სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jul 24 2025, 09:15 AM
პოსტი
#4621
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ხშირად იცოდა თქმა [არქიმანდრიტმა შიომ (ხარძეიშვილი)]: „ბერობა, ბერობა! თქვენი ბერული აღთქმა არ დაგავიწყდეთო“! ბერული ცხოვრება ბრძოლაა ხილულ და უხილავ მტრებთან. ბერი მებრძოლია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ ბერს საკუთარ თავთან აქვს ბრძოლა. საერთოდ, ნებისმიერი ადამიანის და, მით უმეტეს, ბერის შეფასება გარეგნული ცხოვრებით არ შეიძლება. ასეთი გამოთქმა არსებობს: ყველა წმინდანს აქვს წარსული, როგორც ყველა ცოდვილს - მომავალი. ეს ძალიან ბრძნული გამოთქმაა: არ შეიძლება წმიდა მარიამ მეგვიპტელზე ვინმემ თქვას, რომ ერში უზნეო ცხოვრებით იცხოვრა და მისადმი ლოცვას ძალა არ ექნება და მეოხი ვერ იქნებაო ღვთის წინაშე. ბერი შეიძლება ეცემოდეს, მაგრამ მას ღვთისაგან დიდი სინანული მიეცემა. ავაზაკის მაგალითზე შეიძლება გულისხმა-ყოს ადამიანმა: ავაზაკი თავისი ძალიან ცუდი საქმეების გამო ჯვარცმული იყო მაცხოვართან, მაგრამ წუთში იმხელა სინანული მიმადლა უფალმა, რომ მასთან ერთად პირველი შევიდა სასუფეველში“.
/არქიმანდრიტი ბასილი (კაკიაშვილი)/ „2025 წლის 12 აპრილს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის წმინდა კონსტანტი-კახის სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ეფემია რუხაძე, რომელსაც სახელად მართა უწოდა“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 25 2025, 10:00 AM
პოსტი
#4622
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„1814 წელს კავსოკალივის სკიტის სანაპიროს იალქნიანი ხომალდი მოადგა. მასზე იმყოფებოდა თვრამეტი წლის ბერძენი ჭაბუკი დემეტრე, მოგვიანებით - ბერი დანიელი. წმინდა მთაზე მოსვლამდე დემეტრემ გადაწყვიტა, მოძღვრად და წინამძღოლად აერჩია პირველშეხვედრილი მონაზონი და სიკვდილამდე მასთან დარჩენილიყო. გადმოვიდა ნაპირზე და მთაზე ავიდა. მაღლა ასვლისას დაინახა ბერი გერმანე, რომელიც წმინდა არტემის კელიაში ცხოვრობდა, და გულში თქვა: „აქ, ამ ბერთან უნდა დავრჩე და სიკვდილამდე ვემსახურო მას, რადგან მასთან მომიყვანა უფალმა!“
ბერი გერმანე სერბი იყო, გარეგნულად ჯიუტი, მკაცრი და სასტიკი, გამუდმებით ლანძღავდა თავის მორჩილ მოწაფეს, თავიდან თითქმის ყოველდღე სცემდა. ამას სჩადიოდა არა მხოლოდ მრისხანების ვნების გამო, არამედ სულიერი გონებით, რაც დიდი ხნის განმავლობაში გაუგებარი იყო არა მხოლოდ მოწაფისთვის, არამედ უცხოებისთვისაც. თუმცა, ასეთი მოპყრობის მიუხედავად, მადლით განათლებული მორჩილი არ ტოვებდა ბერს და ყველაფერში უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ასე გრძელდებოდა 40 წელი, მამა გერმანეს გარდაცვალებამდე. ბერის საქციელი საიდუმლოდ არ დარჩენილა. ერთ დღეს წმინდა ანას სკიტის ბერები შეიკრიბნენ მამა გერმანესთან, რათა შეგონებებით, შეეწყვიტა მოწაფის მიმართ სისასტიკე. ბერმა მათ სახარების სიტყვებით უპასუხა: „ღმერთისას კი არ ფიქრობთ, არამედ კაცისას“ (მთ. 16.23). როდესაც მიხვდნენ, რომ ბერი სულიერი გონებით მოქმედებდა ასე, ბერებმა დაანებეს თავი, გაოცებულნი იყვნენ დანიელის სულიერი სიბრძნით და ბერისადმი ერთგულებით. ბერთან მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ დანიელმა მიაღწია უდიდეს თავმდაბლობას და მადლისმიერი ნიჭების ღირსი შეიქნა. ერთ დღეს, ჯერ კიდევ მორჩილებისას, დანიელი პურის ღუმელს ანთებდა და ცეცხლის გაქექვისას, მასში ცეცხლის საჩხრეკი ჩაუვარდა, რომელიც ცუდად იყო მიმაგრებული ხის სახელურზე. ღუმელში შეშა გიზგიზებდა. ბერს მიუბრუნდა და წამოიძახა: - შემინდე, მამაო, შევცოდე: ცეცხლის საჩხრეკი ჩამივარდა! მიდი, ამოიღე! - მკაცრად უთხრა ბერმა, - მაკურთხე! მიმართა მორჩიილმა. - ღმერთმა გაკურთხოს! - უპასუხა ბერმა. მორჩილი მივარდა ღუმელს, ხელებით გაქექა ცეცხლი და ამოიღო გახურებული საჩხრეკი, თავად უვნებელი დარჩა, არ დამწვარა! მალე ასეთი სასწაულის ამბავი მთელ ათონზე გავრცელდა; მაგრამ არ სურდა რა, გამხდარიყო საყოველთაო ყურადღების საგანი, დანიელი დაემალა ბერს და არავინ იცოდა, სად ცხოვრობდა, ვიდრე სასწაულებრივი მოვლენა არ მიავიწყდათ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 26 2025, 09:51 AM
პოსტი
#4623
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„შენთვის სასარგებლო აირჩიე, მას შეეჩვიე: ჩვევა სასარგებლოს სასიამოვნოდ აქცევს. მაშ, თავს ვაიძულოთ მონასტერში მოთმინებით ყოფნის კეთილი ჩვევის შეძენა და მისგან მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას გამოვიდეთ, მის გარეთ, რაც შეიძლება, ნაკლებად დავყოთ, მასში, რაც შეიძლება, სწრაფად დავბრუნდეთ. მონაზვნობის თავმა, ღირსმა ანტონი დიდმა თქვა: „როგორც თევზები კვდებიან ხმელეთზე დაყოვნებით, ისე ბერებიც სენაკის გარეთ საერო ადამიანებთან ყოფნით მდუმარებისადმი კეთილგანწყობას კარგავენ. როგორც თევზი მიისწრაფვის ზღვისკენ, ჩვენც ისე უნდა მივისწრაფვოდეთ ჩვენი სენაკებისკენ, რათა გარეთ დაყოვნებამ შინაგანი დაცვის შესახებ არ დაგვავიწყოს“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 27 2025, 10:45 AM
პოსტი
#4624
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ერთ დღეს ვეწვიეთ განდეგილ აბბა იოანეს, მეტსახელად „ცეცხლოვანს“, რომელმაც გადმოგვცა აბბა იოანე მოაბელის მონათხრობი:
-წმინდა ქალაქ იერუსალიმში ერთი კეთილმორწმუნეობით და ღმრთის მოშიშებით გამორჩეული ქალწული მონაზონი ცხოვრობდა. ეშმაკს შეშურდა მისი ქალწულებრივი სიწმინდე და ერთ ახალგაზრდა კაცს სატანური ვნება აღუძრა მის მიმართ. როდესაც ეშმაკის მზაკვრობა შენიშნა, ქალწულს შეებრალა ახალგაზრდა ადამიანი. აიღო კალათა, შიგ ცოტაოდენი დამბალი ცერცვი ჩაყარა და უდაბნოს შეაფარა თავი, რომ საცდურისა და სულის წარწყმედისგან ეხნა ვაჟი, თვითონ კი უსაფრთხოდ ეცხოვრა უდაბნოში. ღმრთის განგებით, მისი სათნო ცხოვრება დაფარული არ დარჩენილა. იორდანეს უდაბნოში იგი ერთმა განდეგილმა შენიშნა და ჰკითხა: -დედაო, რას აკეთებ ამ უდაბნოში? თავისი ღვაწლი რომ დაეფარა, ქალწულმა უპასუხა: -შემინდე, მამაო, გზა ამებნა. ღმრთის გულისათვის დამეხმარე. ზეგარდმო შთაგონებულმა განდეგილმა წარმოთქვა: - დამიჯერე, დედაო, შენ არც გზა აგბნევია და არც არაფერს დაეძებ. ისიც კარგად იცი, რომ ყოველგვარი ტყუილი ეშმაკისგანაა. სიმართლე მითხარი, რამ მოგიყვანა ამ უდაბნოში? -შემინდე, მამაო. ერთი ახალგაზრდა კაცის არაწმინდა ვნებებისგან გადასარჩენად წამოვედი უდაბნოში. მერჩივნა, მოვმკვდარიყავი, ვიდრე საცთურის მიზეზად ვქცეოდი ვინმეს. -რამდენი ხანია, რაც აქა ხარ? -ღმრთის მადლით, ჩვიდმეტი წელიწადია. -და, რითი საზრდოობ? მონაზონმა კალათა აჩვენა, რომელშიც დამბალი ცერცვი ჰქონდა: -ქალაქიდან რომ წამოვედი, ეს კალათა წამოვიღე, მცირეოდენი დამბალი ცერცვი მეყარა შიგ. ღმერთი მეწევა მე უღირსს: ამდენი წელია, ამ ცერცვით ვიკვებები, მას კი არაფერი აკლდება. მასაც ვიტყვი, მამაო, ამ წლების მანძილზე ღმრთის მადლი ისე მიფარავადა, არცერთ ადამიანს არ შევუმჩნევივარ თქვენამდე, მე კი ყველას ვხედავდი. ეს რომ მოისმინა განდეგილმა, დიდება აღუვლინა ღმერთს“. /ამონარიდი „ლიმონარიდან“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 28 2025, 09:41 AM
პოსტი
#4625
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„თებაიდაში ჩვენ სხვა მოღვაწეც ვნახეთ, სახელად ამონი, რომელიც დაახლოებით სამი ათასი ბერის სულიერი მამა იყო, რომელთაც ტაბენესიოტებს უწოდებდნენ. ძმები დიდი წესდების (პახომისეული) მიმდევრები და დამცველები იყვნენ. ატარებდნენ ხალენებს, სატრაპეზოდ კი დაბურული სახით ცხადებოდნენ და მუდამ ქვემოთ იყურებოდნენ, რათა არ ეხილათ თუ როგორ იხმევდა საზრდოს მათ ახლოს მჯდომი სხვა ძმა.
ყველა მათგანი ისეთ მკაცრ მდუმარებას იცავდა, რომ კაცს თავი უდაბურ უდაბნოში გეგონებოდა. იმის გამო, რომ ბერები თავის წესს საიდუმლოდ ასრულებდნენ, ისინი საჭმელადაც მხოლოდ იმიტომ სხდებოდნენ, რომ სხვათაგან თავისი მმარხველობა დაეფარათ. სუფრასთან ჯდომისას ზოგნი ერთი-ორჯერ თუ მიიტანდნენ პირთან ხელს და თითო ლუკმა პურს, ზეთისხილს ან სხვა რამეს თუ წაციცქნიდნენ, რითაც სავსებით კმაყოფილდებოდნენ, სხვანი მარტოოდენ პურს ჭამდნენ და მეტს არაფერს ეკარებოდნენ, ზოგნი კი სამიოდე კოვზი ფაფით იკლავდა შიმშილს. ნანახით სამართლიანად გაოცებული დავრჩი და არც ჩემი სულისთვის სასარგებლო დასკვნების გამოტანა დამიყოვნებია“. /“ლავსაიკონი“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 29 2025, 09:47 AM
პოსტი
#4626
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„წმინდა იოანე დამასკელს აქვს: ღარიბ ადამიანს მდიდრის ოჯახში რომ მიიყვან, უფრო მეტად მიხვდება, როგორი ღარიბიაო. იმ ბერის გონება, რომელიც წმ. მამების ცხოვრებას კითხულობს, უფრო მეტად დამდაბლდება. მამა შიო [ხარძეიშვილი] ცდილობდა, რამდენადაც შეეძლო, მათთვის მიებაძა, მაგრამ ბერს ყოველთვის აქვს თავისი საზომი, ოქროს შუალედი, წინააღდეგ შემთხვევაში შეიძლება ხიბლში ჩავარდეს. ხიბლისგან თავის დასაცავი კი სულიერი მამის მორჩილებაა, რომელსაც მამა შიო პირნათლად და პატიოსნად ასრულებდა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 30 2025, 09:54 AM
პოსტი
#4627
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“ერთხელ ახალგაზრდა და მხცოვანი ბერები სავანეში ბრუნდებოდნენ. მათ მდინარე უნდა გადაევლოთ, რომელიც წვიმებისგან ძალიან იყო ადიდებული. ნაპირზე ახალგაზრდა ქალი იდგა, რომელსაც ასევე სჭირდებოდა მეორე ნაპირზე გადასვლა, მაგრამ ამას დაუხმარებლად ვერ შეძლებდა. ბერული აღთქმა მკაცრად უკრძალავდა ბერებს ქალთან შეხებას და ახალგაზრდა ბერმაც ქალისგან დემონსტრაციულად იბრუნა პირი.
მხცოვანი ბერი კი მივიდა ქალთან, ხელში აიყვანა და მდინარეზე გადაიყვანა. მთელი დარჩენილი გზის განმავლობაში ბერები მდუმარედ მიდიოდნენ, მაგრამ სავანესთან ახალგაზრდა ბერმა ვერ მოითმინა და მხცოვანს უსაყვედურა: - როგორ გაბედე ქალთან შეხება?! შენ ხომ აღთქმა გაქვს მიცემული! ამაზე მხცოვანმა უპასუხა: -უცნაურია, მე ქალი მდინარეზე გადავიყვანე და იქვე დავტოვე, შენ კი მას ამ დრომდე გულით ატარებო“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 31 2025, 09:54 AM
პოსტი
#4628
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ყოველი ძმა ვალდებულია ყოველდღიურად ემთხვიოს სასწაულმოქმედ ხატს ან წმინდა ნაწილებს, რომლებიც მონასტერშია. მთხვევა საჭიროა სამი მოწიწებული თავისდრეკითა და გულისმიერი ლოცვით იმაზე, რომ წმინდანები შეგვეწიონ, რათა ბერობის ასპარეზი ღვთის სადიდებლად და სულის საცხოვნებლად განვვლოთ.
სამი თავისდრეკიდან ორი აღესრულება ხატის ან წმინდა ნაწილების ამბორამდე და ერთი - ამბორის შემდეგ. ასე იქცევიან მოწიწებული ბერები ყველა მონასტერში, სადაც არსებობს წმინდა სასწაულმოქმედი ხატები ან წმინდა ნაწილები. ჩვეულებრივ, ბერები ხატებსა და წმინდა ნაწილებს ცისკრის შემდეგ ან მწუხრის შემდეგ ემთხვევიან, ანდა საღამოს კანონის შემდეგ“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 1 2025, 09:44 AM
პოსტი
#4629
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„იერუსალიმში მე კიდევ ერთ ქალწულს ვიცნობდი, რომელიც ექვსი წელი ბალნის ძაძას ატარებდა. იგი თავის სენაკში ჩაიკეტა, ყოველგვარ ამქვეყნიურ სიამეთ განერიდა და დედაკაცთა შორის ყველაზე თავშეკავებულ ცხოვრებას მიეცა, მაგრამ შემდგომ, გადაჭარბებული სიამაყის, ამ ყოველგვარი სიბოროტის მშობელი ცოდვის გამო, მონაზონი უფლის მფარველობას მოაკლდა და მეძავობით დაეცა.
ქალწულს ეს იმიტომ შეემთხვა, რომ იგი სულის მოთხოვნილების ან უფლის სიყვარულის გამო კია არ მოღვაწეობდა, არამედ კაცთა დასანახად და მიწიერი ფუჭი დიდების მოსახვეჭად, რომელსაც მხოლოდ გახრწნილი ნება ეძიებს. ამპარტავნებისა და ქედმაღლობის დემონმა იგი წმიდა განზრახვათაგან განდრიკა და მასში სხვათა განსჯის სურვილი გააღვივა. როდესაც ქალწული სიამაყის სულმა დაათრო და მისით ტკბობას დაუმორჩილა, მაშინ მონაზვნის უბიწოების მცველმა წმიდა ანგელოზმა იგი დაუტევა“. /“ლავსაიკონი“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 2 2025, 10:15 AM
პოსტი
#4630
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მამა შიოს [ხარძეიშვილი] საოცარი, ყინწვისის მთავარანგელოზისფერი თვალები ჰქონდა, სადაც მის სულიერ მდგომარეობას - თავმდაბლობას, მორჩილებას და, საერთოდ, მის ბერობას ამოიკითხავდით“.
/დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია)/ "2025 წლის 4 ივნისს გარდაიცვალა ძამის ხეობის კოდმანის ღირსი გაბრიელ ათონელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ალბოროვი). მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ გაბრიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ რუის-ურბნისის ეპარქიას, მონასტრის საძმოს, განსავენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ მღვდელ-მონაზონი გაბრიელი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 3 2025, 10:03 AM
პოსტი
#4631
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“მონასტერში არსებობს ასეთი ჩვევა, ახლადმისულებს ერთი შეხედვით ღირსების შემლახავ მორჩილებაში ამყოფებენ, აძლევენ შავ სამუშაოს, რათა მათ თავმოყვარეობის შელახვით მიეცეთ საკუთარ თავზე მუშაობის საშუალება. შემდეგ აჩვევენ უდრტვინველად საჯარო მხილების, საყვედურების, შეურაცყოფის გადატანას, მაშინაც კი, როცა ისინი უდანაშაულონი არიან“.
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 4 2025, 09:57 AM
პოსტი
#4632
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ვინც იცავს კეთილგონივრულ დუმილს, ინახავს მზერასა და შეხებას, განეშორება განსაკუთრებულ სიყვარულს ძმათაგან და საეროთაგან ნებისმიერისადმი, ვინც არ უნდა იყოს, განეშორება მიწიერი საგნებისადმი მიჯაჭვულობას, განეშორება თავისუფალ ქცევასა და ყველაფერს, რითაც მორიდება და მოწიწება ირღვევა, ის მალე იგძნობს საკუთარ თავში იმ სიკვდილს, რომლისგანაც სიცოცხლე ამობრწყინდება. პირიქით, ვინც გაფანტულობას ნებდება, საკუთარ თავს თვალს არ ადევნებს, თავს მიჯაჭვულობისა და თავისუფალი ქცევის უფლებას აძლევს, ვერასდროს სულიერს ვერაფერს მიაღწევს, თუნდაც მონასტერში მთელი საუკუნე დაჰყოს“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 5 2025, 10:38 AM
პოსტი
#4633
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ნეტარმა ოლიმპიადამ მორჩილების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, რომლის უმეტეს ზეაღსვლა უკვე წარმოუდგენელი იყო. ცხოვრება - პატივმოყვარეობის გარეშე, ხასიათი - გულღია, ზნეობა - გულწრფელი, ყოველგვარ ხელოვნურ გამშვენებას მოკლებული სათნო სახე, დათრგუნული და დაძაბუნებული სხეული, თავმდაბალი გონება, სიამაყისგან თავისუფალი განსჯა, უშფოთველი გული, დაუცადებელი მღვიძარება, უზაკვო სული, უნაპირო სიყვარული, საარაკო ქველმოქმედება, ღარიბული სამოსი, უზომო თავშეკავება, ღმრთისაკენ მარადმიმართული გონება, უკვდავი იმედები, ენითაუწერელი გულმოწყალება - აი, ყველა ის სათნოება, რაც ამ გასაოცარ დედაკაცს ამშვენებდა“.
/“ლავსაიკონი“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 6 2025, 10:32 AM
პოსტი
#4634
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„უზომოდ მშრომელი იყო [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)]. ერთხელ ქოზიფაში ჟურნალისტები მოვიდნენ. ამ დროს მამა შიო ფიზიკურად ისეთი გულითა და სულით შრომობდა, რომ სულ მთლად მტვრიანი იყო, სახეზე ოფლი ღვარღვარად ჩამოსდიოდა და მზისაგან იყო დამწვარი. სტუმრებს თავდაპირველად რიგითი მორჩილი შეხვდა, რომელსაც თეთრი სახე ჰქონდა და ამავე დროს სუფთად ჩაცმული იყო. შემდეგ რომ გაიგეს, რომ მონასტრის წინამძღარი მამა შიო იყო და არა ის სუფთადჩაცმული მორჩილი, არაფრით არ იჯერებდნენ“.
/ბერი დამიანე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 7 2025, 09:24 AM
პოსტი
#4635
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“ერთხელ მავან ძმას ღამის ლოცვა ბაყაყის ყიყინმა დაურღვია. ყველა მისი მცდელობა, ყურადღება არ მიექცია ამ ხმისთვის, უშედეგოდ დამთავრდა. მაშინ მან ფანჯრიდან გასძახა: „აბა, ჩუმად! უნდა ვილოცო“.
ეს ძმა სიწმინდით გამორჩეული მოღვაწე იყო და მისი ეს თხოვნა მყისვე შესრულდა. ყველა სულიერი დადუმდა ირგვლივ, რათა ლოცვისთვის არაფერს შეეშალა ხელი. მაგრამ ამ დროს კიდევ ერთი ხმა გაისმა, რომელმაც ბერს ხელი შეუშალა უფლის დიდებაში. შინაგანმა ხმამ უთხრა: -იქნებ ღმერთისთვის ამ ბაყაყის ყიყინის მოსმენა არანაკლებ სასიამოვნოა, ვიდრე შენი ფსალმუნების კითხვა? -როგორ შეიძლება ბაყაყის ყიყინმა უფლის სმენა დაატკბოს? - დამცინავად უარყო ძმამ, მისი აზრით, მტრის ხმა. მაგრამ ეს ხმა დანებებას არ აპირებდა: -მაშ, შენი აზრით, რატომ შექმნა უფალმა ბგერა? ძმამ გადაწყვიტა ამის გარკვევა. სარკმელში თავი გაჰყო და ბრძანა: „იმღერეთ!“ ჰაერი ბაყაყის მონოტონური ყიყინით აივსო, რომელსაც აკომპანიმენტად უახლოესი წყალსაცავების ბინადართა ხმები გასდევდა. ძმამ ხმებს ყური მიუგდო და გაღიზიანება გაუქრა. მან აღმოაჩინა, რომ თუ მათ არ ვეწინააღმდეგებით, ისინი მხოლოდ ამდიდრებენ ღამის სიჩუემს. ამ აღმოჩენისას მოღვაწე ბერის გულმა მთელს სამყაროსთან ერთობლივი ჰარმონია განიცადა და პირველად, თავის სიცოცხლეში, მიხვდა, რას ნიშნავს ჭეშმარიტი ლოცვა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 8 2025, 10:29 AM
პოსტი
#4636
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ვინც თავისი გარეგანი ქცევა მოაწესრიგა, იგი კარგად მოყვანილ, უბზარებო ჭურჭელს ჰგავს: ასეთ ჭურჭელში შეიძლება ძვირფასი მირონის მოთავსება, მოთავსება გულდაჯერებით, რომ მირონი ხელუხლებლად შეინახება. ბერიც, რომელმაც კეთილად მოაწესრიგა თავისი ჩვევები, შემძლე ხდება სულიერი ღვაწლისა, რომელიც მოწესრიგებული სხეულებრივი ჩვევებით ხელუხლებლად ინახება. პირიქით, იგი ვერაფრით შეძლებს იმ ბერში დამკვიდრებას, რომელიც გარეგანი ქცევით სრული არ არის“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ „2025 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა მცხეთის (არმაზის დასახლებაში მდებარე) წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წევრი, სქემარქიმანდრიტი იოანე (ჯიშკარიანი). მწუხარებას გამოვთქვამთ სქემარქიმანდრიტ იოანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ სქემარქმიანდრიტი იოანე.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 9 2025, 10:35 AM
პოსტი
#4637
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ჭიშკრის მცველმა გვითხრა, რომ მონასტრის მკვიდრი ძმები ძალზედ წმინდა ცხოვრებით იყვნენ ცნობილნი და, რომ ყოველ მათგანს სასწაულთა აღსრულება შეეძლო. პრესვიტერმა ისიც გვაუწყა, რომ ბერები ამ სოფლიდან ისე გადიოდნენ, რომ ავად არასოდეს ხდებოდნენ. როდესაც ძმათაგან რომელიმეს აღსასრულის ჟამი მოუახლოვდებოდა, იგი ამის შესახებ ყველას წინასწარ აუწყებდა, რის შემდეგაც წვებოდა და სულს უფალს ავედრებდა“.
/“ლავსაიკონი“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 10 2025, 11:28 AM
პოსტი
#4638
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„როდესაც გადავდგი ნაბიჯი ბერად აღკვეცისა, მოგვიწია ვარძიის მოლოცვა. იქ ერთ კელიაში მოვხვდით. მესაუბრა გვიანობამდე, მაძლიერებდა [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)]: „კარგად უნდა დაფიქრება, გააზრება, უკან უფსკრულია, უკან ვეღარ გაიხედები, მაგრამ ეს გზა არის გზა ქრისტესი“.
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 11 2025, 10:06 AM
პოსტი
#4639
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ყველაზე საშიში ანტიქრისტესთვის - ეს მონაზვნობა, მონაზვნური შესამოსელია. მონაზვნის მანტიის შიში ექნება ანტიქრისტეს. თუმცა ძლიერ აწამებს ბერ-მონაზვნებს, მაგრამ მათ ვერ სძლევს“.
/სქემმონაზონი ზოსიმა (სოკური)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 12 2025, 11:53 AM
პოსტი
#4640
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ყველა ძმამ საკვები უნდა მიიღოს საერთო ტრაპეზზე და არა სენაკებში, გარდა სნეულებისა, რომლებისთვისაც ნებადართულია საკვების სენაკში მიღება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ წინამძღვრის ცოდნითა და ნებართვით“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th November 2025 - 03:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი