IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 228 229 230 231 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jun 2 2025, 12:25 PM
პოსტი #4569


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნად კურთხევის შემდგომ ათანასე [ტროანელი საკვირველმოქმედი] მღვდლად ეკურთხა და მრავალი წლის მანძილზე აღასრულებდა კალიგრაფის მორჩილებას, ყოველდღე, საღამომდე მარხულობდა და იღუმენს სრულად ჰმორჩილებდა.

ამგვარმა ცხოვრებამ ბნელ ძალთათვის შეუვალ სიმაგრედ აქცია და წმინდა უვნებობა მოახვეჭინა.

მის ხელთაგან მრავალი წმინდა წიგნი გადაიწერა, რის გამოც მხედველობა ძლიერ დააკლდა და მორჩილების აღსრულება ვეღარ შეძლო.

მაშინ ერთ ვიწრო სენაკში გამოიკეტა და უფალს ამ სიტვებით შეევედრა:

-ღმერთო, თუ ღირსმქმნი, თვალისჩინი დამიბრუნე, რომ ჩემგან მომუშაკებული უპოვართ ვუწყალობოო!

ყოვლადძლიერმა მისი ლოცვა შეისმინა და ათანასე კიდევ ოცდარვა წლის მანძილზე გადაიწერდა წიგნებს, გასამრჯელოს კი მთლიანად უნაწილებდა ღატაკთ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 3 2025, 10:03 AM
პოსტი #4570


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩემი მოძღვრის, იოსებ ვატოპედელის სიტყვებს მოვიყვან:

„წმინდა მამები მონაზვნური ცხოვრების გავლის მრავალ წინაპირობას გვიჩვენებენ, მაგრამ ჩემს სულში ერთმა ჰპოვა მადლისმიერი ნიადაგი. ერთი ამბა ამბობს, რომ ჭეშმარიტი მონაზონი ისაა, ვისაც ამ ქვეყნად ქრისტეს გარდა არაფერი გააჩნია.

ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები საუკეთესოდ გამოხატავენ მონაზვნობის არსს. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ არსს მოვუახლოვდეთ, აუცილებელია გარემო-პირობები, მაგრამ თუ ეს პირობები თვითმიზნად იქცა, მაშინ მონაზვნობის ჭეშმარიტი არსი დაიკარგება“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 4 2025, 10:09 AM
პოსტი #4571


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცოდვით ჩვევას ვნება ჰქვია, იგი ადამიანს თავისუფლებას ართმევს, მის ტყვედ აქცევს, ცოდვისა და დაცემული ანგელოზის მონად. ახალდამწყებისათვის არ არსებობს აღსარებაზე უკეთესი იარაღი ცოდვილი გულისსიტყვებისა და გრძნობების გაძლიერებული და გახშირებული თავდასხმის წინააღმდეგ, რომელსაც მონაზვნურ ენაზე ბრძოლა ეწოდება. აღსარება ახალდამწყებისათვის ბრძოლის დროს ლამის ერთადერთი იარაღია“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 5 2025, 12:18 PM
პოსტი #4572


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სხეულს ჯვარზე გამოკიდებულის მდგომარეობა უნდა ეკავოს, და არა ისეთი მდგომარეობა, თითქოს ზეცაში მიფრინავს.

უნდა იყო თავდახრილი, მაგრამ - ხელებაღმართული!

აი, ასე ლოცულობდნენ თურმე პირველსაუკუნეებში ბერ-მონაზვნები“.

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 6 2025, 12:41 PM
პოსტი #4573


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მახსოვს, როდესაც ათონის წმინდა მთაზე ვცხოვრობდი, ათენიდან ისიქასტურად მყუდროებაში ცხოვრებისთვის ერთი არქიმანდრიტი ჩამოვიდა. მივიდა წმინდა ეფრემ კატუნაკელთან და უთხრა:

-მამაო, ისეთი კელიები თუ გაქვთ, სადაც მყუდროებაში ვიცხოვრებდი? - მამა ეფრემმა უპასუხა:

-აქ ბევრი კელიაა, მამაო. - ვინც კატუნაკებში და კარულიაში ნამყოფია, იცის, რომ იქ მართლაც ბევრი კელიაა.

არქიმანდრიტი ეუბნება:

-ისეთი კელია მინდა, სადაც წყალია.

-არის ასეთებიც.

-და კიდევ ნესტიანი რომ არ იყოს, არც მაღალზე, არც გამოქვაბულში და არც კლდის ქვეშ...

მამა ეფრემმა უთხრა:

-მამაო, დაბრუნდი ათენში. კატუნაკები შენთვის არაა! აქ შრომაა საჭირო და არა კომფორტი“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 7 2025, 10:18 AM
პოსტი #4574


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი კასიანე ამბობს: „უმთავრესი საზრუნავი უხუცესი ბერებისა, რომელსაც მინდობილი ჰყავს ახალდამწყებები, ის არის, რომ ახალდამწყებმა, უპირველესად, ისწავლოს თავისი ნებაზე გამარჯვება, რის შედეგადაც მან, თანდათანობითი მართვით, შეძლოს უმაღლესი სრულყოფილების სიმაღლეზე ასვლა. აჩვევს რა ამას ზედმიწევნითა და მთელი გულმოდგინებით, უხუცესი განზრახ ცდილობს ყოველთვის უბრძანოს მას ის, რაც მისი ნების საწინააღმდეგოა.

დიდი ეგვპიტელი მამები, რომლებიც მრავალი გამოცდილებით არიან განსწავლულები, ამტკიცებენ, რომ ბერი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ვერ შეძლებს ავხორცი გულისთქმების ალაგმვას, თუკი მანამდე მორჩილების გზით თავისი ნების მოკვდინებას არ ისწავლის. ისინი დაბეჯითებით მოწმობენ, რომ ის, ვინც ჯერ არ უსწავლია თავისი ნების დამარცხება, ვერაფრით შეძლებს დაშრიტოს ვერც მრისხანება, ვერც მწუხარება, ვერც მომხვეჭელობის სული, ვერ შეძლებს მოიხვეჭოს ვერც ჭეშმარიტი გულისმიერი თავმდაბლობა, ვერც ძმებთან მუდმივი ერთობა, ვერ შეძლებს თუნდაც ზოგადცხოვრებულთა მონასტერში დიდხანს ყოფნას. ისინი ცდილობენ ახალდამწყებებს ეს წესები ასწავლონ, როგორც ანბანი, რომელიც სრულყოფილებისკენ წარუძღვებათ, და მათ მიხედვით განიხილავენ, როგორია ახალდამწყებთა თავმდაბლობა, ჭეშმარიტია იგი თუ მოჩვენებითი და მეოცნებე“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2025, 12:14 PM
პოსტი #4575


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქრისტეს სასძლო არქელაია რომის ახლოს, ერთ მონასტერში იღვწოდა. დიოკლეტიანესეული დევნისას მან ორ სულიერ დასთან - თეკლასა და სოსანასთან ერთად დატოვა იქაურობა და თავი კამპანიას შეაფარა. მათი ქალწულობა ბოროტს რომ არ შეერყვნა, თმა მოიკვეცეს, მამაკაცის სამოსით შეიმოსნენ, იქ ერთ მიყრუებულ ადგილას დაემკვიდრნენ, სადაც განთიადიდან დაისამდე ლოცვაში, მარხვასა და ყოველგვარ სათნოებაში განიწვრთნებოდნენ და მალე იმგვარი მადლით გაბრწყინდნენ, ლოცვით სნეულთ განამრთელებდნენ. მათი წყალობით მრავალი წარმართი მოიქცა“.


"[2025 წლის 20 აპრილს] ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანულის წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი თეკლა (ბურჯანაძე) აღყვანილია იღუმენიას ხარისხში და დაჯილდოებულია განმშვენებული ჯვრის ტარების უფლებით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2025, 12:16 PM
პოსტი #4576


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ბრძენი მამა, როდესაც ესმოდა, როგორ ვლაპარაკობდით ერთმანეთში ახალგაზრდა მონაზვნები (გაუფრთხილებლად და უხეშად), მოდიოდა ხოლმე და გვეტყოდა: „ცოტა დაატკბე სიტყვები, მამაო! პურის თაფლთან ერთად ჭამა ხომ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ძმართან ერთად“. თავად ამ მამას მუდამ ტკბილი სიტყვა ჰქონდა. მაშინაც კი, როდესაც ვინმეს არ ეთანხმებოდა. სწორედ მის მაგალითზე ვნახეთ, როგორი ძვირფასია ეს თვისება. აი, ეს არის სიმდაბლის ნაყოფი“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2025, 10:07 AM
პოსტი #4577


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სინანულის გრძნობით უნდა იყოს გაჟღენთილი ბერის მთელი ქცევა და თვით სახარების მცნებების შესრულება. მან ისინი უნდა შეასრულოს, როგორც მოვალემ, როგორც გამოუსადეგარმა მონამ, უნდა აიტანოს ისინი ზეციური მეფის საუნჯეში, როგორც უმნიშვნელო გადასახადი თავისი გადაუხდელი ვალისა, რომლის გადახდაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ზეციური მეფის მოწყალებით“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


„[2025 წლის 26 აპრილს] მროველ-ურნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის ყოველადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ვედრების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წევრს, ბერ ონოფრეს (ვაზაგაშვილი)“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2025, 12:21 PM
პოსტი #4578


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედა პელაგია [ქსოვრელი] მამაცი, თან ძალიან შემნდობი, ლმობიერი და დედობრივად თბილი მონაზონი იყო. რწმენის სიმტკიცე, სულის სიმხნევე, დაუღლელი მლოცველობა, მის პიროვნებას დიდებულს და გამორჩეულს ხდიდა. მის სათნო მეტყვეელებაში და ნაოჭებში, მოსიყვარულე, ბავშვივით ანც თვალებში კი, მთელი მისი განვლილი ცხოვრება, ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება, მონაზვნური შემართება და ღვთისადმი ერთგულება იხატებოდა. მას ჭეშმარიტად უყვარდა ღმერთი და მისით - უყვარდა მთელი სამყარო, ადამიანი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2025, 11:35 AM
პოსტი #4579


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არ დაუშვა შეცდომა და არ ეცადო ვინმეს გამოსწორებას. ისევე, როგორც მონაზვნობაში, ქორწინებაშიც უდიდესი შეცდომაა ეს. როდესაც მონასტერში მიდიხარ, შენი საქმე არ არის მონასტრის, წინამძღვრისა და საძმოს გამოსწორება. პირიქით, იქ შენ უნდა გამოსწორდე. იმ მომენტიდან, როდესაც გაიფიქრებ: „ჩვენი წინამძღვარი და საძმო უფრო მეტად თავაზიანი და კეთილი უნდა იყოს!“ ჩათვალე, ყველაფერი დაკარგე და ადრე თუ გვიან წახვალ ამ მონასტრიდან“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2025, 12:23 PM
პოსტი #4580


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერის განსაცდელები შემდეგი ოთხი წყაროდან მოდის: ჩვენი დაცემული ბუნებიდან, სოფლიდან, ადამიანებისგან და დემონებისგან“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2025, 11:53 AM
პოსტი #4581


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც უდაბნოს ფურირემი სოფლის მინდორში გამოჩნდება, ყველა მირბის მის სანახავად; ასევე, როდესაც მონაზონი ქალი მონასტრისდან გამოდის, განსაკუთრებით თუ ის ახალგაზრდაა, ეშმაკი, დიდსა თუ პატარას, მისკენ აგზავნის.
ამას ღვთის შიშით დაცულ მხცოვან მმარხველებზე როდი ვამბობ, რამეთუ ვნება არ მიადგებათ და არც თავად ავნებენ სხვას. ახალგაზრდებს კი მრავალი განსაცდელი ატყდებათ თავს.

როგორც ისრით განგმირული ფურირემი, თუნდაც მონადირეს გაექცეს, მომაკვდინებელი ისრით მაინც დაიღუპება, - სულიც, თუკი ბიწიანი შეხედვით სიძვის ვნებისგან გულისთქმით მოიწყვლება, - სასიკვდილოდ დაჭრილი, თუნდაც გაექცეს დამაწყლულებელს, ვეღარ გადარჩება, მოკვდება.

როდესაც ერისკაცები მშვენიერ მონაზონ დედებს ხედავენ, დაჟინებით უმზერენ მათ და ზიანდებიან, მონაზონი დედების სულებიც ხშირად გაუფრთხილებელი მზერით, თუნდაც, საქმით არ შესცოდონ, უკურნებელი სენით ავადდებიან. ამიტომაც, ვინც მათთვის მოწყალებას გაიღებს, ბრმებისა და კეთროვნების ქველმოქმედზე ასჯერ მეტ ჯილდოს მიიღებს.
იმიტომ, რომ მონაზვნებმა ღვთის სიყვარულისთვის უარყვეს ამქვეყნიური სიამაყე, შეიძულეს სოფლის ჭორაობა და შფოთი; ქვეყნიურ სიამეებს ქრისტეს მცნებები არჩიეს, თავმდაბლური ცხოვრება შეიყვარეს, დათმეს უსამართლო სიმდიდრე, მომხვეჭელობა, მამულები, ამასოფლის ამაოება, შეუღლდნენ ქრისტეს სიყვარულს, შეურაცხყვეს ოქრო-ვერცხლი, არ მოისურვეს მონებისა და მსახურების ყოლა, - პირიქით, ქრისტეს სიყვარულისთვის თავად გახდნენ სხვების მსახურნი.

ამიტომ, ვინც მონაზონი დედებისთვის მოწყალებას გაიღებს, უფლისგან დიდ ჯილდოსა და გვირგვინს მიიღებს. ასეთმა ადამიანმა თავი ღვთის შიშით უნდა დაიცვას, რადგან იგი სულს მოკრძალებისა და კეთილმოშიშების წესების დარღვევის უფლებას არ აძლევს. ხოლო ის, ვინც მამათა თუ დედათა მონასტერს დასახლებულ მამულებს აძლევს, მონაზვნებს კვლავ ამასოფლის მახეებში აბრუნებს.

ვისაც მონაზვნის დახმარება სურს, მისცეს მას პური, ბურღული, ფული, შალი ან სელი. ასეთი მოწყალება მონაზონს საშუალებას აძლევს, უშფოთველად მდუმარებდეს თავის სენაკში. ასეთი მოწყალება სრულყოფილია და ის უფლისთვის სათნოა.

ეს მითხრა ბერმა და თავისთან დაბრუნდა. მე კი ქედი მოვუხარე და სკიტისაკენ გავემართე“.

/ღირსი ბესარიონ მეგვიპტელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2025, 01:05 PM
პოსტი #4582


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“არაერთ კარგ მაგალითს შევხვედრივარ როგორც ოჯახებში, ისე მონაზვნებში. როდესაც ათონზე ვცხოვრობდი, უამრავ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა: მოხუც ბერებთან, შუა ხნის მონაზვნებთან და ახალგაზრდა მორჩილებთან - ისინი ძალიან კეთილი და თავაზიანი ადამიანები იყვნენ. რაც უნდა გეთქვა მათთვის, არაფერი აღიზიანებდათ.

ერთხელ, ჩვენმა მოძღვარმა საძმოსთან ერთად მონასტრიდან სკიტში გადასახლება განიზრახა. გვინდოდა, მთელი ათონი მოგვევლო, თავისუფალი კელიები გვენახა და ჩვენთვის შესაფერისი შეგვერჩია. იმ დროს ერთმა სკიტმა შეგვიფარა. მათ მინდვრის სამუშაოებისთვის ძალიან დიდი მანქანა ჰყავდათ და შემოგვთავაზეს, გამოიყენეო.

ხუთი დღე დავყავით ხან სად და ხან - სად, მაგრამ არც ერთ მათგანს ერთხელაც კი არ უკითხავს, კერძოდ რას ვეძებდით და რატომ გვინდოდა საკუთარი მონასტრის დატოვება. არცერთი ცნობისმოყვარე კითხვა! ეს იმის დამსახურებაა, რომ ოდესღაც ამ საძმოს მოძღვარმა სწორად ასწავლა თავის მოწაფეებს.

ასევეა ჩვენს ოჯახებშიც. თუკი მშობლები არ ჩხუბობენ, ერთმანეთს ცუდ სიტყვებს არ ეუბნებიან, არ არიან უხეშები, მაგრამ ეს ბავშვებზეც მოქმედებს. შემდეგ ისინი იმავეს ასწავლიან თავიანთ შვილებს“.

/ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2025, 11:30 AM
პოსტი #4583


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„პახუმი დიდის მონასტერში, სადაც შინაგანი ლოცვის უდიდესი მოღვაწეები აღიზარდნენ, ყოველ ახალმოსულს გამოცდილ ბერს აბარებდნენ და პირველი სამი წლის მანძილზე ხორციელ შრომაში წვრთნიდნენ. ხორციელი შრომის, ბერის ხშირი დარიგებების, გარეგანი და შინაგანი ცხოვრების ყოველდღიური აღიარების, საკუთარი ნების უარყოფის გზით ვნებები სწრაფად და მძლავრად ითრგუნებოდა, გულსა და გონებაში კი სიწმინდე იმკვიდრებდა.

ყოველივე ამასთან ერთად ახალმოსულს მისი საზომის შესაფერისი ლოცვის კანონიც ეძლეოდა. სამი წლის შემდეგ მათგან მოითხოვდნენ სახარებისა და ფსალმუნების, უფრო ნიჭიერთაგან კი მთელი წმინდა წერილის ზეპირად შესწავლას, რაც საოცრად უწყობს ხელს ხმით ლოცვის დროს ყურადღების განვითარებას. და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა შინაგანი ლოცვის საიდუმლო სწავლების გადაცემა, რომელსაც ძველი და ახალი აღთქმიდან მოყვანილი მაგალითებით განუმარტავდნენ.

ასე მიჰყავდათ მონაზვნები შინაგანი ლოცვის სწორ გაგებასა და მის სწორად წარმართვამდე. და რაკი მყარ საფუძველზე იდგნენ და სწორად იწვრთნებოდნენ, საოცარ წარმატებასაც აღწევდნენ“.

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2025, 12:06 PM
პოსტი #4584


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, მე და სოფრონი წმინდა საბას ლავრაში მოღვაწე დიდად გამოცდილ აბბა ათანასეს ვეწვიეთ. დიდხანს გვესაუბრა იგი:

-ჩვენმა მამებმა მთელი ცხოვრება მარხვასა და უპოვარებაში გაატარეს, ჩვენ კი ნაყროვანებისა და ვერცხლისმოყვარეობის გზას ვადგავართ.

ჩვენი მამების მთავარი საზრუნავი თავიანთ სულში ჩაღრმავება იყო, ჩვენ მხოლოდ ქვაბებით და ხელსაქმით ვართ დაკავებული.

ერთხელ მომივიდა ასეთი აზრი: „ნეტა რა ელოდებათ იმ ადამინებს, რომლებიც მოღვაწეობენ, ან იმათ, რომლებიც არ მოღვაწეობენ?“

უცებ გაკვირებამ შემიპყრო, ვიღაც უცნობი კაცი გამომეცხადა და მიბრძანა, უკან გავყოლოდი. მივედით ერთ ნათელ ადგილზე და ენით გამოუთქმელი სილამაზის კარიბჭესთან შევჩერდით. შიგნიდან მრავალი ადამიანის ხმა მოისმოდა, რომლებიც ღმერთს ადიდებდნენ.

დავაკაკუნეთ.

-რა გნებავთ? - მოგვესმა ხმა.

-შემოსვლა გვინდა, გაგვიღეთ, - უპასუხა ჩემმა მეგზურმა.

-აქ ვერ შემოვა ის, ვისაც თავისი ცხოვრება უდებებაში გაჰყავს. თუ აქ შემოსვლა გინდათ, წადით, იღვაწეთ და ნურარას ზრუნავთ სოფლის საქმეებზე!“

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2025, 11:45 AM
პოსტი #4585


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნიტრიის უდაბნოს ერთ-ერთმა ბერმა დაივიწყა, რომ უფალი იესო ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაიყიდა, ამ ბერმა ხელსაქმით ასი ოქრო დააგროვა და შეინახა. როდესაც გარდაიცვალა, ბერებმა ნახეს ეს ფული და ვერ გადაწყვიტეს, რა ექნათ ამ ფულისთვის. იქ მცხოვრები ხუთი ათასი ბერიდან ერთნი ამბობდნენ, რომ უპოვართათვის მიეცათ, მეორენი მიიჩნევდნენ, რომ ნათესავებისთვის გადაეცათ, მესამენი კი ფიქრობდნენ, რომ უპრიანი იქნებოდა, ეკლესიისათვის შეეწირათ. მაგრამ დიდმა წმ. მამებმა - მაკარიმ, პამვომ, ისიდორემ და სხვა ღირსმა მამებმა, სული წმიდის შთაგონებით დაადგინეს, რომ ეს ფული მთლიანად მის პატრონთან ერთად მიწაში დაემარხათ და როცა ეს აღასრულეს, მიცვალებულს მიმართეს: - „შენი ვერცხლი შენვე გქონეს შენს დასაღუპად!“ (საქმ. 8,20). როდესაც ამის შესახებ შეიტყვეს ეგვიპტის მეუდაბნოე მამებმა, ისეთი შიში და ძრწოლა გაუჩნდათ, რომ იმ დროიდან ბერებს უმძიმეს ცოდვად მიაჩნდათ ერთი ოქროს მონეტის შენახვაც კი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2025, 11:36 AM
პოსტი #4586


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, ერთმა ბერმა ახალგაზრდა მონაზვნები დაინახა - რაღაცას მხიარულად განიხილავდნენ და იცინოდნენ. მწარედ ატირდა, ჰკითხეს, - მამაო, რა მოხდაო. მან უპასუხა: „ვუყურებ და ვერ ვხვდები, რითია აღსავსე მათი გულები“. ის, რომ ეს ახალაგაზრდა მონაზვნები ასე იოლად ეძლეოდნენ ამაოდმეტყველებას, ცხადყოფდა მათ გონების გაფანტულობას და თავიანთი მიზნის გაუცნობიერებლობას. ენა - ჩვენი სარკეა“.

/ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2025, 12:33 PM
პოსტი #4587


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა ამფილოქე, სიყრმიდანვე მონაზონი, მოწიფულობის წლებსა და სიბერეში უდაბნოში დაყუდების ღირსი გახდა. იგი გამოქვაბულში ცხოვრობდა, მდუმარებას იცავდა და მან, თავისი მოღვაწეობით, უმაღლეს სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. დაყუდებული ცხოვრების მეორმოცე წელს, ერთ ღამეს, მას ანგელოზი ეჩვენა და ამცნო: „ამფილოქე! წადი ქალაქში და დამწყსე სულიერი ცხვრები!“ ამფილოქემ ჩვეულებრივი ცხოვრება განაგრძო და ყურადღება არ მიუქცევია ანგელოზის ბრძანებისთვის. მეორე ღამეს კვლავ ეჩვენა ანგელოზი და იგივე გაუმეორა, თანაც, დაუმატა, ეს ბრძანება ღმერთისგან არისო. ამფილოქე არც ამჯერად დაემორჩილა ანგელოზს, რადგანაც ხიბლისა ეშინოდა და კარგად ახსოვდა მოციქულის სიტყვები: „თვით იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა“. მესამე ღამეს ბერს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, დიდებისმეტყველება აღუვლინა ღმერთს და ამით დაარწმუნა თავისი გამოცხადების ჭეშმარიტებაში, რადგან ბოროტი სულნი ღმერთის დიდებას ვერ იტანენ. ამის შემდეგ ხელი მოჰკიდა ამფილოქეს, სენაკიდან გამოიყვანა და ახლომდებარე ეკლესიისკენ გაუძღვა. ეკლესიის კარი თავისთავად გაიღო, შიგნით ზეციური ნათელი იდგა და მრავალი წმინდა მამა ელოდა, სპეტაკი სამოსით მოსილი და მზესავით გაბრწყინებული სახეებით. მათ ამფილოქე ქალაქ იკონიის ეპისკოპოსად აკურთხეს (წმინდა ამფილოქეს ეკლესია 23 ნოემბერს იხსენიებს)“

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2025, 12:01 PM
პოსტი #4588


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,368
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კულიზმაში ერთმა წარმართმა აგარიანელმა მოგვითხრო: ერთხელ აბბა ანტონის მთისკენ მივდიოდი სანადიროდ. მთის ძირში მონაზონს მოვკარი თვალი. იჯდა და წიგნს კითხულობდა. მისკენ გავემართე, მინდოდა, გამეძარცვა. ალბათ, არც მის მოკვლაზე დავიხევდი უკან.

როცა მივუახლოვდი, მონაზონმა მარჯვენა ხელი ასწია და თქვა: - შეჩერდი!

იმავე წამს მოძრაობის უნარი დავკარგე და ორი დღე ერთ ადგილზე ვიდექი. ბოლოს, მონაზონს შევევედრე:

-გთხოვ, გამიშვი აქედან იმ ღმერთის სახელით, რომელსაც შენ ემსახურები.

-წადი, ძმაო, მშვიდობით იარე, - მიპასუხა და მაშინვე დამიბრუნდა მოძრაობის უნარი“.

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 228 229 230 231 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th August 2025 - 06:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი