![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4561
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლია საცდურს, რომელიც ბერზე თანდათანობით, შეუმჩნევლად და უგრძნობლად მოქმედებს, მას დაეუფლოს და საშინელი დაცემა შეამთხვიოს, შემდეგ მოთხრობას მოვიტანთ: „ეგვიპტის სკიტში იყო ერთი უხუცესი ბერი, რომელიც მძიმედ დასნეულდა და ძმები ემსახურებოდნენ. ნახა რა, რომ მის გამო ძმები შრომობდნენ, განიზრახა დასახლებებთან ახლოს გადასულიყო, რათა ძმები არ გაესარჯა.
აბბა მოსემ (სავარაუდოდ, იმან, რომელსაც ღირსი კასიანე ყველაზე გამჭრიახს უწოდებს სკიტის ძმებს შორის, და საერთოდ, სულიერი ნიჭების სიუხვით გამორჩეულს) მას უთხრა: „ნუ გადახვალ დასახლებების მეზობლად, რათა სიძვაში არ ჩავარდე“. უხუცესი ბერი გააოცა და დააღონა ამ სიტყვებმა. მან უპასუხა: „ჩემი სხეული მოკვდა. ნუთუ ამას შენ მეუბნები?“ მან აბბა მოსეს არ დაუჯერა და საერო დასახლების სიახლოვეს გადავიდა. ამის შესახებ რომ შეიტყეს, დასახლების მკვიდრთაგან მრავლად დაიწყეს მასთან სიარული. მივიდა მასთან ერთი ქალიც, რათა ღვთის გულისათვის მომსახურებოდა. ბერმა იგი განკურნა - როგორც ჩანს, ქალს რაღაც სენი სჭირდა, ხოლო უხუცეს ბერს სასწაულმოქმედების ნიჭი ჰქონდა. შემდეგ, გარკვეული დროის გასვლის მერე, მასთან დაეცა და ქალი დაორსულდა. თანასოფლელები ეკითხებოდნენ, ვისგან ხარ ორსულადო? და ქალი პასუხობდა: ბერისგანო. მას არ უჯერებდნენ. ბერი ამბობდა: „ეს მე ჩავიდინე, მაგრამ დაიცავით ბავშვი, რომელიც უნდა დაიბადოს“. ბავშვი დაიბადა და დედამ ძუძუთი გამოკვება. მაშინ, სკიტის ერთ-ერთ დღესასწაულზე, უხუცესი ბერი იქ ზურგზე მოკიდებული ბავშვით მივიდა და მთელ საძმოს შეკრებისას ეკლესიაში შევიდა. ძმებამ იგი რომ დაინახეს, ატირდნენ. მან ძმებს უთხრა: „ხედავთ ბავშვს? ეს ურჩობის ძეა“. ამის შემდეგ ბერი თავის ადრინდელ სენაკში შევიდა და ღვთისადმი სინანულის შეწირვას შეუდგა.“. ასეთი ძალა აქვს საცდურს, როცა ბერი მის პირისპირ დადგება. კურნების ნიჭმა იგი სიძვით დაცემისგან ვერ შეაჩერა. სიბერით, სნეულებითა და ხანგრძლივი ბერული ღვაწლით ცოდვისათვის მკვდარი სხეული კვლავ გაცოცხლდა, როცა საცდურის განუწყვეტელი ან ხშირი მოქმედება განიცადა“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „2025 წლის 12 მარტს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი მაკა ზაკუტაშვილი, რომელსაც სახელად თეკლა უწოდა. მონაზონი თეკლა ამავე სავანის წინამძღვრად დადგინდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4562
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი შემთხვევა განსაკუთრებით დამამახსოვრდა... ერთხელ სარკოფაგი აღმოვაჩინე, რომელშიც გულხელდაკრეფილი ბერი განისვენებდა. ჩონჩხს ყველა ნაწილი ჰქონდა, მხოლოდ თავის ქალა აკლდა... ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ [ძამის] ხეობის მონასტრები არაერთხელ დაურბევია მტერს; ბერებს აქაც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ ისევე, როგორც მთელ საქართველოში...“.
/არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4563
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა არსენი [მღვიმელი] ყვებოდა:
„გუშინ მზარეული მეუბნება: -მაკურთხე, საჭმელი მიმეწვა. -ალბათ ვინმეს მიმართ გულისსიტყვა გქონდა. - ვუპასუხე. -არ მახსენდება, გერონდა. მაშინ ვეუბნები: -გონება გაგეფანტა და ლოცვაც აღარ თქვი საერთოდ?! -ესენი კავშირშია? -თანაც რამხელა კავშირში! ნახე, რამდენჯერაც არ შეწყვეტ ლოცვას, მაშინ როგორ გემრიელ საჭმელს გააკეთებ! ჩვენი გერონდაც (წმ. იოსებ ისიქასტი) აკეთებდა ხოლმე. მთელი ის დრო ცრემლი არ აშრებოდა თვალებზე. სად იყო მისი გონება მაშინ? და რომ იცოდე, რა გემრიელ საჭმელებს აკეთებდა. დღესასწაულებზე კალივებიდან სთხოვდნენ, რომ მათთვისაც მოემზადებინა... - ამას ამბობდა მამა არსენი, მიუბრუნდა მზარეულს და სიცილით თქვა: -არ ამბობს ლოცვას, საჭმელი რომ არ მიეწვას!“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4564
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერული ღვაწლი უხილავია, მაგრამ, ზუსტი აზრით, არის მოწამეობა მისთვის, ვინც ამ ღვაწლს ისე გადის, როგორც საჭიროა. მონასტერში შესვლის წინ წავუმძღვაროთ ჩვენი ქონების გაცემა, ჩვენი ხორციელი ცხოვრება ამსოფლად დავბეჭდოთ ნივთიერი მოწყალებით, ერთ-ერთი უდიდესი ნივთიერი სათნოებით. ხოლო მას, ვინც მონასტერში შევიდა, სხვა სახის მოწყალება ელის: უნივთო მოწყალება.
იგი გულისხმობს, რომ ჩვენ არ განვიკითხოთ მოყვასი, როცა ისინი სცოდავენ, არამედ შევიწყალოთ, რომ არც კი განვსაჯოთ მოყვასი იმით, რომ ზოგიერთებზე კარგი ვთქვათ, ზოგიერთებზე კი ავი. ასეთი სჯა აუცილებლად უკავშირდება თავმდაბლობის უარყოფას, სიამაყეს, რომელიც ადამიანს მიაკუთვნებს იმას, რაც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. უნივთო მოწყალება არის ის, რომ ჩვენ არ მივუზღათ ბოროტებაზე ბოროტებით, არამედ ბოროტებაზე სიკეთით მივუზღათ“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „[2025 წლის 4 მაისს] იღუმენის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა მღვდელ-მონაზონი გიორგი (გვეტაძე)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4565
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- და მაინც, რა არის ბერობა?
-ბერობა, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლა, თავის უარყოფაა. ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ადამიანს სამი რამის წინააღმდეგ უხდება ბრძოლა: წუთისოფლის, საკუთარი თავისა და ეშმაკის წინააღმდეგ, ბერისთვის ეს ბრძოლა კიდევ უფრო მკაცრი და რთულია... როგორც ამბობენ, ბერობა ჭეშმარიტი ფილოსოფიაა. ბერობა არის ანგელოზებრივი ცხოვრება ამ ქვეყანაზე... -თუ მცდელობა ანგელოზებრივი ცხოვრებისა? -დიახ, მცდელობა... მცდელობა ანგელოზებრივი ცხოვრებისა...“ /არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4566
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამ დროს ხედავ მოხუც ბერებს, რომელთაც გულში ვულკანის მსგავსი მხურვალება ჰქონდათ. მათ გულში ლავა მოედინებოდა და ირგვლივ ყველაფერი იძვროდა. ასეთ მამებში სულის ძალას გრძნობ. ისინი ჩვენს ეპოქაში ცხოვრობდნენ. უდიდესი წმინდანები იყვნენ. მიუხედავად ასაკოვნებისა, ნეტავ, იცოდეთ, როგორ მხურვალე ცოცხალი სული ჰქონდათ! ეჰ, რა გითხრათ. მათ ახალგაზრდის გული ჰქონდათ. დიდი სულიერი ძალის მატარებელნი იყვნენ, რადგან ნამდვილი სიცოცხლე მკვიდრობდა მათ გულებში. ამ დროს შეხედავ ახალგაზრდებს, დამძიმებულებს, დასუსტებულებს და ნახევრად მკვდრებს. თხუთმეტი ჭიქა ყავა სჭირდებათ, რომ როგორმე გაიღვიძონ და გამოფხიზლდნენ“
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4567
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამები გვიშლიან, საერო ადამიანების აზრით, სახელგანთქმული მონასტრის საცხოვრებლად არჩევას: პატივი, რომელიც საერთოა მთელი მონასტრისათვის, აუცილებლად დაასნეულებს თითოეულ წევრსაც.
გამოცდილება აჩვენებს, რომ მთელი საძმო შეიძლება დასნეულდეს პატივმოყვარეობის სულით, - არა მარტო თავიანთი მონასტრის ნივთიერი უპირატესობების მიზეზით, არამედ მისი წესდების განსაკუთრებული ღვთისმოსაობის შესახებ საეროების მაღალი აზრის გამოც. აქედან შობილი ქედმაღლობა სხვა მონასტრების ძმების მიმართ, რაც არის კიდეც სიამაყე, ბერული წარმატების შესაძლებლობას ართმევს, რომელიც მოყვასისადმი სიყვარულსა და მის წინაშე თავმდაბლობას ეფუძნება“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „[2025 წლის 4 მაისს] იღუმენის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა მონაზონი ნინო (ნიქაბაძე)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4568
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ, ჩემთან, მონასტერში, უნდა მოსულიყო ერთი მონაზონი, რომელზეც ამბობდნენ, არასდროს არავის განიკითხავსო. გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა. საუბარში დავიწყეთ სხვადასხვა ადამიანის გახსენება, - ამან ესა და ეს თქვა, ასე და ასე მოიქცაო. ველოდით, რომ განკითხვის ერთი სიტყვა მაინც დასცდებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა! თევზივით გვისხლტებოდა, რადგან საკუთარი თავისადმი ძალიან ყურადღებიანი იყო. მან ისწავლა, რომ სხვების განკითხვაში, ჭორაობაში, მრვალისმეტყველებასა და ხუმრობებში ნუგეში არ ეძია. არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, მუდამ იქ ყოფენ ცხვირს, სადაც მათი საქმე არ არის. მაგალითად, საუბრობს ორი კაცი, უცებ მესამე ეკვეხება და აღარავის აცდის სიტყვის თქმას. ასეთი სიმპტომები იმაზე მეტყველებენ, რომ ადამიანი სულიერად არ შრომობს“.
/ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4569
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნად კურთხევის შემდგომ ათანასე [ტროანელი საკვირველმოქმედი] მღვდლად ეკურთხა და მრავალი წლის მანძილზე აღასრულებდა კალიგრაფის მორჩილებას, ყოველდღე, საღამომდე მარხულობდა და იღუმენს სრულად ჰმორჩილებდა.
ამგვარმა ცხოვრებამ ბნელ ძალთათვის შეუვალ სიმაგრედ აქცია და წმინდა უვნებობა მოახვეჭინა. მის ხელთაგან მრავალი წმინდა წიგნი გადაიწერა, რის გამოც მხედველობა ძლიერ დააკლდა და მორჩილების აღსრულება ვეღარ შეძლო. მაშინ ერთ ვიწრო სენაკში გამოიკეტა და უფალს ამ სიტვებით შეევედრა: -ღმერთო, თუ ღირსმქმნი, თვალისჩინი დამიბრუნე, რომ ჩემგან მომუშაკებული უპოვართ ვუწყალობოო! ყოვლადძლიერმა მისი ლოცვა შეისმინა და ათანასე კიდევ ოცდარვა წლის მანძილზე გადაიწერდა წიგნებს, გასამრჯელოს კი მთლიანად უნაწილებდა ღატაკთ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4570
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩემი მოძღვრის, იოსებ ვატოპედელის სიტყვებს მოვიყვან:
„წმინდა მამები მონაზვნური ცხოვრების გავლის მრავალ წინაპირობას გვიჩვენებენ, მაგრამ ჩემს სულში ერთმა ჰპოვა მადლისმიერი ნიადაგი. ერთი ამბა ამბობს, რომ ჭეშმარიტი მონაზონი ისაა, ვისაც ამ ქვეყნად ქრისტეს გარდა არაფერი გააჩნია. ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები საუკეთესოდ გამოხატავენ მონაზვნობის არსს. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ არსს მოვუახლოვდეთ, აუცილებელია გარემო-პირობები, მაგრამ თუ ეს პირობები თვითმიზნად იქცა, მაშინ მონაზვნობის ჭეშმარიტი არსი დაიკარგება“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4571
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ცოდვით ჩვევას ვნება ჰქვია, იგი ადამიანს თავისუფლებას ართმევს, მის ტყვედ აქცევს, ცოდვისა და დაცემული ანგელოზის მონად. ახალდამწყებისათვის არ არსებობს აღსარებაზე უკეთესი იარაღი ცოდვილი გულისსიტყვებისა და გრძნობების გაძლიერებული და გახშირებული თავდასხმის წინააღმდეგ, რომელსაც მონაზვნურ ენაზე ბრძოლა ეწოდება. აღსარება ახალდამწყებისათვის ბრძოლის დროს ლამის ერთადერთი იარაღია“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4572
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სხეულს ჯვარზე გამოკიდებულის მდგომარეობა უნდა ეკავოს, და არა ისეთი მდგომარეობა, თითქოს ზეცაში მიფრინავს.
უნდა იყო თავდახრილი, მაგრამ - ხელებაღმართული! აი, ასე ლოცულობდნენ თურმე პირველსაუკუნეებში ბერ-მონაზვნები“. /აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4573
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მახსოვს, როდესაც ათონის წმინდა მთაზე ვცხოვრობდი, ათენიდან ისიქასტურად მყუდროებაში ცხოვრებისთვის ერთი არქიმანდრიტი ჩამოვიდა. მივიდა წმინდა ეფრემ კატუნაკელთან და უთხრა:
-მამაო, ისეთი კელიები თუ გაქვთ, სადაც მყუდროებაში ვიცხოვრებდი? - მამა ეფრემმა უპასუხა: -აქ ბევრი კელიაა, მამაო. - ვინც კატუნაკებში და კარულიაში ნამყოფია, იცის, რომ იქ მართლაც ბევრი კელიაა. არქიმანდრიტი ეუბნება: -ისეთი კელია მინდა, სადაც წყალია. -არის ასეთებიც. -და კიდევ ნესტიანი რომ არ იყოს, არც მაღალზე, არც გამოქვაბულში და არც კლდის ქვეშ... მამა ეფრემმა უთხრა: -მამაო, დაბრუნდი ათენში. კატუნაკები შენთვის არაა! აქ შრომაა საჭირო და არა კომფორტი“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4574
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი კასიანე ამბობს: „უმთავრესი საზრუნავი უხუცესი ბერებისა, რომელსაც მინდობილი ჰყავს ახალდამწყებები, ის არის, რომ ახალდამწყებმა, უპირველესად, ისწავლოს თავისი ნებაზე გამარჯვება, რის შედეგადაც მან, თანდათანობითი მართვით, შეძლოს უმაღლესი სრულყოფილების სიმაღლეზე ასვლა. აჩვევს რა ამას ზედმიწევნითა და მთელი გულმოდგინებით, უხუცესი განზრახ ცდილობს ყოველთვის უბრძანოს მას ის, რაც მისი ნების საწინააღმდეგოა.
დიდი ეგვპიტელი მამები, რომლებიც მრავალი გამოცდილებით არიან განსწავლულები, ამტკიცებენ, რომ ბერი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ვერ შეძლებს ავხორცი გულისთქმების ალაგმვას, თუკი მანამდე მორჩილების გზით თავისი ნების მოკვდინებას არ ისწავლის. ისინი დაბეჯითებით მოწმობენ, რომ ის, ვინც ჯერ არ უსწავლია თავისი ნების დამარცხება, ვერაფრით შეძლებს დაშრიტოს ვერც მრისხანება, ვერც მწუხარება, ვერც მომხვეჭელობის სული, ვერ შეძლებს მოიხვეჭოს ვერც ჭეშმარიტი გულისმიერი თავმდაბლობა, ვერც ძმებთან მუდმივი ერთობა, ვერ შეძლებს თუნდაც ზოგადცხოვრებულთა მონასტერში დიდხანს ყოფნას. ისინი ცდილობენ ახალდამწყებებს ეს წესები ასწავლონ, როგორც ანბანი, რომელიც სრულყოფილებისკენ წარუძღვებათ, და მათ მიხედვით განიხილავენ, როგორია ახალდამწყებთა თავმდაბლობა, ჭეშმარიტია იგი თუ მოჩვენებითი და მეოცნებე“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4575
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ქრისტეს სასძლო არქელაია რომის ახლოს, ერთ მონასტერში იღვწოდა. დიოკლეტიანესეული დევნისას მან ორ სულიერ დასთან - თეკლასა და სოსანასთან ერთად დატოვა იქაურობა და თავი კამპანიას შეაფარა. მათი ქალწულობა ბოროტს რომ არ შეერყვნა, თმა მოიკვეცეს, მამაკაცის სამოსით შეიმოსნენ, იქ ერთ მიყრუებულ ადგილას დაემკვიდრნენ, სადაც განთიადიდან დაისამდე ლოცვაში, მარხვასა და ყოველგვარ სათნოებაში განიწვრთნებოდნენ და მალე იმგვარი მადლით გაბრწყინდნენ, ლოცვით სნეულთ განამრთელებდნენ. მათი წყალობით მრავალი წარმართი მოიქცა“.
"[2025 წლის 20 აპრილს] ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანულის წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი თეკლა (ბურჯანაძე) აღყვანილია იღუმენიას ხარისხში და დაჯილდოებულია განმშვენებული ჯვრის ტარების უფლებით“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4576
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი ბრძენი მამა, როდესაც ესმოდა, როგორ ვლაპარაკობდით ერთმანეთში ახალგაზრდა მონაზვნები (გაუფრთხილებლად და უხეშად), მოდიოდა ხოლმე და გვეტყოდა: „ცოტა დაატკბე სიტყვები, მამაო! პურის თაფლთან ერთად ჭამა ხომ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ძმართან ერთად“. თავად ამ მამას მუდამ ტკბილი სიტყვა ჰქონდა. მაშინაც კი, როდესაც ვინმეს არ ეთანხმებოდა. სწორედ მის მაგალითზე ვნახეთ, როგორი ძვირფასია ეს თვისება. აი, ეს არის სიმდაბლის ნაყოფი“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4577
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სინანულის გრძნობით უნდა იყოს გაჟღენთილი ბერის მთელი ქცევა და თვით სახარების მცნებების შესრულება. მან ისინი უნდა შეასრულოს, როგორც მოვალემ, როგორც გამოუსადეგარმა მონამ, უნდა აიტანოს ისინი ზეციური მეფის საუნჯეში, როგორც უმნიშვნელო გადასახადი თავისი გადაუხდელი ვალისა, რომლის გადახდაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ზეციური მეფის მოწყალებით“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „[2025 წლის 26 აპრილს] მროველ-ურნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის ყოველადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ვედრების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წევრს, ბერ ონოფრეს (ვაზაგაშვილი)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4578
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დედა პელაგია [ქსოვრელი] მამაცი, თან ძალიან შემნდობი, ლმობიერი და დედობრივად თბილი მონაზონი იყო. რწმენის სიმტკიცე, სულის სიმხნევე, დაუღლელი მლოცველობა, მის პიროვნებას დიდებულს და გამორჩეულს ხდიდა. მის სათნო მეტყვეელებაში და ნაოჭებში, მოსიყვარულე, ბავშვივით ანც თვალებში კი, მთელი მისი განვლილი ცხოვრება, ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება, მონაზვნური შემართება და ღვთისადმი ერთგულება იხატებოდა. მას ჭეშმარიტად უყვარდა ღმერთი და მისით - უყვარდა მთელი სამყარო, ადამიანი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4579
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„არ დაუშვა შეცდომა და არ ეცადო ვინმეს გამოსწორებას. ისევე, როგორც მონაზვნობაში, ქორწინებაშიც უდიდესი შეცდომაა ეს. როდესაც მონასტერში მიდიხარ, შენი საქმე არ არის მონასტრის, წინამძღვრისა და საძმოს გამოსწორება. პირიქით, იქ შენ უნდა გამოსწორდე. იმ მომენტიდან, როდესაც გაიფიქრებ: „ჩვენი წინამძღვარი და საძმო უფრო მეტად თავაზიანი და კეთილი უნდა იყოს!“ ჩათვალე, ყველაფერი დაკარგე და ადრე თუ გვიან წახვალ ამ მონასტრიდან“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4580
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერის განსაცდელები შემდეგი ოთხი წყაროდან მოდის: ჩვენი დაცემული ბუნებიდან, სოფლიდან, ადამიანებისგან და დემონებისგან“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2025 - 08:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი