![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#4649
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ - თქვენი მონასტრის [ქარელის მუნიციპალიტეტში, წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა მონასტერი] ეზოში დაკრძალულია ახალგაზრდა მონაზონი სოფია, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა. მის საფლავზე ხალხი მოსალოცად მოდის კურნების იმედით. გვიამბეთ დედა სოფიაზე, რა მადლი ჰქონდა, რომ ხალხში ამგვარი რწმენა და განწყობა გამოიწვია?
-დედა სოფიას საერო სახელი იყო ანა, გვარად ბეგაშვილი. თელავიდან გახლდათ. ბავშვობიდან განსხვავებულ ბუნებას ამჟღავნებდა, შუამთაში დადიოდა მოსალოცად. მისმა დეიდამ გვიამბო - შუამთაში ღამისთევით რომ წავიდოდით, პატარა ანა წუთითაც არ დაჯდებოდა, ფეხზე მდგომი უსმენდა ლიტურგიას, საოცარი რწმენა ჰქონდა, მე კი, ამის შემხედვარეს, მისი მრცხვენოდა, ჯდომა რომ მიწევდაო. ბებიამ გვითხრა, ნაყინს რომ ვუყიდდი პატარა ანას, მეტყოდა ხოლმე, დღეს ოთხშაბათია ან პარასკევიო, მერე მეც ვერ ვაკარებდი პირს, რაკი ბავშვი არ ჭამდაო. გოგონას ლეიკემია ჰქონდა, ბოლო 3 წელი საზღვარგარეთ მკურნალობდნენ, რომ გადაერჩინათ. მოძღვართან კონტაქტს არ წყვეტდა. ერთხანს ძალიან მძიმედ იყო, მერე მოტრიალდა, კვლავ შეუბრუნდა. უჩვეულო სიმშვიდით ხვდებოდა სიკვდილს. მოძღვარს ეუბნებოდა - ჩვენ ხომ მოკვდავები ვართ, რა მნიშვნელობა აქვს, ახლა გარდავიცვლები თუ 40 წლის შემდეგ, თუ მაინც უნდა მოვკვდე, მთავარია, სანამ ცოცხლობ, როგორ იცხოვრებო. გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და ერთხელ არ უთქვამს, ცუდად ვარ, მიშველეთო. პირიქით, სხვებს ამშვიდებდა, არაფერი მიჭირსო. მშობლებს ანუგეშებდა, გულს უმაგრებდა. ბავშვობიდან ოცნებობდა მონაზვნობაზე, მაგრამ ვერ ამბობდა. ავად რომ იყო, ეს სურვილი თავის მოძღვარს, მამა ილია ჩიკვაიძეს გაუმხილა, მამა ილიამ ლექციაც კი მიუძღვნა დედა სოფიას. 21 წლის ასაკში, მეუფე იობის კურთხევით, აღვკვეცეთ მონაზვნად. მეუფემ დაარქვა სოფია, წმინდა სოფია კიეველის სახელი. უკვე ძალიან სუსტად იყო. სამოსელს რომ ვაცმევდით, ტანს ვერ იმორჩილებდა, ვერ დგებოდა. ავწიეთ და ისე ჩავაცვით. აღკვეცის შემდეგ მეუფემ თქვა, სამახსოვრო სურათები გადავიღოთო - იგულისხმა, რომ მის საწოლთან მსხდომებს გადაგვეღო. მოხდა საოცრება: დაუძლურებულმა გოგონამ იმხელა სიხარული მიიღო აღკვეცისას, რომ მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და ფოტოები ისე გადაიღო. ეს სასწაული ჩვენ თვალწინ განხორციელდა. 2020 წლის 2 მარტს, აღკვეციდან მესამე დღეს, გარდაიცვალა. მონასტრის ეზოშია დაკრძალული. მის საფლავზე ხშირად მოდიან ადამიანები და სანთლებს ანთებენ“. /დედა მართა (ჩხიკვიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4650
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“სამონაზვნო წესში შესული თამბაქოს მოხმარებას უნდა გადაეჩვიოს.
ჩვენი საერო ძმები ძალიან ბრკოლდებიან ბერების მიერ თამბაქოს მოხმარების გამო. სიყვარულის აუცილებელი ვალი მოითხოვს, რომ ჩვენ დაბრკოლების საბაბი არ მივცეთ საერო ძმებს, რომლებიც, თუ უმნიშვნელო რამით დაბრკოლდებიან, აღარც მნიშვნელოვანში გვენდობიან“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4651
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ზემო ქვეყანაში ჩვენ ერთი პრესვიტერი მოვინახულეთ. კაცი მართალი და ღვთისმოსავი, სახელად - აპელესი. წმიდა მამა ერისკაცობაში მეთუნე იყო, ხოლო შემდგომში კი ბერად აღიკვეცა და მოსაგრეობას შეუდგა.
ერთხელ აპელესი თავის სენაკში ბერებისათვის სპილენძისაგან სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა და ამ დროს მას დედაკაცის სახით ეშმაკი გამოეცხადა. ღვთივსათნო მოსაგრემ გავარვარებულ ლითონს ხელი დასტაცა და ქალს მთელი სახე და ტანი დაუშანთა. ძმებს კარგად ესმოდათ თუ როგორ კიოდა დედაკაცი ბერის სენაკში... იმ დროიდან მოყოლებული უშიშარი მოღვაწე გამდნარ ლითონს ხელით ისე იღებს, რომ ვნება არ ადგება“. /“ლავსაიკონი“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4652
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა შიოს [ხარძეიშვილი] ძალიან დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ხანდახან ლაღიც იყო. მახსოვს, რაღაცას ვიხსენებდი და ვიცინოდით. დედა ზოილეს ეუბნება, ნუ იცინით, დედაო, არ შეიძლება, ბერი და მონაზონი უნდა ერიდებოდეს განლაღებასო და ამ დროდ თავადაც იცინოდა“.
/იღუმენია ევგენია (ჟორდანია)/ „ამა წლის 1 ივნისს, მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში, მონასტრის მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) მონაზვნად აღკვეცა: სამონაზვნე პორფირია (ხარაზი), სახელად ეწოდა თამარი; სამონაზვნე თამარი (ბრეგვაძე), ეწოდა ნინო; სამონაზვნე პაისია (პაპავა), ეწოდა მარიამი.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4653
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მონაზონი კონსტანტინე
„მონაზონი კონსტანტინეც სავანის მოხუცთა თავშესაფარში იყო მონაზონ ილარიონთან ერთად. მასში მზესავით ბრწყინავდა ნეტარი უბრალოება და წმინდა სიმდაბლე. საუბრისას ხშირად ამბობდა: „ჩემო ძამიკო, ჩემო ძამიკო, მე უწიგნური ვარ, მე არაფერი ვიცი“. წარმოშობით ეპიროსის ელბასანიდან გახლდათ. გარდაიცვალა 1915 წლის ნოემბერს, 90 წლის ასაკში. აი, როგორი იყო მისი აღსასრული: სადილის დროს საჭმელი ყელში გაეჩხირა. როცა წყალი დალია და მაინც არ უშველა, პატიოსანი წინამორბედის წმინდა ნაწილი ითხოვა, დიდი კრძალულებით ემთხვია და ყველას გასაგონად თქვა: „პატიოსანო წინამორბედო, გამიყვანე ამ ქვეყნიდან“. და, ჰოი, სასწაული! არ გასულა ათიოდე წუთი და სული თვისი უფლისა და შემოქმედის ხელთ მიაბარა. როცა ათენიდან მონაზვნობისთვის მოსულმა ღვთისმოსავმა ექიმმა პროფესორმა, ნიკოლოზ გორტინიოსმა ამ ორი ბერის, ილარიონისა და კონსტანტინეს, ნეტარი აღსასრული იხილა, გაოცებული დარჩა და აღფრთოვანებით წარმოთქვა: „ეს ორი ბერი ჩიტივით გავიდა ამ ქვეყნიდან“. /მონაზონი ლაზარე დიონისელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4654
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ მასთან [მამა გაბრიელთან] ლოცვა-კურთხევის მისაღებად მისულა მონაზონი ბარბარე, რომელიც მე მორჩილად მემსახურებოდა წლების განმავლობაში და რომელიც ჩემგან იყო მონაზვნად აღკვეცილი. დედა ბარბარეს, თავისი უბრალოებისა და უპოვარების გამო, ზოგიერთები პატივისცემას ნაკლებად მიაგებდნენ მონასტერში. როცა იგი დაუნახიათ მონასტრის დედებს, ერთ-ერთს კადნიერად მიუმართავს მისთვის: - აი მოვიდა მაწანწალა და მოხეტიალე მონაზონი! - დედა ბარბარეს გული სტკენია, ასეთი ცივი შეხვედრის გამო და ის იყო თვალცრემლიანი აპირებდა იქიდან უკან გამობრუნებას, რომ თავისი სენაკიდან გამოვარდნილა განრისხებული მამა გაბრიელი, რომელსაც როგორც ჩანს ყური მოუკრავს დამცინავი სიტყვებისთვის, დედებმა რომ მიმართეს სტუმრად მისულს და შავი დღე დაუყენებია მათთვის: - თქვე უსაქმურებო, თქვენთ თვითონა ხართ მაწანწალები და მუქთახორები, დედა ბარბარე ერთგულად ემსახურება ეკლესიას, რამოდენა გაჭირვებას ითმენს მისთვის, თქვენ კი გულბოროტნო და ორგულნო განიკითხავთ მას უბრალოებისთვის? თქვენა ხართ მონაზვნები? სად არის თქვენი თავმდაბლობა და სიყვარული, ეხლავე ითხოვეთ შენდობა მისი დამდაბლებისთვის! - მამა გაბრიელი ისე განრისხებულა მომხდარის გამო, რომ მონასტრის დედებს პატიება უთხოვიათ მისთვის. დედა ბარბარე კი მას დაუმშვიდებია, გაუმხნევებია, მგონი ხატითაც დაუსაჩუქრებია და ასე გამოუშვია უკან ლოცვა-კურთხევითა და სიყვარულით.
შემდგომში, მონაზონი ბარბარე ყოველთვის თვალცრემლიანი იხსენებდა ხოლმე ამ ამბავს და თავის დიდ მადლიერებასა და სიყვარულს ვერ მალავადა მამა გაბრიელისადმი. დედაოს მადლიერება იმდენად გულწრფელი იყო, რომ მარტო ეს სიკეთე ეყოფოდა მამა გაბრიელს უფალთან გამართლებაში. ქვეყნიური ცხოვრებისას იგი მუდამ ესარჩლებოდა საწყალსა და გაჭირვებულს, იწყნარებდა სუსტსა და დამდაბლებულს, რათა უფალს შეეწყნარებინა მისი ადამიანური სისუსტენი და უღონოებანი და მასთან სიახლოვეს დაემკვიდრებინა იგი. და მე მწამს, რომ ამ სიკეთეებს არ დაუკარგავს მას ღმერთი, რადგან ქვეყნიური ცხოვრებისას იგი კეთილად აღასრულებდა მოყვასის სიყვარულის მცნებას, რითაც უფალს გაუწია მან კეთილი სამსახური, რამეთუ მაცხოვარი თავად ბრძანებს სახარებაში: „რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“. ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული; ღმერთმა შეუნდოს მას ადამიანური შეცოდებანი და მისცეს დაუსრულებელი სიხარული. ეკლესიასა და მამაოს მომხსენებლებს კი არ მოაკლოს მისი ლოცვა და შეწევნა ზეციური“. /მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი), „მოგონებები“, 2006 წ./ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4655
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მარხვა, რომელიც შედეგად ესოდენ სასარგებლოა ბერისათვის, ახლადდამწყებისათვის ზომიერი უნდა იყოს. თუ ახალდამწყები ტრაპეზს გარეთ საკვებს არ მიიღებს, ასეთი მარხვა მისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელი იქნება.
ტრაპეზზე თითქმის სიმაძღრემდე საკვების მიღება ახალდამწყებისათვის იმიტომ არის საჭირო, რომ იგი მოვალეა ზოგჯერ ძნელი მორჩილებები შეასრულოს და მათთვის სხეულის ძალები ზედმეტად არ მოასუსტოს. სხეულის ძალების სათანადო მოსუსტებისთვის სამონასტრო ტრაპეზის საკვების თვისება და რაოდენობა საკმარისია“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4656
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღვთივსათნო ბერის [აბბა აპოლოსი] მთელი საქმიანობა ის იყო, რომ იდგა-რა მუხლებზე, იგი გამუდმებით აღუვლენდა უფალს ლოცვა-ვედრებას - ასჯერ ღამით და იმდენივეჯერ დღისით. საზრდოს უწინდებურად სასწაულებრივი გზით, ღვთის მიერ წარმოგზავნილი ანგელოზის ხელიდან იღებდა. წმიდა მამის სამოსს მხოლოდ ლევიტონი შეადგენდა, ხოლო თავი კი პატარა ხელმანდილით ჰქონდა წაკრული, და ეს სამოსი უდაბნოში მას არასოდეს უძველდებოდა“.
/“ლავსაიკონი“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4657
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ის [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)] ერისაგან მთლიანად მოიკვეთა და უფალს მიენდო. ერში ცხოვრობდა, მაგრამ ერისაგან მოკვეთილი იყო. ერი რომ შენთვის უდაბნო იქნება, ეს არის სულიერებაო, - ამბობდა“.
/იღუმენია ევგენია (ჟორდანია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4658
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბერი ვიტალი
„ეპიროსის იოანინის მკვიდრი ვიღაც მღვდელი, სახელად ბესარიონი, ჩვენს სავანეში მოვიდა და მონაზვნობას შეუდგა დაახლოებით 1880 წელს. აღკვეცისას ვიტალი უწოდეს. მან სავანეს 400 ლირა უბოძა და ამ სახსრებით არქონდარიკი ააშენა. ნეტარხსენებული ბერი 1895 წელს აღესრულა. ნაწილთა აღმოყვანებისას მისი თავის ქალა და დანარჩენი ძვლები მკვეთრი მოყვითალო ფერისა იყო, რაც ბერის სიწმინდის დამადასტურებელი ნიშანია“. /მონაზონი ლაზარე დიონისელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4659
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც მისი მონასტერში ყოფნის სამი წელი შესრულდა მამა კალისტრატემ წმიდა საბას სამარხთან შემოსა იგი სამონაზვნო კაბით და სახელად კასიანა უწოდა. იულია ენით უთქმელ ბედნიერებას განიცდიდა და ამბობდა:
-ეს ჩემთვის მეფეზე ქორწინების უმეტესი ბედნიერებაა! -ახლა შენ მეფეზე ხარ დაქორწინებული, - მეფეთ-მეფეზე. ღიმილით უთხრა ხუცესმა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#4660
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,475 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნური ცხოვრების არსი ის არის, რომ განკურნოს თავისი დაზიანებული ნება, შეუერთოს იგი ღვთის ნებას, გაანათლოს ამ შეერთებით“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st September 2025 - 07:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი