IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

238 გვერდი V « < 236 237 238  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 21 2025, 10:45 AM
პოსტი #4741


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქოზიფაში ბერების აღკვეცა ყოველთვის აღდგომის მარხვაში ხდებოდა, დიდი ხნის მორჩილებზე ხშირად ბრძოლები მოდის. ბერობა ძალიან მინდოდა და მეც ბრძოლა დამეწყო. მამა შიო [ხარძეიშვილი] ამას მიმიხვდა, კვირას ღამისთევის ლოცვაზე დამიბარა და ასე დამარიგა: ზოგ ადამიანში ბერული თვისებები დევს, ზოგმა უნდა შეიძინოს და ეს რომ შეძლოს, ზოგისთვის თვეები, ზოგისთვის კი წლებია საჭირო. შენ თავისებური მორჩილება გაქვს. შენი ნება თუ იქნება, მთაში გვირაბს გაიყვან, თუ არა, არაფერს გააკეთებ. მორჩილება კი ის არის, როცა არ გინდა, მაგრამ მაინც გააკეთებო. მამაოს ეს შეგონება ბოლომდე გავითავისე და ბერად აღკვეცას უკვე მორჩილებით დაველოდე“.

/მღვდელმონაზონი ექვთიმე (ბერაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2025, 10:50 AM
პოსტი #4742


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქრიზანთი ცრემლმორეული თვალებით უსიტყვოდ იდგა.

-„რა ხდება ჩემო ძვირფასო? რამე მოხდა?“ - მანუგეშებელი ხმით ჩაეკითხა მიტროპოლიტი.

-„თქვენო მეუფებავ“ - დაიწყო მან საუბარი. „ჩვენ ამ ქვეყანაზე თქვენს გარდა არავინ გვყავს“.

მოძღარს ეს სიტყვები გულზე მოხვდა და მათზე სათითაოდ დაიწყო დაკვირვება. შემდგომ იკითხა, „რას ეძებთ?“

-„ჩვენ ქრისტეს დავპირდით, რომ მონაზვნები ვიქნებით“.

ნექტარიოსი [პენტაპოლელი] მსგავი ამბის გაგებას არ მოელოდა. იგი რაღაცის თქმას ეცადა, მაგრამ ისე გაოცდა, კალამი ხელიდან გაუვარდა. შემდეგ წამოდგა და ცოტა დაბნეული ხმით იკითხა:

-„ყველა თქვენგანს გსურთ?“

-„დიახ, ყველა ჩვენგანს“.

-„შენც, ანგელიკი?“

-„დიახ, ბატონო“.

-„და მარია, შენ?“

-„დიახ, ბატონო“.

იგი გარკვეული ხნით ჩაფიქრდა და შემდგომ თქვა: -„ეს ისეთი საკითხია, რაზეც სიფრთხილით უნდა დაფიქრდეთ. ეს არის თემა, რაც ყოველ ანგელოზთაგან უნდა განიხილოთ. ეს არ არის რაღაც ისეთი, რასაც დღეს მოისურვებ და ხვალ შეცვლი. ამას არავინ გაიძულებთ, აბსოლუტურად არავინ, და მითუმეტეს უფალი“.

მათ არ იცოდნენ რა უნდა ეთქვათ.

-„იფიქრეთ ამაზე“ - მიუგო ნექტარიოსმა. „შეძლებთ აიტანოთ მარხვა, მკაცრი მორჩილება, ყველაფრისგან გათავისუფლება და სხვაზე დაქვემდებარება? ფიქრობთ, რომ ამის გაძლებას შეძლებთ?“

გოგონები მოძღვრის ყოველ სიტყვას სულგანაბულნი უსმენდნენ.

-„როდესაც უფალს ნებით მიუძღვნი საკუთარ თავს და მონაზვნობის აღთქმას დადებ, მაშინ მილიონობით განსაცდელი წამოვა. ვაი, მერე თქვენ, თუკი ოდესმე აზრს შეიცვლით და ინანებთ. თუ მონაზონმა წმინდა გზას ოდნავ მაინც გადაუხვია, ის სასიკვდილოდ განწირულ უდიდეს ცოდვებში ავტომატურად ჩაეშვება“.

-„თქვენო მეუფებავ, ჩვენ ეს საკითხი ხშირად განგვიხილავს“ - განაცხადა ქ-ნ. ელენემ, „და ეს გადაწყვეტილება ჩვენი გულებისა და გონების ბოლომდე განხილვის შემდგომ მივიღეთ. ჩვენც არც სიკვდილის გვეშინია.

მიტროპოლიტი წუთიერად შეჩერდა. „ძალიან კარგი, ვილოცებ, რომ უფალმა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაგიცვათ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2025, 11:07 AM
პოსტი #4743


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი ბერული წარმატება ის არის, როცა ბერი საკუთარ თავს ყველა ადამიანთა შორის ცოდვილად დაინახავს.

ძმამ ღირს სისოი დიდს უთხრა: „ვხედავ, რომ ჩემი ფიქრი მუდამ ღმერთთან არის“. ღირსმა მამამ უპასუხა: „ეს დიდი არ არის, რომ შენი ფიქრი გამუდმებით ღმერთთან არის; დიდი ის არის, როცა ბერი საკუთარ თავს ყველა ქმნილზე დაბლა დაინახავს“.

ასეთი იყო აზრთა სახე ღვთის ჭეშმარიტი მსახურებისა, ჭეშმარიტი ბერებისა: იგი მათში ყალიბდებოდა სწორი სულიერი ღვაწლით. სწორი სულიერი ღვაწლის პირობებში ხორციელ ღვაწლსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან არის სხეულის მოქმედებებით სინანულისა და თავმდაბლობის გამოხატულება.

„იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი, და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“, - ლოცვით შეჰღაღადებს ღმერთს დავითი, რომელმაც თავის ღვთისმოსავ ღვაწლში სხეულის შრომა ღრმა სინანულსა და ღრმა სიმდაბლეს შეუერთა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 24 2025, 11:37 AM
პოსტი #4744


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„- მამაო, მონასტრის ძმათა ერთობაში სირთულეები საიდან მომდინარეობს?

-სირთულეები, ძირითადად, მომდინარეობს განსხვავებული ხასიათებიდან. ერთს შინაგანი ცხოვრებისკენ აქვს მიდრეკილება, მეორე ხალისიანია, მესამე პესიმისტია და ა.შ. მთელ ქვეყანაზე არ არსებობს ორი სრულიად იდენტური ხასიათი, თვით ტყუპისცალ დედმამიშვილებს შორისაც კი.

კიდევ ერთ სირთულეს ქმნის განსხვავება ხასიათების განვითარებაში, რის შედეგადაც თავს იჩენს უთანხმოება და აზრთა სხვადახვაობა - ერთს სურს გონების მოკრება, მეორეს - ხუმრობა და ა.შ.

-და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ სირთულეებს?

-ძმებს შორის კონფლიქტების კურნება მაშინაა შესაძლებელი, თუკი თითოეული ეცდება, ჯერ საკუთარი თავი შეიცნოს და შემდეგ - სხვები; ჯერ შეიცნოს საკუთარი სისუსტეები და შემდეგ გაგებით მოეკიდოს ძმის ხასიათს. ასე მოხდება მათ შორის თანდათანობითი დაახლოება, ანუ ის, ვინც გონების მოკრებას ცდილობს, ოდნავ გაიხსნას, თუნდაც თავისი სიმყუდროვის ან იესოს ლოცვის ხარჯზე, ხოლო ხალისიანმა და ხუმრობის მოყვარულმა სიტყვები შეარჩიოს და შემთხვევითი შეხვედრები შეამციროს.

ძმების შორის დაახლოების სხვა ფაქტორი უბრალო და ბუნებრივი ქცევაა, რაც დიდად შეეწევა წრფელ ურთიერთგაცნობას.

ამ დაახლოებას ასევე უწობს ხელს მცირედი თავგანწირვის აღსრულებაც. მაგალითად, საქმე დროებით დავტოვოთ და ძმასთან ერთად სასეირნოდ გავიდეთ; არ წავიდეთ დასასვენებლად და მასთან ვისაუბროთ; ძმას რაიმეში მოვემსახუროთ და სხვ.

პავლე მოციქული შეგვაგონებს: „კაცად-კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათვის აღსაშენებლად. და რამეთუ ქრისტეცა არა თავსა თვისსა სათნო-ეყო“. თითოეული ჩვენგანის ქცევა მოყვასისათვის სათნო უნდა იყოს. ეს კი, ცხადია, სიყვარულით უნდა აღვასრულოთ და არა ორგულობით.

ქრისტეს სიტყვებმა: „რაითა იყვნენ ერთ“ - მრავალი განსხვავებული ხასიათი შეაკავშირა. გააერთიანა მხურვალე ხასიათის პეტრე, მგრძნობიარე იოანე და ღრმად მოაზროვნე თომა. ამრიგად, ჩვენც გვმართებს საკუთარი თავიდან „გამოსვლა“, რათა მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრება.

ზოგადცხოვრებულთა მონასტერში ერთობის დეფიციტი ქმნის დამღლელ გარემოს როგორც ბერისთვის, ასევე საძმოს წევრებისთვის.

ქვის შენობა განსხვავებული ზომისა და ფორმის ქვებით არის აშენებული, მაგრამ ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული. მაშ, როცა ჩვენც გამოვთლით საკუთარ ხასიათს და ჩვენ შორის ურთიერთობების შენაწევრების ადგილას სიყვარულის დუღაბს მოვათავსებთ, საძმოს შენობა დიდ ღირებულებას შეიძენს როგორც ამ ქვეყნის, ასევე ზეცისთვის.

თუკი ეს სოფელი, რომელიც ჩვენ დავუტევეთ, ქვის სამტეხლოა, მაშინ ჩვენ მისგან მოწყვეტილი დაუმუაშვებელი ქვები ვართ და მოვედით, რომ მონასტრის ნაგებობას შევუერთდეთ. მაგრამ იმისათვის, რომ ამ კურთხეულ ქვის ნაგებობას შევუერთდეთ, საკუთარ თავს გარკვეული ნაწილები, ანუ ნაწილი აზროვნებისა, განცდებისა, სურვილებისა, ჩვეულებებისა უნდა ჩამოვაჭრათ. უნდა მოვიცილოთ წამონაზარდები, რათა ჩვენი ხასიათის ყველა მხარე გლუვი გახდეს.

ამ სულიერი ნაგებობის „ქვების“ თლა, ცხადია, თითოეული მონაზვნის პირადი ღვაწლითა და საერთო ცხოვრების ყოველდღიური შეხლა-შემოხლით ხდება, მაგრამ ეს, უმთავრესად, ბერის საქმეა და „საჭრისი“, რომელსაც იგი იყენებს, ზოგჯერ მწარე და მტკივნეულია. მონაზვნის პიროვნებაში უნდა დარჩეს მხოლოდ ის, რაც საერთო ცხოვრებას არ აბრკოლებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფიცხი „ქვა“ დამუშავებისას განსაკუთრებულ სირთულეებს წარმოშობს. მიზანი ის არის, რომ აუცილებლად უნდა გაუსწორდნენ ქვაკუთხედს, ანუ ქრისტეს.

მონასტერში ზოგჯერ ვხედავთ მოღვაწე, მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილ მონაზვნებს. გარეგნულად გულმოდგინენი, მსახურებისას მოყვარულნი და მოღვაწეები ჩანან, მაგრამ, როგორც კი ოდნავ ზედმეტად შეეხები, მათს ნაკლოვანებებსაც აღმოაჩენ.

მონასტისთვის დაუშვებელია ისეთი მონაზვნების არსებობა, რომლებიც, ერთმანეთისგან შორს იჭერენ თავს. ეს დიდ ტკივილს აყენებს ბერს; ისეთ ტკივილს, როგორსაც გრძნობს დედა, როდესაც შვილებს ერთმანეთისგან განაპირებულს ხედავს.

ამრიგად, ყველანი ერთ მუშტად უნდა შევიკრათ. ნურავინ გამოყოფს საკუთარ თავს სხვებისგან. თავად ქრისტემ გვიბოძა ჩვენი ძმები, რათა ყველამ ერთად სხვა ცხოვრებაში გადავინაცვლოთ. საშინელებაა, შევუდგეთ ქრისტეს ჩვენი გულების შეკავშირების გარეშე. არაფერმა უნდა დაგვაშოროს ერთმანეთს: არც ძმის სათნოებამ და არც ცოდვამ. გვიყვარდეს ქრისტე და გვიყვარდეს ჩვენი ძმები. ჩვენი სულიერი წარმატებისთვის უკეთესი წინაპირობა არ არსებობს, გარდა ერთობის, სიყვარულის და თანხვედრისა. მარცვლები, რომლისგანაც ფქვილი მიიღება, ცომში ერთმანეთისაგან აღარ განირჩევიან. თუ ერთიანობა გვექნება, ქრისტეს ვერაფერი განგვაშორებს: ვერც ნაკლოვანებები, ვერც ვნებები, ვერც ცოდვები...

ჩემი სურვილი და ანდერძია ყველანი გავხდეთ ერთნი. ამინ.“

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2025, 10:17 AM
პოსტი #4745


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შეიძლება ბერმა არაფერი დააშავოს, მაგრამ სევდა შემოაწვეს და ეშმაკმა სულიერად დაშალოს“.

/მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (ბერაძე)/


„ამა წლის 8 ნოემბერს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარაელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი აკურთხა, რომლის წინამძღვრად არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი) დაადგინა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2025, 11:38 AM
პოსტი #4746


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უნდა ითქავს, რომ მეუფე [წმინდა ნექტარიოსი] მხოლოდ მუხუდოთი იკვებებოდა. მისი და მონაზონ დედათა კელიების სახურავიდან წყალი წვეთავდა და სათლებს უდგამდნენ ხოლმე. მეუფე მათ ამშვიდებდა: „ნუ განიცდით, მოვა დრო და ოქროში იბანავებთ“. დები უსმენდნენ და ჩუმად ეღიმებოდათ: მეუფე ხუმრობსო. როდესაც დაგვინახავდა, რომ ჩვენ, პატარები, მონასტერს ვეხმარებოდით, ძალზე ხარობდა. ამასთან მეტად ფრთხილიც იყო; გულს სტკენდა ადამიანთა მითქმა-მოთქმა, თითქოს გოგონებს ძალით იკრებდა მონაზვნად აღსაკვეცად. მონასტერში ყოფნისას ხშირად მინახავს, როგორ ატარებდა სასულიერო საუბრებს ოთახში - ეს იყო სკოლა მწუხრის მსახურების შემდგომ. საუბრების მერე ყველა გალობდა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 09:33 AM
პოსტი #4747


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,129
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახალდამწყებ ბერს, რომელიც თვითნებურად გასცემს მოწყალებას ღატაკებისთვის, აუცილებლად გაიტაცებს ამპარტავანება და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეექმნება.

თუ რამე ნამეტი გაქვს, გაეცი გლახაკებისთვის, სანამ მონასტერში არ შესულხარ. ასე გვიბრძანებს სახარების მცნება.

ჭაბუკს, რომელსაც სურდა სათნოებებში სრულყოფილებისთვის მიეღწია, უფალმა უთხრა: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


„ამა წლის 7 ივლისს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის (წვიმოეთის) წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში დიაკვნად დაასხა ხელი კერძო დიაკონ დავით მჭედლიძეს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

238 გვერდი V « < 236 237 238
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 30 მომხმარებელი (მათ შორის 30 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th November 2025 - 02:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი