სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Oct 12 2025, 09:16 AM
პოსტი
#4701
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“როცა ქოზიფაში ბერად მცირე სქემაში აღვიკვეცე, მაშინ მამა შიო [ხარძეიშვილი] უკვე სხვაგან მსახურობდა. დიდ სქემაში მეუფემ [იობი] სურამის იობ მრავალვნებულის სახელობის ტაძარში აღმკვეცა, სადაც მამა შიო იყო ტაძრის წინამძღვარი. მამა ბასილ, დიდი სქემა იმდენად დიდი რამ არის, რომ მე ვნატრობ ამას. აი, შენ გეძლევა ეს და ამას გაფრთხილება უნდაო. ისეთი შიშით და კრძალვით მითხრა ეს სიტყვები, მაშინვე ვიგრძენი და გავითავისე, რომ მეუფემ ისეთ რამეს მაზიარა, რასაც ძალიან სათუთად უნდა მოვპყრობოდი. როცა ბერი დიდ სქემაში აღიკვეცება, მას ბასილი დიდის სწავლებას უკითხავენ. იმდენად დიდი იყო მისი ბერული ცხოვრება, რომ ერთხელ მითხრა: მამაო, ეს სწავლება (ბასილი დიდის) თავთით უნდა დაიდო და დღე და ღამე იკითხოო“.
/არქიმანდრიტი ბასილი (კაკიაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 13 2025, 09:53 AM
პოსტი
#4702
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მონაზონ ისიდორეს აღსასრული
„მონაზონი ისიდორე წარმოშობით კონსტანტინეპოლიდან იყო. ღვთივგანისვენა 1925 წლის 30 აგვისტოს, 84 წლის ასაკში. ადრეული ასაკიდანვე უხუცესთა საბჭოს წევრი იყო, ასევე, ასრულებდა იკონომოსის მოვალეობას ქალკიდიკის ჩვენს დიდ მეტოქიონებში. სიცოცხლის ბოლოს მცირედი გონებრივი რყევა დაეწყო და წინამძღვარს განუცხადა, რომ ეჭვი ეპარებოდა, იყო თუ არა მონათლული, რადგან, როგორც ზოგიერთნი ამბობდნენ, წარმოშობით გაქრისტიანებულ ბოშათა მოდგმიდან იყო. წინამძღვარი დილემის წინაშე აღმოჩნდა და არ იცოდა, რა ექნა, რადგან მამა ისიდორე თავის დაზღვევისა და სულის ცხონებისათვის ნათლობას ითხოვდა. სავანემ კასანდრიის ეპისკოპოსს, მეუფე ირინეოსს წერილი მისწერა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რჩევა სთხოვა. ვინაიდან მეუფე ირინეოსიც კონსტანტინეპოლიდან იყო და მამა ისიდორესთან მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებდა, წინამძღვარს უპასუხა, მამა ისიდორეს ნათქვამი ნაკლებად სარწმუნოაო; ეს მისი მხცოვანი ასაკის ბოდვებად მიიჩნია და გააფრთხილა, ყურადღებით ყოფილიყო, რომ ხელმეორედ ნათლობის გამო საკუთარ თავზე სასჯელი არ მოეწია. მღვდელმთავრის ამგვარი პასუხის შემდეგ შეწყდა ყოველგვარი ბჭობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მამა ისიდორეც დამშვიდდა. როცა მისი აღსასრულის ჟამი მოახლოვდა, როგორც მისმა მომვლელმა მონაზონმა მომითხრო, მის გარდაცვალება ბუნებრივად განვითარდა, სხეულის ეტაპობრივი განლევითა და მოუძლურებით. 1925 წლის 30 აგვისტოს, შუადღის ორი საათისთვის, მომვლელმა მონაზონმა შენიშნა განათებული სხივი უამრავი კაშკაშა ნაპერწკლებით, რომელიც სამხრეთ ფანჯრიდან შემოიჭრა ოთახში და განეფინა საწოლისკენ, სადაც მომაკვდავი ბერი იწვა. ნანახით გაკვირვებულ მონაზონს ვერ გაეგო, რა ხდებოდა. საკმაო ხანი რომ გავიდა, მონაზონს მთავარანგელოზთა დღესასწაულის მე-6 გალობის ტროპარი გაახსენდა: „ვითარცა ცეცხლ და ალ და ნათელ-მყოფთა უხორცოთა...“ და დაასკვნა, რომ ეს მოვლენა მიანიშნებდა ანგელოზებრივ გამოცხადებასა და მოკითხვას მომაკვდავის სულის წასაყვანად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ საღვთო გამოცხადებამდე სნეული სრულიად უხმოდ იწვა, გამოცხადების შემდეგ კი ბერმა გულის სიღრმიდან გოდება და მოთქმა დაიწყო, რაც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, შემდეგ კი სული განუტევა. რას ნიშნავდა ეს მოთქმა-გოდება? დაე, განმარტონ მათ, ვისაც მსგავს სულიერ საკითხებში მეტი გამოცდილება აქვს. მე მხოლოდ გაოცებულმა აღვნიშნე უსხეულო ძალთა სულის ხორცთან გაყრის ორსაათნახევრიანი ლოდინი“. /მონაზონი ლაზარე დიონისელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 14 2025, 10:06 AM
პოსტი
#4703
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„დაკრძალვის წესი, რომელიც სტუდიის მონასტრის წესდების შესაბამისად დამკვიდრდა პეჩორაში [კიევ-პეჩორის ლავრა], არსებითად განსხვავდება დაკრძალვის ჩვეულებრივი წესისგან. მიცვალებულის სხეულის ღია ნაწილებს ქსოვილს შემოაკერებდნენ, ხელებს მკერდზე დაუკრეფდნენ, სახეს დაუფარავდნენ, ფიცარზე დაასვენებდნენ და კორიდორის კედელში სპეციალურად გამოთხრილ ლოკულაში (ნიშაში) დაასვენებდნენ. შემდეგ ნიშას ხატით გადაკეტავდნენ, ან ამოაშენებდნენ, სამი წლის შემდეგ ლოკულას ხსნიდნენ, თუ ნეშტი გახრწნილი იყო, ეს ითვლებოდა ნიშნად იმისა, რომ განსვენებული მართალ ცხოვრებას ეწეოდა, თუ ნეშტი არ იყო გახრწნილი, ლოკულას კიდევ ორი წლით ამოქოლავდნენ და გარდაცვლილი ბერისთვის ლოცვას აგრძელებდნენ. მღვიმეების მიკროკლიმატი (7-9 გრადუსი მუდმივი ტემპერატურა და 79-99% ტენიანობა) სრულად გამორიცხავდა აქ რაიმე ორგანული ნივთიერების უცვლელად შენარჩუნებას, ამდენად მღვიმეებში ხრწნა სრულიად ბუნებრივი პროცესი იყო, მაგრამ უფალმა ინება რა პეჩორის სავანის გამორჩეულად განდიდება, მისი მრავალი მოსაგრის ღვაწლი ნეშტის უხრწნელობით განაბრწყინა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 15 2025, 09:03 AM
პოსტი
#4704
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“ბერი შეიძლება შევადაროთ ორანჟერეის ყვავილს, ხოლო საერო - მინდვირასა. შეუძლებელია მინდვრად შეხვდე ისეთ შესანიშნავსა და ძვირფას ყვავილებს, როგორებიც ორანჟერიაში გვხვდება. სამაგიეროდ, ორანჟერეის ყვავილები განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, მათ არ შეუძლია უამინდობის გადატანა და ისინი ქარის უმნიშვნელო მობერვაზე ზიანდება; მაშინ, როცა მინდვრის ყვავილებს არ სჭირდება არავითარი მოვლა და მიხედვა, თავისუფლად იზრდება და ჰაერის ცვალებადობებს იოლად იტანს.
ყველა წმინდა მამა ასწავლის ბერებს საკუთარი თავის უმკაცრეს მეთვალყურეობას, საკუთარი თავის უმკაცრეს დაცვას. გარეგნულად უმნიშვნელო გარემოებისგან ბერისათვის შეიძლება წარმოიშვას უდიდესი საცდური და თვით დაცემაც. ერთ გაუფრთხილებელ შეხებას, ერთ უმნიშვნელო შეხედვას, როგორც უთვალავი გამოცდილება ამტკიცებს, უეცრად შეუცვლია ბერში მთელი მისი სულიერი მიდრეკილება, მთელი გულისმიერი საწინდრები, თავად აზრთა სახე. საჭიროა საკუთარ თას სულ იცავდე და იცავდე“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 16 2025, 10:03 AM
პოსტი
#4705
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ვკითხე [არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი)], როგორ უძლებ ამდენს-მეთქი? მან ასეთი რამ მითხრა: ჩვენს დროში ადამიანებს მომეტებული ერული ფიქრების, შურის, ამპარტავნებისა და სხვა მრავალი ცოდვის გზით ღმერთთან ხშირად უწყდებათ კავშირი. მე ყოველთვის მაქვს დაფარულად ერთი ისეთი ღვაწლი, რომელიც ღმერთთან არ მაშორებს. ყოველთვის ვცდილობ, არ გავწყვიტო დამაკავშირებელი ძაფი. შენც გირჩევ, ყოველთვის გქონდეს დაფარული შინაგანი ღვაწლი, რომელიც არ გაწყვეტს უფალთან დამაკავშირებელ კვანძს. ასე შეიძლება საერო საქმე აღასრულო ისე, რომ არ მოსწყდე სულიერს. ამგვარ სათნოებათა ფლობა ბრძენთა ხვედრია“.
/იღუმენი დოროთე (დევაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 17 2025, 09:25 AM
პოსტი
#4706
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„- მამა ისააკი [დიონისელი (1850-1932)] როგორც მამაკაცს დაელაპარაკება, ისეთივე შინაგანი მდგომარეობით დაელაპარაკება დედაკაცსაც, რძალსაც და ახალდაქორწინებულ გოგონასაც, ჩვენ კი როცა ქალებს ვესაუბრებით, ვკარგავთ წონასწორობას, გვეცვლება იერსახეცა და საუბრის ტონიც.
მაშინღა მივხვდი, რომ მამა ისააკს ხორცი მოეკვდინებინა და უვნებობის სრულყოფილი საზომისთვის მიეღწია. ყველა მორჩილებას, რომელსაც ბერი ისააკი ხელს მოჰკიდებდა, ღვთის კურთხევა მოჰყვებოდა. კარიესში დღესაც კი იხსენებენ მას უპოვარები და მოსაგრეები, რადგან როცა იგი მეკონაკე იყო, ბოსტანში მოყვანილ ბოსტნეულს გზის პირას, ბლის ხის ძირში ტოვებდა და თითოეული სურვილისამებრ იღებდა. რაც მეტს გასცემდა, ბოსტნეულიც მეტად მრავლდებოდა“. /მონაზონი ლაზარე დიონისელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 18 2025, 09:31 AM
პოსტი
#4707
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მღვდელსქემმონაზონმა ანატოლი „უმცროსმა“ სამონაზვნო აღკვეცა 1855 წელს მიიღო ოპტინის უდაბნოში. იგი თანდათანობით ითვისებდა სამოძღვრო ღვაწლს და ღირსი მამების - იოსებისა და ბარსანოფის გარდაცვალების შემდეგ ღირს ნეკტარისთან ერთად ბერ-მოძღვრობის სულიერი ღვაწლის გამგრძელებელი გახდა.
ბერები დამოძღვრაზე უარს არავის ეუბნებიან, მაგრამ ისე მოეწყო, რომ ღირს ნეკტარისთან უფრო მონაზვნები და ინტელიგენცია ილტვოდა, ღირს ანატოლისთან კი უმთავრესად მდაბიო ერი მიდიოდა - საკუთარი საზრუნავით, ჩივილით, წუხილით, სენით. იგი უაღესად მხნე და თავმდაბალი იყო; მას ხალხი ალერსით „ნუგეშინისმცემელსა“ და „მეორე სერაფიმეს“ ეძახდა. ოპტინის უდაბნოს დახურვისას „ჩეკისტებმა“ მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს - და მოსამზადებელი დრო მისცეს. გარკვეული დროის შემდეგ სენაკის მომსახურეს ჰკითხეს: „ბერი მზად არის?“ – „დიახ, მზად არის“, - მიუგრო მამა ბარნაბმა და ისინი სენაკში მიიპატიჟა. იქ, მაგიდაზე კუბოში იწვა „გამზადებული“ გარდაცვლილი ბერი. უფალმა მიიღო თავისი მონა, ჭეშმარიტად გამზადებული იმისათვის, რომ ღვთის წინაშე წარმდგარიყო“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 19 2025, 11:50 AM
პოსტი
#4708
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„წმინდა მამები მკვეთრად საუბრობენ თავისუფალი ქცევის საწინააღმდეოდ, რომელსაც ისინი კადნიერებას უწოდებენ.
ერთხელ ღირს აღათონთან, რომელსაც მისი თანამედროვენი ეგვიპტის სკიტის მამებს შორის განსჯის განსაკუთრებული ნიჭით გამოარჩევდნენ, მივიდა ძმა და ჰკითხა: „ვაპირებ ძმებთან ერთად ვიცხოვრო, მითხარი, როგორ ვიცხოვრო მათთან?“ უხუცესმა ბერმა უთხრა: „მათთან ყოფნის მთელი დრო ისე გაატარე, როგორც შენი მისვლის პირველ დღეს. მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში უცხოობა შეინარჩუნე (ანუ სავანეში ისე მოიქეცი, როგორც უცხო და მოსული და არა როგორც საზოგადოების მკვიდრი და წევრი) და თავს თავისუფალი ქცევის (გაკადნიერების) უფლებას ნუ მისცემ“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 20 2025, 11:26 AM
პოსტი
#4709
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„წინამძღვარს თუ დიდი სიყვარული არა აქვს, მონასტერი ფეხზე ვერ დადგება. მამა შიოს [ხარძეიშვილი] სტუმრის გულისთვის თავგანწირვა შეეძლო. ყველა საქმეს გადადებდა, დაუჯდებოდა, ატრაპეზებდა და ესაუბრებოდა. მონასტერში ერთი წუთით ვერ მოიცლი. მამა შიო კი სტუმარსაც ყურადღებას აქცევდა და ამავე დროს ყველაფერს ასწრებდა. ეს ძალიან თბილ აურას ქმნიდა. ამიტომ იყო, რომ ყველას მამა შიოს გვერდით ყოფნა სურდა. ეპარქიაში იგრძნობა მამა შიოს გარდაცვალება, რადგან ეს სიყვარული არცერთ მონასტერში აღარ არის“.
/ილია გელაშვილი (სულიერი შვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 21 2025, 11:26 AM
პოსტი
#4710
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მონაზონ ეგნატეს ცხოვრებამ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიყვარულით ანთებული კელაპტარივით განვლო. სურდა სამღვდელო ხარისხის მიღებაც, მაგრამ ღვთის განგება გამოუკვლეველია. არასაკმარისი საერო განათლების გამო არ იქნა გამორჩეული სავანის უხუცესთა მიერ და დარჩა მონაზვნად.
შესაძლოა, ამ გზით ღვთის განგებამ იგი უვნებლად დაიცვა წმინდა სიმდაბლის ნავსაყუდელში, რათა არ განებნია თავისი ღვაწლი სამღვდელო ხარისხისგან მოსალოდნელი ზვაობისა და საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენისგან. მსგავს განსაცდელთაგან მცირედნი თუ აღწევენ თავს უვნებლად“. /მონაზონი ლაზარე დიონისელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 22 2025, 10:07 AM
პოსტი
#4711
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„დამიანე მკურნალი - (5/10 1071წ.) მღვდელმონაზონი დამიანე პეჩორის მონასტერში თეოდოსის იღუმენობის დროს აღიკვეცა ბერად, მისი მოწაფე გახდა და მძიმე მარხვის ღვაწლი იტვირთა, მხოლოდ პურს და წყალს იღებდა და მთელ ღამეებს ლოცვასა და წმინდა წერილის კითხვაში ატარებდა.
მას კურნების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული, როდესაც მონასტერში ავადმყოფი მიჰყავდათ, წმ. თეოდოსი დამიანეს სთხოვდა სნეულისთვის ლოცვის წაკითხვას. სიცოცხლის ბოლოს დამიანე დასნეულდა და ღმერთს სთხოვა მისთვის და თეოდოსისთვის სასუფეველში დამკვიდრება მიემადლებია. ამ თხოვნის პასუხად დამიანეს ანგელოზი წმ. თეოდოსის სახით გამოეცხადა და აუწყა, რომ მივი ვედრება შესმენილი იქნა. ხს. 5(18)/10“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 23 2025, 11:15 AM
პოსტი
#4712
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“ყურადღებიანი ლოცვა განსაკუთრებით მოსახერხებელია და უნდა ვისწავლოთ სენაკში კანონის შესრულებისას. საყვარელო ძმაო! ნუ უარყოფ ერთგვარი მოწყენისა და ერთგვარი ძალდატანების უღელს, როცა თავდაპირველად ეჩვევი სენაკში ბერულ საქმიანობას, განსაკუთრებით, სენაკში ლოცვით კანონს. დროულად მოიმარაგე უძლეველი იარაღი - ლოცვა; დროულად ისწავლე მისი მოხმარება. იგი სულიერი მახვილია, რაც არის ღვთის სიტყვა. თავისი თვისებით, ლოცვა არის ადამიანის ღმერთთან მყოფობა და ადამიანის ღმერთთან შეერთება; თავისი მოქმედებით, ლოცვა არის ადამიანის ღმერთთან შერიგება, დედა და ასული ცრემლებისა, ხიდი, რომლითაც საცდურებზე გადადის, კედელი, რომელიც მწუხარებებისგან იცავს, ბრძოლების შემუსვრა, დაუსრულებელი ღვაწლი, სათნოებების წყარო, სულიერი ნიჭების მიზეზი, უხილავი წარმატება, სულის საკვები, გონების განათლება, სასოწარკვეთის მოკვეთა, სასოების გაჩენა, დარდის მოცილება, ბერების სიმდიდრე“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 24 2025, 10:55 AM
პოსტი
#4713
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მამა შიო [ხარძეიშვილი] მიიჩნევდა, რომ ბერობა ისე ტკბილია, ათჯერ რომ მისცემოდა ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება, ზუსტად ამ გზას აირჩევდა. ამდენ ადამიანს ვიცნობ და ვუყურებ ერის ცხოვრებას, ბერობა ისეთი დიდია, რომ აბსოლუტურად ყველას ცხოვრებას ერთად აღემატებაო, - ამბობდა. ბედნიერი იყო ასეთი სწორი არჩევანი რომ გააკეთა და კიდევ იმით, რომ მეუფე იობთან მოუწია ამდენი ხნის განმავლობაში ყოფნა. მეუფე ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა. ამბობდა: იმდენად დიდი ადამიანია, რომ ვერც მე და ვერც ვერავინ მეუფე იობს ვერ ჩასწვდებაო“.
/ია თინიკაშვილი (სულიერი შვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 25 2025, 09:40 AM
პოსტი
#4714
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„რამდენიმე წლის წინათ მამა ეგნატემ, მოულოდნელად, გაზეთის კითხვისას შემისწრო. როგორც კი დამინახა, თავის ჩვეული უბრალო საუბრით, ღიმილითა და თავის გაქნევით მითხრა: „შენც, მამა ლაზარე? როგორც ჩანს, ვერ გაგიგია, თუ რაოდენ ზიანდება მონაზონი გაზეთის კითხვისგან, რომელიც მის გონებას საზიანო და უხმარი ცნობებით ბილწავს. და პირიქით, რაოდენ სარგებელს იღებენ ისინი, ვინც თავგამოდებით არიან დაკავებულნი იესოს ლოცვით, განიცდიან რა აღუწერელ სიტკბოსა და შვებას!“
/მონაზონი ლაზარე დიონისელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 26 2025, 10:16 AM
პოსტი
#4715
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მისი [ღირსი ანტონი] დაფარული მონაზვნური ღვაწლი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე ისეთი მძიმე ჯვრის ტარება, როგორიცაა ხანგრძლივი სნეულება. ბევრი, ხედავადა რა ღირსი მამის გაცისკროვნებულ სახეს და ისმენდა მისგან მაცოცხლებელ სიტყვას, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორი ტანჯული იდგა მის წინაშე.
როგორც მდუმარების დიდი მოყვარული, ღირსი ანტონი განმარტოებას ელტვოდა, რათა სრულად შეწირვოდა ლოცვით ღვაწლს, კითხვასა და მჭვრეტელობას, მაგრამ მისი სულიერი ნიჭი უამრავ მორწმუნეს იზიდავდა მისკენ კურთხევისა და სულიერი შეგონების მისაღებად. არსებობს მყარი მიზეზი იმის მტკიცებისათვის, რომ ღირს ანტონის ღვთის წინაშე ლოცვის დიდი კადნიერება ჰქონდა, და არაერთხელ ღირსყოფილა იგი სულიერი ხილვებისა და ღვთაებრივი მონახულებებისა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 27 2025, 10:52 AM
პოსტი
#4716
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ჩვენს დროში მრავალნი ინარჩუნებენ თავისუფალ ქცევას მონასტერში, რადგან მას საერო ცხოვრებაში მიეჩვივნენ. სხვები, რომლებიც უკვე მონასტერში შევიდნენ, ცდილობენ მის შეძენას, რადგან მასში რაღაცას ნახულობენ, რაც მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია.
თავისუფალი ქცევის მავნე შედეგები შესამჩნევი არ არის გართობისას, საკუთარი თავის მიმართ უყურადღებობისას, ურიცხვი საცდურის განუწყვეტელი, სხვადასხვაგვარი მოქმედებისას, მაგრამ მონაზვნისთვის ეს შედეგები დამღუპველია“. /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 28 2025, 08:38 AM
პოსტი
#4717
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მონაზონი მარტო უნდა იყოს, შენ და უფალიო, - ამბობდა [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)]. ქალურ ბუნებაზე მაღლა დგომას და ვაჟკაცობას გვავალებდა“.
/იღუმენია თამარი (ფიჩხაია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 29 2025, 11:15 AM
პოსტი
#4718
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„როცა მონაზვნობის მსურველი მონასტრულ ცხოვრებას შეუდგება, მორჩილების ნიშნად წინამძღვრისა და უხუცესთა კრების წინაშე მეტანიას ასრულებს“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 30 2025, 08:54 AM
პოსტი
#4719
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„როდესაც შენს სენაკში ზიხარ, იზრუნე სამ რამეზე: ლოცვის უწყვეტობაზე, ფსალმუნებში ჩაღრმავებასა და ხელსაქმეზე“.
/აბბა ისაია განდეგილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 31 2025, 10:31 AM
პოსტი
#4720
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,129 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მწუხარებებია ჩვენი უპირველესი ხვედრი, ხვედრი თანამედროვე მონაზვნობისა, ხვედრი, თავად ღვთის მიერ განკუთვნილი“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th November 2025 - 02:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი