IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

235 გვერდი V « < 233 234 235  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 22 2025, 09:56 AM
პოსტი #4681


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერულ ცხოვრებას მაშინ სწავლობ, როცა ბერის გვერდით იმყოფები. თუ მონაზვნობა გინდა, მონაზვნის გვერდით უნდა იყო, რადგან მაღალ იერარქთან ყოფნა მონაზვნობას ვერ გასწავლის.

მამაო [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)] ბერიც იყო, მონაზონიც და მღვდელიც, მაგრამ ბერულ ცხოვრებას არ კარგავდა. თავისი თავის მიმართ მტკიცე და მკაცრი იყო. ის ბერულ ზღვარს არასოდეს გადასცდებოდა. იცოდა, რომ ბერობა სხვა რამეა... ბერობის აღთქმა ჰქონდა დადებული და მას ძალიან უფრთხილდებოდა, რათა ღვთის წინაშე არ შერცხვენილიყო. მაფრთხილებდა ხოლმე: ჯობია არ-აღთქმა და შესრულება, ვიდრე აღთქმა და არშერსრულებაო.

მასწავლიდა: მოერიდე საუბრებს და სენაკში ყოფნას მიეჩვიეო. მონასტერში ხალხს ვერ ხედავ და როცა ხედავ, მათთან საუბრის სურვილი გიჩნდება. კახელი კი ვარ, მაგრამ სიტყვაძუნწი ვარ და ეს თვისება მოსწონდა. ერთი წმიდა მამა ამბობს: ბერისთვის კარგი დამახასიათებელი რამ არის სიტყვაძუნწობაო“.

/სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2025, 11:35 AM
პოსტი #4682


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“როცა ჩვენი სავანის ერთ-ერთმა უხუცესმა შეიტყო, რომ მონასტრის მატიანეში პატიოსანი წინამორბედის მიერ დროდადრო აღსრულებულ სასწაულებს ვინიშნავდი მისსავე პატივად და სადიდებლად, ერთხელ სენაკში მესტუმრა და, მას შემდეგ, რაც მისივე თხოვნით პირობა მივეცი, რომ მის სახელს არ დავწერდი და არც განვაცხადებდი, გამანდო ერთი შემთხვევა.

ამდენად, გამხნევებულმა მომითხრო შემდეგი:

„ძმაო ლაზარე, როგორც მოგეხსენება, გასული წლის (1955) ივნისის თვის პირველ ათეულში რამდენიმე სახის აუცილებელი საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების საყიდლად სავანემ თესალონიკში გამგზავნა.

თესალონიკში რომ ჩავედი, ჩვეულებისამებრ, სასტუმროში დავბინავდი და იქ ყოფნისას, ვაი, მე უბედურს! ეშმაკის ზემოქმედებით დიდ და მოულოდნელ განსაცდელში გავიხლართე. რომ არა საღვთო მადლისა და პატიოსანი წინამორბედის მყისიერი მფარველობა, არ ვიცი ყველაფერი რით დამთავრდებოდა და ვიქნებოდი თუ არა დღეს მონასტერში“.

როცა ძმა ამას მიყვებოდა, გაახსენდა რა მის თავს მომხდარი საშინელი განსაცდელი და მისი თანამდევი გასაოცარი სასწაული, თვალები ცრემლით აევსო და მცირე ხნით დადუმდა. მე შევაგულიანე იგი, რათა მოეთხრო ჩემთვის, რაც გადახდა, ამასთან, კვლავ დავუდასტურე, რომ მისი ეს თხრობა მხოლოდ ჩვენ შორის დარჩებოდა, როგორც ერთგვარი სულიერი აღსარება, და სხვა ვერავინ, თვით წინამძღვარიც კი, ვერ შეიტყობდა მის სახელს.

მან განაგრძო: „როცა დაღამდა, ოთახში მარტო დავბინავდი. იმავე სასტუმროში ცხოვრობდა ერთი მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა გოგო ქალკიდიკის რაიონიდან, თავის ძმასთან ერთად. რადგანაც ამ გოგოს ოჯახს ჩვენს სავანესთან ნაცნობობა აკავშირებდა, ათიოდე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო, მისსავე სახლში გავიცანი იგი. ისე მოხდა, რომ იმ ღამეს მისი ძმა სასტუმროში არ იყო.

როცა გოგონამ შეიტყო,რომ სასტუმროში ვიყავი და ჩემი ოთახიც გაიგო (როგორც უკვე აღვნიშნე, მათი ოჯახი ჩვენს სავანესთან მეგობრობდა, ამასთან, პირადადაც მიცნობდა), თამამად მესტუმრა ოთახში. ჩვეული მოკითხვის შემდეგ საუბარი გავაბით. ვკითხე მამამისისა და ოჯახის სხვა წევრების შესახებ, მანაც მოიკითხა სავანის რამდენიმე ძმა, რომლებსაც იცნობდა. ასე გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს, თავის ოთახში დამპატიჟა სავახშმოდ, ამასთან, სოფლის რჩეული ხილით გამასპინძლება შემომთავაზა. მხურვალედ მევედრებოდა, რომ უარი არ მეთქვა.

თავიდან მე არ დავთანხმდი და წინააღმდეგი ვიყავი ამ უდროო ურთიერთობისა, მაგრამ ის თავისას იჟინებდა, ხელი ჩამკიდა და მითხრა: „ერთი წუთით წამოდი და შემდეგ კვლავ დაბრუნდი“. ჰოი, ჩემს უბედურებას, ჩემო ძმაო! ალბათ აცნობიერებ, რაოდენ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ერთი მხრივ, ვფიქრობდი ჩემს მიმართ მზაკვრულად დაგეგმილ ფარულ და უწესო მახეზე, მეორე მხრივ, წარმომიდგა გოგონას საამო სიტყვები, მისი ქალწულებრივი მშვენიერება, სხეულის ნაწილების განხურვებული ისრები, ღამე, სრული მარტოობა... თავბრუ დამესხა, დათმობაზე წავედი და მის სურვილს დავყევი, თუმცა პატიოსან წინამორბედს გულის სიღრმიდან ვევედრებოდი მფარველობას, რათა ეშმაკების სათამაშო და დასაცინი არ გავმხდარიყავი...

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მის ოთახში წავედით მოპირდაპირე მხარეს, ჩემი ოთახისგან საკმაოდ მოშორებით. როგორც კი ოთახში შევედით, კარი კარგად ჩაკეტა და ჩემს გასამასპინძლებლად მზადებას შეუდგა. ხომ წარმოგიდგენია, ეშმაკების სიხარული და ზეიმი მათ მიერ მიღწეული გამარჯვების გამო? მაგრამ, ჰოი, საკვირველსა სასწაულსა შენსა, ჩვენო უდიდესო მფარველო, უფლის დიდებული ნათლისმცემელო და წინამორბედო!

მაშინ, როცა ჩემი ცოდვით დაცემა და შემუსვრა, როგორც აღსრულებული ფაქტი, უკვე გარდაუვალი ჩანდა, უეცრად, ცაზე იელვა და მთელი ოთახი ბრწყინვალებამ მოიცვა, თითქოს მრავალი ნათურა ანთებულიყო. ამ კაშკაშა ნათელში გამოჩნდა დიდი იოანე წინამორბედი, მკერდში ხელი ჩამჭიდა და იმავე წამს, ჩემდა გაუცნობიერებლად, სართულის მეორე კიდეში ჩემს ოთახში აღმოვჩნდი.

როდესაც განკვირვებისგან გონს მოვედი და პატიოსანი წინამორბედის ჩემდამი დიდი წყალობა და მფარველობა გავაცნობიერე, ის ღამე სიხარულის, მადლიერებისა და კრძალულების ცრემლებით გავატარე, მხურვალედ ვმადლობდი პატიოსან წინამორბედს და აღფრთოვანებული ვიყავი იმ დიდი მფარველობისა და სიყვარულისთვის,რომელიც მას ჩვენი, დიონისელი მამების, მისი მდაბალი შვილების მიმართ აქვს“.

მაშინ მე ვუთხარი: „შენ, როგორც ადამიანს, ფეხი დაგიცდა, რისი შედეგიც შენი სულისთვის დიდად საზიანო იქნებოდა, მაგრამ სახიერმა ღმერთმა დაგიფარა შენი მორჩილების გამო, რომელიც დავალების შესასრულებლად გამოიჩინე, ამდენად, სავანის მამების ლოცვის წყალობით, საქმეში ჩაერია პატიოსანი წინამორბედი, სავანის მფარველი, და გიხსნა მძიმე სულიერი დაცემისაგან“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2025, 08:28 AM
პოსტი #4683


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„აქვე, ჩიტაში, მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მის [წმ. მკურნალ ლუკა ვოინო-იასენეცკის] ცხოვრებაში. ვოინო-იასენეცკი ანა ვასილის ასულ ლანსკაიაზე დაქორწინდა, რომელიც უკრაინაში მამულის მმართველის ქალიშვილი გახლდათ. ანა ჩიტაში წითელი ჯვრის იმავე ნაწილთან ერთად ჩამოვიდა, რადგან მოწყალების და იყო. ჰოსპიტალში „წმიდა დას“ ეძახდნენ. ორი ექიმი ცდილობდა მისი ხელის მოპოვებას, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან ქალწულების აღთქმა დადო. როდესაც ვოინო-იასენეცკიზე გათხოვება გადაწყვიტა, მან დაარღვია თავისი აღთქმა და ჯვრისწერის წინა ღამეს დეკაბრისტების მიერ აშენებულ ტაძარში მაცხოვრის ხატის წინ ლოცულობდა. უეცრად მოეჩვენა, რომ ქრისტემ პირი იბრუნა და მისი კიოტიდან სახება გაქრა. როგორც ჩანს, ეს იყო აღთქმის შეხსენება და მისი დარღვევისათვის უფალმა იგი აუტანელი, პათოლოგიური ეჭვიანობით დასაჯა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2025, 09:00 AM
პოსტი #4684


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძველი წმინდა ბერები მონაზვნურ ცხოვრებას სახარებისეულ ცხოვრებას უწოდებდნენ. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ბერს ასე განმარტავს: „ბერი ის არის, ვინც ყოველ ადგილას და საქმეში, ყოველ დროს ხელმძღვანელობს მხოლოდ ღვთის მცნებებითა და ღვთის სიტყვით“.

ბერებს, რომლებიც ემორჩილებოდნენ ღირს პახომი დიდს, ევალებოდათ სახარების ზეპირად სწავლა, რათა ღმერთკაცის კანონები მეხსიერებაში ჰქონოდათ, როგორც მუდმივად გადაშლილი წიგნი, რათა ისინი განუწყვეტლივ გონების თვალწინ დაეყენებინათ, თავად სულზე ჰქონოდათ ამოტვიფრული, რათა უიოლესად და განუხრელად შეესრულებინათ“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2025, 11:24 AM
პოსტი #4685


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ საღამოს მამა შიო [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)] ძალიან დიდ ნაძვზე ავიდა გასასხლავად. ბევრი იშრომა და დაიღალა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას არ იღებდა. დაბლიდან დავუძახეთ: მამა შიო, რამე ხომ არ ხდება? არაფერი არ ხდება, ჩამოვალ ახლავეო, - ჩამოგვძახა. ჩამოკაფა ტოტები და ჩამოვიდა. უკვე საკმაოდ ბნელოდა. ცეცხლის გარშემო ვისხედით. დაჯდა ჩვენ გვერდით და ასეთი რამ გვითხრა:

ხეზე რომ ვიყავი, ერთი რამ დავინახე: როდესაც ადამიანი დედამიწაზე ბჭობს, ღმერთი ზემოდან როგორ უყურებს. თქვენ რომ აქ ისხედით და ლაპარაკობდით, მე ზემოდან გიყურებდით და თქვენი ამაო საუბარი მესმოდა. ამაო საუბარი კი მონასტერში დაუშვებელია. მე ეს ძალიან განვიცადე. წარმოიდგინეთ, უფალი როგორ განიცდის, როდესაც მონასტერში ასეთი აუგი საქმიანობა მიდისო და ამოიოხრა.

ჩვენ, მართლაც, ერული საუბარი გვქონდა. ამ საოცარმა მაგალითმა და შედარებამ ყველა დაგვაფიქრა. მან დაინახა, რა ამაზრზენია იმის შემჩნევა, რომ ადამიანი თავისი საქმიანობითა და საქციელით უფალთან არ არის“.

/იღუმენი დოროთე (დევაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2025, 10:12 AM
პოსტი #4686


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მენავე მონაზონ ილარიონის შესახებ

„ეს ნეტარხსენებული მონაზონი წარმოშობით კუნძულ სკიათოსიდან იყო. როცა 1916 წელს მონასტერში მოვიდა, 50 წელს იყო გადაცილებული. გარდაიცვალა 1933 წელს, 72 წლის ასაკში. პროფესიით მენავე იყო, თანაც გამოცდილი. მას საკუთარი იალქნიანი გემიც ჰყავდა.

როცა ათონის მთაზე მონაზვნობისთვის მოვიდა, სავანეს 120 ლირა შესწირა.

იგი გამოირჩეოდა მკაცრი ცხოვრების წესითა და ზედმიწევნითი სიზუსტით მონაზვნურ კანონებში. მონასტერში მთელი თავისი ცხოვრება ნავმისადგმოთან დაჰყო. თავდაპირველად, რამდენიმე წლის განმავლობაში, სავანის ნავებით მოგზაურობდა, შემდეგ კი აღსასრულამდე ნავმისადგომთან ცხოვრობდა.

იმდენად დაიმორჩილა ნაყროვანება და მოწყლა გემოთმოყვარეობის ეშმაკი, რომ ნავმისადგომთან ცხოვრების განმვალობაში ერთხელაც არ დაჰყოლია გემრიელი კერძის სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ თევზს უხვად იჭერდა. არასდროს ნდომებია არც თევზის შეწვა და არც მოხარშვა, კმაყოფილდებოდა იმით, რასაც საერთო ტრაპეზიდან უნაწილებდნენ.

არავის არასდროს უნახავს იგი განრისხებული, უჯეროდ გაცინებული, ყოველთვის იყო გონებამოკრებილი, ყურადღებიანი, ფხიზელი, ერთგული. აღსასრულამდე უსიტყვო მორჩილება დაიმარხა, ამიტომაც ძმების მიერ აღიარებული იყო, როგორც სათნოებამოსილი მონაზონი და სამართლიანად სარგებლობდა კარგი სახელითა და ავტორიტეტით.

გარდაიცვალა დიდ ხუთშაბათს. ჩვეულების თანახმად, ხუთშაბათს დილით ზეთის კურთხევის საიდუმლო აღსრულდა და ზეთიც იცხო. შემდეგ უხრწნელ საიდუმლოს ეზიარა. ავადობის გამო გამოფიტული იყო, თუმცა აზროვნება საღი ჰქონდა და ძმებთან ისე საუბრობდა, რომ სრულიად ჯანმრთელი ჩანდა.

წმინდა ზიარების შემდეგ მომვლელმა მონაზონმა ცხელი ჩაი მოუმზადა, მან კი უთხრა, ცოტა ხნით იქვე დაედო გასაგრილებლად. მონაზონი დაემორჩილა და ათიოდე წუთი დაელოდა. ამ დროს, ჰოი, საკვირელებათა შენთა, უფალო! მამა ილარიონი მცირე ხნით საწოლზე წამოწვა და სხვებისგან შეუმჩნევლად, რადგან მოვლელ მონაზონს სხვა სნეულიც ჰყავდა იმავე ოთახში, გაიზიარა ადამიანთა საერთო ხვედრი - მშვიდად გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა აღსრულდა მომდევნო დღეს, დიდ პარასკევს“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2025, 12:33 PM
პოსტი #4687


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„პამვა აღმსარებელი - საძმოს მიერ საკვების მოსატანად გაგზავნილი მღვდელმონაზონი პამვა ბათო-ყაენის მეომრებმა შეიპყრეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს, რაზეც უპასუხა „თქვენი ღმერთები დაწყევლილები არიან, მე ცისა და მიწის შემოქმედს, ქრისტეს ვცემ თაყვანს და პეჩორელ წმინდანთა ლოცვით ის გამომიხსნის თქვენ ხელთაგან“.

მართლაც, პამვა სასწაულებრივად იქნა გამოხსნილი - ის ანგელოზმა აიტაცა და თავის სენაკში დასვა. სავანეში დაბრუნების შემდეგ ღირსმა პამვამ დაყუდების ღვაწლი იტვირთა. გარდაიცვალა 1241 წ. მისი წმინდა ნაწილები შორეულ მღვიმეებშია [კიევ-პეჩორის ლავრა] დასვენებლი. ხსენება 31 (18)/07.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2025, 10:42 AM
პოსტი #4688


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერმა მონასტერში შესვლისთანავე, რამდენადაც შესაძლებელია, გულმოდგინებითა და ყურადღებით ხელი უნდა მოჰკიდოს წმინდა სახარების კითხვას და იგი ისე შეისწავლოს, რომ სახარება მუდა ახსენდებოდეს და ყოველი ზნეობრივი ნაბიჯის გადადგმისას, ყოველი საქციელისას, ყოველი გულისსიტყვისას მეხსიერებაში სახარების დარიგება გამზადებული ჰქონდეს“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2025, 11:12 AM
პოსტი #4689


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი ისეთი რამ არის, რომ იქ ზოგჯერ სიზარმაცე შემომეპარებოდა და იმის გამო ვეურჩებოდი ხოლმე [არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი)]. მას დასჯის განსაკუთრებული მეთოდი არ ჰქონდა. ურჩობისას თუ ტიპიკონს დავარღვევდი, ან ლოცვა-კურთხევას არ შევასრულებდი, მაგრძნობინებდა, რომ ცუდად მოვიქეცი. ეს იყო მისი „დასჯა“. მერე ვითავისებდი იმას, რომ მონასტერში წინამძღვარს, მით უმეტეს, ასეთ მძიმე პირობებში, ბევრი სირთულის გადატანა უხდება და შენ კი ეს პატარა რაღაც არ გააკეთე და, უბრალოდ, მას გული ატკინე“.

/იღუმენი იობი (გეგეშიძე)/


ამა წლის 15 თებერვალს, მირქმას, მიტროპოლიტმა ზოსიმემ [შიოშვილი] წილკნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ბერ-დიაკონი იოანე (მანტარჟიევი) მღვდლად აკურთხა და მოძღვრად დაადგინა წითელსოფლის წმ. დიდმოწამე თეოდორე ტირონის მშენებარე ტაძარში.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2025, 09:01 AM
პოსტი #4690


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩემთვისაც, როგორც დამწყები მონაზვნისთვის, არაერთგზის მოუცია რჩევა [მონაზონ ეგნატეს] მონაზვნური ცხოვრების შესახებ. „ყურადღებით იყავი, ძმაო, რომ პირადი კანონი არ ჩააგდო, რადგან იგი მონაზვნისთვის დიდი საფარველი და შეწევნაა და მრავალი განსაცდელისგან იცავს,“ - მეუბნებოდა იგი.

-კი მაგრამ, მამა ეგნატე, როცა მრავალი საქმიანობისგან ძალიან დაღლილი ვარ, როგორ შევასრულო დიდი მეტანიები?

-ყური დაუგდე, რასაც გეუბნები, - იმეორებდა ნეტარი მამა. - თუ მთლიანი კანონი არ შეგიძლია, შეასრულე ნახევარი, ერთი მესამედი, მაგრამ სრულიად არ მიატოვო. მთელი დღე სხვადასხვა საქმეზე შრომობ მონასტრის სასიკეთოდ და საკუთარი სულისთვის ერთი საათი არ ძალგიძს? ეს რას ნიშნავს?“

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2025, 09:52 AM
პოსტი #4691


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნებს ეკრძალებათ ხორცის ჭამა, მათთვის ნებადართულია რძის პროდუქტებისა და თევზის მიღება იმ დროს, როდესაც სხვა ქრისტიანებს ხორცი არ ეკრძალებათ, გარკვეულ პერიოდსა და გარკვეულ დღეებში მათ თევზის ჭამა შეუძლიათ, მაგრამ უფრო მეტ დროს მხოლოდ მცენარეული საკვებია ნებადართული“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2025, 10:47 AM
პოსტი #4692


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი აღათონი ამბობდა: „საკუთარ თავზე უდიდესი მეთვალყურეობის გარეშე შეუძლებელია რომელიმე სათნოებაში წარმატება“.

მონასტერში შესვლისთანავე აუცილებელია ახალდამწყებებმა მთელი ყურადღება იმას მიაქციონ, რომ მოწიწებული ჩვევებითა და ჩვეულებებით საკუთარი თავი მოიზღუდონ, შეისწავლონ ისინი და მთელი ძალისხმევით გული დაუდონ მათ შეძენას, თუნდაც ეს მნიშვნელოვან შრომად დაუჯდეთ.

კეთილი ჩვევა, სიყმაწვილეში შრომით შეძენილი, ბუნებით თვისებად იქცევა და მის მომხვეჭელს ყველგან თან გაჰყვება. ვინც თავი კეთილი სხეულებრივი ჩვევებით მოიზღუდა, მას შეუძლია გულდაჯერებით დააგროვოს სულიერი სიმდიდრე: იგი ხელუხლებლად შეინახება, რადგან სხეულის კეთილი ჩვევებით ყოველმხრივ მოზღუდული იქნება.

პირიქით, მავნე ჩვევას შეუძლია მოსაგრეს უმოკლეს დროში წაართვას მთელი სულიერი სიმდიდრე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაგროვები, გაძლიერებული ღვაწლის პირობებში ნაგროვები, სიმდიდრე, რომელიც მან ჯანმრთელობისა და ძალების ხარჯვით შეიკრიბა, ისე რომ, სიმდიდრის თავიდან დაგროვება უკვე უკიდურესად გაჭირდება.

ასეთი სულიერი უბედურებების მიზეზი, განსაკუთრებით, თავისუფალი ქცევის ჩვევა და მონასტრიდან და სენაკიდან ხშირი გასვლები ხდება, რომლებიც თავისუფალ ქცევას ებმის და მისი მშობელია.

ძმებო! უფალს ვევედროთ, ლოცვას საკუთარი მეცადინეობაც შევუერთოთ, რათა მან გვასწავლოს კრძალულება, რომელიც თავად დაგვავალა, და საცო დასდოს ჩვენ პირებს და სხვა ასოებს, ისევე, როგორც ჩვენს გრძნობებს, რომლებიც დაუცველობისას ცოდვისათვის ღია კარებად იქცევა, რომელიც მათი გავლით შემოდის სულში და მას კლავს. ამინ“

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2025, 11:51 AM
პოსტი #4693


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე მიმაჩნდა, რომ ბერი საკუთარ თავში უნდა დაიმალოს და სხვამ არ შეამჩნიოს, რათა მისგან ადამიანებმა კერპი არ შექმნან“.

/დეკანოზი პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2025, 09:57 AM
პოსტი #4694


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მის [მონაზონი ბესარიონის] გულში მხურვალე და ღრმა რწმენა იყო დაუნჯებული. ერისკაცობაში მან ჩვენებაში იხილა წმ. დიდმოწამე პარასკევა, რომელმაც ოჯახური ვითარებით გამოწვეულ მწუხარებაში ანუგეშა და უთხრა, სასო არ წარეკვეთა, რადგან მცირე ხანში მონაზონი გახდებოდა“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 10:00 AM
პოსტი #4695


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი პირდაპირი დანიშნულებაა მონასტრების დაარსება. თუკი გვინდა, რომ ჩენმა ბავშვებმა და გარშემომყოფებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი იმ ჭირის წინაშე, რაც მოგველის და მოვა კიდეც, რისიც ძალიან მჯერა, რაკი ამას წერილი ამბობს, წერილი კი სულიწმიდისგანაა და იქიდან არაფერი ამოვარდება, ეს ყველაფერი ახდება. ამრიგად, მონასტრებისა და იქ მცხოვრები ადამიანების არსებობა ჩვენს პირდაპირ საჭიროებად უნდა იქცეს. უნდა გვსურდეს და ვეხმარებოდეთ მათ დაარსებაში“.

/ხუცესი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 10:56 AM
პოსტი #4696


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,782
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ფარისევლობის წინააღმდეგ სიფრთხილის ზომებს ის მიიღებს, ვინც მონასტერში შესვლისას იზრუნებს საკუთარ თავს სწორი სულიერი ღვაწლი მოუპოვოს.

იქიდან, რომ გონება განუწყვეტლივ შობს აზრებს, ხოლო გული გრძნობებს, აშკარაა ის საქმიანობაც, რომელიც ბერმა თავის სულს უნდა მისცეს.

გონება უნდა იწვრთნებოდეს ღვთისსათნო აზრებში, ხოლო გული - ღვთისსათნო გრძნობებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ: საჭიროა, რომ გონებამ და გულმა მიიღოს და შეითვისოს სახარება“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

235 გვერდი V « < 233 234 235
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th October 2025 - 06:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი