![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4581
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც უდაბნოს ფურირემი სოფლის მინდორში გამოჩნდება, ყველა მირბის მის სანახავად; ასევე, როდესაც მონაზონი ქალი მონასტრისდან გამოდის, განსაკუთრებით თუ ის ახალგაზრდაა, ეშმაკი, დიდსა თუ პატარას, მისკენ აგზავნის.
ამას ღვთის შიშით დაცულ მხცოვან მმარხველებზე როდი ვამბობ, რამეთუ ვნება არ მიადგებათ და არც თავად ავნებენ სხვას. ახალგაზრდებს კი მრავალი განსაცდელი ატყდებათ თავს. როგორც ისრით განგმირული ფურირემი, თუნდაც მონადირეს გაექცეს, მომაკვდინებელი ისრით მაინც დაიღუპება, - სულიც, თუკი ბიწიანი შეხედვით სიძვის ვნებისგან გულისთქმით მოიწყვლება, - სასიკვდილოდ დაჭრილი, თუნდაც გაექცეს დამაწყლულებელს, ვეღარ გადარჩება, მოკვდება. როდესაც ერისკაცები მშვენიერ მონაზონ დედებს ხედავენ, დაჟინებით უმზერენ მათ და ზიანდებიან, მონაზონი დედების სულებიც ხშირად გაუფრთხილებელი მზერით, თუნდაც, საქმით არ შესცოდონ, უკურნებელი სენით ავადდებიან. ამიტომაც, ვინც მათთვის მოწყალებას გაიღებს, ბრმებისა და კეთროვნების ქველმოქმედზე ასჯერ მეტ ჯილდოს მიიღებს. იმიტომ, რომ მონაზვნებმა ღვთის სიყვარულისთვის უარყვეს ამქვეყნიური სიამაყე, შეიძულეს სოფლის ჭორაობა და შფოთი; ქვეყნიურ სიამეებს ქრისტეს მცნებები არჩიეს, თავმდაბლური ცხოვრება შეიყვარეს, დათმეს უსამართლო სიმდიდრე, მომხვეჭელობა, მამულები, ამასოფლის ამაოება, შეუღლდნენ ქრისტეს სიყვარულს, შეურაცხყვეს ოქრო-ვერცხლი, არ მოისურვეს მონებისა და მსახურების ყოლა, - პირიქით, ქრისტეს სიყვარულისთვის თავად გახდნენ სხვების მსახურნი. ამიტომ, ვინც მონაზონი დედებისთვის მოწყალებას გაიღებს, უფლისგან დიდ ჯილდოსა და გვირგვინს მიიღებს. ასეთმა ადამიანმა თავი ღვთის შიშით უნდა დაიცვას, რადგან იგი სულს მოკრძალებისა და კეთილმოშიშების წესების დარღვევის უფლებას არ აძლევს. ხოლო ის, ვინც მამათა თუ დედათა მონასტერს დასახლებულ მამულებს აძლევს, მონაზვნებს კვლავ ამასოფლის მახეებში აბრუნებს. ვისაც მონაზვნის დახმარება სურს, მისცეს მას პური, ბურღული, ფული, შალი ან სელი. ასეთი მოწყალება მონაზონს საშუალებას აძლევს, უშფოთველად მდუმარებდეს თავის სენაკში. ასეთი მოწყალება სრულყოფილია და ის უფლისთვის სათნოა. ეს მითხრა ბერმა და თავისთან დაბრუნდა. მე კი ქედი მოვუხარე და სკიტისაკენ გავემართე“. /ღირსი ბესარიონ მეგვიპტელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4582
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“არაერთ კარგ მაგალითს შევხვედრივარ როგორც ოჯახებში, ისე მონაზვნებში. როდესაც ათონზე ვცხოვრობდი, უამრავ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა: მოხუც ბერებთან, შუა ხნის მონაზვნებთან და ახალგაზრდა მორჩილებთან - ისინი ძალიან კეთილი და თავაზიანი ადამიანები იყვნენ. რაც უნდა გეთქვა მათთვის, არაფერი აღიზიანებდათ.
ერთხელ, ჩვენმა მოძღვარმა საძმოსთან ერთად მონასტრიდან სკიტში გადასახლება განიზრახა. გვინდოდა, მთელი ათონი მოგვევლო, თავისუფალი კელიები გვენახა და ჩვენთვის შესაფერისი შეგვერჩია. იმ დროს ერთმა სკიტმა შეგვიფარა. მათ მინდვრის სამუშაოებისთვის ძალიან დიდი მანქანა ჰყავდათ და შემოგვთავაზეს, გამოიყენეო. ხუთი დღე დავყავით ხან სად და ხან - სად, მაგრამ არც ერთ მათგანს ერთხელაც კი არ უკითხავს, კერძოდ რას ვეძებდით და რატომ გვინდოდა საკუთარი მონასტრის დატოვება. არცერთი ცნობისმოყვარე კითხვა! ეს იმის დამსახურებაა, რომ ოდესღაც ამ საძმოს მოძღვარმა სწორად ასწავლა თავის მოწაფეებს. ასევეა ჩვენს ოჯახებშიც. თუკი მშობლები არ ჩხუბობენ, ერთმანეთს ცუდ სიტყვებს არ ეუბნებიან, არ არიან უხეშები, მაგრამ ეს ბავშვებზეც მოქმედებს. შემდეგ ისინი იმავეს ასწავლიან თავიანთ შვილებს“. /ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4583
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„პახუმი დიდის მონასტერში, სადაც შინაგანი ლოცვის უდიდესი მოღვაწეები აღიზარდნენ, ყოველ ახალმოსულს გამოცდილ ბერს აბარებდნენ და პირველი სამი წლის მანძილზე ხორციელ შრომაში წვრთნიდნენ. ხორციელი შრომის, ბერის ხშირი დარიგებების, გარეგანი და შინაგანი ცხოვრების ყოველდღიური აღიარების, საკუთარი ნების უარყოფის გზით ვნებები სწრაფად და მძლავრად ითრგუნებოდა, გულსა და გონებაში კი სიწმინდე იმკვიდრებდა.
ყოველივე ამასთან ერთად ახალმოსულს მისი საზომის შესაფერისი ლოცვის კანონიც ეძლეოდა. სამი წლის შემდეგ მათგან მოითხოვდნენ სახარებისა და ფსალმუნების, უფრო ნიჭიერთაგან კი მთელი წმინდა წერილის ზეპირად შესწავლას, რაც საოცრად უწყობს ხელს ხმით ლოცვის დროს ყურადღების განვითარებას. და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა შინაგანი ლოცვის საიდუმლო სწავლების გადაცემა, რომელსაც ძველი და ახალი აღთქმიდან მოყვანილი მაგალითებით განუმარტავდნენ. ასე მიჰყავდათ მონაზვნები შინაგანი ლოცვის სწორ გაგებასა და მის სწორად წარმართვამდე. და რაკი მყარ საფუძველზე იდგნენ და სწორად იწვრთნებოდნენ, საოცარ წარმატებასაც აღწევდნენ“. /წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4584
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ, მე და სოფრონი წმინდა საბას ლავრაში მოღვაწე დიდად გამოცდილ აბბა ათანასეს ვეწვიეთ. დიდხანს გვესაუბრა იგი:
-ჩვენმა მამებმა მთელი ცხოვრება მარხვასა და უპოვარებაში გაატარეს, ჩვენ კი ნაყროვანებისა და ვერცხლისმოყვარეობის გზას ვადგავართ. ჩვენი მამების მთავარი საზრუნავი თავიანთ სულში ჩაღრმავება იყო, ჩვენ მხოლოდ ქვაბებით და ხელსაქმით ვართ დაკავებული. ერთხელ მომივიდა ასეთი აზრი: „ნეტა რა ელოდებათ იმ ადამინებს, რომლებიც მოღვაწეობენ, ან იმათ, რომლებიც არ მოღვაწეობენ?“ უცებ გაკვირებამ შემიპყრო, ვიღაც უცნობი კაცი გამომეცხადა და მიბრძანა, უკან გავყოლოდი. მივედით ერთ ნათელ ადგილზე და ენით გამოუთქმელი სილამაზის კარიბჭესთან შევჩერდით. შიგნიდან მრავალი ადამიანის ხმა მოისმოდა, რომლებიც ღმერთს ადიდებდნენ. დავაკაკუნეთ. -რა გნებავთ? - მოგვესმა ხმა. -შემოსვლა გვინდა, გაგვიღეთ, - უპასუხა ჩემმა მეგზურმა. -აქ ვერ შემოვა ის, ვისაც თავისი ცხოვრება უდებებაში გაჰყავს. თუ აქ შემოსვლა გინდათ, წადით, იღვაწეთ და ნურარას ზრუნავთ სოფლის საქმეებზე!“ /ამონარიდი „ლიმონარიდან“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4585
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ნიტრიის უდაბნოს ერთ-ერთმა ბერმა დაივიწყა, რომ უფალი იესო ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაიყიდა, ამ ბერმა ხელსაქმით ასი ოქრო დააგროვა და შეინახა. როდესაც გარდაიცვალა, ბერებმა ნახეს ეს ფული და ვერ გადაწყვიტეს, რა ექნათ ამ ფულისთვის. იქ მცხოვრები ხუთი ათასი ბერიდან ერთნი ამბობდნენ, რომ უპოვართათვის მიეცათ, მეორენი მიიჩნევდნენ, რომ ნათესავებისთვის გადაეცათ, მესამენი კი ფიქრობდნენ, რომ უპრიანი იქნებოდა, ეკლესიისათვის შეეწირათ. მაგრამ დიდმა წმ. მამებმა - მაკარიმ, პამვომ, ისიდორემ და სხვა ღირსმა მამებმა, სული წმიდის შთაგონებით დაადგინეს, რომ ეს ფული მთლიანად მის პატრონთან ერთად მიწაში დაემარხათ და როცა ეს აღასრულეს, მიცვალებულს მიმართეს: - „შენი ვერცხლი შენვე გქონეს შენს დასაღუპად!“ (საქმ. 8,20). როდესაც ამის შესახებ შეიტყვეს ეგვიპტის მეუდაბნოე მამებმა, ისეთი შიში და ძრწოლა გაუჩნდათ, რომ იმ დროიდან ბერებს უმძიმეს ცოდვად მიაჩნდათ ერთი ოქროს მონეტის შენახვაც კი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4586
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ, ერთმა ბერმა ახალგაზრდა მონაზვნები დაინახა - რაღაცას მხიარულად განიხილავდნენ და იცინოდნენ. მწარედ ატირდა, ჰკითხეს, - მამაო, რა მოხდაო. მან უპასუხა: „ვუყურებ და ვერ ვხვდები, რითია აღსავსე მათი გულები“. ის, რომ ეს ახალაგაზრდა მონაზვნები ასე იოლად ეძლეოდნენ ამაოდმეტყველებას, ცხადყოფდა მათ გონების გაფანტულობას და თავიანთი მიზნის გაუცნობიერებლობას. ენა - ჩვენი სარკეა“.
/ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4587
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა ამფილოქე, სიყრმიდანვე მონაზონი, მოწიფულობის წლებსა და სიბერეში უდაბნოში დაყუდების ღირსი გახდა. იგი გამოქვაბულში ცხოვრობდა, მდუმარებას იცავდა და მან, თავისი მოღვაწეობით, უმაღლეს სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. დაყუდებული ცხოვრების მეორმოცე წელს, ერთ ღამეს, მას ანგელოზი ეჩვენა და ამცნო: „ამფილოქე! წადი ქალაქში და დამწყსე სულიერი ცხვრები!“ ამფილოქემ ჩვეულებრივი ცხოვრება განაგრძო და ყურადღება არ მიუქცევია ანგელოზის ბრძანებისთვის. მეორე ღამეს კვლავ ეჩვენა ანგელოზი და იგივე გაუმეორა, თანაც, დაუმატა, ეს ბრძანება ღმერთისგან არისო. ამფილოქე არც ამჯერად დაემორჩილა ანგელოზს, რადგანაც ხიბლისა ეშინოდა და კარგად ახსოვდა მოციქულის სიტყვები: „თვით იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა“. მესამე ღამეს ბერს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, დიდებისმეტყველება აღუვლინა ღმერთს და ამით დაარწმუნა თავისი გამოცხადების ჭეშმარიტებაში, რადგან ბოროტი სულნი ღმერთის დიდებას ვერ იტანენ. ამის შემდეგ ხელი მოჰკიდა ამფილოქეს, სენაკიდან გამოიყვანა და ახლომდებარე ეკლესიისკენ გაუძღვა. ეკლესიის კარი თავისთავად გაიღო, შიგნით ზეციური ნათელი იდგა და მრავალი წმინდა მამა ელოდა, სპეტაკი სამოსით მოსილი და მზესავით გაბრწყინებული სახეებით. მათ ამფილოქე ქალაქ იკონიის ეპისკოპოსად აკურთხეს (წმინდა ამფილოქეს ეკლესია 23 ნოემბერს იხსენიებს)“
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4588
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„კულიზმაში ერთმა წარმართმა აგარიანელმა მოგვითხრო: ერთხელ აბბა ანტონის მთისკენ მივდიოდი სანადიროდ. მთის ძირში მონაზონს მოვკარი თვალი. იჯდა და წიგნს კითხულობდა. მისკენ გავემართე, მინდოდა, გამეძარცვა. ალბათ, არც მის მოკვლაზე დავიხევდი უკან.
როცა მივუახლოვდი, მონაზონმა მარჯვენა ხელი ასწია და თქვა: - შეჩერდი! იმავე წამს მოძრაობის უნარი დავკარგე და ორი დღე ერთ ადგილზე ვიდექი. ბოლოს, მონაზონს შევევედრე: -გთხოვ, გამიშვი აქედან იმ ღმერთის სახელით, რომელსაც შენ ემსახურები. -წადი, ძმაო, მშვიდობით იარე, - მიპასუხა და მაშინვე დამიბრუნდა მოძრაობის უნარი“. /ამონარიდი „ლიმონარიდან“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4589
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“სქემმონაზონი ევგენია (ქათამაძე): - დედა ნინოსთან (ლიზა ქოქიაშვილი) ცხოვრება ერთ ოთახში ცოტა ხანს მომიწია. მაშინ სამონაზვნე მარიამი ვიყავი. მიუხედავად უცნაური ხასიათისა, ძალიან კეთილი იყო. უცნაური ხასიათი იმიტომ ვახსენე, რომ ყოფილა შემთხვევა, წირვის შემდეგ ოთახში უკმაყოფილო შემოსულა და როცა მიკითხავს გაბრაზების მიზეზი, ბავშვური გულუბრყვილობით უთქვამს, - მე ძალიან პატარა ნაწილი შემხვდა, სხვას კი უფრო დიდი, - და მაჩვენებდა ცელოფანის პარკში საგულდაგულოდ შენახულ სეფისკვერს, - აბა, მეორე წირვამდე ეს როგორ ვიკმაროო“.
დედა ნინო ერთხელ კაკლოვანში დაყრილი ქვიშიდან პატარა, თანაბარ კენჭებს ამოირჩევდა და წინსაფრის ჯიბეში იყრიდა. მაინტერესებდა, რაში იყენებდა ამ კენჭებს, მაგრამ ვერ ვეკითხებოდი - არ გაბრაზდეს-მეთქი. ერთ ღამეს ძილი გამიტყდა, ვერ ვიძინებდი. უცებ დედა ნინოს სენაკიდან უცნაური ხმა მომესმა, თითქოს ჭერიდან კენჭები ცვიოდა... 3-4 დღის შემდეგ დედა ნინოს მორიდებით ვკითხე, - რა ხდება, დედაო, ღამღამობით თქვენი სენაკიდან ისეთი ხმა ისმის, თითქოს ჭერიდან კენჭები ცვივა-მეთქი. გაეღიმა - ჰო, ეგრეაო. მერე სენაკში შემიყვანა და მაჩვენა ხატები, რომლებსაც პატარა კენჭებით ჩარჩოები ჰქონდა გაკეთებული... „კენჭებს ვაგროვებ, ვრეცხავ და რომ გაშრება, ხატის გარშემო ვაწებებ, შემდეგ ლაკს ვუსვამ და ლამაზი ჩარჩო გამოდისო. თუმცა, ყველა კენჭი ერთნაირად ვერ ეწებება, ზოგი ვარდება, შენ მათი ჩამოვარდნის ხმა გესმისო“. ამის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური იყო კენჭების ჩარჩო, მაგრამ არც ცუდად გამოიყურებოდა. იმ პერიოდში ჩარჩოიანი ხატები მონაზვნებისთვის ხელმიუწვდომელი იყო, რადგან მათი საყიდელი ფული არ გაგვაჩნდა. თუ ვინმე ჩარჩოიან ხატს გვაჩუქებდა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედა ნინოს შავი ნაჭრის სამი პარკი ეკიდა კედელზე, რომლებიც ერთმანეთთან მცირე მანძილით იყო დაშრებული. ვიფიქრე, შეიძლება სულთმოფენობის ბალახს ან სხვა რაიმე სიწმინდეებს ინახავს-მეთქი, მაგრამ ერთხელ შევამჩნიე, რომ ერთ-ერთ პარკში ტრაპეზის დროს დარიგებული ვაშლი შეინახა. ვკითხე, - დედაო, ეს პარკები საკუჭნაოს როლს ხომ არ ასრულებენ-მეთქი. უცნაურად გამიღიმა, თავი დამიქნია და მითხრა, - პირველ პარკში პურს ვინახავო. ძალიან გამიკვირდა იმიტომ, რომ ამ პერიოდში მონასტერს უჭირდა, თითოეულ ჩვენგანს განსაზღვრული რაოდენობის პური გვეძლეოდა. დედა ნინო კი თავისი წილიდან ზოგავდა. „მეორე პარკში ვაშლს, კაკალს ან სხვა რაიმე ხილს ვინახავ, რასაც ტრაპეზზე გვაძლევენო, ხოლო მესამე პარკში, რომელიც ხშირად ცარიელია, ცოტა კანფეტი მიყრიაო, - ძალიან გამიკვირდა იმიტომ, რომ სენაკში ჭამა, თუ ტრაპეზის დრო არ იყო, არ უყვარდა, - ეს ყველაფერი, რასაც ამ პარკებში ვინახავ, მონასტრის პატარებისთვის მინდა. მათ ჩვენსავით კვება გაუჭირდებათო“. მივხვდი, პატარებში მარიამ სუბულიანს და მარიამ ბარიშვილს გულისხმობდა. ისინი მაშინ 15-16 წლისები იყვნენ და მონასტერში ცხოვრობდნენ. რამდენჯერმე შევესწარი, თუ როგორ მოაკითხეს პატარებმა დედაოს, მანაც დიდი სიყვარულით მისცა მათ თავისი პარკებიდან ამოღებული მცირეოდენი ხილი და კანფეტი. ყოველი ასეთი მოწყალების გაღების შემდეგ, ის უსაზღვროდ ბედნიერი იყო, ამიტომ ცდილობდა, რომ ეს პარკები არასდროს დაცარიელებულიყო. რამდენჯერმე მეც მიწილადა კაკალი - ესეც შენ, არც შენ ხარ ძალიან დიდიო. მაშინ მე 23 წლის ვიყავი. ძალიან უყვარდა, თუ ნახელავს შეუქებდი. ოთახს რომ დაალაგებდა, აუცილებლად გვკითხავდა, - ხომ კარგად დავალაგეო. დავეთანხმებოდით და მასაც ბავშვივით უხაროდა. ერთხელ უწმიდესმა ბლომად მატყლი მოგვიტანა, - აბა, თქვენ იცით, ეს მატყლი დართეთ, ასაკოვანი დედები სათბილობლებს მოქსოვენ და აღარ გაცივდებიანო. დედა ნინო აქტიურად ჩაერთო საქმეში. ისეთი სწორი და ლამაზი ძაფი გამოსდიოდა, იტყოდით, ქარხანაშია დართულიო. დიდი მონდომებით ელოდა ძაფის განაწილებას. ამბობდა, - მე ქსოვაც კარგად ვიცი, სათბობელს თვითონ მოვიქსოვ, თანაც საუკეთესოსო. ასეთი მონაზონი იყო დედა ნინო. ზოგჯერ გაბრაზებული, შეუბლშეკრული, მკაცრი და შეუვალი, ზოგჯერ თბილი, მოსიყვარულე და მოწყალე. ამიტომ ვამბობთ ძველ დედებზე, რომ ისინი იყვნენ ზოგჯერ საცნაურნი და ზოგჯერ უცნაურნი, თუმცა ორივე შემთხვევაში, ჩვენთვის, დამწყები მონაზვნებისთვის, მონასტრული ცხოვრების საუკეთესო გამოცდილების მომცემნი. ზოგი თავისი ქმედებით მორჩილებას გვასწავლიდა, ზოგი არგანკითხვას და ღვთის შიშს, ზოგიც სითბოსა და სიყვარულს. მთელი გულით ვმადლობ უფალს, რომ რამდენიმე წელი მონასტრული ცხოვრების სკოლა ასეთ დედებთან გავატარე“ /სქემმონაზონი ირინე თვაური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4590
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დაყუდებულს თვითონ ეკუთვნის თავისი თავიცა და თავისი დროც, ამიტომ შეუძლია ისე იცხოვროს, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ ანდა როგორც მოძღვარი ურჩევს. მონასტრის კრებულში მცხოვრები ძმები კი ღვთისმსახურებაშიც უნდა მონაწილეობდნენ და საერთო მორჩილებებშიც მათ არც უფლება აქვთ და არც შესაძლელობა, რომ, როგორც მოისურვებენ, ისე განაგონ თავიანთი დრო და საკუთარი თავი. დაყუდების ნება მხოლოდ იმ მონაზონს ეძლევა, ვინც მონაზვნურ ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიაღწია, გამოცდილებით შეისწავლა მონასტრული ცხოვრება და მადლისმიერი გამოცხადებით ეჩვენა დაყუდების გზა“.
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4591
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“განდეგილმა აბბა სერგიმ სინას მთა დატოვა და საცხოვრებლად რუბას მონასტერში გადავიდა. მისმა მოწაფემ, ასევე აბბა სერგი სომეხმა, გვიამბო:
-ფარანის ლავრის ყოფილი იღუმენი, აბბა გრიგოლი, ხშირად მთხოვდა, წამეყვანა აბბა სერგისთან, რომელიც მაშინ მკვდარი ზღვის მიდამოებში ცხოვრობდა. მივიყვანე და წარვუდგინე ბერს, რომელმაც გულთბილად გადაკოცნა ის. შემდეგ წყალი მოიტანა და ფეხები დაბანა. მერე, მთელი დღე სულიერ თემებზე ესაუბრა, მეორე დღეს კი მშვიდობით გაისტუმრა. სტუმრის წასვლის შემდეგ აბბა სერგის ვუთხარი: -იცი რა, აბბა, ძალიან დავბრკოლდი. რამდენი ეპისკოპოსი და პრესვიტერი მომიყვანია შენთან, მაგრამ აბბა გრიგოლის გარდა ფეხები არავისთვის დაგიბანია. -შვილო, მე არ ვიცი, ვინ არის აბბა გრიგოლი, მხოლოდ ის ვიცი, რომ დღეს ჩემს მღვიმეში პატრიარქი შემოვიდა, რომელსაც ომოფორი ეკეთა და ხელში სახარება ეჭირა, - მიპასუხა ბერმა. მართლაც, ექვსი წლის შემდეგ აბბა გრიგოლი თეოპოლისის პატრიარქად დაადგინეს, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი მოწყალებით, ძვირ-უხსენებლობით, გლოვის უნარით და ცოდვილთა მიმართ თანაგრძნობით“. /ამონარიდი „ლიმონარიდან“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4592
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შუაღამეა, ირგვლივ სიბნელეა, ბევრგან სინათლე ჩამქრალია, ხალხი ძილს მისცემია, სადღაც, მონასტერში კი ბერების, მონაზვნების სენაკიდან სინათლე გამოდის და მაშინ, როდესაც ადამიანთა ძალიან დიდ ნაწილს დასვენების საათი აქვს, ისინი ფხიზლობენ და ლოცულობენ, ევედრებიან მთელი კაცობრიობისთვის უფალს.
ალბათ, მხატვრისთვის დასახატად მეტად შთამბეჭდავი სურათია, ირგვლივ უკუნეთია, აქა-იქ კი სინათლე გამოკრთის გამარჯვების სიმბოლოსავით ბნელზე, თან თითქოს ბერების, მონაზვნების ლოცვა საკმევლის თეთრი კვამლივით გამოდისო მათი ოთახებიდან და ადისო ზეცის მიმართულებით ღმერთთან“. /დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4593
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ახალმოსულმა მონაზონმა რაღაც კერძო შემთხვევის გამო რჩევა სთხოვა მამა იბისტიონს, განსაკუთრებული მოღვაწეობით ცნობილ ბერს, მერე კი ეს პასუხი პიმენ დიდთან შეამოწმა. პიმენმა უარყო მამა იბისტიონის დარიგება, როგორც მეტისმეტად მაღალი და დაუძლეველი ახალბედა, ვნებებით სავსე კაცისთვის; სხვა, უფრო იოლი და ადვილად შესასრულებელი რჩევა მისცა და თან ერთი მეტად საყურადღებო წინადადებაც დაუმატა: „მამა იბისტიონი ცაშია, ანგელოზებთან, ის კი დაავიწყდა, რომ მე და შენ აქა ვართ, მიწაზე, ვნებებში ჩაფლულნი“.
სწორად შენიშნავს ამის თაობაზე წმინდა გრიგოლ სინელი, რომ მაღალ საზომს მიწევნული ბერები სხვებსაც ისევე ასწავლიან ლოცვას, როგორც თვითონ მიიღეს. გამოცდილებით დავრწმუნდი: ზოგიერთი, ვინც მადლისმიერ ლოცვას ღვთის განსაკუთრებული განგებულებით უეცრად, საერთო წესიდან გამონაკლისის სახით იღებს, ჩქარობს და ახალბედებს საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით ამ მაღალი ლოცვის შესახებ ისეთ ცნობებს აწვდის, რომელთა სწორად გაგება მათ არ ძალუძთ, ამიტომ არასწორად ესმით და ზიანდებიან. ხოლო ვინც ლოცვის ნიჭი ვნებებთან მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის, მცნებების დამარხვისა და სინანულით განწმენდის გზით მიიღო, ისინი სხვასაც ძალიან ფრთხილად, თანდათანობით და სწორად ასწავლიან ლოცვას. მოლდავეთში, ნიამეცის მონასტერში მიამბეს, რომ მათი ცნობილი მოძღვარი, არქიმანდრიტი პაისი ველიჩკოვსკი, რომელმაც მადლისმიერი ლოცვის ნიჭი ღვთის განსაკუთრებული განგებულებით მიიღო და არა საერთო წესით, სწორედ ამ მიზეზით თვითონ კი არ ანდობდა თავს ძმებისთვის იესუს ლოცვის სწავლებას, არამედ სხვა ბერებს ავალებდა ამ საქმეს, ვინც ლოცვა ჩვეულებრივი გზით შეითვისა“. /წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4594
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ დღეს მე და სოფრონი აბბა იოანეს ვესტუმრეთ. იგი წარმოშობით ქალაქ პეტრადან იყო. როდესაც ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა ჩვენთვის, ბერმა გვითხრა:
-შეიყვარეთ მარხვა და უპოვარება. ახალგაზრდობაში, სკიტში რომ ვცხოვრობდი, ერთ-ერთ მამას ელენთა ასტკივდა და სკიტის ოთხ ლავრაში ცოტაოდენი ძმარიც კი არავის აღმოაჩნდა, რომ ავადმყოფისთვის მიეცათ. აი, როგორი იყო მათი მარხვა და უპოვარება. სკიტში კი იმ დროს სამი ათას ხუთასი ძმა ცხოვრობდა. ჩვენ უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და უშურველად ვიღვაწოთ მის წიაღში დასამკვიდრებლად“. /ამონარიდი „ლიმონარიდან“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4595
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„1991 წელს, სამთავროს დედათა მონასტერში, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღკვეცა მონაზვნად დედა პელაგია [ქსოვრელი].
ერთხანს საპატრიარქოს დედათა მონასტერში იმსახურა. შემდეგ საგარეჯოს რაიონის ნინოწმინდის დედათა მონასტრის იღუმენია იყო. იმ არეულ, უვიცობის, უღმერთობის მძიმე წლებში, როცა ეკლესიაში თითქმის არავინ დადიოდა, გულზე არც დედა პელაგია ეხატებოდათ - ქალი მღვდელი ვის გაუგონიაო, ისიც არ იცოდნენ, რომ მღვდელი კი არა, დედა-მონაზონი იყო. იძულებული გახდა, ეზოს კარები ბოქლომით ჩაეკეტა სოფლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ათასნაირ სისაძაგლეს სჩადიოდნენ მონასტრის ეზოსა და ტაძრის ნანგრევებში. „ლიმონკითაც“ კი დაემუქრნენ... არ შეშინებია. ბევრი ბრძოლაც გადაიტანა, ვიდრე თავისი სიმშვიდით, რწმენით და დამოკიდებულებით სინდისს გაუღვიძებდა მოსახლეობას, მათ კეთილგანწყობას მოიპოვებდა. გამბედაობის გამო მამა გაბრიელი [სალოსი] ხუმრობით და მოფერებით „ხულიგან პელაგიას“ ეძახდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4596
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ლოცვა უნდა იყოს ბერის მთავარი ღვაწლი. მასში უნდა მოიკრიბოს და თავი მოიყაროს მისმა ყველა ღვაწლმა. მისი მეშვეობით ბერი უფალს უმჭიდროესად უკავშირდება, ერთ სულად უერთდება. მონასტერში შესვლისთანავე აუცილებელია სწორი ლოცვის სწავლა, რათა მასში წარემატო და მისი მეშვეობით გამოიმუშავო შენი ხსნა. ლოცვის სისწორესა და მასში წარმატებას ეწინააღმდეგებიან ჩვენი დაზიანებული ბუნება და დაცემული ანგელოზები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს მონობაში, დაცემასა და ღვთისაგან უარყოფაში გვამყოფონ, რაც საერთოა ადამიანებისა და დაცემული ანგელოზებისთვის“
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4597
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ერთ-ერთი ბერის რჩევა-დარიგება:
„ღმერთზე მაღლა არაფერი დგას. არავინაა მისი თანასწორი, არაფერია ქვეყნად ისეთი, ოდნავ მაინც რომ უთანაბრდებოდეს მის სიდიადეს. ვინ შეიძლება იყოს იმ ადამიანზე უფრო ნეტარი და ძლიერი, ვისაც ღმერთი ეხმარება? ღმერთი ყველგან არის, მაგრამ უფრო ახლოა იმ ღმრთის მოშიშ მოღვაწეებთან, რომლებიც არა მხოლოდ რწმენის აღიარებით, არამედ საქმეებითაც ბრწყინავენ. ხოლო, სადაც ღმერთია, ვინ გაბედავს, რაიმე მზაკვრობა ჩაიდინოს ჩვენ წინააღმდეგ, ან რამე გვავნოს? ადამიანის ძალა მის ბუნებაში როდია, ბუნება არ არის უცოდველი, არამედ ღვთის შეწევნით მიღებულ მტკიცე გადაწყვეტილებაში. მივაწოდოთ სულს სამკურნალო საშუალებები: კეთილკრძალულება, სამართლიანობა, სიმდაბლე და მორჩილება. ჩვენი სულის მკურნალი იესო ქრისტე კი აქვეა, ახლოს და მუდამ მზადაა, უხილავად შეგვეწიოს, გვიწამლოს და განგვკურნოს, სულიერი წინსვლის უცდომელ გზაზე, ამინ!“ /ამონარიდი „ლიმონარიდან“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4598
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერში ჩვეულებრივ მაშინ მიმართავენ მღვიძარებას, როცა ძილი გაუტყდებათ, მონასტერში კი გამიზნულად იღვიძებენ ღამით და ამით დასვენების საათებს იკლებენ ხშირად. სად თავისით რომ გაგეღვიძება და სად კი გეძინება, სძლევ თვლემას, შენ იმდროინდელ ბუნებრივ მდგომარეობას, ადგები და ილოცებ ხატების წინ. თითოეულს განუცდია, რომ ადვილი არ არის ამის კეთება. როდესაც თვალები გეხუჭება და სურვილი არა გაქვს ადგე თბილი ლოგინიდან. ამგვარი ძალისხმევის გამოჩენას უფალი შეიწირავს სხვაგვარად.
ბერ-მონაზვნები ამისთვის მიმართავენ სხვადასხვა საშუალებას. მაგალითად, როგორც ერთ-ერთი ბერი წერს, იგი სამფეხა სკამს დგამდა სენაკში და როცა ჩაეძინებოდა, ეს სკამი ვარდებოდა, თავად იატაკზე ეცემოდა, ეღვიძებოდა და ისევ ხელახლა უბრუნდებოდა ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრუელბას. ღამისთევის ლოცვა, და მღვიძარება ბერ-მონაზვნებისთვის დიდი სათნოებაა, ერისკაცთათვის კი ამ მხრივ საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რამეთუ ეს ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს ცუდად. ჩვენი საუკუნე მღელვარეა, დაძაბული ამიტომაც ზომიერ ძილს ძალების აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ღვაწლმოსილ მონაზვნებს შევედრებით, ამპარტაავნება გვძლევს და მოძღვრის კურთხევის გარეშე ავიღებთ საკუთარ თავზე ისეთ ღვაწლს, რაც ვერ ხელგვეწიფება, ამას შეიძლება მოჰყვეს ჩვენთვის სავალალო დასრულება“. /დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4599
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ახალდამწყებებს ეკრძალებათ სენაკში ქალების მიღება, უახლოესი ნათესავებისთვისაც კი; მამრობითი სქესის ნათესავებისა და ნაცნობების მიღებისათვის ახალდამწყებებს ევალებათ ნებართვა წინამძღვრისაგან აიღონ“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4600
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,290 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იორდანეს მახლობლად, წმინდა გერასიმეს ლავრაში, ცხოვრობდა აბბა ოლიმპიოსი. ერთხელ ის რომელიღაც ძმამ მოინახულა და ჰკითხა:
-აბბა, როგორ უძლებ ასეთ სიცხეს და ამდენ მწერს? -მწერებს ვუძლებ რომ დაუძინებელ მატლს გავექცე, ხოლო სიცხეს, საუკუნო ცეცხლს რომ დავაღწიო თავი. ამქვეყნიური ყველაფერი წარმავალია, იმქვეყნიური კი წარუვალი და დაუსრულებელი, - უპასუხა ბერმა“. /ამონარიდი „ლიმონარიდან“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th August 2025 - 02:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი