IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 229 230 231 232 233 >  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jul 4 2025, 10:01 AM
პოსტი #4601


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმიდა პიორემ, ტომით ეგვიპტელმა, უფლის სიყვარულით მამისეული სახლი სიყრმეშივე დაუტევა და ღმერთს აღთქმა მისცა, რომ სანამ ცოცხალი იქნებოდა, ახლობელთაგან აღარავის ნახავდა. გავიდა ორმოცდაათი წელი და პიორეს უკვე მოხუცებულმა დამ ვიღაცისაგან შეიტყო, რომ მისი ძმა ცოცხალი იყო და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მონატრებული დემამიშვილი მოენახულებინა.

ქალს უდაბნოში წასვლის საშუალება არ გააჩნდა, ამიტომ ადგილობრივ ეპისკოპოსს მეუდაბნოეთათვის წერილის გაგზავნა სთხოვა, რათა მათ მისი ძმა დასთან შესახვედრად გამოეშვათ...

პიორე უარზე დადგა, მაგრამ თანამოსაგრე მამების დაჟინებული შეგონების შემდეგ შეხვედრაზე დათანხმდა, თან ერთი ბერი წაიყვანა და დის სახლში მივიდა. ოჯახის წევრებმა დიასახლისს შეატყობინეს, რომ ჭიშკართან მისი ძმა იდგა და ელოდა. გახარებული ქალი გარეთ გამოვიდა. როდესაც პიორემ იგრძნო, რომ მისი და კარებს მოადგა, თვალები მაგრად დახუჭა და ხმამაღლა თქვა: დაო, ეს მე ვარ, შენი ძმა პიორე. მიყურე რამდენიც გსურს.

საწადელის აღსრულებით აღტაცებულმა დედაკაცმა უფალი ადიდა და ძმას თუმცა ბევრი ეხვეწა და ემუდარა, მაგრამ სახლში შეყოლაზე ვერასდიდებით დაითანხმა. აბბა პიორემ კი ზღურბლთან ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც თავის მშობლიურ უდაბნოს დაუბრუნდა და მოსაგრეობის კიდევ უფრო დიდი მონდომებით შეუდგა.

წმინდა პიორეს საკვირველი მოთმინების შესახებ ასეთ სასწაულსაც მოგვითხრობენ: იმ ადგილას სადაც ღვთივსათნო ბერი მოღვაწეობდა, მან ჭა ამოთხარა და წყალს მიაგნო, მაგრამ წყალი უჩვეულოდ მწარე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა აბბა პიორე იქაურობას სიკვდილამდე არ გასცილებია და მხოლოდ ამ მწარე წყალს იხმევდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქრისტეს ამ უებრო მხედრის არნახულ ჭირთათმენას.

წმინდა მამის გარდაცვალების შემდეგ, სხვადასხვა დროს, უდაბნოში მოღვაწე ბერებიდან მრავალმა გამოცდილმა მოსაგრემ სცადა მის სენაკში დამკვიდრება, მაგრამ ერთ წელიწადზე მეტ ხანს აბბა პიორეს სამყოფში გაჩერება ვერავინ შეძლო, რადგან წყლის უჩვეულო სიმწარე, ადგილის უდაბურობა და საშიშარობა, იქ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდიდა“.

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2025, 09:27 AM
პოსტი #4602


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“1996-1997 წლებში, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, მონასტერი სამ-ოთხ თვეში ერთხელ პატიმრების სანუგეშოდ საპყრობილეში ამანათებს გზავნიდა. შეწირულობის შემადგენლობაში იყო სკვნილები, სანთლები, საკმეველი, ხატები, საკვები პროდუქტები, მთავარი და მნიშვნელოვანი კი პატიმრებისთვის იყო ყურადღება და მზრუნველობა სრულიად უცხო ადამიანებისგან.

„მონასტრის ნობათი“ ციხეში მიჰქონდათ მონაზონ პარასკევას (როსტიაშვილი) და მონაზონ ნინოს (ლიზა ქოქიაშვილი). როგორც შემდგომში გაირკვა, დედა ნინოს ერთი პატიმარი, სახელად გიორგი, გამორჩეულად შეჰყვარებია. მე ერში ყოფნის დროს მცირეწლოვანი შვილი მყავს გარდაცვლილი, ახლა გიორგის ხნისა იქნებოდა, იმას რომ ვხედავ, ასე მგონია, ჩემ თვალწინ ჩემი შვილი გიორგი დგასო, - იტყოდა ხოლმე.

მართლაც შვილივით შეიყვარა დედა ნინომ მსჯავრედებული გიორგი. მის ხსენებაზე სახე უნათდებოდა, მასზე ლაპარაკი არ ბეზრდებოდა. მოხდა ისე, რომ მონასტერმა საპყრობილეში სიარული და პატიმრებთან ურთიერთობა შეწყვიტა, რამაც დედა ნინოზე ძალიან იმოქმედა. ჩუმად ტიროდა - შვილი მენატრებაო, რა თქმა უნდა, პატიმარ გიორგის გულისხმობდა.

რაც დრო გადიოდა, მდგომარეობა უფრო რთულდებოდა. ერთ დღეს დედა ნინომ დილიდანვე ხმამაღალი ტირილი და ოხვრა-კვნესა დაიწყო, სულ გიორგის ახსენებდა. ყველა ვერიდებოდით. ვფიქრობდით, იტირებს, იგლოვებს და გაუვლისო, მაგრამ, დამშვიდების ნაცვლად, ის გლოვას განაგრძოდა. დედა ქეთევანის კურთხევით, სამონაზვნე სარა (მელიქიშვილი) წავიდა სვეტიცხოველში მამა იოაკიმეს მოსაყვანად (მაშინ სვეტიცხოველის წინაძღვარი იყო არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი).

რა თქმა უნდა, მობრძანდა, შეგვკრიბეს მონასტრის დობა. მოძღვარი დედა ნინოს გვერდით დადგა და მონასტრულ ცხოვრებაზე დაიწყო საუბარი: - მონაზვნობა ერის დატოვებაა და მთელი დარჩენილი ცხოვრების უფლისთვის მიძღვნაო. ვტოვებთ მშობლებს, შვილებს, ნათესავებს, მეგობრებს, ჩვენს პირად ქონებას და ახალ ცხოვრებას ვიწყებთო, თან დედა ნინოს უყურებდა და ეკითხებოდა, - დედაო, ხომ მეთანმხებიო. ისიც უყოყმანოდ უპასუხებდა, - დიახ, მამაოო.

ჩვენდა გასაოცრად, დედა ნინოს თვალზე ცრემლი შეაშრა, თანდათან დამშვიდდა. აშკარა იყო, რომ მის გულს და გონებაში მონაზვნური სიმშვიდე ისადგურებდა. ბოლოს, მამა იოაკიმემ ჩვენი დამოძღვრა ასე დაამთავრა: თუ საკუთარი ოჯახების წევრებს ვტოვებთ, სხვებს რაღად უნდა დავაკავებინოთ მათი ადგილიო“. აქ კი მოძღვარს შეკითხვა აღარ დასჭირვებია, უცბად დაეთანხმა დედა ნინო - მართალი ბრანდებიო. ამის შემდეგ დედა ნინო გიორგის იშვიათად ახსენებდა და დროთა განმავლობაში საერთოდ დაივიწყა“.

/სქემმონაზონი ირინე თვაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2025, 01:27 PM
პოსტი #4603


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნუ გიყვართ ქალაქში გამგზავრება, ნუ გიყვართ საერო დასახლებების სტუმრობა! ახალგაზრდა ბერი ან ახალდამწყები, რომელსაც ბერული აღთქმები სურს იტვირთოს, სულით როგორ არ დაზიანდეს საცდურების ხშირი ხედვისაგან და საცდურებთან ხშირი აღრევისაგან, რომელთა მიმართაც მისი გული ჯერაც ცოცხალია და რომლებიც მას ატკბობს და იტაცებს?

სოფლის სიამეები რომ არ ატკბობდეს, არც მათდამი მიზიდულობა ექნებოდა. ბერი, რომელიც გრძნობს მონასტრიდან სოფელში ხშირი გასვლის ლტოლვას, ეშმაკის ისრით არის დაჭრილი. ბერს, რომელიც მისდევს გულის ავადმყოფურ ლტოლვას, რომ ხშირად დატოვოს მონასტერი და სოფლის საცდურებს შორის იხეტიალოს, ნებაყოფლობით მიუღია მომაკვდინებელი, შხამიანი ისარი, რომელიც მისკენ ეშმაკმა გამოტყორცნა, მტრისთვის ნება მიუცია, რომ მისი შხამი მთელ მის სულს მოსდებოდა და მოეწამლა.

ახალდამწყები, რომელიც დაეხეტება, ბერული ცხოვრებისათვის უუნაროდ უნდა მივიჩნიოთ და მონასტრიდან დროულად გავაძევოთ. ბერი, რომელიც დაეხეტება, უფლის, სინდისის, ბერული აღთქმების მოღალატედ უნდა ჩავთვალოთ. ასეთი ბერისათვის წმინდა არაფერია; იგი ყოველგვარ მდაბალ საქციელს, ყოველგვარ ურჯულოებასა და ბოროტმოქმედებას თავისთვის დასაშვებად მიიჩნევს, რადგან გატაცებული და დაბნელებულია სოფლისმოყვარეობის ვნებით, რომელიც ყველა ვნების მსახურებას მოიცავს. ასეთი ბერის მიმართ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, იმიტომ, რომ იგი უკან არ დაიხევს ყოველგვარი სიავე შეამთხვიოს სავანეს თავისი უწესო კავშირების დახმარებით, რომელიც სოფელში აქვს, რათა გაამართლოს თავისი ქცევა და თავისი უწესობის ალაგმვის ყოველგვარი მცდელობა თავიდან აიცილოს“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2025, 09:32 AM
პოსტი #4604


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ალექსანდრიაში მე და სოფრონი ოქტოდეკატის ლავრას ვეწვიეთ და იქ, წარმოშობით ეგვიპტელი, დიდი მოღვაწე ბერი მოვინახულეთ, რომელიც თავისი სათნო ცხოვრებით მრავალთაგან იყო გამორჩეული.

საუბრისას ბერს ვუთხარი:

-აბბა, ბატონი სოფისტი ერისგან განდგომას აპირებს. გვირჩიე, როგორ ვიცხოვროთ.

-ერისგან განდგომა და სულის ცხონება რომ გინდა, შვილო, ეს ძალიან კარგია, - უთხრა ბერმა სოფრონს. - იყავით სენაკში, იფხიზლეთ, ილოცეთ განუწყვეტლივ, დაიმარხეთ მდუმარება და, მჯერა, ღმერთი განანათლებს თქვენს გონებას. თუ გინდათ გადარჩეთ, გაექეცით ხალხთან ურთიერთობას, რათა სული ამქვეყნიური შფოთითა და საზრუნავით არ დავამძიმოთ.

-გაექეცით, შვილებო, სოფელს, რამეთუ აღსასრული მოახლოებულია, - განაგრძობდა ბერი, - ვაი ჩვენდა, რამდენი ცრემლის დაღვრა მოგვიწევს იმის გამო, რასაც ახლა არაფრად ვაგდებთ და, რისთვისაც საჭიროდ არ მივიჩნევთ სინანულს. როცა ქება-დიდებას გვასხამენ, თავის დამდაბლება არ ვიცით, ხოლო როცა შეურაცხგვყოფენ, ერთი სიტყვის მოთმენაც არ შეგვიძლია. პირველი დიდებისმოყვარეობით კვებავს ჩვენს გულს, მეორე კი მწუხარებას გვანიჭებს. სადაც დიდებისმოყვარეობა და მწუხარებაა, იქ სიკეთე ადგილს ვერ პოულობს.

-დემონების მთავარი საზრუნავია, რომ ჯერ სული ცოდვაში ჩააგდონ, მერე სასოწარკვეთილებამდე მიიყვანონ და ამით საბოლოოდ დაღუპონ. მაგრამ თუ სული ფხიზლადაა, ის თვითონვე აღიმაღლებს ხმას დემონების წინააღმდეგ; „არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი“.

-ფხიზლად ადევნეთ თვალყური თქვენს გულს, რათა უცხო არავინ შემოგეპაროთ, - თქვა ბოლოს ბერმა“.

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2025, 09:35 AM
პოსტი #4605


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი მათხოვრის მეუღლეს ღამით, პირდაპირ ელესიის კარიბჭესთან, მშობიარობის ჟამი უწია, ზამთარი კი უკვე ძალას იკრებდა. ტკივილებისაგან გულშეღონებული მელოგინე დედაკაცი საბრალო ხმით მოსთქვამდა და უფალს შემწეობას ევედრებოდა. ნეტარი ბერი [ელეიმონი] ამ დროს ტაძარში იმყოფებოდა და ქალის კვნესა და ვალალი რომ შემოესმა, ყოველდღიური ლოცვა შეწყვიტა და უმალვე გარეთ გამოვიდა.

ღვთისმსახურმა დაინახა, რომ დედაკაცის დამხმარე ახლომახლო არავინ იყო, დრო კი აღარ ითმენდა. ამიტომ, მიუხედავად მისთვის ესოდენ უჩვეულო და საძნელო საქმისა, ბერმა ბებიაქალობა თავად იკისრა და მელოგინე ისე ამშობიარა, რომ ყველა იმ უწმიდურებისათვის, რაც ჩვეულებისამებრ ახლავს ხოლომე თან მშობიარობას, ოდნავი ზიზღის გრძნობაც კი არ გასჩენია, რადგან იგი მისმა საარაკო გულმოწყალებამ ყოველივე ამისადმი უგრძნობელი გახადა“.

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2025, 11:02 AM
პოსტი #4606


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ ასეთ ამბავსაც გავიხსენებ: როცა ახალი ნაკურთხი მღვდელი ვიყავი, ჯანმრთელობა შემერყა: კუჭმა და ღვიძლმა შემაწუხა, ექიმმა რთული დიეტა დამინიშნა - ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი. ამან ჩემი წონაში მომატება გამოიწვია. მახსოვს იობ მრავალვნებულის ტაძრის ეზოში ვიდექი, მამა შიო [ხარძეიშვილი] წირვის დამთავრების შემდეგ გარეთ გამოვიდა და ჩემკენ გამოემართა. იცინოდა და მის შემხედვარეს მეც გამეცინა, ვგრძნობდი, რაღაცას გამეხუმრებოდა: მამა ბასილ! მამა ბასილ! - მიძახის და თავს იქნევს. რა იყო, მამაო? - ვკითხე. - შენ დიდსქემოსანი ბერი აღარ ხარო? აბა, ვინ ვარ-მეთქი, მამაო? შენ უკვე დიდღიპოსანი ბერი ხარო. ამით ის მითხრა, რომ შენ კვებას უნდა მოუკლო, თორემ ეს უკვე დიეტა აღარ არისო“.

/არქიმანდრიტი ბასილი (კაკიაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2025, 09:28 AM
პოსტი #4607


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მორჩილზე ვრცელდება უფლის განსაკუთრებული დაშვება, მისით იმოსება ადამიანი და როგორც ტანსაცმელი, ისე ფარავს მას, იცავს ყველა გარეგანი საფრთხისგან“.

/წმ. ისააკ ასური/


"2025 წლის 7 აპრილს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის ყოვალდწმიდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წევრს, ბერ-დიაკონ ეგნატეს (ნუცუბიძე)".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2025, 10:57 AM
პოსტი #4608


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საერთოდ, ყველა სამონასტრო საქმიანობასა და მოვალეობას მორჩილებები ეწოდება. მორჩილებები უნდა შევასრულოთ მთელი გულმოდგინებით, სინდისის მკაცრი დაცვით, გვწამდეს, რომ მორჩილებების ასეთი შესრულება აუცილებელია ჩვენი ხსნისათვის. სამონასტრო საქმიანობებს იმიტომაც ჰქვია მორჩილებები, რომ ისინი უკავშირდება საკუთარი ნებისა და საკუთარი აზრების მოკვეთას. ამის გამო მორჩილებების შესრულებისას სინდისი განუწყვეტლივ გამოიცდება“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2025, 01:10 PM
პოსტი #4609


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“საჭურისების მონასტრის პერსვიტერმა, აბბა იოანემ მოგვითხრო:

-ჭაბუკობაში მძაფრი სურვილი გამიჩნდა, დიდ, სახელოვან მამებთან მივსულიყავი და სულიერი სარგებელი მიმეღო მათგან. გავიგე, რომ წმინდა საბას ლავრაში ერთი დაყუდებული დიდი მამა, კალენიკე ცხოვრობდა. ერთ ჩემს ახლობელ ძმას ვთხოვე, წავეყვანე მასთან.

მივედით ლავრაში. ჩემმა მეგზურმა ბერის სარკმელთან დამსვა, თვითონ კი დიდხანს ესაუბრებოდა მას. როდესაც საუბარი დაასრულა, მითხრა, თაყვანი ეცი ბერს და ლოცვა-კურთხევა სთხოვეო.

მერე კი ბერს მიმართა:

-მამაო, აკურთხე მონა ესე შენი. ის აქ პირველადაა.

-და მიუხედავად ამისა, მე მას ვიცნობ, შვილო, - უპასუხა აბბა კალენიკემ, - ოცი დღის წინ, იორდანეზე რომ ჩავედი, გზაში შემხვდა და მითხრა: „ილოცე ჩემთვის“. ვკითხე, „რა გქვია?“ მიპახუსა, „იოანე“. აი, იმ დღიდან ვიცნობ მას, შვილო.
და მე მივხვდი, რომ სწორედ მაშინ, როცა მე ბერთან წასვლა გადავწყვიტე, ღმერთმა აუწყა მას ჩემი ვინაობა“.

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2025, 09:48 AM
პოსტი #4610


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, განთიადისას, ღირსი მაკარი [ალექსანდრიელი] თავისი სენაკის წინ იჯდა და ლოცულობდა. უცებ მას ფეხზე კოღო დააჯდა და ხორცში ნესტარი ჩაარჭო. წმიდა მამამ კოღოს სისხლით გაძღომის ნება მისცა, მაგრამ როდესაც უკვე მწარე ტკივილი იგრძნო, მწერს ხელი დაარტყა და გასრისა. მცირე ხნის შემდეგ მაკარი სინანულმა შეიპყრო - როგორ თუ მიყენებული ტკივილისათვის კოღოზე შური ვიძიეო, და ამგვარი ცოდვისათვის თავის დასჯა გადაწყვიტა.

ნეტარმა მოსაგრემ სკიტის უდაბნოს სიღრმეს მიმართა, სადაც ერთ მიყრუებულ ადგილას კოღოებითა და ქინქლებით სავსე ჭაობი ეგულებოდა. წმიდა მამამ ტანზე გაიხადა, აშმორებულ ჭაობთან დაჯდა და მთელი ექვსი თვის განმავლობაში ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. იმ ადგილას ბზიკისხელა კოღოები ბუდობდნენ, რომელთა ნესტარი თვით გარეულ ტახების ტყავშიც კი ატანდა. მწერებმა ნეტარი მაკარი ისე დაკბინეს და ისეთ საშინელ ყოფაში ჩააგდეს, რომ როდესაც იგი ექვსი თვის შემდეგ თავის სენაკში დაბრუნდა, ძმებს ღირსი მამა კეთროვანი ეგონათ და მხოლოდ ხმით იცნეს, რომ იგი ნამდვილად დიდი მოსაგრე მაკარი იყო“.

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2025, 10:07 AM
პოსტი #4611


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერული ცხოვრება ისეთია, რომ ეშმაკი ადამიანს დიდ განსაცდელებს ამთხვევს და შეიძლება ნებისმიერ ბერს დიდი განსაცდელი დაუდგეს“.

/არქიმანდრიტი ბასილი (კაკიაშვილი)/


"2025 წლის 16 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ნეძის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა მორჩილები: ედიშერ ჯანჯულია, რომელსაც სახელად ელისე უწოდა და იოსებ კვარაცხელია, რომლესაც სახელად იოანე უწოდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 15 2025, 11:21 AM
პოსტი #4612


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მეტად ცოდვილი კაცი ათონის მთაზე მოღვაწე ერთ-ერთ მოძღვართან მივიდა. საკუთარი ცოდვების ჩამოთვლა რომ დაიწყო, მოძღვარი შეძრწუნდა და აღსარება არც კი დაამთავრებინა, ისე უთხრა: „ვეღარ გისმენ, ჭკუას ვკარგავ, ეს ადამიანური კი არა, დემონური ცოდვებია! განმშორდი აქედან“. ცოდვილი სასოწარკვეთილი გამობრუნდა უკან. გზად ერთი ათონელი ბერი შეხვდა და მწუხარების მიზეზი ჰკითხა, შემდეგ მამა საბასთან მისვლა ურჩია.

საწყალს ხსნის იმედი გადაწურვოდა, მაგრამ მაინც დაჰყვა მის რჩევას. მამა საბამ იგი დაამშვიდა, უთხრა, უფლის წყალობა უფსკრულზე ღრმა და მრავლისმომცველია, მაგრამ მაინც სასოწარკვეთილი იმეორებდა: „არა, გზა ხსნისა, ჩემთვის უკვე დახშულია!“ მოძღვარმა მიუგო, განა მე კი უცოდველი ვარ? ნახე, რა საშინელება ჩადენილი მაქვს“, - და ერთი მძიმე ცოდვა დაასახელა. ცოდვილი გამოცოცხლდა: ასეთი რამ მამაო, ხომ მეც გაკეთებული მაქვს“.

მამა საბამ სხვა მძიმე ცოდვებიც ჩამოუთვალა. ცოდვილი გამხნევდა და ყველაფერი გაბედულად მოუყვა. მისგან გახალისებული და იმედით სავსე დაბრუნდა. გზად ისევ ის ნაცნობი შეხვდა. მანაც მადლობა გადაუხადა და უთხრა: „რა კეთილი და ლმობიერი არისო, მამა საბა, თუმცაღა ერთადერთი ადამიანია ჩემს ნაცნობებში, ვინც ჩემზე ცოდვილი აღმოჩნდა“. ბერმა გაიოცა: „ის წმიდა მთაზე თითქმის ბავშვობიდან მოღვაწეობს და ანგელოზივით უბიწოა“. ერისკაცი გაოგნდა... მიხვდა რა გაუკეთა მას მამა საბამ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 16 2025, 10:28 AM
პოსტი #4613


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ლოცვა არის სათნოებათა დედა. ამიტომ მონასტერში დროის უმეტესი ნაწილი ლოცვას ეძღვნება. ახალდამწყებისათვის ლოცვების ცალკე აღსრულება სასარგებლო არ არის, ამიტომ საეკლესიო წესდება, კრძალავს რა თვითნებურ ვედრებას, ასწავლის, რომ მონასტრის ყველა მცხოვრებმა ღმერთს ლოცვები ღვთის ტაძარში ერთად აღუვლინოს, გარდა სნეულებისა, რომლებსაც სნეულება სენაკში ყოფნას აიძულებს, და უხუცესი ბერებისა, რომლებიც მომწიფდნენ განმარტოებული სასენაკო ლოცვისათვის“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


„2025 წლის 5 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჭანეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი მარინე ავალიშვილი, რომელსაც სახელად ივლიტა უწოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2025, 11:32 AM
პოსტი #4614


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სხვა ძმამ, იგივე გერასიმეს ლავრაში მღვაწე იღუმენი, აბბა ალექსანდრე მოინახულა და უთხრა:

-აბბა, მინდა საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალო. ერთ ადგილზე ძალიან მომწყინდა.

-ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ შენ საერთოდ არ ფიქრობ არც მარადიულ ცეცხლზე და არც ცათა სასუფეველზე, თორემ არ მოგწყინდებოდა, - უპასუხა იღუმენმა“.

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2025, 09:21 AM
პოსტი #4615


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ევაგრეს, როგორც თავად გვიყვებოდა, ხშირად ესხმოდა თავს სიძვის დემონი, და მაშინ მოსაგრე ზამთრის სასტიკ ყინვაში ჭაში მთლად შიშველი ჩადიოდა და მთელი ღამის განმავლობაში ხაროში იჯდა, სანამ სხეული მთლად არ გაუშეშდებოდა და გაეფიჩხებოდა.

სხვა დროს, როდესაც განდეგილს გმობის სულმა შემოუტია, წმინდა ევაგრე ორმოცი დღის განმავლობაში სენაკში არ შესულა და გარეთ იჯდა, სანამ მის სხეულზე ველურ მხეცთა დარად ათასგვარი მწერი ეხვეოდა და ჰკბენდა“.

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2025, 10:32 AM
პოსტი #4616


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ადამიანი შინაგანად თავის ჯვარს როგორ ტვირთულობს, ეს ჩვენთვის დაფარულია, მაგრამ მისი [არქიმანდრიტი შიო ხარძეიშვილი] მოთხოვნა ის იყო, რომ განსაკუთრებით, ზუსტად მიმსგავსებოდა ძველ ბერ-მონაზვნებს. სწორება ნამდვილად ასე იყო. მისთვის პრობლემა არ არსებობდა. მას შეეძლო ქალაქში ეცხოვრა, ტრანსპორტით ესარგებლა და ასევე შეეძლო მთელი კვირის განმავლობაში მშიერი ყოფილიყო ისე, რომ სულიერი სიმშვიდე შეენარჩუნებინა. მას განმარტოებით, სკიტში ყოფნა სურდა, მაგრამ სადაც წავიდა, მისი სამწყსო მის გარეშე ვერ ძლებდა. ამასაც გრძნობდა და თავისი ლმობიერი სულით მათ სასარგებლოდ სკიტს ტოვებდა, თორემ მისი სული ყოველთვის სიმარტოვისკენ მიისწრაფოდა, რათა თავის თავში ჩაღრმავებულიყო, უდიდესი მლოცველი იყო, და ელოცა როგორც თავის გადასარჩენად, ასევე მთელი საქართველოსთვის“.

/დეკანოზი დიმიტრი (ბიხანაშვილი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2025, 09:04 AM
პოსტი #4617


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დიდი წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: „არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთ გვირგვინს არ ადგამს ბერს, როგორც გულგატეხილობაზე“.


„2025 წლის 9 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაქსიმემ (ბეჭვაია) ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი მარიამ ზანაქიძე, რომელსაც სახელად მაგდალინა ეწოდა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2025, 09:55 AM
პოსტი #4618


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა სენაკიდან ეკლესიაში მიდიხარ, რათა ღმერთს წარუდგე, სიარულისას მოწიწება შეინარჩუნე, ნუ გაიქცევი, აქეთ-იქით ნუ იყურები, არამედ თვალები მიწისკენ დახარე, ხელებს ნუ იქნევ, არამედ ძირს დაშვებული გქონდეს“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2025, 09:51 AM
პოსტი #4619


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“რაითის იღუმენი, აბბა იოანე კილიკიელი, ასე მოძღვრავდა ძმებს: „თუ სოფელს განვეშორეთ, შვილებო, განვეშოროთ ხორციელ გულისთქმებსაც.

მივბაძოთ ჩვენს მამებს მკაცრ ღვაწლსა და მდუმარებაში. ნუ შევაგინებთ იმ ადგილს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა განწმინდეს.
ეს მოღვაწეების ადგილია, და არა ვაჭრების. მე მოვესწარი ისეთ ბერებს, რომლებმაც ამ ადგილზე სამოცდაათი წელიწადი იცხოვრეს და მხოლოდ ბალახეულით და ფინიკით იკვებებოდნენ.

მე კი სამოცდათექვსმეტი წელიწადი გავატარე აქ და ამ ხნის მანძილზე მრავალი ბოროტება და მზაკვრობა დავითმინე დემონებისგან“.

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2025, 09:47 AM
პოსტი #4620


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,290
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმიდა ამონას ბოროტი სულები ხშირად ისე ქანცისგაწყვეტამდე აწამებდნენ, რომ მას საკურთხეველთან დგომა და მსხვერპლშეწირვაც კი აღარ ძალუძდა, მაგრამ ამ დროს მოსაგრესთან უფლის ანგელოზი ჩნდებოდა, ხელს შეახებდა და ძალ-ღონით სავსეს და მთელსა და უვნებელს კვლავაც საკურთხევლის წინ დააყენებდა. ძმები წმიდა ამონას ტანჯვას გაოცებულნი შესცქეროდნენ“.

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 229 230 231 232 233 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2025 - 02:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი