაო. სწორად აფასებდა თავის შესაძლებლობებს. ცხადია, უნდოდა სქემმონაზვნობა, მაგრამ ძალებში დარწმუნებული არ იყო, ამიტომ ყოყმანობდა და უარს ამბობდა სანუკვარ სურვილზე“.

/დედა ირინე (მონაზვნობაში - დედა ნანა)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2025, 12:20 PM
პოსტი #4548


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ქვეყნის ამაოებათაგან გამოფიტული ადამიანი როცა ტოვებს ყველაფერს და მონასტერში მიდის ასკეტური მოღვაწეობის საშუალებით თავისი სულის გადასარჩენად, კარგად იქცევა, რადგან კარგი საქმეა - მონაზვნობა! მაგრამ რას უზამს სამონაზვნო ცხოვრება მას, თუ ამ დროს მისი ხუცესი მამა, ვთქვათ: ძილს მიეცემა (სულიერად); და ახლა მას უნდა დააწვეს ყველანაირი ამქვეყნიური საზრუნავი და დაავიწყებს კიდეც მონაზვნურ ცხოვრებას. მერე კი განძთდაუნჯების ვნებით დატვირთული სრულიად გადაივიწყებს სამონაზვნო ყოფას!

ღმრთის ანგელოზმა მისი მომავალი კი ასე განსაზღვრა: სანამ სამი წელი არ გაივლის, არ იქნებაო მის ბერად აღკვეცაზე ღვთის ნება.

მაგრამ თუ იგი ამ დადგენილ დრომდე აღიკვეცება ბერად?! მაშინ უხუცესს სასიხარულოდ არ წაადგება მისი ბერობა! რადგან მაშინ ისე გამოდის, რომ ხუცესი ამას გააკეთებს უკანონოდ, მისი მშობლების მსგავსად, როცა ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მის მუცლადყოფნას. ახლა კი ამ წესსაც არ იცავს მის აღკვეცამდე, არა ამ წამსვე, მონასტერში მოსვლისთანავე უნდათ მისი ბერად აღკვეცა. დიახ ასე გადაწყვიტეს მონაზვნებმა, მაგრამ უხარიათ კი მათ ეს?! კარგი, მოვეშვათ ამ სიხარულს! ყოველ შემთხვევაში, ისიც კარგია აღკვეცილს რომ ასწავლეს და განუმარტეს თუ, რა არის მონაზვნური ცხოვრება.

მაგრამ მას დაუტოვეს ცხოვრება ამქვეყნიური მოთხოვნილებებით და რომ აღასრულოს თავისი ბოროტი განზრახვაც, მართლაც დაკავდეს ამქვეყნიური საქმეებით და ამით შებილწოს სამონაზვნო ცხოვრების ნათლობა. ხუცესს კი რჩება ამქვეყნიური უდარდელი საქმეები - თავისი აღკვეცა და ყოველაფრის ყოველგვარი, თუნდ სულ უმცირესი უსაფრთხოების დაცვისა და გაკილვის გარეშე.

და იწყო აღკვეცილმა ამქვეყნიური საქმეებისა და ყველანაირი უსჯულოების კეთება, ურჩობა, წინააღმდეგობა, მრისხანება, სრულიად დაივიწყა ბერი რომაა, ამდენად როცა ბრაზობს, კარგავს თავს, მიწაზე თელავს თავის სქემას, იმის მოთხოვნით, რომ გაუშვან ერში, რომ იქ დაკავდეს თავისი ავი სურვილების აღსრულებით...

და მე ახლა გეკითხებით თქუენ რატომ მოუვიდა მას ეს? ხომ არ არის ეს მისი ხუცესის ბრალი?! დიახ, ხუცესმა იგი მონათლა, მაგრამ თავისთან არ მიჰყავს, რადგან იცის მისი ავი განზრახვების შესახებ; მაგრამ არა მხოლოდ აღკვეცილმა შებილწა თავისი თავი ნათლობისას მონანიებული სინანულით, არამედ ამით შეიბილწა ხუცესიც მასზე ათჯერ მეტად მისი აღკვეცით (რადგან ეს მოხდა უკანონოდ, განსაცდელებისთვის დადგენილი დროის გამოუყენებლად).

ახლა მითხარით რაშია დამნაშავე ხუცესი? აღკვეცილმა ჩაიდინა უკანონობა, - ხუცესი კი რაღატომ შეიბილწა თანაც ათჯერ მეტად? არადა შებილწა, და არა მხოლოდ ათჯერ მეტად, უსასრულოდაც, რადგან ხუცესი უვარგისია იმისთვის, რომ გამოასწოროს სხვების სულები, და ზოგადადაც, მას სულაც არ უნდა მოეკიდა ამ საქმისთვის ხელი და არ უნდა აღეკვეცა იგი; მაგრამ რახან ეს გააკეთა, უნდა ისწრაფოს სიმკაცრისკენ რომ მიიღოს მისგან სარგებელი, უნდა დაკავდეს მისი სულის ხსნით და არა მისი დასაღუპად წარსადგენად! და იქცევიან ახლანდელი მამები ზუსტად ისე, როგორც ანდაზაშია ნათქვამი: „მე კიდეც მოვნათლე და ზეთსაც ვცხებ, მერე კი შენ გინდა იცოცხლე, გინდა არა!“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 11 2025, 10:08 AM
პოსტი #4549


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი. ამ მოძღართა სულიერი შვილები თანამედროვე ადამიანები, ფეისბუქისა და ინტერნეტის პირმშონი არიან. დღეს ეს ადამიანები ხდებიან მონაზვნები. დიდ სულიერ სიმაღლეზე მყოფ მოძღვრებს მართლა შეუძლია მათი გარდაქმნა, რამეთუ ქრისტე უცვლელია. მიუხედავად დროისა და ეპოქის განსხვავებულობისა, მონაზვნობის არსი უცვლელი რჩება. ეს საიდუმლოებაა. მოძღვარსა და მის მოწაფეს შორის არსებობს საიდუმლოება, რომელიც მათ შორის განსაკუთრებული სულიერი კავშირით იბადება. მოძღვარს „მამა“ შემთხვევით არ ჰქვია - ის თავის სულიერ შვილს სულიერად შობს“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


„[2025 წლის 30 მარტს] მღვდელ-მონაზონი ილია (თვალიაშვილი) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყავნილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 12 2025, 12:34 PM
პოსტი #4550


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ქმედითი და განუწყვეტელი სინანული. ჩვენ აუცილებლად სავსებით უნდა ჩავეფლოთ სინანულში, თუ გვსურს ამაოდ და განსაკითხად არ ვატარებდეთ ბერის სახელსა და წოდებას. ბერი მხოლოდ მაშინ მიდის მართებულად, როცა იგი სინანულის გრძნობით არის სავსე და სინანულით ხელმძღვანელობს. როცა სინანულის გრძნობა მის გულს განეშორება, ეს სარწმუნო ნიშანია იმისა, რომ ბერი ცრუ აზრებით არის გატაცებული, რომლებსაც სატანა ჩააგონებს ანდა რომლებიც დაცემული ბუნებიდან მომდინარეობს“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 13 2025, 10:57 AM
პოსტი #4551


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედა ევპრაქსიას წირვა-ლოცვაზე დაგვიანება არ უყვარდა, ცოტა ადრეც კი მოდიოდა. ხელში ყოველთვის სკვნილს ამოძრავებდა. ერთხელ იღუმენია ქეთევანმა სერობის შემდეგ შეგვახსენა, - ლოცვაზე სრული სიჩუმე უნდა იყოს და მხოლოდ მედავითნეების ხმა ისმოდესო. მივხვდით, რომ ნათქვამი დედა ევპრაქსიას ეხებოდა, რადგან მას ლოცვაზე „ღვთისმშობლის ცრემლებით“ აწყობილი სკვნილი შემოჰქონდა, რომელიც ხელში მოძრაობის დროს გარკვეულ ხმებს გამოსცემდა.

არ ვიცი, დედა ევპრაქსია იღუმენიას ნათქვამს მიხვდა თუ არა, მაგრამ მეორე დღეს, დილით, ცისკრის ლოცვაზე, ისევ „ხმაურიანი“ სკვნილით შემოვიდა. „დიდება მაღალიანის“ კითხვისას ჩვენ ვიჩოქებდით, ასაკიანი დედები კი ფეხზე დგებოდნენ. დედა ევპრაქსიაც ადგა და მოულოდნელად სკვნილი ხელიდან გაუვარდა... იატაკზე დაცემისას სკვნილმა ისეთი ხმა გამოსცა, ყველამ მისკენ მივიხედეთ, რა თქმა უნდა, იღუმენიამაც. დარცხვენილმა და შეწუხებულმა დედა ევპრაქსიამ სკვნილი აიღო და ჯიბეში ჩაიდო. მთელი ლოცვისას ხელი აღარ დაუკარებია.

ლოცვის დამთავრების შემდეგ სასწრაფოდ დატოვა სამლოცველო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კეთილმოწესემ გადმომცა, იღუმენია გიბარებსო. დედა ქეთევანი სენაკში შეწუხებული დამხვდა და მითხრა: - დედა ევპრაქსიას სენაკიდან უცნაური ხმები გამოდის, ეტყობა, ცისკარზე მომხდარს განიცდის, ნერვიულობს და ტირის. დედა ნანა, უნდა შეხვიდე მასთან და დაამშვიდოო.

კურთხევის შესრულებაზე უარს როგორ ვიტყოდი, მაგრამ გულმა კი რეჩხი მიყო - როგორ მივიდე დედა ევპრაქსიასთან, ან რა ვუთხრა ისეთი, რომ დავამშვიდო-მეთქი, მაგრამ იღუმენიას თავი დავუქნიე და კურთხევის შესასრულებლად კართან გავჩერდი და გულით ვთხოვე უფალს შეწევნა, მოეცა ჩემთვის სათქმელად ის სიტყვები, რომელიც მონაზონს დაამშვიდებდა.

ამ პერიოდში ერთ ოთახში სამნი ცხოვრობდნენ და ერთმანეთიდან ფარდებით გატიხრული სენაკები ჰქონდათ. მე დედა ევპრაქსიას ფარდასთან დავდექი. ის ნამდვილად ტიროდა, მუხლებზე ხელებს ირტყამდა და გოდებდა: - ვაი, მე უბედურს, ეს რა დამემართაო. შიშით და რიდით ვთქვი ლოცვა, „უფალო, შეგვიწყალენ“. ნამიტრალევი ხმით მიპასუხა, - „ამინ“. მასთან შევედი.

ჩემდა გასაოცრად, სკამი შემომთავაზა (მეგონა, სენაკში არ შემიშვებდა და თუ შემიშვებდა, გაბრაზებულ გულზე რაღაცას მეტყოდა და უკან გამომაბრუნებდა), ჩამოვჯექი. დედა ევპრქსიამ წუწუნი დაიწყო, - ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, ეს როგორ დამემართაო. მე კიდევ ერთხელ ვთხოვე უფალს შეწევნა და მშვიდად დავუწყე საუბარი, - ტირილითა და თვითგვემით მოხდარს ვერ გამოასწორებ, შენი ამ ყოფით კი ბოროტი იცინის და ხარობს, - აი, დედა ევპრაქსია რა დღეში ჩავაგდეო. აჯობე მას, ცრემლები შეიმშრალე, ჯერ უფალს სთხოვე შენდობა, მერე დედა ქეთევანს და დამშვიდდები-მეთქი. სათვალიდან მიყურებდა გაფართოებული, იმედიანი თვალებით, უცებ სახე გაუნათდა, მადლობა გადამიხადა (მე კი გულში უფალს ვმადლობდი). ბოროტს არ გავახარებო, მითხრა და სენაკიდან გამომისტუმრა“.

/დედა ირინე (მონაზვნობაში - დედა ნანა)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2025, 12:19 PM
პოსტი #4552


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ეს იგივე ნათლობაა, ანუ აღკვეცა წარმოადგენს მეორე ნათლობას, იმ მოსაზრებით, რომ როცა ადამიანი დგება საკურთხევლის კართან (აღკვეცისას), თავის თავს წარმოაჩენს მშვენიერად იმით, რომ თავისი ნებით დებს აღთქმას, რომ გამოასწორებს თავის ცხოვრებას და რომ იქნება მორჩილი და არა მომხვეჭელი, ქალწული თვინიერი, მწუხარებების დამთმენი, და არა ბრაზიანი, არამედ მლოცველი.

ხოლო როცა იმოსება მონაზვნის მადლიანი სამოსლით: მადლით, კაბით, სქემით, ქამრით და სხვა. ყველაფერ ამასთან ერთად თავის გულშიც ივსება ამ გრძნობებით, ანუ ასე გამოხატავს თავის გადაწყვეტილებას, რომ წმინდა საკურთხევლის კართან იმოღვაწეებს სათნოებებისთვის. მაგრამ თუ შემდეგ შესვამს უგრძნობებლობის ბარძიმიდან შხამს თავის გულში, ანუ თუ მიეკედლება ამაოებას და მომხვეჭელობას, მაშინ გახდება უგრძნობელი თავისი ცხოვრების მადლისადმი. ანუ გაუცივდება მოშურნეობა, იმ მადლის მისაღებად რომელიც უნდა მიეღო თავისი ვნებებისაგან განწმენდილი გულით; ამდენად ამ დროს ბერი იმოსება აბჯრით, რომ თავისი ცხოვრება შემოსოს მადლით, და აქეთ-იქით კი არ მიედ-მოედოს, არამედ მხოლოდ დაიცვას და არ შებილწოს თავისი ლამაზი ცხოვრება.

თუმცა ახლა ბერები უგრძნობელობის ბარძიმიდან სხვამენ შხამს და ვეღარც გრძნობენ, აბჯრებით რომ არიან შემოსილნი თავიანთი ცხოვრების გასალამაზებლად. ამდენად ისინი მიიქცევიან აქეთ-იქით, ანუ მრავალმომხვეჭელი უზრუნველობისკენ, ისე, რომ თითქოსდა სულაც არ არის ბერები, და ცდილობენ დაკავდნენ ცხოვრებისეული ჯადოქრობებით, ანუ საერო საქმეებით, და ამ საქმიანობებით გადატვირთულები გამუდმებით იყვნენ იმ ფიქრებით შეწუხებულნი, თუ რა ჭამონ და რა სვან.“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2025, 11:08 AM
პოსტი #4553


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერში მცხოვრებ ადამიანებს უამრავი მწუხარება და განსაცდელი აქვთ: რამდენ მშობელს ეზრდება შვილი ურთულესი დაავადებით; რამდენ ქალს სცემს ქმარი. ძალიან ბევრი შემთხვევაა ასეთი. ასეთი ადამიანები უცნობია ჩვენთვის, რადგან არ არსებობენ ისინი, ვინც მათ ცხოვრებას აღწერდა. მონაზვნების შესახებ, სხვა მონაზონი წერს და ერის ადამიანზე ვინ დაწერს? არ ვთვლი, რომ უფრო მეტი მონაზონი გადარჩება, ვიდრე დაქორწინებული. პირველ რიგში, მონაზვნები ცოტანი არიან. მაგალითად, რამდენი იქნება კვიპროსზე? ასი? ერის ადამიანი დაახლოებით შვიდასი ათასი. რას ნიშნავს ეს? მხოლოდ ასი მონაზონი გადარჩება? არა, ძალიან ბევრი ერის ადამიანი გადარჩება!“

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2025, 01:36 PM
პოსტი #4554


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უხუცესი ბერი, სერაფიმე საროველი ღვთისმოსავად მცხოვრებ ბერს, რომელიც უბიწოებას იცავდა, აუნთებელ ცვილის სანთელს ამსგავსებდა, ხოლო, ამ ბერის ხშირ ურთიერთობას ქალების საზოგადოებასთან - იმავე აუნთებელ სანთელს, დადგმულს სხვა, მრავალ, ანთებულ სანთელთან. მაშინ აუნთებელი დნობას იწყებს მასზე სითბოს ზემოქმედებით, რომელიც მის გარშემო დანთებული სანთებლიდან გამოდის. „ბერის გული“, - ამბობდა უხუცესი ბერი, - „აუცილებლად მოუძლურდება, თუკი ბერი ქალებთან ხშირი ურთიერთობის ნებას დართავს თავს“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


„დეკანოზ ვასილის [კანანაძე (1870-1949)] შვილიშვილი გახლავთ ნეკრესის ეპარქიის ყვარლის დუბის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახ. დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თეკლა (კანანაძე)“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2025, 12:46 PM
პოსტი #4555


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„- როგორ შეეგუა თქვენი ოჯახი თქვენს არაჩევან?

-ოჯახში ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, ყოველ დღე კამათი გვქონდა სარწმუნოებასთან დაკავშირებით. საოცარი ის იყო რომ მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა ძმამ ეკლესიური ცხოვრება დავიწყეთ, ჩვენი დაც მონასტერში გაიპარა. ეს ყველაფერი ერთდროულად მოხდა. ამან მშობლებს წონასწორობა დააკარგვინა. თანაც ჩემი სოფლიდან მე პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც ბერად შედგა. ჩემი ცხონებული პაპა ამბობდა - რაღა თქვენ გამოხვედით ყველაზე ჭკვიანებიო. შეურაცხყოფას მაყენებდა, წიგნების დაწვითაც მემუქრებოდა, მაგრამ ვერც ამან შემაცვლევინა გადაწყვეტილება.

სკოლაში სწავლას თაავი დავანებე, ვერანაირმა მუქარამ ვერ შეძლო ჩემი შეჩერება ან რა შეგაჩერებს, როცა უფალი გეძახის?! ბერად ისე აღვიკვეცე, მშობლებმა არაფერი იცოდნენ... დედისგან კურთხევა არ ამიღია, რადგან ვიცოდი, არ მომცემდა. სახლში რომ ჩავედი, უკვე დიაკვანი ვიყავი, დედამ რომ დამინახა, იტირა, მისთვის ბერად შედგომა დიდი ტრაგედია - სიკვდილის ტოლფასი იყო...

შემდეგ თანდათანობით ყველაფერი შეიცვალა - ჩემმა ძმამ და დამაც ოჯახები შექმნეს. დღეს დედა ბედნიერია, მიხვდა, რამხელა მადლი და წყალობაა, ოჯახში ბერი რომ გყავს, რაოდენ დიდი ძალა აქვს ბერის ლოცვას. როცა მშობლებს ეუბნებიან, ბედნიერები ხართ, შვილი ბერი რომ გყავთო, ძალიან უხარიათ. დედამაც გააცნობიერა, რომ ბერობა სიკვდილს არ ნიშნავს.

-მამაო, განა ბერობა სიკვდილს არ ნიშნავს?.. მოკვდინებას ამ ქვეყნისთვის?

-დიახ, ბერში ძველი კაცი კვდება, მაგრამ ახალი იბადება უფლისთვის... ჩემი მშობლებიც შეეგუენ ჩემს ახლადდაბადებას და დღეს თვითონაც ეკლესიურად ცხოვრობენ“.

/არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2025, 01:08 PM
პოსტი #4556


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თქვენ იკითხავთ: განა ჩვენ არ ვიქცევით იმ კეთილი ხუცესებივით, რომლებიც არიან საკუთარი მამის ალერსში? განა ჩვენ აქ იმისთვის არა ვართ, რომ არ ვიყოთ მორჩილნი, და რომ არ დავემორჩილოთ ხუცესებს? თუ პირიქით; დიახ, თქვენ ჭეშმარიტებას ღაღადებთ, რომ თქვენ მორჩილები ხართ, თუმცა მაინც სცდებით: რადგან ეს თქვენ გემორჩილებიან ხუცესები, და არა თქვენ მათ! ისინი თქვენ გისმენენ, და არა თქვენ მათ! ისინი თქვენს ბრძანებებს ასრულებენ, თქვენ კი არ ასრულებთ იმათსას.

თქვენ ამბობთ: განა ჩვენ არ მივატოვეთ მამა, დედა, ძმები და დები, მთელი ოჯახი, ახლო მეგობრები და სხვები და მივიღეთ აღთქმა მონაზვნური ცხოვრებისა, და ჩვენ განა არ გავხდით მონაზვნები?!

დიახ, თქვენ დატოვეთ ყველაფერი ეს, როგორც იტყვიან, ერული მადლი და განიძარცვეთ მათგან; მაგრამ ხორციელი მადლი კი არ შეგიმოსავთ; თქვენ შეიმოსეთ ხორციელ ნეტარებებზე უმეტესით მონაზვნური ნეტარებების შესამოსლით. ამიტომაც გეჩვენებათ, რომ თქვენ მონაზვნები ხართ, და რომ ცხოვრობთ მონაზვნური ცხოვრებით, და იკვებებით კალორიულად, შიგნიდან კი თქვენ საქმიანობთ თქვენი ხორცისთვის, და არა თქვენი სულისათვის“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2025, 09:55 PM
პოსტი #4557


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულიერი მოძღვრის გარეშე არ არსებობს მონაზვნობა“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2025, 12:32 PM
პოსტი #4558


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ბერული მოწყალება არის ქრისტეს შედგომა, ანუ სახარების მცნებების ზედმიწევნითი შესურლება და ჯვრის ტვირთვა, ანუ გულმხიარული მოთმინება და თავის გულმოდგინე იძულება ყველა მწუხარების მოსათმენად, რომელთა დაშვებასაც ღვთის განგებულება ინებებს ჩვენზე ჩვენი მიწიერი მოგზაურობის დროს ჩვენს სახსნელად.

მეორის გარეშე პირველი ვერ მოხდება: ქრისტეს შედგომა ვერ შედგება ჯვრის მიღებისა და მასში ღვთის ახალიაღთქმისეული სიმართლისა და გამართლების აღიარების გარეშე. წარმატებულებისთვის და ღვთის მიერ ამისათვის მოწოდებული ბერებისთვის უნივთო მოწყალება არის მოყვასისთვის ღვთის სიტყვის სწავლება. უნივთო მოწყალება იმდენად მაღალია ნივთიერზე, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, რამდენადაც სულია სხეულზე აღმატებული“

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


„2025 წლის 29 მარტს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) სარკინეთის ღირსი შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერში დიაკვნად აკურთხა ბერი ლეონი (ბოცვაძე)“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2025, 10:11 AM
პოსტი #4559


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ ამ გზას ავირჩევ... მიუხედავად სიმძიმისა, ტკივილისა, იმ სიმწარისა, რასაც ბერი შინაგანად განიცდის და ხალხი ვერ ხედავს, ბერობა მაინც ტკბილია. სახარება გვამცნობს, ვინც მთელი თავისი არსებით შეუდგება უფალს, მას თავს მიუძღვნის, მისი ტვირთი მსუბუქი იქნება, უღელი კი - ტკბილიო... „უღელი ჩემი ტკბილ არს, ტვირთი ჩემი მსუბუქ არს“. დიახ, ტკბილია ტვირთი ბერობისა, სულივით ტკბილი...“

/არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/



„2025 წლის 26 მარტს გარდაიცვალა საფარის ღირსი საბა განწმენდილის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი სერაფიმე (ხახალეიშვილი).

მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ სერაფიმეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ახალციხისა და ტაო-კლარჯერთის ეპარქიას, მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ბერი სერაფიმე“.






--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2025, 10:25 AM
პოსტი #4560


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ამბა პახუმი დიდი ერთ სასოწარკვეთილებით შეპყრობილ მონაზონს ურჩევდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს ელოცა ღამით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 226 227 228 229 230 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 11:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი