IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 229 230 231 232 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jun 22 2025, 12:55 PM
პოსტი #4589


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სქემმონაზონი ევგენია (ქათამაძე): - დედა ნინოსთან (ლიზა ქოქიაშვილი) ცხოვრება ერთ ოთახში ცოტა ხანს მომიწია. მაშინ სამონაზვნე მარიამი ვიყავი. მიუხედავად უცნაური ხასიათისა, ძალიან კეთილი იყო. უცნაური ხასიათი იმიტომ ვახსენე, რომ ყოფილა შემთხვევა, წირვის შემდეგ ოთახში უკმაყოფილო შემოსულა და როცა მიკითხავს გაბრაზების მიზეზი, ბავშვური გულუბრყვილობით უთქვამს, - მე ძალიან პატარა ნაწილი შემხვდა, სხვას კი უფრო დიდი, - და მაჩვენებდა ცელოფანის პარკში საგულდაგულოდ შენახულ სეფისკვერს, - აბა, მეორე წირვამდე ეს როგორ ვიკმაროო“.

დედა ნინო ერთხელ კაკლოვანში დაყრილი ქვიშიდან პატარა, თანაბარ კენჭებს ამოირჩევდა და წინსაფრის ჯიბეში იყრიდა. მაინტერესებდა, რაში იყენებდა ამ კენჭებს, მაგრამ ვერ ვეკითხებოდი - არ გაბრაზდეს-მეთქი. ერთ ღამეს ძილი გამიტყდა, ვერ ვიძინებდი. უცებ დედა ნინოს სენაკიდან უცნაური ხმა მომესმა, თითქოს ჭერიდან კენჭები ცვიოდა... 3-4 დღის შემდეგ დედა ნინოს მორიდებით ვკითხე, - რა ხდება, დედაო, ღამღამობით თქვენი სენაკიდან ისეთი ხმა ისმის, თითქოს ჭერიდან კენჭები ცვივა-მეთქი.

გაეღიმა - ჰო, ეგრეაო. მერე სენაკში შემიყვანა და მაჩვენა ხატები, რომლებსაც პატარა კენჭებით ჩარჩოები ჰქონდა გაკეთებული... „კენჭებს ვაგროვებ, ვრეცხავ და რომ გაშრება, ხატის გარშემო ვაწებებ, შემდეგ ლაკს ვუსვამ და ლამაზი ჩარჩო გამოდისო. თუმცა, ყველა კენჭი ერთნაირად ვერ ეწებება, ზოგი ვარდება, შენ მათი ჩამოვარდნის ხმა გესმისო“. ამის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური იყო კენჭების ჩარჩო, მაგრამ არც ცუდად გამოიყურებოდა. იმ პერიოდში ჩარჩოიანი ხატები მონაზვნებისთვის ხელმიუწვდომელი იყო, რადგან მათი საყიდელი ფული არ გაგვაჩნდა. თუ ვინმე ჩარჩოიან ხატს გვაჩუქებდა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

დედა ნინოს შავი ნაჭრის სამი პარკი ეკიდა კედელზე, რომლებიც ერთმანეთთან მცირე მანძილით იყო დაშრებული. ვიფიქრე, შეიძლება სულთმოფენობის ბალახს ან სხვა რაიმე სიწმინდეებს ინახავს-მეთქი, მაგრამ ერთხელ შევამჩნიე, რომ ერთ-ერთ პარკში ტრაპეზის დროს დარიგებული ვაშლი შეინახა. ვკითხე, - დედაო, ეს პარკები საკუჭნაოს როლს ხომ არ ასრულებენ-მეთქი. უცნაურად გამიღიმა, თავი დამიქნია და მითხრა, - პირველ პარკში პურს ვინახავო. ძალიან გამიკვირდა იმიტომ, რომ ამ პერიოდში მონასტერს უჭირდა, თითოეულ ჩვენგანს განსაზღვრული რაოდენობის პური გვეძლეოდა. დედა ნინო კი თავისი წილიდან ზოგავდა. „მეორე პარკში ვაშლს, კაკალს ან სხვა რაიმე ხილს ვინახავ, რასაც ტრაპეზზე გვაძლევენო, ხოლო მესამე პარკში, რომელიც ხშირად ცარიელია, ცოტა კანფეტი მიყრიაო, - ძალიან გამიკვირდა იმიტომ, რომ სენაკში ჭამა, თუ ტრაპეზის დრო არ იყო, არ უყვარდა, - ეს ყველაფერი, რასაც ამ პარკებში ვინახავ, მონასტრის პატარებისთვის მინდა. მათ ჩვენსავით კვება გაუჭირდებათო“.

მივხვდი, პატარებში მარიამ სუბულიანს და მარიამ ბარიშვილს გულისხმობდა. ისინი მაშინ 15-16 წლისები იყვნენ და მონასტერში ცხოვრობდნენ. რამდენჯერმე შევესწარი, თუ როგორ მოაკითხეს პატარებმა დედაოს, მანაც დიდი სიყვარულით მისცა მათ თავისი პარკებიდან ამოღებული მცირეოდენი ხილი და კანფეტი. ყოველი ასეთი მოწყალების გაღების შემდეგ, ის უსაზღვროდ ბედნიერი იყო, ამიტომ ცდილობდა, რომ ეს პარკები არასდროს დაცარიელებულიყო. რამდენჯერმე მეც მიწილადა კაკალი - ესეც შენ, არც შენ ხარ ძალიან დიდიო. მაშინ მე 23 წლის ვიყავი. ძალიან უყვარდა, თუ ნახელავს შეუქებდი. ოთახს რომ დაალაგებდა, აუცილებლად გვკითხავდა, - ხომ კარგად დავალაგეო. დავეთანხმებოდით და მასაც ბავშვივით უხაროდა.

ერთხელ უწმიდესმა ბლომად მატყლი მოგვიტანა, - აბა, თქვენ იცით, ეს მატყლი დართეთ, ასაკოვანი დედები სათბილობლებს მოქსოვენ და აღარ გაცივდებიანო. დედა ნინო აქტიურად ჩაერთო საქმეში. ისეთი სწორი და ლამაზი ძაფი გამოსდიოდა, იტყოდით, ქარხანაშია დართულიო. დიდი მონდომებით ელოდა ძაფის განაწილებას. ამბობდა, - მე ქსოვაც კარგად ვიცი, სათბობელს თვითონ მოვიქსოვ, თანაც საუკეთესოსო.

ასეთი მონაზონი იყო დედა ნინო. ზოგჯერ გაბრაზებული, შეუბლშეკრული, მკაცრი და შეუვალი, ზოგჯერ თბილი, მოსიყვარულე და მოწყალე. ამიტომ ვამბობთ ძველ დედებზე, რომ ისინი იყვნენ ზოგჯერ საცნაურნი და ზოგჯერ უცნაურნი, თუმცა ორივე შემთხვევაში, ჩვენთვის, დამწყები მონაზვნებისთვის, მონასტრული ცხოვრების საუკეთესო გამოცდილების მომცემნი. ზოგი თავისი ქმედებით მორჩილებას გვასწავლიდა, ზოგი არგანკითხვას და ღვთის შიშს, ზოგიც სითბოსა და სიყვარულს. მთელი გულით ვმადლობ უფალს, რომ რამდენიმე წელი მონასტრული ცხოვრების სკოლა ასეთ დედებთან გავატარე“

/სქემმონაზონი ირინე თვაური/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 23 2025, 12:15 PM
პოსტი #4590


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დაყუდებულს თვითონ ეკუთვნის თავისი თავიცა და თავისი დროც, ამიტომ შეუძლია ისე იცხოვროს, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ ანდა როგორც მოძღვარი ურჩევს. მონასტრის კრებულში მცხოვრები ძმები კი ღვთისმსახურებაშიც უნდა მონაწილეობდნენ და საერთო მორჩილებებშიც მათ არც უფლება აქვთ და არც შესაძლელობა, რომ, როგორც მოისურვებენ, ისე განაგონ თავიანთი დრო და საკუთარი თავი. დაყუდების ნება მხოლოდ იმ მონაზონს ეძლევა, ვინც მონაზვნურ ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიაღწია, გამოცდილებით შეისწავლა მონასტრული ცხოვრება და მადლისმიერი გამოცხადებით ეჩვენა დაყუდების გზა“.

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 24 2025, 12:23 PM
პოსტი #4591


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“განდეგილმა აბბა სერგიმ სინას მთა დატოვა და საცხოვრებლად რუბას მონასტერში გადავიდა. მისმა მოწაფემ, ასევე აბბა სერგი სომეხმა, გვიამბო:

-ფარანის ლავრის ყოფილი იღუმენი, აბბა გრიგოლი, ხშირად მთხოვდა, წამეყვანა აბბა სერგისთან, რომელიც მაშინ მკვდარი ზღვის მიდამოებში ცხოვრობდა. მივიყვანე და წარვუდგინე ბერს, რომელმაც გულთბილად გადაკოცნა ის. შემდეგ წყალი მოიტანა და ფეხები დაბანა. მერე, მთელი დღე სულიერ თემებზე ესაუბრა, მეორე დღეს კი მშვიდობით გაისტუმრა.

სტუმრის წასვლის შემდეგ აბბა სერგის ვუთხარი:

-იცი რა, აბბა, ძალიან დავბრკოლდი. რამდენი ეპისკოპოსი და პრესვიტერი მომიყვანია შენთან, მაგრამ აბბა გრიგოლის გარდა ფეხები არავისთვის დაგიბანია.

-შვილო, მე არ ვიცი, ვინ არის აბბა გრიგოლი, მხოლოდ ის ვიცი, რომ დღეს ჩემს მღვიმეში პატრიარქი შემოვიდა, რომელსაც ომოფორი ეკეთა და ხელში სახარება ეჭირა, - მიპასუხა ბერმა.

მართლაც, ექვსი წლის შემდეგ აბბა გრიგოლი თეოპოლისის პატრიარქად დაადგინეს, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი მოწყალებით, ძვირ-უხსენებლობით, გლოვის უნარით და ცოდვილთა მიმართ თანაგრძნობით“.

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2025, 12:35 PM
პოსტი #4592


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შუაღამეა, ირგვლივ სიბნელეა, ბევრგან სინათლე ჩამქრალია, ხალხი ძილს მისცემია, სადღაც, მონასტერში კი ბერების, მონაზვნების სენაკიდან სინათლე გამოდის და მაშინ, როდესაც ადამიანთა ძალიან დიდ ნაწილს დასვენების საათი აქვს, ისინი ფხიზლობენ და ლოცულობენ, ევედრებიან მთელი კაცობრიობისთვის უფალს.

ალბათ, მხატვრისთვის დასახატად მეტად შთამბეჭდავი სურათია, ირგვლივ უკუნეთია, აქა-იქ კი სინათლე გამოკრთის გამარჯვების სიმბოლოსავით ბნელზე, თან თითქოს ბერების, მონაზვნების ლოცვა საკმევლის თეთრი კვამლივით გამოდისო მათი ოთახებიდან და ადისო ზეცის მიმართულებით ღმერთთან“.

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2025, 09:59 AM
პოსტი #4593


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ახალმოსულმა მონაზონმა რაღაც კერძო შემთხვევის გამო რჩევა სთხოვა მამა იბისტიონს, განსაკუთრებული მოღვაწეობით ცნობილ ბერს, მერე კი ეს პასუხი პიმენ დიდთან შეამოწმა. პიმენმა უარყო მამა იბისტიონის დარიგება, როგორც მეტისმეტად მაღალი და დაუძლეველი ახალბედა, ვნებებით სავსე კაცისთვის; სხვა, უფრო იოლი და ადვილად შესასრულებელი რჩევა მისცა და თან ერთი მეტად საყურადღებო წინადადებაც დაუმატა: „მამა იბისტიონი ცაშია, ანგელოზებთან, ის კი დაავიწყდა, რომ მე და შენ აქა ვართ, მიწაზე, ვნებებში ჩაფლულნი“.

სწორად შენიშნავს ამის თაობაზე წმინდა გრიგოლ სინელი, რომ მაღალ საზომს მიწევნული ბერები სხვებსაც ისევე ასწავლიან ლოცვას, როგორც თვითონ მიიღეს. გამოცდილებით დავრწმუნდი: ზოგიერთი, ვინც მადლისმიერ ლოცვას ღვთის განსაკუთრებული განგებულებით უეცრად, საერთო წესიდან გამონაკლისის სახით იღებს, ჩქარობს და ახალბედებს საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით ამ მაღალი ლოცვის შესახებ ისეთ ცნობებს აწვდის, რომელთა სწორად გაგება მათ არ ძალუძთ, ამიტომ არასწორად ესმით და ზიანდებიან.

ხოლო ვინც ლოცვის ნიჭი ვნებებთან მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის, მცნებების დამარხვისა და სინანულით განწმენდის გზით მიიღო, ისინი სხვასაც ძალიან ფრთხილად, თანდათანობით და სწორად ასწავლიან ლოცვას. მოლდავეთში, ნიამეცის მონასტერში მიამბეს, რომ მათი ცნობილი მოძღვარი, არქიმანდრიტი პაისი ველიჩკოვსკი, რომელმაც მადლისმიერი ლოცვის ნიჭი ღვთის განსაკუთრებული განგებულებით მიიღო და არა საერთო წესით, სწორედ ამ მიზეზით თვითონ კი არ ანდობდა თავს ძმებისთვის იესუს ლოცვის სწავლებას, არამედ სხვა ბერებს ავალებდა ამ საქმეს, ვინც ლოცვა ჩვეულებრივი გზით შეითვისა“.

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2025, 10:09 AM
პოსტი #4594


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ დღეს მე და სოფრონი აბბა იოანეს ვესტუმრეთ. იგი წარმოშობით ქალაქ პეტრადან იყო. როდესაც ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა ჩვენთვის, ბერმა გვითხრა:

-შეიყვარეთ მარხვა და უპოვარება. ახალგაზრდობაში, სკიტში რომ ვცხოვრობდი, ერთ-ერთ მამას ელენთა ასტკივდა და სკიტის ოთხ ლავრაში ცოტაოდენი ძმარიც კი არავის აღმოაჩნდა, რომ ავადმყოფისთვის მიეცათ. აი, როგორი იყო მათი მარხვა და უპოვარება. სკიტში კი იმ დროს სამი ათას ხუთასი ძმა ცხოვრობდა.

ჩვენ უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და უშურველად ვიღვაწოთ მის წიაღში დასამკვიდრებლად“.

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2025, 10:43 AM
პოსტი #4595


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1991 წელს, სამთავროს დედათა მონასტერში, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღკვეცა მონაზვნად დედა პელაგია [ქსოვრელი].

ერთხანს საპატრიარქოს დედათა მონასტერში იმსახურა. შემდეგ საგარეჯოს რაიონის ნინოწმინდის დედათა მონასტრის იღუმენია იყო. იმ არეულ, უვიცობის, უღმერთობის მძიმე წლებში, როცა ეკლესიაში თითქმის არავინ დადიოდა, გულზე არც დედა პელაგია ეხატებოდათ - ქალი მღვდელი ვის გაუგონიაო, ისიც არ იცოდნენ, რომ მღვდელი კი არა, დედა-მონაზონი იყო.

იძულებული გახდა, ეზოს კარები ბოქლომით ჩაეკეტა სოფლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ათასნაირ სისაძაგლეს სჩადიოდნენ მონასტრის ეზოსა და ტაძრის ნანგრევებში. „ლიმონკითაც“ კი დაემუქრნენ... არ შეშინებია. ბევრი ბრძოლაც გადაიტანა, ვიდრე თავისი სიმშვიდით, რწმენით და დამოკიდებულებით სინდისს გაუღვიძებდა მოსახლეობას, მათ კეთილგანწყობას მოიპოვებდა. გამბედაობის გამო მამა გაბრიელი [სალოსი] ხუმრობით და მოფერებით „ხულიგან პელაგიას“ ეძახდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 29 2025, 02:16 PM
პოსტი #4596


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ლოცვა უნდა იყოს ბერის მთავარი ღვაწლი. მასში უნდა მოიკრიბოს და თავი მოიყაროს მისმა ყველა ღვაწლმა. მისი მეშვეობით ბერი უფალს უმჭიდროესად უკავშირდება, ერთ სულად უერთდება. მონასტერში შესვლისთანავე აუცილებელია სწორი ლოცვის სწავლა, რათა მასში წარემატო და მისი მეშვეობით გამოიმუშავო შენი ხსნა. ლოცვის სისწორესა და მასში წარმატებას ეწინააღმდეგებიან ჩვენი დაზიანებული ბუნება და დაცემული ანგელოზები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს მონობაში, დაცემასა და ღვთისაგან უარყოფაში გვამყოფონ, რაც საერთოა ადამიანებისა და დაცემული ანგელოზებისთვის“

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2025, 10:48 AM
პოსტი #4597


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერთ-ერთი ბერის რჩევა-დარიგება:

„ღმერთზე მაღლა არაფერი დგას. არავინაა მისი თანასწორი, არაფერია ქვეყნად ისეთი, ოდნავ მაინც რომ უთანაბრდებოდეს მის სიდიადეს. ვინ შეიძლება იყოს იმ ადამიანზე უფრო ნეტარი და ძლიერი, ვისაც ღმერთი ეხმარება?

ღმერთი ყველგან არის, მაგრამ უფრო ახლოა იმ ღმრთის მოშიშ მოღვაწეებთან, რომლებიც არა მხოლოდ რწმენის აღიარებით, არამედ საქმეებითაც ბრწყინავენ. ხოლო, სადაც ღმერთია, ვინ გაბედავს, რაიმე მზაკვრობა ჩაიდინოს ჩვენ წინააღმდეგ, ან რამე გვავნოს?

ადამიანის ძალა მის ბუნებაში როდია, ბუნება არ არის უცოდველი, არამედ ღვთის შეწევნით მიღებულ მტკიცე გადაწყვეტილებაში.

მივაწოდოთ სულს სამკურნალო საშუალებები: კეთილკრძალულება, სამართლიანობა, სიმდაბლე და მორჩილება. ჩვენი სულის მკურნალი იესო ქრისტე კი აქვეა, ახლოს და მუდამ მზადაა, უხილავად შეგვეწიოს, გვიწამლოს და განგვკურნოს, სულიერი წინსვლის უცდომელ გზაზე, ამინ!“

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2025, 11:56 AM
პოსტი #4598


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერში ჩვეულებრივ მაშინ მიმართავენ მღვიძარებას, როცა ძილი გაუტყდებათ, მონასტერში კი გამიზნულად იღვიძებენ ღამით და ამით დასვენების საათებს იკლებენ ხშირად. სად თავისით რომ გაგეღვიძება და სად კი გეძინება, სძლევ თვლემას, შენ იმდროინდელ ბუნებრივ მდგომარეობას, ადგები და ილოცებ ხატების წინ. თითოეულს განუცდია, რომ ადვილი არ არის ამის კეთება. როდესაც თვალები გეხუჭება და სურვილი არა გაქვს ადგე თბილი ლოგინიდან. ამგვარი ძალისხმევის გამოჩენას უფალი შეიწირავს სხვაგვარად.

ბერ-მონაზვნები ამისთვის მიმართავენ სხვადასხვა საშუალებას. მაგალითად, როგორც ერთ-ერთი ბერი წერს, იგი სამფეხა სკამს დგამდა სენაკში და როცა ჩაეძინებოდა, ეს სკამი ვარდებოდა, თავად იატაკზე ეცემოდა, ეღვიძებოდა და ისევ ხელახლა უბრუნდებოდა ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრუელბას.

ღამისთევის ლოცვა, და მღვიძარება ბერ-მონაზვნებისთვის დიდი სათნოებაა, ერისკაცთათვის კი ამ მხრივ საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რამეთუ ეს ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს ცუდად. ჩვენი საუკუნე მღელვარეა, დაძაბული ამიტომაც ზომიერ ძილს ძალების აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ღვაწლმოსილ მონაზვნებს შევედრებით, ამპარტაავნება გვძლევს და მოძღვრის კურთხევის გარეშე ავიღებთ საკუთარ თავზე ისეთ ღვაწლს, რაც ვერ ხელგვეწიფება, ამას შეიძლება მოჰყვეს ჩვენთვის სავალალო დასრულება“.

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2025, 10:05 AM
პოსტი #4599


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახალდამწყებებს ეკრძალებათ სენაკში ქალების მიღება, უახლოესი ნათესავებისთვისაც კი; მამრობითი სქესის ნათესავებისა და ნაცნობების მიღებისათვის ახალდამწყებებს ევალებათ ნებართვა წინამძღვრისაგან აიღონ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2025, 10:40 AM
პოსტი #4600


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იორდანეს მახლობლად, წმინდა გერასიმეს ლავრაში, ცხოვრობდა აბბა ოლიმპიოსი. ერთხელ ის რომელიღაც ძმამ მოინახულა და ჰკითხა:

-აბბა, როგორ უძლებ ასეთ სიცხეს და ამდენ მწერს?

-მწერებს ვუძლებ რომ დაუძინებელ მატლს გავექცე, ხოლო სიცხეს, საუკუნო ცეცხლს რომ დავაღწიო თავი. ამქვეყნიური ყველაფერი წარმავალია, იმქვეყნიური კი წარუვალი და დაუსრულებელი, - უპასუხა ბერმა“.

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2025, 10:01 AM
პოსტი #4601


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმიდა პიორემ, ტომით ეგვიპტელმა, უფლის სიყვარულით მამისეული სახლი სიყრმეშივე დაუტევა და ღმერთს აღთქმა მისცა, რომ სანამ ცოცხალი იქნებოდა, ახლობელთაგან აღარავის ნახავდა. გავიდა ორმოცდაათი წელი და პიორეს უკვე მოხუცებულმა დამ ვიღაცისაგან შეიტყო, რომ მისი ძმა ცოცხალი იყო და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მონატრებული დემამიშვილი მოენახულებინა.

ქალს უდაბნოში წასვლის საშუალება არ გააჩნდა, ამიტომ ადგილობრივ ეპისკოპოსს მეუდაბნოეთათვის წერილის გაგზავნა სთხოვა, რათა მათ მისი ძმა დასთან შესახვედრად გამოეშვათ...

პიორე უარზე დადგა, მაგრამ თანამოსაგრე მამების დაჟინებული შეგონების შემდეგ შეხვედრაზე დათანხმდა, თან ერთი ბერი წაიყვანა და დის სახლში მივიდა. ოჯახის წევრებმა დიასახლისს შეატყობინეს, რომ ჭიშკართან მისი ძმა იდგა და ელოდა. გახარებული ქალი გარეთ გამოვიდა. როდესაც პიორემ იგრძნო, რომ მისი და კარებს მოადგა, თვალები მაგრად დახუჭა და ხმამაღლა თქვა: დაო, ეს მე ვარ, შენი ძმა პიორე. მიყურე რამდენიც გსურს.

საწადელის აღსრულებით აღტაცებულმა დედაკაცმა უფალი ადიდა და ძმას თუმცა ბევრი ეხვეწა და ემუდარა, მაგრამ სახლში შეყოლაზე ვერასდიდებით დაითანხმა. აბბა პიორემ კი ზღურბლთან ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც თავის მშობლიურ უდაბნოს დაუბრუნდა და მოსაგრეობის კიდევ უფრო დიდი მონდომებით შეუდგა.

წმინდა პიორეს საკვირველი მოთმინების შესახებ ასეთ სასწაულსაც მოგვითხრობენ: იმ ადგილას სადაც ღვთივსათნო ბერი მოღვაწეობდა, მან ჭა ამოთხარა და წყალს მიაგნო, მაგრამ წყალი უჩვეულოდ მწარე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა აბბა პიორე იქაურობას სიკვდილამდე არ გასცილებია და მხოლოდ ამ მწარე წყალს იხმევდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქრისტეს ამ უებრო მხედრის არნახულ ჭირთათმენას.

წმინდა მამის გარდაცვალების შემდეგ, სხვადასხვა დროს, უდაბნოში მოღვაწე ბერებიდან მრავალმა გამოცდილმა მოსაგრემ სცადა მის სენაკში დამკვიდრება, მაგრამ ერთ წელიწადზე მეტ ხანს აბბა პიორეს სამყოფში გაჩერება ვერავინ შეძლო, რადგან წყლის უჩვეულო სიმწარე, ადგილის უდაბურობა და საშიშარობა, იქ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდიდა“.

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2025, 09:27 AM
პოსტი #4602


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“1996-1997 წლებში, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, მონასტერი სამ-ოთხ თვეში ერთხელ პატიმრების სანუგეშოდ საპყრობილეში ამანათებს გზავნიდა. შეწირულობის შემადგენლობაში იყო სკვნილები, სანთლები, საკმეველი, ხატები, საკვები პროდუქტები, მთავარი და მნიშვნელოვანი კი პატიმრებისთვის იყო ყურადღება და მზრუნველობა სრულიად უცხო ადამიანებისგან.

„მონასტრის ნობათი“ ციხეში მიჰქონდათ მონაზონ პარასკევას (როსტიაშვილი) და მონაზონ ნინოს (ლიზა ქოქიაშვილი). როგორც შემდგომში გაირკვა, დედა ნინოს ერთი პატიმარი, სახელად გიორგი, გამორჩეულად შეჰყვარებია. მე ერში ყოფნის დროს მცირეწლოვანი შვილი მყავს გარდაცვლილი, ახლა გიორგის ხნისა იქნებოდა, იმას რომ ვხედავ, ასე მგონია, ჩემ თვალწინ ჩემი შვილი გიორგი დგასო, - იტყოდა ხოლმე.

მართლაც შვილივით შეიყვარა დედა ნინომ მსჯავრედებული გიორგი. მის ხსენებაზე სახე უნათდებოდა, მასზე ლაპარაკი არ ბეზრდებოდა. მოხდა ისე, რომ მონასტერმა საპყრობილეში სიარული და პატიმრებთან ურთიერთობა შეწყვიტა, რამაც დედა ნინოზე ძალიან იმოქმედა. ჩუმად ტიროდა - შვილი მენატრებაო, რა თქმა უნდა, პატიმარ გიორგის გულისხმობდა.

რაც დრო გადიოდა, მდგომარეობა უფრო რთულდებოდა. ერთ დღეს დედა ნინომ დილიდანვე ხმამაღალი ტირილი და ოხვრა-კვნესა დაიწყო, სულ გიორგის ახსენებდა. ყველა ვერიდებოდით. ვფიქრობდით, იტირებს, იგლოვებს და გაუვლისო, მაგრამ, დამშვიდების ნაცვლად, ის გლოვას განაგრძოდა. დედა ქეთევანის კურთხევით, სამონაზვნე სარა (მელიქიშვილი) წავიდა სვეტიცხოველში მამა იოაკიმეს მოსაყვანად (მაშინ სვეტიცხოველის წინაძღვარი იყო არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი).

რა თქმა უნდა, მობრძანდა, შეგვკრიბეს მონასტრის დობა. მოძღვარი დედა ნინოს გვერდით დადგა და მონასტრულ ცხოვრებაზე დაიწყო საუბარი: - მონაზვნობა ერის დატოვებაა და მთელი დარჩენილი ცხოვრების უფლისთვის მიძღვნაო. ვტოვებთ მშობლებს, შვილებს, ნათესავებს, მეგობრებს, ჩვენს პირად ქონებას და ახალ ცხოვრებას ვიწყებთო, თან დედა ნინოს უყურებდა და ეკითხებოდა, - დედაო, ხომ მეთანმხებიო. ისიც უყოყმანოდ უპასუხებდა, - დიახ, მამაოო.

ჩვენდა გასაოცრად, დედა ნინოს თვალზე ცრემლი შეაშრა, თანდათან დამშვიდდა. აშკარა იყო, რომ მის გულს და გონებაში მონაზვნური სიმშვიდე ისადგურებდა. ბოლოს, მამა იოაკიმემ ჩვენი დამოძღვრა ასე დაამთავრა: თუ საკუთარი ოჯახების წევრებს ვტოვებთ, სხვებს რაღად უნდა დავაკავებინოთ მათი ადგილიო“. აქ კი მოძღვარს შეკითხვა აღარ დასჭირვებია, უცბად დაეთანხმა დედა ნინო - მართალი ბრანდებიო. ამის შემდეგ დედა ნინო გიორგის იშვიათად ახსენებდა და დროთა განმავლობაში საერთოდ დაივიწყა“.

/სქემმონაზონი ირინე თვაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2025, 01:27 PM
პოსტი #4603


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნუ გიყვართ ქალაქში გამგზავრება, ნუ გიყვართ საერო დასახლებების სტუმრობა! ახალგაზრდა ბერი ან ახალდამწყები, რომელსაც ბერული აღთქმები სურს იტვირთოს, სულით როგორ არ დაზიანდეს საცდურების ხშირი ხედვისაგან და საცდურებთან ხშირი აღრევისაგან, რომელთა მიმართაც მისი გული ჯერაც ცოცხალია და რომლებიც მას ატკბობს და იტაცებს?

სოფლის სიამეები რომ არ ატკბობდეს, არც მათდამი მიზიდულობა ექნებოდა. ბერი, რომელიც გრძნობს მონასტრიდან სოფელში ხშირი გასვლის ლტოლვას, ეშმაკის ისრით არის დაჭრილი. ბერს, რომელიც მისდევს გულის ავადმყოფურ ლტოლვას, რომ ხშირად დატოვოს მონასტერი და სოფლის საცდურებს შორის იხეტიალოს, ნებაყოფლობით მიუღია მომაკვდინებელი, შხამიანი ისარი, რომელიც მისკენ ეშმაკმა გამოტყორცნა, მტრისთვის ნება მიუცია, რომ მისი შხამი მთელ მის სულს მოსდებოდა და მოეწამლა.

ახალდამწყები, რომელიც დაეხეტება, ბერული ცხოვრებისათვის უუნაროდ უნდა მივიჩნიოთ და მონასტრიდან დროულად გავაძევოთ. ბერი, რომელიც დაეხეტება, უფლის, სინდისის, ბერული აღთქმების მოღალატედ უნდა ჩავთვალოთ. ასეთი ბერისათვის წმინდა არაფერია; იგი ყოველგვარ მდაბალ საქციელს, ყოველგვარ ურჯულოებასა და ბოროტმოქმედებას თავისთვის დასაშვებად მიიჩნევს, რადგან გატაცებული და დაბნელებულია სოფლისმოყვარეობის ვნებით, რომელიც ყველა ვნების მსახურებას მოიცავს. ასეთი ბერის მიმართ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, იმიტომ, რომ იგი უკან არ დაიხევს ყოველგვარი სიავე შეამთხვიოს სავანეს თავისი უწესო კავშირების დახმარებით, რომელიც სოფელში აქვს, რათა გაამართლოს თავისი ქცევა და თავისი უწესობის ალაგმვის ყოველგვარი მცდელობა თავიდან აიცილოს“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2025, 09:32 AM
პოსტი #4604


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ალექსანდრიაში მე და სოფრონი ოქტოდეკატის ლავრას ვეწვიეთ და იქ, წარმოშობით ეგვიპტელი, დიდი მოღვაწე ბერი მოვინახულეთ, რომელიც თავისი სათნო ცხოვრებით მრავალთაგან იყო გამორჩეული.

საუბრისას ბერს ვუთხარი:

-აბბა, ბატონი სოფისტი ერისგან განდგომას აპირებს. გვირჩიე, როგორ ვიცხოვროთ.

-ერისგან განდგომა და სულის ცხონება რომ გინდა, შვილო, ეს ძალიან კარგია, - უთხრა ბერმა სოფრონს. - იყავით სენაკში, იფხიზლეთ, ილოცეთ განუწყვეტლივ, დაიმარხეთ მდუმარება და, მჯერა, ღმერთი განანათლებს თქვენს გონებას. თუ გინდათ გადარჩეთ, გაექეცით ხალხთან ურთიერთობას, რათა სული ამქვეყნიური შფოთითა და საზრუნავით არ დავამძიმოთ.

-გაექეცით, შვილებო, სოფელს, რამეთუ აღსასრული მოახლოებულია, - განაგრძობდა ბერი, - ვაი ჩვენდა, რამდენი ცრემლის დაღვრა მოგვიწევს იმის გამო, რასაც ახლა არაფრად ვაგდებთ და, რისთვისაც საჭიროდ არ მივიჩნევთ სინანულს. როცა ქება-დიდებას გვასხამენ, თავის დამდაბლება არ ვიცით, ხოლო როცა შეურაცხგვყოფენ, ერთი სიტყვის მოთმენაც არ შეგვიძლია. პირველი დიდებისმოყვარეობით კვებავს ჩვენს გულს, მეორე კი მწუხარებას გვანიჭებს. სადაც დიდებისმოყვარეობა და მწუხარებაა, იქ სიკეთე ადგილს ვერ პოულობს.

-დემონების მთავარი საზრუნავია, რომ ჯერ სული ცოდვაში ჩააგდონ, მერე სასოწარკვეთილებამდე მიიყვანონ და ამით საბოლოოდ დაღუპონ. მაგრამ თუ სული ფხიზლადაა, ის თვითონვე აღიმაღლებს ხმას დემონების წინააღმდეგ; „არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი“.

-ფხიზლად ადევნეთ თვალყური თქვენს გულს, რათა უცხო არავინ შემოგეპაროთ, - თქვა ბოლოს ბერმა“.

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2025, 09:35 AM
პოსტი #4605


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი მათხოვრის მეუღლეს ღამით, პირდაპირ ელესიის კარიბჭესთან, მშობიარობის ჟამი უწია, ზამთარი კი უკვე ძალას იკრებდა. ტკივილებისაგან გულშეღონებული მელოგინე დედაკაცი საბრალო ხმით მოსთქვამდა და უფალს შემწეობას ევედრებოდა. ნეტარი ბერი [ელეიმონი] ამ დროს ტაძარში იმყოფებოდა და ქალის კვნესა და ვალალი რომ შემოესმა, ყოველდღიური ლოცვა შეწყვიტა და უმალვე გარეთ გამოვიდა.

ღვთისმსახურმა დაინახა, რომ დედაკაცის დამხმარე ახლომახლო არავინ იყო, დრო კი აღარ ითმენდა. ამიტომ, მიუხედავად მისთვის ესოდენ უჩვეულო და საძნელო საქმისა, ბერმა ბებიაქალობა თავად იკისრა და მელოგინე ისე ამშობიარა, რომ ყველა იმ უწმიდურებისათვის, რაც ჩვეულებისამებრ ახლავს ხოლომე თან მშობიარობას, ოდნავი ზიზღის გრძნობაც კი არ გასჩენია, რადგან იგი მისმა საარაკო გულმოწყალებამ ყოველივე ამისადმი უგრძნობელი გახადა“.

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2025, 11:02 AM
პოსტი #4606


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ ასეთ ამბავსაც გავიხსენებ: როცა ახალი ნაკურთხი მღვდელი ვიყავი, ჯანმრთელობა შემერყა: კუჭმა და ღვიძლმა შემაწუხა, ექიმმა რთული დიეტა დამინიშნა - ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი. ამან ჩემი წონაში მომატება გამოიწვია. მახსოვს იობ მრავალვნებულის ტაძრის ეზოში ვიდექი, მამა შიო [ხარძეიშვილი] წირვის დამთავრების შემდეგ გარეთ გამოვიდა და ჩემკენ გამოემართა. იცინოდა და მის შემხედვარეს მეც გამეცინა, ვგრძნობდი, რაღაცას გამეხუმრებოდა: მამა ბასილ! მამა ბასილ! - მიძახის და თავს იქნევს. რა იყო, მამაო? - ვკითხე. - შენ დიდსქემოსანი ბერი აღარ ხარო? აბა, ვინ ვარ-მეთქი, მამაო? შენ უკვე დიდღიპოსანი ბერი ხარო. ამით ის მითხრა, რომ შენ კვებას უნდა მოუკლო, თორემ ეს უკვე დიეტა აღარ არისო“.

/არქიმანდრიტი ბასილი (კაკიაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2025, 09:28 AM
პოსტი #4607


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მორჩილზე ვრცელდება უფლის განსაკუთრებული დაშვება, მისით იმოსება ადამიანი და როგორც ტანსაცმელი, ისე ფარავს მას, იცავს ყველა გარეგანი საფრთხისგან“.

/წმ. ისააკ ასური/


"2025 წლის 7 აპრილს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის ყოვალდწმიდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წევრს, ბერ-დიაკონ ეგნატეს (ნუცუბიძე)".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2025, 10:57 AM
პოსტი #4608


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,373
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საერთოდ, ყველა სამონასტრო საქმიანობასა და მოვალეობას მორჩილებები ეწოდება. მორჩილებები უნდა შევასრულოთ მთელი გულმოდგინებით, სინდისის მკაცრი დაცვით, გვწამდეს, რომ მორჩილებების ასეთი შესრულება აუცილებელია ჩვენი ხსნისათვის. სამონასტრო საქმიანობებს იმიტომაც ჰქვია მორჩილებები, რომ ისინი უკავშირდება საკუთარი ნებისა და საკუთარი აზრების მოკვეთას. ამის გამო მორჩილებების შესრულებისას სინდისი განუწყვეტლივ გამოიცდება“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 229 230 231 232 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th August 2025 - 09:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი