IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

238 გვერდი V « < 232 233 234 235 236 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 2 2025, 11:05 AM
პოსტი #4661


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულ ახალი მრევლი ვიყავი, მამაო [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)] რომ ტბეთში გადავიდა. მამა შიოს შემხედვარეს მონასტერში ცხოვრების სურვილი გამიჩნდა. ის იყო ჩემთვის ბერმონაზვნობის ეტალონი. პირადი საუბრების დროს მამა შიო ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ამ საქმეში სიჩქარე არ იქნებოდა მიზანშეწონილი. თან იმ პერიოდში ერთი მორჩილი განიმოსა, რომელიც დაახლოებით 6 წელი მონასტერში ცხოვრობდა და მაგალითად ეს ამბავი მოჰყავდა.

სჯობს, მოიცადო, მყარი საფუძველი მოამზადო და მონასტერში შემდეგ წახვიდე, ვიდრე შემოსილი განიმოსო და ერში დაბრუნდეო. მანამდე სხვადასხვა მონასტერში წადი ხოლმე სტუმრად, გამოცდილებას მიიღებო. მონასტერში დარჩენას რომ გადაწყვეტ, ისეთ მონასტერში წადი, რომელიც ტყეში იქნებაო. თვითონაც იცოდა, რომ ძამის ხეობას არ მოვშორდებოდი. მორჩილებით ვიცდიდი, თუმცა ერში ცხოვრება უკვე ძალიან მიჭირდა.

პირველად რომ დედათა მონასტერში წავედი სტუმრად, რამდენიმე დღის შემდეგ წინამძღვარმა მკითხა, რომელ მონასტერში ვიყავი მანამდე სტუმრად ნამყოფი. ვუპასუხე, რომ ეს პირველი მონასტერი იყო, მანამდე არსად დავრჩენილვარ. ძალიან გაუკვირდა. ისე მოერგე აქაურ სიტუაციას, სულ არ გეტყობა, რომ მონასტერში პირველად ხარო. ეს მამა შიოს დამსახურება იყო, მე ხომ ტბეთის სკოლა მქონდა გავლილი. ადამიანი როდესაც მონასტერში მიდის და დარჩენას გადაწყვეტს, სანამ მას შემოსავენ, იმ ადგილს, სადაც მას ამ პერიოდის გავლა მოუწევს, „სინანულის სავანე“ ჰქვია. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ტბეთი ჩემი „სინანულის სავანეა“.

/მონაზონი სიდონია (ვანიშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2025, 10:01 AM
პოსტი #4662


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დემონური შემთხვევა მორჩილ იოანეზე

„1925 წელს ჩვენს სავანეში მონაზვნობისთვის მოვიდა ერთი ახალგაზრდა ედესის ეპარქიიდან, დაახლოებით ოცდახუთი წლისა, სახელად იოანე. სულ ერთი თვე იყო, რაც არქონდარიკში მსახურობდა ბერ ბესარიონთან, შემდეგ კი ბერ იაკობთან ერთად მონოქსილიტის მეტოქიონში გაგზავნეს.

ზღვაზე ნავით ცურვისას იოანემ დემონური ენერგია გამოავლინა და დაიწყო ყვირილი, სიმღერა და მსგავსი ქმედებები.

როცა ბერმა იაკობმა ასეთი მოულოდნელი რამ იხილა, მორჩილი კვლავ სავანეში დააბრუნა სხვა ნავით და ნავმისადგომთან არსებულ წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკვდერის ერთ-ერთ სენაკში ჩაკეტა, მომვლელ მონაზონს კი მეთვალყურეობა დაავალეს, რომ მისთვის მხოლოდ პური და წყალი მიეცა.

მას შემდეგ, რაც სენაკში ჩაკეტეს, გამუდმებით ხმამაღლა მღეროდა, ცეკვავდა, ფეხებს იატაკზე უბაკუნებდა, შესაბამისად, მისი ხმაური, სიმღერა და ცეკვა მთელ არემარეს ესმოდა. ბოლოს სრულიად გასავათდა, ამიტომ მამებმა ჯეროვნად ჩათვალეს, ასე ვთქვათ, იძულებითი დასვენებისათვის მისთვის ხელ-ფეხი შეეკრათ, რათა აღარ ეცეკვა და უაზროდ არ დაღლილიყო.

იმავე საღამოს, დადგენილ დროს, ერთმა ღონიერმა და მსგავს საქმეებში გამოცდილმა მონაზონმა მოიტანა ახალი თოკი და მორჩილი იმდენად მჭიდროდ მიაკრა სვეტზე, რომ ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეეძლო. იმ დროს, როცა სვეტზე კრავდა, იოანე, უფრო სწორად, მასში დამკვიდრებული ეშმაკი, გაიძახოდა: „დამაბი, დამაბი, მონაზონო, და ნახავ, თუ სად წავა ეს თოკები!“ და, ჰოი, სასწაული! ორი საათის შემდეგ იოანე სრულიად თავისუფალი იყო, თოკები კი დილით ბაღში იპოვეს.

მეორე საღამოს კვლავ მჭიდროდ შეკრეს, თუმცა ისევ იგივე განმეორდა. ერთ საღამოს, სერობის ლოცვის შემდეგ, იოანე, ჩვეულებრივ, ძალიან დაღლილი იყო ცეკვა-თამაშისგან და გასაგრილებლად წყალი მოითხოვა. როცა მამა ბესარიონმა საავადმყოფოს ონკანიდან დოქი წყლით აავსო და მოწოდებას აპირებდა, იმ წუთას აზრი დამებადა, რომ წყალში ცოტა ნაკურთხი წყალი შეგვეზავებინა ისე, რომ იოანეს არაფერი სცოდნოდა. ამრიგად, მამა ბესარიონმა წყლით სავსე დოქი აიღო და იოანეს უთხრა:

-მოდი, იოანე, ცივი წყალი დალიე.

აქოშინებული მორჩილი ხარბად დაეწაფა წყალს... მაგრამ, ჰოი, საკვირველი სასწაული! როგორც თვითონ აღიარა, მოსვა თუ არა რამდენიმე წვეთი, ყელი დაეწვა, მაშინვე მამა ბესარიონს შენერწყვა სახეში და შესძახა:

-დამწვი, მონაზონო, დამწვი!

ეს რომ დავინახეთ, გავოცდით იმ მადლით, რომელიც ნაკურთხ წყალს სულიწმიდის მოქმედებით გააჩნია და იმ ძალით, რომლითაც იგი ბოროტი სულით შეპყრობილ ადამიანებზე მოქმედებს. შემდეგ უბრალო წყალი მივეცი და ისე ხარბად დაეწაფა, თითქოს სამკურნალო ცვარი ყოფილიყო. მცირე ხანში ღვთისა და თვით საღვთო ზიარების გმობა დაიწყო. მაშინ ერთ-ერთმა იქ მყოფმა ძმამ, როცა ეშმაკის ასთი უსირცხვილობა დაინახა, იოანეს მთელი ძალით სილა გააწნა. ყველანი ველოდებოდით, რომ იგი განრისხდებოდა და ყვირილს დაიწყებდა, თუმცა მოხდა საპირისპირო - მშვიდი და მდაბალი ხმით თქვა:

-ველოდი ამას, არაუშავს! - და დამშვიდდა...

ამის შემდეგ, რადგანაც მორჩილს თოკებით ვერ აკავებდნენ, ჯაჭვებით შეკრეს და დამოუკიდებლად ვეღარ შეძლო თავის დახსნა. ერთი თვე კვეთებულის ლოცვებს უკითხავდნენ და, როცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ვნების შვიდეულში სავანიდან წავიდა. როდესაც მღვდელი ლოცვებს უკითხავდა, ოლარს თავზე ადებდა, ის ყვიროდა:

-მომაშორე ეს თავიდან! მომაშორე, არ შემიძლია ამის ატანა! საშინლად ყარს და არ ძალმიძს ატანა!

ჩვენს შეკითხვაზე, რისი ეშინოდა ყველაზე მეტად: ნაკურთხი წყლის, სეფისკვერის თუ საღვთ ზიარების, ეშმაკმა გვიპასუხა:

-სათანადოდ რომ დაიცვათ ის, რასაც ეკლესიაში ეზიარებით, ვერცერთი ჩვენგანი ზიანს ვერ მოგაყენებთ.

კვლავ ვკითხეთ:

-იოანე, რატომ გეშინია საღვთო ზიარების?

ეშმაკმა კი მისი პირით გვიპასუხა:

-თავი დაანებეთ იოანეს, ნურაფერს ეკითხებით. მხოლოდ მე მისმინეთ, რასაც გეუბნებით. თქვენ იოანე არ გელაპარაკებათ. გამხსენით, რომ ზღვაში გადავხტე და დაუყონებლივ ათენში წავიდე.

ზოგიერთი ძმა ამბობდა, ვინაიდან მონაზვნობისთვის მოვიდა, მისი მშობლები კი წინააღმდეგი იყვნენ, ჯადო გაუკეთეს, რათა კვლავ სახლში დაბრუნებულიყოო. ეშმაკის მიერ მასზე ზეგავლენის კვალობაზე, აღნიშნული მოსაზრება სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2025, 10:40 AM
პოსტი #4663


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“წმინდა მამა, მეუდაბნოე ამატი, თავისი დროის ცოცხალი სარკე იყო. მასში უნდა ჩაიხედოს ყველამ, ვისაც უფლის განჩინებანი არასწორად ესმის ან უარყოფს მას და ფარულად გმობს.

ამატიმ 30 წელი მონასტერში იღვაწა, მერე უდაბნოში განმხოლოვდა, სადაც ბინად ერთი დიდი ლოდი აირჩია და დიდი კრძალულებით განაგრძო იქ მოსაგრეობა. ერთ ძმას სამ დღეში ერთხელ მისთვის პურის ნატეხი და ერთი თასი წყალი მიჰქონდა მონასტრიდან, - ეს იყო მისი ერთადერთი სარჩო და არსობის პური.

ცხადია, ასეთი კრძალულება არ სიამოვნებდა ეშმაკს. და აი, ერთხელაც მოფრინდა ყორანი, წყლიანი თასი გადააბრუნა, პურის ნაჭერს ნისკარტი დასტაცა და გაფრინდა. ამგვარად, მოშურნე მუშაკი სამი დღით საჭმელ-სასმელის გარეშე დარჩა.

როგორ მოიქცა ღვთისმოთნე ბერი? იქნებ, დაწყევლა ყორანი ან უგუნური სიტყვები წარმოთქვა უფლის განგებულების მისამართით, ან იქნებ ყველაფერი ეშმაკისეულ ხრიკებს დააბრალა? არაფერი მას არ გაუკეთებია! ეს ჩვენ ვიქცევით ასე მსგავს შემთხვევაში; მან ხელნი აღაპყრო, გონება ზეცად აღმართა და მადლიერებით შეჰღაღადა ყოვლისა და ყოველთა განმგებელს:

„მადლობელი ვარ, ღმერთო, უფალო ჩემო, იმისათვის, რომ შენ გსურდა უფრო ხანგრძლივ მარხვაში დაგეტოვებინე, შენი წმინდა ნებით. ვიცი, რომ მომავალში ეს ჩემთვის დიდად სასარგებლო იქნება, რამეთუ შენი წინასწარი განჭვრეტის გარეშე ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება ხიდან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2025, 10:32 AM
პოსტი #4664


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახალდამწყებებმა სენაკში არ უნდა გაამეფონ სახმართმოყვარეობა, ანუ არ უნდა იქონიონ ახირებისა და ფუფუნების სხვადასხვაგვარი საგნები. სენაკში გამეფებული სახმართმოყვარეობა თავისკენ იზიდავს ახალდამწყების გონებასა და გულს და ამგვარად მათ ღმერთს აშორებს.

გარდა ამისა, იგი აღძრავს მეოცნებეობას, რომელიც ეწინააღდეგება სულიერ წარმატებას.

ბერის სენაკის საუკეთესო სამკაული არის რჩეული ბიბლიოთეკა, რომელიც უნდა შედგებოდეს წმინდა წერილისა და სამონაზვნო ცხოვრებაზე მამათა წიგნებისაგან.

„აუცილებელია ქრისტიანული წიგნების ქონა“, - თქვა წმინდა ეპიფანე კვიპრელმა, - „ამ წიგნების მხოლოდ შეხედვაც კი გვაშორებს ცოდვას და სათნოებისაკენ გვიბიძგებს“. წმინდა წიგნები პატივით უნდა ვიქონიოთ, პატივი მივაგოთ მათში მცხოვრებ სულიწმიდას“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2025, 10:34 AM
პოსტი #4665


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ საღამოს მე და ია მამა შიოსთან [ხარძეიშვილი] დასახმარებლად მივედით. ეზოში ვიდექით და ველოდებოდით. იგი ტაძრიდან გამოვიდა, დაგვინახა თუ არა, შესძახა: ნათია, მონაზვნის სახე გაქვსო. მე შევცბი. არ ველოდი. იმ პერიოდში იას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მონასტერში წასვლა. მას ამის შესახებ არაფერი უთხრა, რის გამოც გულნატკენი დარჩა და ამ თემაზე კარგა ხანს საუბრობდა. მე კი მაშინ მონასტერში წასვლაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ამიტომ მისი ნათქვამი ხუმრობად მივიჩნიე.

გავიდა გარკვეული პერიოდი და თანდათან მიჩნდებოდა მონასტერში წასვლის სურვილი. ერთ-ერთი აღსარების დროს მონაზვნობაზე წამოვიწყე საუბარი: მამაო, მონასტერში მინდა წასვლა და მეშინია-მეთქი. - რისი გეშინია, ნათია? - თბილად ჩამეკითხა. მშობლების, მამაო, არ ვიცი, როგორ შეხვდებიან-მეთქი. ასე განმიმარტა: შენ ჯერ მკვახე ხარ, რომ მომწიფდები, თავისით ჩამოვარდები ხიდან, როგორც მწიფე მსხალიო. როცა მაგისთვის მზად იქნები, აღარც მშობელი იარსებებს და აღარც დედმამიშვილი, მხოლოდ შენ და უფალი იქნებითო. ძალიან გამეხარდება, შენ თუ მონაზონს გიხილავო. მართლაც, რამდენიმე წლის შემდეგ ისე წავედი მონასტერში, რომ არავის აზრი აღარ გამითვალისწინებია“.

/მონაზონი იულიანა (ღვინიაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2025, 10:41 AM
პოსტი #4666


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერთ-ერთი ძმის ხილვა

„ხსენებულმა ძმამ მითხრა: „ოდესღაც სამოღვაწეო ცხოვრების მოშურნეობამ მომიცვა და რამდენიმე დღით სავანის ზემოთ, წმ. იაკობის სადაყუდებლოში [ერთი საათის სავალზე, ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე] განმხოლოება განვიზრახე. მთელი ჩემი გონება ამ განზრახვისკენ იყო მიმართული, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ იყო სათნო პატიოსანი წინამორბედისთვის. ერთხელ ძილში ვიხილე, რომ ერთ დიდ ოთახში აღმოვჩნდი, ჩემგან მოშორებით კი რამდენიმე ადამიანი იჯდა. ერთი მათგანი წამოდგა, ჩემკენ გამოემართა და, როცა მომიახლოვდა, მითხრა:

-წმინდა იაკობის სადაყუდებულოში ნუ წახვალ, შენს მორჩილებაზე დარჩი.

რა უნდა ვქნა ამ მორჩილებაზე, მე ხომ ამის არაფერი გამეგება? - ვუპასუხე მე.

მან კი გამიმეორა:

-არაუშავს, აითვისებ...

მცირე ხანში გამომეღვიძა და ვფირობდი, სიზმარი იყო თუ ხილვა? ვიხსენებდი იმ ადამიანის ნაკვთებს და გიგანტურ აღნაგობას და გონებაში ვამბობდი: ვინ იყო იგი? როგორ მითხრა, აითვისებო?

დილით, წირვის ჟამს, ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერში მდგომმა, მზერა პატიოსანი წინამორბედის ხატს მივაპყარი და დავრწმუნდი, რომ ის, ვინც გამოცხადებით ვიხილე, ხატზე გამოსახული პიროვნება იყო. მაშინ ჩემი ბერის, მღვდელმონაზონ დოსითეს სიტყვები გამახსენდა. როცა 1934 წელს აღსარების დროს რჩევა ვკითხე იმასთან დაკავშირებით, რომ დარჩენილი ცხოვრების დაყუდებით გატარება მწადდა, მან მოკლედ მიპასუხა: „თუ ეს პატიოსანი წინამორბედის ნებაა, მოხდება“, - და მეტი არაფერი უთქვამს.

ამის შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი: „რაკი პატიოსანი წინამორბედი არ იწონებს ჩემს განზრახვას, დამშვიდდი გლახაკო მონაზონო და ნუ მოინდომებ საკუთარი ნების გატანას. დამდაბლდი, გულმოდგინებითა და სიყვარულით იშრომე შენს მორჩილებაზე და მადლობა შესწირე ნათლისმცემელს, რომელმაც, როგორც წინასწარმეტყველმა, უკეთესად უწყის შენი სულისთვის უმჯობესი და ზრუნავს შენს ცხონებაზე“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2025, 09:23 AM
პოსტი #4667


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ახალგაზრდა ბერი სალათის ფოთლებს რეცხავდა. მასთან მეორე ბერი მივიდა და გამოსაცდელად ჰკითხა:

-შეგიძლია გაიმეორო, ამ დილით რაზე ისაუბრა ამბამ ქადაგებაში.

-არ მახსოვს, - აღიარა ახალგაზრდამ.

-მაშ, რისთვის ისმენდი ქადაგებას, თუ უკვე აღარ გახსოვს?

-შეხედე, ძმაო, წყალი რეცხავს სალათას, მაგრამ მის ფოთლებზე არ რჩება. მიუხედავად ამისა, სალათა მაინც სუფთავდება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2025, 08:49 AM
პოსტი #4668


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მართალია, ტრაპეზზე ღვინის მოხმარება საეკლესიო წესდებით ნებადართულია, მაგრამ იგი ნებადართულია მხოლოდ იმ მშრომელი უხუცესი ბერებისთვის, რომელთათვისაც იგი საჭიროც არის და სასარგებლოც.

ახალგაზრდებისთვის ღვინო საზიანოა, ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ზოგიერთ მონასტერში ტრაპეზზე შეთავაზებულია, ახალგაზრდებისთვის ძალიან სასარგებლოა ღვინისაგან სრულებით თავშეკავება.

„ღვინისაგან თავშეკავება სანაქებოა ბერისათვის“, - თქვა წმინდა დიდმა სვიმეონ სასწაულთმოქმედმა, - „ხოლო, თუკი სხეულის უძლურების გამო ბერი იძულებული იქნება ღვინო მიიღოს, დაე, ცოტა მოიხმაროს“.

ღირსმა პიმენ დიდმა თქვა: „ბერებმა სრულებით არ უნდა სვან ღვინო“, „ახალგაზრდობას ღვინის სუნიც კი არ ასდიოდეს“, - თქვა ღირსმა მარკო მოსაგრემ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2025, 09:20 AM
პოსტი #4669


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„აღკვეცამდე ტბეთში ბრძოლები მქონდა და მამაო [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)] მარიგებდა: თემურ (ერისკაცობაში თემური მერქვა), უნდა განმტკიცდე და ბერობა თავად გადაწყვიტოო. მთელი ცხოვრება წინ არის, ბერად აღკვეცას კი, სულ რაღაც, 40-60 წთ. სჭირდება. მტკიცე გადაწყვეტილებას თავად თუ არ მიიღებ, მერე რამე დაბრკოლება რომ შეგხვდეს, პასუხს სხვებს მოსთხოვ, რატომ დამაყენეთ ამ გზაზეო. აღკვეცის დღე რომ დადგა, ერიდან ამბავი ამოგვიტანეს, შენი მშობლები აღკვეცის წინააღმდეგები არიან და გთხოვენ, ეს ნაბიჯი არ გადადგაო. მამაომ მითხრა, ეს შენი გამოცდაა და ახლა შენზეა დამოკიდებული, როგორი არჩევანიც გინდა, გააკეთეო. ღვთის განგებით ბერობა გადავწყვიტე და მამა შიომ აღმკვეცა“.

/სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2025, 08:55 AM
პოსტი #4670


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მონაზონ ანთიმოზ დიონისელის თხრობა

„ძმაო ლაზარე, როცა 1916 წელს მონაზვნურ ცხოვრებას შევუდექი, ტრაპეზზე დაგებული კერძებიდან უმრავლესობას ვერ ვიხმევდი. ვერც ვირთევზას, ვერც ყველს, ვერც პომიდორს, ვერც კვერცხს, ამდენად, ხშირ შემთხვევაში ტრაპეზიდან მშიერი ვდგებოდი. ეს ძალიან მამწუხრებდა.

„როგორ ვიცხოვრებ ზოგადცხორებულთა მონასტერში, რაკი ტრაპეზის განაწესს ვერ მივყვები? განა ეს ორი ან სამი დღის საკითხია?“ - ვეუბნებოდი საკუთარ თავს. ამაზე დაფიქრებულმა და ფრიად დამწუხრებულმა, პატიოსან წინამორბედს შეწევნა ვთხოვე, რომ ჩემზე, უბადრუკზე, მცირედი წყალობა მოეღო.

არ გასულა დიდი დრო და, ჰოი, შენს მსწრაფლ და მამობრივ შეწევნას, პატიოსანო წინამორბედო! ერთ კვირა დღეს ტრაპეზზე დავჯექი, სუფრაზე კი ჩემთვის არასასურველი კერძი იდო. როცა მკითხველმა დაწესებული ლოცვა წარმოთქვა და წინაძღვარმა სუფრა აკურთხა, ჩემდა გასაოცრად, შინაგანად ერთგვარი ცვლილება დამეუფლა. მძაფრი კეთილსურნელება ვიგრძენი და გული სიხარულით ამევსო, არადა მანამდე დამწუხრებული ვიყავი. ისეთი ჭამის მადა მომივიდა და ისე გემრიელი მომეჩვენა კერძები, რომ ყველაფერი ვიხმიე და დავნაყრდი კიდეც.

გაოცებული და აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ჩემში ასეთი ცვლილება მოხდა. ბოლოს მივხვდი, რომ ეს საღვთო მადლის მოხედვა იყო ჩემი ვედრების გამო პატიოსანი წინამორბედის მიმართ, რომელსაც მთელი სულითა და გულით მადლიერება აღვუვლინე. მას შემდეგ მადიანად და გემრიელად ვიხმევ ყველა კერძს, რომლებსაც წინათ ვერ ვღებულობდი. მისი მეოხებით დაე, სინანულით განვვლოთ დარჩენილი ცხოვრება და ღირსი ვიქნეთ ზეცაში მარადიული ნეტარებისა, ამინ“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2025, 10:10 AM
პოსტი #4671


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთხელ, ერთი ბერი თავის მოძღვართან მივიდა და უთხრა:

-მამაო, რამდენჯერ მოვდივარ შენთან, ვინანიებ ცოდვებს, რამდენჯერ მოგიცია ჩემთვის რჩევები, მაგრამ მე მაინც ვერ ვახერხებ გამოსწორებას. რა აზრი აქვს შენთან სიარულს, თუ შენთან საუბრის შემდეგაც ისევ ჩემს ცოდვებში ვრჩები?

ამბამ მიუგო:

-შვილო ჩემო, აიღე ორი თიხის ქოთანი, ერთი თაფლით სავსე, მეორე - ცარიელი.

მოწაფე ასეც მოიქცა.

-ახლა კი, ერთი ქოთნიდან მეორეში, რამდენჯერმე გაასხი თაფლი.

მოწაფე დაემორჩილა.

-ახლა, შვილო, შეხედე ცარიელ ქოთანს და დაყნოსე ის.

მოწაფემ შეხედა, დაყნოსა და თქვა:

-მამაო, ცარიელ ქოთანს თაფლის სუნი ასდის და ძირზეც ცოტაოდენი თაფლი დარჩა.

-აი, ასე ილექებიან ჩემი დარიგებებიც შენს სულში, - უთხრა მოძღვარმა. თუ შენ, ღვთის გულისთვის, ცხოვრებაში თუნდაც მცირე სათნოებას შეითვისებ, უფალი, თავისი გულმოწყალებით, აგინაზღაურებს დანაკლისს და შენს სულს სამოთხისთვის იხსნის. რამეთუ არც ერთი დიასახლისი არ ჩაყრის პილპილს ქოთანში, რომელსაც თაფლის სუნი ასდის. ასევე, არც უფალი განგიშორებს, მართლმორწმუნეობის თუნდაც საწყისებს თუ შეინარჩუნებ სულში“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2025, 10:11 AM
პოსტი #4672


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იმის მაგალითად, თუ ცოდვის მიზეზს როგორ შეუძლია ბერზე დაუყოვნებლივ იმოქმედოს, დააბნელოს მისი გონება, გულის განწყობა შეუცვალოს და ცოდვაში ჩააგდოს, კვლავ საეკლესიო მოთხრობას მოვიტანთ:

„ერთი ქალაქის ეპისკოპოსი დასნეულდა, რის გამოც მისი სიცოცხლის იმედი ყველამ დაკარგა. იქ დედათა მონასტერი იყო. როცა იღუმენიამ გაიგო, რომ ეპისკოპოსი უიმედო ავადმყოფი იყო, მოინახულა იგი და თან ორი და იახლა. როცა იგი ეპისკოპოსს ესაუბრებოდა, მისი ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც ეპისკოპოსის ფეხთით იდგა, ხელით მის ფეხს შეეხო. ამ შეხებისგან სხეულში სიძვის სასტიკი ბრძოლა აღიძრა.

ვნებები მზაკვრები არიან: მან იღუმენიას თხოვნა დაუწყო, რომ და მსახურებისთვის დაეტოვებინა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ საკუთარი მომვლელი აკლდა. იღუმენიამ ვერაფერი იეჭვა და და დატოვა. ეშმაკის ზემოქმედებით, ეპისკოპოსმა ძალების აღდგენა იგრძნო და მონაზონთან ცოდვით დაეცა, რომელიც დაორსულდა.

ეპისკოპოსმა კათედრა დატოვა და მონასტერში წავიდა, სადაც სიცოცხლე სინანულში დაასრულა, რომლის მიღებაც ღმერთმა დაამოწმა მონანულისათვის სასწაულმოქმედების ძალების მინიჭებით“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2025, 10:33 AM
პოსტი #4673


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა შიო [არქიმანდრიტი შიო ხარძეიშვილი] გულით ძალიან მოწყალე და უპოვარი იყო. ჩასაცმელი მისთვის არაფერს არ წარმოადგენდა. იგი ხშირად უბრალო სამოსით იყო შემოსილი. ბერი უპოვარებით უნდა ცხოვრობდესო, - ამბობდა და, მართლაც, უპოვარება ჰქონდა სულში გამჯდარი“.

/სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2025, 10:55 AM
პოსტი #4674


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მონაზონ ქრისანთის თხრობა

„1937 წლის თებერვლის თვის პირველ დეკადაში მონასტრის საავადმყოფოსთან არსებულ წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკვდერთან შემხვდა მამა ქრისანთი, განმარტოებით გამიყვანა და გულშემუსვრილმა გამანდო, რაც გასულ ღამეს გადახდა:

-მამა ლაზარე, როგორც ჩემი ქმედებების მრავალი წლის განმავლობაში თვალყურმადევარს, მოგეხსენება, რომ მე სავანის უხუცესობას ვესწრაფოდი. მას შემდეგ, რაც მრავალი წელი ვევედრებოდი ხან ერთს, ხან მეორეს და წინამძღვარსაც მრავალგზის თავბრუ დავასხი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოოდ კი, ღვთის განგებით, როგორც უკვე აღმოჩნდა, ვერაფერს გავხდი, იმდენად მომიცვა დარდმა და მწუხარებამ, ცხადია, ბოროტის ხელშეწყობით, იმდენად წარვიკვეთე სასო და დამიბნელდა გონება, რომ თვითმკვლელობა გადავწყვიტე. „ხედავ? ჩემზე გაცილებით ახალგაზრდებს უხუცესებად ადგენენ, მე კი, რომელიც დავბერდი სავანეში და მრავალ მორჩილებაზე მუხლჩაუხრელად ვიშრომე, უგულებელმყოფენ! ამას უკვე ვეღარ ავიტან. ჩავალ სანაპიროზე, ზღვაში დავიხრჩობ თავს და დაე, მათ იხილონ“, - ვუთხარი საკუთარ თავს.

ამას განვიზრახავდი, ძმაო, მრავალი დღის განმავლობაში და მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება, რომ განზრახვა სისრულეში მომეყვანა, მაგრამ სახიერმა ღმერთმა, ჩვენი მფარველის, პატიოსანი წინამორბედის მეოხებით, წყალობით გადმომხედა და შთამაგონა, რომ, ვიდრე განზრახვას აღვასრულებდი, სამდღიანი მარხვა დამეცვა, ანუ სამი დღის განმავლობაში კარ-ფანჯარადახშულ სენაკში ისე განვმარტოებულიყავი, რომ შუქი საერთოდ არ შემოსულიყო. ასე, სიბნელეში მყოფი, ორი დღე-ღამის განმავლობაში მოუკლებლად ვლოცულობდი, არც საზრდელი მიმიღია, არც წყალი დამილევია, არც საწოლზე დავწოლილვარ. ვლოცულობდი, ხან ფეხზე მდგომი, ხან დამჯდარი და, როგორც კი მცირედით ჩამთვლემდა, გამოღვიძებული, კვლავ ლოცვას განვაგრძობდი. მესამე დღეს, დაახლოებით ღამის სამ-ოთხ საათზე, უეცრად ნათელი გამობწყინდა და ჩემი სენაკი მთლიანად განათდა, იმავდროულად, მომესმა ძლიერი ხმა, რომელიც მე მომემართებოდა: „რატომ ვერ ისვენებ? რატომ ხარ აფორიაქებული და სანაპიროზე ჩასვლას რად განიზრახავ თავის დასახრჩობად?“

როგორც კი ეს ბრწყინვალება დავინახე და ხმაც გავიგონე, მყისვე გამშორდა მთელი ის მტანჯველი დარდი და მწუხარება, დავიწყე ტირილი, ცრემლი ღვარად მდიოდა, ვაღიარებდი, რომ შევცდი, ბოროტის მიერ მოვიკიცხე და პატიებას ვითხოვდი: „მომიტევე, წმინდაო...“ უჩინარმა ხმამ კვლავ გამიმეორა: „რატომ მიატოვე გალობა? უკვე ერთი კვირაა, რაც ქოროსს აღარ ეკარები, აქეთ-იქით დადიხარ და ითხოვ, რომ სავანის უხუცესი გახდე? მაგრამ, თუკი ეს ჩემთვის სათნო არ არის, შენ როგორ ძალგიძს, რომ უხუცესად დაგადგინონ? განა მე არ ვიცი, ვინ არის უხუცესობის ღირსი?“ მე იატაკზე დამხობილი, დაუცხრომლად ვღვრიდი ცრემლს და პატიებას ვითხოვდი, თან ვამბობდი, რომ ამიერიდან დავწყნარდებოდი, ქოროსსაც დავუბრუნდებოდი და აღარასდროს ვიფიქრებდი უხუცესობაზე. ეს რომ ვთქვი, ბრწყინვალება გაუჩინარდა, ჩემი მამხილებელი ხმაც შეწყდა, მაშინვე დავწყნარდი და, როცა მსახურების ზარმა დარეკა, ტაძარში წავედი, ცისკრის მსახურებას დავესწარი და ეკვდერში წირვაზეც ვიდექი.

ზემოთქმული აღფრთოვანებულმა და გაოცებულმა მოვისმინე ძმისგან, რომელსაც ეს გადახდა და, ამდენად, აღვწერ ყოველივე ამას ცნობისათვის მომდევნო თაობებისა. აღსანიშნავია, რომ მონაზონ ქრისანთის გააჩნდა დიდი უბრალოება და ამიტომაც მიემთხვია საღვთო წყალობასა და პატიოსანი წინამორბედის განსაკუთრებულ მფარველობას. იგი, ასევე, 25 წლის განმავლობაში დიდი მოშურნეობითა და კრძალულებით გალობდა ტაძრის მარჯვენა ქოროსზე“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2025, 10:47 AM
პოსტი #4675


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყრმა გერონტი - XIV ს. იგი ყრმობის ასაკშივე აღიკვეცა მონაზვნად, მსახურობდა მგალობლად მიძინების ტაძარში, გარდაიცვალა 11-12 წლის ასაკში. მისი წმინდა ნაწილები განისვენებს მონასტრის [კიევ-პეჩორის ლავრა] შორეულ მღვიმეებში. გერონტისთან ერთად ლუსკუმაში ჩასვენებულია მგალობელ ლეონტის წმინდა ნაწილები, რომელიც ასევე ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მათი თავისქალები ყვითელი ფერისაა და მირონმდინარე. ყრმა ლეონტის წმინდა ნაწილები სასწაულთმოქმედებით იქნა განდიდებული. ორივე ყრმას მოიხსენებენ 10/09 (28/08) და დიდმარხვის მეორე კვირიაკეს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2025, 09:31 AM
პოსტი #4676


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ჭეშმარიტი მონაზვნობა არის სახარების მცნებების შესრულება. სადაც ეს შესრულება არ არის, იქ არც ქრისტიანობაა, და არც მონაზვნობა, როგორიც არ უნდა იყოს გარეგანი სახე“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2025, 09:26 AM
პოსტი #4677


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ხშირია შემთხვევა, როცა ბერებს ერში ცხოვრების ნოსტალგია უჩნდებათ. მამა შიოს [ხარძეიშვილი] კი ერული ცხოვრებისაკენ არ გაუხედავს. ყველა გრძნობდა და მათთან ერთად მეც,რომ ის თავგანწირული ცხოვრებით ცხოვრობდა“.

/არქიმანდრიტი ბასილი (კაკიაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2025, 10:45 AM
პოსტი #4678


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მონაზონი ონოფრე

„ეს ნეტარხსენებული მონაზონი წარმოშობით ევბეადან, სოფელ ქსიროხორიოდან იყო. გარდაიცვალა 1921 წლის 14 თებერვალს. წლების განმავლობაში ექიმის მოვალეობას ასრულებდა. თავისი მრავალმხრივი გამოცდილებითა და საღვთო მადლით განათლებული, წარმატებით ეწეოდა სამედიცინო და ქირურგიულ საქმიანობას. როცა ხანდაზმულობის გამო მოუძლურდა და ექიმობისაგან გადადგა, მისი შემდგომი მორჩილება, ვიდრე აღსასრულამდე, ძმების ტანისამოსის დაკერება-დაკემსვა იყო, რაც ნათლად წარმოაჩენს სიყვარულსა და სიმდაბლეს, ასე უხვად რომ მკვიდრობდა მის ნეტარ სულში“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2025, 10:10 AM
პოსტი #4679


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მძიმე და მწარე იყო მეუფე ლუკას [ვოინო-იასენეცკი] აღმსარებლობითი გზა. რაც უფრო მეტად მძვინვარდებოდა კაცთა მოდგმის მტერი წმიდა მამაზე, რაც უფრო საშინელ სასჯელებს იგონებდა მისთვის, მით მეტი მადლი გარდამოდიოდა ტანჯულისათვის ნუგეშისსაცემად. ჩვენთვის ცნობილი არ არის შინაგანი ლოცვისა და მარხვის ის ღვაწლი, რომელსაც წმიდა მამა აღასრულებდა, მაგრამ თავის დროზე დაფარული ღვაწლი მაინც გამოაშკარავდება ხოლმე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2025, 10:00 AM
პოსტი #4680


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვნებები ბერებში დამშეულები არიან: თუ მათ დაუცველებს დავტოვებთ, ისინი გულისთქმის საგნებს მძვინვარებით ეცემიან, როგორც ჯაჭვებიდან აშვებული მტაცებელი მხეცები“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

238 გვერდი V « < 232 233 234 235 236 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 32 მომხმარებელი (მათ შორის 32 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th November 2025 - 03:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი