![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4549
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი. ამ მოძღართა სულიერი შვილები თანამედროვე ადამიანები, ფეისბუქისა და ინტერნეტის პირმშონი არიან. დღეს ეს ადამიანები ხდებიან მონაზვნები. დიდ სულიერ სიმაღლეზე მყოფ მოძღვრებს მართლა შეუძლია მათი გარდაქმნა, რამეთუ ქრისტე უცვლელია. მიუხედავად დროისა და ეპოქის განსხვავებულობისა, მონაზვნობის არსი უცვლელი რჩება. ეს საიდუმლოებაა. მოძღვარსა და მის მოწაფეს შორის არსებობს საიდუმლოება, რომელიც მათ შორის განსაკუთრებული სულიერი კავშირით იბადება. მოძღვარს „მამა“ შემთხვევით არ ჰქვია - ის თავის სულიერ შვილს სულიერად შობს“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ „[2025 წლის 30 მარტს] მღვდელ-მონაზონი ილია (თვალიაშვილი) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყავნილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4550
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ქმედითი და განუწყვეტელი სინანული. ჩვენ აუცილებლად სავსებით უნდა ჩავეფლოთ სინანულში, თუ გვსურს ამაოდ და განსაკითხად არ ვატარებდეთ ბერის სახელსა და წოდებას. ბერი მხოლოდ მაშინ მიდის მართებულად, როცა იგი სინანულის გრძნობით არის სავსე და სინანულით ხელმძღვანელობს. როცა სინანულის გრძნობა მის გულს განეშორება, ეს სარწმუნო ნიშანია იმისა, რომ ბერი ცრუ აზრებით არის გატაცებული, რომლებსაც სატანა ჩააგონებს ანდა რომლებიც დაცემული ბუნებიდან მომდინარეობს“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4551
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დედა ევპრაქსიას წირვა-ლოცვაზე დაგვიანება არ უყვარდა, ცოტა ადრეც კი მოდიოდა. ხელში ყოველთვის სკვნილს ამოძრავებდა. ერთხელ იღუმენია ქეთევანმა სერობის შემდეგ შეგვახსენა, - ლოცვაზე სრული სიჩუმე უნდა იყოს და მხოლოდ მედავითნეების ხმა ისმოდესო. მივხვდით, რომ ნათქვამი დედა ევპრაქსიას ეხებოდა, რადგან მას ლოცვაზე „ღვთისმშობლის ცრემლებით“ აწყობილი სკვნილი შემოჰქონდა, რომელიც ხელში მოძრაობის დროს გარკვეულ ხმებს გამოსცემდა.
არ ვიცი, დედა ევპრაქსია იღუმენიას ნათქვამს მიხვდა თუ არა, მაგრამ მეორე დღეს, დილით, ცისკრის ლოცვაზე, ისევ „ხმაურიანი“ სკვნილით შემოვიდა. „დიდება მაღალიანის“ კითხვისას ჩვენ ვიჩოქებდით, ასაკიანი დედები კი ფეხზე დგებოდნენ. დედა ევპრაქსიაც ადგა და მოულოდნელად სკვნილი ხელიდან გაუვარდა... იატაკზე დაცემისას სკვნილმა ისეთი ხმა გამოსცა, ყველამ მისკენ მივიხედეთ, რა თქმა უნდა, იღუმენიამაც. დარცხვენილმა და შეწუხებულმა დედა ევპრაქსიამ სკვნილი აიღო და ჯიბეში ჩაიდო. მთელი ლოცვისას ხელი აღარ დაუკარებია. ლოცვის დამთავრების შემდეგ სასწრაფოდ დატოვა სამლოცველო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კეთილმოწესემ გადმომცა, იღუმენია გიბარებსო. დედა ქეთევანი სენაკში შეწუხებული დამხვდა და მითხრა: - დედა ევპრაქსიას სენაკიდან უცნაური ხმები გამოდის, ეტყობა, ცისკარზე მომხდარს განიცდის, ნერვიულობს და ტირის. დედა ნანა, უნდა შეხვიდე მასთან და დაამშვიდოო. კურთხევის შესრულებაზე უარს როგორ ვიტყოდი, მაგრამ გულმა კი რეჩხი მიყო - როგორ მივიდე დედა ევპრაქსიასთან, ან რა ვუთხრა ისეთი, რომ დავამშვიდო-მეთქი, მაგრამ იღუმენიას თავი დავუქნიე და კურთხევის შესასრულებლად კართან გავჩერდი და გულით ვთხოვე უფალს შეწევნა, მოეცა ჩემთვის სათქმელად ის სიტყვები, რომელიც მონაზონს დაამშვიდებდა. ამ პერიოდში ერთ ოთახში სამნი ცხოვრობდნენ და ერთმანეთიდან ფარდებით გატიხრული სენაკები ჰქონდათ. მე დედა ევპრაქსიას ფარდასთან დავდექი. ის ნამდვილად ტიროდა, მუხლებზე ხელებს ირტყამდა და გოდებდა: - ვაი, მე უბედურს, ეს რა დამემართაო. შიშით და რიდით ვთქვი ლოცვა, „უფალო, შეგვიწყალენ“. ნამიტრალევი ხმით მიპასუხა, - „ამინ“. მასთან შევედი. ჩემდა გასაოცრად, სკამი შემომთავაზა (მეგონა, სენაკში არ შემიშვებდა და თუ შემიშვებდა, გაბრაზებულ გულზე რაღაცას მეტყოდა და უკან გამომაბრუნებდა), ჩამოვჯექი. დედა ევპრქსიამ წუწუნი დაიწყო, - ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, ეს როგორ დამემართაო. მე კიდევ ერთხელ ვთხოვე უფალს შეწევნა და მშვიდად დავუწყე საუბარი, - ტირილითა და თვითგვემით მოხდარს ვერ გამოასწორებ, შენი ამ ყოფით კი ბოროტი იცინის და ხარობს, - აი, დედა ევპრაქსია რა დღეში ჩავაგდეო. აჯობე მას, ცრემლები შეიმშრალე, ჯერ უფალს სთხოვე შენდობა, მერე დედა ქეთევანს და დამშვიდდები-მეთქი. სათვალიდან მიყურებდა გაფართოებული, იმედიანი თვალებით, უცებ სახე გაუნათდა, მადლობა გადამიხადა (მე კი გულში უფალს ვმადლობდი). ბოროტს არ გავახარებო, მითხრა და სენაკიდან გამომისტუმრა“. /დედა ირინე (მონაზვნობაში - დედა ნანა)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4552
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეს იგივე ნათლობაა, ანუ აღკვეცა წარმოადგენს მეორე ნათლობას, იმ მოსაზრებით, რომ როცა ადამიანი დგება საკურთხევლის კართან (აღკვეცისას), თავის თავს წარმოაჩენს მშვენიერად იმით, რომ თავისი ნებით დებს აღთქმას, რომ გამოასწორებს თავის ცხოვრებას და რომ იქნება მორჩილი და არა მომხვეჭელი, ქალწული თვინიერი, მწუხარებების დამთმენი, და არა ბრაზიანი, არამედ მლოცველი.
ხოლო როცა იმოსება მონაზვნის მადლიანი სამოსლით: მადლით, კაბით, სქემით, ქამრით და სხვა. ყველაფერ ამასთან ერთად თავის გულშიც ივსება ამ გრძნობებით, ანუ ასე გამოხატავს თავის გადაწყვეტილებას, რომ წმინდა საკურთხევლის კართან იმოღვაწეებს სათნოებებისთვის. მაგრამ თუ შემდეგ შესვამს უგრძნობებლობის ბარძიმიდან შხამს თავის გულში, ანუ თუ მიეკედლება ამაოებას და მომხვეჭელობას, მაშინ გახდება უგრძნობელი თავისი ცხოვრების მადლისადმი. ანუ გაუცივდება მოშურნეობა, იმ მადლის მისაღებად რომელიც უნდა მიეღო თავისი ვნებებისაგან განწმენდილი გულით; ამდენად ამ დროს ბერი იმოსება აბჯრით, რომ თავისი ცხოვრება შემოსოს მადლით, და აქეთ-იქით კი არ მიედ-მოედოს, არამედ მხოლოდ დაიცვას და არ შებილწოს თავისი ლამაზი ცხოვრება. თუმცა ახლა ბერები უგრძნობელობის ბარძიმიდან სხვამენ შხამს და ვეღარც გრძნობენ, აბჯრებით რომ არიან შემოსილნი თავიანთი ცხოვრების გასალამაზებლად. ამდენად ისინი მიიქცევიან აქეთ-იქით, ანუ მრავალმომხვეჭელი უზრუნველობისკენ, ისე, რომ თითქოსდა სულაც არ არის ბერები, და ცდილობენ დაკავდნენ ცხოვრებისეული ჯადოქრობებით, ანუ საერო საქმეებით, და ამ საქმიანობებით გადატვირთულები გამუდმებით იყვნენ იმ ფიქრებით შეწუხებულნი, თუ რა ჭამონ და რა სვან.“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4553
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერში მცხოვრებ ადამიანებს უამრავი მწუხარება და განსაცდელი აქვთ: რამდენ მშობელს ეზრდება შვილი ურთულესი დაავადებით; რამდენ ქალს სცემს ქმარი. ძალიან ბევრი შემთხვევაა ასეთი. ასეთი ადამიანები უცნობია ჩვენთვის, რადგან არ არსებობენ ისინი, ვინც მათ ცხოვრებას აღწერდა. მონაზვნების შესახებ, სხვა მონაზონი წერს და ერის ადამიანზე ვინ დაწერს? არ ვთვლი, რომ უფრო მეტი მონაზონი გადარჩება, ვიდრე დაქორწინებული. პირველ რიგში, მონაზვნები ცოტანი არიან. მაგალითად, რამდენი იქნება კვიპროსზე? ასი? ერის ადამიანი დაახლოებით შვიდასი ათასი. რას ნიშნავს ეს? მხოლოდ ასი მონაზონი გადარჩება? არა, ძალიან ბევრი ერის ადამიანი გადარჩება!“
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4554
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უხუცესი ბერი, სერაფიმე საროველი ღვთისმოსავად მცხოვრებ ბერს, რომელიც უბიწოებას იცავდა, აუნთებელ ცვილის სანთელს ამსგავსებდა, ხოლო, ამ ბერის ხშირ ურთიერთობას ქალების საზოგადოებასთან - იმავე აუნთებელ სანთელს, დადგმულს სხვა, მრავალ, ანთებულ სანთელთან. მაშინ აუნთებელი დნობას იწყებს მასზე სითბოს ზემოქმედებით, რომელიც მის გარშემო დანთებული სანთებლიდან გამოდის. „ბერის გული“, - ამბობდა უხუცესი ბერი, - „აუცილებლად მოუძლურდება, თუკი ბერი ქალებთან ხშირი ურთიერთობის ნებას დართავს თავს“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „დეკანოზ ვასილის [კანანაძე (1870-1949)] შვილიშვილი გახლავთ ნეკრესის ეპარქიის ყვარლის დუბის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახ. დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თეკლა (კანანაძე)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4555
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- როგორ შეეგუა თქვენი ოჯახი თქვენს არაჩევან?
-ოჯახში ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, ყოველ დღე კამათი გვქონდა სარწმუნოებასთან დაკავშირებით. საოცარი ის იყო რომ მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა ძმამ ეკლესიური ცხოვრება დავიწყეთ, ჩვენი დაც მონასტერში გაიპარა. ეს ყველაფერი ერთდროულად მოხდა. ამან მშობლებს წონასწორობა დააკარგვინა. თანაც ჩემი სოფლიდან მე პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც ბერად შედგა. ჩემი ცხონებული პაპა ამბობდა - რაღა თქვენ გამოხვედით ყველაზე ჭკვიანებიო. შეურაცხყოფას მაყენებდა, წიგნების დაწვითაც მემუქრებოდა, მაგრამ ვერც ამან შემაცვლევინა გადაწყვეტილება. სკოლაში სწავლას თაავი დავანებე, ვერანაირმა მუქარამ ვერ შეძლო ჩემი შეჩერება ან რა შეგაჩერებს, როცა უფალი გეძახის?! ბერად ისე აღვიკვეცე, მშობლებმა არაფერი იცოდნენ... დედისგან კურთხევა არ ამიღია, რადგან ვიცოდი, არ მომცემდა. სახლში რომ ჩავედი, უკვე დიაკვანი ვიყავი, დედამ რომ დამინახა, იტირა, მისთვის ბერად შედგომა დიდი ტრაგედია - სიკვდილის ტოლფასი იყო... შემდეგ თანდათანობით ყველაფერი შეიცვალა - ჩემმა ძმამ და დამაც ოჯახები შექმნეს. დღეს დედა ბედნიერია, მიხვდა, რამხელა მადლი და წყალობაა, ოჯახში ბერი რომ გყავს, რაოდენ დიდი ძალა აქვს ბერის ლოცვას. როცა მშობლებს ეუბნებიან, ბედნიერები ხართ, შვილი ბერი რომ გყავთო, ძალიან უხარიათ. დედამაც გააცნობიერა, რომ ბერობა სიკვდილს არ ნიშნავს. -მამაო, განა ბერობა სიკვდილს არ ნიშნავს?.. მოკვდინებას ამ ქვეყნისთვის? -დიახ, ბერში ძველი კაცი კვდება, მაგრამ ახალი იბადება უფლისთვის... ჩემი მშობლებიც შეეგუენ ჩემს ახლადდაბადებას და დღეს თვითონაც ეკლესიურად ცხოვრობენ“. /არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4556
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თქვენ იკითხავთ: განა ჩვენ არ ვიქცევით იმ კეთილი ხუცესებივით, რომლებიც არიან საკუთარი მამის ალერსში? განა ჩვენ აქ იმისთვის არა ვართ, რომ არ ვიყოთ მორჩილნი, და რომ არ დავემორჩილოთ ხუცესებს? თუ პირიქით; დიახ, თქვენ ჭეშმარიტებას ღაღადებთ, რომ თქვენ მორჩილები ხართ, თუმცა მაინც სცდებით: რადგან ეს თქვენ გემორჩილებიან ხუცესები, და არა თქვენ მათ! ისინი თქვენ გისმენენ, და არა თქვენ მათ! ისინი თქვენს ბრძანებებს ასრულებენ, თქვენ კი არ ასრულებთ იმათსას.
თქვენ ამბობთ: განა ჩვენ არ მივატოვეთ მამა, დედა, ძმები და დები, მთელი ოჯახი, ახლო მეგობრები და სხვები და მივიღეთ აღთქმა მონაზვნური ცხოვრებისა, და ჩვენ განა არ გავხდით მონაზვნები?! დიახ, თქვენ დატოვეთ ყველაფერი ეს, როგორც იტყვიან, ერული მადლი და განიძარცვეთ მათგან; მაგრამ ხორციელი მადლი კი არ შეგიმოსავთ; თქვენ შეიმოსეთ ხორციელ ნეტარებებზე უმეტესით მონაზვნური ნეტარებების შესამოსლით. ამიტომაც გეჩვენებათ, რომ თქვენ მონაზვნები ხართ, და რომ ცხოვრობთ მონაზვნური ცხოვრებით, და იკვებებით კალორიულად, შიგნიდან კი თქვენ საქმიანობთ თქვენი ხორცისთვის, და არა თქვენი სულისათვის“ /ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4557
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სულიერი მოძღვრის გარეშე არ არსებობს მონაზვნობა“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4558
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ბერული მოწყალება არის ქრისტეს შედგომა, ანუ სახარების მცნებების ზედმიწევნითი შესურლება და ჯვრის ტვირთვა, ანუ გულმხიარული მოთმინება და თავის გულმოდგინე იძულება ყველა მწუხარების მოსათმენად, რომელთა დაშვებასაც ღვთის განგებულება ინებებს ჩვენზე ჩვენი მიწიერი მოგზაურობის დროს ჩვენს სახსნელად.
მეორის გარეშე პირველი ვერ მოხდება: ქრისტეს შედგომა ვერ შედგება ჯვრის მიღებისა და მასში ღვთის ახალიაღთქმისეული სიმართლისა და გამართლების აღიარების გარეშე. წარმატებულებისთვის და ღვთის მიერ ამისათვის მოწოდებული ბერებისთვის უნივთო მოწყალება არის მოყვასისთვის ღვთის სიტყვის სწავლება. უნივთო მოწყალება იმდენად მაღალია ნივთიერზე, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, რამდენადაც სულია სხეულზე აღმატებული“ /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „2025 წლის 29 მარტს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) სარკინეთის ღირსი შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერში დიაკვნად აკურთხა ბერი ლეონი (ბოცვაძე)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4559
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ ამ გზას ავირჩევ... მიუხედავად სიმძიმისა, ტკივილისა, იმ სიმწარისა, რასაც ბერი შინაგანად განიცდის და ხალხი ვერ ხედავს, ბერობა მაინც ტკბილია. სახარება გვამცნობს, ვინც მთელი თავისი არსებით შეუდგება უფალს, მას თავს მიუძღვნის, მისი ტვირთი მსუბუქი იქნება, უღელი კი - ტკბილიო... „უღელი ჩემი ტკბილ არს, ტვირთი ჩემი მსუბუქ არს“. დიახ, ტკბილია ტვირთი ბერობისა, სულივით ტკბილი...“
/არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/ „2025 წლის 26 მარტს გარდაიცვალა საფარის ღირსი საბა განწმენდილის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი სერაფიმე (ხახალეიშვილი). მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ სერაფიმეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ახალციხისა და ტაო-კლარჯერთის ეპარქიას, მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ბერი სერაფიმე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4560
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ამბა პახუმი დიდი ერთ სასოწარკვეთილებით შეპყრობილ მონაზონს ურჩევდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს ელოცა ღამით“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4561
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლია საცდურს, რომელიც ბერზე თანდათანობით, შეუმჩნევლად და უგრძნობლად მოქმედებს, მას დაეუფლოს და საშინელი დაცემა შეამთხვიოს, შემდეგ მოთხრობას მოვიტანთ: „ეგვიპტის სკიტში იყო ერთი უხუცესი ბერი, რომელიც მძიმედ დასნეულდა და ძმები ემსახურებოდნენ. ნახა რა, რომ მის გამო ძმები შრომობდნენ, განიზრახა დასახლებებთან ახლოს გადასულიყო, რათა ძმები არ გაესარჯა.
აბბა მოსემ (სავარაუდოდ, იმან, რომელსაც ღირსი კასიანე ყველაზე გამჭრიახს უწოდებს სკიტის ძმებს შორის, და საერთოდ, სულიერი ნიჭების სიუხვით გამორჩეულს) მას უთხრა: „ნუ გადახვალ დასახლებების მეზობლად, რათა სიძვაში არ ჩავარდე“. უხუცესი ბერი გააოცა და დააღონა ამ სიტყვებმა. მან უპასუხა: „ჩემი სხეული მოკვდა. ნუთუ ამას შენ მეუბნები?“ მან აბბა მოსეს არ დაუჯერა და საერო დასახლების სიახლოვეს გადავიდა. ამის შესახებ რომ შეიტყეს, დასახლების მკვიდრთაგან მრავლად დაიწყეს მასთან სიარული. მივიდა მასთან ერთი ქალიც, რათა ღვთის გულისათვის მომსახურებოდა. ბერმა იგი განკურნა - როგორც ჩანს, ქალს რაღაც სენი სჭირდა, ხოლო უხუცეს ბერს სასწაულმოქმედების ნიჭი ჰქონდა. შემდეგ, გარკვეული დროის გასვლის მერე, მასთან დაეცა და ქალი დაორსულდა. თანასოფლელები ეკითხებოდნენ, ვისგან ხარ ორსულადო? და ქალი პასუხობდა: ბერისგანო. მას არ უჯერებდნენ. ბერი ამბობდა: „ეს მე ჩავიდინე, მაგრამ დაიცავით ბავშვი, რომელიც უნდა დაიბადოს“. ბავშვი დაიბადა და დედამ ძუძუთი გამოკვება. მაშინ, სკიტის ერთ-ერთ დღესასწაულზე, უხუცესი ბერი იქ ზურგზე მოკიდებული ბავშვით მივიდა და მთელ საძმოს შეკრებისას ეკლესიაში შევიდა. ძმებამ იგი რომ დაინახეს, ატირდნენ. მან ძმებს უთხრა: „ხედავთ ბავშვს? ეს ურჩობის ძეა“. ამის შემდეგ ბერი თავის ადრინდელ სენაკში შევიდა და ღვთისადმი სინანულის შეწირვას შეუდგა.“. ასეთი ძალა აქვს საცდურს, როცა ბერი მის პირისპირ დადგება. კურნების ნიჭმა იგი სიძვით დაცემისგან ვერ შეაჩერა. სიბერით, სნეულებითა და ხანგრძლივი ბერული ღვაწლით ცოდვისათვის მკვდარი სხეული კვლავ გაცოცხლდა, როცა საცდურის განუწყვეტელი ან ხშირი მოქმედება განიცადა“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „2025 წლის 12 მარტს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი მაკა ზაკუტაშვილი, რომელსაც სახელად თეკლა უწოდა. მონაზონი თეკლა ამავე სავანის წინამძღვრად დადგინდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4562
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი შემთხვევა განსაკუთრებით დამამახსოვრდა... ერთხელ სარკოფაგი აღმოვაჩინე, რომელშიც გულხელდაკრეფილი ბერი განისვენებდა. ჩონჩხს ყველა ნაწილი ჰქონდა, მხოლოდ თავის ქალა აკლდა... ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ [ძამის] ხეობის მონასტრები არაერთხელ დაურბევია მტერს; ბერებს აქაც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ ისევე, როგორც მთელ საქართველოში...“.
/არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4563
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა არსენი [მღვიმელი] ყვებოდა:
„გუშინ მზარეული მეუბნება: -მაკურთხე, საჭმელი მიმეწვა. -ალბათ ვინმეს მიმართ გულისსიტყვა გქონდა. - ვუპასუხე. -არ მახსენდება, გერონდა. მაშინ ვეუბნები: -გონება გაგეფანტა და ლოცვაც აღარ თქვი საერთოდ?! -ესენი კავშირშია? -თანაც რამხელა კავშირში! ნახე, რამდენჯერაც არ შეწყვეტ ლოცვას, მაშინ როგორ გემრიელ საჭმელს გააკეთებ! ჩვენი გერონდაც (წმ. იოსებ ისიქასტი) აკეთებდა ხოლმე. მთელი ის დრო ცრემლი არ აშრებოდა თვალებზე. სად იყო მისი გონება მაშინ? და რომ იცოდე, რა გემრიელ საჭმელებს აკეთებდა. დღესასწაულებზე კალივებიდან სთხოვდნენ, რომ მათთვისაც მოემზადებინა... - ამას ამბობდა მამა არსენი, მიუბრუნდა მზარეულს და სიცილით თქვა: -არ ამბობს ლოცვას, საჭმელი რომ არ მიეწვას!“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4564
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერული ღვაწლი უხილავია, მაგრამ, ზუსტი აზრით, არის მოწამეობა მისთვის, ვინც ამ ღვაწლს ისე გადის, როგორც საჭიროა. მონასტერში შესვლის წინ წავუმძღვაროთ ჩვენი ქონების გაცემა, ჩვენი ხორციელი ცხოვრება ამსოფლად დავბეჭდოთ ნივთიერი მოწყალებით, ერთ-ერთი უდიდესი ნივთიერი სათნოებით. ხოლო მას, ვინც მონასტერში შევიდა, სხვა სახის მოწყალება ელის: უნივთო მოწყალება.
იგი გულისხმობს, რომ ჩვენ არ განვიკითხოთ მოყვასი, როცა ისინი სცოდავენ, არამედ შევიწყალოთ, რომ არც კი განვსაჯოთ მოყვასი იმით, რომ ზოგიერთებზე კარგი ვთქვათ, ზოგიერთებზე კი ავი. ასეთი სჯა აუცილებლად უკავშირდება თავმდაბლობის უარყოფას, სიამაყეს, რომელიც ადამიანს მიაკუთვნებს იმას, რაც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. უნივთო მოწყალება არის ის, რომ ჩვენ არ მივუზღათ ბოროტებაზე ბოროტებით, არამედ ბოროტებაზე სიკეთით მივუზღათ“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „[2025 წლის 4 მაისს] იღუმენის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა მღვდელ-მონაზონი გიორგი (გვეტაძე)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4565
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- და მაინც, რა არის ბერობა?
-ბერობა, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლა, თავის უარყოფაა. ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ადამიანს სამი რამის წინააღმდეგ უხდება ბრძოლა: წუთისოფლის, საკუთარი თავისა და ეშმაკის წინააღმდეგ, ბერისთვის ეს ბრძოლა კიდევ უფრო მკაცრი და რთულია... როგორც ამბობენ, ბერობა ჭეშმარიტი ფილოსოფიაა. ბერობა არის ანგელოზებრივი ცხოვრება ამ ქვეყანაზე... -თუ მცდელობა ანგელოზებრივი ცხოვრებისა? -დიახ, მცდელობა... მცდელობა ანგელოზებრივი ცხოვრებისა...“ /არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4566
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამ დროს ხედავ მოხუც ბერებს, რომელთაც გულში ვულკანის მსგავსი მხურვალება ჰქონდათ. მათ გულში ლავა მოედინებოდა და ირგვლივ ყველაფერი იძვროდა. ასეთ მამებში სულის ძალას გრძნობ. ისინი ჩვენს ეპოქაში ცხოვრობდნენ. უდიდესი წმინდანები იყვნენ. მიუხედავად ასაკოვნებისა, ნეტავ, იცოდეთ, როგორ მხურვალე ცოცხალი სული ჰქონდათ! ეჰ, რა გითხრათ. მათ ახალგაზრდის გული ჰქონდათ. დიდი სულიერი ძალის მატარებელნი იყვნენ, რადგან ნამდვილი სიცოცხლე მკვიდრობდა მათ გულებში. ამ დროს შეხედავ ახალგაზრდებს, დამძიმებულებს, დასუსტებულებს და ნახევრად მკვდრებს. თხუთმეტი ჭიქა ყავა სჭირდებათ, რომ როგორმე გაიღვიძონ და გამოფხიზლდნენ“
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4567
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამები გვიშლიან, საერო ადამიანების აზრით, სახელგანთქმული მონასტრის საცხოვრებლად არჩევას: პატივი, რომელიც საერთოა მთელი მონასტრისათვის, აუცილებლად დაასნეულებს თითოეულ წევრსაც.
გამოცდილება აჩვენებს, რომ მთელი საძმო შეიძლება დასნეულდეს პატივმოყვარეობის სულით, - არა მარტო თავიანთი მონასტრის ნივთიერი უპირატესობების მიზეზით, არამედ მისი წესდების განსაკუთრებული ღვთისმოსაობის შესახებ საეროების მაღალი აზრის გამოც. აქედან შობილი ქედმაღლობა სხვა მონასტრების ძმების მიმართ, რაც არის კიდეც სიამაყე, ბერული წარმატების შესაძლებლობას ართმევს, რომელიც მოყვასისადმი სიყვარულსა და მის წინაშე თავმდაბლობას ეფუძნება“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „[2025 წლის 4 მაისს] იღუმენის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა მონაზონი ნინო (ნიქაბაძე)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4568
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,366 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ, ჩემთან, მონასტერში, უნდა მოსულიყო ერთი მონაზონი, რომელზეც ამბობდნენ, არასდროს არავის განიკითხავსო. გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა. საუბარში დავიწყეთ სხვადასხვა ადამიანის გახსენება, - ამან ესა და ეს თქვა, ასე და ასე მოიქცაო. ველოდით, რომ განკითხვის ერთი სიტყვა მაინც დასცდებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა! თევზივით გვისხლტებოდა, რადგან საკუთარი თავისადმი ძალიან ყურადღებიანი იყო. მან ისწავლა, რომ სხვების განკითხვაში, ჭორაობაში, მრვალისმეტყველებასა და ხუმრობებში ნუგეში არ ეძია. არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, მუდამ იქ ყოფენ ცხვირს, სადაც მათი საქმე არ არის. მაგალითად, საუბრობს ორი კაცი, უცებ მესამე ეკვეხება და აღარავის აცდის სიტყვის თქმას. ასეთი სიმპტომები იმაზე მეტყველებენ, რომ ადამიანი სულიერად არ შრომობს“.
/ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th August 2025 - 11:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი