სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
გუშინ, 10:41 AM
პოსტი
#4761
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,166 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ - მამაო, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი შეხედულებით რომელიმე ძმა მონაზვნურ წესს ასცდა, რა უნდა ვქნათ?
-უნდა ვისწავლოთ, რომ შემწყნარებელნი ვიყოთ. გამოვიჩინოთ სულგრძელება ძმების ნაკლოვანებების მიმართ და თანავუგრძნოთ მათ. გარდა ამისა, ვიფიქროთ თითოეული მათგანის დადებით მონაცემებზე და ვადიდოთ ღმერთი მათი ამა თუ იმ სათნოებისთვის - ლოცვის, სასულიერო წიგნთა შემეცნების, სხვათა მომსახურების გულმოდგინებისთვის და სხვ. თუ ძმების სისუსტეებს ამგვარად არ მივუდგებით, ჩვენ შორის დაშორება წარმოიშობა, რაც ჩვენს სულიერ სიღარიბეს ცხადყოფს. სამწუხაროდ, ჩვენ იმ წყლიან ჭურჭელს ვგავართ, რომელიც, როცა დაწყნარებულია, წყალი სუფთა ჩანს, ხოლო, როგორც კი აამღვრევ, ზედაპირზე უამრავი ნაგავი ამოდის. -მამაო, როგორ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, რომ მსგავსი მიდგომა გვქონდეს? -უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ, მონაზვნებმა, საკუთარი თავი ღმერთს მივუძღენით. ასეთი ცნობიერებით რომ ვცხოვრობდეთ, ულევ სიმდიდრეს მოვიხვეჭდით საღვთო მადლის საუნჯისგან და მაშინ ყველა სირთულე გადაიჭრებოდა. უფრო სწორად, სირთულეები აღარ იარსებებდა. მაგალითად, შესაძლებელი იქნებოდა, უმცროს ძმას უხეშად მიემართა უფროსი ძმისთვის, ამ უკანასკნელს კი შეურაცხყოფა მშვიდად მიეღო. იგივე მოხდებოდა, თუ რომელიმე უმცროსი ძმა შეურაცხყოფილი იქნებოდა მასზე უფროსისგან. მართლაც გოდების ღირსნი ვართ, როცა ვერ ვგრძნობთ, რომ ჩვენ გვერდით იმყოფებიან სულიწმიდის საუნჯეები, მისი ნიჭები, მისი მარგალიტები და განძი. ეს მონაზვნური ცხოვრების პრივილეგიაა. მონაზვნური ცხოვრება ძალიან დაშორებულია ამქვეყნიური ცხოვრებისგან. მათ შორის დიდი დანახეთქია. უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენ, მონაზვნები, მიწაზე კი არ დავდივართ, არამედ საღვთო ნიადაგზე, რადგან ზეცისკენ ვართ მოწოდებულნი. წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „მონასტერი ცაი არს ქუეყანასა ზედა“. შესაბამისად, ჩვენი მიდგომა უცხო უნდა იყოს ამსოფლიური აზროვნებისგან და სიყვარულის, შემწყნარებლობის, სულგრძელების სურნელება უნდა ჰქონდეს. ჩვენ წმ. იოანე წინამორბედის, წმ. ანტონი დიდისა და ყოველთა ღირსთა მამათა დასის მემკვიდრენი ვართ. ჩვენ ვართ რჩეულები, „სყიდულნი ქვეყანისაგან“. როგორი გულგრილობითა და დანანებით გავიხსენებთ ჩვენს ანტიმონაზვნურ მიდგომებს აქ, დედამიწაზე, როდესაც, თუკი ამას ღვთის წყალობა დაუშვებს, მისი წმინდა საყდრის წინაშე დავდგებით!“ /არქიმანდრიტი ქერუბიმი/ „ამა წლის 30 აგვისტოს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში იღუმენის ხარისხში აიყვანა ამავე სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ეფრემი (ამირანაშვილი)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th December 2025 - 04:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი