IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

240 გვერდი V « < 238 239 240  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 4 2026, 10:41 AM
პოსტი #4781


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,207
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დიდი სქემით შემოსვის შემდეგ, რაც მოხდა წმიდა მამის დიდი სურვილით, მამა ონოფრემ [გარეჯელი] იტვირთა მდუმარების ღვაწლი. მას შემდეგ, ეძინა მიწაზე, დაგლეჯილ ჭილოფზე და შიშველ ტანზე შემორტყმული ჰქონდა რკინის ჯაჭვი. სენაკიდან მხოლოდ წირვა-ლოცვაზე დასასწრებად გამოდიოდა. უზომო მოღვაწეობისგან ისე დასნეულდა ნეტარი მამა, რომ აღარ შეეძლო ფეხზე წამოდგომაც კი. სულიერი ძმები ევედრებოდნენ, რომ ცოტა მაინც შვება მიეცა საკუთარი სხეულისათვის, რომელიც მოუძლურებული ჰქონდა და ჩაწოლილიყო ლოგინში. მაშინ განაცხადა წმიდა მამამ, რომ აღთქმა ჰქონდა დადებული, რათა ჭილოფზე დაესრულებინა ცხოვრება თვისი.

ღირსი ონოფრე სნეულებებს ითმენდა სასოებით და იესოს ლოცვას იმეორებდა მოუკლებლივ. მალე ყველასთვის გახდა ცნობილი მისი სიწმინდე და ღვაწლი, ბევრმა იწყო მასთან სიარული, რომ ლოცვა-კურთხევა მიეღო მისი, ბერი კი თავად სთხოვდა მათ, რომ ელოცათ მისთვის.

წმინდა მამამ იგრძნო სიკვდილის მოახლოება და წმიდა ზიარება მიიღო სასოებით. ზიარების შემდეგ ბერს წაერთვა გონება და თვრამეტი დღე იწვა ხმაამოუღებლივ, თვალები ზეცისკენ ჰქონდა მიპყრობილი და მხოლოდ პირჯვარს ისახავდა სასოებით. ნათლისღების დღესასწაულზე, წირვის შემდეგ მიაბარა მან უფალს თავისი წმინდა სული და დაიკრძალა დავით გარეჯელის საფლავთან სიახლოვეში.

სანატრელმა მამა ონოფრემ მონაზვნობაში დაყო თორმეტი წელი, ორი წელი დიდი სქემით შემოსილმა გაატარა დაყუდებაში, ბოლო ორი წელი კი მწოლიარე მადლობდა ღმერთს გულით. სულ ამ ქვეყნად იცოცხლა 79 წელი“.

/მიტროპოლიტი ზოსიმე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 12:50 PM
პოსტი #4782


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,207
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობის დიდმა მოძღვრებმა, რომლებიც მრავალრიცხოვან სამონასტრო კრებულებს წინამძღვრობდნენ, დააწესეს იესოს ლოცვა, როგორც მონაზვნური ცხოვრების უპირველესი სულიერი საქმე. და, მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნები მას წარმოთქვამდნენ მთელი დღის განმავლობაში: მორჩილებაზე, ხელსაქმისას თუ გზაში, სავალდებულო კანონად დაუწესდათ ამ ლოცვის აღსრულება თავიანთ სენაკებში გამთენიისას, ვიდრე ცისკრის მსახურებაზე წავიდოდნენ. ასე დადგინდა ის მშვენიერება, რომელსაც კანონი: „უფალო იესო ქრისტე...“ - ანიჭებს მონაზვნურ ცხოვრებას.

მონაზონი, იესოს ლოცვის ამ ნადიმის შემდეგ სულიერი სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი, მიდიოდა ეკლესიაში ღვთის თანამყოფობის უხვი განცდით.
მონაზვნურ გარდამოცემაში კანონმა მრავალი სახე მიიღო როგორც იესოს ლოცვის რაოდენობასთან, ასევე მისი აღსრულების წესთან დაკავშირებით. ერთხანს დაწესდა, რომ კანონში უნდა შესრულებულიყო 33 ასეული სკვნილი პირჯვრის გადაწერით, რაც სიმბოლურად უფლის ხორციელ ასაკს გამოხატავს. შემდეგ 12 ასეული სკვნილი 120 დიდი მეტანიით - დიდსქემოსანი მონაზვნისთვის, ხოლო 6 სკვნილი 60 მეტანიით - მცირესქემოსანი მონაზვნისთვის. საბოლოოდ, თუმცა თითოეულ მონასტერს საკუთარი განაწესი აქვს, სკვნილისა და მეტანიების რაოდენობას თითოეული მონაზვნისთვის, შესაბამისად მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობისა, ადგენს ბერი“.

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 10:02 AM
პოსტი #4783


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,207
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთი მეგობარი მყავდა, მეუდაბნოე, კაპსალის უდაბნოში განმარტოებით ცხოვრობდა. ერთხელ ზამთარში, როდესაც ძლიერ მოთოვა, გადაადგილების სიძნელეები წარმოიშვა - ყველა მეუდაბნოე აბსოლუტურად იზოლირებული აღმოჩნდა სხვა ადამიანებისგან და აი, ამ მეუდაბნოემ თქვა: „ერთი პატარა ფისო რომ მყავდეს აქ, ჩემთვის დიდი ნუგეში იქნებოდა“. და ცოტა ხნის შემდეგ კარს უკან კნავილი მოესმა. ასე ანუგეშა ის ღმერთმა. როგორც ვხედავთ, ჩვეულებრივი ადამიანური სურვილები უცხო არ არის თვით წმინდანებისა და ეკლესიის სხვა დიდი მოღვაწეებისთვის, მათაც სჭირდებათ ადამიანური ნუგეშისცემა, რათა, როცა მათ სხვა ადამიანები მიმართავენ დახმარებისთვის, შეძლონ გაუგონ ამ ადამიანებს და დაეხმარონ მათ“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

240 გვერდი V « < 238 239 240
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 16 მომხმარებელი (მათ შორის 16 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th January 2026 - 08:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი