IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

235 გვერდი V « < 231 232 233 234 235 >  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 13 2025, 12:21 PM
პოსტი #4641


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქალაქ ანტინოიში დედათა თორმეტი მონასტერი არსებობს, სადაც ღვთივსათნო მოღვაწეობას ეწევიან. ერთ-ერთ სავანეში მე მხევალი ღვთისა, სახელად ამატალიდა გავიცანი, ღრმად მოხუცი მონაზონი, რომელსაც ოთხმოცი წელი მოსაგრე ცხოვრებაში ჰქონდა გატარებული. ამის შესახებ ამატალიდამ თავად მითხრა, რაც მასთან ერთად მცხოვრებმა სხვა დედებმაც დამიდასტურეს.

ღვთივსულიერი მონაზვნის მხარდამხარ სამოცი განდეგილი დედა იღწვოდა, რომლებიც მაღალზნეობრივი და სათნო ამატალიდას წინამძღვრობით ღვთისმსახურების სარბიელზე უმწიკვლოდ მოსაგრეობდნენ. მხცოვანი მონაზონი ყველა მათგანს უნაპიროდ უყვარდა და უსათუოდ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დედები მონასტრიდან არასოდეს გადიოდნენ და წმიდა ამატალიდას მადლიანი დარიგებებით ღვთისმოსავობაში გამუდმებით წარემატებოდნენ.

უფლის მორჩილ მხევალს უკვე ისეთი ვნებათუქონებლობა ჰქონდა მოხვეჭილი, რომ როდესაც მის სენაკში შევედი და იქვე მერხზე ჩავიმუხლე, მონაზონი ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ქრისტესმიერი სიყვარულით და სითამამით აღვსილმა ხელები მხრებზე მომხვია“.

/“ლავსაიკონი“/


„ამა წლის 25 მაისს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერში დიდ სქემაში აღკვეცა ამავე სავანის წევრი, მონაზონი მარიამი (უშვერიძე) რომელსაც სახელად ანასტასია ეწოდა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2025, 10:24 AM
პოსტი #4642


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მამა შიო [ხარძეიშვილი] მკაცრი და მომთხოვნი მოძღვარი იყო. თუ უფლის მცნებას არ დაემორჩილებით, მოძღვარს არ დაუჯერებთ და განსაცდელის დათმენისთვის მზად არ ხართ, მაშინ მონასტერში რა გინდათ, ეს ხომ უბრალო თავშეყრის ადგილი არ არის? მონასტერი ღვთის სახლია და აქ უფლის მიმართ განსაკუთრებული მოწიწებით უნდა ცხოვრობდეთო.

ძალიან სამართლიანი იყო. შეგრცხვებოდა მისი ნათქვამისათვის ყურადღება არ მიგექცია და მომავალში არ გაგეთვალისწინებინა. როგორც მონასტრის წინამძღვარს, შეეძლო ნებისმიერი საქმის შესრულება სხვისთვის დაევალებინა, მაგრამ მორჩილებას, პირველ რიგში, თვითონ იწყებდა ხოლმე.

ქოზიფაში ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, 3 თვის განამვლობაში, ბოსელში გადიოდა მორჩილებას. თვითონ კვებავდა საქონელს, წველიდა, ყველს იღებდა, ასუფთავებდა და მეურნეობის მოვლასაც საკუთარ თავზე იღებდა. მის შემხედვარე უცხო ადამიანებს უკვირდათ ხოლმე, წინამძღვარია და ხომ შეიძლება, ასე მძიმე ფიზიკური საქმე არ შეასრულოსო.

ძალიან თავმდაბალი და მოსიყვარულე იყო. როცა ვხედავდით, რომ იღუმენი შრომობდა, თქმა აღარ გვჭირდებოდა, მთელი საძმო მის გვერდით ვდგებოდით და ერთად ვშრომობდით. პირადი მაგალითით გვასწავლიდა თავმდაბლობასაც და ყველანაირ სათნო საქციელს. თავისი თავის შექება არ უყვარდა, არასოდეს იტყოდა, მე ის გავაკეთე და შენც იგივე უნდა გააკეთოო“.

/გელა გრიგალაშვილი (სულიერი შვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2025, 11:46 AM
პოსტი #4643


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მონაზონ ლეონტის გასაოცარი თხრობა

„ხსენებულ ძმასთან განსაკუთრებული ძმური სიყვარული მაკავშირებს, რადგან ასაკითაც თანატოლები ვართ და წლების განმავლობაში ერთად ვშრომობდით ბოზინას მეტოქიონში. ერთხელ, როცა წინამძღვრის მიმართ მორჩილების შესახებ ვსაუბრობდით, თავს გადამხდარი გასაოცარი, შიშისმომგვრელი ამბავი გამანდო:

-ძმაო ლაზარე, შენთვის არ მითქვამს, თუ რა გადამხდა აღნიშნულ საკითხთან, ანუ მორჩილებასთან დაკავშირებით წლების წინ, ჩემი აღკვეცის პირველ წლებში, როცა ახალგაზრდა ვიყავი.

-არა უშავს, მამაო, ახლა მითხარი. მერე რა, რომ მას შემდეგ ამდენი ხანი გავიდა, მთავარია, საინტერესო იყოს და სხვა თხრობებთან ერთად აღვწეროთ.

-ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, 1916 თუ 1917, როცა ჩემმა ბერმა მითხრა, რომ მარიანას მეტოქიონში მზარეულად წავსულიყავი, მაგრამ მე ჭკუამოკლემ, რადგანაც არ ვიყავი დადებითად განწყობილი აღნიშნული მეტოქიონის მიმართ, ვუპასუხე, თითქოს იქ ძალიან ციოდა, შესაფერისი ტანისამოსი კი არ გამაჩნდა და, შესაძლოა, გავცივებულიყავი. გარდა ამისა, იმ მხარეში ბევრი ავაზაკი დაძრწოდა და ვშიშობდი მოსალოდნელი ხიფათის გამო... ბერმა კვლავ გამიმეორა, თან მანუგეშა, რომ საჭირო ტანისამოსზეც იზრუნებდა. კარგად მახსოვს მისი სიტყვები: „აბა, შვილო ჩემო, ნათლისმცემლის ლოცვა შეგეწიოს, გამოიჩინე მორჩილება, წადი მეტოქიონში, რადგან იკონომოსი მარტოა და დახმარება სჭირდება, წადი, შვილო ჩემო...“

მე კვლავ შევეპასუხე ჩემი ჩვეული ჭირვეულობით. ამდენად, ბერმა მოთმინება დაკარგა და, აღშფოთებულმა, საკითხი პატიოსან წინამორბედს მიანდო... ასე წამოვედი წინამძღვრის მისაღები ოთახიდან და ჩემი სენაკისკენ გავემარეთე. ეჰ, ჩემო ძმაო, რამდენჯერაც ვიხსენებ ამ შემთხვევას, ყოველთვის შიშისაგან ვკანკალებ.

ღამის ორი-სამი საათი იქნებოდა, როცა ჩემს ოთახში დავინახე გიგანტური აღნაგობის საშინელი ადამიანი შოლტით ხელში, მაშინვე გამომეღვიძა და შიშისაგან წამოვხტი. მან ჩემი გაშოლტვა დაიწყო, თან მკიცხავდა: „შენ რა მონაზონი ხარ? რატომ არ ემორჩილები მოძღვარს?“ - და აქეთ-იქიდან მშოლტავდა.

მე ტირილი დავიწყე, ვევედრებოდი, რომ შეეწყვიტა ჩემი გამათრახება და ამიერიდან დავემორჩილებოდი მოძღვარს... ის კაცი მაშინვე გაუჩინარდა. მე შიშითა და ძრწოლით მივირბინე წინამძღვრის სენაკთან, გავაღვიძე და მოთქმა-ტირილით ჩავუვარდი ფეხებში. შემდეგ ჩემი შეცდომა ვაღიარე, დავპირდი, რომ ამიერიდან აღარასოდეს ვეურჩებოდი და ვთხოვე, რომ ჩემთვის შენდობის ლოცვა წაეკითხა. ბერი დამშვიდდა და შენდობის ლოცვა წამიკითხა, შემდეგ ჩემს სენაკში თამამად დავბრუნდი და დავმშვიდდი. მეორე დღეს ჩემი ბარგით დილიდანვე მზად ვიყავი მარიანას მეტოქიონში გასამგზავრებლად.

-გმადლობ, ძმაო ლეონტი. შენი თხრობა აღნიშვნის ღირსი და ზოგადცხოვრებულთა მონაზონთათვის ფრიად სასარგებლოა“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2025, 10:31 AM
პოსტი #4644


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედა ნინოს [ლიზა ქოქიაშვილი] ლოცვა უყვარდა. ხშირად მინახავს მაყვლის ბუჩქთან, ან იქვე მდგარ პატარა ტაძარში როგორი სასოებით კითხულობდა წმინდა ნინოს დაუჯდომელს. ლოცვიდან დაბრუნებულს თუ სენაკში დავხვდებოდი, ბედნიერი ხმით მეტყოდა, - დღეს წმინდა ნინო ვადიდე, დაუჯდომელი წავუკითხეო. თუმცა, ერთხელ ასეთ უჩვეულო შემთხვევასაც წავაწყდი.

სენაკში სახარებას ვკითხულობ, დედა ნინოც თავის ფარდებით შემოსაზღვრულ სენაკშია. უცებ ხმა მესმის: „დედა ნანა, რას აკეთებ?“ პირად კანონს ვასრულებ, სახარებას ვკითხულობ-მეთქი. უცებ ისეთი რამ მითხრა, ძალიან გამიკვირდა - ლამის ორი კვირაა, სახარებისთვის ხელი აღარ მომიკიდებია. თხუთმეტ წელზე მეტია, ვკითხულობ, ზეპირად ხომ არ უნდა ვისწავლოო. მივხვდი, ბოროტისგან მიწვდილი აზრების ზეგავლენის ქვეშ იყო. მე კი რაღაც უნდა მეთქვა აუცილებლად, რომ მდგომარეობა შემეცვალა.

რამდენიმე წუთის შემდეგ შევეხმიანე და რომ არ სწყენოდა, მორიდებით შევახსენე: - დედა ნინო, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სახარების კითხვა ჩვენთვის წყლისა და ჰაერის მოწოდების ტოლფასია. თუ მას შეგვიწყვეტენ, დავიხრჩობით. გინდა, რომ ბოროტმა გძლიოს და მოგკლას? შენ ჯოჯოხეთში გაგისტუმროს და თვითონ გაიხაროს, რომ კიდევ ერთი მონაზვნის ცხოვრება გაანადგურა. თუ ეს არ გინდა, მაშინ სასწრაფოდ დაიწყე სახარების კითხვა-მეთქი.

ცოტა ხანს არაფერი უთქვამს, შემდეგ მითხრა, - ეს ყველაფერი მეც ხომ ვიცი. როგორ დამიბნელა გონება ბოროტმა და ღვთის სიტყვას მომაშორაო. დანანებით ამოიოხრა და სახარების კითხვა დაიწყო“.

/სქემმონაზონი ირინე თვაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2025, 08:28 AM
პოსტი #4645


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახალდამწყებები არა მარტო სენაკში საერო ადამიანების მიღებას უნდა ერიდონ, არამედ სენაკებში ერთმანეთთან უდროო სიარულსაც. ახალდამწყებების მიერ ერთმანეთთან უდროო სტუმრობა მათთვის არის უქმისმეტყველების, სიცილის, სითამამის მიზეზი, რაც ახალდამწყების გულში აღმოფხვრის ღვთის შიშს და მოსაგრეობრივი ცხოვრების კეთილ სურვილს, აღიძვრება ვნებების უძლიერესი მოქმედება, განსაკუთრებით, გულგატეხილობის, მრისხანებისა და სიძვის ვნებებისა. ამიტომ დიდმა ბერმა, სვიმეონ ღვთისმოშიშმა, თავისი მოსწავლე, წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, მონასტერში შესვლისას დაარიგა, რომ, როგორც მონასტრის გარეთ, ისე მის შიგნით, ყოველგვარ ნაცნობობაზე უარი ეთქვა. მოსწავლემ, რომელიც გულმოდგინედ ასრულებდა უხუცესი ბერის სწავლებას, მაღალ სულიერ წარმატებას მალე მიაღწია“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2025, 11:33 AM
პოსტი #4646


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბოროტმა სულმა რამდენიმე დღე მაცალა და შემდეგ უწინდელზე უფრო დიდი ძალით დამეძგერა. ისე გამიჭირდა, რომ კინაღამ ღვთის გმობა დამცდა. დემონმა ეთიოპიელი ქალწულის სახე მიიღო, რომელიც ჩემს სიჭაბუკეში მყავდა ნანახი, როდესაც იგი ზაფხულში თივას კონავდა. მომეჩვენა, რომ ასული ჩემს სენაკში იჯდა და ავსულმა ამ დროს ისეთ დღეში ჩამაგდო, რომ მეგონა თითქოს ქალწულთან უკვე შევცოდე კიდეც. როგორც იქნა გონს მოვეგე და დედაკაცს სილა გავარტყი. იგი გაჰქრა.

დამიჯერე: ორი წლის განმავლობაში ხელიდან აუტანელი სიმყრალე ვერ მოვიშორე. ამის გამო კიდევ უფრო დავმწუხრდი, და ბოლოს, სასოწარკვეთილი, კვლავაც უდაბნოში სახეტიალოდ გავეშურე. გზაში პატარა ასპიტს გადავეყარე. გველი ხელში ავიყვანე და ტანთან მოვიტანე, რათა მას დავეგესლე და მოვეკალი, მაგრამ რამდენიც არ ვცადე, ქვეწარმავალმა, ღვთის შეუცნობელი ნებით, არ მიკბინა.

უეცრად ხმა ჩამესმა, რომელიც ჩემს გულს ესაუბრებოდა: წადი პახონ, იღვაწე. ბოროტ სულს შენზე ხელმწიფება იმიტომ მივანიჭე, რომ ოცნებებს არ აჰყოლოდი და არ გგონებოდა, თითქოს ეშმაკის დამარცხება მარტოს შეგეძლო, იმიტომაც დაუშვი ეს, რომ საკუთარი უძლურება შეგეცნო და შენს ძალებს კი არ დაყრდნობოდი, არამედ ყველგან და ყოველთვის უფლის შემწეობა გეძებნა.

ამ ხმით დამშვიდებულმა ჩემს სენაკს მივმართე. იმ დღიდან საოცარი სიმხნევე შევიგრძენი, ბოროტთან რკენას აღარ შევუძრწუნებივარ და დარჩენილ დღეებს მშვიდად და უშფოთველად ვატარებ. სირცხვილეულმა ეშმაკმა კი იხილა-რა ჩემი მისდამი სიძულვილი, სიახლოვეს აღარ გამკარებია“.

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2025, 12:50 PM
პოსტი #4647


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა შიოს [ხარძეიშვილი] თავაზიანობა განაცვიფრებდა ადამიანს. ხშირია შემთხვევა, როცა მონასტრის წევრი რამეს დააშავებს. მას ამის შესახებ ისე მკაცრად და უხეშად ეტყვიან, რომ ამ ადამიანს ავიწყდება, რომ რაღაც დააშავა. საკუთარ დანაშაულზე ვეღარ ფიქრობს, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და განკითხვაში ვარდება. ბევრს ამის გამო მონასტერიც კი დაუტოვებია. მამა შიო საყვედურს კი ეტყოდა, მაგრამ ისე ლამაზად, იმგვარი სითბოთი, რომ სინანულში მოიყვანდა, შეცდომასა და სინანულს შეაცნობინებდა“.

/ბერი ლაზარე (გამარნიკი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2025, 10:21 AM
პოსტი #4648


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი კალენიკე

„ბერი კალენიკე წარმოშობით რუმინელი იყო. აღესრულა 1903 წელს, 85 წლის ასაკში. ისიც იმ უკიდურეს მმარხველ და მოღვაწე მამათა შორის თანააღირაცხება, რომლებიც მოუკლებლად მარხულობდნენ. იმხანად მმარხველ მამათა რიცხვი რვა-ათს შეადგენდა. ღებულობდნენ უზეთო საკვებს, ისხდნენ დამწყებ მონაზონთა ტრაპეზზე და ყოველ შაბათს სასაფლაოზე არსებულ ტაძარში ეზიარებოდნენ უხრწნელ საიდუმლოს.

იგი გაიცნო ბერმა ხარიტონმაც, რომელმაც შემდეგ ერთობ საგულისხმო ამბავი მომითხრო: „ერთხელ ჩვენი სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა დოსითეოსმა მენავე მამა პახუმს დაავალა, საძმოს საერთო ტრაპეზისთვის სათევზაოდ წასულიყო. იგი უმალვე დაემორჩილა, მაგრამ ერთი დამხმარე სთხოვა, რათა ღვთისგან შეწევნის მისაღებად მისთვის სკვნილზე ელოცა (ასეთი წესი ჰქონდა, როცა სათევზაოდ მიდიოდა). წინამძღვარს არ სურდა, მოეცდინა ახალგაზრდა მონაზვნები, რომლებიც სხვადასხვა საქმით იყვნენ დაკავებულნი, ამიტომ იმხანად ხანშიშესულ ბერ კალენიკეს უხმო და დაავალა, მამა პახუმის სათევზაოდ გაჰყოლოდა და სკვნილზე ელოცა.

-კი მაგრამ, მამაო, მე თევზს არ ვიხმევ და სჯობს დამტოვო, - უთხრა მამა კალენიკემ.

-არა, - მიუგო წინამძღვარმა, - სხვას არავის სცალია. წახვალ და სწორედ იმიტომ, რომ თევზს არ იხმევ, ღვთისგან მეტი სასყიდელი გექნება.

-როგორც მაკურთხებ, მამაო, - უპასუხა მან.

წინამძღვრის წინაშე ჩვეული მეტანია შეასრულა და წავიდა. თევზი უხვად დაიჭირეს! სავანის მამები იმდენად დანაყრდნენ, რომ, წინამძღვრის ბრძანებით, თევზაობა საერთოდ აიკრძალა“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2025, 09:45 AM
პოსტი #4649


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - თქვენი მონასტრის [ქარელის მუნიციპალიტეტში, წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა მონასტერი] ეზოში დაკრძალულია ახალგაზრდა მონაზონი სოფია, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა. მის საფლავზე ხალხი მოსალოცად მოდის კურნების იმედით. გვიამბეთ დედა სოფიაზე, რა მადლი ჰქონდა, რომ ხალხში ამგვარი რწმენა და განწყობა გამოიწვია?

-დედა სოფიას საერო სახელი იყო ანა, გვარად ბეგაშვილი. თელავიდან გახლდათ. ბავშვობიდან განსხვავებულ ბუნებას ამჟღავნებდა, შუამთაში დადიოდა მოსალოცად. მისმა დეიდამ გვიამბო - შუამთაში ღამისთევით რომ წავიდოდით, პატარა ანა წუთითაც არ დაჯდებოდა, ფეხზე მდგომი უსმენდა ლიტურგიას, საოცარი რწმენა ჰქონდა, მე კი, ამის შემხედვარეს, მისი მრცხვენოდა, ჯდომა რომ მიწევდაო. ბებიამ გვითხრა, ნაყინს რომ ვუყიდდი პატარა ანას, მეტყოდა ხოლმე, დღეს ოთხშაბათია ან პარასკევიო, მერე მეც ვერ ვაკარებდი პირს, რაკი ბავშვი არ ჭამდაო.

გოგონას ლეიკემია ჰქონდა, ბოლო 3 წელი საზღვარგარეთ მკურნალობდნენ, რომ გადაერჩინათ. მოძღვართან კონტაქტს არ წყვეტდა. ერთხანს ძალიან მძიმედ იყო, მერე მოტრიალდა, კვლავ შეუბრუნდა. უჩვეულო სიმშვიდით ხვდებოდა სიკვდილს.

მოძღვარს ეუბნებოდა - ჩვენ ხომ მოკვდავები ვართ, რა მნიშვნელობა აქვს, ახლა გარდავიცვლები თუ 40 წლის შემდეგ, თუ მაინც უნდა მოვკვდე, მთავარია, სანამ ცოცხლობ, როგორ იცხოვრებო. გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და ერთხელ არ უთქვამს, ცუდად ვარ, მიშველეთო. პირიქით, სხვებს ამშვიდებდა, არაფერი მიჭირსო. მშობლებს ანუგეშებდა, გულს უმაგრებდა.

ბავშვობიდან ოცნებობდა მონაზვნობაზე, მაგრამ ვერ ამბობდა. ავად რომ იყო, ეს სურვილი თავის მოძღვარს, მამა ილია ჩიკვაიძეს გაუმხილა, მამა ილიამ ლექციაც კი მიუძღვნა დედა სოფიას.

21 წლის ასაკში, მეუფე იობის კურთხევით, აღვკვეცეთ მონაზვნად. მეუფემ დაარქვა სოფია, წმინდა სოფია კიეველის სახელი. უკვე ძალიან სუსტად იყო. სამოსელს რომ ვაცმევდით, ტანს ვერ იმორჩილებდა, ვერ დგებოდა. ავწიეთ და ისე ჩავაცვით. აღკვეცის შემდეგ მეუფემ თქვა, სამახსოვრო სურათები გადავიღოთო - იგულისხმა, რომ მის საწოლთან მსხდომებს გადაგვეღო. მოხდა საოცრება: დაუძლურებულმა გოგონამ იმხელა სიხარული მიიღო აღკვეცისას, რომ მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და ფოტოები ისე გადაიღო. ეს სასწაული ჩვენ თვალწინ განხორციელდა.

2020 წლის 2 მარტს, აღკვეციდან მესამე დღეს, გარდაიცვალა. მონასტრის ეზოშია დაკრძალული. მის საფლავზე ხშირად მოდიან ადამიანები და სანთლებს ანთებენ“.

/დედა მართა (ჩხიკვიშვილი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2025, 11:08 AM
პოსტი #4650


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სამონაზვნო წესში შესული თამბაქოს მოხმარებას უნდა გადაეჩვიოს.

ჩვენი საერო ძმები ძალიან ბრკოლდებიან ბერების მიერ თამბაქოს მოხმარების გამო.

სიყვარულის აუცილებელი ვალი მოითხოვს, რომ ჩვენ დაბრკოლების საბაბი არ მივცეთ საერო ძმებს, რომლებიც, თუ უმნიშვნელო რამით დაბრკოლდებიან, აღარც მნიშვნელოვანში გვენდობიან“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2025, 10:21 AM
პოსტი #4651


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზემო ქვეყანაში ჩვენ ერთი პრესვიტერი მოვინახულეთ. კაცი მართალი და ღვთისმოსავი, სახელად - აპელესი. წმიდა მამა ერისკაცობაში მეთუნე იყო, ხოლო შემდგომში კი ბერად აღიკვეცა და მოსაგრეობას შეუდგა.

ერთხელ აპელესი თავის სენაკში ბერებისათვის სპილენძისაგან სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა და ამ დროს მას დედაკაცის სახით ეშმაკი გამოეცხადა. ღვთივსათნო მოსაგრემ გავარვარებულ ლითონს ხელი დასტაცა და ქალს მთელი სახე და ტანი დაუშანთა. ძმებს კარგად ესმოდათ თუ როგორ კიოდა დედაკაცი ბერის სენაკში...

იმ დროიდან მოყოლებული უშიშარი მოღვაწე გამდნარ ლითონს ხელით ისე იღებს, რომ ვნება არ ადგება“.

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2025, 10:21 AM
პოსტი #4652


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა შიოს [ხარძეიშვილი] ძალიან დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ხანდახან ლაღიც იყო. მახსოვს, რაღაცას ვიხსენებდი და ვიცინოდით. დედა ზოილეს ეუბნება, ნუ იცინით, დედაო, არ შეიძლება, ბერი და მონაზონი უნდა ერიდებოდეს განლაღებასო და ამ დროდ თავადაც იცინოდა“.

/იღუმენია ევგენია (ჟორდანია)/


„ამა წლის 1 ივნისს, მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში, მონასტრის მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) მონაზვნად აღკვეცა:

სამონაზვნე პორფირია (ხარაზი), სახელად ეწოდა თამარი;

სამონაზვნე თამარი (ბრეგვაძე), ეწოდა ნინო;

სამონაზვნე პაისია (პაპავა), ეწოდა მარიამი.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2025, 09:21 AM
პოსტი #4653


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მონაზონი კონსტანტინე

„მონაზონი კონსტანტინეც სავანის მოხუცთა თავშესაფარში იყო მონაზონ ილარიონთან ერთად. მასში მზესავით ბრწყინავდა ნეტარი უბრალოება და წმინდა სიმდაბლე. საუბრისას ხშირად ამბობდა: „ჩემო ძამიკო, ჩემო ძამიკო, მე უწიგნური ვარ, მე არაფერი ვიცი“.

წარმოშობით ეპიროსის ელბასანიდან გახლდათ. გარდაიცვალა 1915 წლის ნოემბერს, 90 წლის ასაკში. აი, როგორი იყო მისი აღსასრული: სადილის დროს საჭმელი ყელში გაეჩხირა. როცა წყალი დალია და მაინც არ უშველა, პატიოსანი წინამორბედის წმინდა ნაწილი ითხოვა, დიდი კრძალულებით ემთხვია და ყველას გასაგონად თქვა: „პატიოსანო წინამორბედო, გამიყვანე ამ ქვეყნიდან“. და, ჰოი, სასწაული! არ გასულა ათიოდე წუთი და სული თვისი უფლისა და შემოქმედის ხელთ მიაბარა.

როცა ათენიდან მონაზვნობისთვის მოსულმა ღვთისმოსავმა ექიმმა პროფესორმა, ნიკოლოზ გორტინიოსმა ამ ორი ბერის, ილარიონისა და კონსტანტინეს, ნეტარი აღსასრული იხილა, გაოცებული დარჩა და აღფრთოვანებით წარმოთქვა: „ეს ორი ბერი ჩიტივით გავიდა ამ ქვეყნიდან“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2025, 11:05 AM
პოსტი #4654


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ მასთან [მამა გაბრიელთან] ლოცვა-კურთხევის მისაღებად მისულა მონაზონი ბარბარე, რომელიც მე მორჩილად მემსახურებოდა წლების განმავლობაში და რომელიც ჩემგან იყო მონაზვნად აღკვეცილი. დედა ბარბარეს, თავისი უბრალოებისა და უპოვარების გამო, ზოგიერთები პატივისცემას ნაკლებად მიაგებდნენ მონასტერში. როცა იგი დაუნახიათ მონასტრის დედებს, ერთ-ერთს კადნიერად მიუმართავს მისთვის: - აი მოვიდა მაწანწალა და მოხეტიალე მონაზონი! - დედა ბარბარეს გული სტკენია, ასეთი ცივი შეხვედრის გამო და ის იყო თვალცრემლიანი აპირებდა იქიდან უკან გამობრუნებას, რომ თავისი სენაკიდან გამოვარდნილა განრისხებული მამა გაბრიელი, რომელსაც როგორც ჩანს ყური მოუკრავს დამცინავი სიტყვებისთვის, დედებმა რომ მიმართეს სტუმრად მისულს და შავი დღე დაუყენებია მათთვის: - თქვე უსაქმურებო, თქვენთ თვითონა ხართ მაწანწალები და მუქთახორები, დედა ბარბარე ერთგულად ემსახურება ეკლესიას, რამოდენა გაჭირვებას ითმენს მისთვის, თქვენ კი გულბოროტნო და ორგულნო განიკითხავთ მას უბრალოებისთვის? თქვენა ხართ მონაზვნები? სად არის თქვენი თავმდაბლობა და სიყვარული, ეხლავე ითხოვეთ შენდობა მისი დამდაბლებისთვის! - მამა გაბრიელი ისე განრისხებულა მომხდარის გამო, რომ მონასტრის დედებს პატიება უთხოვიათ მისთვის. დედა ბარბარე კი მას დაუმშვიდებია, გაუმხნევებია, მგონი ხატითაც დაუსაჩუქრებია და ასე გამოუშვია უკან ლოცვა-კურთხევითა და სიყვარულით.

შემდგომში, მონაზონი ბარბარე ყოველთვის თვალცრემლიანი იხსენებდა ხოლმე ამ ამბავს და თავის დიდ მადლიერებასა და სიყვარულს ვერ მალავადა მამა გაბრიელისადმი. დედაოს მადლიერება იმდენად გულწრფელი იყო, რომ მარტო ეს სიკეთე ეყოფოდა მამა გაბრიელს უფალთან გამართლებაში. ქვეყნიური ცხოვრებისას იგი მუდამ ესარჩლებოდა საწყალსა და გაჭირვებულს, იწყნარებდა სუსტსა და დამდაბლებულს, რათა უფალს შეეწყნარებინა მისი ადამიანური სისუსტენი და უღონოებანი და მასთან სიახლოვეს დაემკვიდრებინა იგი. და მე მწამს, რომ ამ სიკეთეებს არ დაუკარგავს მას ღმერთი, რადგან ქვეყნიური ცხოვრებისას იგი კეთილად აღასრულებდა მოყვასის სიყვარულის მცნებას, რითაც უფალს გაუწია მან კეთილი სამსახური, რამეთუ მაცხოვარი თავად ბრძანებს სახარებაში: „რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“.

ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული; ღმერთმა შეუნდოს მას ადამიანური შეცოდებანი და მისცეს დაუსრულებელი სიხარული. ეკლესიასა და მამაოს მომხსენებლებს კი არ მოაკლოს მისი ლოცვა და შეწევნა ზეციური“.

/მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი), „მოგონებები“, 2006 წ./


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2025, 11:23 AM
პოსტი #4655


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მარხვა, რომელიც შედეგად ესოდენ სასარგებლოა ბერისათვის, ახლადდამწყებისათვის ზომიერი უნდა იყოს. თუ ახალდამწყები ტრაპეზს გარეთ საკვებს არ მიიღებს, ასეთი მარხვა მისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელი იქნება.

ტრაპეზზე თითქმის სიმაძღრემდე საკვების მიღება ახალდამწყებისათვის იმიტომ არის საჭირო, რომ იგი მოვალეა ზოგჯერ ძნელი მორჩილებები შეასრულოს და მათთვის სხეულის ძალები ზედმეტად არ მოასუსტოს. სხეულის ძალების სათანადო მოსუსტებისთვის სამონასტრო ტრაპეზის საკვების თვისება და რაოდენობა საკმარისია“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2025, 01:36 PM
პოსტი #4656


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღვთივსათნო ბერის [აბბა აპოლოსი] მთელი საქმიანობა ის იყო, რომ იდგა-რა მუხლებზე, იგი გამუდმებით აღუვლენდა უფალს ლოცვა-ვედრებას - ასჯერ ღამით და იმდენივეჯერ დღისით. საზრდოს უწინდებურად სასწაულებრივი გზით, ღვთის მიერ წარმოგზავნილი ანგელოზის ხელიდან იღებდა. წმიდა მამის სამოსს მხოლოდ ლევიტონი შეადგენდა, ხოლო თავი კი პატარა ხელმანდილით ჰქონდა წაკრული, და ეს სამოსი უდაბნოში მას არასოდეს უძველდებოდა“.

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2025, 10:43 AM
პოსტი #4657


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ის [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)] ერისაგან მთლიანად მოიკვეთა და უფალს მიენდო. ერში ცხოვრობდა, მაგრამ ერისაგან მოკვეთილი იყო. ერი რომ შენთვის უდაბნო იქნება, ეს არის სულიერებაო, - ამბობდა“.

/იღუმენია ევგენია (ჟორდანია)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2025, 10:44 AM
პოსტი #4658


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი ვიტალი

„ეპიროსის იოანინის მკვიდრი ვიღაც მღვდელი, სახელად ბესარიონი, ჩვენს სავანეში მოვიდა და მონაზვნობას შეუდგა დაახლოებით 1880 წელს. აღკვეცისას ვიტალი უწოდეს. მან სავანეს 400 ლირა უბოძა და ამ სახსრებით არქონდარიკი ააშენა. ნეტარხსენებული ბერი 1895 წელს აღესრულა. ნაწილთა აღმოყვანებისას მისი თავის ქალა და დანარჩენი ძვლები მკვეთრი მოყვითალო ფერისა იყო, რაც ბერის სიწმინდის დამადასტურებელი ნიშანია“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2025, 08:24 AM
პოსტი #4659


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც მისი მონასტერში ყოფნის სამი წელი შესრულდა მამა კალისტრატემ წმიდა საბას სამარხთან შემოსა იგი სამონაზვნო კაბით და სახელად კასიანა უწოდა. იულია ენით უთქმელ ბედნიერებას განიცდიდა და ამბობდა:

-ეს ჩემთვის მეფეზე ქორწინების უმეტესი ბედნიერებაა!

-ახლა შენ მეფეზე ხარ დაქორწინებული, - მეფეთ-მეფეზე. ღიმილით უთხრა ხუცესმა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2025, 10:44 AM
პოსტი #4660


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ცხოვრების არსი ის არის, რომ განკურნოს თავისი დაზიანებული ნება, შეუერთოს იგი ღვთის ნებას, გაანათლოს ამ შეერთებით“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

235 გვერდი V « < 231 232 233 234 235 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th October 2025 - 08:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი